Friday, January 30, 2009

იმერული იუმორი

იმერელი სტუმრებს შინისკენ მიუძღვება და ებოდიშება:
– ბოდიში, ბატონო, წვიმს...

კახური იუმორი

ნამდვილი ამბავი:


ორი თბილისელი კახეთში ქეიფიდან სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვიდა. ხედავენ, გზისპირას ერთი თეთრწვერა მოხუცი ზის თავისთვის, ჯოხზე ხელებდაყრდნობილი. ისეთი ბებერია, ვეღარავინ ამჩნევს.
– ბაბუ, არ გინდა, მემთხვიე! – თავის ჭკუაში ეანგლა ერთი თბილისელი მოხუცს.
– შენ ვერა და შენ ძმაკაცს კი. – არც დაფიქრებულა, ისე მიუგო მოხუცმა.
– ე, – გაუკვირდა თბილისელ ჯეელს, – მე რატომ არა?
– იმიტომ, რომ შენ გეტყობა დედიშენის მძღნერსა სჭაამ და გავითხვრები, – იყო პასუხი.

გურული იუმორი

"ლაივში" მოსმენილი:

ფეხბურთის მოედანზე თხა ბალახობს. იქვე ორი გურული ზის.
– აი თხა არ დავკლათ?
– მორჩეს თამაშს და დავკლათ.

გურული იუმორი

"ლაივში" მოსმენილი:

– ჯუმბერია, მაი თმა რომ შეგკრიჭეს, იქ არ იყავი შენ?

კახური იუმორი

კახელი ერთ ქვრივს სტუმრად ეწვია. ხედავს, კედელზე ძალიან მახინჯი კაცის ფოტო კიდია.
– ე ვინ არის? – იკითხა მან.
– ეს ჩემი ცხონებული ქმარია. ოცი წელია, რაც გარდაიცვალა. იი, როგორ გადის დრო, სულ აღარ მახსოვს...
– შენ გახსოვს მამაშენი? – მიუბრუნდა კახელი ქვრივის შვილს.
– არა, პატარა ვიყავი და არ მახსოვს.
– შენა? – ჰკითხა მეორე შვილს.
– არა, მეც პატარე ვიყავი და არ მახსოვს...
– მერე თქვე კაი დედმამიშვილებო, თუ არავის აღარ გახსოვთ, წესიერი სურათი ვერ დაკიდეთ? – აღშფოთდა კახელი.

კახური იუმორი

– ბიჭო, მიტო, როგორაა მამაშენი?
– არი რა, მიიწევს ზალისკენ...

Tuesday, January 20, 2009

განუმეორებელი პუბლიკის განმეორებული ისტორიები

ლევან რამიშვილი

(სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "ანაბეჭდში")

დიდი მოწიფული ყვავის ხნის არ ვარ, მაგრამ რაც თავი მახსოვს, წინა საუკუნიდან კი გამომყვა რაღაც მოგონებები. მაგალითად მახსოვს, რომ იმ დროში, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდა მნიშვნელობა პოლიტიკის გარდა კიდევ რაღაცას, ტელევიზორიდან ხშირად გაიგონებდი, რომ თბილისელი მსმენელი გამორჩეული მსმენელია, რომ მსოფლიოში სხვაგან არსად არ არის ისეთი გულისხმიერი და ფაქიზი გემოვნების მსმენელი, როგორც ჩვენს ოპერის თეატრსა და ფილარმონიაში. ამას, ძირითადად ქართველები ამბობდნენ ხოლმე, მაგრამ ხშირად უცხოელი არტისტებიც იგივეს გვიმოწმებდნენ. მეც სიამაყით ვივსებოდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ ადამიანს აქვს ელემენტარული ზრდილობა, რის გამოც უცხო ქვეყანაში ჩასულს თუ ჰკითხავენ, როგორ მოგწონს ჩვენი ქვეყანაო, ან ჩვენი აუდიტორია ხომ გადასარევიაო, ასიდან ასჯერ იტყვის, რა თქმა უნდა, ყველაფრით აღფრთოვანებული ვარო. სხვა საკითხია, რანაირი ზრდილობაა, ყველა უცხოელს მიკროფონი ჩაჩარო საყლაპავ მილში, გინდა თუ არა გვითხარი, როგორები ვართო. ჩემი აზრით, ასეთი გახელების მიზეზი სრული ჩამორჩენილობა და პროვინციალის გადაულახავი კომპლექსებია, თუმცა ეს სხვა თემაა, უფრო სწორად იგივე თემის სხვა ასპექტი.
დღესაც თვითმფრინავიდან გადმოსულ უცხოელს, რომელსაც ჯერ ტრაპიც არ დაუნახავს წესიერად, ეძგერებიან ხოლმე და ეკითხებიან: როგორ მოგწონთ საქართველო? დაბნეული უცხოელი უხერხულად იღიმება და რა თქმა უნდა ამბობს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ამის საფუძველზე კეთდება `ეკსკლუზიური~ სიუჟეტები უკლებლივ ყველა არხზე იმის შესახებ, რომ თურმე დაობებული ჯეიმს ბრაუნი თუ ვიღაც ფეხშიშველა ბრაზილიელი ქალი პირდაპირ გიჟდება (სტილი დაცულია) ჩვენს სამშობლოზე და განსაკუთრებით ქართველ ხალხზე, რომელიც, მისი აზრით გამორჩეულად მხიარული და თბილი ხალხია და რომელთანაც სინამდვილეში მხოლოდ ფაქსით ჰქონია ურთიერთობა.
უფრო იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც გაიგონებთ გულაჩუყებულ ჟურნალისტურ წიაღსვლებს იმის შესახებ, თუ რა გამორჩეულად `სხვანაირი~ პუბლიკაა საქართველოში. უფრო იშვიათად იმიტომ გაიგონებთ, რომ ჯერ ერთი კონცერტები უფრო იშვიათად იმართება, ამას გარდა ჩვენი გონებრივი ჰორიზონტი მხოლოდ პოლიტიკით შემოისაზღვრა, რის გამოც სიუჟეტები კულტურული მოვლენების შესახებ ნაჩქარევად და მიფუჩეჩებით კეთდება. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჯერ არც ერთ არხს აზრად არ მოსვლია, უგრიმ-უფერუმარილოდ, შეულამაზებლად გაეშუქებინა, რა ხდება ბოლო წლებში თბილისში ჩატარებულ უცხოელ ვარსკვლავთა კონცერტებზე, ანუ ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, `ტრუხა ბაზარს~ მორჩენილიყო, პატივი დაედო მაყურებლისთვის და ეთქვა, რა ხდება `ცვეტში~.
ჯერ `ლაითად~ დავიწყებ.
(აქ აუცილებელია დასაწყისშივე ვთქვა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა კონცერტზე პირველი ნოტის აღებიდან ბოლო ნოტამდე (რა თქმა უნდა ტაში და ერთი-ორი უნებლიე ჩახველება არ ითვლება) დარბაზში ჩუმადაა, არ ისმის არცერთ მობილურის ზარი ან სხვა სახის ხმაური. რა თქმა უნდა მე ყველა კონცერტზე არ ვყოფილვარ, მაგრამ რომელზეც ვყოფილვარ, ასე იყო და იგივეს ადასტურებენ სხვა თვითმხილველებიც. გამონაკლისია მხოლოდ მრავალათასიანი როკ-კონცერტები, სადაც პუბლიკა შეიძლებდა ხმაურობდეს, მაგრამ ამ ხმაურს მაინც დინამიკების ძლიერი ხმა ფარავს.)
თანამედროვეობის უდიდესი მუსიკოსის, ჩიკ კორეას კანცერტი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, რომ დარბაზში ჯერ კიდევ ჯგუფ-ჯგუფად და ინდივიდუალურად შემოდიოდა ხალხი, იკავებდა ადგილს და ნაცნობებს ესალმებოდა. იდგა გამაღიზიანებელი (განსაკუთრებით მუსიკოსისთვის) ჟრიამული. აშკარა იყო, რომ ბევრი ხალხი უბილეთოდ შემოსულიყო. ჩიკ კორეამ??? გაიკვირვა კიდეც, როგორ მოხდა, რომ ხალხი უბილეთოდ შემოდის, თუ გინდათ, ჩემ ხარჯზე ფასდაკლებას გავაკეთებო, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. უშუალოდ კონცერტის დაწყების წინ კი პირდაპირ სცენის წინ შემოალაჯა ვიღაც ძალიან ლამაზმა ბანოვანმა და დასაჯდომი ადგილი ვერ იპოვა. ჩიკ კორეამ??? აქაც იმარჯვა და პირველ რიგში მჯდომ ჯეელს მიმართა, თუ შეიძლება მანდილოსანს ადგილი დაუთმეო, მაგრამ როგორ გგონიათ რა მოხდა? _ ჯეელმა ზედაც არ შეხედა იმას, ვის მოსასმენადაც ამხელა ფული გადაეხადა და ისევ ისე დარჩა სკამში ჩათხლარშული, როგორც იყო. მაგრამ ეს რაა, მსოფლიო ვარსკვლავი არც ბანოვანმა ჩააგდო რამედ _ ზედაც არ შეხედა, ისე გაიარა პირველი რიგის წინ და გასასვლელ კარში გაუჩინარდა.
უნდა გენახათ გაოცება დიდი მუსიკოსის სახეზე! მან გაკვირვების ნიშნად ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მერე იმავე ხელებით დაკვრას შეუდგა. ჩვენ ვერ გავიგებთ, როგორ დაუკრა იმ დღეს მაესტრომ, რადგან მის სხვა ქვეყნებში გამართულ კონცერტებზე არ ვყოფილვართ, ისე კი როგორც წესი პუბლიკის ასეთი ქცევა შემსრულებელზე ცუდად მოქმედებს და რომ ჩიკ კორეა გამონაკლისი არ ყოფილა, იმის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნომრებს შორის ის რატომღაც უშნოდ იგრიხებოდა და დარბაზს პატარა ბავშვივით ემანჭებოდა. ალბათ დიდი სტრესი გადაიტანა საწყალმა...
ჩიკ კორეას კონცერტზე კიდევ ერთი `განუმეორებელი~ რამ მოხდა _ მეორე განყოფილებაში დარბაზი ნახევრად დაცარიელდა, მოკლედ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისიკოსსა და მსმენელს შორის კონტაქტი შედგა.

კონტაქტი შედგა ავანგარდისტ კიტონ კრემერის კონცერტზეც, სადაც სულ ოცდაათი მსმენელი მივიდა, აქედან ნახევარს კი ეძინა, თუმცა ეს რა მოსატანი იყო, ასეთი რამ ხშირად ხდება, განსაკუთრებით ავანგარდული მუსიკის კონცერტებზე.

ხმაური და ძილი ძველთაძველი ჩვევებია, ბოლო წლებში კი მას ერთი ახალი ჩვევაც მიემატა _ მობილურის არგამორთვა. ქართველ მსმენელს კონცერტის დაწყებამდე ხშირად რამოდენიმეჯერ აფრთხილებენ, რომ მობილური გამორთოს, მაგრამ მე ჯერ თბილისში ისეთ კონცერტზე არ ვყოფილვარ, შუა კონცერტზე მობილურს სამჯერ-ოთხჯერ მაინც რომ არ დაერეკოს.
ჯონ მაკლაფლინმა თბილისის კონცერტის დროს იხუმრა კიდეც _ ძალიან-ძალიან, უმორჩილესად გთხოვთ, მობილურები გამორთოთ, მაგრამ თუ მაინც დარეკა, უთხარით, ჯონი სახლში არ არის-თქო.
ყველაზე მშვიდად წამდაუწუმ მობილურის რეკვას ცხონებული პეტრუჩიანი შეხვდა, შუა დაკვრისას მობილურის ზარი რომ მოესმა, არც დაფიქრებულა, იქვე მაღალ რეგისტრში ტრელი აიღო და ზარის ხმა ზუსტად გაიმეორა, თანაც ისე, რომ ეს კომპოზიციასაც მოუხდა... პეტრუჩიანის ასეთ სიმშვიდეს მგონი თავისი მიზეზიც უნდა ჰქონდეს _ იტალიელები და ქართველები ორად ორი ხალხია მსოფლიოში, რომელიც სუფრას რომ მიუჯდება, მობილურს აუცილებლად ჯიბიდან იღებს და მაგიდაზე დებს. იტალიელებიც ჩვენსავით ძვირფასი მობილურების ფანატიური სიყვარულით გამოირჩევიან და პეტრუჩიანიც ალბათ ამიტომ იყო ასეთი ლმობიერი...
ერთხელ მსოფლიოს უდიდესი პერკუსიონისტის და მუსიკოსის, ტრილოკ გურტუს კონცერტზე ჩემს გვერდით მჯდომს მობილურზე დაურეკეს. მან მშვიდად აიღო ყურმილი. ძმაკაცები ურეკავდნენ სახინკლიდან. გურტუს თაყვანისმცემელმა მათ ასეთი პასუხი გასცა: ახლა ვიღაც ინდოელის კონცერტზე ვარ, ალბათ მალე მორჩება ეს სირობა და გამოვალო...
კონცერტი მართლაც მალე დამთავრდა, დარბაზმა დასაწყისში ტრადიციული ხმაურისა და ფაცი-ფუცის მომწვანილებაც ვერ მოასწრო, რომ მოულოდნელად აპარატურაც გადაიწვა და გურტუც იქაურობას გაეცალა, სულ სამი კომპოზიციის შესრულება მოასწრო...

მაგრამ ყველაზე დიდი სირცხვილი სამეფო უბნის თეატრში ჩატარებულ ჰანს სტუჩკუს კონცერტზე ვჭამეთ. იქ შეკრებილი აუდიტორიის დიდი ნაწილივით სისულელე რომ არ წამოგცდეთ, ეგ ვინღა ოხერიაო, შეგახსენებთ, რომ ჰანს სტუჩკუ არის პიანისტი, ვაიმარის ინტუიციური მუსიკის ანსამბლის წევრი, შტოკჰაუზენის ორკესტრის მრავალი კონცერტის მონაწილე, შონბერგთან ნათანამშრომალი კაცი, ელექტრონული მუსიკის სპეციალისტი და მრავალი უნივერსიტეტის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის კომპოზიციის პროფესორი და ელექტრო-აკუსტიკური სტუდიის რეჟისორი. მოკლედ, თანამედროვე მუსიკოსი ხელმწიფის ტოლა კაცია და პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებს. თბილისში მას ჩამოტანილი ჰქონდა უთანამედროვესი ელექტრონული მუსიკა _ მთელს მსოფლიოში შეგროვილი ელექტრონული ხმები, რომლის ფონზეც ის ასრულებდა თავის ნაწარმოებს ფორტეპიანოზე. მაგრამ თბილისელმა პუბლიკამ მაესტრო, როგორც იტყვიან, მასხრად აიგდო. `განუმეორებელმა~ მსმენელმა ელექტრონული ხმები, როგორც ჩანს, საერთოდ მუსიკად ვერ აღიქვა და ვერც ჩვეულებრივი ზრდილობა გამოიჩინა. მოკლედ დარბაზში დიდი ხმაური და ხვევნა-კოცნა იყო გაჩაღებული. ცნობილმა მუსიკოსმა ორი კომპოზიციის შესრულების შემდეგ აპარატურა გამორთო და ხალხს სიტყვით მიმართა. მის სიტყვებს ზუსტად ვერ გადმოქცემთ, შინაარსი კი დაახლოებით ასეთი იყო: ასეთ პატარა ქვეყანას პრეტენზია გაქვთ, რომ დიდმა ქვეყნებმა პატივი გცეთ და თან მოსმენის ელემენტარული კულტურის გამოჩენაც არ გინდათ. კარგად ბრძანდებოდეთ... და მუსიკოსმა სცენა დატოვა. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ის მაინც დაითანხმეს, ისევ გამოსულიყო, თუმცა ორიოდე კომპოზიციის შესრულების შემდეგ მან მაინც ნაადრევად დატოვა სცენა და ქვეყნიდანაც სასწრაფოდ გაემგზავრა...
ჯო ზავინულის კონცერტზეც ჩემი აზრით არანაკლები ამბავი მოხდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ზავინულმა ითხოვა, იქნებ ვინმე ქართული ფოლკლორის შემსრულებელი მომიძებნოთ, ვისთან ერთადაც იმპროვიზირებას შევძლებო. მუსიკოსს, რომლის შემოქმედებაშიც მრავალი ქვეყნის ფოლკლორის გავლენას შევნიშნავთ, სურდა ახალი გამოცდილება მიეღო და საკუთარი მუსიკალური ჰორიზონტი გაეფართოვებინა. ამიტომ იყო მისთვის აუცილებელი ერთობლივი იმპროვიზირება, რადგან ამ დროს ხდება ორი მუსიკოსის ნამდვილი შეხვედრა, მუსიკალური იდეების გაცვლა და ერთმანეთის სამყაროებთან ზიარება, ანუ როგორც ჩვენში იტყვიან იტყვიან, მეობის ჩახუტების ამბის განხორციელება. მაგრამ ჩანს სულ სხვა მიზანი ჰქონდა მეორე მხარეს და შედეგად აი, რა მივიღეთ. ფილარმონიის სცენაზე, სადაც ზავინული იყო, გამოლაგდა რამოდენიმე ჩოხიანი კაიყმა და არ მახსოვს, რა, მგონი ხასანბეგურა დასცხო. ზავინული აქა-იქ უშედეგოდ ცდილობდა რაღაც აკორდები მოერგო მათი სიმღერისთვის, ანუ კონტაქტში შესულიყო, მაგრამ კარგად იცით, რა რთულია ქართული სიმღერა. კაიყმებმა ბოლომდე რიხიანად ჩაამთავრეს სიმღერა და ზავინულს ალმაცერად გადახედეს. ახლა ზავინულმა წამოიწყო დაკვრა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე კონკრეტული კომპოზიცია. გამოცდილმა მუსიკოსმა, რომელმაც კარგად იცის, რომ ერთობლივი იმპროვიზირების დროს მთავარი დაკვრა კი არა ერთმანეთის მოსმენა და დაკვრის დაკვრის საშუალების მიცემაა, ქართველებს უბრალოდ შესთავაზა რაღაც ჰარმონია და რითმული მონახაზი, რომლიდანაც მუსიკა უკვე შემდგომ, დიალოგის შედეგად უნდა ამოზრდილიყო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ქართველებმა ყურიც არ ათხოვეს და ისევ თავისი რთული და მრავალხმიანი სიმღერა დასცხეს. სიმღერას რომ მორჩნენ, აშკარად გამარჯვებული სახეებით გალაგდნენ სცენიდან. თავის ჭკუაში ზავინულს `აჯობეს~, `დაამრცხეს~, `აჩვენეს, სად ჩამოვიდა~, არადა მუსიკოსს მუსიკალური ურთიერთობა უნდოდა, პასუხად კი სახეში ქედმაღლური გალაწუნება მიიღო. სამაგიეროდ დარბაზი იყო მოხიბლული ამ გოიმური ავტო-პიარ-კამპანიით...
ასეთი ამბავიც მომხდარა (აქ შეგნებულად არ ვასახელებ არც ქართველი და არც უცხოელი მუსიკოსების ვინაობას) _ ერთ-ერთ კონცერტზე, რომელზედაც უცხოელი მუსიკოსები, როგორც იტყვიან, აწყვეტილ ჯაზს უბერავდნენ, ერთი ქართველი მუსიკოსი სცენაზე ავიდა, პიანისტს კლავიატურაზე ხელი შეუცურა და რაღაც აკორდების აღება დაიწყო. არევა უნდოდა თუ ჭკუის სწავლება, კაცმა არ იცის. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ უცხოელმა პიანისტმა მას ხელში ჩაარტყა და ინგლისური ფუცკ-იც მიაძახა. შემდეგ კიდევ კარგი, ქართველი მუსიკოსი სცენიდან გაიყვანეს.
ამას წინათ მეგობარმა მუსიკოსმა მითხრა, ძალიან მინდა კეიტ ჯარეტის კონცერტზე რომ მოვხვდე, მაგრამ ხომ ვიცი, აქ რომ ჩამოიყვანონ, მის `ზედმეტად~ ემოციური შესრულებას რომ დაინახავენ სიცილს დააყრიან და გააგიჟებენო. რა უნდა მექნა, დავეთანხმე. სამწუხარო ფაქტია _ ორი განუმეორებელი ფენომენი _ კეიტ ჯარეტი და თბილისური აუდიტორია ერთმანეთთან შესახვედრად ჯერ მზად არ არის.

Monday, January 12, 2009

აღმოსავლეთი და დასავლეთი

(სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "ანაბეჭდში")

ლევან რამიშვილი

ორი პოლუსი

ნაწილი პირველი - დასავლეთი




`დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი და ვერავინ დაძრავს მათ ადგილიდან~ - საუკუნის წინ ნათქვამი კიპლინგის ეს სიტყვები როგორც ჩანს მოძველდა.
აღმოსავლეთის არ ვიცი, მაგრამ უკვე ძველი ამბავია, რომ დასავლეთი დაიძრა და მთელს მსოფლიოს კარები აუტალახა თავისი დემოკრატიით, კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებებით, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებით, რელიგიური ტოლერანტობით და სხვა თანამედროვე სიკეთით _ ჰოლივუდის სისასტიკე, სულიერ ფასეულობათა გაქრობა, პოსტ-ინდუსტრიული საზოგადოების დეჰუმანიზაცია, მუდმივი ატომური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგომა, გაუთავებელი პოლიტიკა, ბულვარული პრესა და კიდევ უფრო ბულვარული მწერლობა, უშინაარსო `კონცეპტუალური~ ხელოვნება, რეპი, ბულემია, მანიაკები. . . ყოველივე ამის ფონზე კი `ცივილიზებული~ ადამიანის შეშინებული და გაუცხოებული, ცარიელი თვალები, ჰომო-ფულისმკეთებელთა სიმარტოვე, უიკენდიდან უიკენდამდე გაჯანჯლებული უსიხარულო დღეები, მერე დათრობა ან ოჯახური პიკნიკი, სადაც ოჯახის ყველა წევრი პიცის დიდ ნაჭერს ილუკმება და პერსონალურ კომპიუტერშია შემძვრალი. გაგიჟებისგან თავის დასაცავად წელიწადში ერთხელ აუდიენცია ფსიქოლოგთან, რომელსაც წიკები აქვს და კოსტუმის ქვეშ ქალის წითელი საცვლები აცვია. შენ წევხარ, ლაპარაკობ და `იცლები~, ის კი კოსტუმის ქვეშ ხელს აცურებს... ფულს იხდი იმაში, რომ ვიღაცამ მაინც... არ მოგისმინოს. მერე ჯანზე მოდიხარ და ყველაფერი თავიდან იწყება _ ფულის კეთება დღისით და ფულზე ფიქრი ღამით. ყველაფერი საყიდელია, ყველა სიამოვნება მისაღები. აბა, სხვა რა ჯანდაბისთვის უნდა იცხოვრო, ეკითხები ვისკისგან დაღრეჯილი, გაკვირვებული სიფათით ვინმე ჯეკს, რომელიც ბართან თვლემს და შენსავით არ იცის, თუ არსებობს ახალი მანქანის, კარგი ტაილანდური რესტორნისა და დაბმული ქალის მისატყეპი მათრახის გარდა რაიმე სხვა ჯანდაბა, რისთვისაც შეიძლება იცხოვრო და რომ...
აღმოსავლეთი დგას.
შენ იცი, რომ დრო ფულია და ცდილობ არ დაკარგო _ მეტს მუშაობ, კვალიფიკაციას იმაღლებ, სუპერმარკეტში იღებ ჩეკებს, რომლითაც ყველაფერს 50 ცენტით უფრო იაფად იყიდი და თვის ბოლოს ხელფასიდან 5 575 დოლარს კი არ გადადებ ბანკში, არამედ 6 725 დოლარს, მთელი 150 დოლარით მეტს! შენ არ იცი, რომ ათი ათასი წლის წინ ჰიმალაის მთების ძირში ცხოვრობდა ვიღაც გამხდარი, წვერებიანი კაცი, რომელიც ძალიან ცოტას ჭამდა, დღისით და ღამით აკვირდებოდა თავის თავს და რომელმაც აღმოაჩინა, რომ თურმე ადამიანის ფიქრს ინერციის ძალა და გამეორებისკენ მიდრეკილება აქვს და ამას სამსკარა დაარქვა. არც მისი სხვა აღმოჩენები იცი, მაგალითად ის, რომ `სიამოვნება ცეცხლივით გაუმაძღარია _ რაც უფრო მეტ შეშას უკეთებ, მით უფრო იზრდება და მეტს გთხოვს~ და რომ `მხოლოდ სულელი ეძებს ბედნიერებას სიამოვნებაში~. არ იცი და არც გაინტერესებს, ამიტომ იმ კაცის ბრალი არაა, რომ შენ ბავშვობის მეგობარს მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა ის გპატიჟებს და მაშინაც კი სულ საათზე იყურები; რომ ათი წელია გულიანად არ გაგიცინია, რადგან შენმა სამსკარამ გაგხადა კოპებშეკრული, ძუნწი, ხარბი, უკარება და ცივი `ცივილიზებული~ ფულის მანქანა.
შენ ხმას აძლევ იმას, ვინც რომელიღაც შორეულ კონტინენტზე, რომელიც თავისთვის დგას და რომლის სახელი არც კი გახსოვს, გაჟლიტავს ვიღაც ველურებს, რომლებმაც დემოკრატიაც კი არ იციან, რა არის და არ დაუშვებს, რომ შენს ქვეყანაში ბენზინი გაძვირდეს.
_ აბა, რა ქნან, ბენზინი გააძვირონ? _ ეძინები შენ ბართან ჩამოძინებულ ჯეკს და თავბრუ გეხვევა, _ მე პატიოსნად ვიხდი გადასახადებს და მაქვს უფლება, რომ იაფად ვიყიდო ბენზინი! მე თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ!

