Saturday, November 8, 2008


ეს ბლოგი ეძღვნება თავისუფლებას. მე მიყვარს თავისუფლება და მიყვარს ყველა, ვისაც უყვარს თავისუფლება, ვინც ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რატომ არ არის თავისუფალი... ჩვენ მანამდე გვიკოდავენ აზროვნებას, სანამ აზროვნებას დავიწყებთ. მანამდე გვიწამლავენ აღქმას, სანამ აღვიქვამდეთ... მერე ეს ყველაფერი ქვეცნობიერში გადადის. ჩვენ ვიზრდებით და ვერ ვხვდებით, რატომ ვართ უბედურები, მოწყენილები, რატომ გვაღიზიანებს ამდენი რამ, საიდან გაგვიჩნდა ამდენი მახინჯი რამ – სიხარბე, სიძუნწე, ეგოიზმი, დაუნდობლობა, შიში, გულგრილობა... სად გაქრა სიმშვიდე, სიხარული... და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ისიც კი არ შეგვიძლია, რომ ჩვენი უბედურების მიზეზს ჩავწვდეთ – მიზეზი ქვეცნობიერშია, იქ მოხვედრა კი არც ისე ადვილია... ამიტომ უმეტესობა ისე კვდება, ვერც კი იგებს, ვინ იყო სინამდვილეში და რა უნდოდა. ასეთები სხვისგან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრობენ. თავისუფლება ის ნიადაგია, რომელზეც იზრდება ყველაფერი, რაც კარგი და ლამაზია. თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ნამდვილი სიკეთე, არც ნამდვილი სიყვარული, არც ნამდვილი ცოდნა, არც გამოცდილება... ამიტომ ამ ბლოგზე იქნება ყველაფერი, რასაც მოვაგროვებ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიო თავისუფლებას და ყველაფერი, რაც მე მეხხმარება და მანთავისუფლებს. აქ ნახავთ წიგნებს, ლინკებს, მუსიკას, ვიდეოს – და ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად კავშირში იქნება ამ თემასთან. და რაც მთავარია, შეგიძლიათ თავადაც იბაზროთ. ამისთვის არის განყოფილება "საბაზრო ეკონომიკა".
Опубликовать сообщение

No comments: