Friday, January 15, 2010

...knowledge-wakefullness-tanquility of body-mind, loving-kindness to all beings...

Friday, January 8, 2010

ანეკდოტები ქართველებზე

Грузин в московской аптеке:
- Дайте мне сто презервативов.
Две молодые девушки, стоявшие рядом захихикали. Грузин посмотрел в
их сторону и добавил:
- И еще два.

- Слюшь, Гоги, у нас со вчера "Мукузани" не осталось?
- Нэт.
- А "Цинандали"?
- Нэт.
- А вон в той бутильке?
- Это ми нассали..
- Ну налэй минассали...


Грузин в ресторане:
- Минэ, пожалуйста, список блюдей дай...
- Ээээ... вам наверное меню?
- Ага, и тебю тожи...

Грузин подходит к девушке:
- Дэвушка, на вам сидит мух.
- Не на вам, а на вас.
- Как, уже на мну?
- Не на мну, а на мне.
- Как, уже опять на вам? Ух какой шустрый мух!

Урок русского языка в одной из кавказских школ. Учитель:
- В русский язик слова "сол", "мол" и "бол" пишуца с мягкий знак, а
слова "вилька" и "тарелька" - бэз мягкий знак. Запомнитэ это, дэти, потому что
панят это - невазможна!

Урок географии в грузинской школе.
- Дзэти, кто знает, что такоэ ТЭБЭт?Вотты, Гоги, скажи!
- Нэ знаю, учицеЭль...
- Двойка, паразит. А ты, Вано?
- Навэрно, озЭро?...
- Штоб ты утопился!!! Гиви, гавары!
- Учицель, тЭБЭт, это то же, что и мЭньет, только не мЭнЭ,атЭБЭ!..


Армянин подходит к памятнику Пушкину:
- Вах! Вэликий армянский поэт!
Рядом стоит мужик:
- Ты че, это же великий русский поэт!
- Э-Э-Э! Слюшай, табличка смотри! "Газон засеЯН".



Приходит маленький грузинский мальчик домой, и говорит:
- Папа, мне сегодня в школе сказали, что я - грузин. Это правда?
- Да сынок.
- Папа, и ты - грузин?
- Да, сынок.
- Папа, а мой старший брат Гиви - он тоже грузин?
- Нет сынок, он новый Русский...


Грузин сдает экзамен на водительские права. Инспектор его спрашивает:
- Вот едешь ты, дарагой, на машине по горной дороге. Справа - скала, слева - обрыв. Впереди две женщины: молодой и старый. Кого давить будешь?
- Конечно, старый!
- Нет тебе прав, дорогой, тормоз давить надо!



Грузин приезжает поездом Тбилиси-Москва в столицу. Высовывается из окна вагона и орет:
- Носылщики! Носылщики!
Носильщики бегут, думают у него там полвагона груза. А грузин:
- Вам привет от Тбилисских носильщиков!



В купе поезда:
- Сколько я могу тебя учить, - говорит мать дочери,
- не ешь яйца серебряной ложкой, серебро от яиц портится.
- Век живи, век учись! - произнес грузин, перекладывая серебряные часы во внутренний карман пиджака


Мужик возвращается из командировки, заходит в комнату - жена в кровати, рядом с кроватью стоит голый грузин в кепке и радостно так улыбается.
Охреневший муж грузину: - Ты кто? Грузин (уже не улыбаясь):
- Да баран я - вчера вот кепку-невидимку за штуку баксов купил!

Опаздал грузин на поезд и кричит:
" вах вах,ушла поезда,ушла"..подходит к нему дворник и говорит:
"не поезда ,а поез"...а грузин отвечает:
"я что,ему под колеса смотрел".....



Идет грузин по Красной Площади с индюком. Подходит мент:
- Гражданин ,здесь запрещается с животными гулять.
-Генацвале, посмотри кругом голуби сидят, им что, можно? да?
-Нуу,голубь-это символ мира
-А мой индющка что?,тебе войну объявила чтоли?

კნუტ ჰამსუნი თ ა მ ა რ მ ე ფ ე

თარგმნა ლევან რამიშვილმა




დრამა სამ მოქმედებად



მანდრაგორი

შორს, ზღვებს იქით, სადაც კლდეა ეული,
იგი ხარობს შხამიანი თვალებით,
ჯოჯოხეთურ ნამით ნამჭვირვალები,
მთვარის შუქზე ფერმკრთალი, ქვადქცეული.
ყველგან ფასობს, ვით ნახარში წყეული,
ვით ბალახი, ჯადოქრის მოყვანილი,
ასეთია მანდრაგორის ყვავილი.


შხამს, შემპარავს არ ამადლის არავის,
ყველას უწვდის... იმღვრევიან სულები
და სიკვდილის სუსხით შესუდრულები
გვიან გრძობენ, რომ საშველი არ არის.
არის როკვა, შეკვრა შეშლილ კამარის,
ხარხარი თუ განწირული ხავილი...
ასეთია მანდრაგორის ყვავილი.


არის მზერა, მორჩილი თუ მძულვარე,
მაგრამ სისხლში ის აურევს განთიადს
და ცივ გულში ისევ ცეცხლი ანთია
და იქნება კვლავ მთანგველად მხურვალე
სატრფოს მზერა, ნაღვლიანი, მწყურვალე
და ნაღველი არასოდეს გაივლის...
ასეთია მანდრაგორის ყვავილი.











მოქმედი პირნი:

თამარი, საქართველოს დედოფალი.
თავადი გიორგი, მისი ქმარი.
გიორგი და რუსუდანი, მისი შვილები.
იღუმენი.
მღვდელი.
ფატიმა.
თავინიელი* ყაენი.
ზაიდატა.
იუანატა.
სოფია.
მედეცუ.
თავად გიორგის ხელქვეითი**.
ორი თათარი მეთაური.
ორი ქართველი ტუსაღი.
მთავარსარდალი.
თამარის მეთაურები და ჯარისკაცები, თავინელი მეთაურები და ჯარისკაცები, ბერები, მწერლები, მოცეკვავე ქალები, გოგონები, მსახურები.



მოქმედება პირველი

ანისთან*** ახლოს, თამარის სასახლეში ზაფხულის თბილი დღეა.
კარიბჭე გვერდებზე ოვალური კედლებით. აქა-იქ რამოდენიმე სავარძელია, კავკასიური და აღმოსავლური ხალიჩები, ფერადი ხატი მუდამ ჩაუმქრალი კანდელით. შემოსასვლელი განლაგებულია სიღრმეში, მძიმე ფარდით დაფარულ ორ კოლონას შორის. კოლონებს შორის, იატაკზე აქა-იქ ყვავილები და მოზრდილი ბუჩქებია. მარჯვნივ ორი გასასვლელია, სადაც კარების ნაცვლად ასეთივე ხალიჩებია. მარცხენა მხარეს, უკანა პლანთან ახლოს რკინის მოჭედილი კარია; იმავე მხარეს, წინა პლანზე, რამოდენიმე საფეხურიანი შემაღლებაა; აქ დედოფლის სავარძელი და მაგიდა დგას.

სახის ქვედანაწილდაფარულ გოგონებს მარჯვნიდან, მეორე ფარდის უკნიდან ყვავილები გამოაქვთ; მათ იარაღასხმული და ნაცრისფერი ზედატანებითა და დიდი ბეწვის ქუდებით მოსილი მსახურები ეხმარებიან.
იმავე ფარდის უკნიდან გამოდის ჯარისკაცი და ირგვლივ მიმოიხედავს.

პირველი მსახური: როგორ შემოხვედი?

ჯარისკაცი: აქედან შემოვედი, იმიტომ რომ არ ვიცოდი, საიდან შემოვსულიყავი.

პირველი მსახური: კი მაგრამ, სად მიდიხარ?

ჯარისკაცი: Uთავად გიორგისთან. ბანაკიდან ვარ.

პირველი მსახური: მოვახსენებ. (პირველი ფარდიდან გადის).

მეორე მსახური: როგორც ეტყობა, ბრძოლა წაგიგია.

ჯარისკაცი: როგორც ეტყობა, ამ საქმის არაფერი გაგეგება.

მეორე მსახური: როგორ მიბედავ? თუ იცი, დედოფლის მსახურს რომ ელაპარაკები?

ჯარისკაცი: შენ თვითონ ელაპარაკები დედოფლის მსახურს.

ზაიდატა: ჰო, მართალია, ეგ თვითონ არის დედოფლის მსახური.

მეორე მსახური: ჰო, მაგრამ მე ყველგან თავისუფლად შევდივარ, შენ კი კარის უკან იცდი.

ზაიდატა: ჩუმათ, _ Uთავადი გიორგი!


პირველი ფარდა იწევა და ჩნდება თავადი გიორგი. უწვეროა, თეთრ ტიბეტურ ქუდსა მკერდზე ოქროს ჯაჭვებით მორთულ ღია მწვანე აბრეშუმის ზედატანში გამოწყობილი. ძვირფას ქამარზე ხანჯალი და ხმალი ჰკიდია. ყვითელი ტარსიკონის ჩექმები აცვია, რომელთა ყელსაც ფართო შარვალი ფარავს. თან ახლავს მისი ხელქვეითი, რომელიც ჯარსკაცს ანიშნებს, მოგვიახლოვდიო.

თავადი გიორგი: ბანაკიდან ხარ?

ჯარისკაცი: დიახ, ბატონო.

თავადი გიორგი: სიწყნარეა?

ჯარისკაცი: დახ, ბატონო.

თავადი გიორგი: რა გინდა?

ჯარისკაცი: მტერი პირისპირ გვიდგას. გთხოვთ, ცხენი შეკაზმოთ და წამობრძანდეთ.

თავადი გიორგი: ტარასმა გამოგგზავნა?

ჯარისკაცი: დიახ, ბატონო.

თავადი გიორგი (ჩაფიქრდება): ტარასს გადაეცი, ყველამ დაისვენეთ-თქო. მეც ორიოდ დღეში ჩამოვალ.

ჯარისკაცი: მაგრამ Uთავადო გიორგი, ტარასმა გამომგგზავნა, რათა გადმოგცეთ, რომ...

თავადი გიორგი: ორიოდ დღეში.

ჯარისკაცი გადის.

თავადი გიორგი: ვერ გაიგე პასუხი?

თავად გიორგის ხელქვეითი: ვერ გავიგე.

თავადი გიორგი: მინდა ჩემი ხალხის ყურადრება
მოვადუნო. ბანაკს შუაღამეზე დავაცხრები თავს.

თავად გიორგის ხელქვეითი: აჰა!

თავადი გიორგი: მკაცრი მეთაური ვარ.

თავად გიორგის ხელქვეითი: დიდი მხედართმთავარი ბრძანდებით!

თავადი გიორგი: მე დედოფლის მსახური ვარ... უბრძანე, ბერს უხმონ.

თავად გიორგის ხელქვეითი პირველი ფარდიდან გადის.

თავადი გიორგი: ეი, ზაიდატა!

ზაიდატა: თქვენი მონა-მორჩილი ვარ.

თავადი გიორგი: ყვავილები მთელ დროს გართმევს.

ზაიდატა: დედოფალი მალე დაბრუნდება. გზაზე მისი ამალა მოჩანს.

თავადი გიორგი: დედოფალი ჩემი ცოლია. შენ კი შეგეძლო ჩემი სატრფო გამხდარიყავი.

ზაიდატა: შენ მხოლოდ ლაპარაკობ ასე. რამდენი წელია უკვე, რაც ასე ლაპარაკობ. რომ დაბრუნდება, დედოფალი თვითონ იქნება შენი სატრფო.

თავადი გიორგი: ფიქრობ, რომ იქნება?

ზაიდატა: განა შენი ცოლი არ არის?

თავადი გიორგი: რა თქმა უნდა, ჩემი სატრფო იქნება. არ იქნება და ვაიძულებ, იყოს. ამდენი ძალაუფლება მაინც მაქვს, ზაიდატა.

ზაიდატა: დედოფალს არ ვუყვარვარ. იუანატა და სოფია კი როგორ არ უნდა გიყვარდეს, თუმცა შენ მათაც შენს სატრფოებს უწოდებ.

თავადი გიორგი: გახსოვდეს _ ყველანი დედოფლის მსახურნი ვართ.

იუანატა: რა თქმა უნდა გიხარია, დედოფალი რომ მობრძანდება?

თავადი გიორგი: გაჩუმდი, იუანატა. შენ თვითონ ხარ დედოფალი... შენ ვერავინ შეგედრება.

ზაიდატა: როგორც მე.

თავადი გიორგი: ჰო, ვერც შენ.

სოფია: და ვერც მე.

თავადი გიორგი: ჰო, ვერც შენ, სოფია. ნამდვილი ცეცხლი ხარ.

ზაიდატა: რამდენი წელია ამას ყველას გვეუბნები, მაგრამ ასე არ ფიქრობ. შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ დედოფალს ვერ შეედრება ვერავინ.

თავადი გიორგი: შენც ასე უნდა ფიქრობდე, ზაიდატა (ჯდება).

პირველი ფარდიდან ბერი ჩნდება.

თავადი გიორგი: დაამთავრეთ, გოგოებო?

ზაიდატა: უკვე მივდივართ.

გოგონები და მსახურები გადიან.

ბერი: შენს მონა-მორჩილს უხმობდი?

თავადი გიორგი (ერთხანს ჩუმადაა): დაჯექი.

მღვდელი (ჯდება): დღეს ძალიან დაღვრემილი ხარ, თავადო გიორგი. დედოფალი მობრძანდება, ასეთ დროს კი მხიარული ხარ ხოლმე.

თავადი გიორგი: დღეს გადაწყვეტილება მინდა მივიღო.

მღვდელი: ოღონდაც სწორი გადაწყვეტილება იყოს!

თავადი გიორგი: მე ვარ დედოფლის პირველი მსახური, მხედართმთავარიც მე ვარ და დიდი გამრჯვებებიც მე მომაქვს, არ არის მართალი?

მღვდელი: მართალია.

თავადი გიორგი: მაგრამ მეფე არ ვარ.

მღვდელი: არა, მეფე არ ხარ.

თავადი გიორგი: მეფე არ ვარ. მე მხოლოდ მისი შვილების მამა ვარ, მისი ვაჟის და ქალიშვილის მამა. დედოფლის წინ მდგომს ქუდი ხელში უნდა მეჭიროს. რას უნდა ფიქრობდეს ქალი თავის ქმარზე, რომელსაც მის წინ დგომისას ქუდი ხელში უჭირავს? (მკვეთრად) ასეთ ქმარზე ქალი მაღალი აზრის ვერ ექნება.

მღვდელი (ცნობისმოყვარედ): განა დედოფალი შენზე ცუდი აზრისაა?

თავადი გიორგი: ჩემი ბედია ვიყო მისი ქმარი ამ სახლში. ველაპარაკო შვილს, რომელიც ჩემზე მაღლა დგას, ველაპარაკო ჩემს პატარა გოგოს, რომელიც ოდესმე ალბათ ჩემზე იბატონებს.

მღვდელი: ეს მეტისმეტია.

თავადი გიორგი: შენ გესმის, ბერო. მე დავიპყარი ტრაპიზონი, ერზერუმი და ანისი, მაგრამ მაინც ჩემი შვილების მსახურად დავრჩი.

მღვდელი: მეტისმეტია-მეთქი, გეუბნები თავადო გიორგი.

თავადი გიორგი: სულაც არაა მეტისმეტი. შენ არ გესმის, ბერო. მიხარია, ჩემი შვილების მსახური რომ ვარ, მაგრამ არ მინდა დედოფლის უმწიფარი ქმარი ვიყო.

მღვდელი: უმწიფარი? განა ასე გითხრა?..

თავადი გიორგი: სამი ღამის უკან თავინელი ყაენი ავიყვანე ტყვედ, მაგრამ მისი სიკვდილით დასჯა ვერ გავბედე, თავს დედოლის წყრომა რომ არ დამტყდომოდა. ახლა მის სიტყვას ელოდება. იქ ჩავამწყვდიე (რკინის მოჭედილ კარზე მიუთითებს).

მღვდელი: დედოფალი მას შეიწყნარებს.

თავადი გიორგი: შენ გესმის. იმიტომ რომ მეფე არ ვარ. (გაცხარებით) ვითომ რატომ არ შეიძლება, მეფე ვიყო? ჩემს ძარღვებშიც მეფური სისხლი ჩქეფს.****

მღვდელი: ეს მართალია.

თავადი გიორგი: არავინ იცით, რას ნიშნავს დღედაღამ დედოფლის ქმარი იყო. ვინმეს რაიმეს რომ ვუბრძანებ, მეკითხებიან, დედოფალმა ასე ბრძანაო? ფანფარები მის გამოჩენას უძღვის წინ, შუბმომარჯვებული ჯარისკაცები მას ესალმებიან. მე კი მხოლოდ თავადი გიორგი ვარ.

მღვდელი: შენ შენს საკუთარ სახლში ხარ უბედური.

თავადი გიორგი: განა ვინმეს შეუძლია, რაიმე მისაყვედუროს? განა მე თვითონ არ ვუბრძანებ ხოლმე სახე დაიფარონ, რომ ცდუნებაში არ ჩავვარდე?

მღვდელი: სწორადაც იქცევი. ზაიდატა ნამდვილი ცეცხლია.

თავადი გიორგი: ჰო, ზაიდატაც. მაგრამ თუ ვინმეა ნამდვილი ცეცხლი, სოფიაა.

მღვდელი: ჰო, ეგეც. სოფიაც ცეცხლივითაა. ყველანი ცეცხლივით არიან.

თავადი გიორგი: შენ რაღა იცი?

მღვდელი: მე არ ვიცი. უბრალოდ აბანოდან მესმის, როგორ თამაშობენ და წივიან.

თავადი გიორგი: მადლობა ღმერთს, აბანოში არც ერთთან ერთად არ ვყოფილვარ.

მღვდელი: არ ყოფილხარ? ჰო, რა თქმა უნდა არა. შენ ხომ დედოფალი გყავს.

თავადი გიორგი: დედოფალი მყავს?

მღვდელი: რა თქმა უნდა. (ცნობისმოყვარედ) განა დედოფალი შენი არ არის?

თავადი გიორგი: გაჩუმდი. იმდენი ძალაუფლება კი მაქვს, რომ დედოფალი მე მეკუთვნოდეს, დედოფალს კი ჩემს გარდა არავინ უყვარს, მაშ რატომ არ უნდა იყოს ჩემი?

მღვდელი: რა თქმა უნდა.

თავადი გიორგი: ნუთუ შეიძლება მე არად ჩამაგდონ? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ბერო, ზოგჯერ არც თუ ისე თვინიერი და მშვიდობიანი ზრახვები შემიპყრობს ხოლმე. ასეთი ცოდვა მიეტევება?

მღვდელი: მიეტევება.

თავადი გიორგი: რით ავხსნა, რომ ზოგჯერ დედოფალი ცივად მიყურებს? თითქოს თბილად რომ შემოეხედა, რამე დამიშავდებოდა?

მღვდელი: დედოფალი არავის უმზერს თბილად.

თავადი გიორგი: მაგრამ მხოლოდ მე, მხოლოდ მე ვარ Uთავადი გიორგი, ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს... აქ ჯარისკაცი იყო. ბანაკიდან ამბავი მოიტანა. ისე მელაპარაკა, მუხლებზე არ დამდგარა.

მრვდელი: მუხლებზე არ დადგა?

თავადი გიორგი: დედოფლის წინ კი აუცილებლად დადგებოდა. ასევე როგორც ხალიფას წინაშე, აღმოსავლეთში. ჩემს წინაშე კი არ დადგა. ერთი პირობა გავიფიქრე, თავს წავაცლი-მეთქი.

ზაიდატა (მეორე ფარდიდან): დედოფალი მოდის (უჩინარდება).

თავადი გიორგი: გესმის? აქ მისი ქმარი ზის და მაინც გვახსენებენ, რომ დედოფალი მოდის! მალე მოვა და ამ ტახტზე ვეღარ დავჯდები, ქვემოთ უნდა ჩავიდე. მას დიდი ამალა ჰყავს. მე მის ამალაში ვითქვიფები და ერთი მისი ქვეშევრდომთაგანი ვხდები. მას მუსიკით ხვდებიან, მე კი _ არა. მისი მოძღვარი იღუმენია, ჩემი კი _ უბრალო ბერი.

მღვდელი: ჰო, მაგრამ მე ხომ იღუმენი უნდა გავმხდარიყავი. რატომ არ გავხდი?

თავადი გიორგი: შენ, ბერო? (ტონს ცვლის) ჰო, რატომ არ გახდი იღუმენი?

მღვდელი: დედოფალმა არ დამაწინაურა და მე მასზე ნაწყენი ვარ.

თავადი გიორგი: და შენ შეგიძლია, ნაწყენი იყო? რა თვინიერი ყოფილხარ...

მღვდელი: მე? ხუმრობ?

თავადი გიორგი: რა თქმა უნდა, ვიხუმრე. განრისხებულიც კი უნდა იყო. გინდა, შენი მრისხანებით დამეხმარო?

მღვდელი: მინდა.

თავადი გიორგი: მე შენ მჭირდები. სხვა ვერავინ დამეხმარება. დღეს კი ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება.

მღვდელი (ჩამოჯდება): რა განგიზრახავს?

თავადი გიორგი: მინდა გავიმარჯვო. (სიჩუმეა) ტარასმა ბანაკიდან შიკრიკი გამოგზავნა. უნდა, რომ მივიდე. მე შევუთვალე, ორიოდ დღეში ჩამოვალ-მეთქი.

მღვდელი: ასეთი პასუხი შეიძლება ვინმემ არასწორად გაიგოს.

თავადი გორგი: იმათ, ვინც არასწორად იგებს, ვეუბნები, რომ მინდა ბანაკის ყურადღება მოვადუნო, შემდეგ კი ღამით მოულოდნელად დავაცხრე თავს და მძინარენი დავსაჯო. მაგრამ შენ, ბერო, გეტყვი, რომ ჩემს პასუხში ფარული ზრახვა იმალება.

მღვდელი: ვხედავ, რომ ასეა. თვალები ველურივით გიელავს.

თავადი გიორგი: ჩვენ ყარსის ყაენს ვებრძვით. თითქმის ჩვენს ხელშია. დღეს ღამით რომ თავს დავეცე, დავამარცხებ.

მღვდელი: აჰ!

თავადი გიორგი: მაგრამ თუკი არ დავესხმები და ხელსაყრელ დროს ხელიდან გავუშვებ, უკან დაიხევს, საფარს შეეფარება და გადარჩება. თუ დავინდობ ყაენს, რას გამიკეთებს ის მე სანაცვლოდ?

მღვდელი: სამუდამოდ შენი მადლიერი იქნება.

თავადი გიორგი: მაშინ დავინდობ მე მას ამ ღამეს. და თუ ხვალ ღამით მივალ მასთან, მის ჯარს დედოფლის მძინარე ლაშქრის წინააღმდეგ წამოვიყვან და ამოვჟლეტ, მაშინ რას იზამს ყაენი?
(მღვდელი ხელებს შემოჰკრავს).

თავადი გიორგი (ხმამაღლა): მაშინ ყაენი ყოველთვის დამეხმარება, ბერო.

მღვდელი: ახლა ჩავწვდი შენს დიდ ჩანაფიქრს.

თავადი გიორგი: და ამ ჩემი წინადადებით შენ უნდა ეახლო ყაენს.

მღვდელი: მე?

თავადი გიორგი: იმიტომ, რომ შენ ნაწყენი ხარ.

მღვდელი: არ შემიძლია.

თავადი გიორგი: შენს მეტი არავინ მყავს. მხოლოდ შენ გენდობი. ყარსის ყაენს წერილი უნდა აახლო.

მღვდელი: ამას გავაკეთებ. რაკი სხვას ვერავის ენდობი. მაგრამ დაფიქრდი, თავადო გიორგი. ვშიშობ, რომ სამარეს უთხრი საუთარ თავს.

თავადი გიორგი: მაშინ სამარე სასურველი ყოფილა. ეს ნაბიჯი აუცილებელი გახდა. მრავალ ბნელ წელიწადს ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ახლა აწონ-დაწონვას აღარ ვაპირებ. იქნებ მაგ სწავლულ თავში რაიმე სხვა რჩევა მოგეძევება?

მღვდელი: სახიფათო რამ განგიზრახავს. მაგრამ თუ გსურს მეფე გახდე, ბევრ რამ უნდა გაბედო კიდეც.

თავადი გიორგი: მეფეო? მეფობა არ მსურს.

მღვდელი: მეფობა არ გსურს?

თავადი გიორგი: არა.

მღვდელი: არ გსურს დედოფლის ქვეყანა დაიპყრო და ტახტზე ახვიდე?

თავადი გიორგი: ცდები. მე დედოფალი მინდა დავიპყრო.

მღვდელი: არაფერი მესმის. დედოფალი ხომ შენია?

თავადი გიორგი: ვიცრუე. არ არის ჩემი.

მღვდელი (ცნობისმოყვარედ): მაგრამ შენ თქვი, რომ უყვარხარ?

თავადი გიორგი: არ ვუყვარვარ.

მღვდელი: ეს ჩემთვის ახალი ამბავია.

თავადი გიორგი: მრავალი წელი, მრვალი წელი ფარულად ვებრძოდი დედოფალს. მე მარტო ვიყავი, მას კი იღუმენი ჰყავდა მომხრედ. გგონია, ათასში ერთხელ მაინც შემოხედვის ღირსს გამხდიდა? არასოდეს. ეს არ ქნა! _ იღუმენმა დაარიგა. რარა უნდა მექნა _ ფეხებში ჩავვარდნოდი და ხვეწნა დამეწყო? (წამოიყვირებს) არა, ბერო! დრო გადისმე თავს ვაჩვენებ, ვითომ ზაიდატა, იუანატა და სოფია ჩემი სატრფოები არიან, დედოფალი კი თავს მაჩვენებს, ვითომ არ სჯერა.

მღვდელი: განა მას სჯერა?

თავადი გიორგი: ჰო, სჯერა. მაგრამ ამის ჩვენება არ სურს. არაფრის დიდებით, არც ერთი გამოხედვით. გგონია, ოდესმე რაიმეს ვთხოვ? არა-მეთქი, გეუბნები. ჰოდა ასე ვებრძვით ერთმანეთს.

მღვდელი: ასეთი არაფერი მსმენია.

თავადი გიორგი: ამ ყველაფერს იმისთვის გიამბობ, რომ დამეხმარო.

მღვდელი: შენი დიდი ჩანაფიქრის აღსრულებაში?

თავადი გიორგი: არაფერი დიდი ჩანაფიქრი არ არსებობს. მე ასე არ მითქვამს.

მღვდელი: ხომ გსურს, მთელი ლაშქარი ამოჟლიტო?

თავადი გიორგი: მცირე ლაშქარი. დედოფალს სხვა ლასქარიც ჰყავს. მინდა დავსაჯო. ჩემზე ცუდს არ უნდა ფიქრობდეს. ლაშქართან ერთად მის წინ რომ დავდგები, ქუდს არ მოვიხდი, მაგრამ ვეტყვი: აი შენი ქმარი, თამარ. ხომ კარგად მხედავ?

მღვდელი: კი მაგრამ ქვეყანა, სამეფო?

თავადი გიორგი: მთლიანად მას დავუტოვებ. თუმცა შემეძლო ამეღო კიდეც, ბერო. ამ აშია მთელი სიტკბო.

შემოდიან მსახურები. სიღრმეში ფარდას გადასწევენ. ოთახში მკვეთრი სინათლე იჭრება. ხედიმ გარეთ _მწვანე მთები და მზე. შორიდან ისმის ფლეიტების, სიმებიანი ინსტრუმენტების და დოლების ხმები. მუსიკა ახლოვდება.

მღვდელი (წამოდგება): ამაზე მეტს, რაღა თქმა უნდა, ვერავინ გააკეტებს, რომ დაიბრუნოს, რაც...

თავადი გიორგი: რომ დაიბრუნოს ყველაფერი. მე მინდა ყველაფერი დავიბრუნო.

შემოდის უამრავი ჯარისკაცი მოკლე შუბებით ხელში და ერთ მწკრივად დგება. მწკრივისცენის უკან იწყება და ოთახსი მთავრდება. ნაცრისფერი, ტომრის მსგავსი შარვლები და ტყავის სახელოებიანი ხალათები აცვიათ. ქამრებზე ხანჯლები და ხმლები ჰკიდიათ. თავზე არ ახურავთ. მეთაურებს მკერდზე თასმებსებმული ნაცრისფერი ზედატანები აცვიათ.
მეორე ფარდიდან გოგოები დამსახურები გამოდიან და ერთმანეთის მხრების უკნიდან იყურებიან. შემოდის თავად გიორგის ხელქვეითი, რკინის კარს აღებს და ეძახის: `აქეთ!~ გამოდის ორი ქართველი ჯარისკაცი. ხელები შეკრული აქვთ, აბჯრების ნაცვლად ლურჯი, ჩამოშვებული პერანგები აცვიათ.
მუსიკა წყდება.
შემოსასვლელში წითელ ზედატანში გამოწყობილი, ხმალიგადაკიდებული მეთაური ჩნდება და დედოფლის ტახტისკენ მიემართება. წამის შემდეგ მასსავით ხმალგადაკიდებული, წითლებში გამოწყობილი მეორე მეთაური ჩნდება და პირველის გვერდით დგება.
საყვირის ხმა გაისმის.
კარებში ჯალამბრით დედოფალი შემოყავთ. ჯარისკაცები შუბებს გადააჭდობენ. ჯალამბარს დაუშვებენ. დედოფალი გადმოდის, მაჯვნივ და მარცხნივ თავს უკრავს და ბრბოს აღტაცებულ წამოძახილთა თანხლებით წინა პლანზე გამოდის. ყიჟინა რომ შეწყდება, ხატისკენ შეტრიალდება და პირჯვარს იწერს. ამალაში ჩანს ფატიმა, ერზერუმის მთავრის ქალიშვილი. სახეს მთლიანად მუხლებამდე ჩამოშვებული, ნაქარგი ფატა უფარავს. ფატიმა ზურგს აქცევს ხატს და პირჯვარს არ იწერს. დედოფალს უკან სვილები, გიორგი და რუსუდანი მოჰყვებიან, მათ კი _ იღუმენი. იღუმენს მღვდლები, მეთაურები, მწერლები, გოგონები და მსახურები მოსდევენ. ყველანი პირჯვარს იწერენ.

დედოფალი: ყველას მოგესალმებით. შენც, თავადო გიორგი, პირველს გესალმები.

თავადი გიორგი: შენ მე ეს ყველაზე ბოლოს მითხარი.

დედოფალი (ეღიმება): დაღლილი ხარ. გავიგე, შენს გამარჯვებებს გადაუღლიხარ.

თავადი გიორგი: ჩემო შვილებო, მოდით ჩემთან! (ეხვევა და კოცნის ბავშვებს).

დედოფალი: ხედავ, როგორ გაიზარდნენ. თითქმის ჩემხელები არიან.

თავადი გიორგი: და ჩემხელები. ყველა ჩემზე მაღალია.

დედოფალი: რა უცნაური სალამით გვხვდები. იქნებ შენს კეთილ რჩევას არ მივყევი და ბრძოლა წავაგე?

თავადი გიორგი: არა. და ამიტომაც მე კიდევ ერთი გამარჯვება მომაქვს.

დედოფალი: ჩემი მეუღლის, დიდი მეომრის პატივსაცემად საყვირს ჩაჰბერეთ!

ისმის საყვირის და დოლების ხმა და ტასისცემა. დედოფალი მისალმების ნიშნად წინ იხრება.

დედოფალი: ახლა კი _ გამარჯვებული სარწმუნოების საპატივცემულოდ!

კვლავ საყვირის ხმა.

დედოფალი: იმედი მაქვს, შენც ტაშს სცემდი, ფატიმა?

ფატიმა: დიახ, დედოფალო, ტაშს ვცემდი. ჩემი რწმენი სადიდებლად.

დედოფალი: აი, თურმე რა ყოფილა. ისევ ისეთი ჯიუტი ხარ. არა უშავს, ეცადე, ცოტა უფრო თვინიერი გახდე, ცოტა უფრო თვინიერი. (იღიმება) იმიტომ, რომ უნდა დაგვმორჩილდე, ფატიმა.

ფატიმა: ამას ალაჰი კრძალვს.

თავადი გიორგი: მნიშვნელოვანი ამბები და ცოტა დრო მაქვს, თამარ.

დედოფალი: შენ ყოველთვის ცოტა დრო გაქვს ტახტისკენ, პირველ საფეხურზე ადის.

თავადი გიორგი: დღე მოკლეა, მე კი ამ ღამით ბანაკში უნდა ვიყო.

დედოფალი: ტარასი ხომ ბანაკშია.

თავადი გიორგი: კარგი, ვნახავ შემიძლია თუ არა შენი სურვილი ავასრულო და დღეს ღამე ბანაკში არ წავიდე.

დედოფალი: არა, არა. მე უბრალოდ მინდოდა... შენ არ უნდა იფიქრო, რომ მე... (ირგვლივ მყოფთ აშტერდება) გმადლობთ, ოფიცრებო, გმადლობთ, ჯარისკაცებო, თავისუფალი ხართ.

მეთაურები და ჯარისკაცები, მათთან ერთად მღვდლებიც, გადიან.

დედოფალი: თქვენც, ბავშვებო, შეგიძლიათ სათამაშოდ წახვიდეთ.

გიორგი და რუსუდანი გადიან.
დედოფალი ადის და ტახტზე ჯდება. ბერის სამოსით მოსილი მწერლები მის ფერხთით, იატაკზე სხდებიან და თავიანთ საწერ მოწყობილობებს შლიან.

დედოფალი: ახალი გამარჯვება უნდა მამცნო? როდის მოხდა ბრძოლა?

თავადი გიორგი: სამი ღამის უკან. ლაშქარმა სასწაული მოახდინა და ციხესიმაგრე დაიკავა. ქვის კედელთა ორმაგი რკალის გარღვევა მოგვიხდა.

დედოფალი: ბევრი დაატყვევეთ?

თავადი გიორგი: არც ისე.

დედოფალი: შენ უკვე აღარ ცდილობ, ბევრი ტყვე ჩაიგდო ხელთ და სადაც შეგიძლია, ყველგან ზოგავ ადამიანის სიცოცხლეს. გავიგე, თურმე ხალიფაც ზუსტად ასე იქცევა.

თავადი გიორგი: რამოდენიმე კაცი დავატყვევეთ.

დედოფალი: მერე კარგად ექცევით?

თავადი გიორგი: ჰო, როგორც შენ გვიბრძანე.

დედოფალი: ვისი ხალხია? ის ორი?

თავადი გიორგი: ქართველები არიან. როგორც ხედავ, ჩვენი ხალხია. სიკვდილი აქვთ მისჯილი.

დედოფალი: რა დააშავეს?

თავადი გიორგი: გაიქცნენ. ბრძოლის ველი მიატოვეს.

დედოფალი: ესე იგი, მეომრები კი არა, მეცხვარეები ყოფილან. არ ღირს ტყუილად სისხლის დაღვრა. რახან მეცხვარეები არიან, მეომრებად ვერ გამოდგებიან. არ გათეთრდების ყორანი... რა შეგიძლიათ, ქართველებო? ბრძოლა თქვენ არ შეგიძლიათ.

ტყვეები მუხლებზე ეცემიან.

პირველი ტყვე: ჩვენ არაფერი შეგვიძლია, დედოფალო. უბრალოდ ძმები ვართ. ბრძოლის ველზე მტრებს შორის მესამე ძმას შევხვდით. ის მაჰმადიანია. გვემუქრებოდა. ჩვენზე უფროსია.

დედოფალი: გესმის, გიორგი, ძმას შეხვედრიან... მერე რა მოხდა, გაიქეცით?

პირველი ტყვე: დიახ. რომ ვიცანით, შუბები დავყარეთ, მერე კი გავიქეცით.

დედოფალი: თქვენ ქრისტიანები ხართ?

მეორე ტყვე: დიახ, ქრისტიანები ვართ. და ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც გვიბრძანებ, დედოფალო.

თავადი გიორგი: შენს მოსვლამდე მე მათ სიცოცხლე ვაჩუქე, რომ შენ თვითონ აგერჩია, როგორ დაგესაჯა.

დედოფალი: და თუ ვიტყვი, რომ არ უნდა მოკვდნენ?

თავადი გიორგი: შენი უწყინარობა ლაშქარს ვნებს, თამარ. ადრეც მითქვამს.

დედოფალი: ადრე ასეთი სასტიკი არ იყავი.

თავადი გიორგი (ჯიუტად): ყოველთვის. სულ მუდამ ასეთი ვიყავი.

დედოფალი: წაიყვანეთ ტყვეები, სანამ რაიმე საქმეს არ გამოვუძებნი... მაგრამ გახსოვდეთ, ქართველებო, ბრძოლის ველის მიტოვება არ შეიძლება. დღეს ღამე ბორკილები გედებათ, რომ კარგად დაიხსომოთ.

ტყვეები რკინის კარიდან გაჰყავთ.

დედოფალი: რა ციხე აიღე?

თავადი გიორგი: თავინელი ყაენის ციხე.

დედოფალი (მწერლებს): ჩაწერეთ... დიდი გამარჯვებაა. თვითონ ყაენი?

თავადი გიორგი: აქ არის. ტყვედ გვყავს.

დედოფალი: აქ? ყაენი?

თავადი გიორგი: იქაა. სულ ბოლო კელიაში.

დედოფალი: გიორგი, შენ ხომ სასწაული მოახდინე. რამდენი წლისაა ყაენი?

თავადი გიორგი: გუშინ ორი თავინელი მეთაური მოცუნცულდა. მისი გამოსყიდვა სურდათ. მე მათ ჩვენი პირობები წავუყენე. დაბრუნდებიან.

დედოფალი: დიდი გამარჯვებაა. რას მოგვცემენ, შენი აზრით, თავინელები მათი ყაენის სანაცვლოდ?

თავადი გიორგი: ცოცხალის?

დედოფალი: ჰო, ცოცხლის. რატომ მეკითხები? რა თქმა უნდა, ცოცხალის.

თავადი გიორგი: თავიანთი მიწის დიდ ნაწილს.

დედოფალი: თავინში მაჰმადიანები არიან. მაგრამ თუ თავიანთი ყაენი უყვართ, მაშინ ჩემს პატარა თხოვნასაც შეასრულებენ, რომ დაიბრუნონ.

თავადი გიორგი: მოიცა! მისი ცხედრის სანაცვლოდ ალბათ მთელ მათ მიწას მიიღებ.

დედოფალი: ვისი ცხედრის?

თავადი გიორგი: ყაენის. ოღონდაც თავიანთი წარმართული წესით შესძლონ მისი დამარხვა.

დედოფალი: Uთავადო გიორგი!

თავადი გიორგი: დიდი ქვეყანაა. და მის მინდვრებშიც ბევრი ნაყოფი მოდის. ჩვენი აღებული ციხეც მშვენიერია.

დედოფალი: ექვსი ციხე ავაშენე და მიწებიც საკმაო მაქვს. სომხეთიდან თითქმის ყაზბეგამდე***** ჩემი სამფლობელოა.

თავადი გიორგი: მართალია, მაგრამ ამით შენი ქეყანა კიდევ უფრო დიდი გახდებოდა და შენს გასამხიარულებლად კიდევ უფრო მეტი მემუსიკე გეყოლებოდა. თავინში გვესმოდა, როგორ უკრავდნენ ისინი ღამ-ღამობით. ორი ებრაელიც ჰყავდათ, არფაზე დამკვრელნი.

დედოფალი: მომისმინე, მამაო, რა შეიძლება ღირდეს ყაენი?

იღუმენი: გაახარე მოხუცი და შენი თავი, შვილო ჩემო, და მოითხოვე, რასაც სინდისი გიკარნახებს, როცა დრო მოვა.

დედოფალი: ვიცი, რაც უნდა მოვითხოვო, ოღონდაც მომცენ. თუ თავინელები ნათლობას მიიღებენ, მათი ყაენი თავისუფალი იქნება. რამდენი წლისაა ყაენი?

თავადი გიორგი: თუ არ ისურვებენ შეგიძლია დააძალო. ეს შენ ხელგეწიფება. დაძალების ბევრი ხერხიც არსებობს. ენების დაჭრა კარგი და სანდო ხერხია. ასი ჯოხის დარტყმაც...

დედოფალი: მათ შეეძლოთ უფრო მსუბუქი გზითაც ეხსნათ თავიანთი ყაენი... მესამეჯერ გეკითხები: რამდენი წლისაა?

თავადი გიორგი: ისიც ხომ არ გინდა იცოდე, შესახედავად როგორია?

დედოფალი (გაოცებული): არა. ამას არ გეკითხები. რათ მინდა?

თავადი გიორგი: Uთავად ყაენისთვისაც მოიძებნება შეუდარებელი საშუალება.

დედოფალი: რა საშუალება?

თავადი გიორგი: ხელთ მისი ჰარამ-ხანა ჩავიგდოთ და თვალწინ დავუდგათ.

დედოფალი: მერე?

თავადი გიორგი: მერე კი ჯარისკაცები მივუშვათ.

დედოფალი (დგება): Uთავადო გიორგი!

თავადი გიორგი: მაშინ კი მორჯულდება. თუმცა ეს საუკეთესო ხერხი არ არის, ეს სულაც არ მითქვამს. სხვა ხერხი უფრო სანდოა. შენ ორი თურქი გყავს, დედოფალო, შენი ჯალათები. იმათ აბრეშუმის თოკები აქვთ.

დედოფალი (ჯდება): მირჩიე რამე, მამაო.

იღუმენი: იქნებ ყაენმა თვითონ შეასრულოს შენი თხოვნა, თუკი დაუძახებ.

თავადი გიორგი: თხოვნა არაფერში გჭირდება. ჯარის მეთაური ვარ თუ არა? თუ მეთაური ვარ, მაშინ ვიცი, რომ თავინელები გამარჯვებულის ნებას უნდა დაემორჩილონ და თუ ასეა, მაშინ რაში გჭირდება თხოვნა? ამჟამად ყარსის ყაენთან ომი რომ არ გვქონდეს, თავინელები ჩვენს ხელში იქნებოდნენ. ისინი მთებში გაიხიზნენ. ძალიან კარგი. სავსე მთვარისას, როცა ღამე უფრო ნათელი იქნება, ჩვენ მათ მოვძებნით და დავამარცხებთ. მაშინ შენც ისე შეგეძლება მათ მოექცე, როგორც ყველა იმ ხალხს ექცეოდი, ჩვენ რომ დაგვიმარცხებია.

დედოფალი: მაგრამ მე სასახლეში დატყვევებული ყაენი მყავს. ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? თუ თავინელები ჩემს თხოვნას შეასრულებენ, მათ ყაენს გავანთავისუფლებ. მაშინ ომი აღარ იქნება.

იღუმენი: უბრძანე ყაენს უხმონ. იქნებ მან შეასრულოს შენი თხოვნა.

დედოფალი: მოიცა... აქ რატომ დგახართ, გოგოებო? ამას რას ვხედავ _ ზაიდატა, ისევ რიდე გიფარავს სახეს? რიდე მოიხსენით, გოგოებო. შენც, სოფია, შენც იუანატა. ქრისტიან ქალს რიდე არ შეშვენის.

გოგოები ჩადრებს იხსნიან.

ზაიდატა: ფატიმაც მალავს სახეს.

ფატიმა: მე ქრისტიანი არ ვარ.

იღუმენი: დავუშვათ, ქრისტიანი არაა, მაინც ხომ დედოფლის სასახლეშია.

დედოფალი: ჯერ არ ხარ ქრისტიანი, ფატიმა, ჯერ არ ხარ... საკმარისია ცოტა ხნით ყაენთან უჩემოდ დარჩეთ, რომ ისევ მაჰმადიანობას იღებთ და სახეს მალავთ.

იუანატა: ასე გვაქვს ნაბრძანები.

დედოფალი: ვინ გიბრძანათ?

იუანატა: Uთავადმა გიორგიმ.

თავადი გიორგი: ასე მე ვუბრძანე გოგოებს, რომ ცდუნებაში არ ჩავვარდე. იმიტომ, რომ ცეცხლივით არიან.

დედოფალი: ცეცხლივით? საიდან იცი?

თავადი გიორგი: საიდან ვიცი? ნუთუ შენთვის ძნელია წარმოდგენა?

დედოფალი (წამით ტუჩზე იკბენს): ვერა, ვერ წარმოვიდგენ, რომ შენ ეს შეგიძლია.

თავადი გიორგი: მე და ბერს გვესმოდა, როგორ წივიან აბანოში.

დედოფალი: შენს ბერს აბანოსთან დგომა და ჩუმად სმენა არ შეშვენის... თქვენ კიდევ აქ ხართ, გოგოებო?

ზაიდატა: გვინდოდა კარგად დაგხვედროდით. ყველაფერი ყვავილებით მოვრთეთ.

დედოფალი: გმადლობთ. ახლა შეგიძლიათ, წახვიდეთ.

გოგონები და მსახურები გადიან. ფატიმაც მათ მიჰყვება.

დედოფალი: არა, არა, ფატიმა, შენ ჩემთან დარჩი.

ფატიმა (ბრუნდება): ალაჰმა დაგლოცოს.

დედოფალი: უთხარი, ყაენს უხმონ.

ფატიმა: კერგად მოემზადე, დედოფალო. თავინელი ყაენი დიდი ყაენია.

დედოფალი: მოვემზადო? (იღიმის) გვირგვინიც ხომ არ დავიდგა?

ფატიმა: კარგი იქნება, ყელს თუ სეიბნევ.
დედოფალი (შეიბნევს): გარეთ ისეთი ცხელი მზეა, ჰოდა მეც გავიხსენი.

ფატიმა: დღესაც ცალ-ცალი წინდა ჩაგიცვამს.

დედოფალი: ცალ-ცალი? (დაიხედავს) ეს გოგოებმა აურიეს. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ყაენს დაუძახეთ.

თავად გიორგის ხელქვეითი რკინის კარით გადის და მალე ყაენთან ერთად ბრუნდება.

დედოფალი: ახლა კი მომეხმარე, მამაო და იქნებ გამოგვივიდეს.

თავადი გიორგი: დიდი შრომა დაგჭირდებათ. ყაენს ხალიფას კარზე უცხოვრია და ლაპარაკი კარგად იცის. ლამაზად ლაპარაკიც ეხერხება.

შემოდის თავინელი ყაენი. უიარაღოა, შავი, გრძელი, ხავერდის დოლომანი****** აცვია, სამშვენისების გარეშე. მხოლოდ წითური ცხენის კუდის ბოლო მოუჩანს მარცხენა მხარზე. გრძელი სახელოები ქვემოთ ჩამოშვებულა. თეთრი დოლბანდი მოსავს, ქვემოთა მხარეს შავი, გვერდით, წვრილი ზოლით. დოლბანდის თეთრ არეს მოზრდილი ზურმუხტი უმშვენებს. ვერცხლისფერ ქამარზეც ზურმუხტის თვლები გასდევს. თეთრი ტარსიკონის ჩექმები აცვია. თითების მკერდზე, პირზე და შუბლზე მიდებით დედოფალს ესალმება და სულ თვალდახრილი დგას.

დედოფალი (წამოდგება და დგას, განცვიფრებული): ეს ყაენია?

თავადი გიორგი: ყაენია. მერე რა?

დედოფალი: უიარაღოდ?

თავადი გიორგი: განიარაღებულია. ტყვეა.

დედოფალი: მოუტანეთ თავისი იარაღი.

თავად გიორგის ხელქვეითს პირველი ფარდის უკნიდან ყაენის ხანჯალი და ხმალი გამოაქვს და ყაენს ქამარზე ჰკიდებს.

დედოფალი: რა ახალგაზრდა ყაენი ჰყავთ თავინელებს.

თავადი გიორგი: იარაღს უბრუნებ, რომ რასაც მივაღწიე, ყველაფერი ქარს გაატანო?

დედოფალი: არა, არა, Uთავადო გიორგი. შენ თვითონაც ზუსტად ასე მოიქცეოდი, მე რომ აქ არ ვიყო. ჩვენ შორის არ არის უთანხმოება.

თავადი გიორგი: როგორც გენებოს.

დედოფალი: კითხვებზე მიპასუხებ, ყაენო?

ყაენი: დიდო დედოფალო, პირველ ყოვლისა ნება მიბოძე მადლობა მოგახსენო იმისთვის, რომ იარაღი დამიბრუნე.

დედოფალი: დიდი უბედურება დაგტყდომია თავს, რაკი ჩემს სასახლეში ტყვედ მოხვედრილხარ.

ყაენი: დიდი უბედურება, რომელშიც დიდი ბედნიერებაცაა. მე ვნახე შენი მშვენიერება და შენი ხმა გავიგონე.

თავადი გიორგი: ხედავ, რა საამო საუბარი იცის.

დედოფალი: შენ მე არ დაგინახივარ, ყაენო. რაც მოხვედი, ჩემს ფეხებთან მიწას დაჰყურებ.

ყაენი: ჩვენ სხვა ადათ-წესი გვაქვს, დედოფალო.

დედოფალი: სახე რომ თავსაბურით დამეფარა, ალბათ თვალსაც გამისწორებდი, არა?

ყაენი: დიახ, მაშინ გაგისწორებდი თვალს. მაგრამ მე დავინახე, რომ ხელები მშვენიერი გაქვს.

თავადი გიორგი: სულ მთლად იწვი, დედოფალო, განა მზე აქ, ოთახშიც ასე მწველია?

დედოფალი: არა... ჰო, აქ ცხელა... თავსაბური მომეცი, ფატიმა, რომ ყაენმა მიწას არა უყუროს.

ფატიმა მეორე ფარდის უკან გადის.

თავადი გიორგი (ფატიმას დააწევს): წითელი თავსაბური მოიტანე, რომ დედოფლის სიწითლე არ გამოჩნდეს.

დედოფალი: მგონი ბანაკში ტარასი გელოდება, თავადო გიორგი.

თავადი გიორგი: მივდივარ.

თავადი გიორგი და მღვდელი პირველი ფარის უკან გადიან. თავად გიორგის ხელქვეითი იღუმენს გასაღებს გადასცემს და მათ მიჰყვება. ფატიმა ბრუნდება თეთრი თავსაბურით ხელში და დედოფალს მის მორგებაში ეხმარება.

დედოფალი: შენს ხალხს ენატრები, ყაენო. ორი შენი მეთაური იყო აქ. შენი გამოსყიდვა სურდათ.

ყაენი (ამის შემდეგ თავისუფლად შესცქერის დედოფალს): გამოდის, რომ დავალება ცუდად შეუსრულებიათ, რახან მე ჯერ კიდევ აქ ვარ.

დედოფალი: ეს ჩემს ჩამოსვლამდე მოხდა.

ყაენი: აჰ! თუ ასეა, წარმატების იმედი არც უნდა ჰქონოდათ.

დედოფალი: ესე იგი ფიქრობ, რომ ჩემთან მოლაპარაკებას შესძლებ?

ყაენი: დიდო მბრზანებელო, ჩვენ თავინში ვიცით შენი სახელი. შენი სიბრძნისა და სიმშვიდის შესახებაც გვსმენია.

დედოფალი: მე მხოლოდ ერთი თხოვნის შესრულებას გთხოვ, მერე კი თავისუფალი ხარ.

ყაენი: ყველა თხოვნას, რომლის ღირსსაც გამხდი, შევასრულებ.

დედოფალი: ვნახოთ. შენი მიწების ნაწილს თუ მომცემდი თავისუფლების სანაცვლოდ?
ყაენი: დიდ ნაწილს მოგცემდი.

დედოფალი: თუმცა მიწები საკმარისი მაქვს. შენ და შენი ხალხი რწმენაზე თუ იტყოდით უარს თქვენს?
ყაენი დუმს.

დედოფალი: ქრისტესმიერ ნათლობას მიიღებდი?

ყაენი ხელით იფარავს სახეს.

დედოფალი: უნდა იცოდე, რომ ეს არის ჩემი შენდამი თხოვნა.

ყაენი: დიდო მბრძანებელო, თქვენს ქვეყანაში ჩვენ ძალა არ გვაქვს, მაგრამ არც ქედმაღალნი ვართ და სიწმინდეებზე არ ვხუმრობთ.

დედოფალი: შენი აზრით მე ქედმაღალი ვარ და ვხუმრობ? ღმერთმანი, შენთვის კარგი მინდა.

ყაენი: მე და ჩემს ხალხს შენს რწმენაზე გადმოსვლა რომ შეგვეძლოს, მთელი ძალ-ღონით წინააღმდეგობას არ გაგიწევდით. შენ თავს ესხმი ჩვენს ქვეყანას და გინდა ყველანი მოგვნათლო. ჩვენ არ გვსურს ნათლობის მიღება და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძვით.

ფატიმა ტაშს შემოჰკრავს.

ყაენი: შენი წინასწარმეტყველი ებრაელი იყო, ჩვენი _ არაბი. შენ შენი წინასწარმეტყველის გწამს, ჩვენ _ ჩვენის. ხომ არ ისურვებდი, გაგვეცვალა ისინი?

დედოფალი: არა.

ყაენი: არც ჩვენ.

ფატიმა ტაშს შემოჰკრავს.

დედოფალი: ფატიმა!

ფატიმა: მაპატიე, დედოფალო!

ყაენი: თავინში ჩვენ მშვიდად ვცხოვრობდით. დადღისით მზე დაგვნათოდა, ღამით კი ვარსკვლავები, მაგრამ შენ მოხვედი ჩვენს მიწაზე, შემოხვედი ჩვენს სახლებში და შენი შუბები სისხლით შეიღება.

დედოფალი (დაბნეული): შენ უპასუხე, მამაო, მე კი... უნდა ვაღიარო, რომ მართალს ამბობს... ნაწილობრივ.

იღუმენი: ხოლო თავინში თქვენ ყველას ფრთები გასხიათ და შუბები სისხლში არ გაქვთ არა, ამოსვრილი? ერზერუმიდან უამრავი ხალხი, დედოფლის მონათლული, მთებში წაასხით და დახოცეთ.

ყაენი: როცა ამ ამბავმა ჩემამდე მოაღწია, დიდ დედოფალს შევთავაზე, რაც სურდა, ის მოეთხოვა სანაცვლოდ, რომ კვლავ მეგობრები გავმხდარიყავით.

დედოფალი: და მეც მოვითხოვე ის, რაც მსურდა.

ყაენი: შენ ჩვენი რწმენა მოითხოვე.

იღუმენი: როგორც ხედავ, შენ თვითონ ხარ ომის მიზეზი, ყაენო. დედოფალმა შემოგთავაზათ, წმინდა ნათლობა მიგეღოთ და მშვიდად გეცხოვრათ თქვენს ვენახებში და თქვენი ლეღვის ხეების ქვეშ, მაგრამ შენ მის წინააღმდეგ ამხედრება არჩიე.

ყაენი: მოციქულმა გვიბრძანა ვიბრძოლოთ, როცა სარწმუნოებას ხიფათი ემუქრება. თქვენს მოციქულს არ უბრძანებია?

იღუმენი: მკაცრად აუწყე შენი პირობები, დედოფალო. მოთმინებით აქ ვერაფერს გახდები.

დედოფალი: შენ უწყი ჩემი პირობები, ყაენო. რას მიპასუხებ?

ყაენი: მე რომ შენზე მეტი მეომარი მყოლოდა, დედოფალო, და გამემარჯვა შენზე, შენ თუ გახდებოდი ერთი ჩვენთაგანი?

დედოფალი (ჩაფიქრდება): არა, არა, _ რას დავფიქრდი! არ გავხდებოდი. არასოდეს.

იღუმენი: მართალია, შვილო ჩემო.

ყაენი: მაშ როგორ-ღა მთავაზობ, ერთ-ერთი თქვენგანი გავხდე?

იღუმენი: ბრმაა იგი და ვერ ხედავს ხსნას თვისას.

შემოდიან Uთავადი გიორგი, მისი ხექვეითი და მღვდელი. სამივეს შუბი უჭირავს. თავად გიორგის ხექვეითს მოსასხამი უჭირავს.

დედოფალი: მართალია, ბრმაა. თუმცა ჯერ არასდროს მინახავს ბრმას ასეთი მზერა ჰქონოდეს.

თავადი გიორგი: ოჰ, ოჰ, მაგ დახუჭულ თვალებში ცეცხლი ხომ არ გაგიჩინა, თამარ?

იღუმენი: ცდები, თავადო გიორგი. დედოფალი ცივია.


დედოფალი: ღმერთს ევედრე, მამაო, რომ სულ ასეთი ვიყო.

თავადი გიორგი: გიორგი და რუსუდანი გავიდნენ?

დედოფალი: ჰო, გავიდნენ. დაემშვიდობე გამგზავრების წინ.

თავადი გიორგი: შენ არ დაგემშვიდობო?

დედოფალი: მე? (დუმს).

თავადი გიორგი: არ გინდა?

დედოფალი (დგება და სწრაფად ეშვება კიბეზე): როგორ არა, რა თქმა უნდა, მინდა. (თავსაბურს იხდის და კოცნის) ღმერთი გფარავდეს. (კვლავ იფარავს სახეს).

თავადი გიორგი: შენც გფარავდეს, თამარ. (ხატის წინ პირჯვარს იწერს და თავისი ამალის თანხლებით გადის).

დედოფალი: ხედავ, ყაენო, თავადი გიორგი ქრისტიანობის მტრებზე კიდევ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად გაემგზავრა. ის დიდი მეომარია.

ყაენი: და ჩვენზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს.

დედოფალი: დღეს ღამე ყარსის ყაენს დაამარცხებს. ვინ გადაურჩება თავადს!

ყაენი: ყველაფერი ალაჰის ხელშია. თუ ალაჰი ისურვებს, გამარჯვება აჩუქოს, გაიმარჯვებს. ვერავინ გაექცევა ალაჰის ნებას.

დედოფალი: ისე მელაპარაკები, თითქოს ჩემი ტყვე არ იყო. ასე როგორ იქნება? რაც არ უნდა გითხრა, ყველაფერი ამაოა.

იღუმენი: ჰოდა აჩვენე შენი ძლიერება, დედოფალო, და დაგმორჩილდება.

დედოფალი: მწერლებს შეუძლიათ წავიდნენ, მამაო.

იღუმენი მწერლების პერგამენტებს იღებს და ათვალიერებს, მწერლები კი დგანან, თვალს ადევნებენ და ელიან.

ყაენი: ყველაფერი? შენი ნათქვამიდან ყველაფერს სულაც არ ჩაუვლია ამაოდ, დიდო დედოფალო. და მე ვთრთი შენი ხმის გაგონებაზე.

დედოფალი: ოღონდ იცოდე, რომ მეც ურყევი ვარ.

ყაენი: თუ ასეა, ჩემი ბედი უკვე გადაწყვეტილი ყოფილა. მითხარი, რა გადაწყვიტე და მეტს აღარ შეგაწუხებ. სიკვდილი?

დედოფალი: ვისი სიკვდილი? შენი სიკვდილი? არა.

ყაენი: იმისთვის გეუბნები, რომ ჩემს ცხედარში ბევრად უფრო მეტს მიიღებდი.

დედოფალი: კი მაგრამ, ღმერთო დიდებულო, შენ ჩემს სისასტიკეს აზვიადებ, ყაენო.

ყაენი: რახან სიცოცხლეს მჩუქნი, მაგ დიდსულოვნების სანაცვლოდ უამრავ მიწას და ვენახს მოგართმევ. თავინში დიდი, აყვავებული ბაღი მაქვს. მას შენი სილამაზისთვის გიფეშქაშებ.

დედოფალი: მიწა საკმაო მაქვს და ჩემს მიწაზე ბაღებიც ბევრია.

ყაენი: სხვა არაფერი მაქვს.

დედოფალი: დაფიქრდი, იქნებ კიდევ მოგეძევება რაღაც. დაგელოდები... რამდენი ხალხია... მწერლები რატომ არ მიდიან?

იღუმენი მწერლებს ანიშნებს, რომ წავიდნენ. ისინი მთავარი შემოსასვლელიდან გადიან. იღუმენი პერგამენტებს დედოფლის მაგიდაზე აწყობს.

დედოფალი: დაღლილი ჩანხარ, მამაო, შეგიძლია დაისვენო.

იღუმენი: ტყვეს საკნის კარი უნდა დავუკეტო.

დედოფალი: მე თვითონ დავუკეტავ. (გასაღებს იღებს და რკინის კარს აღებს.)

ყაენი თითებს მკერდზე, პირზე და შუბლზე იდებს და გადის.
იღუმენი გასღებისთვის დედოფალს ხელს გაუწვდის.

დედოფალი: გასაღები დედოფალთან დარჩება. (თავსაბურს გადაიგდებს) რა უცნაურია, ფატიმა, როგორ უცბად დაცარიელდა აქაურობა. აღარავინაა.

ფატიმა: ყაენი წავიდა.

დედოფალი: ჰო, რა თქმა უნდა, ყაენიც წავიდა... შეგიძლია მოისვენო, მამაო. (სავარძელზე ჯდება.)

იღუმენი ქედს იხრის და გადის.

ფატიმა: გნებავს მუსიკოსები და მოცეკვავენი ვიხმო?

დედოფალი: არა, არა, სასახლეში ტყვე გვყავს... აი, ვზივარ და ვფიქრობ, რომ ის იქ თავს მარტოდ გრძნობს. შეეძლო, აქ დარჩენილიყო. არ ვიცი, შეიძლება აქ რომ დარჩეს?

ფატიმა: მიბრძანებ, დავაბრუნო?

დედოფალი: თუ ასე გსურს, ფატიმა. ჰო, მოიყვანე, აქ უფრო გრილა. მე კი სახე შენსავით დაფარული მაქვს.

ფატიმა გასაღებს იღებს.

დედოფალი: მოიცა, მოიცა, მედეცუს დაუძახე.

ფატიმა: (მეორე ფარდასთან იძახის): მედეცუ!

დედოფალი: დღეს მე მან სხვადასხვა წინდები მომაწოდა. რამხელა დაუდევრობაა. სასახლეში ყველას სხვადასხვა წინდებში გამოვეცხადე. ყაენი იდგა და ფეხებზე მიყურებდა.

შემოდის მედეცუ. მეორე ფარდასთან ფატიმასგან იგებს, რისთვის ეძახდნენ და სწრაფად გადის.

დედოფალი: და კიდევ სხვა ფეხსაცმელი, ფატიმა, ჩემი ყველაზე ლამაზი ფეხსაცმელი. ზურმუხტით გაწყობილი ფეხსაცმელი არ მაქვს?

ფატიმა: უფრო ლამაზი არ გაქვს. რაც გაცვია, ყელაზე ლამაზია.

დედოფალი: ესე იგი, ზურმუხტით გაწყობილი ფეხსაცმელი არ მაქვს. ეს მარგალიტითაა. მაგრამ შემემეძლო, ლამაზი ფეხსაცმელი ჩამეცვა, არა, ფატიმა?

შემოდის მედეცუ სპარსული აბრეშუმის წინდებით ხელში.

დედოფალი: ოღონდ ყვითელი არა. თეთრი მომეცი, ჩემს კაბას რომ შეეხამოს.

მედეცუ მუხლებზე დგება და დედოფალს წინდის ჩაცმაში შველის.

დედოფალი: მედეცუ, სხვა დროს კეთილი ინებე და შეხედე, რა წინდას მაწვდი, რომ სხვადასხვა წინდა არ მეცვას. ეს დედოფლის სიტყვაა. და კიდევ, მსურს, ბევრი ფეხსაცმელი მქონდეს, როგორც სიყმაწვილეში მქონდა.

მედეცუ (დგება): სხვა არაფერი, დედოფალო?
დედოფალი: კი, სარკე.

მედეცუ: სარკე? ოთახში უზარმაზარი სარკე გაქვს.
დედოფალი: ნუთუ პატარა სარკე არა მაქვს?

მედეცუ: არა.

დედოფალი: სიყმაწვილეში კი მქონდა. ჯიბით ვატარებდი პატარა სარკეს და შიგ ხშირად ვიყურებოდი.

ფატიმა: კი მაგრამ შენ ხომ თავსაბური გახურავს, დედოფალო, შენს სახეს ვერავინ ნახავს.

დედოფალი: კარგი, შეგიძლია წახვიდე, მედეცუ. სარკე მჭირდება. (მედეცუ გადის) ახლა ყაენს დაუძახე. (სახეს იფარავს).

ფატიმა: ერთ რამეს გეტყვი, დედოფალო: ზედმეტად ნუ დაუტკბები ყაენს.
დედოფალი: რას ლაპარაკობ, ფატიმა?

ფატიმა: ყაენი ახალგაზრდაა. ალბათ არ გაგიჭირდება, დაავიწყო მისი ქვეყანა და ისიც კი, რაც უფრო მთავარია.

დედოფალი: მიდი, დაუძახე.

ფატიმა რკინის მოჭედილ კარში შედის.

დედოფალი ერთ წამს ზის, შემდეგ დგება, ხატის წინ დგას და ჩურჩულებს, პირჯვარს იწერს, რამოდენიმეჯერ თავს დაბლა ხრის და თავის ადგილას ბრუნდება. კაბის ნაკეცებს ისწორებს, ისე რომ წინდები გამოჩნდეს.
შემოდიან ყაენი და ფატიმა.

დედოფალი: იქ ალბათ მარტო მოწყენილი ხარ, ყაენო. თუ აქ დარჩენა გსურს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ყაენი: გულკეთილობისთვის მადლობელი ვარ, დედოფალო. მაგრამ იქ მოწყენილი არ ვარ. ჩემს უპატრონოდ დარჩენილ ხალხზე ვფიქრობ.

დედოფალი: ეს ფატიმამ გითხრა?

ყაენი დუმს.

ფატიმა: დიახ, დედოფალო, მე ვუთხარი.
დედოფალი: ჩემთან ერთად შენი ხალხი არ დაგავიწყდება, პირიქით, უფრო უკეთ შესძლებ მის მსახურებას. მე დაგეხმარები.

ყაენი: ყველა თავინელები შენი მადლიერი იქნება ამისთვის. მე მათი უკანასკნელი ყაენი ვარ, სხვა ყაენი მათ არ ყავთ.

დედოფალი: აქ ხომ უფრო გრილა?

ყაენი: დიახ. და თუ გასასვლელში მცველებს დააყენებ, უფრო მშვიდად იქნები.

დედოფალი: მცველებს? ამაზე არ მიფიქრია. არაა საჭირო. თორემ ისევ უამრავი ხალხი მოვა, აქაურობა კი უკვე ხალხითაა სავსეა... არ მესმის, ფატიმა, რატომ მეჩვენება, რომ აქაურობა ხალხითაა სავსე?

ფატიმა: ერთით მეტი გახდა.

დედოფალი: ეზოში გიორგი და რუსუდანი მოძებნე. რომ იპოვი, უთხარი, აქ მოვიდნენ.

ფატიმა გადის.

დედოფალი: არ ვაპირებ, ტყვეობა ისე ტკბილად მოგაჩვენო, რომ შენი ხალხი დაგავიწყდეს.

ყაენი: მე ის არ მავიწყდება. ცდება ფატიმა, შენი დობილი, ჩემს ხალხს და ჩემს თავს ხმამაღლა არ დავსტირი, მაგრამ თქვენზე ვფიქრობ.

დედოფალი: და ჩემს პირობაზეც?

ყაენი: არა.

დედოფალი: არა? ჯობდა გეფიქრა. რაზე ფიქრობ?

ყაენი: სამი ღამე და სამი დღე გაქცევაზე ვფიქრობდი. მაგრამ უიარაღოდ ვარ.

დედოფალი: ახლა ხომ მიიღე შენი იარაღი.

ყაენი: მივიღე, მაგრამ შენ დაგინახე და გაქცევაზე აღარ ვფიქრობ.

დედოფალი: არ მესმის რაზე ლაპარაკობ... როგორ მოხდა, რომ შენი ციხესიმაგრე აიღეს?

ყაენი: ღალატი იყო. ერთმა ჩემმა მონამ თავად გიორგის ციხის მთავარი გასაღები გადასცა.

დედოფალი: ჩემს მეუღლეს ამაზე არაფერი უთქვამს. მაგრამ იმედი მაქვს, თავად გიორგის შენი მონისგან გასაღები არ აუღია?

ყაენი: არ აუღია?

დედოფალი: არა. შეიძლება ვინმე სხვამ აიღო, მაგრამ ის არ აიღებდა. როგორც ვიცი, მას არ აუღია. ერთ დროს ხალიფას სასახლეში ცხოვრობდი, კარგი იქნებოდა იქაურ ცხოვრებაზე გეამბნა.

ყაენი: ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ არაფერი დამვიწყნია. შემიძლია ხალიფას სიბრძნესა და ძლიერებაზე გიამბო.

დედოფალი: ჯობს შენზე მიამბო. შენ რას აკეთებდი იქ?

ყაენი: ხალიფას სტუმარი და მისი მოწაფე გახლდით. მისი სწავლულებისგან ბევრი მეცნიერება შევისწავლე. შემოდგომის ჟამს სანადიროდ დავდიოდით და მსხვილფეხა ნადირს ვხოცავდით. დაბრუნებულებს მომღერალნი და მოცეკვევენი გვეგებებოდნენ.

დედოფალი: როგორ მოხდა, ყაენო, რომ... ჯობს ავდგე. ისეთი დიდი ხარ, როცა დგახარ... (დგება და თავსაბურს იხდის).

ყაენი: სახეს აჩენ!

დედოფალი: მე ქედი მოვიხარე შენი ადათის წინაშე, ახლა შენ მოუხარე ქედი ჩემს ადათ-წესს. სულ ერთი წამით. უნდა დამინახო.

ყაენი: რა მშვენიერი დედოფალი ჰყავთ ქართველებს!

დედოფალი: ამ სიტყვებისთვის მადლობელი ვარ. შენ მე მახარებ. დედოფალი ვარ, მაგრამ შენი სიტყვები მაინც მიხარია. სახეს გიჩვენებ, რადგან სხვა არაფრით ვარ მდიდარი. (სახეს იფარავს).

ყაენი: შენ მე ვარსკვლავებს მჩუქნი.

შემოდის ფატიმა, ხელჩაჭიდებული მოჰყავს გიორგი და რუსუდანი.

დედოფალი: ღმერთმა დაგლოცოს. ისეთი ღარიბი ვარ, რომ მაგ სიტყვებისთვის მადლობას გიხდი. თუ ჩემს შვილებს უხარიათ, მეც გახარებული ვარ. (ბავშვებს ეხვევა). ეთამაშეთ სტუმარს. ის სვეტების უკან დაიმალება, თქვენ კი იპოვეთ.

ყაენი იმალება. ბავშვები მას პოულობენ. კვლავ იმალება და კვლავ პოულობენ. შემდეგ ბავშვები თამაშობენ და მცირე ხნის შემდეგ მეორე ფარდის უკან უჩინარდებიან.

დედოფალი: თავისუფალი ხარ, ფატიმა. (ფატიმა მეორე ფარდის უკან გადის). მზე ჩადის.

ყაენი: არ გეშინოდა, რომ გავიქცეოდი?

დედოფალი: არ, ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.

ყაენი: ოჰ, იცი, მშვენივრად უწყი, რა ძლევამოსილი ხარ, დედოფალო თამარ, და იცი, რომ არ გავიქცევი.

დედოფალი: ასე იყოს. არ მიფიქრია იმაზე, რაზეც შენ ლაპარაკობ, მაგრამ შენი სიტყვები მაოცებს.

ყაენი (თვალებზე ხელს ისვამს): დედოფალო, შენ თითქოს ბაღნარში შემიყვანე, სადაც მანდრაგორი იზრდება. ეს საშიში ყვავილებია, უკვე რაღაც დამმართეს.

დედოფალი: მეც დამმართეს რაღაც. ორივე ბაღნარში ვართ.

ყაენი (ძლიერ ახლოს მიდის): გინდა, რომ მომაქციო. აი, რა გსურს.

დედოფალი: მინდა გადაგარჩინო. ბედს თვალი გაუსწორე და მეტს ნუღარ შემეწეინააღმდეგები.

ყაენი: გინდა მომაქციო და მომნათლო. აი, რას ცდილობ.

დედოფალი: ამას? მხოლოდ ამას? (ტონს ცვლის) რა თქმა უნდა. აბა რას უნდა ვეცადო? ამაში ვხედავ შენს და შენი ხალხის გადარჩენას.

ფატიმა (შემოდის): მზე ჩავიდა, დიდო ყაენო. ლოცვის საათი გავიწყდება. (კვლავ გადის).

ყაენი: ის მართალია. შენ მე ყველაფერს მავიწყებ. თავის დასასჯელად ლოგინში არ დავწვები და მთელ ღამეს ზეზეურად გავათენებ. ალაჰი შემიწყალებს! (თითები მკერდთან, პირთან და შუბლთან მიაქვს და კარისაკენ მიემართება).

დედოფალი (ხელს გაიშვერს): აიღე ჩემი ხელი, ყაენო.

ყაენი: ჩვენ სხვა ადათ-წესი გვაქვს, დედოფალო.

დედოფალი: დღეს ღამით აწონ-დაწონე ჩემი პირობა. (კარს უკეტავს. გასაღებს თვითონ იტოვებს. ერთი წამით სავარძელზე დაემხობა)

სცენის სიღრმიდან ჯარისკაცი გამოდის.

დედოფალი: რა გინდა?

ჯარისკაცი (მუხლებზე ეცემა): სად არის თავადი გიორგი?

დედოფალი: ბანაკს გაემგზავრა.

ჯარისკაცი: ვეძებ და ვერ ვპოულობ. გზაზე არსად არის.

დედოფალი: იმიტომ, რომ გაემგზავრა. სამნი წავიდნენ.

ჯარისკაცი: ერთი მწყემსი შემხვდა. მთაში მკვდარი მხედარი უპოვია. როგორც ჩანს, თავადი გიორგია.

დედოფალი (წამოდგება): მკვდარი მხედარი? როგორ გამოიყურებოდა? არა, ის არ იქნებოდა. როგორ მომკვდარა?

ჯარისკაცი: ზურგში დარტყმისგან.

დედოფალი: ზურგში?

ჯარისკაცი: და კეფაზე გადახსნილი ჭრილობისგან.

დედოფალი: ის არ ყოფილა, თავადი გიორგი ზურგში არ იჭრება. ტარასმა გამოგგზავნა?

ჯარისკაცი: დიახ.

დედოფალი: უთხარი ტარასს, რომ თავადი გიორგი ჯერ არ ჩამოვა, გასწი. (მეორე ფარდისკენ მიემართება).

(ჯარისჯაცი დგება და მოსასხამს იძრობს. თავადი გიორგია).

დედოფალი: გიორგი!

თავადი გიორგი: სწორედ ის ვარ. ჯერ კიდევ არ მოვმკვდარვარ.

დედოფალი: (ბარბაცით სავარძლისკენ მიდის): რა საძაგლად ხუმრობ, გიორგი.

თავადი გიორგი (წამით შეკრთება): მართალი ხარ. ეს არ მინდოდა... თუმცა მადლობა, ჩემზე კარგი აზრის რომ ხარ.

დედოფალი: კარგი აზრის?

თავადი გიორგი: ჰო, სწორედ წუთის წინ თქვი, რომ ზურგში მიღებული ჭრილობისგან არ მოვკვდები..

დედოფალი: რაღაც ხომ უნდა მეთქვა.

თავადი გიორგი: ესე იგი, ასე არ ფიქრობ?

დედოფალი: დღეს ღამე ბანაკში უნდა იყო, ასე არ არის?

თავადი გიორგი (ცივად): ჩემი მეგზურნი წინ გავუშვი, თვითონ კი უკან გამოვბრუნდი. დღეს ღამე ბანაკში არ წავედი, როგორც შეგპირდი.

დედოფალი: მე ეს არ მითხოვია. კარგია, რომ ტარასი ბანაკშია.

თავადი გიორგი: ტყვეს შენ თვითონ დარაჯობ? არ შეიძლება, გასაღები მე შევინახო?

დედოფალი: მე მას მხოლოდ დედოფალს ვანდობ.

თავადი გიორგი: ჰა, ჰა, მაგრამ არა დედოფლის ქმარს, არა?

დედოფალი: ჰო, დედოფლის ქმარს არა.

თავადი გიორგი: დედოფლის ქმარს შენს სახლში მაღალი ადგილი არ უკავია.

დედოფალი: (წამოდგება): მაგრამ მას ეკავა მაღალი ადგილი, ჰო, ეკავა. უმაღლესი ადგილი ეკავა მას ჩემთან. გახსოვს, თბილისში? ყველას შორის შენ ერთადერთი აგირჩიე, და ვამაყობდი კიდეც ჩემი არჩევანით.

თავადი გიორგი: ჰო, მხოლოდ იმიტომ, რომ გიორგის მამა უნდა გავმხდარიყავი. ამის შემდეგ კი სხვა არაფრად ყოფნა არ მეწერა.

დედოფალი: პირიქით, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ჩემთვის მძლეთამძლე მბრძანებელი იყავი. აი, რატომ. შენ ერთადერთი თავადი იყავი იმათ შორის, ვინც კი მენახა. სახლში რომ ბრუნდებოდი, მუსიკითა და ყვავილებით გამოვდიოდი შენს შესახვედრად... შენს წასვლასთან ერთად კი თბილისი ბნელდებოდა და ყრუვდებოდა. თითქოს ზღვა ყლაპავდა უზარმაზარ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.

თავადი გიორგი: მაგრამ ეს ყველაფერი აღარ არის?

დედოფალი: ჰო, ეს ყველაფერი აღარ არის.

თავადი გიორგი: კარგი, წუწუნს არ დავიწყებ.

დედოფალი: თავიდან შენი გული ბავშვის გულს ჰგავდა, და ჩვენ ერთად დავხეტიალობდით ქალაქებსა და ბაზრებში. მერე შენ ახალი ცხოვრება დაიწყე.

თავადი გიორგი: შენს გოგოებთან ერთად, არა?

დედოფალი: გაჩუმდი. ეგ მე არ მჯერა. როგორც გენებოს, ეს არ მადარდებს. რა მოიგონე? ჯობს ის მითხარი, საიდან გქონდა ის გული თავდაპირველად? ბევრ ტყვეს იყვანდი და ცოტას კლავდი. ახლა სულ სხვა ხარ.