აღმოსავლეთი კი დგას. და აი, რატომ:

ნაწილი მეორე _ აღმოსავლეთი

იმ კაცს, ათი ათასი წლის წინ ჰიმალაის ძირში რომ ცხოვრობდა, ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მასსავით ცოტას ჭამდნენ და გამხდრები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ცეცხლის გარშემო იკრიბებოდნენ და ერთმანეთს თავის დაკვირვებებს უზიარებდნენ. აზია მაშინაც იდგა, ოღონდ მაშინ იქ შორტებიანი ტურისტები არ დაბოდიალობდნენ, ასე რომ მათ ხელს არავინ უშლიდა და ასეთი შეკრებები ათასობით წელი გრძელდებოდა. შემდეგ ისინი ხელმწიფეთა კარზეც შემოიღეს და ბევრი მათგანი სტენოგრაფიულადაც ჩაიწერეს. ასე გაჩნდა წიგნი სახელწოდებით `უპანიშადები~, რომელიც სიტყვა-სიტყვით მასწავლებლის შორიახლოს ჯდომას ნიშნავს და `ვედებთან~, `მაჰაბჰარატასთან~ და კიდევ ბევრ სხვა წმინდა წიგნთან ერთად იმ განძს შეადგენს, რომელიც, გალაკტიონს რომ დავესესხოთ, `აღმოსავლეთშია გადანახული~.
ალბათ იმის გამო, რომ, რომ კაცობრიობას სხვაგან არსად მისცემია შესაძლებლობა ასე დიდხანს, ათასობით წელი განუწყვეტლივ დაკვირვებოდა სამყაროს, სწორედ ამ წიგნებში მოიძებნება პასუხები იმ სასიცოცხლო კითხვებზე, რომელიც მუდამ იდგა და იდგება ადამიანის წინაშე; მათ შორის იმ კითხვაზეც, შესაძლებელია თუ არა საზოგადოება იყოს მაღალზნეობრივიც და თავისუფალიც, რელიგიურიც და არა მკაცრად ასკეტურიც? ნუთუ იმისთვის, რომ ყველა ადამიანის თვითგამოხატვის უფლება ვაღიაროთ, აუცილებელია გავნთავისუფლდეთ ყოველგვარი რელიგიური შინაარსისგან, როგორც ეს დასავლეთში მოხდა? და თუ გვინდა ზნეობრივი ორიენტირები შევინარჩუნოთ, აუცილებელია ყველა მუზეუმში ჩამოვხიოთ ეროტიული ნახატები?
ჰინდუიზმად წოდებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემას ამ კითხვებზე თავისი ძველისძველი, მაგრამ მაინც მუდამ ახალი და ორიგინალური პასუხი აქვს.
ვინ არ იცის, რომ ამქვეყნად ყველა რელიგია სიკეთესა და სიყვარულს ქადაგებს და თუ მათს პირველწყაროებს ჩავუღრმავდებით, შესაძლოა რელიგიებს შორის შინაარსობრივი სხაობა ვერც კი აღმოვაჩინოთ, მაგრამ ესა თუ ის რელიგია რომელიღაც საკითხს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, უფრო საფუძვლიანად განიხილავს და ამით ნებსით თუ უნებლიედ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. შეიძლება სწორედ ამის გამო განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა ხალხის რელიგიური პრაქტიკა, ყოფა-ცხოვრება და ისტორიაც კი.
ქრისტიანობა, ისევე როგორც იუდაიზმი ან ისლამი, ადამიანის არსებობის ყველაზე სწორ ფორმად წმინდა ცხოვრებას მიიჩნევს. ამაში ჰინდუიზმიც მათ გვერდითაა, მაგრამ განსხვავება `უწმინდურობის~, ანუ ცოდვის გაგებასა და მასთან დამოკიდებულებაშია. თავისი პრაქტიკით ხსენებული რელიგიები უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც `არაწმინდაა~, ადამიანის სექსუალურობა იქნება ეს თუ სხვა სისუსტეები: ეგოიზმი, სიხარბე და სხვა. ყველაფერი, რაც წმინდა არაა, ცოდვად, ანუ უღირსობად მიიჩნევა და უკეთეს შემთხვევაში გაკიცხვას, უარესში კი კოცონზე დაწვას იმსხურებს. ამიტომაა, რომ ქრისტიანულ თუ მუსულმანურ რელიგიურ საზოგადოებაში ადამიანი იძულებულია წმინდად იცხოვროს, ან თავი მოაჩვენოს თანამოძმეებსა და ხშირად საკუთარ თავსაც, რომ წმინდად ცხოვრობს. იძულებულია შენიღბოს ან სულაც დამალოს თავისი `მდაბალი~ ზრახვები და თვალთმაქცად იქცეს იმ უხილავი დიქტატორის წინაშე, რომელიც მისივე მორწმუნეობის გამო თვით მასში ცხოვრობს.
ქრისტეს შენიშვნა, ვინც ყველაზე უცოდველია, ქვაც პირველმა იმან ესროლოსო, ჯვაროსნული ომების, ინკვიზიციების, განსხვავებულ რწმენათა ცეცხლითა და მახვილით მოსპობის, ერესად შერაცხვის, განკვეთისა და შეჩვენების, ანათემებისა და აუტოდაფეების უსასრულო კასკადით დაიფარა და თითქმის დავიწყებას მიეცა.
ადამიანი კი თავისუფალი იბადება. არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ თავისუფალი არჩევანი აქვს, არამედ სწორედ იმ გაგებით, რომ თავისუფალია, ანუ თავისუფლება მისსავე რაობაში, გნებავთ გენეტიკაში, მის ძვალსა და რბილში იმთავითვეა მოცემული ისევე, როგორც სიწმინდე ან სექსუალურობა, გულუხვობა ან სიძუნწე, სიხარბე ან სიკეთე, სიზარმაცე ან შრომისმოყვარეობა. ყველაფერი ეს იმთავითვეა ადამიანში კოდირებული. ამდენად ყოველი ადამიანის არჩევანი სხვადასხვაგვარი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდულია. თუკი ერთ ბავშვს ღორმუცელობისკენ აქვს მიდრეკილება, მეორე ცუდი მჭამელია. ზოგს მოჭარბებული ფანტაზია აქვს, სულ რაღაცას ლაპარაკობს და ტყუილებსაც ხშირად გაურევს ხოლმე, ზოგი კი საერთოდ არ ლაპარაკობს. დიდებიც ასე არიან. ვისთვის ვაჭრობა ან პოლიტიკური ინტრიგები ერთი სიამოვნებაა, ვისთვის _ ჯოჯოხეთი. ამიტომ ადამიანმა თავისი განვითარების მოცემული ეტაპის შესაბამისად უნდა იცხოვროს და სრულყოფილებისაკენაც მისთვის ბუნებრივი გზებითა და ტემპით იაროს. პირადად ჩემთვის თუ რაიმე ბოროტება არსებობს ამქვეყნად, ეს ზნეობის ყველასთვის ერთ თარგზე გამოჭრაა, გინდ სიწმინდე იყოს ეს თარგი, გინდ უწმინდურობა. ბოროტებაა აიძულო ყველა ბავშვი ერთნაირად ჭამოს, ილაპარაკოს, ითამაშოს... ჩვენ კი, `დიდები~ _ ეს სერიოზული ხალხი, იმდენად სერიოზული, რომ სხვადასხვა რელიგიებიც კი გვაქვს, ღმერთის ხელში სწორედ ბავშვები ვართ და ეს ცხოვრებაც ჰინდუისტური წარმოდგენით მხოლოდ თამაშია_ ილუზიის, `მაიას~ თამაში...
ჩემი აზრით სწორედ ამ ერთ თარგზე გამოჭრილი საყოველთაო და სავალდებულო მორალურობის ბრალი იყო, რომ შუა საუკუნეების ევროპა ადამიანისთვის, მისი სულის, გონების და ვნებებისთვის საპყრობელად იქცა, იმ ვიწრო ფეხსაცმელად, რომელიც მარწუხივით გიჭერს. მართალია, რენესანსმა ცოტა `გააფართოვა~ ეს ფეხსაცმელი და შედარებით გასაძლისი გახადა, მაგრამ პურიტანულ საფუძველს, თვით წარმოდგენას სიწმინდესა და ცოდვის შესახებ ევოლუცია არ განუცდია და ადამიანი იძულებული გახდა ღმერთი `მოეკლა~, რომ როგორმე ამქვეყნად თავი თავისუფლად, `ადამიანად~ ეგრძნო.
მგონი არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი რამ აღმოსავლეთში არ მოხდება, რადგან აქ (ყოველ შემთხვევაში ყველაზე დახვეწილ რელიგიურ ტრადიციებში) ადამიანს არ სჭირდება მორალის მარწუხებისგან განთავისუფლება. სიწმინდე აქ არანაკლებაა გაღმერთებული, დაფასებული და შესწავლილი. უფრო მეტიც, შეიძლება არსად ისე არაა შესწავლილი, როგორც აქ, რადგან მხოლოდ ჰინდუიზმში (რომ არაფერი ვთქვათ დაოსიზმსა და ბუდიზმზე...) მისი შეცნობის და მიღწევის ექვსი მარტო კანონიკური სკოლა, ანუ პრაქტიკული მეთოდი არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულისშემხუთველი და სიცოცხლის ბუნებრივი მდინარების ჩამხერგავი არ ხდება ერთადერთი მიზეზის გამო: ჰინდურ წმინდა წერილებში კარგადაა დამუშავებული და გადმოცემული ის აზრი, რომ სულიერი არსების ცნობიერებისა და ყოფიერების ნებისმიერი მდგომარეობა სწორია, თუკი ეს მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე მისთვის ბუნებრივია.
`ნეტარებიდან ჩდებიან ქმნილებანი. ნეტარად შობილი, ნეტარებაში ცოცხლობს ყოველი საგანი თუ ცოცხალი არსება და ნეტარებაშივე უჩინარდება. კურთხეულია ყოველივე,~ ვკითხულობთ ტაიტტირია უპანიშადში. აქ არ არსებობს ცოდვა, როგორც დანაშაული. არსებობს მხოლოდ სულის ერთადერთი ბუნებრივი მდგომარეობიდან _ სიწმინდიდან, სიმშვიდიდან გადახვევის სხვადასხვა ხარისხი. არა დანაშაული, არამედ შეცდომა, მისი ჩადენის შესაძლებლობა და ღვთივკურთხეული უფლება.
ჰინდუიზმი სამყაროს არ განიხილილავს ცოდვილად და უცოდველად, კეთილად და ბოროტად. არსებობს მხოლოდ ერთი მთლიანობის _ ღმერთის მრავალგანზომილებიანი სინამდვილე. ერთი სამყარო, რომელიც `გვაქვს უთვალავი ფერითა~, და რომლის ფერთა გამა ყველა ფერს მოიცავს, მაგრამ თვით პალიტრა ერთია და ის ღვთის სხეულია, რომელშიც მისი ყოვლისმცოდნე და ყოვლის მოყვარული ნებით თავის ადგილს ირჩევს ყველა არსება _ ჰიტლერით დაწყებული და წმინდა მამებით დამთავრებული.

`აღარ შეცდები, შენც სინამდვილის გულში წვდომა რომ შეგაძლებინა,
ნახავ, ჩემშია არსება ყველა – სულია ყველა სულდგმულის ბინა~ [გიტა 4.35]

ყველაფერი _ `კარგიც~ და `ცუდიც~ ღმერთსგანაა. უფრო მეტიც, ყოველივე, რასაც ვხედავთ, ვფიქრობთ და განვიცდით, ჩვენს ფსიქიკად ქცეული მისი სხეულია:

`მე შევქმენ გონი, ცოდნა, სიმართლე, სიალალე და გულმოწყალება,
თმენა, სიმშვიდე, შიში, სიმტკიცე, გაჩენა, კვდომა, შვება-წვალება,

უვნებელობა, ზომიერება, სიუხვე, ლხენა თუ ხორცთა ხშობა*
ყველა ღირსება თუ უღირსობა _ ყველა ზნე ჩემგან წარმოიშობა [გიტა 10.4-5.]

აქ ჭეშმარიტება არაფერს არ უპირისპირდება. ცოდნა უცოდინრობის ანტონიმი კი არაა, არამედ სინონიმი, რადგან არ არსებობს უცოდინრობა, არსებობს მხოლოდ ცოდნა და უფრო მაღალი ცოდნა.
ცოდნა კი ჰინდური გაგებით სიწმინდესთან ერთად სრულყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და მისთვის ყველაზე მეტადაა უცხო სიძულვილი და ძალადობა.
თავისთავად ცხადია, რომ ცოდნის რაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას პიროვნება, მით უფრო მოეთხოვება მას არა შემწყნარებლობა და მოთმინება (რაც თავისთავად აბსურდულია _ რატომ უნდა შევიწყნარო და მოვითმინო ის, რაც არ არის შასაწყნარებელი და მოსათმენი?!), არამედ ნამდვილი, გულითადი სიყვარული იმათ მიმართ, ვინც უფრო უმეცარია.


ვისაც ვერ ითრევს, ვეღარ ატყვევებს ავი და კარგი ამქვეყნიური,
ვისაც არა სურს და არც სძულს რამე _ მასა აქვს ცოდნა სრული, ღვთიური [გიტა 2.55]



ვის ძალუძს ეპყრას თავიც და გრძნობაც და საგნებს შორის ასე ეტაროს,
ვის ძალუძს ეხსნას ზიზღსა და ნდომას, ჰპოვებს სიმშვიდეს ის სანეტაროს. [გიტა 2.60]

`დე ნუ აუმღვრევს გონს ცოდნანაკლულს, ვინც ყოველივე ამქვეყნად იცის~...
[გიტა 2.45]

რაც უფრო წმინდაა ადამიანი, მით უფრო უყვარს თავისზე უფრო `უწმინდური~, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ `სიწმინდე საუნჯეა სიყვარულის სიჭარბით შობილი~ (რაბინდრანად თაგორი).
რაც შეეხება რელიგიური `შემწყნარებლობის~ იდეას, რომელიც `ცივილიზებული~ დასავლეთის მონაპოვრად ითვლება, ინდოეთში იგი ბევრად უფრო მაღალი ხარისხით გვხვდება, რადგან აქ ითვლება, რომ საჭიროა არა `შემწყნარებლობა~ [ანუ терпимость], რომელიც, ვივეკანანდას რომ დავესესხოთ, თავისთავად გულისხმობს ქედმაღლურ დამოკიდებულებას (ვითმენ იმას, რაც არასწორად მიმაჩნია), არამედ `მიღება~, ანუ აღიარება იმისა, რომ ნებისმიერი რელიგია `სწორია~, რადგან რაც არ უნდა ჩამორჩენილად გამოიყურებოდეს იგი უმაღლესი მწვერვალებიდან, ვიღაცისთვის ის შესაძლოა მისი არსებობის კონკრეტულ ეტაპზე განვითარების ერთადერთი საშუალება და შესაძლებლობა იყოს.
მაგრამ დასავლეთისთვის ჯერაც უცხო და გაუგებარია აბსოლუტური თავისუფლებისა და მთლიანობის ამგვარი ფილოსოფია. რელიგიურობისა და თავისუფლების ასეთი ერთობა. რწმენაში დასავლეთი შეუწყნარებელი იყო თავისუფლების მიმართ, თავისუფლებაში კი რწმენას ვერ ჰგუობს. ღმერთის არსებობა მისთვის მიწიერი სიცოცხლის უარყოფას ნიშნავს, `ადამიანური~ ბუნების განთავისუფლება კი ღმერთის არარსებობას. დასავლეთმა ვერ იპოვა აქედან გამოსავალი.

სიცოცხლე იმიტომ გაჩნდა, რომ თავისი თავი გამოხატოს. ინდურად რომ ვთქვათ, `გამოუვლენელი რომ გამოვლინდეს~. ნებისმიერი ფორმით. ქალამანა იქნება ეს თუ ადამიანი. მაგრამ ადამიანი თავისთავად იმდენად მრავალმხრივია, რომ თვითონვე უშლის ხელს თავისთავში სიცოცლის სხვადასხვანაირ გამოვლინებას. ხომ ფაქტია, რომ ის ზოგჯერ `ბუნების გვირგვინია~, ზოგჯერ კი ქალამანაზე უარესიც კი. ზოგჯერ ექვთიმე თაყაიშვილია, ზოგჯერ კი – სტალინი... ერთხელ ერთმა ინდოელმა მითხრა, ვიცი, საიდანაც ხარ, სტალინის ქვეყნიდანო. ჰო, სამწუხაროდ ასეა მეთქი, ამოვიოხრე. ასე ნუ ამბობ, ისიც ხომ შენა ხარო, მისაყვედურა. სწორედ მაშინ მივხვდი ერთ საოცარ რამეს – იმას, რომ უხსოვარ დროს დაწერილი წმინდა წერილები ცოცხალია:

`აქვე დასძლია წუთისოფელი, ვინც ერთობას ჭვრეტს, აღუშფოთველი~...

~ვისთვის ერთია ნაცნობ-უცნობი, მოძმე, მოძულე, მტერი, მოყვარე
ვინც არ განარჩევს წმინდანს და ცოდვლს, ის არის ქველი და კაცთმოყვარე...~

ან:


`ყოველ არსში რომ ერთ არსებას ჭვრეტს, შეუცვლელსა და მარადის მყოფელს,
მხოლოდ ისაა ცოდნა ღვთიური – გაყოფილში რომ ჭვრეტს განუყოფელს.~


ოდნავ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ იმ უხსოვარი დროის ბრძენები სტალინსა და მის მიმდევრებსაც კი კარგად იცნობდნენ:


`ხოლო ის ცოდნა, ერთი სულდგმული ყოვლისმომცველი რომ ეგონება,
შეზღუდულად და უჭეშმარიტოდ, უგუნურებად მოიგონება.~

მართალია ეს სტრიქონები მაშინ იწერებოდა, როცა ადამიანი `ჯერ კიდევ ბნელი იყო~, მაგრამ მათ ავტორებს დარვინი და ფროიდიც გავლილი ჰქონდათ და თავისი გამოქვაბულებიდან მათი გამაფეტიშებელი კაცობრიობის შეზღუდულობას და ამ შეზღუდულობის დამღუპველობასაც კარგად ხედავდნენ:

`ამბობს: ქვეყანა არაფერზე დგას, სულ ტყუილია სიმართლე, ღმერთი,
რასაც დათესავ, იმას არ იმკი, მაცოცხლებელი ვნებაა ერთი.

თავსაც იღუპავს ამ აზრზე მდგარი, უმეცარი და ჭკუანაკლები
და ქვეყანასაც მტრად ეკიდება, უკეთურობით მისი ამკლები.

მინებებია სურვილებს უძღებს, ათრობს ლაქუცი, რიხი, დიდება,
მისდევს, მიჰყვება უწმინდურ მიზნებს და სიბნელეში ბნელს ეჭიდება.

ფიქრობს: ამქვეყნად სხვას არ აქვს ფასი, მხოლოდ ვნებაა, მხოლოდ განცხრომა
და თავზე იტეხს იმდენ სატანჯველს, სიკვდილს თუ ძალუძს მათი დაცხრომა.~

მაგრამ როგორც გითხარით, ჰინდუიზმში არ არსებობს არასწორი აზრი. არსებობს მხოლოდ შეზღუდული და უფრო ნაკლებად შეზღუდული წარმოდგენები. თავისთავად ყველა მსოფლხედველობა `სწორია~, რადგან მისი მეშვეობით სიცოცხლე გამოხატავს თავის თავს, სიცოცხლე კი უნდა გამოიხატოს, რადგან ეს არის სამყაროს ერთადერთი მიზანი. მაგრამ მთელი სინამდვილე გამოუხატველია, სიცოცხლე კი ფორმითაა შეზღუდული და არ შეუძლია ერთბაშად გამოიხატოს. ამიტომ ხან სიბრძნეში ვლინდება, ხან კი სისულელეში, ხან გაიძვერობაში და ხან კეთილშობილებაში. ზოგს კი გონია, რომ სექსი სიცოცხლის ნიშანია, თავის შეკავება კი არა, ან პირიქით...

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მატერიალურ სამყაროში არაფერია აბსოლუტური, ადამიანთა საზოგადოებაც ვერასოდეს ურჩებოდა და ვერც გადაურჩება შეზღუდულობას. როცა ეგოიზმი, სიხარბე და სისასტიკე ითვლება `პროგრესად~, მაშინ სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა მცირდება და იჩაგრება, მაგრამ პირიქითაც ხდება: როცა საზოგადოება მორალურ პრინციპებზე დგას, ადამიანის `მდაბალი~ ბუნება ვერ პოულობს დიდ გასაქანს. საქმე მხოლოდ ისაა, თუ რას ირჩევს ესა თუ ის ეპოქა, რაში მეტს ხედავს კარგს...


ადამიანის შეზღუდულობა ყველაზე მეტად იმაში ვლინდება ხოლმე, რომ არ შეუძლია თავისი შეზღუდულობა საყოველთაო ჭეშმარიტებად არ წარმოიდგინოს. ჭეშმარიტება კი ისეთი რამეა, რომ მის `მფლობელს~ წამსვე უჩნდება სურვილი ცეცხლითა და მახვილით, ან კინოს, ტელევიზიისა და სხვა პროპაგანდისტული მანქანების საშუალებით მაინც ყველგან ავრცელოს იგი, რათა მოსპოს ქვეყნად ყოველივე `არაჭეშმარიტი~, `მცდარი~...

აღმოსავლეთის მთელი სიდიადე იმაშია, რომ იქ პრაქტიკულად (და არა თეორიულად) თანაარსებობს `ადამიანური~ და `ღვთაებრივი~. აქ ვეხვდებით რელიგიურობას, რომელიც არავითარ საქმიანობას არ კიცხავს; რომელსაც ძალუძს ყველაზე ცოდვილ ადგილებში შეაღწიოს, ადამიანს მხარში ამოუდგეს და ყოველგვარი დიდაქტიკის გარეშე მხოლოდ მისთვის შესაძლო კონკრეტული გამოსავალი მოაძებნინოს. აქ ჯერ კიდევ არსებობს დაუნაწევრებელი, მთლიანი მსოფლაღქმა, ღმერთზე ორიენტირებული იერარქიული სისტემები და ამავე დროს თავისუფალი (შინაგანად და არა `უფლებებით და თავისუფლებებით~ თავისუფალი) ადამიანი, ხელ-ფეხ გახსნილი სიცოცხლე, მის ყოველნაირ გამოვლინებაში. აქ ცოდნაც ყველაზე ღრმაა და თავისუფლებაც ყველაზე უფრო შეუზღუდავი...

ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ საყოველთაო თავისუფლების, ყოვლის `მიღებისა~ და ძალადობის გამორიცხვის კონცეფცია აღმოსავლურ სისტემებში გაკვრით კი არა არის ნახსენები, არამედ მრავალმხრივაა დამუშავებული და ცენტრალური ადგილი უკავია. ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ აქ სიცოცხლე და ადამიანის ფანტაზია ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე სადმე სხვაგან, რადგან ეს ის სამყაროა, რომელშიც ათასობით წელი მშვიდობიანად თანაარსებობს ათასობით რელიგური მიმდინარეობა და სადაც რელიგიური დევნა ისევე წარმოუდგენელი რამ არის, როგორც თბილისში ჩრდილოეთის ციალი;

ალბათ დამეთანხმებით, რომ იქ, სადაც ასეთი მსოფლხედველობა კანონიკურია, შეუძლებელია აწამონ შუშანიკი, ჯვარს აცვან ქრისტე, ცეცხლზე დაწვან ჯორდანო ბრუნო ან `მოკლან~ ღმერთი, რადგან ღმერთი, რომელიც არაფერში გზღუდავს, არ გადანაშაულებს და მხოლოდ უსასრულოდ ელის, როდის გაიღვიძებს შენში ღვთაებრივი ცოდნა და სიყვარული, სიკვდილს არ იმსახურებს.

Sunday, January 11, 2009

სექსუალური რევოლუციის ისტორია

ავტორი: ერეკლე გრიგოლია

(სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ ფლეიბოიში)

Make love, not war!

უკვე 1921 წელს ბერლინში ჩატარდა სექსუალური რეფორმების პირველი კონგრესი, ხოლო 1928-ში კოპენჰაგენში დაფუძნდა სექსუალურ რეფორმათა მსოფლიო ლიგა.

რაიხის აზრით, ადამიანი ვერასდროს განვითარდება ჰარმონიულად და ვერ იქნება ბედნიერი, თუ არ გათავისუფლდება სექსუალური შეზღუდვებისგან, რომლებსაც მას უწესებენ სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, ეკლესია და ა.შ.

„დაკავდით სიყვარულით და არა ომით!’’

ნევროზებს, აგრესიასა და ყველანაირ უბედურებას სექსი და სექსუალური თავისუფლება კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მისი ჩახშობა და დეფიციტი.


ერეკლე გრიგოლია

სექსუალური რევოლუცია

.

"რევოლუციას ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს...”

ჯვარი, ხრუშჩოვი, `შლაქსები”...

ისე, არ გიკვირს მკითხველო, ყველა რევოლუციამ ჩვენზე რომ გადაიარა, რაღა ამ სექსუალურმა რევოლუციამ აგვიქცია გვერდი ქართველებს? ეგრეა, როგორც ჩანს სამყარო სრულყოფილი არ არის! თუმცა ისიც საკითხავია, იქნებ იმიტომაც დატრიალდა ჩვენს თავზე წისქვილის ქვა ამდენჯერ, იმიტომაც გამოვიარეთ ამდენი სიგიჟე და დავიდარაბა, რომ სწორედ სექსუალური რევოლუცია და მისი მადლი აგვცდა? ისე, რა ლამაზად და მიმზიდველად ჟღერს არა? სექსუალური რევოლუცია! სამწუხაროდ, ასეთი რამ საქართველოში ვერ დაიბადებოდა. რას იზამ, ყველაფრის სამშობლო ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით. მოკლედ, სექსუალური რევოლუცია, ჩემზე კარგად იცით ალბათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში მოხდა. ცხადია, როგორც ყველა რევოლუცია, ისიც „ჩაგრულ მასებში~ დაგროვილი ენერგიის ამოხეთქვის შედეგი იყო. ვინ ჩაგრავდაო, იკითხავთ. ვინ და, როგორც რევოლუციის ბევრი მებაირახტრე ამტკიცებს, ქრისტიანობა და მისი წარმომშობი იუდაისტური მორალი თითქმის მთელი 2000 წლის მანძილზე. მგონი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ჩახშობილი სურვილები დაგროვდეს, ადუღებული წყალივით ქვაბის სახურავს მიაწვეს და ბოლოს ერთიანად ამოხეთქოს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ქრისტიანობისთვის სექსუალური აქტი (თუ იგი გამრავლებას არ ემსახურება) დიდი ცოდვაა. თუმცა, ბავშვსაც რომ `აკეთებ~, მაშინაც კი მამაზეციერის სახელით მოლაპარაკთა მორალი უამრავ შეზღუდვას გიწესებს _ აკრძალულია კონტაქტი მარხვებისა და მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესასწაულების დროს, ცოდვად ითვლება ყოველგვარი ეროტიკული ტექნიკა და ფანტაზიები, ანუ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ტრადიციული, ,,მისიონერული’’ პოზიდან (მამაკაცი ზემოდან) ოდნავი გადახვევაც. მოკლედ, ამათი შიშით შენს გემოზე მეუღლესაც კი ვერ მიკარებიხარ ადამიანი. საკმარისი არ იყო, რომ 60-იანი წლების შტატებსა და ევროპაში „ჩაგრულებს“ ქვა აეღოთ ხელში?