თავადი გიორგი (თამარს შეჰყურებს): ორივეს ხომ არ გაგვენაწილებინა ეს დანაშაული, თამარ?

დედოფალი: გაგვენაწილებინა? არა. განა ჩემი ბრძანებით გახდი ასეთი სასტიკი?

თავადი გიორგი: ბრძანებით? შენ მიბიძგებდი და მიმერეკებოდი ამისკენ, ეს იყო შენი ბრძანება... გეღიმება, _ სანთლის შუქზე ვხედავ, რომ იღიმები. კარგი, დედოფალო, მეც არ ვტირი.

დედოფალი: გამარჯვებებმა დაგღალა, აი რატომ ხარ ასე აღგზნებული. ღამე მშვიდობისა, გიორგი.

თავადი გიორგი: ღამე მშვიდობისა, თამარ. არაფერს არ გთხოვ.

დედოფალი: კარგია, რომ ტარასი მაინც იქნება ღამე ბანაკში. (მეორე ფარდის უკან გადის).

თავადი გიორგი (მარტოა): ყველაზე კარგი ისაა, რომ მე არ წავედი დღეს ღამე ბანაკში. (პირველი ფარდის უკან გადის).









მოქმედება მეორე



ჯერ არ გათენებულა. დარბაზში ბნელა. შემოსასვლელი უკანა პლანზე დაკეტილია, მხოლოდ პატარა კანდელი ხატის წინ ჯერ კიდევ იწვის. სწრაფად თენდება.
მეორე ფარდიდან შემოდის ფატიმა რკინის ფარნით ხელში. მოჭედილ რკინის კარს აღებს და მასში უჩინარდება, რამოდენიმე წამში კი ყაენთან ერთად ბრუნდება, კარს ისევ კეტავს, გასაღებს კი იტოვებს.

ფატიმა: როგორ გგონია, ტუსაღებმა დაგვინახეს?

ყაენი: არ ვიცი... რა გინდა ჩემგან?

ფატიმა: მინდა გადაგარჩინო.

ყაენი: გადამარჩინო!

ფატიმა: რომ ისევ შენ ხალხს დაუბრუნდე. მგონი, დაგავიწყდა.

ყაენი: ჩემი ხალხი არ დამვიწყნია, სულ მასზე ვფიქრობდი. თვალი არ მომიხუჭავს, მთელი ღამე ფიქრში გავატარე.

ფატიმა: ათასი ფიქრი დიდხანს არ აძინებდა დედოფალს. ამიტომ ვერ მოვედი აქამდე. ახლა დედოფალს ჩაეძინა და გასაღები ავიღე. აქ მოდი. (უკანა პლანისკენ, მარჯვნივ მიემართება).

ყაენი: უნდა გავიქცე?

ფატიმა (ბრუნდება): ჰო. აქ რომ აღარ იცხოვრო და ჭეშმარიტი რწმენა არ დაივიწყო. გუშინ დედოფალთან ყოფნისას ლოცვის საათი დაგავიწყდა.

ყაენი: მართალია.

ფატიმა: გზა ვიცი. სასახლის ქვეშ გადის და მთებში ამოდის. მოდი აქ. (სცენის სიღრმეში, მარჯვენა მხარეს საიდუმლო გასასვლელს აღებს).

ყაენი (არ იძვრის): გაქცევა არ მინდა.

ფატიმა (ბრუნდება): რას ამბობ?

ყაენი: შენ ხომ დედოფლის დობილი ხარ?

ფატიმა: ჰო, და წინასწარმეტყველის მსახური. რა გჭირს? ნუთუ უკვე დაავადდი ქრისტეს სწავლებით?

ყაენი: არ ვიცი. არა. ქრისტეს სწავლებით არ დავავადებულვარ, მაგრამ გაქცევა არ მინდა.

ფატიმა (ხელებს იმტვრევს): მას გაქცევა არ სურს, გაქცევა არ სურს, ალაჰ! (ძლიერ ახლოს მიდის), გინდა სიმართლე გითხრა, ყაენო? დედოფლის სურვილის შესაბამისად ვმოქმედებ.

ყაენი: მართლა? და მისი ბრძანებით?

ფატიმა: ჰო, ახლა გაიქცევი?

ყაენი: შენ თქვი, რომ დედოფალს ეძინა, გასაღები რომ აიღე.

ფატიმა: ეს იმიტომ ვთქვი, რომ დედოფალი დავინდე. დედოფალს არ უნდა, საკუთარ ტვეებს გაქცევაში ეხმარებოდეს. ამიტომ გითხარი. სინამდვილეში მან მომცა გასაღები და მითხრა, გაუშვიო.

ყაენი (მიჰყვება მას საიდუმლო გასასვლელისკენ): მაშინ სხვა საქმეა. (ჩერდება) მაგრამ თუ ასეა, მადლობა უნდა გადავუხადო დედოფალს.

ფატიმა: თენდება, ყაენო, უკვე თითქმის გათენდა. ამ დროს სასახლეში მსახურები იღვიძებენ. მალე მოვლენ და ფარდებს გახსნიან. მაშინ უკვე გვიან იქნება.

ყაენი დაფიქრდება.

ფატიმა: დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მესმის. მსახურები მოდიან. რას უცდი? გინდა დედოფლის კეთილი გული შეარცხვინო?

ყაენი: არა. (საიდუმლო გასასვლელთან მიდის და რამოდენიმე საფეხურით დაბლა ჩადის, ისე რომ მხოლოდ ტანის ზედა ნაწილი-ღა უჩანს). დედოფალმა გითხრა, გაუშვიო?

ფატიმა: (ხელში ფარანს უდებს): ჰო. და გასაღებიც მომცა.

ყაენი: ასე იყოს. ოჰ, დედოფალმა კარგად უწყის თავისი ძალა, იცის, რომ შემბოჭა.

ფატიმა: შეგბოჭა? თუ იცი, რომ დედოფალი ქრისტიანია?

ყაენი: მე მან თბილად მიმიღო და თანაგრძნობა გამიწია.

ფატიმა: დედოფალმა? გრცხვენოდეს, ცოდვილო! განა ეკადრება ასეთი ლაპარაკი თავინელ ყაენს? ალაჰს ვევედრები, არ განგირისხდეს.

ყაენი: მართალი ხარ, დიაცო. ქედს ვიხრი ალაჰის წინაშე და ვფიცავ, მის გზას არ ვუღალატებ.

ფატიმა: ჭეშმარიტად, არ უნდა უღალატო ალაჰის გზას. დაუბრუნდი შენს ხალხს, ყაენო, და კვლავ წარუძეხი წინასწარმეტყველის მტრების წინააღმდეგ. კარგად იცი მთები?

ყაენი: ვიცი, სადაც შეეფარა ჩემი ხალხი.

ფატიმა: სად?

ყაენი: ალაგის******* მთებიდან აღმოსავლეთით.

ფატიმა: თუ შემიძლია, რაიმეში დაგეხმარო, უკან არ დავიხევ. ალაგის მთებთან შიკირიკი დაგხვდება.

ყაენი: ჰო, რამოდენიმე დღეში. იქნებ ჩვენი ციხის დაბრუნებაც შევძლოთ, _ მაშინ შიკრიკიც შემხვდება. ვგრძნობ, რომ საშინელი ძალით ვიბრძოლებ.

ფატიმა: ჭეშმარიტად.

ყაენი: დედოფალს მოკითხვა გადაეცი. მისი ხმა ჯადოსნური საკრავივით ჟღერდა.

ფატიმა (მიაყურადებს, სწრაფად ლაპარაკობს): წადი. გზა უდაბურ ხრამზე გადის. იქ ვერავინ გიპოვის. თანაც დღეს მთელი ანისი სქელ ნისლშია გახვეული.

ყაენი: მადლობა მოახსენე ჩემს ნაცვლად დედოფალს.

ფატიმა საიდუმლო გასასვლელს კეტავს და დარბაზს მეორე ფარდიანი კარით ტოვებს.

თავადი გიორგი (პირველი ფარდიდან): დაბრუნდი, ბერო? ვინ ლაპარაკობდა აქ? (მიაყურადებს, მოჭედილ რკინის კართან მიდის და აკაკუნებს) აქ ხართ, ქართველებო?

შიგნიდან პასუხობენ.

მსახურები შემოდიან და უკანა პლანზე ფარდებს ხსნიან. ჰაერი თეთრდება ნისლისგან. არაფერი ჩანს.

თავადი გიორგი: ბერი დაბრუნდა?

პირველი მსახური: ბერი თავის კელიაშია.

თავადი გიორგი: დაუძახე.

პირველი მსახური გადის.

თავადი გიორგი: თქვენ ლაპარაკობდით აქ ახლახანს?

მეორე მსახური: არა, ბატონო.

თავადი გიორგი: ვიღაც ლაპარაკობდა. დედოფალი იყო აქ?

მეორე მსახური: დედოფალი? ჩვენ არ გვინახავს. დედოფალი ისვენებს.

თავადი გიორგი: არ გაგიგიათ, დედოფალი აქ ვიღაცას რომ ელაპარაკებოდა?

მეორე მსახური: არა, ბატონო. დედოფალი ჯერ არ ამდგარა.

თავადი გიორგი: მაშინ ცოტა ჩუმად იარეთ დედრეფნებში, არ გააღვიძოთ დედოფალი. (ჯდება).

მეორე ფარდიდან ბერი გამოდის.

თავადი გიორგი: ჰეი, თქვენ მანდ, დაამთავრეთ?

მეორე მსახური: დავამთავრეთ.

ყველა მსახური გადის.

თავადი გიორგი: აბა?

მღვდელი: ეს წუთია დავბრუნდი. მთელი ღამე მოვდიოდი. არავის დავუნახივარ, მთები და ნისლი მფარავდნენ.

თავადი გიორგი: ნახე ყარსის ყაენი?

მღვდელი: ყარსის ყაენის წინაშე ვიდექი და მან მე მომისმინა.

თავადი გიორგი: მე თუ მომისმინა?

მღვდელი: შენც მოგისმინა.

თავადი გიორგი (წამოდგება): მომისმინა?

მღვდელი: სალამს გიძღვნის და წერილისთვის მადლობას გითვლის. თავის დროზე მდიდრულ საჩუქრებსაც მოგართმევს.

თავადი გიორგი: დიდი სამსახური გამიწიე, ბერო.

მღვდელი: ალბათ არც გაგიწევდი ამ სამსახურს, გუშინ დედოფალს შეურაცხჰყოფა რომ არ მოეყენებინა და არ დავემცირებინე. აბანოსთან იდგა და ჩუმად უსმენდაო...

თავადი გიორგი: მარტო შენ არ დაუმცირებიხარ დედოფალს. განა მე არ დამამცირა?

მღვდელი: ისე ხმამაღლა თქვა, რომ ყველამ გაიგონა, იღუმენმაც კი გაიგონა.

თავადი გიორგი: ჰო, მაგრამ ჩვენ ყველანი დედოფლის მსახურნი ვართ, თუნდაც დავემცირებინეთ, ეს გახსოვდეს.

მღვდელი: ყველანი დედოფლის მსახურნი ვართ? დღეს ღამე მე შენი მსახური ვიყავი.

თავადი გიორგი: დედოფალზე ცუდი არ უნდა თქვა. ყველას, ჩემს გარდა, ის უნებლიედ ამცირებს.

მღვდელი: ესე იგი მარტო დავრჩი მე ჩემს წყენასთან, თავადო გიორგი? დედოფალმა გადაგიბირა?

თავადი გიორგი: არ გადავუბირებივარ. რომც ეცადა, არ დავუჯერებდი და არ გავყვებოდი. ჩემს გეგმას არ ჩავშლი. რას შეჰპირდი ყარსის ყაენს?

მღვდელი: ყველაფერს, რაც შენ თქვი და რაც შენს წერილში ეწერა. შუაღამემდე მშვიდად გეძინოს, შუაღამეს კი თავადი გიორგი მოვა, შენს ჯარს დედოფლის ბანაკთან მიიყვანს და მთელ ბანაკს ამოწყვიტავს-მეთქი. ასე იყოსო, ყაენმა მითხრა.

თავადი გიორგი: კიდევ რაზე ისაუბრეთ?

მღვდელი: ყაენმა რომ წაიკითხა, რომ დედოფალი არ გწყალობს, მკითხა, ნუთუ დედოფლის ქმარი ისე ღარიბია, ჰარამ-ხანა არ აქვსო? მე ვუპასუხე, თავადი გიორგი წარმართი არ გახლავთ-მეთქი.

ზაიდატა (ფარდის უკნიდან): დედოფალი მობრძანდება. (ქრება).

თავადი გიორგი: დედოფალი? უკვე? ძალიან ღელავს და ვერ იძინებს. ჩანს, თავინელმა ყაენმა გუშინ დიდი საფიქრალი გაუჩინა. ოჰ, ხვალ კიდევ უფრო დიდ საფიქრალს გავუჩენ. ქედმოხრილი, ქედმოხრილი იდგება დედოფალი. მაგრამ, ბერო, მე მას გულს არ ვატკენ.

მღვდელი: შენ ის უნდა დასაჯო.

თავადი გიორგი: ზომიერად... და აუჩქარებლად. რამდენი სილამაზეა მის თვალებში, როცა შეშინებულია... მაგრამ მერე სამეფოს ფერხთით დავუგდებ და წამოვაყენებ.

მღვდელი: მაგრამ მაშინვე ხომ არა? ერთბაშად არა, ხომ ასეა?

თავადი გიორგი: ჰო, თითქმის მაშინვე. იმ წამსვე. იმიტომ, რომ მის თვალებში კიდევ უფრო მეტი სილამაზეა, როცა უხარია... კიდევ რა თქვა ყარსის ყაენმა, ბერო? დიდი და ძლევამოსილი თუ გეჩვენა? (დგება) წავიდეთ აქედან, და ყველაფერი მომიყევი.

მღვდელი: სანამ ყაენს ველაპარაკებოდი, ჩემს წინ შუბოსანთა ორი მწკრივი იდგა.

თავადი გიორგი და მღვდელი უკანა პლანის გავლით გადიან.
შემოდის დედოფალი, თავსაბურის გარეშე, სამკლავეების გაყოლებაზე მრავალი ძვირფასეულობით მორთულ ბრწყინვალე კაბაში გამოწყობილი. ხელში რკინის კარის გასაღები უჭირავს. უკან ფატიმა და რამოდენიმე გოგო მოჰყვებიან.

დედოფალი: იღუმენს უხმე... ხედავ, ფატიმა, უკვე დღის ნათელი მოეფინა ქვეყნიერებას, რატომ არ უნდა ავმდგარიყავი?

ფატიმა: გვიან დაწექი, დედოფალო, და ცუდად გეძინა, ფიქრები არ გასვენებდა.

დედოფალი: ჰო, მაგრამ სანამ მეძინა, კარგად მეძინა... არ მესმის, რაღა მაინც და მაინც დღეს ჩამოწვა ანისში ასეთი სქელი ნისლი. მზიანი დღე რომ ყოფილიყო, გამიხარდებოდა; თუმცა მაინც მიხარია... შეგიძლიათ წახვიდეთ... არა, ოღონდ შენ არა, ფატიმა. ერთი წუთით დარჩი.

ყველა გოგო გადის.

დედოფალი: დღეს დედოფალი ერთ ისეთ საქმეს გააკეთებს, შენ რომ გაგიხარდება. ღამით მოვიფიქრე.

ფატიმა: ალაჰმა დაგლოცოს!

დედოფალი: ჰო, შენი ალაჰიც დამლოცავს. იღუმენს ველოდები, რომ მისი აზრი მოვისმინო. გესმოდა, როგორ ვიცინოდი ძილში? ნათელი სიზმარი ვნახე, სევდის ლანდიც არ გამკარებია.

ფატიმა: ძალიან ცოტა გეძინა, სახის ფერი კი დღეს მაინც კარგი გაქვს.

დედოფალი: კარგი ფერი მაქვს? ამიერიდან მინდა ჯიბით პატარა სარკე ვატარო, ყოველთვის რომ შემეძლოს ჩახედვა. შენ ამბობ, რომ კარგი ფერი მაქვს?

ფატიმა: ერთთავად ბრწყინავ. თითქოს, სიხარულმა გააბედნიერა და სახე გაუნათაო.

დედოფალი: შენზეც ვიფიქრებ, ფატიმა, დაგაწინაურებ და სადარდებელი აღარ გექნება. ღამე ხომ არ ვლაპარაკობდი?

ფატიმა: არა.

დედოფალი: აღარაფერი მქონდა საზრუნავი, როგორც მაშინ, დიდი ხნის წინ, თბილისში.

ფატიმა: სახეზე ხელი გეფარა და ისე გეძინა.

დედოფალი: იმიტომ, რომ თითქოს მარტო დარჩენა მინდოდა.

იღუმენი (უკანა პლანზე): ასე ადრე რად მიხმობ, დედოფალო, მოხდა რამე?

ფატიმა გადის.

დედოფალი: არა, არაფერი მომხდარა. დღეს დედოფალი ბედნიერია. მოდი აქ.

სხდებიან.
¬
დედოფალი: თავინელებთან ომი გვაქვს, მამაო, მაგრამ მათ წინამძღოლი აღარა ჰყავთ, მათი მბრძანებელი აქ, სასახლეში გვყავს დამწყვდეული.

იღუმენი: მართალია. ღმერთი დაგეხმარა.

დედოფალი: ჩვენის მხრივ დიდი სიმდაბლეა უმეთაუროდ დარჩენილ ლაშქართან ბრძოლა. დღეს ღამე ვფიქრობდი ამაზე.

იღუმენი: სიმდაბლეა? რისი თქმა გინდა?

დედოფალი: იმისი, რომ თავინელი ყაენის განთავისუფლება მსურს.

იღუმენი: გასაგებია, შესაფერი გამოსასყიდის ფასად არა?

დედოფალი: არა, ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. მინდა გავუშვა, რომ თავის ხალხთან დაბრუნება შეძლოს.

იღუმენი: შენ ამას არ იზამ.

დედოფალი: ვიზამ, მამაო.

იღუმენი: რატომ? იქნებ რაიმე ფარული აზრი გამოძრავებს, რომლის გამხელაც არ გსურს, შვილო ჩემო?

დედოფალი: ვითომ? ყაენს თავისუფლებას ვუბრუნებ. ესაა და ეს.

იღუმენი: მიზეზი შენი გულის წადილია.

დედოფალი: შენ მოხუცდი, მამაო, მე კი ახალგაზრდა ვარ და ჩემი თვალი სხვანაირად ხედავს. მე ვხედავ, რომ ყაენს რომ თავისუფლება დავუბრუნო, ეს უფრო ძლიერ იმოქმედებს თავინელებზე, ვიდრე სისხლი და მახვილი.

იღუმენი: ისინი, უბრალოდ, მადლობას ეტყვიან ალაჰს ყაენის სასწაულებრივი ხსნისათვის, ეგ არის და ეგ.

დედოფალი: არც მასეა საქმე _ ქრისტიანი დედოფლის სიმტკიცე გაუკვირდებათ და მისი ძალაუფლების აღიარებაც აღარ გაუჭირდებათ. ასე ვხედავ მე. ოდესმე თვით ხალიფა შეიტყობს ამ ამბავს.

იღუმენი: ქრისტეს ჯვრის მსახურთ ჯერ არასდროს უბრძოლიათ ასე.

დედოფალი: ამჯერად ასე მინდა ვიბრძოლო. იმისთვის გიხმე, რომ ჩემი გადაწყვეტილება მემცნო. ასეთია ჩემი ნება.

იღუმენი (დგება): რიღასთვის მიხმობ, შვილო, იმისთვის ხომ არა, რომ შენი ღამეული ფიქრები ვისმინო?

დედოფალი: თავადი გიორგი დაბრუნდა. მასაც მინდა ჩემი გადაწყვეტილება ვამცნო.

იღუმენი: და თავადი გირჩევს, ეს არ გააკეთო.

დედოფალი: ამაში დარწმუნებული ნუ იქნები. თავადი გიორგი უცნაური ბატონი გახლავთ. ადრე სულ სხვანაირი იყო. ახლაც ალბათ ის ძველი გული აღმოაჩნდება და ჩემს საქციელს მოიწონებს. ასე მეტყვის, სახლში რომ წავიდეს, ყაენს კარგი ცხენი მიეციო.

იღუმენი (ამაზე დაფიქრდება): ასე იყოს. (მიდის, შემდეგ ტრიალდება) ყარსის ყაენთანაც ომი გაქვს, იმის დანდობასაც აპირებ?

დედაოფალი: (დაფიქრდება): არა.

იღუმენი: გუშინ ნანახი ახალგაზრდა წარმართი კი გინდა დაინდო, მითხარი, რას მიმალავ?

დედოფალი: არაფერს არ ვმალავ. ყაენს თავისუფლებას ვუბრუნებ.

იღუმენი: როგორც ჩანს, ზედმეტად ალერსიანი მზერა ჰქონდა.

დედოფალი: არ ვიცი. ჰო, შეიძლება მისი მზერის ბრალია.. ისეთი ეული იყო, გული მისკენ იწევდა. თანაც თავინში სხვა ყაენი აღარ ჰყავთ.

იღუმენი: არ მიკვირს, გული მისკენ რომ გიწევდა... ასეთი ლაპარაკი არ შეგფერის.

დედოფალი: ჰო, ჰო, გული მისკენ იწევდა. და მე მგონი, მის თავსაც იგივე ხდებოდა.

იღუმენი: კმარა, დიაცო! უკეთური ფიქრით გეძინა ამ ღამეს.

დედოფალი: უკეთური ფიქრით? არა, არა, ნათელი ფიქრით, იმაზე უკეთესით, შენ რომ ახლა ფიქრობ. თავს გაგივიდა, იღუმენო.

იღუმენი: მე კი არა, შენ გაგივიდა თავს, დედოფალო, საქართველოს გზასაცდენილო დედოფალო.

დედოფალი (წამოდგება, თავს ხელში აიყვანს): შენ ჩემი მსაჯული არ ხარ.

იღუმენი: მე ქრისტეს მორჩილი მსახური ვარ შენს სახლში.

დედოფალი: ამიერიდან ჩემს სახლში სამსახურიდან დათხოვნილი ხარ.

იღუმენი: ღვთის გულისათვის, შენს ხელში ვარ, რაც გინდა, იმას მიზამ.

დედოფალი: შენს ნაცვლად თავად გიორგის მღვდელს ვნიშნავ იღუმენად.

იღუმენი: ასე იყოს. მე კვლავ ბერი ვარ _ ერთი ბერთაგანი. ღმერთმა დალოცოს ყოველი შენი საქმე, ეს საქმეც კი. ამინ. (სიღრმეში შედის).

დედოფალი (თვალს აყოლებს, სავარძელზე დაემხობა, დგება): ამას გიორგის ვეტყვი. (პირველი ფარდისკენ მიდის, დაფიქრდება და შემოტრიალდება) ჰო, ჰო, ყველაფერს ვეტყვი. (პირველი ფარდისკენ მიდის, ეძახის) გიორგი!

პირველი მსახური (შემოდის): თავადი გიორგი წაბრძანდა.

დედაფალი: დაუძახე.

პირველი მსახური გადის.

დედოფალი (ირგვლივ მიმოიხედავს): არავინაა. სიცარიელეა. აქ შემოვუშვებ. ასეც ვიზამ. თავად გიორგის კი მერეც ვეტყვი. (კაბას ისწორებს, ქვედაბოლოს აიწევს, ფეხებს ითვალიერებს, რკინის კარს აღებს და ეძახის) ქართველებო, აქ მოდით.

ბორკილების ჭრიალი ისმის. ორი ტუსაღი კარებში დგას, ცოტა ხანში მიწაზე განირთხმებიან.

დედოფალი: ყაენს მიხმეთ. შავით მოსილ კაცს, თქვენ რომ ნახეთ.

პირველი ტუსაღი: ყაენს? აქ არ არის.

დედოფალი: სულ ბოლო კელიაშია.

მეორე ტუსაღი: წავიდა, დედოფალო. ჩვენ დავინახეთ, როგორ მიდიოდა.

დედოფალი: რას ამბობ? დაუძახე ყაენს.

მეორე ტუსაღი: წავიდა, დედოფალო. იქ არ გახლავთ. ვიღაც ქალმა მოაკითხა.

დედოფალი: ქალმა? როდის?

მეორე ტუსაღი: ახლახანს. ჯერ კიდევ გათენებამდე.

პირველი ტუსაღი: ფარანი ეჭირა. ორივემ დავინახეთ, როგორ წავიდნენ.

დედოფალი: თქვენ გეძინათ, ქართველებო. ნახეთ, იქ არავინაა?

ტუსაღები გადიან.

დედოფალი: წავიდა? შეუძლებელია. (იღიმის) ამათ ეგონათ, დედოფალმა გაუღო კარი... ნუთუ გაიქცა? (ყვირის) ნახეთ?

ტუსაღების პასუხი ისმის.

ტუსაღები: (უკან ბრუნდებიან და ერთი მეორის მიყოლებით მუხლებზე დგებიან): ვერ ვნახეთ.

მეორე ტუსაღი: ვიღაც ქალმა მოაკითხა, დედოფალო.

დედოფალი: ვინ ქალმა? მე ხომ არა?

მეორე ტუსაღი: არა, გრძელი საბურველი ემოსა.

დედოფალი (გაცხარებით): ფატიმა!

პირველი ტუსღი: ფარანი ჰქონდა. სულ ახლახანს იყო.

დედოფალი (მეორე ფარდასთან მიდის. ყვირის): ფატიმა! (აღელვებისგან ბოლთას სცემს; ტუსაღებს მიუბრუნდება): ფარნით იყო? მოაკითხა და ერთად გავიდნენ?

ტუსაღები (ერთი მეორის მიყოლებით): დიახ.

შემოდის ფატიმა.

დედოფალი: ეს იყო?

ტუსღები (ერთი მეორის მიყოლებით): დიახ, ეს იყო.

დედოფალი: შეგიძლიათ წახვიდეთ.

ტუსაღები გადიან.
დედოფალი მათ უკან კარს კეტავს. ფატიმას მოუტრიალდება და დიდხანს უცქერს.

დედოფალი: თავსაბური მოიძრე, ფატიმა.

ფატიმა თავსაბურს იხსნის.

დედოფალი: დღეს ღამით თავინელი ყაენი გაუშვი?

ფატიმა (თავს ჩაღუნავს): დიახ, დედოფალო.

დედოფალი: გრცხვენია, მიწას ჩაშტერებიხარ. უფრო მეტად უნდა გრცხვენოდეს.

ფატიმა: არა, დედოფალო.

დედოფალი: არა? იცი თუ არა, რომ ამიერიდან ჩემი სამსჯავროს წინაშე დგახარ _ ან შეგიწყალებ, ან არა, იცი?

ფატიმა: ვიცი. რაც გინდა, ის მიქენი.

დედოფალი (სავარძელში ჩაეშვება): რატომ ჩაიდინე ეს, ფატიმა? მეგობრობაზე ბოროტებით მპასუხობ.

ფატიმა დუმს.

დედოფალი: გინდოდა, შეგერცხვინა და დაგემარცხებინა ჩემი ღმერთი, რომ შენი წინასწარმეტყველი უფრო ძლიერი ყოფილიყო.

ფატიმა: ჰო, ყაენს შენთან ყოფნისას ჭეშმარიტი სარწმუნოება ავიწყდებოდა, იმიტომ რომ ალერსიანად ექცეოდი.

დედოფალი: რა თქვა ყაენმა? სად წაიყვანე?

ფატიმა: აი, ამ გზით გავიყვანე.

დედოფალი (ხელებს შემოჰკრავს): მიწისქვეშა გასასვლელით? კარგად შეგისწავლია ჩემი სახლი.

ფატიმა: სწორედ ამის წყალობით ყაენის გადარჩენა შევძელი.

დედოფალი: გაჩუმდი. სამარცხვინოდ მოიქეცი. დარწმუნებული ვარ, ყაენს არ უნდოდა წასვლა. რა თქვა?

ფატიმა: სამარცხვინოდ არ მოვქცეულვარ. თვით წინასწარმეტყველი წმინდა თვეში თავს დაესხა ქარავანს და არავის სიცოცხლე არ დაინდო.

დედოფალი: შენს წინასწარმეტყველს უნდა რცხვენოდეს.

ფატიმა (რისხვით აენთება): ალაჰმა განგგმიროს მაგ სიტყვებისთვის!.. გითხრა, რა თქვა ყაენმა? შენ გგონია, წასვლა არ უნდოდა? ყაენი მართლმორწმუნეა, და დამლოცა შენი ღმერთის დამარცხებისთვის.

დედოფალი: არ არის მართალი... აღელვებული ხარ, ფატიმა... მე შენ მეცოდები.

ფატიმა (გულაჩვილებული ძირს ეცემა): მაპატიე, დედოფალო!

დედოფალი: ამით უნდა დაგეწყო. დეჯექი.

ფატიმა ჯდება.

დედოფალი: არა, აქ არა, ჩემს გვერდით არა. იქ დაჯექი.

ფატიმა ადგილს იცვლის.

დედოფალი: იცი, რომ თავინელებთან მშვიდობის ჩამოგდების ჩემი გეგმა ჩაშალე?

ფატიმა: არა.

დედოფალი: დღეს რომ მე თვითონ მებოძებინა ყაენისთვის თავისუფლება, ის და მისი ხალხი ჩემს კვერთხს და ჩემს რწმენას მიიღებდნენ.

ფატიმა: მაშინ უკეთესია, რომ გავუშვი და შენთან ომის გაგრძელებისკენ მოვუწოდე.

დედოფალი: შენ ეს გააკეთე?

ფატიმა: დიახ.

დედოფალი: მაშინ _ მიფრთხილდი!

ფატიმა: რას ვუფრთხილდე? ჩემი ქვეყანა დაიმონე, უცხოეთში გადმომხვეწე და კიდევ ჩემს სიცოცხლეზე ლაპარაკობ? აიღე, მიჩუქნია. არ მეშინია შენი. ჩემს ხალხს ერზერუმში უძველესი ანდაზა ჰქონდა: აქაური ბოლო დღე მარადისობის პირველი დღეაო.

დედოფალი: ჯერ კიდევ ღელავ შენი მუხანათური საქციელის გამო, ამას გავითვალისწინებ.

ფატიმა: მუხანათურად არ მოვქცეულვარ.

დედოფალი: მოიქეცი. უბედურ ყაენს კი მე მოვექეცი მეტისმეტად თავმდაბლურად. გუშინ მას არ უნდოდა გაქცევა. ასე მითხრა, არ გავიქცევიო. მაგრამ ღამით გაიქცა. მისი ახალგაზრდა გული სიცრუით იყო სავსე. მაჰმადიანები ყველანი ასეთები ხართ.

ფატიმა (დგება): წმინდა ომში ჩვენ არაფერს ვუწევთ ანგარიშს და არავისი გვეშინია. რა ვქნათ, ასეთები ვართ მაჰმადიანები.

სიღრმიდან შემოდიან თავადი გიორგი და მღვდელი, ფატიმა თავსაბურს იწევს და სახეს იფარავს.

თავადი გიორგი: მიხმობდი?

დედოფალი: დღეს ღამე ფატიმამ თავინელი ყაენი გაუშვა.

თავადი გიორგი (წინ წამოიწევს): ყაენი გაუშვა? ფატიმამ?

მღვდელი (ახლოს მივა, ცნობისმოყვარედ): რა საინტერესოა!

დედოფალი: სანამ მეძინა, ჩემი საწოლიდან გასაღები აიღო და გაანთავისუფლა.

თავადი გიორგი: ხომ ვამბობდი, გასაღები მე უნდა მქონდეს-მეთქი.

მღვდელი: ასეთი ამბის მომსწრე არ ვყოფილვარ!

თავადი გიორგი: მგონი შევძლებთ დაწევას. რა გზით წავიდა?

ფატიმა: ამ გზით. (უჩვენებს).

დედოფალი: მიწისქვეშა გასასვლელით, გიორგი. ამას სცოდნია.

მღვდელი: მომიტევეთ, არ შემიძლია, გავჩუმდე. ფატიმა მასთან შევიდა?

დედოფალი: ჰო, ფარნით ხელში.

მღვდელი: და შიგნით დიდხანს დარჩა?

დედოფალი: რატომ კითხულობ?

მღვდელი: ფრიად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენ ხანს იყო ფატიმა კელიაში.

თავადი გიორგი: უნდა დავეწიოთ. ნისლი რომ არა, წამში ვიპოვიდით... რატომ ზის ფატიმა შენთან?

დედოფალი: ფატიმა? არ ვიცი. არ მიფიქრია.

თავადი გიორგი: სასახლეში შენ ორი თურქი გყავს, დედოფალო, იმათ კი აბრეშუმის თოკები აქვთ.

თავადი გიორგი, მღვდლის თანხლებით, გასასვლელისკენ მიიჩქარის. ფატიმა თავსაბურს იხდის და სახეს აჩენს.
მეორე ფარდიდან გამოდიან გიორგი და რუსუდანი. ერთი მეორის მიყოლებით ამბობენ: `დილა მშვიდობისა,~ დედას ეხვევიან და კოცნიან, შემდეგ კი ფატიმასთან მიდიან და ეხვევიან.

დედოფალი: ოღონდ მაგას ნუ აკოცებთ... ფატიმას არა... მარტო მე უნდა მაკოცოთ.

ბავშვები (ერთი მეორის მიყოლებით): ფატიმასაც. (კოცნიან).

ფატიმა: ალაჰმა დაგლოცოთ.

დედოფალი: ამას რატომ შვებით, ბავშვებო? გიყვართ ფატიმა?

ბავშვები (ერთი მეორის მიყოლებით): გვიყვარს.

დედოფალი (დაფიქრდება ამაზე; დგება): გთხოვ, ფატიმა, ბავშვების გულისთვის. (მეორე ფარდის უკან გადის.)

ფატიმა: გმადლობთ, დედოფალო. (უკან გამოედევნება).

გიორგი: დღეს აქ ვითამაშებთ. აბა, მიპოვე. (იმალება).

რუსუდანი: (ჯერ შეტრიალდევა, შემდეგ კი ეძებს): აქა ხარ?

ორივენი გადიან.

სიღრმიდან გამოდის თავინელი ყაენი. უკან იყურება. ირგვლივ მიმოიხედავს. მისალმების ნიშნად სწრაფად იდებს თითებს მკერდზე, პირზე და შუბლზე.

ყაენი: ნუ გეშინიათ, ბავშვებო. დედათქვენი სად არის? წადით და უთხარით... არა, არ წახვიდეთ, მოდით, ვითამაშოთ. იქნებ თვითონ მოვიდეს. იქნებ გაიგონოს და მოვიდეს. გუშინ ხომ ვთამაშობდით, ნუ გეშინიათ, ბავშვებო. (აყურადებს, დაბნეული იცქირება სიღრმეში) უთხარით დედათქვენს, ყაენი დაბრუნდა-თქო. ახლა მე დავიმალები, ოღონდ არ უნდა მომძებნოთ. საყვარლებო, ახლა ნუ მომძებნით. დედოფალს უთხარით... (გარბის. სიღრმეში ჩნდება ჯარისკაცთა გუნდი შუბებით ხელში. შემოსასვლელთან ჩერდებიან და მხოლოდ ორნი მიდიან წინ. გზადაგზა ყველა კუთხე-კუნჭულს ამოწმებენ).

პირველი ჯარისკაცი: აქ ვიღაც კაცი არ შემოსულა?

ბავშვები ორაზროვნად დუმან.

პირველი ჯარისკაცი: შავტანსაცმლიანი?

ბავშვები დუმან.

მეორე ჯარისკაცი: აქ ძებნის უფლება არ გვაქვს.

პირველი ჯარისკაცი: მართალი ხარ. აქ ვერ მოვძებნით.

ორივე ჯარისკაცი უკან ბრუნდება.

გიორგი (მიუთითებს; რუსუდანიც მას ბაძავს): სულ არ იციან ძებნა. აგერ არ არის?

რამოდენიმე ჯარისკაცი წინ გამოდის და იყურება. ყველანი გაიქცევიან. სვეტების უკან ისმის ხმლებისა და შუბების ჩახა-ჩუხი, შემდეგ კი კაცი ამოგმინებს.

გიორგი და რუსუდანი (ერთი მეორის მიყოლებით ყვირიან): დედა! (მეორე ფარდის უკან გარბიან).

პირველი ჯარისკაცი: აღარ სუნთქავს.

მეორე ჯარისკაცი: როგორ-ღა ისუნთქებს, ათი შუბი აქვს გაყრილი.

პირველი ჯარისკაცი: კარგად იბრძოდა. ვინმე დაიჭრა?

ხმა: ბევრნი დავიჭერით. ნახე.

ყველანი სიღრმეში გადიან. ბევრი შუბი სისხლშია ამოსვრილი.
სწრაფად შემოდიან დედოფალი და ფატიმა. ჯარისკაცები შუბის აწევით ესალმებიან.

დედოფალი: ეს რა მესმის _ თქვენ რა, აქ ხალხს ხოცავთ?

პირველი ჯარისკაცი (წინ გამოდის და მუხლებზე ეცემა): თავადმა გიორგიმ გვიბრძანა.

დედოფალი (შეხედავს და წამოიყვირებს): ყაენია?

ფატიმა (თავის მხრივ): ყაენი!

დედოფალი: საიდან მოვიდა? ღმერთო ძლიერო!

პირველი ჯარისკაცი: საიდან, მოვიდა, არ ვიცით. დავინახეთ, აქეთ რომ მოდიოდა და დავედევნეთ.

დედოფალი: აქ რა უნდოდა?.. ყაენია, ფატიმა.

ფატიმა (გაქვავებული): ვხედავ.

დედოფალი: სულ აღარ სუნთქავს? სცადეთ, ააყენეთ.

პირველი ჯარისკაცი: აღარ სუნთქავს. ათი შუბი მოხვდა.

დედოფალი: ეს, რა ჰქენით, ჯარისკაცებო, ეს რა ჰქენით!

პირველი ჯარისკაცი: თავადმა გიორგიმ გვიბრძანა.

დედოფალი: წადით, წადით. თავადი გიორგი მოძებნეთ და უთხარით, რომ ყაენი მოკვდა.

ყველა ჯარისკაცი გადის.

დედოფალი: ამას რას ვიფიქრებდი. გუშინ სიცოცხლე ვაჩუქე. როგორ ფიქრობ, რისთვის დაბრუნდა?

ფატიმა თავსაბურს იძრობს. დუმს.

დედოფალი: მე არ ვარ დამნაშავე... პასუხს არ მაძლევ, ფატიმა.

ფატიმა: ჰო, პასუხს არ გაძლევ.

დედოფალი: თვალები ღია აქვს. დავუხუჭავ.

ფატიმა (საჩქაროდ): ნება მიბოძე, მე დავუხუჭო. (ყაენს თვალებს უხუჭავს).

დედოფალი: ვუბრძანებ, მისი კელია დიდებულად მორთონ და ჯერჯერობით იქ დაასვენონ, _ შეიძლება? ეს რა დაგვემართა, ფატიმა!

ფატიმა: ყაენის გაქცევავამ უფრო დაგწყვიტა გული, ვიდრე მისმა სიკვდილმა. ნუთუ ეს შესაძლებელია?

დედოფალი: გაჩუმდი, გული მეწვის, რომ მოკვდა.

ფატიმა: თან ცოტა სიხარულსაც ხომ არ გრძნობ? მაპატიე!