რატომ მაინცდამაინც ქრისტიანობაო, იკითხავთ. არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება _ მაშინ, როდესაც „კამა-სუტრა’’ და ძველი ჩინური ტრაქტატები ეძღვნება „სარეცლის ხელოვნებას’’ („ფან ჩჟუნ’’), როდესაც ისინი დაწვრილებით აგვიღწერენ, თუ როგორ უნდა მივიღოთ მაქსიმალური ეროტიკული სიამოვნება, ქრისტიანობა მეთოდურად კლავდა და კლავს ადამიანში ამ სიამოვნების ნებისმიერ გამოხატულებას. სხვათა შორის, ქრისტიანული ეკლესიის ,,მამები’’, რომლებიც იმთავითვე ებრძოდნენ ყველანაირ ,,მიწიერ“ სიამოვნებას, ყველაზე მეტად მაინც სექსს ერჩოდნენ და აი, რატომ: სექსუალური იმპულსი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი პრაქტიკულად უძლურია, უარი თქვას მასზე. ამიტომ, თუ ის ამ იმპულსს სიბინძურედ ჩათვლის და მის გამო თავს დამნაშავედ იგრძნობს, მას მუდმივად ექნება ცოდვილობის განცდა და მონანიების სურვილი. ეკლესიას კი სწორედ ასეთი, არასრულფასოვნებისა და დანაშაულის კომპლექსით შეპყრობილი მრევლი სჭირდება, რომელიც ბრმად დაემორჩილება ,,მამაოთა’’ ნებისმიერ ინსტრუქციას. თანაც, როგორც ,,ბოროტი ენები’’ ამბობენ, მონანიება ნებისმიერი ეკლესიის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია. თუმცა საქმე მარტო ფინანსებში როდია. საუკუნეებია, რაც ბუნებრივ მოთხოვნილებათა ცოდვად გამოცხადებით და ამ გზით ადამიანების დაზომბებით ქრისტიანული ეკლესიები დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებასაც ფლობენ. ფაქტიურად, უფლის სახელით ჩვენთვის მორალის კითხვა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებაა. ამ ,,დიად“ მიზნებს ეკლესიები მშვენივრად აღწევენ, ხოლო ზარალდება ადამიანი, რომელსაც დაპირებულ და მეტად ბუნდოვან ,,მარადიულ ცხონებაზე’’ ოცნება რეალური ჯანმრთელობის ფასად უჯდება _ მეოცე საუკუნეში მეცნიერებამ უკვე ეჭვმიუტანლად დაადგინა, რომ სექსის ჩახშობა სერიოზულ ფსიქიკურ და სექსუალურ გადახრებს იწვევს...

„ზეცის უთვალავ ქმნილებათა შორის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, - ვკითხულობთ ერთ-ერთ ჩინურ ტრაქტატში - ხოლო იმათში, რაც ადამიანს ნეტარებას ანიჭებს, ვერაფერი შეედრება ინტიმურ სიახლოვეს... ვინც ამის ჭეშმარიტ არსს ჩაწვდება, იგი ენერგიით აღივსება და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს, ხოლო ვინც ამას ვერ მოახერხებს, საკუთარ თავს დააზიანებს და ნაადრევად გარდაიცვლება’’.

უძველესი ინდური რწმენის მიხედვით, სექსუალური სურვილი იყო პირველადი ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო. ერთ-ერთი ასეთი ტრაქტატი ადამიანს, რომელიც უმაღლეს სულიერ სიბრძნეს ეუფლება, ადარებს ქმარს, რომელსაც საყვარელი მეუღლე ეალერსება. ჩინეთსა და ინდოეთში დამუშავებული იყო დახვეწილი სექსუალურ-ეროტიკული ტექნიკა, რომელიც რელიგიური კულტის დონემდე იყო აყვანილი. „კამა-სუტრას’’ შემდგენელი ვატსიაიანა 84 სხვადასხვა სექსუალურ პოზას (უფრო სწორად “პოზიციას”) აღწერს; მოგვიანებით ამ ტრაქტატის კომენტატორებმა ეს რაოდენობა 729-მდე აიყვანეს.

ცხადია, სექსუალური რევოლუცია ინდოეთსა და ჩინეთში ვერ მოხდებოდა, იქ უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო. არ დამიწყოთ ახლა იმის მტკიცება, რომ საქართველოშიც ამის გამო არ მოხდა მსგავსი რამ. ხომ იცით, რომ ჩვენ ქრისტიანობის ნაწილი ვართ. ამავე დროს, 60-იანი წლების საქართველოში სექსზე ხმა რომ ამოგვეღო, ხრუშჩოვი ციმბირს უკან მოგვატოვებინებდა და ჩვენც ვიცდიდით, ვიცდიდით, ვიცდიდით... მაქსიმალური, რაც იმ დროს შევძელით, წელზე შემოტკეცილი “შლაქსებიანი” ჯინსების და მინი „იუბკების“ ჩაცმა იყო.

როგორ იწრთობოდა ფოლადი

დასავლეთის მე-20 საუკუნის 60-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას საფუძველი სხვადასხვა მეცნიერებმა, ხელოვანებმა და უბრალოდ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებმა ჩაუყარეს. პირველ ყოვლისა, ეს იყო ზიგმუნდ ფროიდი. ცხადია, ფროიდი 60-იან წლებში არ წერდა, მაგრამ გასული საუკუნის დასაწყიში მისმა ტიტანურმა შრომამ შედეგი სწორედ 60-იანებში გამოიღო. ფროიდის თეორიის მიხედვით, სქესობრივი ლტოლვა (რომელსაც მან „ლიბიდო’’ უწოდა), ადამიანის ფსიქიკური (და, საერთოდ, ყველა სახის) ენერგიის მთავარი წყარო და მამოძრავებელი ძალაა. ფროიდის რევოლუციური ნაშრომები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო. ნელ-ნელა ადამიანებმა დაიწყეს შინაგანი ძალის გამონახვა, რომ ხმა აემაღლებინათ და ეთქვათ _ ,,გვინდა! თავისუფლება გვინდა! თავისუფლება გვინდა ლოგინში! თავისუფლება გვინდა გარეთ და, ასევე, თავისუფლება გვინდა ჩვენი სურვილების გამოხატვაში!“ უკვე 1921 წელს ბერლინში ჩატარდა სექსუალური რეფორმების პირველი კონგრესი, ხოლო 1928-ში კოპენჰაგენში დაფუძნდა სექსუალურ რეფორმათა მსოფლიო ლიგა. ამ მოძრაობამ წამოაყენა მთელი რიგი პროგრესული მოთხოვნები: პოლიტიკური, ეკონომიკური და სექსუალური თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის, ქორწინებისა და განქორწინების გათავისუფლება ეკლესიის ზეგავლენისგან, გაუთხოვარი დედებისა და „უკანონო“ ბავშვების უფლებების დაცვა და, რაც მთავარია, სექსუალური განათლების დანერგვა ფართო მასებში! აფსუს, სად იყო მაშინ `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”?! ხომ ქვას ქვაზე არ დატოვებდა კოპენჰაგენში! 30-იანი წლების შუაში მიმდინარე დრამატული პროცესების გამო (მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რიგ ქვეყნებში ფაშისტური დიქტატურის დამყარება და სხვა), მოძრაობამ „სექსუალური რეფორმებისთვის’’ მეორე პლანზე გადაიწია და მალევე ჩაკვდა. ამავე წლებში ფართოდ გავრცელდა ფროიდის ერთ-ერთი გამორჩეული მიმდევრის, დიდი ავსტრიელი მეცნიერის, ვილჰელმ რაიხის (1897-1957) სქესის თეორია. რაიხი თვლიდა, რომ სექსუალობის ჩახშობა, სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ყველანაირად ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას, რომ არარეალიზებული სექსუალური ენერგია არსად არ ქრება, ის უბრალოდ სხვაგან პოულობს კალაპოტს, შედეგად კი ვღებულობთ სხვადასხვა ტიპის (არა მხოლოდ სექსუალურ) ფსიქიკურ გადახრებს, ნევროზებს, აგრესიას, ომებსა და დიქტატურებს (მან სწორედ ამ კუთხით შეისწავლა ფაშიზმის გამომწვევი მიზეზები). რაიხის აზრით, ადამიანი ვერასდროს განვითარდება ჰარმონიულად და ვერ იქნება ბედნიერი, თუ არ გათავისუფლდება სექსუალური შეზღუდვებისგან, რომლებსაც მას სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, ეკლესია და ა.შ. უწესებენ. რაიხმა დააარსა სექსუალური ჰიგიენის კლინიკები, სადაც სექსუალური გათავისუფლების საშუალებით მასობრივად, და წარმატებითაც, ნევროზებს მკურნალობდა. რაიხის თეორია და მეთოდები იმდენად რადიკალური იყო, რომ კოლეგებმაც კი მას სექსუალური რევოლუციის პროპაგანდაში დასდეს ბრალი., 1934 წელს იგი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან გარიცხეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მას არა მხოლოდ ნაცისტურ გერმანიასა და ავსტრიაში, არამედ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშიც აღარ დაედგომებოდა, რის შედეგადაც ის საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.

მისმა თანამედროვეებმა დიდად არ დააფასეს რაიხი. მაგრამ ,,ამ განწირულ სულისკვეთებას ცუდად მაინც არ ჩაუვლია’’ _ მეცნიერის იდეებმა სექსუალობის შესახებ დიდი ზეგავლენა მოახდინა ინტელექტუალებსა და ზოგად კულტურაზე. ადამიანები, რომლებმაც 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუცია წამოიწყეს, იზიარებდნენ რაიხის პოზიციას იმის შესახებ, თუ რამდენად მავნედ მოქმედებს ადამიანზე სექსუალობის ჩახშობა. ბევრი მათგანი, ვინც პირველი დადგა ამ რევოლუციის ბარიკადებზე, სწორედ მისი აზრებით იყო შთაგონებული.

30-იანი წლების ბოლოს, ამერიკელმა ბიოლოგმა, ალფრედ კინზიმ (1894-1956) დაიწყო გამოკვლევა, რომელმაც ადამიანის სექსუალობის შესახებ წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა. ფროიდისგან განსხვავებით კინზიმ უკვე უზარმაზარი სტატისტიკური მასალა შეაგროვა, რომლის ეჭვქვეშ დაყენება თვით გამოცდილ დემაგოგებსაც კი გაუჭირდათ. მან და მისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს სოციოლოგიური კვლევა, რომელშიც 19,000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ უზარმაზარი შრომის შედეგები აისახა ორ ტომში _ „მამაკაცის სექსუალური ქცევა’’ (1948) და „ქალის სექსუალური ქცევა’’ (1953). ამ გამოკვლევამ სექსუალური ქცევის ისეთი მომენტები გამოამჟღავნა, რომელთა არსებობაზეც, არსებული კონსერვატული მორალისა და რელიგიური მრწამსის ფონზე, მანამდე არავინ ეჭვობდა (მაგალითად ის, რომ პრაქტიკულად ყველა მამაკაცი ეწეოდა მასტურბაციას). რაც მთავარია, მან ძალიან სარწმუნო და სტატისტიკურად გამართული ფაქტებით დაასაბუთა, თუ როგორ განსხვავდებოდა ამერიკელების სექსუალური ქცევა მათ მიერვე მიღებული ნორმებისაგან. კინზის ნაშრომმა ქალების სექსუალობის შესახებ ასევე აჩვენა, რომ ქალები, თურმე, უკაცრავად პასუხია და იმაზე ბევრად მეტად იყვნენ დაინტერესებულები სექსუალური სიამოვნების მიღებით, ვიდრე ეს მეცნიერთა უმეტესობას ეგონა. ნაშრომმა ასევე დაანგრია სხვა მითებიც ქალების სექსუალობის შესახებ, მაგალითად ის, რომ თითქოს ქალებისათვის ორგაზმის მიღწევა რთული იყო. ამ გამოკვლევამ სექსოლოგიაში ჭეშმარიტი გადატრიალება მოახდინა და მომავალ სექსუალურ რევოლუციას კიდევ ერთი სტიმული მისცა.

კინზის კვლევას თავიდანვე გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა საზოგადოების კონსერვატული ნაწილის მხრიდან, რომლის პოზიციებიც იმ დროინდელ შტატებში ძალიან ძლიერი იყო. მას ყველანაირად ხელს უშლიდნენ, აიძულებდნენ შეეწყვიტა საქმიანობა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იგი ლამის ამერიკელი ხალხის მტრად გამოაცხადეს. „ინსტიტუტის კვლევა-ძიება ანტიმეცნიერულია, მისი დასკვნები შეურაცხყოფს მოსახლეობას, ამ კვლევის გაგრძელება შეასუსტებს ამერიკულ მორალს და ხელს შეუწყობს კომუნისტურ გადატრიალებას’’ _ ვკითხულობთ ანტიამერიკული საქმიანობის შემსწავლელი კომიტეტის დადგენილებაში (როგორ მაგონებს ეს ყველაფერი დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც მზადაა ოფიციალური, პურიტანული მორალისაგან განსხვავებული ნებისმიერი პოზიცია სამშობლოს ღალატად გამოაცხადოს). ცხადია, კინზი ყოველივე ამას მტკივნეულად განიცდიდა, საქმიანობას კი აგრძელებდა. 1956 წელს იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კინზის ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა სექსუალური ქცევის მასობრივ შესწავლას. 50-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა უილიამ მასტერსმა და ვირჯინია ჯონსონმა ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს გამოკვლევების სერია ადამიანის სექსუალური რეაქციის შესახებ. ეს კვლევა აქარწყლებდა მთელ რიგ მცდარ მოსაზრებებს, მაგალითად იმას, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცის ორგაზმის ანალოგიური და მისი გამოვლინებაა. მათ მამაკაცის სექსუალობა დაახასიათეს როგორც მოკლევადიანი და ერთჯერადი რამ, მაშინ როდესაც ქალებს შეეძლოთ ორგაზმის ხანგრძლივად შენარჩუნება და, რიგ შემთხვევებში, მრავალჯერადი განცდაც კი. ეს უკვე ბოლო „კოზირი“ იყო ჩახშობილი საზოგადოებისთვის და, როგორც იტყვიან, ჯინი ბოთლიდან ამოვარდა!

ეს მეამბოხე ადამის ნეკნი, ანუ ქალიც ადამიანია!

60-იან წლებში თავისუფალი სექსი თავისუფლების ისეთივე ატრიბუტი ხდება, როგორიც ჯინსები და როკ-ენ-როლი. დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ამ დროს ეგრეთწოდებული „სტუდენტური ამბოხი’’ მიმდინარეობს. ახალგაზრდათა პროტესტში ოფიციალური მორალის წინააღმდეგ დიდი როლი ითამაშა ჰერბერტ მარკუზეს წიგნმა „ეროსი და ცივილიზაცია. ფროიდის მოძღვრების ფილოსოფიური გამოკვლევა“, რომელსაც დასავლური სექსუალური რევოლუციის მაუწყებლად და დამაჩქარებლად მიიჩნევენ. ეს რევოლუცია 1968 წლის ჰიპების მოძრაობისა და სტუდენტური ამბოხის ნაწილი იყო. ამ პერიოდისთვის ქალების სექსუალობისა და სექსუალობის გამოხატვის თავისუფლების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქალთა საზოგადოებრივმა მოძრაობებმა, ამის საფუძველი კი XX საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში ქალების მნიშვნელოვნად ამაღლებულმა როლმა შექმნა. საქმე ის არის, რომ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, მამაკაცთა დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურების ან ხეიბრობის გამო ქალების დიდ რაოდენობას დასაქმება მოუწია; ქალი ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდა, ამან კი მნიშვნელოვან დადებით შედეგებამდე მიგვიყვანა. მაგალითად, ქალებს მიეცათ შესაძლებლობა თავად გადაეწყვიტათ საკუთარი ბედი. აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ოჯახის შექმნა იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი იყო. ეს მოსაზრებები კიდევ უფრო გაძლიერდა XX საუკუნის ორი მთავარი ტენდენციით _ დემოკრატიზაციითა და პიროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვით. თქვენც კარგად იცით, რომ დემოკრატია სიტყვა-სიტყვით „ხალხის ძალაუფლებას’’ ნიშნავს და ეფუძნება რწმენას, რომ საზოგადოების ყველა წევრი თანასწორუფლებიანია, მაშასადამე, ქალებიცა და მამაკაცებიც თანასწორნი არიან. შედეგად, 60-იან წლებში ყალიბდება და შემდგომ მთელს დასავლეთში ვრცელდება მოძრაობა ქალთა ემანსიპაციისათვის.

1963 წელს გამოვიდა ბეტი ფრიდანის წიგნი „ქალური იდუმალება”. `უსასრულო ნეტარების ნაცვლად, სექსი ამერიკაში სრულიად უსიხარულო იძულებად გარდაიქმნება’’ _ წერდა იგი. შეიქმნა „ეროვნული ორგანიზაცია ქალებისათვის“. ჯერ კიდევ ფრიდანის წიგნის გამოსვლამდე ქალების მზარდი ეკონომიკური დამოუკიდებლობა სტიმული აღმოჩნდა სექსუალური დამოუკიდებლობისთვისაც. 1962 წელს ჟურნალ `კოსმოპოლიტანის~ დამაარსებელმა, ელენ გერლი ბრაუნმა დაწერა წიგნი „სექსი და მარტოხელა გოგონა’’, სადაც გააკრიტიკა ორმაგი სექსუალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ქალები გათხოვებამდე ქალწულები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო მამაკაცებს კი ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. ეს წიგნი გაუთხოვარი ქალის სექსუალური თავგადასავლების მანიფესტი იყო.

სოციალურ გარემოში ცვლილებებმა სულ უფრო და უფრო მეტი სექსუალური შესაძლებლობები წარმოქმნა. რაც მანამდე აკრძალული ხილი იყო, ახლა ყოველდღიურად შესაძლებელი გახდა. ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს კრიზისი დაემუქრა. იმის გამო, რომ ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალები წარუმატებელ ოჯახურ კავშირებს აღარ ებღაუჭებოდნენ, ოჯახების დიდი რაოდენობა დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. თითქმის წარსულს ჩაბარდა ქალი, რომელსაც ამქვეყნად მხოლოდ `ჭადის გამოცხობა” ევალება. სულ უფრო პოპულარული ხდებოდა იდეა `სექსი სიამოვნებისთვის და არა მხოლოდ შთამომავლობისთვის~. ამან და ასევე შობადობის კონტროლისთვის ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გაჩენამ საზოგადოებაში ტრადიციული ოჯახის გავლენა შეასუსტა. ზემოთხსენებული ორმაგი სტანდარტების შერყევამ ქალებს სექსუალური რეალიზაციის ფართო არჩევანი მისცა. რა თქმა უნდა, შენარჩუნდა ტრადიციული ოჯახებიც. ქართული ანეკდოტი მახსენდება, სადაც ღალატში გამოჭერილი ქმარი ცოლს იქით ეხვეწება, მოიფიქრე, ქალო, რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო. ვინც ქართველი ქალივით ,,მოსაზრებული’’ აღმოჩნდა, იმან ტრადიციული ოჯახი შეინარჩუნა, ნაკლებად ,,საზრიანებმა’’ კი სექსუალური ურთიერთობების ახალი ფორმები ჩამოაყალიბეს: `დაუკანონებელი” თანაცხოვრება, ე.წ. `სვინგერობა” ანუ სექსუალური პარტნიორების გაცვლა-გამოცვლა, ჯგუფური სექსი და ა.შ.

როგორც რევოლუციათა უმეტესობას, სექსუალურ რევოლუციასაც დაუძინებელი მტრები გამოუჩნდნენ. კონტრ-რევოლუციონერებს სათავეში რელიგიური რეაქციონერები ედგათ. მათი უმთავრესი მიზანი სექსუალური რევოლუციის შეჩერება იყო. ფლობდნენ რა საკმაო გავლენას საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში, ისინი ირჩევდნენ პოლიტიკურ წარმომადგენლებს, ქმნიდნენ მათთვის ხელსაყრელ კანონმდებლობას, ცდილობდნენ დაფინანსება შეეწყვიტათ სექსუალურად პროგრესული პროგრამებისთვის და ასე შემდეგ. ბრძოლა სექსუალურ ლიბერალებსა და რელიგიურ კონსერვატორებს შორის ახლაც გრძელდება.

ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთება, ანუ Mაკე Lოვე, ნოტ ჭარ!

1960-იან წლებში ფართოდ გაიშალა ჰიპების მოძრაობა _ ახალგაზრდული ამბოხი გაბატონებული კონსერვატორული მორალის, მოსაწყენი, ერთფეროვანი ყოველდღიურობის წინააღმდეგ. ამ ახალგაზრდებზე დიდი გავლენა მოახდინეს 50-იანი წლების „ბითნიკმა’’ მწერლებმა და პოეტებმა (ჯეკ კერუაკმა, ალენ გინზბერგმა, უილიამ ბეროუზმა და სხვებმა) და აღმოსავლელმა გურუებმა, მათ შორის ინდოელმა ოშო რაჯნეშმა. (,,სექსს ისე სასტიკად გმობენ, რომ ჩვენ მისგან სიამოვნებას ვეღარც კი ვიღებთ” _ ამბობდა ის.)
„ბითნიკები“ იმ დროისთვის უჩვეულო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მათი „საავტორო უფლება“ სექსუალური თავისუფლების პროპაგანდა იყო. ისინი თავიანთ ნაწარმოებებში ოფიციალური და პურიტანული მორალის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. რაჯნეშის მოძღვრების მიხედვით კი ადამიანის შინაგან გათავისუფლებასა და ბედნიერებაში მთავარ როლს სექსი ასრულებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ პორნოგრაფია სწორედ მღვდელთმთავრების მიერ თავსმოხვეული ჩახშობისა და აკრძალვების შედეგად იშვა. მისი ცნობილი ტერმინია „მედიტაციური სექსი“, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ევრო-ამერიკულ კულტურაში გამეფებული სექსის კონცეფციისაგან. რაჯნეში თვლიდა, რომ დასავლეთში ადგილი აქვს „მექანიკურსა და ,,ნევროტულ“ სექსს, რომელიც მხოლოდ სწრაფ და ბევრ ეაკულაციაზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც სექსი უნდა გულისხმობდეს უბრალო ფიზიოლოგიური სიამოვნებიდან სულიერი სრულყოფისკენ გადასვლას, რაც უძველესი აღმოსავლური მეთოდიკით, ეაკულაციის გარეშეცაა შესაძლებელი (სად სექსი და სად სულიერი სრულყოფა? _ იკითხავს აღშფოთებული `მორალური~ მკითხველი და სულ ტყუილადაც აღშფოთდება, რადგანაც აღმოსავლური რელიგიური კულტურა, ქრისტიანობისგან განსხვავებით, ადამიანის სულიერსა და ფიზიკურ საწყისს ერთმანეთისგან არ განაცალკევებს და მათ ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენებად არ აღიქვამს. აქედან გამომდინარე მისთვის მთავარი სულიერი და ხორციელი საწყისების ჰარმონიული შერწყმააა, რომლის დროსაც ყოველგვარ ხორციელი საქმიანობა სულიერი სრულყოფის საშუალებად იქცევა...). ინდოეთში, ქალაქ პუნაში დღესაც არსებობს ოშოსა და მისი მიმდევრების მიერ დაარსებული კომუნა, სადაც ადამიანები მეტად ,,უცნაურად’’ ცხოვრობენ, სხვადასხვა (მათ შორის სექსუალური) ტექნიკისა და მედიტაციის მეშვეობით სტერეოტიპებისგან, ნერვოზებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან თავისუფლდებიან და უფრო ჰარმონიულ ყოფას ეზიარებიან. აქ არავის უკვირს წყვილი, რომელიც მთელი დღე `მედიტაციურ~ ჩახუტებაშია, მაგრამ საქმე სექსამდე არ მიდის (აქ კი გაიხარე, `მორალურო~ მკითხველო!) ან ადამიანი, რომელიც უცებ `ურცხვად” იწყებს ყვირილს და ამით უარყოფითი ემოციისგან იცლება.

„ბითნიკებისა“ და აღმოსავლურ მოძღვრებებს ნაზიარები ჰიპების ყველაზე ცნობილი ლოზუნგი იყო „დაკავდით სიყვარულით და არა ომით!’’ (Mაკე Lოვე, ნოტ ჭარ). ეს ახალი ეპოქის, „სიყვარულის ეპოქის’’ დადგომას მოასწავებდა. ჰიპები არ ცნობდნენ საზოგადოებას, არ აღიარებდნენ სახელმწიფოსა და ფულის ძალაუფლებას. ჰიპების „თავისუფალი სიყვარულის’’ კონცეფცია იმას გულისხმობდა, რომ ადამიანს შეუძლია სექსით დაკავდეს იმასთან, ვისთანაც უნდა (თუნდაც არა მხოლოდ ერთ ადამიანთან), სადაც უნდა, როდესაც უნდა და როგორც უნდა (აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ ერთობლივი სურვილით ხდებოდა, რადგანაც ჰიპები კატეგორიულად უარყოფდნენ ყოველგვარ ძალადობას). ჰიპები განერიდნენ ცივილიზაციას, უარი თქვეს მშობლების ქონებაზე (ხშირ შემთხვევაში დიდ კაპიტალზეც) და კომუნებში გაერთიანდნენ, სადაც თავიანთი შეხედულებების მიხედვით ცხოვრობდნენ, ანუ ვისთანაც უნდოდათ, სადაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ. 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტ კომუნაში 750 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
ჰიპების საყვარელი გამონათქვამი იყო `თუკი გსიამოვნებს, გააკეთე!”
,,თუ არ შეგიძლია იყო მის გვერდით, ვინც გიყვარს, შეიყვარე ის, ვინც ახლაა შენს გვერდით” _ ამბობდა სტივენ სტილსი, პოპულარული გიტარისტი და მომღერალი.
,,ჩვენმა საზოგადოებამ კონტროლი დაგვიწესა უმთავრეს ფასეულობაზე _ ჩვენს გრძნობებზე. ის დასცინის პრიმიტიულ კულტურებს და ამაყობს ბუნებრივი ინსტინქტებისა და სურვილების ჩახშობით” _ ეს კი ჯიმ მორისონია, ლეგენდარული როკ-ჯგუფის, `თჰე Dოორს”-ის ლიდერი და იმდროინდელი ახალგაზრდობის კერპი.
“Aლლ ყოუ ნეედ ის ლოვე” _ მღეროდა ჯონ ლენონი და შესაბამისადაც ცხოვრობდა. საზოგადოებისთვის სერიოზული შოკი იყო ახალგაზრდობის ამ კიდევ ერთი კერპისა და მისი მეუღლის, იოკო ონოს შიშველი ფოტოები და ცნობილი აქცია `ინტერვიუ საწოლში”.
ეს გამონათქვამები კარგად ახასიათებს იმ ადამიანების სულისკვეთებას, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს სექსუალურ რევოლუციასა და მანამდე გაბატონებული პურიტანული მორალის მსხვრევაში.

პირველი შესწორება _ რევოლუციის მფარველი ანგელოზი

თუ სექსუალურ რევოლუციას ფროიდისა და რაიხის თეორიები, ალფრედ კინზისა და მასტერ-ჯონსონის გამოკვლევები დაედო საფუძვლად, მის ნაკვერჩხალზე ნავთი ნამდვილად დაასხა პორნოგრაფებისა და ხელოვანების ბრძოლამ სექსუალური გამოხატვის უფლებების დასაცავად. მათი მოთხოვნების ამოსავალი წერტილი ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იყო („კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც.... შეზღუდავს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას....“). კონსერვატორებსა და მორალისტებს, რა თქმა უნდა, მიაჩნდათ, რომ შიშველი სხეულისა და სექსის დემონსტრირება უხამსობას წარმოადგენს. ამ ბრძოლამ 60-70-იან წლებში ძირეულად შეცვალა სიტყვა `უხამსობის~ შინაარსი. ურიცხვმა „შეტაკებებმა“ სასამართლო დარბაზებში გადაინაცვლა და საბოლოოდ დაადგინეს, რომ: „ყველა იდეა, თუნდაც საზოგადოებრივ აზრთან მკვეთრად დაპირისპირებული, სრულად არის დაცული ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორების მიერ’’. ამან უკვე შესაძლებლობა მისცა სექსს შეუზღუდავად შეჭრილიყო მხატვრულ ლიტერატურაში, სცენასა და კინემატოგრაფში.