დედოფალი: სიხარულს?

ფატიმა: რომ ხანი შენი გულისთვის დაბრუნდა, რადგან შებორკილი გყავდა.

დედოფალი: ჰო, რატომ დაბრუნდა? შეიძლება ჩემს გამოც. აბა, შენს გამო ხომ არ დაბრუნდებოდა?

ფატიმა: დიახ, ჩემს გამო ათასჯერ უფრო მეტად დაბრუნდებოდა. ყაენი მართლმორწმუნე იყო; შენი სილამაზე მას ვერ ხიბლავდა.

დედოფალი (მკვეთრად): შენ არ იცი, ფატიმა. შენს გამო ვერ დაბრუნდებოდა, შენ ხომ ის არ გიყვარდა.

ფატიმა: რას ამბობ?

დედოფალი: არა, შენ ის არ გიყვარდა. რა თქმა უნდა, არც მე მიყვარდა, მაგრამ შენ ვერ გრძნობდი მის საშინელ ობლობას და სილამაზეს, მე კი ვგრძნობდი. რაღაც დამმართა ყაენმა.

ფატიმა (უნებლიედ): არც ისე ცოდვილი ხარ, რომ ეს იფიქრო.

დედოფალი: რატომ არ უნდა ვიფიქრო? ამდენი წლის შემდეგ მან ჩემს გულს სიხარული დაუბრუნა და კვლავ ახალგაზრდად მაქცია. იცი, რა გავაკეთე დღეს ღამით მისი გულისთვის? _ ალაჰს შევავედრე მისი თავი, რომ ყაენს ჩემი საკუთარი ღმერთი დაემარცხებინა. შენს წინასწარმეტყველს ვკიცხავდი, რომ არასდროს მის მიმართ მოწყალე არ ყოფილა და ტყვედაც აქცია. დღეს ლამაზი და ბრწინვალე კაბები ჩავიცვი, რომ მას დავხვედროდი და მინდოდა თავსაბურიც მომეხსნა.

ფატიმა: არა, თავსაფარს ვერ მოიხსნიდი.

დედოფალი: არა. გუშინაც მოვიხსენი. მან ნახა ჩემი სახე და თქვა: `რა მშვენიერი დედოფალი ყავთ ქართველებს!~ აი იქ ვიდექით, ეს რომ თქვა. კიდევ თქვა, რომ ვარსკვლავებს ვჩუქნი. ო, ღმერთმა დალოცოს ამ კეთილი სიტყვებისთვის! სხვა არავისთვის მიჩუქნია ვარსკვლავები, მას კი ვჩუქნიდი. შენ რაღა გითხრა? შენს გამო შერცხვა, რომ დედოფალს უღალატე და არწმუნებდი, რომ უნდა გაქცეულიყო. და იმიტომაც დაბრუნდა, რომ მუხანათი არ იყო. ხედავდა, რომ ჩემი რწმენა შენსაზე უკეთესია.

ფატიმა (გაცეცხლებული):Lარ არის უკეთესი. ყაენი მართლმორწმუნე იყო. შენი სიტყვებით და საქციელით შენ ის ვერ დაამარცხე.

დედოფალი: შენ რა გაგეგება?.. თვითონ გითხრა?

ფატიმა: დიახ.

დედოფალი: მაშინ კარგად ვერ გაგიგია. შენ ის არ გიყვარდა და მის სიტყვებსაც ვერ გაიგებდი.

ფატიმა: მიყვარდა.

დედოფალი: შენ?

ფატიმა: ჰო, თუ ძალიან გინდა იცოდე... და უნდოდა ჩემი ფეხები დაეკოცნა კელიაში.

დედოფალი: არა, არა, არ ნდომებია.

ფატიმა: და უნდოდა, მასთან ერთად გავქცეულიყავი. `წამოდი, ერთად გავიქცეთ!~ _ ასე მითხრა.

დედოფალი: არ უთქვამს.

ფატიმა: ყაენი მართლმორწმუნე იყო, ნიშანი მომცა, რომ მივსულიყავი და გამენთავისუფლებინა ქრისტიანული ციხიდან. და მეც მივედი, იმიტომ, რომ მიყვარდა. გწყინს, არა, დედოფალო, რომ მე მომცა ნიშანი და არა შენ?

დედოფალი (ხელების მტვრევით): გეუბნები, არაფერი ნიშანი არ მოუცია-მეთქი... მის კელიას ყვავილებით არ მოვრთავ, დაე აქ ეგდოს, უბედური.

ფატიმა: განა შეეძლო საქმე დაეჭირა შენთან, ქრისტიანული მიწის გათხოვილ დედოფალთან? არა! ჰოდა მე დამიბრუნდა, რომ ჩემთან ერთად გაქცეულიყო.

დედოფალი: საწყალი! გუშინ მე მითხრა, რომ მასზე ვბატონობ და რომ მანდრაგორას ყვავილში ვიყავით. მუხანათი! ყველანი თქვენ, მუსულმანები, მუხანათები ხართ, და თქვენი წინასწარმეტყველიც მუხანათი იყო.

ფატიმა: რაც გინდა, ის ილაპარაკე, მაგრამ წინასწარმეტყველზე ლაპარაკის უფლება არ გაქვს.

დედოფალი: შენი წინასწარმეტყველი წმინდა თვეში ქარავანებს ესხმოდა თავს! ცოცხალი რომ იყოს, მის ჩამოხრჩობას ვუბრძანებდი.

ფატიმა: ალაჰმა გაგიხმოს და გაგიქვავოს ენა ასეთი ლაპარაკისთვის!

დედოფალი: ყაენის გვამს მარანში ჩავაგდებ და იქ ეგდება.

ფატიმა: თავინელები მოვლენ და წაიღებენ მის ცხედარს.

დედოფალი: წაიღებენ? შენ გგონია, გავატან?

ფატიმა (უნებური ვედრებით): ჰო, დედოფალო, გაატან. მის ცხედარში ბევრს მოგცემენ.

დედოფალი: მე მას არ გავყიდი. საფლავს გავუთხრი და შიგ თავდაყირა ჩავდებ; და ვუბრძანებ გრძელ-გრძელი ქრისტიანული ლოცვები უკითხონ.

ფატიმა (მუშტებს შეკრავს): მაშინ გაფრთხილდი, თამარ, ყაენი შენს სახლში მოკვდა, თავინში კი სისხლის აღება იციან.

სიღრმიდან შემოდიან თავადი გიორგი და მღვდელი ჯარისკაცების თანხლებით. ფატიმა სახეს თავსაფრით იფარავს.

დედოფალი: სისხლის აღება? თავადო გიორგი, ეს ქალი დამუქრებას ბედავს, _ რა ვუქნა?

თავადი გიორგი: სასახლეში ორი თურქი გყავს, განა არ მითქვამს?

დედოფალი (მეორე ფარდაზე მიუთითებს): წადი.
ფატიმა გადის.

მღვდელი ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებს, სანამ ცხედარს არ იპოვის.

დედოფალი: ყაენი მოკვდა.

თავადი გიორგი: ჯარისკაცებმა უკვე მომახსენეს.

მღვდელი: წამოწოლილა და პირი დაუღია. პირი აქვს ღია.

დედოფალი: დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი მუხანათური სიტყვა უნდოდა წარმოეთქვა... ჯარისკაცებო, ცხედარი მიწის ქვეშ ჩაიტანეთ და კუბოში ჩადეთ. კუბოს მცველები მიუჩინეთ.

თავადი გიორგი: რატომ?

დედოფალი: იმიტომ, რომ არ მსურს ცხედარი თავინელებს მივცე. ასეთია დედოფლის ნება.

ჯარისკაცებს ცხედარი სიღრმეში გააქვთ.

დედოფალი: დედოფალმა, რა თქმა უნდა მეტისმეტი სირბილე გამოიჩინა.

თავადი გიორგი: სულ ამას არ გეუბნებოდი?

დედოფალი: ჩემს საკუთარ სახლში მემუქრებიან. ერთი ხალიფასთვის გაებედათ ასეთი რამ. იღუმენიც კი მეკამათება.

მღვდელი: იღუმენი? ნუთუ იღუმენი?..

დედოფალი: გაჩუმდი. იღუმენი იღუმენი აღარ არის. ახლა ისევ ბერია.

მღვდელი (ხელებს შემოჰკრავს): ისევ მღვდელი!

დედოფალი: ყარსის ყაენთან ომი როგორ მიდის, თავადო გიორგი?

თავადი გიორგი: დღეს ღამე ბანაკში მივდივარ.

დედოფალი: როგორც იქნა!

თავადი გიორგი: ჯერ კიდევ არ არის გვიან.

დედოფალი: ამის შემდეგ _ ნაკლები ტყვე და მეტი მოკლული... რას მიყურებ? ხომ გაიგონე, რაც ვთქვი?

თავადი გიორგი: გავიგონე.

დედოფალი: სიკეთემ დამაბრმავა და გამასულელა... იქ ორი ტყვეა, არა?

თავადი გიორგი: ჰო, ორი ქართველია.

დედოფალი: ჩამოახრჩვეთ.

თავადი გიორგი: ჩამოვახრჩოთ? უკვე ხომ აჩუქე სიცოცხლე?

დედოფალი: ჩამოახრჩვეთ. ერთი დღე-ღამე მიეცით, რომ მოემზადონ.

ისმის დაფდაფის ხმა.

დედოფალი: დაფდაფის ხმა მესმის. ვინ არის აქ?

მღვდელი სწრაფად მიდის სიღრმისკენ და გარეთ იყურება.

თავადი გიორგი: ფატიმა მართალია, ყაენის ცხედარს თუ არ მისცემ, თავინელები შურს იძიებენ.

დედოფალი: ფატიმა არაფერში არ არის მართალი. საკმაოდ ძლიერი ვარ, რომ თავინელები გავანადგურო.

მღვდელი (ბრუნდება): შენი ბანაკიდანაა ხალხი, დედოფალო. (სიღრმეში ბრუნდება).

დედოფალი: დაფდაფს უკრავენ. ესე იგი ტარასმა იბრძოლა და გაიმარჯვა.

თავადი გიორგი: ტარასს არ უბრძოლია. მე მისთვის არ მიბრძანებია.

დედოფალი: ესე იგი შენი ბრძანების გარეშე იმოქმედა. შენ ყოველთვის ყველაზე წინ მიდიოდი, ახლა კი დაგაგვიანდა. (მეორე ფარდასთან მიდის) მედეცუ, მწერლებს უხმე.

თავადი გიორგი (დაბნეულად): თუ ტარასმა იბრძოლა, ესე იგი დამაგვიანდა. (სავარძელში ჩაეშვება).

მღვდელი (ბრუნდება): მთავარსარდალია ათი ჯარისკაცით.

დაფდაფის ხმა წყდება.
დედოფალი შემაღლებაზე ადის და ჯდება. სიღრმეში ჩნდება მთავარსარდალი ჯარისკაცებთან ერთად და შემოსასვლელთან ჩერდება.

დედოფალი (თავს უკრავს): მოგესალმებით, მეომრებო! კარგი ამბავია?

მთავარსარდალი (უახლოვდება): დიახ, კარგი ამბავია.

შემოდის ორი მწერალი. ერთ-ერთი მათგანი ბერის სამოსით მოსილი იღუმენია. დედოფლის ფერხთით სხდებიან და საწერ მოწყობილობებს შლიან.

დედოფალი: სახე მაჩვენე, ბერო. (იღუმენი მაღლა იყურება). შენ ხარ? რატომ?.. კარგი, როგორც გინდა.

მღვდელი (ხელებს შემოჰკრავს): იღუმენი!

დედოფალი: აბა მომახსენე, მთავარსარდალო.

მთავარსარდალი: დღეს ღამით, ახალი გამარჯვების შემდეგ შენმა მეომრებმა გადაწყვიტეს, შენთვის პატივი მოეგოთ. მათ შენ მეფედ გამოგაცხადეს.

დედოფალი (წამოდგება): მეფედ? გესმის, თავადო გიორგი, მეფედ!

თავადი გიორგი (დგება): მესმის. ეს ტარასმა გააკეთა.

მთავარსარდალი: მთელმა ლაშქარმა გააკეთა.

თავადი გიორგი: ჰო, მაგრამ ტარასმა მოიფიქრა. ეშინოდა, ვაითუ სხვა ვინმე გახდეებოდა მეფე, ჰოდა გადაწყვიტა, გაეფრთხილებინა.

დედოფალი: შენ ხუმრობ, თავადო გიორგი, და სულ არ გიხარია, ასეთი პატივი რომ მხვდა.

თავადი გიორგი: მიხარია. ოღონდ ის კი აღარ ვიცი, მე თვითონ რად ვიქეცი.

დედოფალი: შენ?

თავადი გიორგი: ადრე დედოფლის ქმარი ვიყავი. ახლა, რაღა თქმა უნდა, მეფის ცოლი ვარ.

მთავარსარდალი: მეფეს გაუმარჯოს, ქართველებო!

(შეძახილები `ვაშა~ და დაფდაფის ხმა).

დედოფალი: ეს ჩემმა ვაჟმაც უნდა გაიგოს. ჩემს შემდეგ ის იქნება მეფე.

მღვდელი სწრაფად გადის მეორე ფარდის უკან.

დედოფალი: გადაეცი მთელს ლაშქარს ჩემი მადლიერება, მთავარსარდალო. იმ პატივით, თქვენ რომ დამდეთ, მთელი სიცოცხლე ვიამაყებ. (ჯდება).

მთავარსარდალი: კიდევ პატივი მაქვს, გამცნოთ, რომ დღეს ღამით ჩვენმა ჯარმა ყარსის ყაენი დაამარცხა.

თავადი გიორგი: ყარსის ყაენი! (სავარძელში ჩაეშვება).

დედოფალი: დიახ, შენ იქ არ იყავი, თავადო გიორგი. მესმის შენი მღელვარება.

მთავარსარდალი: თვით ყაენი დამარცხდა.

დედოფალი: მართლაც კარგი ამბები მოგაქვს, მთავარსარდალო. ყაენის ლაშქარი დაამარცხეთ?

მთავარსარდალი: დიახ, ყარსი აღებულია.

დედოფალი: გესმის, თავადო გიორგი?

თავადი გიორგი: მესმის, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა.

მთავარსარდალი: ახლა ჩვენი ჯარი ყარსშია.

დედოფალი: შიგ ყარსში, შიგ მტრის დედაქალაქში. დაიმალე, თავადო გიორგი, კარგად დაიმალე!

თავადი გიორგი: გეყოფა! გეყოფა!

მღვდელი (შემოდის): გიორგი არსად არის, დედოფალო!

დედოფალი: ამიერიდან მეფე უნდა დამიძახო, მე მეფედ მაკურთხეს... გიორგი არ არის?

მღვდელი: წასულია.

მედეცუ (შემოდის): გიორგი ფატიმას გაჰყვა.

დედოფალი: ფატიმას?

პირველი მსახური (შემოდის): მე დავინახე, როგორ წავიდნენ. ძალიან ჩქარობდნენ და ნისლში სწრაფად გაუჩინარდნენ.

დედოფალი: ფატიმას! რუსუდანიც გაჰყვა?

პირველი მსახური: არა, ორნი იყვნენ.

საიდატა (რუსუდანი მოჰყავს): რუსუდანი აქ არის.

რუსუდანი: აქ ვარ.

დედოფალი (დგება): გიორგი კი წავიდა. ფატიმამ წაიყვანა და წავიდა. სად წავიდნენ?

პირველი მსახური: მთებში. ხელიხელჩაკიდებულნი მთებში წავიდნენ, დედოფალო.

მღვდელი (მსხურს): ამის იქით დედოფალს მეფე უნდა უწოდო.

დედოფალი: არა, არა, სულ ერთია. გიორგი იქნება მეფე. მაგრამ გიორგი ფატიმას გაჰყვა მთებში. როგორ ფიქრობ, მედეცუ, უბრალოდ ცოტა გაისეირნეს, არა?

სულ უფრო და უფრო მეტი მსახური და გოგო შემოდის.

რუსუდანი: გიორგი წავიდა?

დედოფალი: გაჩუმდი, რუსუდან, გიორგი სასეირნოდ წავიდა, ცოტას გაისეირნებს.

მღვდელი: ვშიშობ, ფატიმამ არ გააპაროს...

დედოფალი: სად?

მღვდელი: თავინელებთან. თვითონ თქვა, სისხლის აღება ვიცითო.

დედოფალი (წამოიყვირებს): არა, არა, გაჩუმდი, ბერო. წადი.

მღვდელი: გთხოვთ მომიტევოთ, მეფეო!

თავადი გიორგი უსმენს; შეხტება.

დედოფალი: შენ ვერ მოძებნი, მთავარსარდალო? (სწრაფად ჩამოდის შემაღლებიდან და მთავარსარდალთან მიდის) წადი და მონახე.

მთავარსარდალი: რამე რომ ჩანდეს, მოვნახავდი, მაგრამ სამი ნაბიჯის იქით ნისლში არაფერი ჩანს.

თავადი გიორგი: ჩემი გეგმა ჩაიშალა, ბერო, დღეს ღამით ყარსის ლაშქარი დამარცხდა. სასახლიდან მივდივარ.

დედოფალი: რომელ გეგმაზე ლაპარაკობ? შეგიძლია, გიორგი მოძებნო?

თავადი გიორგი: შევეცდები... წამოდით, ჯარისკაცებო, ისევ წარგიძღვებით.

მთავარსარდალი: თუკი მეფე გვიბრძანებს?..

დედოფალი: ჰო, ჰო, გიბრძანებთ. ღმერთმა დაგლოცოს, გიორგი, თუკი იპოვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვი, იმიტომ, რომ ალბათ მთელ ძალ-ღონეს არ მოახმარ. რატომ არ მპასუხობ, მოახმარ მთელ ძალ-ღონეს? არ მჯერა.

მთავარსარდალი: მე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს, მეფეო. სხვა ამბებზე უფრო მნიშვნელოვანი.

დედოფალი: მერე იყოს. ხვალ. ახლა მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა.

თავადი გიორგი (ხატის წინ პირჯვარს იწერს): მშვიდობით, თამარ.

დედოფალი: ქუდი დაგრჩა.

თავადი გიორგი: არ დამრჩენია, თავშიშველმა უნდა ვიარო ამ ძნელი გზით.

დედოფალი: ქუდი დაიხურე, ასე შეშლილივით ხომ არ ივლი.

თავადი გიორგი, მთავარსარდალი და ჯარისკაცები გადიან.

დედოფალი: თავშიშველი წავიდა, მე თვითონ კი არაფერს ვაკეთებ. მეც წავალ და მოვძებნი. გიორგი, სად ხარ?.. ოთახში შედი, რუსუდან, ოთახში შედი, აქ ნუ დგახარ. ოთახში წაიყვანეთ, გოგოებო.

რუსუდანი მეორე ფარდის უკან გაყავთ.

დედოფალი: რა ვქნა, იღუმენო?

იღუმენი: იღუმენი აღარ ვარ, დედოფალო... მეფეო.

დედოფალი: იღუმენი ხარ, აბა, რა ხარ, ადექი. მე კი მეფე არ ვარ, მეფე გიორგი იქნება. რა დავაშევე, რატომ დამატყდა თავს ასეთი უბედურება? დღეს დილით ცოტა გავმხიარულდი, სულ ცოტა სიხარულმა გაიელვა ჩემში, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა... იღუმენო, ვცდილობდი ამაყი და მკაცრი ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ შეიძლება. აღარ მინდა, მკაცრი ვიყო. იმ ორი ქართველის ჩამოხრჩობა არ არის საჭირო. გაუშვი, ბერო, გაანთავისუფლე. აი იქ არის გასაღები. (მიუთითებს).

მღვდელი გასაღებს პოულობს და ტუსაღებს უშვებს. ისინი დედოფლის წინაშე მუხლებზე ეცემიან.

დედოფალი: სიმკაცრით ვერაფერს გახდები. არც ფატიმას ჩამოხრჩობაა საჭირო. უბრალოდ გიორგისთან ერთად სასეირნოდ წავიდა მთებში, მეტი არაფერი. მალე ორივენი დაბრუნდებიან. წადი, ისევ შენი ნამდვილი სამოსით შეიმოსე, იღუმენო, და კეთილი რჩევა მომეცი, როგორც ადრე მაძლევდი... ეს თქვენ ხართ, ქართველებო? იცოდეთ, ბრძოლის ველი არ უნდა მიატოვოთ, ეს არ არის თქვენი დანაშაული? წაიყვანე, ბერო, და ბორკილები ახსენი, შემდეგ კი ჩემი ბიჭი უნდა მოძებნონ მთებში. ყველგან დაძებნონ. ვინც კია სასახლეში, ყველამ ეძებოს. (სავარძელზე დაემხობა და ქვითინი აღმოხდება).

მეორე ტუსაღი: მადლობას გიხდით, დედოფალი, სიცოცხლის ბოძებისთვის.

დედოფალი ხელით ანიშნებს, რომ წავიდნენ. მღვდელს ტუსაღები სიღრმეში შეჰყავს.

იღუმენი: თავადი გიორგი შენი ვაჟის საძებნელად წავიდა. ეჭვი არაა იპოვის.

დედოფალი: იპოვის, ხო მართალია? თავადი გიორგი იპოვის, თუ საერთოდ შეიძლება მისი პოვნა. თავადი ძლერია, იპოვის და ისე დაბრუნდება. როცა არ უნდა დაბრუნდეს... შენ ყოველთვის ჭკვიანი იყავი, მამაო... მაშ ამბობ, რომ იპოვის?

იღუმენი: ამისთვის ვილოცებ.

დედოფალი: ჰო, ილოცე, ილოცე. მე თვითონ წავალ მის მოსაძებნად. (დგება და სიღრმეში გადის).

იღუმენი: წამოდით, დავაბრუნოთ დედოფალი.

ყველანი გადიან.




მოქმედება მესამე



მეორე დღეს ყოველივეს კვლავ ნისლი ფარავს. გოგონები დგანან და საუბრობენ. შორს, სიღრმეში, კიბის ქვედა საფეხურზე დგას პირველი მსახური და თვალს ადევნებს.

ზაიდატა: აბა, დროა დავიწყოთ.

იუანატა: ჰო, დროა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მენანება.

მედეცუ: მე უფრო დედოფალი მენანება.

მღვდელი (პირველი ფარდიდან შემოდის): აქ რას აკეთებთ, გოგოებო?

ზაიდატა: მთელი ყვავილები ისევ უნდა ავიღოთ. ყვავილები აქ აღარ უნდა იყოს. ასე თქვა დედოფალმა.

მღვდელი: დედოფალი სად არის?

მედეცუ: ოთახში ზის, თავისთან. მკვდარივითაა.

მღვდელი: თუ თავად გიორგის კარგად ვიცნობ, თავის შვილს იპოვის და გაანთავისუფლებს. იღუმენი თუ ნახეთ?

ზაიდატა: არა.

მღვდელი: რა, გუშინ იღუმენი არ გინახავთ, გოგოებო? დედოფლის ფერხთით იჯდა, მწერლად იყო გამწესებული. შეგებრალებოდა მოხუცი.

პირველი მსახური (ოთახში ყვირის): ეი, თქვენ, არ გესმით? ვიღაც მოდის!

მღვდელი სიღრმეში გადის.

ზაიდატა: ვიღაც მოდის, ვიღაც მოდის. წადი, მოახსენე, მედეცუ, იქნებ გიორგია. (სიღრმეში გადის).

მღვდელი (ყვირის): გიორგია!

მედეცუ (გახარებული): გიორგი! (სწრაფად გადის მეორე ფარდიდან).

ზაიდატა (ბრუნდება): თუ ასეა, ყვავილები აქ ხომ არ დავტოვოთ?

იუანატა: აბა რა, დავტოვოთ.

მღვდელი ბრუნდება პირველი მსახურის თანხლებით.

მღვდელი: როგორ გაიხარებს სასახლე.

დედოფალი (შემოდის, და უკანა პლანისკენ მიდის, თან მთვარეულივით ჩურჩულებს): გიორგი... გიორგი... გიორგი...

უკან მოსდევენ რუსუდანი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი _ მსახურები, ცნობისმოყვარენი).

მღვდელი: გეუბნებით, ახლა გაიხარებს სასახლე. სწორედ რომ მოგიხდებოდა სიხარული ზაიდატა. შენც მოგიხდებოდა, სოფია.

ზაიდატა: რატომ?

მღვდელი: დაიმსახურეთ, შვილებო, თქვენც ხომ უნდა ნახოთ ცოტა სიხარული.

ზაიდატა: შენ ხომ არ აპირებ ჩვენს გახარებას, ჰა, ბერო?

გოგოები ხითხითებენ.

მღვდელი: მე? ოჰ, ზაიდატა. ოჰ, აი მანდ რომ დგახარ, ნამდვილი ცეცხლი ხარ.

ზაიდატა: მაგრამ შენ ვეღარ გაგვახარებ, ბერო, ძალიან ბებერი ხარ.

მღვდელი: სულაც არ ვარ ბებერი. გაჩუმდი. ერთი შეგახედა, ზაიდატა.

გოგოები კვლავ ხითხითებენ.

მღვდელი: შენ კი სოფია, განსაკუთრებით არ შეგფერის წივილი ბანაობის დროს. აი ხედავ, წითლდები, შვილო, იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლა წივიხარ. ხედავ _ გრცხვენია. აბანოში ჩუმად უნდა იყო.

სოფია: სხვებზე მეტს არ ვწივივარ.

მღვდელი: ზაიდატაც წივის. და შენც, იუანატა. მესმის ხოლმე, როგორ ჭყუმპალაობ. უფრო დინჯად უნდა იჭყუმპალაოთ, შვილებო.

კვლავ ხითხითებენ.

დედოფალი კიბეზე გიორგის შეხვდება და დიდხანს ეხვევა. გიორგის თან ახლავს მთავარსარდალი და ათი ჯარისკაცი. გიორგი ოთახში შემოდის, ცალ ხელში გიორგი უჭირავს, მეორეში კი რუსუდანი.

დედოფალი: გიორგი დაბრუნდა, მღვდელო. შეხედეთ, გოგოებო!

მედეცუ (გიორგის ხელს ჩასჭიდებს): დაბრუნებას გილოცავ, გიორგი!

მღვდელი: ხომ ვთქვი, უცილობლად იპოვის-მეთქი თავადი გიორგი.

დედოფალი: ჰო, სად არის თავადი?

მთავარსარდალი: გუშინ მთელი ერთი საათი ვეძებდით, მერე კი თავინელებმა ალყა შემოგვარტყეს. ირგვლივ ყველა მთაზე იყვნენ. ტყვედ აგვიყვანეს.

დედოფალი: აქ, ჩემს სასახლესთან?

მთავარსარდალი: დიახ, სასახლესთან ახლოს. კიდევ უფრო ახლოსაც შეუძლიათ მოსვლა, რადგან ნისლი მალავს მათ და ძებნაც რომ დაუწყოთ, ვერ იპოვით... შეგვიპყრეს და კარავში წაგვიყვანეს. თქვენი ვაჟიც იქ იყო. მერე გააღვიძეს, რომ ჩვენ გამოგვყოლოდა.

დედოფალი (იღიმის): აჰ, გეძინა, გიორგი? კარგად გექცეოდა ფატიმა?

გიორგი: კი.

დედოფალი: სანამ გეძინა, გდარაჯობდა?

გიორგი: კი.

დედოფალი: ყველანი კარგად გექცეოდნენ?

გიორგი: არა, ყველა არა.

დედოფალი: ყველა არა?

გიორგი: არა, მაგრამ ფატიმამ უთხრა, რომ ჩემთვის ხელი არავის ეხლო.

დედოფალი: ფატიმამ უთხრა შენზე, არავინ დაჩაგროსო?

გიორგი: ჰო. და მერე ხელში ხანჯალი ქონდა.

დედოფალი: ხანჯალი ეჭირა? ალბათ დათვები რომ არ მოსულიყვნენ, არა?

გიორგი: ჰო, აბა რა.

დედოფალი: ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, ბავშვებო. ახლა უკვე თვალყური უნდა ადევნო, მედეცუ, _ ყველამ თვალყური ადევნეთ, გოგოებო.

ზაიდატა: ყვავილები აქ იყოს?

დედოფალი: ყვავილები? (იღიმება) ჰო, ახლა ხომ აქ ძალიან ბევრი ყვავილი არ არის, ზაიდატა.

მედეცუ გიორგისთან და რუსუდანთან ერთად გადის. დანარჩენი გოგოები და მსახურები მათ მიჰყვებიან.

დედოფალი (ჯდება): ვხედავ, ჩემი შვილი დიდ საფრთხეში ჩავარდნილა და ის ფატიმას ხანჯლით ხელში დაუცავს. (მთავარსარდალს) როდის დაბრუნდება თავადი?

მთავარსარდალი: თავადი გიორგი?.. არ ვიცი. თქვენს ვაჟს არაფრით დაგვანებებდნენ, თავადი რომ...

დედოფალი (შიშნარევი წინათგრძნობით, ნელა დგება): რა?

მთავარსარდალი: თავადი რომ თავისი შვილის ნაცვლად არ დარჩენილიყო.

დედოფალი (წინ წამოიწევს): რას ამბობ!

მთავარსარდალი: თავადმა თვითონ შესთავაზა თავისი თავი შვილის სანაცვლოდ.

დედოფალი: რას უპირებენ?.. დუმხარ, არა, მთავარსარდალო... იღუმენს უხმე. (სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვება).

მეორე ფარდიდან გამოჩნდება მღვდელი.

დედოფალი: აი რატომ წავიდა თავშიშველი. მე კი მეგონა, გიორგის ძებნას მთელ ძალ-ღონეს არ მოახმარდა. ხმამაღლაც კი ვთქვი. (თავს აქნევს).

მთავარსარდალი: ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისთვის მძევლად დარჩენა უკეთესი იყო.

დედოფალი: არა, როგორ იყო უკეთესი. იქნებ იყო კიდეც. ღმერთო, რისთვის ამდენი უბედურება? თავინელებს მდიდრულად მორთულ ყაენის ცხედარს გავუგზავნი. კიდევ მდიდრულ ძღვენს მივართმევ და გულს მოვულბობ... არა, ასე უკეთესი კი არა უარესია. რატომ უნდა დარჩენილიყო გიორგის ნაცვლად?

მთავარსარდალი: თავადმა ითხოვა ასე.

დედოფალი: თავშიშველი ეახლა და თხოვა?

მთავარსარდალი: დიახ... და თავინელებიც სიამოვნებით დათანხმდნენ. შენი ვაჟი ბავშვია, მისგან თავინელები ვერაფერ სარგებელს ვერ ნახავდნენ, თავადი გიორგი კი შენი ჯარების სარდალია, და ახლა მათ შეუძლიათ ის მოკლან.

შემოდიან მღვდელი და იღუმენი.

დედოფალი: გასაგებია, ესე იგი ახლა მათ ჩემი ჯარების სარდლის მოკვლა სურთ... თავინელებმა შვილი დამიბრუნეს, იღუმენო... მაგრამ სანაცვლოდ მამამისი დაიტოვეს.

იღუმენი: სხვას რას იზამდნენ.

დედოფალი: ყაენის სისხლს თავადს აზღვევინებენ. რა ვქნა? მე თვითონ ვეახლები თავინელებს მის ნაცვლად მძევლად დავრჩები.

იღუმენი: თავადს შენში არ გაცვლიან.

დედოფალი: რას ლაპარაკობ?

იღუმენი: თავინელებისთვის თავადი გიორგი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე შენ. მაპატიე, რომ ამას არ გიმალავ.

დედოფალი: როგორ თუ მეტს ნიშნავს? მე ხომ დედოფალი ვარ... ჰო, ჰო, უფრო მეტს ნიშნავს. ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, მაგრამ ბრმა ვიყავი და ვერაფერს ვამჩნევდი. უსასრულოდ მეტს... ახლა არაფერი არ ვარ, დავობლდი და ძალა წამერთვა. ის დიდი და ძლიერი იყო. (თავს აქნევს).

მთავარსარდალი: გუშინ კიდევ ერთი ამბავი დამრჩა უთქმელი, მეფეო.

დედოფალი: ჰო, რა?

მთავარსარდალი: აი რა: გუშინ ყარსის ყაენს თავს რომ არ დავსხმოდით და არ მოგვეკლა, დღეს ღამე თვითონ დაგვესხმოდა თავს.

დედოფალი: სრულიად შესაძლოა.

მთავარსარდალი: და მას შენს საკუთარ ლაშქარში ეყოლებოდა თანაშემწე.

დედოფალი: ჩემს ლაშქარში? (თავს აქნევს) არა. საიდან იცი?

მთავარსარდალი: წერილიდან. ეს თანაშემწე დღეს ღამე ყაენის ჯარს ჩვენსკენ წამოიყვანდა და ძილში ყელებს გამოგვჭრიდა.

დედოფალი: იმედია, მართალს ამბობ, მთავარსარდალო.

მთავარსარდალი: მართალს მოგახსენებთ.

დედოფალი: და ვინ არის ეს თანაშემწე?

მთავარსარდალი: თავადი გიორგი.

დედოფალი (დგება): გაფრთხილდი! გაფრთხილდი-მეთქი, გეუბნები!

მთავარსარდალი: ნაბრძანები მაქვს ტარასის სახელით ასე მოგახსენო.

დედოფალი: ტარასის სახელით? ამ ამბის სათქმელად თვითონ ტარასმა გამოგგზავნა?

მთავარსარდალი: დიახ.

დედოფალი დაბნეული შესცქერის ირგვლივ მყოფთ.

მღვდელი (შეშინებული): ამის შესახებ არაფერი ვიცი.

იღუმენი: ტარასი, რაღა თქმა უნდა, ცდება.

მთავარსარდალი: ტარასი არ ცდება. და მე მეფეს სიმართლე ვამცნე.

დედოფალი: და ამ ცნობას უნდა დავემშვიდებინე?.. და მაინც მან დამამშვიდა... გამანთავისუფლა მძიმე ფიქრისგან. ჰო, ეს მე მამშვიდებს. დაე იყოს თავადი, სადაც არის, _ ჩემი შვილი ჩემთანაა. (წინ და უკან სიარულს იწყებს) დარჩეს, სადაც არის. მადლობა თავინელებს, რომ დაიტოვეს. (ჩერდება) რისთვის დაჭირდა ეს თავადს?

მთავარსარდალი: შენ რომ დაემარცხებინე, მეფეო.

დედოფალი: აჰ... (კვლავ სიარულს მოჰყვება; ჩერდება) ტარასს ჩემი მოკითხვა გადაეცი, მთავარსარდალო.

მთავარსარდალი: გადავცემ, მეფეო.

დედოფალი: მეფის სახელით უთხარი, რომ თავადი გიორგი... უთხარი ტარასს, რომ მეფე ამაყობს მისით და მადლობას უხდის.

მთავარსარდალი: ვეტყვი, მეფეო. (გადის).

მღვდელი: მომიტევე დედოფალო, მაგრამ... ნუ გაუშვებ. დაფიქრდი, რისთვის დასჭირდა თავადს... არ შემიძლია, ვდუმდე.

დედოფალი: (მბრძანებლური ტონით): კი, ბერო, შეგიძლია დადუმდე.

იღუმენი: ის წერილზე ამბობდა რაღაცას. დაუდევრად ნუ მოიქცევი, შვილო ჩემო.

დედოფალი: ჰო, წერილი. ერთმანეთზე უარესი ამბები თავზარს მცემს და დაუდევარი ვხდები. (მთავარსარდალს სიტყვას დააწევს) რა წერილზე ლაპარაკობდი?

მთავარსარდალი: ყარსის ყაენის ჯიბეში რომ ვიპოვეთ, იმ წერილზე.

დედოფალი: რა ეწერა? ტარასს უთხარი, წერილი მე გამომიგზავნოს.

მთავარსარდალი: წერილი მე მაქვს. (წერილს გულისჯიბეში ეძებს და პოულობს).

დედოფალი: შენ გაქვს? მერე რატომ არ მაძლევ? მომეცი აქ წერილი. (წერილს იღებს და კითხულობს) თავადისგანაა. (ჯდება).

მღვდელი: დიახ, მისგანაა. და ის მე წავიღე ყაენთან.

დედოფალი: შენ წაიღე?

მღვდელი: ძლიერ უბედური იყო თავადი. შენ არ უსმენდი, რას ამბობდა, რადგან ვერ ამჩნევდი მის ნაღველს.

დედოფალი (წერილს კითხულობს. განცვიფრებისგან იღიმის): არა, მაგრამ... გიორგი, საყვარელო! (დგება) წერს, რომ... მართალია, რასაც წერს, მისი წინააღმდეგი ვიყავი. (ხელებს თავზე შემოიჭდობს) სადაც არ უნდა იყო, მადლობა შენ, გიორგი... შენ წაიღე წერილი?

მღვდელი: დიახ.

დედოფალი: შენც მადლობა... ალბათ ცუდად მოიქცა თავადი, მამაო, მაგრამ მე მაინც მადლობელი ვარ მისი, ეს მან ჩემთვის გააკეთა... იმიტომ, რომ ვუყვარვარ. სწორედ ასე წერს. შენ ეს არ გესმის, მამაო, მაგრამ მე მესმის.

იღუმენი: არა, მე ეს არ მესმის.

დედოფალი: უნდოდა დავესაჯე და ჩემგან სულ მცირე მოწყალების მიღებაც კი არ სურდა, _ ვინ დასძრახავს ამისთვის?

იღუმენი: მას უნდოდა, შენს ჯარს დასხმოდა თავს.

დედოფალი: დიდებული გეგმა იყო, უზარმაზარი გეგმა... არავის ჩემი გულისთვის ამხელა საქმე არ დაუგეგმავს. მას სურდა, ჯართან ერთად აქ მოსულიყო და ჩემს წინაშე დამდგარიყო. (წამოიყვირებს) გიორგი! გიორგი! (კითხულობს) `მრავალი წელი მებრძოდა დედოფალი და ცივად მექცეოდა...~ ასე აღარ მოგექცევი, აღარ მოგექცევი.

იღუმენი: ესე იგი შენ ფიქრობ, დედოფალო, რომ თავადი გიორგი ამ გეგმის სისრულეში მოყვანას გაბედავდა?

დედოფალი: შენ როგორ ფიქრობ, ბერო?

მღვდელი: გაბედავდა. დარწმუნებული ვარ.

დედოფალი: თავადი გიორგი ტრაბახს არ დაიწყებს. შენ მას არ იცნობ, მამაო, მთასავით უძლეველია. თბილისში ჩვენს სახურავზე ვიდექით _ სხვა არავინ იყო, მხოლოდ ჩვენ სამნი _ მზე, გიორგი და მე. დიდ ბაზრებზე დავდიოდით _ ხალხი ყვავილებს გვაყრიდა და სიხარულისგან ყვიროდა, იმიტომ, რომ მთასავით უძლეველი იყო.

იღუმენი: ხალხი შენ გესალმებოდა.

დედოფალი: არა, მასაც ესალმებოდა. გახსოვს ყველა ქართველის ერთხმად ყვირილი? ის ჩემს გვერდით იდგა და ჩემზე მაღალი იყო, და ქუდს რომ იხდიდა, კიდევ უფრო მაღლდებოდა. ახლა კი ისევ ვეტყვი ამას და ყველაფერს გავახსენებ, რომ დაბრუნდება. (შიშით) ხომ დაბრუნდება?
სიჩუმეა.

დედოფალი: დუმხართ და მიწას დაშტერებიხართ. რას გაჩუმებულხარ, ბერო, ადრე ბევრს ლაპარაკობდი და ხშირად სიმართლესაც ამბობდი.

მღვდელი: თუ თავადს კარგად ვიცნობ, მაშინ დაბრუნდება.

დედოფალი: ხომ მართალია... რახან მოინდომა, წინ ვერაფერი დაუდგება... ჯარისკაცებო, სარდაფში ცხედარი ასვენია, აქ ამოიტანეთ. მინდა, მდიდრულად მოვრთო და თავინელებს გავუგზავნო, რომ ისევ დავმეგობრდეთ. მერე დიდძალ ძღვენსაც მივართმევ.

მთავარსარდალი და ჯარისკაცები გადიან.

დედოფალი: დღეს საღამომდე მოასწრებს დაბრუნებას?.. ისევ დუმხართ... რა თქმა უნდა, მოასწრებს. ასე მოღუშული რატომ ხარ, იღუმენო?

ირუმენი: მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ვთქვა: ყაენის ცხედრის გაგზავნით რწმენისთვის ვერაფერს გააკეთებ.

დედოფალი: გიორგის გავათავისუფლებ.

იღუმენი: მართალია, მაგრამ ვერცერთ წარმართს ვერ მოაქცევ.

მთავარსარდალი (შემოდის ჯარისკაცებთან ერთად): ორი მეთაური მოდის ამალითურთ. ეს მსურდა, მომეხსენებინა.

მღვდელი უკანა პლანისკენ მიიჩქარის.

დედოფალი: ორი მეთაური? ტარასისგან?

მთავარსარდალი: არა, ჩვენებურები არ ჩანან. თათრის მეთაურები არიან. ნისლში კარგად ვერ გავარჩიე.

დედოფალი: შენი ხალხი გააწყვე, რომ პატივით მივიღო.

მთავარსარდალი ბრძანებას ასრულებს.

მღვდელი (ბრუნდება): თავინელები არიან. ისევ ის მეთაურებია, ყაენის გამოსასყიდად რომ იყვნენ.

დედოფალი (გახარებული): შეხედე, ბერო, იქნებ თავადიც მათთანაა.

მღვდელი: არა, გიორგი მათთან არ არის.

დედოფალი: არა. (ხელებს მკერდზე მიიკრავს): რა ამბავი მოაქვთ? როგორ გგონიათ? (ცოტა ხანს პასუხს ელის, შემდეგ ადის და ტახტზე ჯდება).

შემოდის ორი თათარი მეთაური ჯარისკაცებთან ერთად. ერთ-ერთ მეთაურს ბასრ შუბზე წამოცმული თეთრი ნაჭერი მოაქვს. თეთრი დოლბანდები და ნაცრისფერი აბრეშუმის ქურთუკები მოსავთ, ქამრებზე ხმალ-ხანჯალი ჰკიდიათ. მარცხენა მხარს წითური ცხენის კუდის ბოლო უმშვენებთ. მარცხენა სახელოს გაყოლებაზე ხუთ-ხუთი შეღებილი ბურთულა აქვთ მიკერებული. მკერდზე ოქროს განიერი ლენტები აქვთ გადაჭიმული, ფეხზე კი წითელი ტარსიკონის ჩექმები აცვიათ. შემოსასვლელთან ჩერდებიან, თითებს მკერდზე, პირზე და შუბლზე მიიდებენ და დგანან.
დედოფლის ნიშანზე მეთაურები თვალდახრილნი უახლოვდებიან და მის შორიახლოს ჩერდებიან. ჯარისკაცები მათ არ გაჰყვებიან.

დედოფალი: მოგესალმებით. ვინ გამოგგზავნათ?

პირველი მეთაური: მიიღე ჩვენი სალამი, დიდო დედოფალო! ყველა თავინელმა გამოგვგზავნა.

დედოფალი: თქვენი განსვენებული ყაენის სანაცვლოდ გამოსასყიდი რომ შემომთავაზოთ?

პირველი მეთაური: დიახ. ორი დღის წინ აქ ვიყავით. მაშინ ყაენი ცოცხალი იყო.

დედოფალი: ის ჩემი თანხმობის გარეშე მოკლეს.
პირველი მეთაური: შენმა ქმარმა, თავადმა გიორგიმ ბრძანა მისი მოკვლა.

დედოფალი: არა, ყაენი თვითონაა დამნაშავე _ გარბოდა. ვინ გითხრათ, რომ თავადმა გიორგიმ ბრძანა?.. ეს რომ მოხდა, ჩემი ქმარი აქ არ იყო.

მეორე მეთაური: კამათს ვერ შეგკადრებთ. ალაჰს სურდა, რომ ყაენი მომკვდარიყო. ალაჰის ნებას ვერავინ გაექცევა.

დედოფალი: თავადი გიორგი ტყვედ გყავთ?

პირველი მეთაური: ის ჩვენს ხელშია.

დედოფალი: თავადის სანაცვლოდ რას ითხოვთ.

პირველი მსახური: ცოცხალის ნაცვლად?

დედოფალი: ჰო, ცოცხალის!.. ესე იგი ჯერ კიდევ ცოცხალია? მადლობა ღმერთს!

იღუმენი: მცდარ გზას ადგახარ, დედოფალო. შენ თვითონ უნდა ითხოვდე გამოსასყიდს.

დედოფალი: რაღა მოვითხოვო, მამაო?

იღუმენი: თვითონაც იცი, შვილო ჩემო _ ჭეშმარიტი რწმენა.

დედოფალი: თუკი თქვენ, თავინელები, ქრისტიანები გახდებით, ყაენის ცხედარს მიიღებთ. გსურთ ნათლობის მიღება?.. არა, ხედავ, არ სურთ, სახეზე ხელს იფარებენ.

იღუმენი (მკაცრად): უნდა აიძულო, რათა მოისურვონ, დედოფალო, და ვერაფერმა უნდა შეგაჩეროს.

დედოფალი: მაგრამ თავადი გიორგი მათ ხელშია და როგორც მოესურვებათ, ისე მოექცევიან.

იღუმენი: სარწმუნოებასთან ეს სათვალავში ვერ ჩაიგდება. შენ უფალმა ამოგირჩია, რომ ეს ქვეყნები ქრისტიანად მოაქციო.

დედოფალი: კიდევ ერთხელ ვცდი. შენ მხოლოდ მისმინე, მამაო, კიდევ ერთხელ ვცდი. (მეთაურებს) როგორ მიბედავთ წინააღმდეგობას, თავინელებო? განა არ იცით, რომ ძალმიძს დაგსაჯოთ და ძალით მოგაქციოთ?

პირველი მეთაური: შეიძლება ზოგი ჩვენგანი, ყველაზე სულმდაბალნი მოაქციო ძალით, მაგრამ მთელი თავინი აგიჯანყდება.

დედოფალი: ყველას შემიძლია დაგაძალოთ, თქვენ არ გინახავთ ჩემი ძლიერება. თუ გგონიათ რომ თქვენნაირ უმწეო ხალხს რაც მოესურვება, იმის კეთება შეუძლია, დაიღუპებით. ისევ ისე ახლოს დგახართ ჩემს სასახლესთან, როგორც გუშინ?

პირველი მეთაური: გუშინდელზე ახლოს. ნისლი გვფარავს. ძალიან ახლოს ვართ.

დედოფალი: ნისლი რომ გაიფანტოს?

პირველი მეთაური: ჩვენც ვეღარ გვნახავთ.

დედოფალი: შემიძლია ჯარს ვუბრძანო, მზად იყოს და ნისლი რომ გაიფანტება თავს დაგესხათ და თავადი გიორგი გაანთავისუფლოს.

პირველი მსახური: შენ ამას არ იზამ, რადგან ბრძენი ხარ.

დედოფალი: არ ვიზამ?

პირველი მეთაური: იმავე წამს თავადი გიორგი ათი შუბით განიგმირება. შენმა მთავარსარდალმა ნახა, რომ შუბოსნებითაა გარშემორტყმული.

მთავარსარდალი: დიახ, ვნახე.

მეორე მეთაური: არ გვინდა ამაზე კამათი. თუკი ალაჰს სურს, რომ თავადი გიორგი მოკვდეს, ის მოკვდება. ალაჰის ნებას ვერვინ გაექცევა.

დედოფალი: ათი შუბით... მამაო, მეორეჯერ ვცადე _ სულ ამაოდ. შენ მე ჯვარს მაცვამ, მამაო, და ნაკუწ-ნაკუწ მგლეჯ. მეტს ვეღარ გავაღიზიანებ.

იღუმენი (აღფრთოვენებული იწვდის მისკენ ხელებს): ოღონდაც მტკიცე იყავ, დედოფალო და ნუ დაუთმობ! დაე თუნდ შეურიგებლად წავიდნენ.

დედოფალი: მაგრამ შენ გიორგიზე არ ფიქრობ.

მღვდელი: არ შემიძლია ვდუმდე.

დედოფალი: რისი თქმა გსურს?

მღვდელი: იღუმენი ჭკუაზე შეირყა.

პირველი მეთაური: იმედი გვქონდა, რომ ყაენის ცხედარს მოგვცემდი.

დედოფალი: ო, ღმერთო, მე თვითონ ამის იმედი მქონდა!.. ასე რომ ყოფილიყო, თავადს მალე ვნახავდი?

პირველი მეთაური: დიახ, ძალიან მალე, თავადი აქედან შორს არ არის. ჩვენ ის წამოვიყვანეთ, რადგან ვიცოდით შენი სამართლიანობის ამბავი და ისიც, რომ გამოისყიდიდი.

იღუმენი: დედოფალს არ სურს მისი გამოსყიდვა, სანამ ქედს არ მოიდრეკთ, თავინელებო. გაიგონეთ?

მეორე მეთაური: გავიგონეთ.

პირველი მეთაური (დედოფალს): ესე იგი ფატიმასაც არ დართავ შენთან დაბრუნების ნებას?

დედოფალი: ფატიმას? არა. ფატიმამ ბევრი სიავე გამიკეთა.

პირველი მეთაური: მაგრამ სიკეთეც ხომ ბევრი გაგიკეთა?

დედოფალი: რა იცი შენ? მისი ბრალია, გიორგი რომ თქვენი ტყვეა.

პირველი მეთაური: ფატიმას უნდა უმადლოდე შვილის დაბრუნებას, ის რომ არა, მკვდარი გეყოლებოდა. თავადიც ფატიმას წყალობითაა ცოცხალი.

მეორე მეთაური: მართალია.

დედოფალი: ეს ყველაფერი ფატიმამ გააკეთა? (დაფიქრდება) ის ჩემს სახლში დაწანწალებს და ჩემს მტრებს მსახურობს. არა, ვერ დაბრუნდება. განა ფატიმამ არ მომტაცა შვილი?

პირველი მეთაური: ფატიმამ იხსნა შენი შვილი. როგორ გგონია, რისთვის დავძრწოდით ნისლში სასახლის გარშემო? ხელთ შენი შვილი რომ ჩაგვეგდო და შური გვეძია. და ვიპოვიდით კიდეც. მართალია ფატიმამ მოგვიყვანა, მაგრამ მის სიცოცხლეს ხანჯლით ხელში იცავდა.

დედოფალი: აი ხომ ხედავთ, მართალი ვიყავი. (მეთაურებს) დაბრუნდეს ფატიმა. მე მას მადლობას ვეტყვი.

იღუმენი: არ ხარ მართალი, შვილო ჩემო, ფატიმა წარმართია.

დედოფალი: ვთქვი, დაბრუნდება-მეთქი. თხოვეთ, დაბრუნდეს და ჩემგან მოკითხვა გადაეცით.

პირველი მეთაური: მაგრამ თავადს გიორგის არ შეუძლია დაბრუნება?

იღუმენი: არა, გესმით?

მეორე მეთაური: გავიგონეთ. და დედოფალს მეტს ვეღარ განვარისხებთ.

პირველი მეთაური: ასე იყოს, თავადი გიორგი მაინც არ გთხოვს მოწყალებას.

დედოფალი: ვიცი. ეს მას არც სჭირდება.

პირველი მეთაური: იქნებ შენ კიდევ თხოვო მოწყალება.

დედოფალი: რაო? ეს მუქარას ჰგავს.

პირველი მეთაური: მეტის თქმის უფლება არ გვაქვს.

დედოფალი: ეს მუქარას ჰგავდა. შენ უპასუხე, მამაო.

იღუმენი: დაე იმუქრებოდეს თავადი, თუ ასე სურს. მთავარი თავადი არ არის. მთავარი ისაა, თავინელებო, რომ დიდი დედოფლისთვის ურჩობას რომ გაბედავთ, თქვენს ხალხთან დაბრუნება შესძლოთ.

პირველი მეთაური: დედოფალი თვითონ გვეურჩება... კიდევ ერთხელ გთავაზობთ მშვიდობას, დედოფალო _ თავად გიორგის სანაცვლოდ ყაენის ცხედარს და ორწლიან ზავს ვითხოვთ.

იღუმენი: `ვითხოვთ~! ესენი ითხოვენ!

დედოფალი: მათ შეეძლოთ, ბევრად მეტი მოეთხოვათ, _ რამდენსაც ისურვებდნენ. ო, ღმერთო, რამდენსაც ისურვებდნენ. მაგრამ რით მემუქრებიან?

იღუმენი: არ ვიცი. არავითარ მუქარას არ უნდა დაჰყვე. ნება მომეცი, მე გავცე პასუხი.

დედოფალი: გაეცი.

იღუმენი: შეგიძლიათ წახვიდეთ, თავინელები, წადით მშვიდობით, თქვენს ყაენს კი დედოფალი ქრისტიანული წესით დამარხავს.

მეორე მეთაური (შეშინებული): დედოფალი ამას არ იზამს.

იღუმენი: მე თვითონ წავუკითხავ ლოცვებს.

პირველი მეთაური (გაცეცხლებული): მაშინ დედოფალი უდიდეს ძალადობას ჩაიდენს თავინელების მიმართ და ამქვეყნად მთელი ჩვენი საზრუნავი ისღა იქნება, რომ ამისთვის შური ვიძიოთ.

ორივე მეთაური ქედს იხრის, თითები მკერდთან, პირთან და შუბლთან მიაქვს და მიდის.

მეორე მეთაური: მადლობას გიხდით, დედოფალო, რომ ნება დაგვრთე შენს წინაშე წარვმსდგარიყავით. შეგეძლო, მოწყალე ყოფილიყავ, მაგრამ წყალობა არ გვიყავი. შეგეძლო ლმობიერება გამოგეჩინა, მაგრამ არ გამოიჩინე.

ორივე მეთაური გადის ამალის თანხლებით.

დედოფალი (შემაღლებიდან ჩამოდის; მოუსვენრად): წავიდნენ.

იღუმენი: ჰო, საკმარისი სიმტკიცე ვერ გამოიჩინე, თავიდანვე დაუთმე და ფატიმას მოსვლის ნება დართე. მაგრამ მთავარი არ დაუთმე.

დედოფალი: ვფიქრობ, სწორედ მთავარი დავუთმე.

თავადს საფრთხე ემუქრება, მე კი ის არ ვიხსენი.

იღუმენი: განკითხვის დღეს, რომელიც მალე დადგება, ქმარს კი არ მოგკითხავენ, რომლის ხსნაც შეგეძლო, არამედ რწმენას, რომელსაც ემსახურებოდი.

მღვდელი: ჰმ... ამაში ვერ დაგეთანხმებით.

დედოფალი: ვერც მე. ზომა არ იცი, მამაო, მხოლოდ მაშინ ხარ კმაყოფილი, როცა სიჯიუტეს სიჯიუტით ვპასუხობ და ქმარს სასიკვდილოდ ვწირავ. რატომ მართმევ დღეს ბედნიერებას? განა ყოველდღე ვზეიმობ? როგორ ვხარობ ჩემი ქმრით; მან ეს წერილი დაწერა და სიკეთე და სინაზე მასწავლა, გული სიხარულით მევსება. გაჩუმდი იღუმენო. გიორგი რომ დაბრუნდება, დავკოცნი და ჩემს სიყვარულს ათასნაირად ვაჩვენებ, ათასნაირად. მთელი სიცოცხლე ასე იქნება. შენთან საქმე არ მაქვს, იღუმენო, თავადთან ცივად მოქცევით დავიღალე, ისე ძლიერ მიყვარს, და მეტს ვეღარ მაიძულებ, ცივად მოვექცე.

იღუმენი: ფიქრობ, აქ ჯარით მოსვლას გაბედავდა? ცხენზე ამხედრებული იხილე იგი - მხურვალე და ცოდვიანი - და გული დიაცურად აგიძგერდა.

დედოფალი: არ ვიცი, რას გაბედავდა, და ეს არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის. შეიძლება უკან დაეხია კიდეც, თუმცა ეს დიდებული გეგმა იყო.

იღუმენი: ყოველ შემთხვევაში ის შენ წყალობას არ გთხოვს.

დედოფალი: შენ ეს არ გესმის, იღუმენო, მას მისი წერილი ტანჯავს და ჩემი მოწყალება მისთვის საკმარი არ არის. მოწყალება შენთვის იქნებოდა საკმარი, მღვდლისთვისაც და ჩემთვისაც, მაგრამ მისთვის არ არის. ის თავშიშველი მიდის ჩემს მტრებთან და სიკვდილს იხვეწება... მაგრამ სწორედ ეს წერილია დღეს მთელი ჩემი ბედნიერება... როგორ ვერ ხვდება ამას... ო, საწყალი! ვერაფერს ხვდება და მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ უდიდესი დანაშაულის ჩადენა სურდა... მთავარსარდალო, ყაენის ცხედარი მოიტანე.

მთავარსარდალი ჯარისკაცებთან ერთად გადის.

დედოფალი (მეორე ფარდასთან მიდის და ეძახის): მედეცუ!

იღუმენი (შიშით): რას აპირებ, დედოფალო?

დედოფალი: მის ხსნას. ვერ ხვდები? მის ხსნას.
შემოდის მედეცუ.

დედოფალი: ახლავე ყაენის ცხედარი უნდა მოვრთოთ, მედეცუ. თქვენ ყველანი წითელი ვარდებით ხელში უნდა მიუახლოვდეთ და ზედ მიმოაფინოთ. ყველა წითელი ვარდი მოიტანეთ, რაც კი ბაღში გვაქვს. გაიგე, მედეცუ? მერე ყველა მემუსიკეს და მოცეკვავეს აქ დაუძახებ, თავადი გიორგი ბრუნდება.
მედეცუ გადის.

იღუმენი (აღელვებული): თუკი ასეა, ნება მომეცი ყარსში შენს ახალ ქვეშემრდომთა შორის ის საქმე ვქმნა, რაც უმჯობესია.

დედოფალი: ყარსში გინდა წახვიდე? რისთვის?

იღუმენი: აქ არაფერი დამრჩენია. მრავალი წელი ვშრომობდი შენთან, მაგრამ შენი ქრისტიანობა მაინც არ ბრწყინავს. თუ ეს ჩემი ბრალია, დაე უფალმა შემინდოს.

დედოფალი: შენ დაიღალე, მამაო, დასვენება გჭირდება.

იღუმენი: სულ იმის ფიქრში ხარ, ასე იზამდა ხალიფა ან ხალიფა ასე არ იზამდაო. მხიარულება როცა გსურს, მოცეკვავეებს ეძახი _ ასე შვება ხალიფა. მაგრამ როგორ იქცევა მოსკოვის მთავარი _ ამის ფიქრი შენ არ გაქვს.

დედოფალი: მოსკოვის მთავარი? როცა მხიარულება სურს, სასმელს ეტანება.

იღუმენი: ჭეშმარიტ სარწმუნოებას კი აღიარებს.

დედოფალი: ამიტომაც მის ელჩს ისეთივე პატივით ვიღებ, როგორითაც ხალიფას ელჩს, თუმცა ამად არ ღირს.

მთავარსარდალი და ჯარისკაცები შემოდიან ჯალამბრით ხელში. კუბოს თავი არ ახურავს, მაგრამ მთლიანად ოქრომკედით ნაქსოვი ხალიჩითაა დაფარული. გადასაფარებელს წარწერა არა აქვს.

დედოფალი: აი იქ დადგით. (მიუთითებს).

იღუმენი: ამის მერე წარმართ ფატიმას სასახელეში დააბრუნებ.

დედოფალი: იმიტომ, რომ ჩემი ვაჟისა და ქმრის გადარჩენაში დამეხმარა. ესეც არ იყოს, კარგად იცი რომ იმიტომ ვაბრუნებ, ქრისტიანად რომ მოვაქციო.

იღუმენი: და გგონია გამოგივა? რაც ვიცი, ვიცი _ ფატიმა რკინასავით მტკიცეა.

დედოფალი: კარგი, მეც რკინასავით მტკიცე ვარ. (მოუთმენლად) დაისვენე, მამაო, დაღლილი ხარ. ყარსს გაემგზავრები?

იღუმენი: ესე იგი ნებას მაძლევ? ღმერთმა გაგახაროს. იქ მუხლჩაუხრელად, დაუღალავად ვიშრომებ.

დედოფალი: ჰო, მაგრამ დაბრუნდი, იღუმენო... თუ გინდა. ახლა წადი, ღმერთი გიძღოდეს.

იღუმენი: წასვლამდე ერთი სიტყვა მათქმევინე,

დედოფალი: თავინში ხალხი ცხოვრობს. იცოდე, რომ პასუხს აგებ თითოეულ სულზე, რომელიც მანამდე წავა იმქვეყნად, სანამ მის მონათვლას მოასწრებდე. ახლა ამისთვის მარჯვე შემთხვევა გქონდა. (გადის).

შემოდიან გოგოები გიორგისთან და რუსუდანთან ერთად. ყველას წითელი ვარდი უჭირავს. კუბოს მორთვას შეუდგებიან.

დედოფალი (ჩუმად): რა მკაცრია იღუმენი.

მღვდელი (შუბლზე ხელს იკრავს): ხომ ვამბობდი, ჭკუაზე შეირყა-მეთქი.

დედოფალი: არა, ბერო, მოხუცზე ცუდი არ უნდა ვთქვათ. ის ჩვენ გვჯობია, დღე და ღამე ჩვენთვის ლოცულობს და არ ძინავს. აჩრდილს დაემსგავსა. (კუბოსთან მიდის) ასე, ასე, გოგოებო, რაც შეიძლება კარგად მორთეთ და ვარდები მიმოაფინეთ, მაგრამ უნდა იჩქაროთ. მთავარსარდალო, შეგიძლია კუბო მთებში წაიღო და კიდევ ერთხელ მოძებნო თავინელები?

მთავარსარდალი: დიახ, მეფეო. თავინელები თვითონ მიპოვიან.

დედოფალი: თუ გიპოვიან, დაუძახე, აქ მოიყვანე... წამოდით, ბავშვებო, ჩვენც უნდა გამოვეწყოთ, მალე მამა დაბრუნდება.

მღვდელი (დედოფალს მიჰყვება): კარგი იქნებოდა, იღუმენისთვის ცხენი მიგეცა, დედოფალო, მართლა აჩრდილს ჰგავს, ყარსამდე ვერ ჩააღწევს.

დედოფალი: ჰო, ცხენი. მოუყვანე ცხენი, ბერო, და უბრძანე, მსახურიც მიჰგვარონ. (გიორგისთან და რუსუდანთან ერთად მეორე კარიდან გადის).

მღვდელი სიღრმეში შედის.

იუანატა: ერთი მთავარსარდალს შეხედეთ, ზედაც არ გვიყურებს.

მედეცუ: გაჩუმდი, იუანატა, ის დიდი მთავარსარდალია, დედოფალთან წარმოგზავნილი.

იუანატა: დიდო მთავარსარდალო, გაღიმება არ იცი?

მთავარსარდალი: გაღიმება? რა დროს ეგაა.

იუანატა: აქ მოდი, დაგვეხმარე.

მთავარსარდალი: არ შემიძლია.

იუანატა: რატომ?

მთავარსარდალი: იმიტომ, რომ მეფეს არ უბრძანებია.

იუანატა (იცინის): მეფეს... დაავიწყდა ებრძანებინა. აპატიე, რომ დაავიწყდი.

მედეცუ: გაჩუმდი, იუანატა, საქმე დინჯად უნდა ვაკეთოთ.

მღვდელი (შემოდის): ჩუმად, შვილებო.
(გოგოები ხითხითებენ).

ზაიდატა: წადი, მღვდელო, საქმე გვაქვს, შენ კი გვაცინებ.

მღვდელი: სულ არ მინდა გაგაცინოთ. პირიქით, საქმე დინჯად უნდა აკეთო.

ზაიდატა: მაგრამ სულ მსუნაგურად გვითვალთვალებ. სულ შემოგვცქერი და გიხარია.

მღვდელი: ოჰ, ზაიდატა, და შენც, ოჰ, სოფია... ხომ არ გაგიჟებულხართ.

ზაიდატა: გრცხვენოდეს, ბერო, ბერიკაცი ხარ.

მღვდელი: ბერიკაცი არ ვარ, ზაიდატა, ეს შენ გგონივარ ბებერი. მე და შენ ბებრები არ ვართ.

ზაიდატა: მედეცუ და სოფია კი ბებრუხანები არიან.

მღვდელი: არცერთი არ არ არის ბებერი. აი, გიყურებთ და ყველანი...

ზაიდატა: ცეცხლივით ვართ, არა?

სოფია: და ბანაობის დროს ვწივივართ, ხო?

(ხითხითებენ).

მღვდელი: შენს ადგილზე გავჩუმდებოდი, სოფია. ლაპარაკის დროს წითლდები.

სოფია (მონდომებით რთავს კუბოს): არ გავწითლებულვარ.

მღვდელი: ისეთი პატარა ხარ, რომ უნდა გრცხვენოდეს აქ დგომა და ყველას თვალწინ გაწითლება. ზაიდატა არ გაწითლებულა, თუმცა ცუდიც არაფერი უთქვამს.

ზაიდატა: ვიცი, ბერო, რომ შენი გულის რჩეული ვარ.

მღვდელი: გულის რჩეული? ამის თქმა სულაც არ მინდოდა. სულ ადვილად შეიძლება, რომ შენ კი არა სხვა იყოს. შენ როგორ გეგონა?

ზაიდატა: ერთი კი არა ათასი.

მღვდელი: მორჩი-მეთქი ეგეთებს, სირცხვილი გქონდეს.

ზაიდატა: ერთი ეს ღერო გადამიტეხე. (ვარდს გაუწვდის).

მღვდელი: ამას მოჭრა უნდა.

ზაიდატა: ხანჯალი არა გაქვს?

მღვდელი: არა, ხანჯალი არ მაქვს. მთავარსარდალი გაჭრის. (უნდა, რომ ვარდი მთავარსარდალს წაუღოს).

ზაიდატა (შეაჩერებს და ვარდს უკან გამოართმევს): ამას არ გააკეთებს, მისთვის დედოფალს არ უბრძანებია.
(ხითხითებენ).

ზაიდატა: შენ რად არა გაქვს ხანჯალი, ბერო.

მღვდელი: ხანჯალს ომში ვატარებ.

ზაიდატა: მაგრამ არ ხმარობ, არა?

მღვდელი: არ ვხმარობ? რა, არ გაგიგიათ, ერთხელ ოცი კაცი რომ ჩამივარდა ხელში?

ზაიდატა: არა. მოგვიყევი.

მღვდელი: ექვსი მოვკალი. ეს რომ ნახეს, დანარჩენები გაიქცნენ.

(ხარხარი).

ზაიდატა: კი მაგრამ ქრისტიან ბერს ექვსი კაცი არ უნდა მოგეკლა.

სოფია: რა თქმა უნდა, არ უნდა მოგეკლა.

მღვდელი: ამის არაფერი გაგეგება, ზაიდატა. არც შენ, სოფია, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ. განა ხალიფას არა ჰყავს დერვიშები და ქურუმები, ბრძოლაში მტერს რომ ხოცავენ?

ზაიდატა: ჰყავს, მაგრამ ქრისტიანი ცოტათი უნდა ჯობდეს მაჰმადიანს.

მღვდელი: მართალი ხარ, ზაიდატა. მაგრამ სოფია არ არის მართალი, ვარიასავით კაკანებდა და ვერაფერი გაიგო. ყველანი პატარა ვარიებივით ხართ, მედეცუ კი ჭკვიანია და ჩუმად არის. თქვენც ჩუმად უნდა იყოთ და თქვენი საქმე აკეთოთ, როგორც დედოფალმა გიბრძანათ. მალე მორჩებით?

მედეცუ: ჰო, მალე მოვრჩებით.

მღვდელი: ისე, სოფია თქვენს შორის ყველაზე მარჯვეა. თანაც ყველაზე ნაზია და ასეთი პატარა ხელები აქვს. თუმცა ყველანი მარჯვეები ხართ... აი მემუსიკენიც მოვიდნენ.

სიღრმიდან შემოდიან მუსიკოსები და რკინის კართან იატაკზე მოეწყობიან. ყველას ერთნაირი, შავთასმიანი ყვითელი აბრეშუმის სამოსი მოსავს. მათი ინსტრუმენტებია ზურნა, ხის სალამური სამ ტონალობაში და დოლი. დანარჩენი სიმებიანი ინსტრუმენტებია, ვიოლინოები და არფები. მუსიკოსები ჩუმად, გაუნძრევლად სხედან.

მღვდელი: მალე მოცეკვავენიც მოვლენ.

იუანატა: თქმა არ უნდა, გიხარია. არა?

მღვდელი: შენც უნდა გიხაროდეს და გულში ბოღმა არ უნდა გაიჩერო. თავადი გიორგი რომ დაბრუნდება, დარდი გაქრება სასახლეში.

იუანატა: ომში თუ გყავდათ მოცეკვავეები?

მღვდელი: კაცმა რომ თქვას, ხბოზე მეტი ჭკუა არც შენ გაქვს. ომში მოცეკვავეებს რა უნდა? ომში ხმალი და შუბია მხოლოდ.

იუანატა: ექვსი კაცი ალბათ სიმხდალის გამო მოკალი.

მღვდელი: მხდალი არ ვარ და ეს შენ კარგად იცი.

იუანატა: საიდან უნდა ვიცოდე?

მღვდელი: განა გუშინღამ ყარსის ყაენის წინაშე არ ვიდექი?

იუანატა: ყარსის ყაენთან რაღა გინდოდა?

მღვდელი: არ გეტყვი. თავად გიორგის ელჩი ვიყავი, ყაენს წერილი ვაახლე დიადი გეგმის შესახებ, რომელიც დღეს ღამე უნდა მოეყვანა სისრულეში, მეტს არაფერს გეტყვი.

იუანატა: რა დიადი გეგმაა?

მღვდელი: დედოფლის დასჯა უნდოდა... ასეთ დიდ საქმეზე არაფერს უნდა მეკითხებოდე.

ზაიდატა: მოცეკვავეებს შეხედე, ბერო, აგერ მოდიან.

სიღრმიდან შემოდიან მოცეკვავეები სხვადასხვა ფერის აბრეშუმის მოფრიალე კაბებში. შუბლზე ოქროსფერი ლენტები უკეთიათ, ხელში კი პატარა დაირები უჭირავთ. მუსიკოსებთან მივლენ, ჩუმად, გაუნძრევლად დგანან.

მედეცუ: ყველა ვარდი დააწყვეთ და დედოფალს მოვახსენებ, რომ საქმეს მოვრჩით.
მეორე ფარდის უკან გადის.

იუანატა: მგონი მოცეკვავეები ჩვენზე უფრო ლამაზებად გეჩვენება, ბერო, იმდენი ხანია მიშტერებიხარ.

მღვდელი: ჰო, ძალიან ლამაზები არიან.

იუანატა: უბრალოდ ლამაზი კაბები აქვთ, ხომ ასეა, ზაიდატა?

ზაიდატა: სწორედ ასეა.

მღვდელი: ასე არ უნდა ლაპარაკობდე, ზაიდატა. კარგად იცი, რომ ყველაზე ლამაზი მაშინ ხარ, როცა არაფერი გაცვია.

ზაიდატა: რეებს ჩმახავს! შენ რა იცი?

მღვდელი: არ ვიცი, მაგრამ ღმერთს უნდა ემადლიერებოდე, რომ უკაბოდ ასეთი ლამაზი ხარ.

მედეცუ (შემოდის): დედოფალი.

შემოდის დედოფალი. ტანისამოსი გამოუცვლია. ინდური აბრეშუმის თხელი, გამჭვირვალე კაბა აცვია, სახელოებზე უამრავი თვლით და ქვედა ბოლოს ორსავე მხარეს, ქამრიდან ფეხებამდე ბრილიანტის თვლების მწკრივით მორთული. თავზე წითელი ფატა ახურავს, წინ დიდი თვლით.
მოცეკვავეები მდაბლად უხრიან თავს.

დედოფალი: გმადლობთ, გოგოებო, მშვენივრად მოგირთავთ. წაიღე, მთავარსარდალო, და მშვიდობით იარე. მერე თავინელებს მდიდრულ საჩუქრებს გავუგზავნი. თავადს თუ იპოვი, უთხარი, რომ მისი ცოლი ელის. (ხატთან მიდის და პირჯვარს იწერს, მთავარსარდალს და ჯარისკაცებს კი ამ დროს კუბო გააქვთ).

მედეცუ: ეს ვარდები დარჩა.

დედოფალი: ეს თავადისთვისაა. წადით, გოგოებო, ბავშვები მოამზადეთ.

ყველა გოგო გადის.
ეზოდან ხმაური ისმის.

დედოფალი (მოცეკვავეებს და მუსიკოსებს): დღეს მთელი გულით უნდა დაუკრათ და იცეკვოთ, თავად გიორგის საპატივცემულოდ... რა ამბავია ეზოში?

ისმის ყვირილი, ზათქი, საყვირის ხმა; მთავარსარდალი ჯარისკაცებითა და კუბოთურთ სასწრაფოდ უკან ბრუნდება. მღვდელი სიღრმისკენ მიიჩქარის.

დედოფალი: რა ამბავია?

მთავარსარდალი: არ ვიცი, მეფეო... თავადი გიორგი... მოდის...

დედოფალი: თავადი... უკვე მოდის... დაუკარით!
(ვარდებს ხელში იღებს).

სიმებიანი საკრავების ხმადაბალი მუსიკა. ცეკვა იწყება. მოცეკვავე ქალები მსუბუქად ტრიალებენ ერთმანეთის ირგვლივ, არც ნახტომია და არც დიდი ნაბიჯები, მხოლოდ ფეხების მსუბუქი მოძრაობა.
ეზოდან ხმამაღალი ყვირილი ისმის.

დედოფალი: ეს რაღაა? მცველებმა უნდა შემოუშვან.

მთავარსარდალი: დავინახე, როგორ მოკლა თავადმა ორი მცველი.

დედოფალი: ეს რისთვის ჩაიდინა?

მღვდელი (ბრუნდება): იარაღით ხელში მოდის. შუბებმომარჯვებული თავინელების ლაშქარს მოუძღვის.

დედოფალი: ბრუნდება... ჯართან ერთად?

მთავარსარდალი სიღრმეში გადის.
მუსიკა და ცეკვა გამოცოცხლდება, სალამური უბრალო რიტმზე გადადის, დაირები უფრო ხმადაბლა ჟღერს.
ნისლი იფანტება, რამოდენიმე წამში სიღრმეში, მთებში მზე გამოანათებს. დარბაზი უფრო ნათდება.

მღვდელი: ისინი იქ იბრძვიან.

დედოფალი: ეს რას ნიშნავს?

დედოფალი ხელს აღმართავს. მუსიკოსები და მოცეკვავეები ჩერდებიან და უკან, თავიანთი ადგილისკენ იხევენ.
ხმაური ეზოში _ ფეხების ბრაგა-ბრუგი, ყვირილი, დაფდაფის რაკარუკი ახლოვდება. შემდეგ ხმლის ჩახა-ჩუხიც ისმის.

მღვდელი:Lმგონი თავადს თავისი დიადი გეგმა სისრულეში მოჰყავს. (უკანა პლანისკენ მიდის).

დედოფალი: ახლა რაღაში სჭირდება? სულ აღარ იყო საჭირო.

მთავარსარდალი (ბრუნდება): თავადი გიორგი იარაღით ხელში ბრუნდება, მეფეო. გვიბრძანებ, ეზოში შენს მეომრებს მივეშველოთ?

დედოფალი: ჰო, სწრაფად. რატომ აკეთებს ამას?

(მთავარსარდალს ყვირილით დააწევს) მთავარსარდალო! არ ებრძოლოთ, შუბებით ხელში გვერდით უნდა დაუდგეთ, კი არ უნდა... მთავარსარდალო, აქ დარჩი.

მღვდელი (ბრუნდება): შენს ხალხს ხოცავს, დედოფალო. თავინელები ველურებივით იბრძვიან, უკვე სასახლესთან არიან. ფატიმაც მათთანაა.

დედოფალი: წადი, გახედე, მთავარსარდალო.

მთავარსარდალი სიღრმისკენ მიდის.

დედოფალი: ამას ჩემთვის აკეთებს. სხვა არაფერზე ფიქრობს. ხედავ, ბერო, მაინც გაბედა.

მთავარსარდალი (სწრაფად ბრუნდება, ყვირის): გვამარცხებს, მეფეო!

დედოფალი: გვამარცხებს, აბა რა! ვიცი.

მღვდელი ისევ უკანა პლანისკენ გადის და ეზოში იყურება. დრო და დრო მსუბუქად შეჰყვირებს და რაც უფრო უახლოვდებიან მებრძოლნი სასახლეს, უკან, ოთახისკენ იხევს.

მღვდელი: ორი ქართველი მოჰყვება. (ხელს უქნევს) გადით, ქართველებო. ერთი დაეცა... ალყაში მოაქციეს, დედოფალო.

დედოფალი: ვინ მოაქციეს?

მღვდელი: თავადი. წადი, მიეშველე, მთავარსარდალო.

დედოფალი (წამოიყვირებს და დიდი ძალისხმევით თავს იკავებს): არა, ალყაში არ უნდა მოაქციონ. დაუძახე, ბერო.

მღვდელი (უკვე შუაგულ ოთახშია): ისევ გაფანტა. მოდი, შეხედე, დედოფალო, როგორ კუდით ქვას ასროლინებს.

დედოფალი (მღვდელთან მიდის): გიორგი სად არის? აი, იქაა. (ხელებს შემოჰკრავს და ყვირის) გიორგი!.. თავშიშველია, ქუდი წაუღე, ბერო, უბრალო ჯარისკაცს არ უნდა გავდეს.

მღვდელი: ამკუწავს, დედოფალო.

მთავარსარდალი: მე წავუღებ.

დედოფალი: არა, ჯობია მე თვითონ მივცე. შენ კი, მთავარსარდალო, ჩვენებს შესძახე, თავადი არ დაჭრან.

მღვდელი: უკვე ზედ კიბესთანაა.

მთავარსარდალი: ხმაური დაცხრა, ჩვენები დაამარცხა.

მღვდელი: ჰო, ალყაში ვართ.

მთავარსარდალი: ათი ჯარისკაცი მყავს, არ შევებრძოლოთ?

დედოფალი: კარში დადექი, რომ ყველა ვერ შემოიჭრას.