ყველაფერი 50-იან წლებში, ჟურნალ „ფლეიბოით“ დაიწყო. მართალია ეს მსუბუქი ეროტიკული შინაარსის ჟურნალი იყო, მაგრამ როგორც პირველმა მერცხალმა, საზოგადოების გარკვეული ფენებისა და პოლიტიკური წრეების აღშფოთება მაინც გამოიწვია. სექსის შეუზღუდავად გამოხატვის უფლებამ კი სექსუალური რევოლუცია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. საინტერესოა, რომ დღემდე, საშინელი კონკურენციის მიუხედავად, `ფლეიბოიმ” თავისი მსუბუქი ეროტიკული მიმართულება არ დაკარგა და პორნოგრაფიაში არ გადაიზარდა.

60-იანებში უკვე გამოდის ასევე ეროტიკული “ფენთჰაუზი”, 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანის დასაწყისში კი ფართო ეკრანზე და ჟურნალებში უკვე პორნოგრაფია იჭრება. გამოდის პორნოგრაფიული ფილმები: შვედური „მაინტერესებს“ (I ამ ცურიოუს) და ამერიკული „ღრმა ხახა“ (Dეეპ ტჰროატ). 70-იანებში (და ახლაც) მორალისტთა შოკს იწვევს მართლაცდა მძაფრი შინაარსის პორნო-ჟურნალი `ჰასლერი” და მის დამაარსებელს, ლარი ფლინტს, სექსუალური რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად, სასამართლოში გამოცხადება ხშირად ინვალიდის ეტლით უხდება (მისი საქმიანობით აღშფოთებული აგრესიული პურიტანის ტყვიამ იგი სამუდამოდ დაახეიბრა).
ცალკე აღსანიშნავია ქართული ,,ფლეიბოის’’ ისტორია. ყველას გვახსოვს, თუ რა ამბავი დაატეხა თავს პირველ ნომერში გაშიშვლებულ მშვენიერ ქართველ გოგონებს უაღრესად `მაღალზნეობრივმა~’ ქართულმა საზოგადოებამ. კი გამიკვირდა, 21-ე საუკუნეში, ამ გაგანია ინტერნეტის ეპოქაში, შიშველმა ქალმა ასე რატომ განარისხათ-მეთქი, მაგრამ სულ მალე ,,გენიალური’’ არგუმენტი მოვისმინე _ თურმე ქართველი ქალი არ უნდა გაშიშვლდეს! სხვები კი ბატონო, ზოგადად შიშველი ქალი იქნებ კიდეც მოგვწონს, მაგრამ ქართველი ქალის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოში ფუსფუსი და შვილების გაზრდაა! სიამოვნება და სექსი რა მისი საქმეა! ჩვენთან ხომ ქართველი ქალის კულტია, ის წმინდაა, ჰოდა სექსს როგორ ვაკადრებთ. ისე, ჩვენში დარჩეს და თუ ასეთი უწმინდურებაა ეს ამბავი, საკუთარი შვილების დედებს როგორღა ვთავაზობთ ხოლმე?... სულ დამავიწყდა, ეს ხომ ისევ და ისევ ჩვენი ,,მამაოების’’ დიდსულოვანი ნებართვით, მათ მიერვე დადგენილ დღეებში, გვარის გაგრძელებისთვისა და რაც მთავარია, ყოველგვარი ვნებისა და სიამოვნების გარეშე უნდა მოხდეს. სექსი და ორგაზმი ვნებისა და სიამოვნების გარეშე (როგორ მოგწონთ?). მოკლედ _ ,,სექსი მართლმადიდებლურად’’.

როდემდე?

სექსუალური რევოლუციის შედეგია ის, რომ დღეს სექსი, სექსუალობა და მისი დემონსტრირება დანაშაულად და სირცხვილად აღარ ითვლება. თანამედროვე ქალიც ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე თუნდაც 40-50 წლის წინ. ადამიანები ნელ-ნელა იმ ყოვლად ,,ამორალურ’’ აზრსაც კი შეეჩვივნენ, რომ ნევროზებს, აგრესიასა და ყველანაირ უბედურებას სექსი და სექსუალური თავისუფლება კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მისი ჩახშობა და დეფიციტი. უბრალო სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სექსს კი არ ებრძვიან, არამედ მისით ხარობენ, გაცილებით ნაკლები აგრესიაა ადამიანებს შორის, ვიდრე საქართველოსნაირ ,,ღვთისმოშიშ’’ ქვეყანაში, სადაც ყველა, ვისაც არ ეზარება, განსაკუთრებით ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, უფლის სახელით მორალისტობს და უმანკოებისკენ მოგვიწოდებს. ხოლო, თუ რამდენად ,,ქრისტიანები’’ ვართ სინამდვილეში, ეს სწორედ ამ ბოლო ოციოდე წელმა გვიჩვენა, ასეთი ,,ენთუზიაზმით’’ რომ დავერიეთ ერთმანეთს. აქედან მარტივი დასკვნის გაკეთება შეიძლება _ ,,ღვთის საქმეს“ _ ადამიანის გაკეთილშობილებას, მორალზე გაუთავებელი ლაპარაკი კი არ სჭირდება, არამედ ღმერთის მიერ ნაბოძები სექსის დანიშნულებისამებრ გამოყენება. სწორედ ამ იდეას რომ გადააყოლეს საწყალი რაიხი, რა უთქვამს ამისთანა?
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, ვინც, ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ,,არ მჯერაო’’, გაიძახის და თავისუფლებისაკენ გამავალ კარში იმის გატარებაც არ უნდა, ვისაც სჯერა. ჰოდა მკითხველო, „პირველ სიტყვასა ზედა რომ მოვიდე“, ყველა რევოლუციამ ჩვენზე რომ გადაიარა, რაღა ამ სექსუალურმა რევოლუციამ აგვიქცია გვერდი ქართველებს, ანდა როდემდე არ გვეღირსება, ხომ არ იცი?
პოლიტიკაზე ვსაუბრობდით.
– ბოლო მაინც კეთილია! – დავასკვენით ოპტიმისტურად.
ჰო, ბოლო კეთილია, მაგრამ ეს ბოლოც რომ არ ჩანს... :)

Wednesday, January 7, 2009

ანეკდოტები

_ აფრასიონას ბიჭს შენი გოგოს ხელის თხოვნა უნდა, _ ეუბნება გურული გურულს.
_ რავა, თავისი ხელი არა აქვს თუ...
_ აქვს, მარა დეეღალა...

_ ექიმო, მგონი სმენა მიქვეითდება.
_ ხომ ვერ ამიღწერთ სიმპტომებს?
_ რა თქმა უნდა _ ჰომერი მსუქანი და ყვითელია, მარჯს კი დიდი თმა აქვს...

_ ცოლს უნდა გავშორდე, _ შესჩივლა მეგობარმა მეგობარს, _ სამი თვეა ხმა არ გაუცია.
_ გირჩევ დაფიქრდე, _ მიუგო მეგობარმა, _ სადღა ნახავ ასეთ ქალს!

ქალს და მის საყვარელს პირობითი ნიშნები აქვთ შემუშავებული: თუ ქმარი სახლშია, ქალი მასთან მოსულ საყვარელს ეუბნება, სამრეცხაო დაკეტილიაო, ხოლო თუ ქმარი სახლში არ არის _ სამრეცხაო ღიააო...
ერთAდღესაც ქალს რამოდენიმეჯერ მოუწევს საყვარლის უარით გასტუმრება, საღამოს კი, ქმარი რომ წავა, აივნიდან საყვარელს დაინახავს და ეძახის:
_ ამოდი, ამოდი, ღიაა სამრეცხაო!
_ გმადლობთ, არ მინდა, ხელით გავრეცხე... _ პასუხობს საყვარელი.

_ რატომაა, რომ ქალების უმეტესობა საკუთარ გარეგნობაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე?
_ იმიტომ, რომ მამაკაცების უმრავლესობა დებილია, ხოლო ბრმები ცოტანი არიან.

სასარგებლო რჩევა:
თუკი ოქროს თევზს ტაფაზე დავაგდებთ, სურვილთა რიცხვი ორმოცდაათამდე გაიზრდება.

ისეთი მუსუსი იყო, არცერთ კაბას არ უშვებდა ხელიდან. ვითომ რა მოხდა ისეთი, მაგრამ ეს ყველაფერი შოტლანდიაში ხდებოდა...

რეკლამიდან:
_ გახსოვთ ჩვენმა ახალმა საშუალებამ როგორ ადვილად გაწმინდა ძველი მონეტა? ძნელი დასაჯერებელია, არა? ვკითხოთ მათ, ვისთვისაც ადვილია...
_ უკვე სამი წელია დაკავებული ვარ `ტრი-დე~ ანიმაციით...

_ ჩემი მამა ბოქსიორია! და მამაშენს ცემს!
_ მე მამა არა მყავს, მაგრამ ბიძაჩემი ჰომოსექსუალისტია. იცი მამაშენს რას უზამს?!

_ დედა, მე დებილი ვარ?
_ დებილო, მე მამა ვარ.

გოგონა თავის ოთახში იხდის. გაიხადა კაბა, ლიფი, ტრუსიკი. სარკის წინ ჩამოჯდა და საკუთარი თავის თვალიერება დაიწყო. მარცხენა გვერდი შეითვალიერა, მერე მარჯვენა... ხელი ჩამოისვა თეძოებზე, ძუძუები აიწია... მოტრიალდა და რას ხედავს. ღია ფანჯარაში სამშენებლო კალათა მოჩანს, კალათაში კი `შტუკატურშიკი~ დგას.
გოგონა მოულოდნელობისგან იბნევა და გაოგნებული შესცქერის `შტუკატურშიკს~.
`შტუკატურშიკი~:
_ რას მომჩერებიხარ, შტუკატურშიკი არ გინახავს?!

ბათუმის პლაჟზე დელფინმა დამსვენებელი სიკვდილს გადაარჩინა _ ძალიან თხოვა, არ ეყიდა ჩიბურეკი.

ქალური მეგობრობა:
ცოლი ღამით სახლში არ მოვიდა, დილით კი ქმარს უთხრა, რომ დაქალთან დარჩა. ქმარმა ცოლის 10 საუკეთესო დაქალს ჩამოურეკა. ყველამ თქვა, რომ ცოლი მასთან არ ყოფილა.
კაცური მეგობრობა:
ქმარი ღამით სახლში არ მოვიდა, დილით კი ცოლს უთხრა, რომ მეგობართან დარჩა. ცოლმა ჩამოურეკა ქმრის 10 საუკეთესო მეგობარს. ხუთმა უთხრა, რომ ქმარი ღამე მართლაც მასთან დარჩა, დანარჩენმა ხუთმა კი _ რომ ახლაც მასთან იყო და ეძინა.

_ როგორ უნდა ვიცნოთ ნეფე სოფლის ქორწილში?
_ ყველაზე ძვირიანი სპორტული კოსტუმით.

კაცი პარკის გავლით სახლში ბრუნდებოდა. უცებ ჩრდილში ქალის სილუეტი დალანდა. `ოცი დოლარი~ _ უთხრა ქალმა. კაცს აქამდე ქუჩის ქალთან საქმე არ დაეჭირა, მაგრამ 20 დოლარი ძალიან იაფად ეჩვენა და ჩათვალა, რომ ასეთი ვარიანტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ტყეში შევიდნენ და ის იყო, საქმეს უნდა შედგომოდნენ, რომ მოულოდნელად სინათლის სვეტი დაეცათ და გაანათა.
_ ეი, რას აკეთებ მანდ? _ შეუღრინა კაცს პოლიციელმა.
_ ჩემს საკუთარ მეუღლეს ვეალერსები, _ მიუგო კაცმა შეუვალი ტონით.
_ ოჰ, უკაცრავად, არ ვიცოდი.
_ არც მე ვიცოდი, სანამ სახეში არ შეანათე...

ადგილობრივი სპირტიანი სასმელების ფაბრიკა გაფრთხილებთ: `მოწევა, მოწევა და მხოლოდ მოწევაა საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის!~

სახლში მოვდივარ და მამაჩემი მეუბნება:
_ მოწიე?
_ არა, ვიდექი იქ, სადაც ეწეოდნენ.
_ ჰო, გეტყობა, რომ იდექი იქ, სადაც ეწეოდნენ, იჯექი იქ, სადაც სვამდნენ და იწექი იქ, სადაც ტყ...ობდნენ...

Monday, January 5, 2009

საახალწლო ანეკდოტები

_ ბავშვებო, იცით, თოვლის ბაბუა ძუნწი ყოფილა!
_ საიდან მოიტანე?
_ საიდან და იმის მაგივრად, რომ თავისი საჩუქრები მოეტანა, დედაჩემი რომ კარადაში თოჯინას ინახავდა, ის იპოვა და ნაძვის ხის ქვეშ დადო!

ახალი წლის ღამე დედა ცდილობს, პავშვი დასაძინებლად წასვლაზე დაითანხმოს.
_ შეხედე, აი უკვე ტელევიზორში დეიდებიც იხდიან...

ხვდებიან თანამშრომლები. არკვევენ, ვინ როგორ შეხვდა ახალ წელს.
_ ანჟელინა, შენ როგორ შეხვდი ახალ წელს?
_ როგორც ყოველთვის _ საწოლში.
_ და ბევრი ხალხი იყო?

სამშობიაროს პალატაში შედის ექიმი. ირკვევა, რომ პალატაში მყოფი ათივე ერთ დღეს აჩენს _ პირველ ოქტომბერს. ექიმი გაოგნებულია.
_ იცით, ექიმო, _ უხსნის ერთ-ერთი _ ჩვენ ყველანი თანამშრომლები ვართ და ერთად შევხვდით ახალ წელს...