მთავარსარდალი თავის ჯარისკაცებთან მიდის.

დედოფალი: ამას ელოდი, ბერო? მთასავით უძლეველია.

მღვდელი: ჩანაფიქრი აასრულა. ახლა რა იქნება? ცხენს აბრუნებს, აქეთ მოდის... აქ მოდის.
უკან იხევს.

მოულოდნელად თავადი გიორგი კიბეზე გამოჩნდება და ცხენს ბოლო სვეტთან შეაჩერებს: თავინელების ჯგუფი, რომელთა შორისაცაა ორივე თათარი მეთაური, გვერდებიდან და უკნიდან მორბიან. მათთან ერთად მორბის ფატიმაც. ყველანი ჩერდებიან, მუსიკოსები და მოცეკვავეები ერთად შექუჩდებიან, მთავარსარდალის ჯარისკაცები კი გვერდზე გადგებიან.

თავადი გიორგი (დედოფალს შეჰყურებს; ერთხანს ჩუმადაა): მხედავ, თამარ? შენი ქმარი ვარ.

დედოფალი: გხედავ.

თავადი გიორგი: კარგად მხედავ?

დედოფალი: აჰა, შენი ქუდი, გიორგი. დაიხურე. ეს ყვავილებიც შენთვისაა. (მისკენ მიდის).

თავადი გიორგი: არაფრად ჩაგდებას ვეღარ მოვითმენ.

დედოფალი: არაფრად ჩაგდებას?! შენი ნახვა მიხარია, გიორგი! და შენიც, ფატიმა.

ფატიმა მუხლებზე ეცემა და ხელებს უკოცნის.

თავადი გიორგი: უნდა იცოდე, რომ ჯარით მოვედი და რომ სასახლეში ხარ გამომწყვდეული. ჩემს ქუდს ვიხურავ. (ქუდს იღებს და იხურავს).

დედოფალი: ყვავილებიც აიღე, გიორგი.

თავადი გიორგი: აღარ გძულვარ. ამ წუთას თავინელები თავიანთი ყაენის ცხედარს ითხოვენ. შეხედე, იარაღით ხელში დგანან.

დედოფალი: იარაღი არაფერში სჭირდებათ. ეს წუთია ცხედრის მათთვის გაგზავნას ვაპირებდი. აი იქ დგას კუბო. ყვავილებით არის მორთული.

თავადი გიორგი (ერთხანს ჩუმადაა, დამარცხებული): აი თურმე რა ყოფილა... კუბო აქ არის, თავინელებო, ყვავილებითაა მორთული, დედოფალს თქვენთან გამოგზავნა სურდა. (ცხენიდან ჩამოდის და დგას, თავჩაქინდრული; ცოტა ხნის შემდეგ ქუდს იხდის. ცხენი გაჰყავთ).

მეორე მეთაური (თითების მკერდზე, პირზე და შუბლზე დადებით ესალმება): ამ ყვავილებისთვის შენი მადლიერნი ვიქნებით, დედოფალო.

დედოფალი: ჩემის მხრივ უსამართლობა იყო, თავინელებო, თქვენი ესოდენ ბუნებრივი სურვილის წინააღმდეგობა.

მეორე მეთაური: ამ გულმოწყალე სიტყვებისთვისაც მადლობას გიხდით, დიდო დედოფალო.

დედოფალი: მე თვითონ უნდა გითხრათ მადლობა, რომ თავადს დაბრუნების ნება დართეთ. (თავად გიორგის თავისკენ მიიზიდავს).

თავადი გიორგი: შენს თავმდაბლობას თავს ვერ მოვატყუებინებ. ვიცი, რაც მელის. ასე იყოს. მიდი, შეუდექი.

დედოფალი: რას უნდა შევუდგე?

თავადი გიორგი: მაინც წავაგე, ბერო, ჩემი დიდი გეგმა ჩაიშალა. ყველაფერი სწორია, დაღუპვას ვეძებდი და ვიპოვე კიდეც.

მღვდელი: ჰმ... ვერ დაგეთანხმები.

დედოფალი: რა დაღუპვაზე ლაპარაკობ? (ხელებს შემოხვევს) მიყვარხარ, გიორგი! ყველაფრისთვის მიყვარხარ, რაც გააკეთე.

თავადი გიორგი: მართლა? რას ამბობ?

დედოფალი: ჰო, მართლა.

თავადი გიორგი: შეუძლებელია. რაც, გავაკეთე, ყველაფრისთვის? ყარსის ხანს წერილი გავუგზავნე, შენი ჯარის ამოჟლეტა შევთავაზე, ეს რომ არ გამომივიდა, თავს აქ დაგესხი.

დედოფალი: ჰო, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე.

თავადი გიორგი: ჰო... არა! სულაც არა. ვინ გითხრა? შენ არ უნდა გცოდნოდა. შენ წამოგცდა, არა, ბერო?

დედოფალი: შენს წერილში ეწერა.

თავადი გიორგი: წერილში... წერლი იპოვეთ?

დედოფალი: ვიპოვეთ, აი. (წერილს მაღლა წევს) კარგი წერილია, ასე მეგონა, ისევ თბილისში ვიყავით.

თავადი გიორგი: ისევ თბილისში?

დედოფალი: სულ პატარები რომ ვიყავით, და შენ რომ გიყვარდი.

თავადი გიორგი (გახევებული): თამარ!

დედოფალი: მოდი ჩემთან, გიორგი! მიყვარხარ!

ერთმანეთს ეხვევიან.

დედოფალი: აიღე ყვავილები _ შენი ყვავილებია... აღარ შემოგხედავ ცივად.

თავადი გიორგი (ყვავილებს აიღებს): ეს თავინელებმა უნდა შეიტყონ. (დარბაზს გაივლის, შემდეგ ბრუნდება და დედოფალი მიჰყავს) თავინელებო! დედოფლის გული მე მეკუთვნის, როგორც მაშინ, თბილისში, ჩვენს სიყმაწვილეში. ამას მაუწყებს დედოფალი და გულსაც მიძღვნის; ეს ყვავილებიც მისგან მივიღე. (ლაპარაკს შეწყვეტს და დედოფალს მიუბრუნდება) ღმერთმა დაგლოცოს, თამარ! შენ მე მიმატოვე, მე კი მინდოდა, კვლავ მომეპოვე და ველურივით მოვიქეცი.

დედოფალი: ეს შენი საუკეთესო საქციელი იყო.

თავადი გიორგი: თავინელებო! დედოფალმა ყაენის კუბო ყვავილებით მორთო. წაიღეთ, სადაც გენებოთ და მშვიდობით წადით.

დედოფალი: დიდსულოვნებისთვის საჩუქრებსაც გამოგიგზავნით, თავინელებო.

პირველი მეთაური: სულ ცოტა მშვიდობა ყველაზე კარგი საჩუქარი იქნებოდა, დედოფალო.

მეორე მეთაური: მართალია. ორ წელიწადს არ გთხოვთ, მხოლოდ ერთ წელს შეგკადრებთ, ოღონდ მშვიდობა გვაღირსა.

დედოფალი: თუკი ასე გსურთ, ორი წლის პირობას გაძლევთ. მწერლებს უხმე, ბერო.

მღვდელი მეორე ფარდის უკან გადის.

თავადი გიორგი: სწორია, თამარ, აუცილებლად ორი წლის პირობა სჭირდებათ.

დედოფალი: საჭმელს და სამოსსაც გამოგიგზავნით, რომ ეს ორი წელი არ გაგიჭირდეთ.

მეორე მეთაური: მიწამდე გიხრით ქედს, დედოფალო, და მადლობას გიხდით გულმოწყალებისთვის.

ორი მეთაური ერთმანეთში და ჯარისკაცებთან თათბირობს.
შემოდის მღვდელი მწერლებთან ერთად. მწერლები დედოფლის ტახტის ფერხთით მოეწყობიან. დედოფალი ტახტის შემაღლების კიბეზე ადის. ყველანი წინ გამოდიან, მხოლოდ თავინელები რჩებიან უკან.

დედოფალი (კარნახობს): ჩაწერეთ, რომ მთელს თავინელ ხალხს, რომელსაც მე ვებრძოდი, დღეიდან ეძლევა მშვიდობა ორი წლით. (სიჩუმე). განაგრძეთ _ სანოვაგე და სამოსი თავინელებს დედოფლის მიწებიდან გაეგზავნებათ, რათა ორი წელი გასაჭირი არ ჰქონდეთ.

შემოდიან გიორგი და რუსუდანი, ლამაზად გამოწყობილები.

თავადი გიორგი (ბავშვებთან მიდის და ეხვევა): გიორგი! ჩემო შვილებო! რუსუდან, ჩემო პაწიავ, რუსუდან! (ბავშვები სავარძელთან მიჰყავს, სადაც ერთად სხდებიან; ყვავილებს ბავშვებს უნაწილებს).

დედოფალი (კარნახობს): დამოწმებულია დედოფლის ხელმოწერით და ბეჭდით. ახლოს მომიახლოვდით.

ორივე მეთაური უახლოვდება.
ფატიმა გიორგისთან და რუსუდანთან მიდის, ისინიც ყვავილებით ხელში მისკენ მოიჩქარიან.

მეორე მეთაური (პირველს): შენ გინდა, უთხრა?

პირველი მეთაური: არა, შენ ილაპარაკე.

მეორე მეთაური: ასე იყოს... ჩვენ ის გვაფიქრებს, დედოფალო, რომ შენ ასეთი უძლეველი ხარ, ჩვენ კი არარანი ვართ შენთან შედარებით. უკანასკნელი ყაენი დაგვეღუპა და აღარავინ დაგვრჩა, ვის გარშემოც გავერთიანდებით. შენს სახელმწიფოს რომ დავმორჩილდეთ, ნებას დაგვრთავ, რომ მშვიდობით ვიცხოვროთ ჩვენს სარწმუნოებაში?

დედოფალი წამოდგება და დგას, ისევე, როგოერც თავადი გიორგი; ყველანი ყურს უგდებენ.

ფატიმა (წინ გამოდის): რას ლაპარაკობ? ვისი სახელით გამოდიხარ?

მეორე მეთაური: ჩვენ ვითათბირეთ ამაზე. ყოველი ჩვენგანის სახელით გამოვდივარ.

ფატიმა: კი მაგრამ, დღეს თქვენ გაიმარჯვეთ. დაღლილი ხარ, მოხუცო.

მეორე მეთაური: დღევანდელ გამარჯვებას რა თავში ვიხლით? დედოფალს დიდი ჯარები ჰყავს თავინში და ყარსში. ორი წლის შემდეგ ის გაიმარჯვებს ჩვენზე და მაინც დავიღუპებით. დღეს ჩვენ მოვიგეთ, იმიტომ, რომ თავადი გიორგი მიგვიძღვოდა წინ. ჩვენს წინააღმდეგ რომ წამოვა, წინ ვერ აღვუდგებით მას, ელვასავით მოუხელთებელს.

დედოფალი თავად გიორგის ნიშანს აძლევს; თათბირობენ.

ფატიმა: (პირველ მეთაურს): შენც დაიღალე?

პირველი მეთაური: არ დავღლილვარ, არც ერთი ჩვენგანი არ დაღლილა. მაგრამ მოწყალეა დედოფლის კვერთხი და მზად ვართ, დავემორჩილოთ.

მეორე მეთაური: მთებში გაბნეული ცხვრებივით ვართ. ჩვენს მინდვრებს ვეღარ ვხედავთ და ჩვენი ვენახებიც ჩვენ აღარ გვეკუთვნის. თავინში ღამ-ღამობით ვიჯექით და სიმღერას ვუსმენდით, აქ კი აღარ გვემღერება.

თავადი გიორგი დედოფალს მოცილდება და მღვდელს მეორე ფარდის უკან გზავნის. მღვდელი ორი გასაღებით ხელში ბრუნდება. ერთი გასაღები მეორეზე დიდია.

დედოფალი: ჩემს სახელმწიფოს რომ ემორჩილებით, ამით თქვენს თავს დიდ სიკეთეს უკეთებთ, მე კი უდიდეს ბედნიერებას მიმზადებთ, თავინელებო. მუდამ თქვენი მწყალობელი ვიქნები.

ორივე მეთაური (ერთიმეორის მიყოლებით): ჩვენ ეს გვსურს.

თავინელ ჯარისკაცთა ხმები: ჩვენ ეს გვსურს.

დედოფალი (მწერლებს): ჩაწერეთ.

მეორე მეთაური: მაგრამ ყველანი გევედრებით, მონათვლას ნუ დაგვაძალებთ.

დედოფალი: არა, ოღონდ ძალით არა, ადრე მეტისმეტად ხშირად მივმართავდი ძალადობას. თუმცა არ იფიქროთ, რომ ცოტ-ცოტას არ... იქნებ ერთმანეთს უკეთ, რომ გავიცნობთ, მერე?..

ფატიმა: არასოდეს!

მეორე მეთაური: შენ კეთილი ხარ, დედოფალო და ჩვენთვის ცუდს არ ინდომებ.

დედოფალი: გპირდებით, რომ ჩემს რწმენას და მოძღვრებას გაგაცნობ და შეგეძლებათ, თვითონ აირჩიოთ.

მეორე მეთაური: ასე იყოს.

დედოფალი: ჩაწერეთ.

მეორე მეთაური: ქალაქის გასაღები არ გვაქვს, მორჩილების ნიშნად რომ გადმოგცეთ, ის უკვე თავად გიორგის აქვს.

დედოფალი: ახლა კი უკანვე მიიღებთ. დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში და თქვენს ქალაქში; იშრომეთ და იცხოვრეთ, სადაც ცხოვრობდით. (თავად გიორგის გასაღებს ართმევს და მეორე მეთაურს გადასცემს).

დედოფალი: მთავარსარდალო, ჩემს ახალ ქვეშევრდომებს შენს ხალხთან ერთად სახლამდე გაჰყევი. სამ დღეში მე თვითონ ჩამოვალ თავინში.

ფატიმა: ესე იგი ყველაფერი დამთავრდა?

მეორე მეთაური: მეტი რაღა გინდა? დედოფალმა თავინის გასაღები დაგვიბრუნა. ის ჩვენი დედაა.

ფატიმა: ეჰ... თქვენ ხომ გაიმარჯვეთ.

მეორე მეთაური: ეს იმიტომ, რომ თავადი გიორგი გვიძღვოდა წინ.

ფატიმა: ახლა კი დაგამარცხათ. თავიდანვე ეს ხომ არ იყო მისი დიდი გეგმა? განა ის არ გელაპარაკებოდათ და იარაღის დაყრას არ გთხოვდათ დღეს ღამე?

მეორე მეთაური: თავადი გიორგი დიდი მხედართმთავარია. ხედავდა, რომ დედოფლისთვის წინაღმდეგობის გაწევა არ ძალგვიძს.
დედოფალი (დარბაზში ჩამოდის): ეს შენ დაიყოლიე თავინელები, გიორგი?
ფატიმა: შეგეძლოთ თავი მოგეკვეთათ, თქვენს ხელში არ იყო...
დედოფალი: რას ამბობ, ფატიმა? შენ თვითონ არ იხსენი?
მეორე მეთაური: ფატიმამ იხსნა.
დედოფალი: ისე, როგორც ჩემი შვილი იხსნა.
ფატიმა: მე მხოლოდ ალაჰის ნება აღვასრულე.
დედოფალი: მთელი სიცოცხლე შენი მადლიერი ვიქნები, ფატიმა. შენ დიდი და კეთილი საქმე გააკეთე.
ფატიმა: ...იმიტომაც ვარ მუსულმანი, რომ ქრისტიანზე ცოტათი უკეთესი ვიყო.
დედოფალი: ვეცდები მეც ისეთივე კეთილი ვიყო, როგორც შენ ხარ, ფატიმა... მწერლებს შეუძლიათ წავიდნენ.
(მწერლები გადიან)
დედოფალი: თქვენც, თავინელებო, მშვიდობით იარეთ. თავინის ყველა მცხოვრებს ჩემი მოკითხვა გადაეცით. თქვენს ქალაქში რომ ჩამოვალ, დიდ ხელშეკრულებას დავდებთ.
(ორივე მეთაური სიღრმისკენ გადის).
დედოფალი: მთავარსარდალო, შენი მებუკე******** წინ ივლის, ყაენის ცხედარს წარუძღვება.
(მსვლელობა ეწყობა).
დოლის ხმა ისმის. ორივე მეთაურს თითები მიაქვთ მკერდთან, პირთან და შუბლთან. ყველა თავინელი გადის მთავარსარდალისა და მისი ჯარისკაცების თანხლებით.
დარჩენილები ქედს იხრიან, სანამ დოლის ხმა არ მიწყდება.
დედოფალი: შენ ისევ მშვენიერი გამარჯვება მოიპოვე, გიორგი, და ამისთვის მადლობელი ვარ... დაუკარით, მემუსიკენო, რომ გოგოებმა იცეკვონ. სიხარულია დღეს სასახლეში. (თავად გიორგისთან და თავის შვილებთან ჯდება. იქვე სიმებიან საკრავებს უკრავენ და ცეკვავენ).
ფატიმა: თავინელები წავიდნენ. მეც მათ უნდა გავყვე? რა უნდა ვქნა?
დედოფალი: შენ _ რა უნდა ქნა, ფატიმა? წასვლა გინდა? შენ ყოველთვის ჩემთან უნდა იყო. მთხოვე, რაც გინდა და ყველაფერს მიიღებ; შენს დამსახურებას არასდროს დავივიწყებ. ოთახში დამელოდე.
ფატიმა (ძალზე აღელვებული): მადლობა, რომ ასეთი კეთილი ხარ ჩემს მიმართ (სწრაფად მიდის მეორე კარისკენ).
გიორგი: ჩვენ ფატიმასთან ვიქნებით (ფატიმას ხელს ჩასჭიდებს და მასთან ერთად გადის).
სიჩუმე ჩამოვარდება. მხოლოდ მუსიკის ხმა ისმის და ცეკვაც გრძელდება.
დედოფალი: გეღიმება არა, ბერო...
მღვდელი: აი ვდგავარ და შენს მოცეკვავეებს ვუცქერ... მარჯვედ ცეკვავენ დღეს.
დედოფალი (ეღიმება): ჰო, გიხაროდეს, ბერო. დღეს ყველამ უნდა გავიხაროთ.
მღვდელი: განსაკუთრებით აი ის არის კარგი, ყველას ჯობია.
დედოფალი: მგონი საკმარისია, არა?
თავადი გიორგი: მართალი ხარ.
დედოფალი (ხელს ასწევს): გმადლობთ, გოგოებო, გმადლობთ, მემუსიკენო. გეყოფათ.
მუსიკა და ცეკვა ჩერდება; გოგონები ქედს მიწამდე იხრიან; ყველანი სიღრმეში გადიან.
მღვდელი ერთ წამს დგას და იყურება, შემდეგ კი სწრაფად მიჰყვება მათ.
დედოფალი (დგება): ჩვენც ხომ არ წავიდეთ?
თავადი გიორგი (დგება): წავიდეთ.
კვლავ ადგილზე დგანან.
დედოფალი: დგახარ და მიყურებ, რომ გითხრა, რა გააკეთო. მიყვარხარ გიორგი, და იქ წავალ, სადაც შენ წახვალ.
ხელს მოხვევს და პირველ ფარდიან კარში გაჰყავს.






მთარგმნელის შენიშვნები:
* შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს თავლინი. კნუტ ჰამსუნი ხშირად ურევს ევროპულ და ქართულ რეალიებს. (მაგ.: ჰეტმანი, მუნდირი, ოფიცერი... ჩვენ ვთარგმნეთ მთავარსარდალი, აბჯარი (მიკროტექსტიდან გამომდინარე), მეთაური...)
** რუსულ ვარიანტშია ადიუტანტი.

*** პიესის რუსულ თარგმანშია Ани.

**** ეს აბზაცი ჩვენს მიერ შემოკლებულია. რუსულ ვარიანტშია: `Принц Георгий: Тебе понятно. Потому что не я царь. (с жаром) А почему мне нельзя быть царём? Моя жена – батратка, я сам батрат, мы из одного и того же рода. Но она была единственной дочерью Георгия Третьяго и стала царицей; будь мой отец царём, я был бы его наследником.~ აქ გაურკვეველია, რა იგულისხმება არარსებული სიტყვით батрат. ცხადია, შეუძლებელია აქ ვიგულისხმოთ ამ სიტყვა батрак (დაქირავებული მუშა); უფრო სავარაუდოა, რომ კნუტ ჰამსუნი ამ სიტყვით ბაგრატიონს გულისხმობს, რადგან ასე გაგების საშუალებას იძლევა თვით ტექსტიც (`мы из одного и того же рода~). როგორც ჩანს, აქ ნორვეგიელ მწერალს საქართველოს ისტორიის ცოდნა არ ეყო, თუმცა ეს სრულიად არ აყენებს ჩრდილს მისი ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას.

***** იმ დროისთვის, როცა კნუტ ჰამსუნმა იმოგზაურა საქართველოში, დაბა სტეფანწმინდას უკვე გადარქმეული ჰქონდა სახელი და ერქვა ყაზბეგი, რამაც როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანა მწერალი.

****** იგივე დოლიმანი, სამხედრო პირის ჩასაცმელი.

******* რუსულ თარგმანშია Алагские горы.

******** რუსულ ვარიანტშია трубач, რაც ჩვენი აზრით არ შეესაბამება ქართულ სინამდვილეს.

ისევ ანეკდოტები

Все больше убеждаюсь, что корень слова "влюбляться" не "люб", а "бля".

Понять мужчину можно, но лучше похвалить.
Понять женщину можно, но лучше не понять.

Алименты – это компенсация за испорченные годы. Причем, что удивительно,
платят не тебе, а ты.

Основной недостаток женщин в том, что они не бывают одновременно
молодыми и умными. Они это делают по очереди.

если вы случайно забыли положить в чашку чайный пакетик, а налив воду
обнаружили, что всё равно получился чай... походу пора мыть кружку...

Вопрос Армянскому радио:
- Сколько в России поп-звёзд?
- Поп-звезда в Росси одна - митрополит Кирилл.

От создателей фильма "Приключения капитана Врунгеля" и "Запах женщины"
новый блокбастер "Запах капитана Врунгеля"!!!

- Гражданин Петров, я надеюсь, вас не очень утомил допрос?
- Да что вы! Я же женат уже двадцать лет!

Из тpоллейбyса выходит пpиезжий и спpашивает пеpвого встpечного:
- А где ваша знаменитая Деpибасовская?
- Так вам надо было еще четыре остановки пpоехать!
- А мне в тpоллейбyсе сказали, что мне сейчас надо выходить!
- Пpостите, а вы стояли или сидели?

Встречаются два друга.
1: - Что-то я тебя давно на футболе не видел!
2: - Да жена не пускает. Ругается сильно.
1: - Ты что, не мужик, что ли? Согни ее пополам,
стащи штаны, врежь ей по заднице как следует!
На том и разошлись.
Через пару дней встречаются снова.
1: - Опять тебя на футболе не было! Что, не смог сделать
как я тебе советовал ?
2: - Да сделать-то я сделал. Согнул ее пополам, стащил штаны,
смотрю на это дело и думаю:
А НА ХРЕНА МНЕ ЭТОТ ФУТБОЛ?

Saturday, January 2, 2010

ანეკდოტები გურულებზე

თანამდებობის პირი პირი ბოლშევიკები გურიაში სახაშეში შევიდნენ.
– ხაში გაქვთ?
– არა – უთხრა გურულმა მზარეულმა.
– აბა რისი სახაშეა, ხაში თუ არ გაქვთ?
– თქვენ, ბოლშევიკებს ძროხა არ გიყვართ და ტრაქტორს შიგანი არა აქვს, ძამა...


большевик, по имени Филипп, в горном селе
агитировал гурийцев в колхоз, и такой он расписал будущий колхозный рай,
такое наобещал счастье и праздничный коллективный труд, что старейшина села,
обнимая агитатора, с рыданием возгласил: "Дорогой Филипп. Колхоз такой
хороший, а мы, грузины, такие плохие, что друг другу не подходим..."




Кахетинец гостит у гурийца. Утром выходит во двор, садится в кресло, любуется видом на Бахмаро, вдруг из калитки соседнего двора врывается сосед и что-то быстро-быстро кричит. Кахетинец не успевает разобрать ни слова. Через некоторое время с противоположной стороны выскакивает другой сосед и тоже что-то быстро тараторит на повышенных тонах.

Из дома выходит хозяин, задумчивый кахетинец его спрашивает:
Скажи, генацвале, а вот если например кто-то из соседей у вас с ума сойдет, вы как об этом догадаетесь?

Два гурийца
- Слушай, тут мой сын решил просить руки твоей дочери.
- А своей руки у него нет что-ли?
- Да есть конечно... Но устала.

А вот, кстати, не анекдот вовсе. Знаете какой вопрос вам зададут в Гурии при встрече, если вы не местный?
"О, привет. Когда уезжаешь?"

Многих повергает в ступор такая непосредственность, а на самом деле спрашивающий просто пытается выяснить как надолго вы приехали и будет ли у него шанс с вами пересечься позже или надо пользоваться моментом не отходя от кассы :)

- Я вот хочу выпить за Н. Кстати, вот он и сам пришел, давайте его попривествуем...
- А сейчас я хочу выпить за М. Он такой-сякой. О! Кстати, вот и он, сам пришел.
- А теперь я хочу...
- Слушай, если все так приходят, за кого ты пьешь, то может за Абхазию выпьешь?
- Ну на фиг, я лучше за девушек выпью.


гурийцы так спешат все время куда-то, что даже таксисту, кричащему из окна "садись!", отвечают: "Какой садись, слушай, нет у меня тут времени садиться!"


გურულმა ყვავი დაიჭირა, გაუღო ნისკარტი და ჭაჭის არაყი ჩაასხა. ყვავმა ფეხები გაფშიკა.

_ ე, მაია დედას რო გვტირობს, თუ არა, ჩვენც ქე ვიცოცხლებდით სამას წელიწადს..

---
გურული შეხვდება მეგრელს და ეკითხება მეგრელს

-რაფერ ხართ ძამა

მეგრელი პასუხობს

-რავა თქვენ გაგიხარდებათ ისეო

გურული არ დააყოვნებს და ეტყვის

-რაია ძამა ამოწყდით ყველაი თუ...

---

გურიაში გაკვეთილზე ახალი მასწავლებელი გაცნობის შემდეგ ეკითხება ბავშვებს:
– აბა თუ მიხვდებით რამდენი წლის ვარ მეო?
ერთმა ბავშვმა ასწია ხელი მე ვიტყვიო.
– თქვენ მასწავლებელო 44 წლის იქნებითო...
– კი 44 წლის ვარ, რაფერ მიხვდიო?
– მეზობელი მყავს 22 წლისაა მაგრად უბერავსო და თქვენ ორჯერ მეტად უბერავთო...

---

გურიაში ფეხბურთის მწვრთნელი ჩრდილშია წამოწოლილი და ბავშვებს ავარჯიშებს...........
უცებ მიირბენს ერთი ბავშვი და ეუბნება:
– მასწავლებელოოო... მასწავლებელოოო... გოჩაიემ იდი ნა ხ... მითხრაო....
მწვრთნელი:
–მერე ჩემთან რას მოი შენი დედაცო...

---

ლადიკო და მანასე ავტობუსით მგზავრობენ. რა ამბავია მთავრობაში თუ იცი? ჰკითხა მანასემ იმფერი ამბავია, რაფერც აგერ ავტობუსში, ზოგი ზის ზოგი დაჯდომას ელოდება. უპასუხა ლადიკო

--

– ჯუმბერია, მაი თმა რომ შეგკრიჭეს, იქ არ იყაი შენ?

--

ფეხბურთის მოედანზე თხა ბალახობს. იქვე ორი გურული ზის.
– აი თხა არ დავკლათ?
– მორჩეს თამაშს და დავკლათ

---
სახლში მისულ გურულს ძაღლი შეხვდა გაავებული ყეფით.
- რა უთხარი, ქალო, ამისთანა, გოუმხილე ხომ, ქუჩიდან აყვანილი რო მყავს!.

---

გურულს უკვირს:
-რამხელა გაზრდილა აი ნოდარიას ყაზილარი: ორშაბათს რომ წამეიკრას ფეხი, სამშაბათს წაიქცევა.

---

გურული მივა ექიმტან და ეუბნება: ექიმო პირველს რომ ვამთავრებ კარგად ვარ მეორეზეც, მესამეზეც მაგრამ მეოთხეზე ცოტა მუხლები მეკვეთება, მეხუთეზე მთლიანად მაკანკალებს, მეექვსეზე კი საერთოდ არაფრის თავი აღარ მაქვს და რა ვქნა?
ექიმი პასუხობს: მერე ძამა მეოთხეზე გაჩერდი
გურული: მეოთხეზე რაფერ გავჩერდე მერვეზე ვცხოვრობ

----

გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
- რაზე გყავს გაზრდილიო?
- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...
- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა:
- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...

---

გურულები ისე სწრაფად მიასვენებდნენ კუბოს, რომ მიცვალებული სახელურებს ებღაუჭებოდა...




გურულების მოყოლილი:

1. გასვენებაში იმდენი ხალხი მივიდა რო მეორე მიცვალებული დაამატესო
2. გასვენებაში ისეთი ვიწრო დერეფანი იყოო რო მიცვალებული პოდრუჩკით გამოიყვანესო





– აფრასიონას ბიჭს შენი ქალიშვილის ხელის თხოვნა უნდა.
_ რავა, აფრასიონის ბიჭს თავისი ხელი არა აქვს, თუ?
_ კი აქვს ბატონო, მარა დეეღალა...





გურული ბავშვი წევს აკვანში.
უცებ გამოიღებს საწოვარას პირიდან და გაბრაზებული იყვირებს:
- გადამდგით ვინცხამ, მომადგა მზეი!






გურული თოხებს ყიდის. მეგრელი შეევაჭრა.
_ კარგი თოხებია, მარა ტარები აქვს ცოტა მოკლე!_ მაინც წუნი დასდო მეგრელმა.
_ ყანაში მეტი ტარი არ უნდა ძამა, და შენ თუ ბალკონიდან გინდა ყანის თოხნა, მაი არ ვიცი მე - გაცეცხლდა გურული.




გურულ მამაოსთან რაჭველი მივა მოსანანიებლად.

რაჭველი: "მამაო შევცოდე"
მამაო: "რა შესცოდე შვილო ჩემო"
რაჭველი: "მეგრელი მოვატყუე"
მამაო: "შვილო, ეგ ცოდვა კი არა სასწაულია!"


მეგრელი მივა გურულთენ სახლში სტუმრდ და ხედავ: დათვის ტყავს კედელზე. მეგრელი: -შენ მოკალი? გურული: -ხო. მეგრელი: -რამდენი ტყვია ესროლე? გურული: -ხუთი. მეგრელი: -რამდენი ააცილე? გურული: -ყველა. მეგრელი: -მაშ როგორ მოკალი? გურული: -სიცილით მოკვდა.


გურული ცოლს მოიყვანს და პირველი ღამე აქვთ.
წვანან და არიან გაუნძრევლად კარგა ხანს.
ბოლოს გურული დააცხრება ქალს და თან ეუბნება:
- ბავშის გულიზა თვარა ამას რავა გაკადრებდი...


გურული ქალის ორგაზმი:

– ნენა შევწუხთი! გლახათ ვარ!...


გურული ქალი პირველად განიცდის პირველად ორგაზმს, შეშინებული წამოხტება და წამოიკნავლებს:
- ნენა, რაია აგი? მე@ვია,მეფსია თუ ვკტები?




ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.

- როგორა ხარ?

- გადასარევად! შენ?

- მე გადავირიე უკვე!


გურული ხიდან ჩამოვარდება და საავადმყოფოში გააქანებენ.
რამოდენიმე ხანში ექიმი გამოდის და ამბობს:
- ეჰ ძამა, დეიგვიანეთ...
- რავა ძამა სანამ ჩამოვარდებოდა მანამდე ხო არ წამოვიყვანდით აპა?!


გურიაში უცნობის კონცერტის წინ აფიშა იუწყებოდა:

"მღერის ვინცხა"

ეს სადღაც ბლოგზე წავიკითხე:

...გურიიდან ტელეფონზე ჩაწერილი ვიდეო-მოკითხვა მომივიდა. მთავარ როლში - ნათესავი მაყვალა. კადრი იწყება მაყვალას დაბნეული გამომეტყველებით და შეკითხვით - ახლა დევილაპარაკო?
-არა, გადმოაგდე ენა და წევიკითხავთ ზედ - პასუხობს მისი შვილი...





გურული ცოლს ეყრება.

– რა მიზეზით ეყრებით? – ეკითხება მოსამართლე.

– არ ვუყვარვარ და იმიტომ.

– რა იცით, რომ არ უყვარხართ?

– კაი ერთი, მაგას მე რომ ვყვარებოდი, სხვას გაჰყვებოდა.


გურული გულწასული დავარდა მეტროს წინ. ბუნებრივია, ხალხი შემოეხვია.

– ჰაერი მიეცით, ჰაერი! – იყვირა ერთმა.

– წყალი… წყალი! – იყვირა მეორემ.

– არაყი ახუხეთ, მოასულიერებს! – თქვა ლოთმა ჯემალამ.

– საავადმყოფოშია წასაყვანი! – იკივლა ვიღაც ქალმა.

– შენ რა გქვია? – გაახილა თვალი გურულმა და ჯემალას მიაშტერდა.

– ჯემალა!

– დოუჯერეთ ჯემალას! – დაიბარა გურულმა და ისევ მინაბა თვალები.


გურულმა უყურა პორნოკასეტას. მივიდა სახლში და ცოლს ასწავლის.
- ესე ქენი!
ქნა ცოლმა.
- ეხლა ესე!
ისევ უჯერებს ცოლი.
- ეხლა იყვირე!
- შევარდნაძის კუბო დავდგი!..




















შალვა ნუცუბიძეს ერთმა პოეტმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებითო.

– მეხივით ვარ, მეხივით! – ჩაიცინა ბატონმა შალვამ.

– გამოიწით, თავში არ დაგვეცეს, – იხუმრა ვიღაცამ.

– ნუ გეშინიათ, მეხი ცარიელ ადგილს არ ეცემა, – დინჯად უპასუხა შალვამ.











მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ერთმანეთის პირდაპირ ორი მათხოვარი ზის. ერთს მკერდზე აწერია: "დაეხმარეთ საბრალო რუსს!", მეორეს - "დაეხმარეთ საწყალ ებრაელს". ყველა გამვლელი, ცხადია, მეორის ჯინაზე პირველს უყრის ფულს. გამვლელი შეჩერდა და ეუბნება მეორეს:

- კი მაგრამ, ებრაელიო რომ დაგიწერია, ფულს შენ ვინ მოგცემს! სულაც ნუ დაიწერდი ნურაფერს. ან შენც დაიწერე ვითომ რუსი ხარ.

- ჰოო... რა ვიცი აბა... - თავს აქნევს ებრაელი ნაღვლიანად, და როგორც კი დროს იხელთებს, პირველ მათხოვარს თვალს უკრავს:

- გესმის, მოშე? ეს დებილი ჩვენ კომერციას გვასწავლის!




გონზე მოსული კაცი ხედავს თეთრხალათიანებს, თეთრ კედლებს...

- რა ხდება, სადა ვარ?

- დამშვიდდით! თქვენ ავარიაში მოყევით.

- აა, ესე იგი საავადმყოფოში ვარ?

- მმ... ძირითადად კი.







ცოლი - ქმარს:

- დებილი ვიყავი, შენ რომ გამოგყევი!

- ეეჰ, აბა მაშინ რა ვიცოდი...




- მამიკო, რატომ მოიყვანე დედიკო ცოლად?

- ხედავ? ბავშვსაც უკვირს!




- დედიკო, მიშიკომ სულ გამწუწააააა!

- არა უშავს, შვილო, შენც გაწუწე.

- როგორ გავწუწოოო, მე ხომ გოგო ვარ?


ნამდვილი იმერული ანეკდოტი:

- მასპინძელო - მოისმა ჭიშკრიდან.

- აუჰ, სტუმარია ვინცხა. სადაა ქალო ჩვენი ქათამი, დეიჭირე დროზე.

- რა ქათამი, ხო დოუკალით ის შემოდგომაზე სტუმრებს.

- კაი, მოიფიქრე რამე.

გავიდა ჭიშკართან. იქ ცხენიანი კაცი იყო, რაღაც დაებარებინათ და გადასცა დანაბარები.

- აჰ, კაი ამბავი მომიტანეთ, ჩემო ბატონო, თქვენს პირს შაქარი, შემობრძანდით აქეთ - შეიპატიჟა მასპინძელმა.

- არა, ბატონო, დიდი მადლობა.

- რას ბრძანებ, ჩემო ბატონო, როგორ გაგიშვათ ახლა.

- დიდი მადლობა, ბატონო, მარა ძალიან საჩქარო საქმეები მაქვს და წავალ ახლა მე.

- არა, სად წახვალ, ჩემო ბატონო, შემობრძანდით, წევიხემსოთ პატარა.

- არა, ბატონო, დიდი მადლობა. ახლახანს გეახელით, კაი სუფრიდან მოვდივარ, თან მეჩქარება და წავალ ჯობია.

- როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო, მობრძანდით, სადილობას ვაპირებდი სწორედ და სუფრა გაშლილი მაქვს უკვე.

- დიდ მადლობას მოგახსენებ, ბატონო, მარა იმფერი ხალხი მელოდება, რომ ვერ გავჩერდები ნამდვილად.

- აჰ, თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემო ბატონო, უპატივცემულოდ მე არ გაგიშვათ ახლა თქვენ. რას ამბობთ, ჩემი სახლიდან არვინ არ წასულა უპატივცემელი და ნუ მომჭრით ახლა თავს, შემობრძანდით თვარა ძალიან მეწყინება.

- კარგი, ბატონო, რახან მასეა, გავჩერდები ცოტა ხანს - თქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა - სად მივაბა ეს ცხენი, ბატონო?

- ... ცხენიი? სად მიაბა და... აგერ გამომაბი ენის წვერზე, ჩემო ბატონო...


- ... წავიდა ჩვენგან ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და უნუგეშოდ დატოვა ოცდათხუთმეტი წლის გულმოკლული ქვრივი...

- ოცდათოთხმეტის - ამოისლუკუნა ქვრივმა.







- რომელმა დებილმა თარგმნა ჩინურად სადღეგრძელო "იხარეთ და იმრავლეთ"?
- რეზიკო, ნუ ურტყამ იმ ბავშვს თავში ნიჩაბს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები!


რეკლამა ვნახე - ნახევრადშიშველი ქალი ეხატა და ტელეფონის ნომერი, იქვე წარწერა: "ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე". დავრეკე; მინდოდა ჰეტეროგენულ ქსელებში IP-მარშრუტიზაციის თაობაზე მესაუბრა. შენც არ მომიკვდე - ეგ ქალი რაღაცეებს მიედ-მოედებოდა.

უსინდისოდ იტყუებინ რა ეს რეკლამები...



- მამიკო, სულ "უფულობა, უფულობა" რომ მესმის, რას ნიშნავს უფულობა?

- ოო, შვილოო... ფული - ეს ბევრი რამეა; ეს შამპანურებია, მაგარი მანქანები, ქალები...

- უფულობა?

- უფულობა - ლუდია, ტროლეიბუსია და... დედაშენია...



- მამიკო, მე რომ შენხელა ვიქნები, შემეძლება რაც მინდა ის გავაკეთო?

- არა შვილო, მაშინ უკვე ცოლი გეყოლება.




ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა.

- ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ? - ეცა ძაღლის პატრონი.

- არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!



- რატომ წახვედით პოლიტიკაში?

- აბა შეხედეთ რა ხდება - მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს, განცხრომაში არიან, ფუფუნება, კორუფცია, უსაქმურობა...

- და თქვენ გინდათ ყველაფერ ამას ებრძოლოთ?

- არა, მე ყველაფერ ამაში მონაწილეობა მინდა.



კარზე ზარია:

- გამარჯობა! მე თქვენი მეზობელი ვარ.

- ზევიდან თუ ქვევიდან?

- რა... ეგრე პირდაპირ?

- ...




- ალო! ასოციაცია "კონტინენტალი" გაწუხებთ...

- ასოციაცია "კონტინენტალი" სულაც არ გვაწუხებს - უპასუხეს და ყურმილი დაუკიდეს.


- ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.

- ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?

- აი სწორედ მაგას ვეძებთ.


- დედიკო, დედიკო! მე დღეს მასწავლებელმა ხუთამდე დათვლა მასწავლა!

- ჰოო? აბა დაითვალე!

- ერთი, ორი, სამი, რით ვერ დაიმახსოვრე, დებილო (ირტყამს თავში ხელს), ოთხი, ხუთი...



კლიენტი - ოფიციანტს:

- მომიტანეთ, გეთაყვა, ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი ლიმონით!

ოფიციანტი:

- ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი რითი?


- მამიკო, რას ნიშნავს "ბუდრუნენტის მოგვაჯირება"?

- არ ვიცი, შვილო. სად წაიკითხე?

- არსად. მე თვითონ მოვიგონე!

ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.

ბრჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.

- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.

- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?

- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...

მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?

ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...

შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:

- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...


- რატომ არის ეს მინისტრი ასე იდიოტად გამოყვანილი, რის თქმა უნდოდა ამით რეჟისორს?

- ეს ფილმი კი არ არის, ახალი გადაცემაა, პირდაპირ ეთერში...


- вы не видели мальчика лет 6 с голубими глазами?
- с этими?

კახელი ამერიკის სალჩოში ვიზის მისაღებ დოკუმენტებს ავსებს. გრაფაში სქესი (SEX) ჩაწერა, "დღეში ორჯერ" და ჩააბარა. გადამოწმებისის რეგისტრატორი ეუბნება:
_ აქ უნდა ჩაგეწერათ "მდედრობითი", თუ "მამრობითი".
_ რო მამინდება, მაგაი ვიღა აქცემს ყურადღებაი!
__________________________________
კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტული სწავლებაა და რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაამატეს.
ერთი თვის შემდეგ, თბილისიდან ჩავიდა კომისია. დაათვალიერეს სკოლა და დირექტორს ეკითხებიან:
_ რატომაა, რომ "საგზაო მოძრაობის წესები" და "სექსუალური აღზრდა" სხვადასხვა დღეებში გაქვთ?
_ მაი, ვირმა აღარ უნდა დაისვენოს, ჯო?!

-მამიიი, -ეკითხება პატარა კახელი მამას, -რით განსხავდება ქალი ვირისგან? -ვირს გააჩნია ჯო.

გამოცანა: -რატო აქვს სომეხს დიდი ცხვირი??? პასუხი: -იმიტო რო ჰაერი უფასოა!

მასტი მივა ძმაკაცთან და დაინახავს 25 სანტიმეტრიანი ტენისი უდგას ამ ძმაკაცს და ზედ პატარა კაცები თამაშობენ ეს საიდან გაქვსო კითხავს
--საიდან და ოქროს თევზი დავიჭირე ერთ სურვილს ასრულებს მიდი თუ გინდა შენც თხოვე რამეო ოღონდ ცოტა ხმამაღლა უთხარი ყრუაო

მივიდა ეს მასტი და ეუბნება ოქროს თევზს -მილიონი ”ბაქსი” მინდაო
უთხრა თუ არა დაიწყო ციდან ცვენა ფაქსის აპარატებმა

ძლივს შემოასწრო ამ მასტმა სახლში და ძმაკაცს ეუბნება ეს რა ქნა ამ თევზმა მილიონი ბაქსი ვთხოვე და პაქსის აპარატები ჩამომიყარაო

შეჩემა ხო გითხარი ხმამაღლა უთხარი ყრუა თქო, თორე შენი აზრით 25 სანტიმეტრიანი ტენისი რა ჩემს ყ**თ მინდოდაო

------

ქალს სახეზე პლასტიკური ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ცუდი კანი ჰქონდა და კანი ქმრის უკანალიდან გადაუნერგეს. ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა. რამდენიმე დღის შემდეგ ცოლი ეუბნება: - ძვირფასო, არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე! - არ იდარდო, ჩემო კარგო, მე ყოველთვის დიდ სიამოვნებას განვიცდი, როცა დედაშენი გკოცნის ხოლმე...



სუუულ ცოტათი უხამსი ანეგდოტი.. სუუულ ცოტათი...
გამოცდა სამედიცინო უნივერსიტეტში. გამომცდელების ყუთში ყრია ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები.
სტუდენტებმა კი ხელის ჩაყოფით , ამ ორგანოების ამოღების გარეშე უნდა გამოიცნონ თუ რომელი სხეულის ნაწილი მოხვდათ ხელში და შემდეგ კომისიას უნდა ანახონ.
გამოცდაზე გამოდის გოგონა და ხელს ყოფს საგამოცდო ყუთში.. გოგონა შეიშმუშნა და ცოტახანში იძახის:
- კალბასი პატივცემულო...
გამომცდელებს გაეღიმათ :
- ნუ გრცხვენია გოგონავ გვითხარი ნამდვილი სახელი...
- კალბასი - იყო პასუხი
- ნუ გრცხვენია , ვიცით რაც არის მაგრამ სახელი გვითხარი ნუ გერიდება , თამამად...
- კალბასია პატივცემულო , კალბასი..
- კარგით , ამოიღეთ ეგ კალბასი .?!?!.
და გოგონამ ყუთიდან კალბასი ამოიღოო...
გაოგნებულმა გამომცელებმა ერთმანეთს გადახედეს :
- აბა ჩვენ შესვენებაზე რა ვჭამეთ ????

- ექიმო ბაბუაჩემი ვეღარ შარდავს და უშველით რამეს?
- რამდენი წლისაა?
- 86.
-გოუთავდა ალბათ!!

გასვენებაში ისეთი ყვავილები მივიტანე მკვდარმა თვითონ გამომართვაო! blink.gif

ჭიჭიკია ისეთი მთვრალი იყო შარდის ნაპორზე იკავებდა თავსო.მერე ტვალეტიდან რო გამევიდა პალტო ყვერის კაკლით ქონდა შებნეულიო

Sunday, December 13, 2009

საქართველო, საქართველო, ზიყირაყი, მუყაყი!..

ლევან რამიშვილი


სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში"



Какая радость в вас, какая любовь,
Без песень, без праздников, без ласковых слов...
ჯგუფი `ნაუტილუს პომპილუსი”

კარგი ბიჭია ეგ ლევან რამიშვილი, მაგრამ ხანდახან ისეთს გამოაგდებს, სულ ვფიქრობ ვინმეს ჯინაზე ხომ არ წერსთქო. დაუჯერებელია პირდაპირ!!!
ფორუმ.გე-დან (თემა: `ანაბეჭდი~)

მოკლედ...
ძალიან მინდა რაიმე ისეთი დავწერო _ თან `პიზდეც ინტელექტუალური~, თან მსუბუქი და დახვეწილი იუმორით შეზავებული, მაგრამ ვიცი, რომ არ გამომივა _ გარემო არ არის შესაბამისი _ რითიც არ უნდა დავიწყო წერა, ბოლოს რაღაც პრიმიტიული და ბანალური უნიჭობის აღწერით ვამთავრებ და თან გამწარებული ვამტკიცებ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, თითქოს ეს უჩემოდაც ცნობილი არ უყოს. მერე სინდისი მქენჯნის, რომ ასეთი ბანალურობებს მივედ-მოვედე. ისე საინტერესოა, საიდან მოდის ეს სიტყვა _ ქენჯნა? ან რატომაა, რომ მარტო სინდისის ქენჯნაა შესაძლებელი. რატომ არ შეიძლება, სახვა რამეც იქენჯნებოდეს, მაგალითად... სიყვარული. ცუდი იქნებოდა? მაგალითად: `ჟუჟუნასთან განშორების შემდეგ ანზორს სიყვარული ქენჯნიდა...~ ხედავთ რეებს ვბოდავ? ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ თემაზე არ გადავიდე, რაზეც მაინც მომიწევს გადასვლა...

ეს თემა, რაღა თქმა უნდა საქართველოა! ჩვენი დედა-სამშობლო... ადრე, ჯერ კიდევ ზვიადის პერიოდში, ერთმა ჩემმა ახლობელმა ასეთი ლექსი დაწერა:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

მაშინ ბევრს ვიცინოდით ამაზე, მაგრამ მხოლოდ ახლა, მრავალი წლის შემდეგ ვხვდები, რომ საქართველოზე ასეთი ნაღდი, ასეთი ღრმა და რაც მთავარია ტრაგიკული ლექსი არ დაწერილა! აბა დაუკვირდით:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

ეს პატარა, ორსტრიქონიანი ლექსი მახსენდება ყოველთვის, როცა შემთხვევით თვალი ტელევიზორზე გამიშტერდება ხოლმე... ეს ორი სტრიქონი მიქარვებს უნებურად შემოწოლილ ძრწოლვასა და დარდუბალას და საკმარისია ეს სიტყვები წარმოვთქვა:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

და მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება _ ჩნდება სასიცოცხლოდ აუცილებელი დისტანცია პირადად ჩემსა და ყველაფერ იმას შორის, რაც საქართველოში ხდება, მახსენდება, რომ ამქვეყნად საქართველოზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვწყნარდები და ადვილად ვერთვები სხვა რამეზე.

ალბათ უკვე გაგიჩნდათ რაღაც ეჭვის მაგვარი _ ეს ბიჭი რაღაც საეჭვოდ ჭიკჭიკებს, ისეთი ტონი აქვს, თითქოს ეს ქვეყანა მაგის ასაგდები იყოსო. გაურკვევლობაში რომ არ გამყოფოთ, ჩემს აზრს ამ საკითხზე პირდაპირ მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ ცოტა გავერთოთ...

საქართველოს მოსახლეობის 99%-ისგან განსხვავებით არც პარლამენტში მოხვედრას ვაპირებ და არც შესაბამისად ვინმესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მჭირდება (მოკლედ ქართული გაგებით `გიჟი~ ვარ), ამიტომ კომუნისტებისდროინდელი დაჩაგრული მწერალივით მინიშნებების კეთებას არ დავიწყებ და გვარებს პირდაპირ დავასახელებ...

გიორგი თარგამაძეს `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა ჩამოუყალიბებია...~ თუ სულ მთლად წყალწაღებული არ ხარ, მკითხველო, მიხვდებოდი, რომ ამწუთას ანეკდოტი მოვყევი. თუ ვერ მიხვდი, მაგასაც არა უშავს _ რეალობა ჰიპნოზივით მოქმედებს – რაც არ უნდა აბსურდული იყოს, ადრე თუ გვიან მაინც ეჩვევი... კაი ბატონო, უფრო გავამძაფრებ სიუჟეტს: ერთი გოგო, რომელიც მანამდე დიქტორად მუშაობდა, ტელევიზორში აცხადებს (არც მეტი, არც ნაკლები...), რომ ამ (ქრისტიანულ-დემოკრატიულ) მოძრაობაში შესვლა გუშინ ღამით გადაწყვიტა. მერე ერთი საათი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს, გარდა ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეოლოგიისა... ანუ გამოდის, რომ ერთ ღამეში ისწავლა და გაიაზრა მთელი ქრისტიანობა, მისი სოციალური ეთიკა და ისტორია... აი ღამეც ამას ქვია! ეგეც არაფერი _ დაპირებას იძლევა, რომ როცა ის იქნება პარლამენტში (და აქ მაყურებელი მწარე გამოცდილებით ხვდება, რომ ამას წინ არაფერი უდგას...), ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ არ გეცინებათ? კაი ბატონო.

გამოდის ვინმე მესამე, ახალი პარტიის თავმჯდომარის მინიმუმ მარცხენა ხელი. გამოდის ვითაარცა ნამდვილი явление христа народу და ისიც ქრისტიანულ ფასეულობებზე ბაასობს _ გვმოძღვრავს რა, მაგრამ აქ აი რა არის სასაცილო _ ამ ტიპს შორიდან ვიცნობ და ვიცი, რომ `იარი~ ათეისტია, აი ისეთი, ისე დარწმუნებით რომ გიმტკიცებს, გინდა თუ არა ღმერთი არ არისო, თითქოს მთელი მოუსავლეთი ფეხით ჰქონდეს შემოვლილი და ჭეშმარიტად ჭეშმარიტ, მართლა-მართლა მართლმადიდებლებს წამდაუწუმ ნერვებს რომ აწიწკნის... ჰოდა აი ეს კაცი გახდა `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი... თუმცა მარტო ამათ რატომ მივდექი?

ქართველი მემარჯვენეები ამბობენ, არჩევნებში ფულს არ დავხარჯავთ, ეს უზნეობააო...
არჩევნების დროს ერთ ბლოკში გაერთიანდნენ რესპუბლიკელები და მონარქისტული იდეების მედროშეები...

პირადად არავის ვერჩი, უბრალოდ მაინტერესებს, როდის დამთავრდება მთელი ეს მასკარადი _ როდის იტყვიან ათეისტები, რომ ათეისტები არიან, ან მთელი ეს მემარჯვენე-მემარცხენე-სოციალ-ქრისტიან-დემოკრატ-კონსერვატორ-რესპუბლიკელ-ნაციონალ-მონარქისტები როდის აღიარებენ, რომ სინამდვილეში არავითარი იდეალების არ სწამთ და ყველანი მხოლოდ ნიჰილისტები არიან _ ჩვეულებრივი ნიჰილისტები და ფულზე მონადირე ჰედონისტ-სიბარიტები?
როდის იტყვის ვინმე იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს?
ძალიან ბევრი მოვითხოვე?

როგორც ჩანს, კი. იმიტომ, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან დღესაც `ახალი ძალები~ სხედან და ფიქრობენ, რა პარტია ჩამოაყალიბონ, რომ ჩვენც კარგად დაგვაბოლონ და `კაი მაყუთებიც გაჭრან~. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საქმეა ოლიგარქობის შემდეგ. ბუნებრივია, რომ ოლიგარქობას ყველა ვერ ახერხებს, ჰოდა რა ქნას ამ ხალხმაც, ჭამა ხომ უნდა (თან `კაი~ ჭამა...).

საერთოდ ჩემი აზრით ეს გამოთქმა _ `რა ქნას მაგანაც, ჭამა ხომ უნდა~ ჭეშმარიტად ქართულ-ხალხური გამოთქმაა _ ყველაზე მიღებული და პოპულარული. ჩვენ, ქართველებმა, რა თქმა უნდა ვიცით, რომ გვაბოლებენ, მაგრამ თან სადღაც თანავუგრძნობთ ჩვენს დამბოლებლებს და გვიხარია კიდეც, რომ `ვიღაცამ მაინც გაიხარა~ _ ასეთი კეთილი ბუნება გვაქვს. `შენ რა, მასე არ იზამდი?~, `თაფლიან კასრში რომ ჩავარდე, ხელს არ გაილოკავ?~ _ ეს სულ თანამედროვე ქართულ-ხალხური ფოლკლორია, დღევანდელი სიბრძნე. ამიტომ არც ხელის გალოკვის გამოცდილ პროფესიონალებს (ხელის გალოკვა ჩვენში ნამდვილ პროფესიად იქცა) აწუხებთ დიდად სინდისი _ იციან, რომ გულის სიღრმეში მათი ყველას ესმის. და ეს `გაგება~ გვაერთიანებს ჩვენ, როგორც პოპულაციას, გნებავთ როგორც ერს. თარგამაძის და სხვა ყოფილი ჟურნალისტების ასეთი უეცარი გაქრისტიანება ერთ ამბავს მაგონებს: ერთხელ `მარშუტკით~ მოვდიოდი. ეკლესიას ჩავუარეთ. ორმა კარგად მოწიფულმა ჯეელმა ისეთი უსაშველო პირჯვრისწერა ატეხა, რომ კინაღამ ზღვის ავადმყოფობა დამეწყო. მერე კი, სულ რათაც ხუთ წუთში იგივე ჯეელები ჯიბეზე `დამეჩალიჩნენ~...

ამ ჯეელებმა პირჯვარი იარაღად გამოიყენეს _ მისი მეშვეობით შეეცადნენ მიამიტი მოქალაქეების თავისებურ `დაჰიპნოზებას~, მათი ყურადღების მოდუნებას _ თავგადაკლული მორწმუნისგან ხომ ყველაზე ნაკლებად ელი `პოდლობას~... მოდით, გულზე ხელი დავიდოთ _ `სადღაც~ ხომ მათისც გვესმის... კი, ბატონო, ვიყოთ ასეთი დიდსულოვნები, მაგრამ მაშინ რატომ პატიოსანი ადამიანების არ ესმის არავის?

საქართველოში პატიოსნება სირცხვილია და ეს ყველამ კარგად იცის.

პატიოსანი კაცი ავტომატურად მარგინალია და ჭკუაზე შეშლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად ნოდარ ნათაძე. მის გამო ყველას რცხვენია _ მთელს საქართველოს. იმიტომ, რომ ამდენი ხანია პოლიტიკაშია და მის `წარმატებას~ ვერავინ ხედავს. ამდენი ხანი რომ პატიოსნად ემსახურა ქვეყანას, ეს წარმატებად არავის მიაჩნია. ან ის კაცი გავიხსენოთ, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეობაზე რომ იყრიდა კენჭს _ მთელი ქალაქი მას დასცინოდა და იცით რატომ? ყველამ იცოდა, რომ ამ პოსტზე `არავინ მიასუნინებდა~ და რაღაცნაირად გაღიზიანებულად ეცოდებოდათ, რომ მაინც ასე თავგამოდებული იბრძოდა სიმართლისთვის. ბრბოს ძულს ის, ვინც ეცოდება; ვინც უსუსური და განწირულია. ბრბოს ასეთი კაცის ყურებაც კი ნერვებს უშლის და ათასწილ ურჩევნია მის ნაცვლად ძლიერს უყუროს, თუნდაც ეს ძლიერი გაფხორილი ინდაური იყოს.
ხომ გითხარით ბანალური რაღაცეების მტკიცებას დავიწყებ-მეთქი, მაგრამ უკვე დავიწყე და რაღას ვიზამ.

პატიოსან ადამიანს ქართულ ენაზე `იდეინი~ ეწოდება და ეს ირონიული, დამცინავი აზრის შემცველი სიტყვაა...

ალბათ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი პიროვნებები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

ამ ქვეყანაში არავინ არ სცემს ადამიანს პატივს მხოლოდ იმის გამო, რომ მას თავისი აზრი აქვს, თუნდაც მას არავინ ეთანხმებოდეს.

საქართველო დაუძლეველი, ტოტალიტარული კოლექტივიზმის ქვეყანაა. ჩვენი ტრადიციები კოლექტივისტური ცნობიერების და ცხოვრების წესის ნაყოფია. ამაში ცუდი არაფერია (თავის დროზე სწორედ ასეთი ცნობიერების წყალობით გადავრჩით), მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჩვენ დავივიწყეთ ყველა ჩვენი ტრადიციის შინაარსი და დანიშნულება, ანუ დავკარგეთ ტრადიციები, მაგრამ ინერციით შემოგვრჩა მათი თანამდევი თვისება _ კოლექტივიზმი. ქართველი ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს ცხოვრებაში კოლექტივის გავლენით და მისი აზრის გათვალისწინებით დგამს. ასე ირჩევს ის პროფესიას, მეგობრებს, ასე ოჯახდება... მთელს მის ცხოვრებას კოლექტივი განსაზღვრავს. ქართველი, თუ ის განსაკუთრებული, ძალიან ძლიერი პიროვნება არ არის, ანუ საშუალო ქართველი, ფაქტიურად პეტუხია, ჩმორი, კონფორმისტი _ ბრბოს: ნათესავების, ნაცნობ-ახლობლების თუ შორებლების მონა. გარეგნულად შეიძლება ძალიანაც ძლიერი მამაკაცის, კაი დამრტყმელის და უკან არ დამხევის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სიღრმისეულად მაინც მშიშარაა, რადგან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცხოვრებაში (ყველაზე ინტიმურ საკითხებშიც კი) ბრბოს აზრის გათვალისწინებით იღებს. სხვა ქვეყნებში ასე ყველაზე ჩამოუყალიბებელი ქალწულებიც კი აღარ იქცევიან... არ იფიქროთ, ქართველი კაცის დაკნინება მინდოდეს (რატომღაც...), უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში, მეტისმეტად მაღალია კოლექტიური გონებაშეზღუდულობის კოეფიციენტი და, კოლექტივის წნეხი ინდივიდზე, ხოლო როგორც ლაო-ძი ამბობს, რაც უფრო მეტია კანონი, მით უფრო მეტია დანაშაული (ან ფარისევლობა, ლ.რ.), ჰოდა მისდა უნებურად ქართველი კაციც სხვაზე უფრო უპიროვნო და ფარისეველია.

სხვაგან არცერთ ქვეყანაში არ არსებობენ კაცები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე, სულ ცოტა თვეში ერთხელ მაინც შეუძლიათ გამოქლიავებამდე იმეორონ ერთიდაიგივე შინაარსდაკარგული სიტყვები, რომლებიც არც ლოცვებია და არც მანტრები. სადღეგრძელოებს ვგულისხმობ.

ყველა ქართველი ერთმანეთის უნიჭო ანარეკლია. ჩვეულებრივი ქართველი პიროვნება არ არის. მას მეტისმეტად ბევრი ხალხი აკონტროლებს ბავშვობიდან, მეტისმეტად ბევრ წესს ემორჩილება იმისათვის, რომ პიროვნება იყოს. შეიძლება ძალიან გამაღიზიანებლად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, თუმცა ეს სულ არ მადარდებს _ რომ მადარდებდეს, მეც ასეთი ვიქნებოდი, და რადგან არ ვარ, ვიტყვი _ ქართველი, ფაქტიურად კაცი არ არის. კაცი არის ფრანგი, რუსი, ამერიკელი, აფრიკელი, მაგადასკარელი, მაგრამ არა ქართველი. როგორ შეიძლება კაცი უწოდო იმას, ვინც მთელი ცხოვრება ყველა მამიდის და დეიდის ჭკუაზე დადის?

და ასეთი ცხოვრება იმდენად მყარადაა დაკანონებული, რომ ამას უმეტესად ვერც ამჩნევენ. და ეს ხალხი ამბობს, ევროპელები ვართო... დასავლეთი დემოკრატიით ცხოვრობს, დემოკრატია კი ინდივიდუალიზმის ტრიუმფია. თანამედროვე დასავლური კულტურა ინდივიდუალიზმის კულტურაა. ამიტომ ქართველების ყველა მცდელობა, დაემსგავსოს დასავლეთს, კარიკატურულად გამოიყურება და მხოლოდ ჰალსტუხის ტარებით შემოიფარგლება.

საქართველოს `გაცივილურების~ პროცესს მივესალმები, მაგრამ ეს პროცესი ბრმა და გაუაზრებელი იმიტაციის ფარგლებს არ სცილდება. ამიტომაა, რომ გვაქვს ათასგვარი დასავლური სახელწოდების პარტია და სინამდვილეში არც ჩვენ და არც თვით ამ პარტიების ლიდერები აზრზე არ ვართ, რა ისტორია, იდეოლოგია, ფილოსოფია, ცხოვრების წესი ან სახლმწიფო მოწყობის მოდელები აქვთ ამ პარტიებს. არადა ნამდვილად აქვთ და მათი შემქმნელები გიორგი თარგამაძის ან სხვა ქართველების მსგავსად სამზარეულოში არ ისხდნენ და არ ფიქრობდნენ, ხვალ რა გამოვაცხადო _ ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის თუ მემარჯვენე ცენტრისტთა პარტიის დაფუძნებაო...

ეს ყველაფერი აი, რას მაგონებს: ერთხელ ოკეანიის ერთ-ერთი კუნძულის ჯუნგლებში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გადადარჩენილმა მფრინავებმა სპეციალური მანიშნებლებით, რომლებსაც ავიაციაში იყენებენ, ჰაერში მყოფ მეორე თვითმფრინავის მფრინავებს აცნობეს, რომ დახმარებას საჭიროებდნენ. მეორე თვითმფრინავი მოფრინდა და სასწაულით გადარჩენილი მფრინავები წაიყვანა. გავიდა რამოდენიმე ათეული წელი, სანამ კუნძულს კიდევ რომელიმე თვითმფრინავი გადაუფრენდა. ამ თვითმფრინავის მფრინავებმა მიწაზე უცნაური ობიექტი შენიშნეს და დაეშვნენ. მათ ხელში შერჩათ ნატურალურ ზომებში გამოთლილი, უზარმაზარი ხის თვითმფრინავი. მის გარშემო კი ადგილობრივი მცხოვრებლები იდგნენ და ხისაგანვე გამოთლილი საავიაციო მანიშნებლებით საავიციო სიგნალებს იძლეოდნენ, უფრო სწორად მათ იმიტირებას ახდენდნენ. აბორიგენებმა არ იცოდნენ არაფერი თვითმფრინავის ძრავის მუშაობის პრინციპის, გრავიტაციის კანონის ან აეროდინამიკის შესახებ. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ასეთი ფორმის რაღაცას ფრენა შეეძლო და თუ იმ მოძრაობებს ზუსტად გაიმეორებდნენ, რომლებიც ოდესღაც იმ რაღაციდან გადმოსულმა უცნაურად ჩაცმულმა ადამიანებმა გააკეთეს, მოფრინდებოდა მეორე ასეთივე რაღაც და წაიყვანდა. პრინციპში არც შემცდარან _ ბოლოს ხომ მაინც მოფრინდა ის `რაღაც~, მაგრამ რამდენად იყო ეს აბორიგენების ცოდნის ან `მოღვაწეობის~ შედეგი, ან რას მიაღწიეს ამით?

ყველაფერი, რასაც ჩვენ `გაევროპელების~ მიზნით ვაკეთებთ, კარიკატურულად გამოიყურება. ჩვენი ტელევიზია ტელევიზიის კარიკატურაა, თავისი ხარისხით და თვალსაწიერით. ეს იმიტომ, რომ მათი ხელმძღვანელები `თავზე ვერ ახტებიან~ დეიდებს და მამიდებს (ხშირად სამთავრობო დეიდებს და მამიდებს). საერთოდ თითქმის ყველა ქართული პროდუქტი უხარისხოა, იმიტომ, რომ ახლობლობის მომენტი კერძო სტრუქტურებშიც კი მოქმედებს. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ კაპიტალისტური წყობის საფუძველი ჯანსაღი კონკურენციაა და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარისხს აქვს, ხარისხს კი დილეტანტი ნათესავი ვერ მოგცემს. ანუ ჩვენი კაპიტალისტურობანა მანიშნებლების უაზრო ქნევაა და მეტი არაფერი. მარტო ამაზე რომ იყოს საქმე, რა უჭირს, მაგრამ მთელი ჩვენი სახელმწიფო თავისი სასამართლო და სხვა სტრუქტურებით, ჩვენი დემოკრატია თავისი `ინსტიტუტებით, `საზოგადოებრივი~ ტელევიზიით და სხვა რამე-რუმეებით ასეთივე ხის თვითმფრინავია...

ვიცი, რომ ბევრი აღშფოთდება და იტყვის, სწორედ ამით ვართ ქართველები კარგები და გამორჩეულები, რომ ერთმანეთს მხარში ვუდგავართო, ეს არის ჩვენი ტრადიციაო და რა თქმა უნდა ყველა დაეთანხმება _ ქართველებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა არის სწორი და რა არა, არამედ ის, თუ რა არის ტრადიცია და რა _ არა. ამასთან ქართველებისთვის სხვა უძველესი ერებისგან განსხვავებით ტრადიცია არ არის რაიმე ღრმა შინაარსით სავსე. ქართველებისთვის ტრადიცია უბრალო ჩვევაა, რაღაც შეჩვეული, რისი შინაარსიც მათ არ იციან.

აბა ვინ იცის, რა არის ქართული სუფრის შინაარსი? რატომ არსებობს თამადა? რატომ გაჩნდა? ან სადღეგრძელო რატომ არსებობს? რისთვის ამბობდნენ მას ჩვენი შორეული წინაპრები? მე არცერთ სუფრაზე არ შემხვედრია და საერთოდ არ მეგულება ქართველი, რომელიც ამაზე სწორ პასუხს გამცემს.

ქართველები, სხვა ერებისგან განსხვავებით საკუთარ თავს, საკუთარ ფსიქოლოგიას და ხასიათს არ უღრმავდებიან და არ იკვლევენ. ისინი მხოლოდ თავს იქებენ ან იძაგებენ (რაც ერთიდაიგივეა). ამიტომ არც ვითარდებიან. დამისახელეთ გურამ ასათიანის შემდეგ (ანუ ბოლო 30 წლის მანძილზე) თუნდაც ერთი შემთხვევა ქართული ხასიათის კვლევისა ხელოვნებაში, ლიტერატურაში ან ჟურნალისტიკაში...

ქართველებმა საკუთარ თავს ტაბუ დაადეს. მათ საკუთარი თავისგან კერპი შექმნეს და ამ კერპზე საუბარი აკრძალულია.

საქართველო, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სრულიად მკვდარი ორგანიზმია _ გაქვავებული და უსიცოცხლო. თითქმის ყველა ქართველი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ სიცოცხლის იმიტაციას ახდენს. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი პოლიტიკა და ეს ახალი მოძრაობა. მისმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მოძრაობისთვის, სიცოცხლისთვის, სიახლისთვის საკმარისია მხოლოდ იმის იმიტირება, რაც ადრე უკვე სხვაგან მოხდა ან ხდება.

საქართველოს არა აქვს თავისი გზა, თავისი სახე, არა აქვს განუმეორებლობა. ეს მას არც ჭირდება. ამაში ყველა ქართველია დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში სხვანაირ აზრზე მყოფი მე არავინ შემხვედრია. ორიგინალობის ნაკლებობით, საკუთარი სახის არქონით გამოწვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს კი ქართველი რვა საუკუნის წინანდელი მიღწევებით ცდილობს _ იმ ხალხის მიღწევებით, რომელიც სულ სხვა ხალხი იყო და რომელთანაც კულტურულად და მენტალურად აღარაფერი აქვს საერთო. და ასეთი საეჭვო გზით დარდგანქარვებულს აღარა აქვს სურვილი, რაიმე შექმნას, გააკეთოს _ რაიმე ისეთი, რითაც მართლა ექნება უფლება იამაყოს.
ის, რომ სამასი არაგველი გვყავდა, მართალია...
შოთა რუსთაველიც მართლა ზე-გენიალური იყო...
ის, რომ თემურ ლენგმა წელში ვერ გაგვტეხა, ესეც არ არის ტყუილი...

ყველაფერი ეს ნამდვილად იყო, მაგრამ ამით ჩვენ რა? ჩვენ რა შუაში ვართ? რითი ვამტკიცებთ ან რაში გვეტყობა, რომ იმ საუკუნეების კულტურული სიმაღლის და მუხტის მატარებლები ვართ?

მხოლოდ ის კი არ არის ამ ხალხში სავალალო, რომ მას საკუთარი წარსული მხოლოდ შირმად ადგება და სინამდვილეში არ აინტერესებს. ეგ რა არის... თავსი წარსული კი არა, ქართველებს არაფერი არ აინტერესებთ! აბსოლუტურად არაფერი! ალბათ მხოლოდ ფეხბურთში მოგების გარდა და მაინც და მაინც აქ ვერ იგებენ... არაფერი არ აინტერესებთ და არც არაფრით არ არიან დაკავებულები. ყველაფერი, რაც საინტერესოა, საქართველოს გარეთ ხდება. არ მითხრათ ახლა ეს თუნდაც ჩვენი ტელევიზიების ფონზე არ ჩანსო. მითხარით ვინმემ, რატომაა ასეთი ტოტალური სიკვდილი ირგვლივ გამეფებული? თუ ახალ ქვეყანას ვაშენებთ და ამის გვჯერა, თუ წინ მივდივართ, რატომ არაფერი გვიხარია? რატომაა ირგვლივ ყველა დაბოღმილი, დანერვოზებული, გულგატეხილი... სტალინისდროინდელ საბჭოთა კავშირშიც კი ხალხს უხაროდა ცხოვრება, იმიტომ რომ რაღაცის ჯეროდა. გაჭირვება მაშინ უფრო დიდი იყო, მაგრამ სიცოცხლეც იყო. ამით სტალინს კი არ ვაქებ, უბრალოდ მინდა გავიგო, რა ხდება. რას ვაკეთებთ ისეთ საშინელს, რომ სტალინისდროინდელზე უარეს განწყობაზე ვართ? უფულობას დავაბრალებდი, მაგრამ ფულიანებიც რომ იღრინებიან?

იქნებ ტელევიზია გვიშვება ამას, ან პოლიტიკა (თუმცა ეს ხომ ერთი და იგივეა...)? იქნებ სხვა მიზეზია რამე? ის ხალხიც კი, ვისაც თითქოს ღმერთი სწამს, ცუდ ხასიათზეა. ვერაფერი გავიგე...

იქნებ ისაა მიზეზი, რომ ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს, შეუძლებელია კარგად იყოს... დღევანდელი ქართველი ხომ იმპოტენტია. კომპლექსებით და აკრძალვებით დახუნძლული, წელშიგამწყდარი და სიცოცხლისგემოდაკარგული საცოდავი არსება, რომელიც ყველა ფალოსით გაჟიმეს _ პოლიტიკით, უფულობით, რეკლამებით, რელიგიით, დემოკრატიით, ტრადიციებით, შოუ-ბიზნესით... ყველა ტრაფარეტი ააფარეს თვალებზე, რაც კი შეიძლებოდა, ყველა ბოლით დააბოლეს.

საქართველოში საწყალ ადამიანს სიმღერებიდანაც კი საზარელი, დამანგრეველი ენერგია ურტყამს...

ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, მომწამვლელია და მომაკვდინებელი. თვითონ მას კი ძალა აღარა დარჩა, რამე მოახდინოს და რომც შეძლოს ეს რაღაც სასწაულით, მაინც არავინ დაინახავს, არავინ გააშუქებს, არავინ მოაცდენს ტელეეთერს მისთვის და არ დააკლებს არცერთ წუთს მის გასაკუზად მოწყობილ ბალ-მასკარადს... ისიც ზის დაქლიავებული და ფიქრობს, აი ფული რომ მექნება, მერე კი დაიწყება სიცოცხლე და ნეტარებაო...

ამიტომ ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველო არ გადარჩება. არც მაშინ, როცა ყველაფრით დაღლილი ბოლოს ნატომდე მიაღწევს, მის ტკბილ ძუძუებში თავს ჩარგავს და ბედნიერებისგან ატირდება და არც მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორ თამაშს მოიგებს. არ გადარჩება, იმიტომ, რომ გადარჩენა არის შემოქმედება, ნიჭი, აზროვნება, თავისუფლება, სიყვარული, სიცოცხლე და არა ახალი ტრაფარეტების ძველზე გადაკვრა, ძველი მონობის ახალზე გადაცვლა და ამ კრიტერიუმით _ შემოქმედებით, ნიჭით, აზროვნებით, თავისუფლებით, სიყვარულით, სიცოცხლით ეს ქვეყანა უკვე არ გადარჩა. ის დამარცხდა. მე მგონი ამიტომ არის ირგვლივ ყველა დეპრესიაში...

რატომღაც ძალიან გაბრაზებული ტონის წერილი გამომივიდა. ასე ხდება ყოველთვის, როცა პატარა წერილში ყველაფერი გინდა ჩაატიო. ყველაფერს მაინც ვერ ატევ, ტონალობა კი მძაფრდება. ამ ყველაფრის მერე ალბათ ბევრს ასეთი კითხვა გაუჩნდება _ რა უნდა ამ კაცს, რას გვემართლებაო? არც არაფერს. უბრალოდ მინდა, ამ სამ თუ ოთხმილიონიან ქვეყანაში ვინმემ მაინც მითხრას, ვინ ვართ, რა გვინდა ბოლოს და ბოლოს და რას ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვინდა, თორემ ყაყანით ყურები გამომიყრუვდა და ქვეყანა კი შეცვლით კი წლებია ვუყურებ და არაფერი იცვლება. დგას ეს ქვეყანა ასე მოჯადოებულ-გაშტერებული და აშკარად შემოლაწუნებას საჭიროებს. დგას და პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეჰყურებს პირდაღებული. ამ უწიგნური გაიძვერების იმედზე კი ჩემი მტერი იყოს. მოკლედ...

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

მედიცინა – უძილობა

ბლოგის ავტორისგან: თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, უბრალოდ დაიკიდეთ – ღრმად და საფუძვლიანად დაიკიდეთ, ყველაფერი, რაც გაწუხებთ, და მშვენივრად დაგეძინებათ _ პირველივე ღამეს თუ არა, რამოდენიმე ხნიის შემდეგ მაინც. ოღონდ ეს _ დაკიდება როგორმე მართლა უნდა მოახერხოთ!





თუ თქვენ ამ წიგნით დაინტერესდით, ესე იგი ან დიდი ხანია, უძილობა გტანჯავთ, ან ზოგჯერ კარგად გამოძინებული ვერ იღვიძებთ-ხოლმე. ორივე შემთხვევაში იგი თქვენთვისაა, რადგან ძილის ოდნავი დარღვევაც კი უკვე ნიშნავს, რომ თქვენი ნერვიული სისტემა შერყეულია და თუ დროზე არ მიხედეთ, ან თუ თქვენი ცხოვრება მკვეთრად არ შეიცვალა უკეთესისკენ (ვთქვათ, მილიონი დოლარი არ მოიგეთ ან თქვენმა ბუღალტერმა შემთხვევით თქვენს ხელფასს რამდენიმე ნოლი არ მიუწერა), ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებით _ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც უძილობა ეწოდება.

ეს სიტყვა თითქმის არაფერს ეუბნება იმას, ვისაც იგი არ განუცდია. ამიტომ თუ თქვენ უძლილობა გტანჯავთ, კარგად გეცოდინებათ, რომ ეს თქვენს მდგომარეობაში ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შემოდიან. მუდმივად ცუდ გუნებაზე ყოფნას, ჩივილს თუ თუ წუწუნს ისინი ან ახირებად გითვლიან, ან სიზარმაცედ, ან უბრალოდ თქვენს მძიმე ხასიათს მიაწერენ ყველაფერს. რას იზამთ, ასეა ადამიანი მოწყობილი _ რაც არ განუცდია, იმის წარმოდგენა არ შეუძლია. თუ არ გამწვანდით, თავი არ გაგეზარდათ და შუა ქეიფის დროს გული არ წაგივიდათ, ესეიგი სერიოზული არაფერი გჭირთ...