პირველ იანვარს კაცი ეკითხება პოლიციელს:
_ როგორ მივიდე სადგურამდე?
_ პირდაპირ იარეთ.
_ ეჰ, ესეიგი ვერ მივალ...


`თოვლის ბაბუა! მხოლოდ ერთს გთხოვ, გამომიგზავნე იმ გოგოების სია, რომლებიც წელს ცუდად იქცეოდნენ!..~

ლონდონი... ნისლი.... ერთ-ერთ კაფეში ორი შუახნის ჯენტლმენი ზის. `ახალი წელი მოდის. კარგია ახალი წელი...~ ამბობს ერთი. `სექსი უკეთესია....~ პასუხობს მეორე. პირველი: `ახალი წელი უფრო ხშირადაა...~

და აი, დადგა ახალი წელი! ახლაუკვე ყველა მამაკაცს შეუძლია, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაიკეთოს სახის კანის გამაჯანსაღებელი ნიღაბი `სალათი `ოლივიე~.

_ გინდა საახალწლოდ საფულეს გაჩუქებ, ან ფულის დამჭერს?
_ ფულის დამჭერი უკვე მაქვს _ გაიცანი, ჩემი ცოლი ჟუჟუნა...

ებრაელი თოვლის ბაბუა: _ გამარჯობათ, ბავშვებო! აბა საჩუქრები იყიდეთ...

სატელეფონო გამოკითხვამ, ჩატარებულმა 1 იანვარს, დილით, შემდეგი შედეგები გამოავლინა: გამოკითხულთა 2 პროცენტს გაუჭირდა დადებითი პასუხის გაცემა, 3 პროცენტს გაუჭირდა უარყოფითი პასუხის გაცემა, დანარჩენ 95 პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

მთელი ქვეყანა, გათანგული ახალი წლის უმძიმესი დღესასწაულით, 11 იანვარს სიხარულით გავიდა სამუშაოზე...

მაღაზის გამყიდვლის დაკვირვება 1 იანვარს: _ დილით არავინ შემოსულა. მერე კი შემოლაგდნენ და შემოლაგდნენ _ წერილიანი ბავშვები...

_ წინა ახალ წელს ჩვენს სახლში საკვამურიდან ისევ ჩამოძვრა თოვლის ბაბუა. ზუსტად ამ დროს მამაჩემი მოულოდნელად მივლინებიდან დაბრუნდა. იმ წელს მთელი ტომარა საჩუქრები შემხვდა _ ერთი ყუთი შოკოლადი, სამი ბოთლი შამპანური და ერთი კოლოფიც რაღაც უცნაური საჰაერო ბუშტები.

_ როგორ გაატარე ახალი წელი?
_ როგორც საჩუქარმა.
_ ეგ როგორ?
_ მთელი ღამე ნაძვის ხის ქვეშ ვეგდე.

ფოსტაში წერილი მოვიდა. აწერია: `თოვლის ბაბუას!~ გახსნეს და კითხულობენ: _ თოვლის ბაბუა! გწერს მიშიკო. მე სოფელში ვცხოვრობ, მთაში. აქ ცივა. გარეთ თოვს. ახალი წელია, მეკი გარეთ ვერ გავდივარ _ არც თბილი პალტო მაქვს, არც თბილი ქუდი, არც ხელთათმანები და არც ჩექმები. თოვლის ბაბუა, გამომიგზავნე რა გეთაყვა თბილი პალტო, ხელთათმანები, ქუდი და ჩექმები!
ფოსტის თანამშრომლებს თვალები აუცრემლდათ. შეაგროვეს, ვისაც რა შეეძლო, მაგრამ ჩექმებზე აღარ ეყოთ. გადაწყვიტეს უჩექმებოთ გაეგზავნათ.
გადის ხანი. ისევ მოდის წერილი წარწერით `თოვლის ბაბუას~:
_ თოვლის ბაბუა, საჩუქრისთვის დიდი მადლობა! მაგრამ ჩექმებმა ჩემამდე ვერ მოაღწია, ეტყობა ფოსტაში ამოიღეს...


პატარა ბიჭმა მიწერა სანტას:
_ სანტა, გამომიგზავნე რა ძამიკო!
სანტამ ბიჭს მოწერა პასუხი:
_ ბიჭიკო, გამომიგზავნე რა დედაშენი...

_ შვილო მოგეწონა ჩემი ნაჩუქარი სათამაშო ციკლოპი?
_ როგორ არა მამიკო, თვალი ვერ მოვწყვიტე...

ორი მსახიობი ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუობით ფულს შოულობს. ერთი თხოვს მეორეს:
_ მომისმინე, ჩემთანა შეიარე რა, მიულოცე.
_ შენ თვითონ რატომ არ შეივლი?
_ მე ძალიან ძვირს ვიღებ.

ახალი წლის სუფრაზე დალევა აუცილებელია, რადგენ ეს იწვევს სისხლძარღვებისა და სამეგობრო წრის დროებით გაფართოებას.

ნამდვილი მარტოობაა, როცა ახალ წელს მხოლოდ პრეზიდენტი გილოცავს ტელევიზორიდან...
პ.ს. წელს `ნამდვილი მარტოობა~ არცერთ ქართველს არ ემუქრება...

პოლიტიკური ხუმრობებთან დაკავშირებული სირთულე ის არის, რომ მათ ზოგჯერ ირჩევენ ხოლმე...

თუკი პირველი იანვრის დილას რაღაც გაურკვეველი სინდისის ქენჯნა გტანჯავთ, ესე იგი დღესასწაული შედგა!

თერთმეტს რომ ხუთი აკლდა, პარიკმახერს კლიენტი დაუჯდა. თავ-ყბა რომ მთლიანად გაუქაფა, კლიენტი მიხვდა, რომ პარიკმახერს ახალი წლის აღნიშნვა უკვე დაეწყო.
_ თქვენ მთვრალი ხართ! მეშინია, შემთხვევით ყელი არ გამომჭრათ...
_ ნუ გეშინია! შენ მარტო მაჩვენე, ნიკაპი სადა გაქვს...

_ ვინ იქნები საახალწლს მასკარადზე?
_ შრეკი.
_ ნიღაბი იყიდე?
_ ჯერ არა, შენ ვინ იქნები?
_ მზეთუნახავი.
_ ნიღაბი იყიდე?

_ ალო, შეიძლება თოვლის ბაბუა შეგიკვეთოთ?
_ რა თქმა უნდა. თოვლის ბაბუის და `სნეგუროჩკის~ ფასი 30$, თოვლის ბაბუის გარეშე _ 200$...

თუ გრძნობთ, რომ თქვენი პასპორტის სურათს ემსგავსებით, ესეიგი დასვენება გჭირდებათ...

Sunday, January 4, 2009

ქართული სუფრის ”რომაული” არდადეგები

(ჟურნალ ფლეიბოიდან)

გიორგი მეტრეველი

არ იქნება უხერხული, თუ ვიტყვით, რომ ”რომაელებივით” ქეიფს, ანუ ბოლომდე, დაცემამდე ქეიფს ქართველები იმდენად შევეჩვიეთ, ხშირად უხერხულ მდგომარეობასაც ისევე კარგად ვეგუებით, როგორც ყოველდღიურ საქმიანობას. საერთოდ იანვარი (და მეტისმეტად რტულ შემთხვევებში თებერვალიც) მძიმე თვეა, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ქალაქი ღვინისა და ქართული შეჭამანდების ”სურნელებით” ივსება, ქუჩებში კი არა ერთხელ წააწყდებით ”სუფრული” მხატვრობის ნამდვილ შედევრებს... პირდაპირ ასფალტზე, თანაც მთელი ”მენიუთი” და ფერთა გრადაციებით. ეს ჩვენი ”მთვრალი ჭირი” მაინც ისეთი ”ვაია”, რომელიც სხვის ”უის” მართლაც გვირჩევნია... მოკლედ ჩვენების ”სუფრული” სირცხვილები ბოლომდე უნდა ავიტანოთ, შემდეგ გავიტანოთ (ოღონდ სასურველია არა ფეხებით წინ, არამედ მხრებზე გადაკიდებული და ისიც ტაქსამდე). მოკლედ, ამ რჩევებს მათ მივუძღვნი, ვინც სუფრაზე ერთიდაიგივე სადღეგრძელოს ფაზაშია შესული და ვერაფერ ახალს ვეღარ იგონებს. ასეთი ბევრი მინახავს, გინდ სუფრის დასაწყისში, გინდ ქეიფის შუა ფაზაში და გინდ სუფრის ბოლოს (ან სუფრის ქვეშ). მაშ ასე, თქვენს წინაშეა ქართული სუფრის ”რომაული” არდადეგები და რჩევები, თუ როგორ დავაღწიოთ თავი უხერხულ სიტუაციებს:

1) პირველ ვარიანტში მთავარი ორიენტირია ცა. თუ თავს ზემოთ ცა ნაცრისფერი რუხი ღრუბლებით არის გადაჭედილი, ესე იგი საცაა დილა გათენდება. თუ თქვენს თავს ზემოთ ასფალტია, ესე იგი ცა აშკარად სულ სხვა მხარესაა. თუ ”ცა” გადათეთრდა - უკვე ”მოვედით”. თუ კაფელისაა, გამოსაფხიზლებელში ხართ. თუ იგივე ”ცა” ერთი ხელის გაწვდენაზეა და თანაც ხისაა, ეს ცუდი ნიშანია.

2) გულდასმით შეისწავლეთ მთვარის ფაზები. რჩევის ეს ნაწილი მიხეილ ცაგარელისა და სხვა ვარსკვლავთმრიცხველების ფანებს გაუადვილდებათ, და მაინც, ზედმეტი ცოდნა მეტ შანსს მოგცემთ, სიტუაციაში სწრაფად გამოერკვიოთ. თუ მთვარე და ვარსკვლავები ქუჩის დროშებზეა გამოსახული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უცხო ქვეყანაში ხართ. თუ დროშებზე შენობებია გამოსახული, საელჩოს ტერიტორიაზე ხართ. თუ მთვარე ცაზეა გამოკიდული, მაგრამ ორია, უეჭველი ან სხვა პლანეტაზე ხართ, ან უნდა სასწრაფოდ გამოიძინოთ, ძილის შემდეგ ყველაფერი გაგივლით.

3) მიაყურადეთ და მოუსმინეთ ხმაურსა და ფაჩუნს. თუ გარშემო მობილურები წკავწკავებენ, ესე იგი თქვენს ირგვლივ დიდი ცივილიზებული ქალაქია, ხოლო თუ ადამიანები, უეჭველი ჩინეთში ხართ ან იაპონიაში, ან ვიეტნამში ან კორეაში. გამყიდველებისა და ვაჭრების თვალის ჭრილის ზომის მიხედვით შეგიძლიათ სახლამდე მანძილიც დაადგინოთ. ასევე წარბების მიხედვითაც. მათ ფულის რომელიმე კუპიურა უჩვენეთ, დანარჩენი ადვილია: რაც უფრო მაღლა აიწევს წარბი და დაიმანჭება სიფათი, მით უფრო შორია სამშობლო.

4) გამოარკვიეთ დრო. თუ ადამიანებს თეთრი ყელსახვევები უკეთიათ, ისმის სიგნალები და შეძახილები ”მიშა ჩაიფსი”, ესე იგი სადღაც შორიახლოს ოპოზიციის კუტოკი ბირჟაობს, მიკროფონთან კი ისევ გაჩეჩილაძეა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოსთქვით ”არ მეშინია”, თეტრი ”პლატოკი” მოიცვით ყელზე და უმალ ფეხზე წამოგაყენებენ და შეიძლება მოშიმშილეთა კარავში გამოძინება და დანაყრებაც მოახერხოთ _ ეს ”ეროვნული მნიშვნელობის” საქციელიც იქნება და ”გმირობაც”. თუ თქვენს უკან სადმე ჯოჯრ ბუშის პლაკატი მოსჩანს, ჩქეფენ შადრევნები და თავს ევროპელად გრძნობთ, ესე იგი ჯერ ისევ ”მიშა მაგარიას” ეპოქაა, ხოლო თუ პალანკინებზე შესკუპებული ”მეფე” აუარება ყმა-მონებითა და სამღვდელოებით გარშემორტყმული ჩაგიქროლებთ, ესე იგი ოპოზიციამ გაიმარჯვა და პრეზიდენტობა გაუქმდა. ”მეფის” წინაშე ქედის მოხრა არ დაგავიწყდეთ.

5) თუ არ გსურთ ღამე ექსტრემალურ პირობებში გაათენოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ დიდი კოცონი გააჩაღეთ. შედეგი არ დააყოვნებს.

6) ბუნების ნობათით ტკბობა იქ შეგიძლიათ, სადაც გლეხები მჟავე მწნილს ყიდიან. დაგემოვნება მათთან ”გრეხი” არ არის. ესეც თქვენი ”ზაკუსკა”.

8) თუ ლიფტს ელოდებით, ხოლო ლიფტზე 40 კაცია გადმოკიდებული, ესე იგი სასწრაფოდ უნდა გადახვიდეთ რელსებიდან, თქვენსკენ ტრამვაი მოექანება.

9) დაიმახსოვრეთ, გველები თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში გესხმიან, თუ მათ სოროს ჩიჩქნით. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ მიწის ქვეშ აღმოჩნდით და აშკარად გესმით შიშინი - ეს მეტროა.

10) და ბოლოს, ასეთ მდგომარეობაში რომ აღარ აღმოჩნდეთ, დასალევს ”ზაკუსკა” მიაყოლეთ, ეს დედა არღნიანი. ვიდრე სხვის ”დღეგრძელობასა” და ჯანმრთელობას დალოცავთ, ჯერ საკუთარ დღეგრძელობაზეც იფიქრეთ...ზოგჯერ მაინც...თუნდაც ათასში ერთხელ.