უძილობა კი რაა, უძილობა `ყველასა გვაქვს~. ეს ალბათ ბევრჯერ უთქვამთ თქვენთვის. თქვენ კი ამ დროს რამოდენიმე თვეა ან რამოდენიმე წელია, რაც ცხოვრება ნამდვილ კოშმარად გექცათ _ ღამით დაწოლის გეშინიათ, რადგან იცით, რომ მთელი ღამე ან ნახევარი ღამე მაინც ჭერში უნდა იცქიროთ და საათის წიკწიკს უსმინოთ და ამაოდ ელოდოთ, როდის ჩაგეძინებათ. შემდეგ კი ისევ უნდა გეგეღვიძოთ და მწარე ფიქრმა გაგკრათ, რომ ისევ ვერ გამოიძინებთ, რომ ერთ საათში ინათებს და რაც არ უნდა ეცადოთ, ვეღარ ჩაიძინებთ. დილით უნდა ადგეთ მოჩვარული, უენერგიო, უხალისო, მაგრამ ხალისს ვინ ჩივის _ მთელი დღე რაღაც ბუნდოვანი და უსიამოვნო შეგრძნებები გტანჯავთ _ შეგრძნებები, რომელთაც სახელიც კი არა აქვთ, რომ ვინმეს შესჩივლოთ მაინც, გტკივათ თავი, ძვლები, ან კუნთები, ფეხები გიმძიმდებათ, გაუცხოებული ხართ ყველაფრისგან _ საკუთარი თავისგანაც კი, თითქოს ყველაფერს _ გამოსახულებასაც, ხმასაც და ფიქრსაც კი ფოკუსი აკლია... იცით, რომ ვერ იმუშავებთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ვერ დაელაპარაკებით მეგობრებს და ლაღად ვერ იცინებთ, უბრალოდ ფანჯარაშიც კი ვერ გაიხედავთ და წამით სიჩუმითაც კი ვერ დატკბებით _ ამის თავი არ გაქვთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ განიცადოთ, დაღლილობა, სისუსტე, სიმძიმე, უსიამოვნო, აუტანელი შეგრნებები და ტკივილებია... და ასე მთელი დღე, მთელი კვირა, მთელი თვე, მთელი წელი? რაღაც დროის მანძილზე იმედი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი `თავისით გაივლის~, ეს ხომ `უძილობაა და მეტი არაფერი~, მაგრამ რაღაც მომენტში ეს იმედი უნებურად გიწყდებათ და ჩნდება შიშნარევი კითხვა: რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე? იწყებთ ახლობლებისთვის კითხვას: რა ჯობს? ზოგი ვალერიანის ძირებს გირჩევთ, ზოგი ვალერიანის აბებს, ზოგიც კი ძილის წამლებს. თუ მხოლოდ პირველი ორი რჩევა მოგცეს და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ძილის წამლების მიღებას გირჩევდათ, ან გირჩიათ, მაგრამ თქვენ მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეთ, ჩათვალეთ, რომ გადარჩით! ზუსტად ისე გადარჩით, როგორც ჯონ ტრავოლტა და . . . . გადარჩებიან ფილმში `მაკულატურა~ _ გახსოვთ ალბათ, ორი მეტრიდან რომ დაცხრილავენ, მათ უკან კარები სულ დახვრეტილი როა, ისინი კი საღ-სალამათები რომ დგანან. აი, ზუსტად ასე გადარჩით! გადარჩით ისე, როგორც დაბომბილი სახლის ნანგრევებიდან გამომძვრალი ერთადერთი იღბლიანი მოსახლე! ამიტომ გიხაროდეთ, რომ ცოცხალი ხართ! რადგან ის ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ექიმები უძილობით შეპყრობილ ადამიანებს უწერენ, ადამიანზე გათვლილი არ არის! შეიძლება რომელიმე დინოზავრს ან მითიურ დრაკონს უმტკივნეულოდ აეტანა მათი `გვერდითი~ ეფექტები, მაგრამ ადამიანს, სამწუხაროდ ამის უნარი არ გააჩნია. ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვისაც კი ერთხელ მაინც გაუსინჯავს მათი გემო. პირადად მე რამოდენიმე წლის წინ სულ რაღაც ოთხი-ხუთი დღე ვსვი `ძილის წამალი~, ????? რომელიც `კარგმა ნერვოპათოლოგმა~ დამინიშნა და ისეთი საშინელი შეგრძნებები დამეწყო, რომ იმ უძილობას, რომლის გამოც დავიწყე ამ წამლის სმა, თვალზე ცრემლმომდგარი ვნატრობდი. ამ წამალმა ისე დააზიანა ჩემი ნერვული სისტემა, რომ ორი ოთახის იქით კარზე კაკუნი მეხის გავრდნასავით მესმოდა, თანაც იმ მეხივით, ზედ თავზე რომ გეცემა. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო _ ნებისმიერი ბგერა შგ თავში მირტყამდა და მტკიოდა! და ეს რამოდენიმე თვე გაგრძელდა. ახლაც კი, წლების შემდეგ, ხანდახან მახსენებს თავს.

უძილობის დაძლევა, ალბათ მიხვდით, რომ იმ ძილის წამლის წყალობით არ მომიხერხებია. ალბათ იმასაც მიხვდებოდით, როგორ მეძინა და რა კოშმარული თვეები გამოვიარე, როცა ხმები მტკიოდა...

მარტო მე რომ დამმართნოდა ასე, ამას ერთ კერძო შემთხვევას ჩავთვლიდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძილის წამლები უძილობას არ შველის და რომ მათ საშინელი გვერდითი მოვლენები ახლავს! ეს ყველამ იცის, ვისაც ისინი გაუსინჯავს. ყველამ, ნერვოპათოლოგების გარდა. ისინი თავიანთ კაბინეტებში სხედან, თეთრ ხალათებში გამოწყობილნი, კითხულობენ ფარმაცეფტული კომპანიების მიერ გამოშვებულ ბროშურებს იმის შესახებ, თუ რა გენიალურია მათ მიერ შემუშავებული ახალი საძილე პრეპარატები და თუ ღმერთი გაგიწყრათ და მათ კაბინეტში შედგით ფეხი, აუცილებლად გამოგიწერენ! არც გაემტყუნებათ _ მათ ხომ არ იციან, რა არის უძილობა. ასეთი რამ მათ არ განუცდიათ. რომ გამოეცადათ, ხომ თვითონაც დალევდნენ ?????-ს, ხომ თვითნაც ჩაქუჩივით მოხვდებოდათ თავში და ეტკინებოდათ ბგერები, ან სხა საშინელებები დაემართებოდათ და არა მგონია ისეთი დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რომ მაინც გამოეწერათ ???-ი თქვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ გამოუცდიათ. `უძილობა~ მათთვის რაღაც აბსტრაქტული სიტყვაა, რომელსაც ისინი რეცეპტზე ხელის მოწერით არჩენენ, და `გვერდითი მოვლენებიც~ მათთვის ასევე აბსტრაქტული სიტყვებია, ისევე როგორც ომი და მილიონობით ადამიანის სიკვდილი იყო აბსტრაქცია, როგორც აღმოჩნდა, ჰიტლერისთვის, რომელსაც ერთხელ, ბერლინის დაბომდვის დროს, სინამდვილეში რომ ნახა დაჭრილი ჯარისკაცი, გული აერია...

სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, უნდა გაარკვიოთ, რა არის თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი სტრესი ან სტრესული გარემო, ნერვოზი, დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები. თუ ეს ფსიქიკური პრობლემაა, ვთქვათ ბავშვობის ტრამვა ან რაიმე ამის მსგავსი, პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის ან ფსიქოანალიტიკოსის ჩარევის გარეშე ვერაფერს გახდებით. რაც არ უნდა ეფექტური იყოს გარეგნული ზემოქმედება, თუ შინაგანი მიზეზი, რომელიც აფორიაქებს თქვენს ნერვიულ სისტემას, არ მოიხსნა, საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მკურნალობის ბუნებრივი მთოდები (ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟები, რელაქსაცია, მედიტაცია და სხვა) დიდ შვებას მოგგვრით.

დანარჩენ შემთხვევევებში კი რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მკურნალობა ეფექტური იქნება, რადგან ერთია მიზანი _ გაღიზიანებული ნერვიული სისტემა უნდა დამშვიდდეს, რომ მშვიდი და ღრმა ძილი დაიბრუნოთ.

ამ წიგნში თქვენ ნახავთ ნერვიული სისტემის მოწესრიგების უამრავ საშუალებას, ასევე მშვიდი ძილის მიღწევისთვის აუცილებელ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ ყველაფერს წელიწადზე მეტია ვაგროვებ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. ზოგიერთი მათგანის საშუალებით დავაღწიე თავი უძილობას მე თვითონ. ამის შემდეგ კი გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი მეთოდისთვის მომეყარა თავი ერთად, რადგან პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ არ არსებობს ერთი ყველასთვის კარგი მეთოდი. ერთი ვარჯიში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ერთი უძილოსათვის, მეორესთვის კი _ არც ისე. როგორ უნდა გაარჩიოთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო? ეს ძნელი არ არის. ჯერ ერთი, რომელ მეთოდსაც უფრო ადვილად აღიქვამთ და გაითავისებთ ჯერ კიდევ კითხვის დროს, იმ მეთოდის ხორცშესხმასაც უფრო ადვილად შეძლებთ. ეს კი უკვე კრიტერიუმია! რასაც უფრო ადვილად აკეთებთ, სწორედ ის არის თქვენთვის ზედგამოჭრილი!

ამასთან ერთად აუცილებელი არ არის, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც წერია. მაგალითად, კითხულობთ, რომ რაღაც ვარჯიში, ან მოძრაობა ორჯერ უნდა გაიმეოროთ, თქვენ კი ყოველ ჯერზე გრძნობთ, რომ ორჯერ გამეორება არ გყოფნით და სასურველ შედეგს არ გაძლევთ. ასეთ დროს მანამდე უნდა გაიმეოროთ იგი, სანამ თქვენთვის სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. ან შეიძლება ვარჯიშის ერთხელ შესრულებით უკვე აღწევდეთ მიზანს და მისი გამეორება ზედმეტად გძაბავდეთ. ამ დროს მისი ერთხელ შესრულებაც საკმარისია. ამ წესს ყოვველთვის უნდა მისდიოთ, რადგან ეს უნივერსალუი წესია – აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსიამოვნებთ და მანამდე, სანამ გსიამოვნებთ! გახსოვვდეთ, თქვენ ნერვების დამშვიდებაზე მუშაობთ! ამიტომ არასოდეს არ უნდა აკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ. და ეს მხოლოდ მკურნალობას კი არ ეხება, არამედ მთელს თქვენს ცხოვრებას. ნუ უყურებთ სიტყვა სიამოვნებას ეჭვის თვალით! იცოდეთ, რომ სწორედ იმიტომ დაგემართათ უძილობა, რომ თქვენი ცხოვრებიდან სიამოვნება გაქრა. სიამოვნებაში მხოლოდ გემრიელ საჭმელს და სექსს არ ვგულისხმობ. გიფიქრიათ თუ არა, რომ სიამოვნება ჩვენი არსებობის, მთელი სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა. სიამოვნება არსებობს ყველგან და ყველაფერში, რაც სიცოცხლისთვის საჭიროა. სინამდვილეში ჩვენ ყველაფრისგან ვიღებთ სიამოვნებას, თუნდაც... სუნთქვისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვეღარ ვამჩნევთ, რადგან მივეჩვიეთ. მაგრამ აბა სცადეთ და რამოდენიმე ხანს შეწყვიტეთ სუნთქვა _ მანამდე სანამ ისტერიულად არ მოგინდებათ ჩასუნთქვა. შემდეგ ჩაისუნთქეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ სუნთქვა სიამოვნებაა, თანაც უდიდესი სიამოვნება! ასეთივე სიამოვნებაა ნებისმიერი `უბრალო რამ~ _ წყლის სმა, დაბანა, სახლიდან გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ფოთლების შრიალი, ძველი მეგობრის შეხვედრა, მყუდრო ბინაში დაბრუნება, კარგი მოთხრობის წაკითხვა, კარგი ჩაი, ძილი, გამოღვიძება...

სინამდვილეში არ არსებობს არც ერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში სიამოვნების გარეშე. მაგრამ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა მას აღარ უნდა ან აღარ შეუძლია მიიღოს სიამოვნება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი სტრესული მდგომარეობაში ვარდება ან ნერვიულობს. გამუდმებით ასეთ მდგომარებაში ყოფნა ნერვოზსა და დეპრესია იწვევს. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს აღარ შესწევს ძალა, ცხოვრებისგან იმდენივე სიამოვნება და სიხარული მიიღოს, რამდენსაც იღებდა, ისეთივე მედიტაციური იყოს, როგორიც იყო., ანუ ისევე ადვილად და ღრმად ტკბებოდეს ცხოვრების `უბრალო~ მომენტებით, როგორც ტკბებოდა, მოკლედ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც იყო მანამდე სანამ ბედნიერების მიღებაში დაძაბული ნერვები არ შეუძლიდა ხელს და ყველაფერი უსიამოვნო შეგრძნებებით და რუხი ფერებით არ დაიფარებოდა.
ნუ გიკვირთ, რომ თქვენმა პეიზაჟმა დაკარგა ლამაზი და ხასხასა ფერები, მუსიკამ _ სიმძაფრე და მშვენიერება, ცეკვამ სილაღე და გრაცია, რომ არაფერი აღარ გახალისებთ და გულს აღარ გიხარებთ! ნუ გიკვირთ, რომ ყველაფერი ერთფეროვანი, მოსაწყენი და აუტანელიც კი გახდა! რომ სადღაც შორეულ მოგონებაში დარჩა ყველაფერი ლაღი და ცოცხალი! ნუ გიკვირთ! ყველაფერი თქვენი ნერვული მდგომარეობის ბრალია! მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნერვების! ეს მათ აღარ ძალუძს აღიქვან და თქვენში შემოუშვან ყველაფერი ის, რაც გაგახარებდათ, რადგან მეტისმეტად დაძაბულები არიან ამისთვის და ძალაუნებურად სულ სხვა რამით კავდებიან _ ბრაზით, ჩხუბით, ყვირილით (ან გულში ჩახვეული ჩუმი ბოღმით), წყენით, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზით, ახალი ამბებით, ინფლაციით, მთავრობის უგუნური პოლიტიკით... მოკლედ ყველაფერი უარყოფითით. თქვენი ტვინი გაუთავებლად მუშაობს _ ფიქრობს _ სულ ცუდზე და ცუდზე... ეს იმიტომ არ ხდება, რომ თქვენ ასეთი ცუდი ვინმე ხართ. არა! ეს თქვენი აღგზნებული ნერვიული სისტემა გაიძულებთ ამას! მას მუდმივად სჭირდება საკვები _ ადრენალინი და სხვა ნივთიერებები ?????, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი სტრესის დროს გამოიმუშავებს.
ამ დროს ყველაფერი კარგი, ყველაფერი სასიამოვნო, სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ისევ არსებობს და ისევ იმ სიცხადით... არსად არ გამქრალა, ისევ იქაა, სადაც ბოლოს დატოვეთ. და თქვენც იქვე ხართ, ერთი ხელის გაწვდენაზე, უბრალოდ აღქმის ორგანო გაქვთ დაჩლუნგებული, დაძაბული. ახლა მის მოდუნებასა და მშიდ რეჟიმში გადაყვანაზე უნდა იმუშაოთ. ამას გააკეთებთ თუ არა, ყველაფერი დაგიბრუნდებათ, ყველაფერი თავიდან გაცოცხლდება და თქვენი ცხოვრება სულ სხვა ხარისხს, ახალ შინაარსსა და სილამაზეს შეიძენს!
სანამ რაიმე სახის მკურნალობას დაიწყებდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი უარყოფითი ფიქრი თუ შეგრძნება (საუბარია არაა ლაპარაკსა და მოქმედებაზე) გამოწვეულია თქვენი ნერვიული მდგომარეობით და თავის მხრივ ზემოქმედებს თქვენს ნერვიულ სისტემაზე. უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ფიზიკური და ქიმიური პროცესია!

ჩემმა მეუღლემ და შვილებმა დილით ყოველთვის ზუსტად იციან, როდის მეძინა კარგად, როდის კი _ ისე რა. ხშირად ამიტეხია ჩხუბი და დავიდარაბა სისულელის გამო _ `რით ვერ ისწავლეთ, რომ ეს პირსახოცი აქ უნდა ეკიდოს!~ `ვერ გავიგე, ასე მთელი ცხოვრება დებილივით უნდა იჯდე კომპიუტერთან?~ ჩემი შვილი გუშინ დილითაც ასე იჯდა კომპიუტერთან, მაგრამ გუშინ კარგად ვიყავი გამოძინებული, ნერვიული სისტემა დამშვიდებული მქონდა და ეს ამბავი ასე ტრაგიკულად არ აღმიქვამს, დღეს კი ცუდად მეძინა, გაღიზიანებული ვარ და არაფრის გამო ხალხს ნერვებს ვუშლი. რა უნდა ვქნა? ორი გზა მაქვს _ ან მოსახლეობის დაცოფვა განვაგრძო, ან სასწრაფოდ დავიმშვიდო ნერვები. ერთი დღისთვის ერთი სტრესიც საკმარისია! და თუ განკურნებას ვაპირებ, ესეც არ უნდა მომსვლოდა _ ნებისმიერი სტრესი ხომ ძლიერ უკან ხევს ნერვების მოწესრიგების საქმეს... ასე უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი, ვისაც უძილობისთვის თავის დაღწევა გადაუწყვეტია.

დაითვალეთ, რამდენი უარყოფით აზრს ამბობთ ერთი დღის მანძილზე და რამდენ დადებითს!

რამდენ უარყოფით ინფორმაციას იღებთ დღის განმავლობაში და რამდენს _ დადებითს!

რამდენ უარყოფით ფიქრს გაივლებთ და რამდენ დადებითს!

რამდენ უსიამოვნო რამეს აკეთებთ და რამდენს _ სასიამოვნოს!

რამდენი ხანი ხართ დღის განმავლობაში კარგად, ლაღად, მოშვებულად, თავისუფლად, კომფორტულად და რამდენი ხანი ხართ დაძაბული, უსიამოვნოდ, დაძაბული, დისკომფორტში?

ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება და აყალიბებს თქვენს უძილობას!

თუ გსურთ, უძილობას თავი დააღწიოთ, ფეხებზე უნდა დაიკიდოთ მშრომელი მასების და ზოგჯერ თქვენი საკუთარი წარმოდგენებიც ცხოვრებაზე, მოვალეობაზე, მორალზე და ა.შ. და თქვენს თავს უნდა მიხედოთ!
თქვენს თავს უნდა მიხედოთ ისე, როგორც არასოდეს მიგიხედავთ!

უნდა მოიშალოთ ბევრი ჩვევა და ახალი ჩვევები უნდა შეიძინოთ.

შეიძლება ცხოვრების წესის ძირფესვიანი შეცვლაც მოგიწიოთ.

სხვანაირად წინასწარ იცოდეთ, რომ არაფერი გამოგივათ და ტყუილად თავს ნუ მოიტყუებთ _ რა აზრი აქვს ნერვების დასაწყნარებელი ვარჯიშების კეთებას, თუ იმავე ნერვებს დღეში ათჯერ გაიღიზიანებთ?

საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობა მოგიწევთ _ საკუთარი აზრების მართვა _ ზოგჯერ ფიქრების შეჩერება, ზოგჯერ კი საჭირო ფიქრებისა და განწყობების ჩართვა.

ნუ შეგეშინდებათ, ეს ყველაფერი ადვილია _ იმდენად ადვილი, რომ შეიძლება დაჯერებაც გაგიჭირდეთ!

ამაზე ადვილი მხოლოდ ძილის წამლების სმაა _ რას ვიზამთ, არსებობენ ისე გაზარმაცებული ადამიანები, რომ ოღონდ ოდნავ ხელის განძრევას აბებთან ერთად სიკვდილი ურჩევნიათ. ასეთებს შეუძლიათ ამ წიგნის კითხვით თავი არ შეიწუხონ, თქვენ კი თუ მზად ხართ უძილობის კოშმარისგან თავის დასაღწევად `იმხელა მსხვერპლი გაიღოთ~, რომ დღეში რამოდენიმეჯერ რამდენიმეწუთიან მანიპულაციებს მიმართოთ, გირჩევთ, გაეცნოთ მას.

ეს ვარჯიშები იმათაც გამოადგება, ვისაც ჯერ კიდევ კარგად ძინავს, მაგრამ ადვილად ღიზიანდება, ფეთქებადი ხასიათი აქვს და ხშირად იშლის ნერვებს.

ასევე იმათ, ვინც დარდს და სიბრაზეს გულში იმალავს და თვეობით ან წლობით დაატარებს. ასეთებს ჯერ თუ არ დამართნიათ, ადრე თუ გვიან მაინც დაემართებათ უძილობა.

მაგრამ აქ მხოლოდ ნერვების მოშლაზე არაა საუბარი.

თუ გიფიქრიათ, რომ იმას, თუ როგორია თქვენი ფიქრები პირველ რიგში თქვენი ფიზიკური მდგომარეობა განსაზღვრავს?

თქვენი ნერვიული სისტემის სიმტკიცესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული თქვენი ფიქრების ხასიათი და მიმართულება. მაგალითად თუ დაკვირვებიხართ, რომ ერთიდაიგივე სიტუაციაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები გიჩნდებათ, ერთიდაიგივე ადამიანების ერთნაირ მოქმედებებს სხვადასხვანაირად აფასებთ და სხვადასხვანაირად რეაგირებთ მათზე _ იმისდამიხედვით, თუ რა `ხასიათზე~ იმყოფებით. ეს `ხასიათი~ სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ნერვების გაღიზიანების ხარისხი,
თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული თქვენი აზრების ხანგრძლივობა, მათი სიღრმე და საერთოდ აზროვნების უნარი. და ამის გამოთქვენი პიროვნების განვითარების დონეც იმაზე ხდება დამოკიდებული, დიდი ხნის მანძილზე ჯანმრთელი იყო თქვენი ნერვული სისტემა თუ დაავადებული.

ზოგი უგულებელყოფს ამას, რადგან მიაჩნია, რომ მის `სულიერ ცხოვრებაზე~ ისეთ `უმნიშვნელო~ და `მდაბალი~ რამეები ვერ იმოქმედებენ, როგორიც ფიზიკური მდგომარეობაა. ასეთი ადამიანები არ უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. ზოგჯერ ბევრს სვამენ, უზომოდ ეწევიან მარიხუანას, დღე და ღამე შებრუნებული აქვთ და ა.შ. და მიაჩნიათ, რომ `სულისთვის~ ცხოვრობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი ასეთი ადამიანის `სული~ სულ უფრო და უფრო უხეში და გაღიზიანებული ხდება, რადგან უარესდება მათი ნერვიული სისტემის მდგომარეობა.

სული და სხეული ერთად, ერთ მთლიანობად არსებობენ და სანამ ადამიანი ცოცხალია, ცალ-ცალკე, უერთმანეთოდ ვერც იარსებებენ. ამიტომაა, რომ თქვენი ნერვების ჯანმრთელობა განსაზღვრავს, როგორია თქვენი ფიქრები, თქვენი ფიქრების სიჯანსაღე კი თქვენი ნერვების ჯანმრთელობას.

დააკვირდით თქვენს თავს _ ცუდზე ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობთ? გაქვთ მიდრეკილება მძიმე, დამთრგუნველი ფიქრებისადმი? გამუდმებით პრობლემებს აანალიზებთ?

თუ ასეა, ესე იგი თქვენი ნერვიული სისტემა მკურნალობას საჭიროებს. უნდა იცოდეთ, რომ პრობლემებზე ამდენს იმიტომ კი არ ფიქრობთ, რომ მართლა საფიქრალია, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ნერვიული სისტემა უარყოფითზე კონცენტრაციას გთხოვთ, რათა მიიღოს ის ნივთიერებები, რომლებიც სტრესის დროს გამოიყოფა.

ნებისმიერი უარყოფითი იფორმაცია სტრესია.

და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს სადღაც მადაგასკარზე ჩამოვარდა თვითმფრინავი და თქვენ არ დაგცემიათ თავზე.

ნებისმიერი უარყოფითი აზრი სტრესია.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ ფიქრებია. სწორედ ეს ფიქრები იწვევს თქვენს უძილობას.

პრობლემებზე მხოლოდ მაშინ იფიქრეთ, როცა რაიმეს წყვეტთ რეალურად. სხვა დროს კი შეეშვით. თუნდაც იმიტომ, რომ არაფერი შეიცვლება იმით, ათასხუთასჯერ გაიფიქრებთ ერთიდაიგივეს თუ მხოლოდ სამჯერ ან ოთხჯერ. გამოიმუშავეთ უსიამოვნო ფიქრების მოშორების, მათგან განდგომის ჩვევა.

ერთბაშად ამის გაკეთება ადვილი არაა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია. როგორც ამბობენ, წვეთ-წვეთობით წყალი ქვას ხვრეტს. რამდენჯერაც შეამჩნევთ, რომ უარყოფით რამეზე ფიქრობთ, ან ისეთ თემაზე, რომელიც გაღელვებთ, გიმწუთასვე გადაერთეთ სხვა რამეზე. აიძულეთ თავი. ყველაფერი იღონეთ _ თუ ვერ ეშვებით ფიქრს, ადექით და გაიარეთ. მიაქციეთ ყურადღება რაიმეს თქვენს ირგვლივ. წიგნი წაიკითხეთ, მუსიკა ჩართეთ. მეგობარს დაურეკეთ და ელაზღანდარეთ. ბოლოს და ბოლოს ნებისმიერი ნომერი აკრიფეთ და იკითხეთ, ბონდოს თხოვეთ-თქო.

მთავარი რამ უძილობის დაძლევის საქმეში საკუთარი სხეულისა და ნერვიული სისტემის შეგრძნებისა და მართვის უნარის გამომუშავებაა.

ადამიანის ნერვები ზამბარებივითაა. არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც. ზამბარას შერხევას ერთი წამი ჭირდება, მის გაჩერებას კი გაცილებით მეტი დრო. ასეა ჩვენი ნერვებიც. როცა უსიამოვნო შეგრძნებები გვაწუხებს, სახის ან სხეულის კუნთები დაძაბული გვაქვს ან ვერ ვიძინებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნერვები ზომაზე მეტად ირხევა. ღამითაც იმიტომ ვართ მოუსვენრად, გვეღვიძება ხშირ-ხშირად ან დილით იმიტომ ვიღვიძებთ ძალიან ადრე და გამოუძინებლები, რომ ნერვები ირხეოდა და ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შერხეულ ზამბარას ხელს ვადებთ და ვცდილობთ დროზე ადრე გავაჩეროთ. ზამბარა გაჭირვებით გვემორჩილება, მაგრამ მისი რხევა მაინც სუსტდება, მაგრამ სანამ ბოლომდე შეჩერდება, ჩვენ მას ხელს გამოვკრავთ და კვლავ ძლიერ ვარხევთ.

ზუსტად ამას ვაკეთებთ, როცა ნერვებს ვმკურნალობთ, შიგადაშიგ კი ისეთ რამეებზე ვფიქრობთ, რაც გვაღელვებს, ვნერვიულობთ, ვჩხუბობთ, ვინმეს ვკიცხავთ ან მძიმე ინფორმაციებს ვისმენთ.

ამ ყველაფერზე კატეგორიული უარი უნდა ვთქვათ და შავი ჭირივით მოვერიდოთ, მაგრამ აქ სხვა საშიშროებაცაა. ამ დროს შეიძლება სტრესების მიმართ პანიკური შიში განგივითარდეთ და თვითონ ეს შიში გახდეს ხშირი სტრესის მიზეზი. მაგალითად შეიძლება მეგობართან მიხვიდეთ, იქ კი ძალიან ხმამაღლა საინფორმაციო გამოშვება იყოს ჩართული. შეიძლება აჩვენებდნენ პოლიტიკოსებს, რომელთა დანახვაც კი ნერვებს გიშლით და ძალიან ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ. ან შეიძლება უცება მეგობარმა საშინელი ამბები მოგიყვეთ ან ძალიან ნერვიულად და დრამატულად აგიღწეროთ საკუთარი პრობლემები. თქვენ იცით, რომ ასეთი რამეები თქვენზე ცუდად მოქმედებს. რომ ასეთი რამეებისგან ზამბარა ხელახლა ირხევა, რომ ამდენი ხანია ნერვების დამშვიდებას ცდილობთ, აქ კი თქვენი მეგობარი ასეთ უგულისყურობას იჩენს და ასე დაუდევრად გიშლით ნერვებს. ასეთი რამის გაფიქრება მომენტალურად მოგშლით და ბევრად უფრო მეტადაც, ვიდრე ეს თქვენს მეგობარს, ან ტელევიზორს შეეძლო გაეკეთებინა. და ასე მოხდება ყოველ ჯერზე, როცა ოდნავ მაინც ამაღელვებელ რაიმეს შეეფეთებით. უფრო მეტიც _ ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ იფიქრებთ, რომ ნერვებს გიშლიან, ან შეიძლება მოგიშალონ და ცარიელ ადგილზე თავი თქვენ თვითონ გაინერვიულოთ. ამიტომ მხოლოდ არასასურველი იფნორმაციის თავიდან არიდება გამოსავალი არ არის. პირიქით, ეს უარესიცაა.

კარგად უნდა გააცნობიეროთ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობის მექანიზმი. არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ რასაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ ის კი არ არის, რაც სინამდვილეში ჩანს ან ისმის, არამედ ის, რაც ჩვენი ტვინის ერთმა ნაწილმა აღიქვა, გადაამუშავა და ელექტროტალღების მეშვეობით მის მეორე ნაწილს გადასცა. ამის გაგება ძნელი არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე ჩვენს მიერ გადამუშავებული ინფორმაციაა, ამ გადამუშავების პროცესში კი ჩვენი შეფასების უნარიც მონაწილეობს. ანუ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასთან ერთად. მაგალითად, ჩვენ როცა ვიცით, რომ რომელიმე ჩვენი ნაცნობი ყოველთვის ნერვიულად ლაპარაკობს, პირს გააღებს თუ არა, უკვე ჩვენდაუნებურად და გაუცნობიერებლად ავღელდებით, რადგან ვიცით, რომ ნერვიულ ლაპარაკს ვუსმენთ. ამ დროს ნაცნობმა შეიძლება სრულიად მშვიდად ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ მისი ტონი მაინც დაძაბულად და ნერვიულად მოგვეჩვენება. ან როცა ვიცით, რომ ვინმე სულ ცუდ ამბებს ყვება, შეიძლება მის მიერ მოყოლილი ჩვეულებრივი ისტორია ძალიან მძიმედ და ნეგატიურად აღვიქვათ.
ასეთი დამოკიდებულებით სტრესებს ვერ ავცდებით და და თქმა უნდა შორსაც ვერ გავფრინდებით.
ერთადერთი გამოსავალი აქ ნებისმიერი ადამიანისადმი, მოქმედებისადმი ან მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულების შეცვლაა. უნდა ისწავლოთ უარყოფითის დადებითად ქცევა. როგორ? ძალიან ჩვეულებრივად _ თავიდან თეორიით უნდა დაიწყოთ _ უნდა გაიაზროთ, რომ არავინ ცუდი არ არის. რომ არ არსებობს ბოროტება _ თქვენ წარმოიდგინეთ, ჰიტლერსა და სტალინსაც კი უკეთესი მსოფლიოს მოწყობა უნდოდათ, ყველაზე დაუნდობელი სადისტი და სერიული მკვლელი კი ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრამვების მსხვერპლია. ნებისმიერი ადამიანი იმიტომ ჩადის სისასტიკეს, იმიტომ იქცევა უსამართლოდ ან უგულოდ, რომ საკუთარ ტრამვებს, შიშებსა და ტკივილებს სურს გაექცეს. ასე ხდება დიდი `ბოროტების~ შემთხვავში, თქვენს ირგვლივ მყოფთა პატარ-პატარა, წვრილმან სულმდაბლობებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ადამიანები იმიტომ იქცევიან `ცუდად~, რომ რაღაცას კარგად ვერ ხვდებიან ან რაღაცით ტრამვირებული ფსიქიკა აქვთ. ესაა და ეს. ნებისმიერი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ ამას. ეს, რა თქმა უნდა შორს არის იმისგან, რასაც შეიძლება სრულყოფილება ვუწოდოთ, მაგრამ ასეთი არიან ადამიანები. ამიტომ არ ღირს მათზე გაბრაზება. არ ღირს მათი განკითხვა. არა იმიტომ, რომ განკითხვას რელიგია გვიკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ ეს სისულელეა.
ალბათ გეცოდინებათ, რომ ნებისმიერი რამ მუდამ იცვლება _ ეს მატერიიის თვისებაა _ მუდმივი ცვლილება და განახლება. ადამიანშიც მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები _ ყოველ წამს კვდება და იბადება უჯრედები. ორგანიზმის ცვლილებები ადამიანის აზროვნებასა და შეხედულებებზეც მოქმედებს. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, უნდა თუ არა, რაღაც დროის მერე იცვლის შეხედულებებს, `სულიერად~ იცვლება. ამიტომ ისევე როგორც მდინარეში მუდამ სხვადასხვა წყალია, ადამიანიც მუდამ სხვადასხვაა და როგორც ერთ მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ერთიდაიგივე ადამიანსაც ორჯერ ვერ ნახავ.

ადამიანი მდინარეა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იწვიმა და თქვენ ამღვრეული მდინარე ნახეთ. ბანაობა გინდოდათ და გეწყინათ მდინარისგან, რომ არ გაბანავათ. თქვენ წახვედით და ის მდინარე იმის მერე აღარ გინახავთ. თქვენ ის სამუდამოდ დაგამახსოვრდათ, როგორც ამღვრეული და ყოველთვის, როცა გახსენდებოდათ, გახსენდებოდათ თქვენი მისდამი წყენაც. მაგრამ მეორე დღეს რომ დაბრუნებულიყავით მის ნაპირთან, ნახავდით, რომ მდინარე არ არის ამღვრეული _ მეორე დღესვე ის უკვე დაწმენდილია, რადგენ არ შეუძლია არ დაიწმინდოს. იმას, რაც მოძრაობს, არ შეუძლია არ დაიწმინდოს. მოძრაობით კი ყველაფერი მოძრაობს. ეს მატერიის ფიზიკური თვისებაა.

ამიტომ არ ღირს არასდროს არავიზე გაბრაზება, პოლიტიკოსებზეც კი. წყენა დროებითია, პატიება კი მარადიული ფასეულობაა. წყენას ლოგიკურად პატიება მოსდევს. პატიებას კი პოგიკურად წყენა არ მოსდევს. და რაც მთავარია, წყენა ყოველთვის თქვენს ნერვიულ სისტემას გმართებთ და იწვევს უძილობას. ამიტომ შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა დიდი წყენა, რაც თქვენთვის მოუყენებიათ და თქვენთვის, ჩუმად, `შიგნით~ აპატიოთ ყველას.
ეს უდიდეს სიმშვიდეს მოგგვრით, რაც კარგი ძილის საწინდარია.

კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეთ _ `სხვა~ არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთი სამყაროს, ერთი არსებობის შვილები ვართ და ამდენად ყველანი ამ მხრივ `და-ძმანი~, `ახლობლები~ ვართ. ამის გაგება რელიგიური ადამიანისთვის უბრალოდ მოვალეობაა, თუმცა ეს შეიძლება ათეისტმაც ადვილად გააცნობიეროს. ამიტომ შეხედეთ ყველას, როგორც საკუთარ თავს. შეეცადეთ გაუგოთ ნებისმიერ ადამიანს, ისე როგორც საკუთარ თავს გაუგებდით. მოეკიდეთ ისე, როგორც თქვენს თავს მოეკიდებოდით _ თანაგრძნობით.
როცა ადამიანი გძულთ, არ გესიმპატიურებათ ან უბრალოდ `იდიოტია~, მისი ყველაფერი ასმაგად გაღიზიანებთ და პირიქით _ როცა გიყვართ, ან უთანაგრძნობთ, იმაზეც კი არ ღიზიანდებით, რაც მართლა გამაღიზიანებელია. ასე რომ თანაგრძნობა და სიყვარული თქვენი ნერვების წამალია!
აქდან იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ სიყვარული თქვენი ბუნებრივი და ჰარმონიული მდგომარეობაა და არა თქვენი `იშვიათი დიდსულოვნების~ გამოვლინება...

არცერთი ადამიანის არცერთი საქციელის გამო არ ღირს ნერვების გაფუჭება და უძილოდ ყოფნა. გახსოვდეთ _ უძილობა არა მხოლოდ დღეს `განგრევთ~ და დღევანდელ დღეს გართმევთ, არამედ ჯანმრთელბასაც გიფუჭებთ, ანუ მომავალსაც გიმწარებთ!

თქვენ ფიიქრობთ, რომ ადამიანს არ სჭირდება ჰარმონიული ფილსოფია და ჰარმონია ცხოვრებაში? აჰ, არ გიფიქრიათ ამაზე? თქვენ მგონი უძილობა გაწუხებთ, არა?...

მოკლედ, თუ მოახერხებთ, ამ სიმაღლეებიდან შეხედოთ ყველას და ყველაფერს, ჩათვალეთ, რომ 90% უძილობის დაძლევის საქმეში გაკეთებული გაქვთ!

მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაა. ასეთ რამეებზე სჯა-ბაასი ძალიან ადვილია, ერთი თუნდაც კუს ნაბიჯის გადადგმა კი _ ძალიან ძნელი. თუ ოდნავ მაინც გულზე მოგვხდათ ზემოთ ნათქვამი, ანუ თუ სიმართლის, საღი აზრის ან ლოგიკის მცირე მარცვალი დაინახეთ ამ ყველაფერში, შეეცადეთ ხშირად იფიქროთ ამ თემებზე. არსებობს თემები, რომლებზე ფიქრსაც თავისთავად აქვს თერაპიული ეფექტი _ სამყაროს ერთიანობა, სიყვარული, თანაგრძნობა სწორედ ასეთი თემებია.

იკითხეთ ამ თემებთან დაკავშირებული ლიტერატურა. გაეცანით ძველ და ახალ აღმოსავლურ ლიტერატურას ამერიკელი ინდიელების წარმოდგენებს, ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ალიასკელი თუ აფრიკელი შამანების შეხედულებებს. ასეთი ლიტერატურის კითხვა საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე, რადგან ჰარმონიაზე ფიქრს და საუბარსაც კი რაღაც დონეზე ჰარმონიაში მოვყავართ ფიზიკურად. ფიქრი ხომ ისეთივე ფიზიკური პროცესია, როგორც მკლავის გადაწევა ან სექსი.

ზემოთმოყვანილი შეხედულებები შეიძლება სისულელედ ან აბსტრაქტულ მსჯელობად მოგეჩვენათ, მაგრამ ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ყველა რელიგიის წმინდანებმა, გურუებმა, ქურუ