Sunday, December 13, 2009

საქართველო, საქართველო, ზიყირაყი, მუყაყი!..

ლევან რამიშვილი


სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში"



Какая радость в вас, какая любовь,
Без песень, без праздников, без ласковых слов...
ჯგუფი `ნაუტილუს პომპილუსი”

კარგი ბიჭია ეგ ლევან რამიშვილი, მაგრამ ხანდახან ისეთს გამოაგდებს, სულ ვფიქრობ ვინმეს ჯინაზე ხომ არ წერსთქო. დაუჯერებელია პირდაპირ!!!
ფორუმ.გე-დან (თემა: `ანაბეჭდი~)

მოკლედ...
ძალიან მინდა რაიმე ისეთი დავწერო _ თან `პიზდეც ინტელექტუალური~, თან მსუბუქი და დახვეწილი იუმორით შეზავებული, მაგრამ ვიცი, რომ არ გამომივა _ გარემო არ არის შესაბამისი _ რითიც არ უნდა დავიწყო წერა, ბოლოს რაღაც პრიმიტიული და ბანალური უნიჭობის აღწერით ვამთავრებ და თან გამწარებული ვამტკიცებ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, თითქოს ეს უჩემოდაც ცნობილი არ უყოს. მერე სინდისი მქენჯნის, რომ ასეთი ბანალურობებს მივედ-მოვედე. ისე საინტერესოა, საიდან მოდის ეს სიტყვა _ ქენჯნა? ან რატომაა, რომ მარტო სინდისის ქენჯნაა შესაძლებელი. რატომ არ შეიძლება, სახვა რამეც იქენჯნებოდეს, მაგალითად... სიყვარული. ცუდი იქნებოდა? მაგალითად: `ჟუჟუნასთან განშორების შემდეგ ანზორს სიყვარული ქენჯნიდა...~ ხედავთ რეებს ვბოდავ? ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ თემაზე არ გადავიდე, რაზეც მაინც მომიწევს გადასვლა...

ეს თემა, რაღა თქმა უნდა საქართველოა! ჩვენი დედა-სამშობლო... ადრე, ჯერ კიდევ ზვიადის პერიოდში, ერთმა ჩემმა ახლობელმა ასეთი ლექსი დაწერა:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

მაშინ ბევრს ვიცინოდით ამაზე, მაგრამ მხოლოდ ახლა, მრავალი წლის შემდეგ ვხვდები, რომ საქართველოზე ასეთი ნაღდი, ასეთი ღრმა და რაც მთავარია ტრაგიკული ლექსი არ დაწერილა! აბა დაუკვირდით:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

ეს პატარა, ორსტრიქონიანი ლექსი მახსენდება ყოველთვის, როცა შემთხვევით თვალი ტელევიზორზე გამიშტერდება ხოლმე... ეს ორი სტრიქონი მიქარვებს უნებურად შემოწოლილ ძრწოლვასა და დარდუბალას და საკმარისია ეს სიტყვები წარმოვთქვა:

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

და მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დგება _ ჩნდება სასიცოცხლოდ აუცილებელი დისტანცია პირადად ჩემსა და ყველაფერ იმას შორის, რაც საქართველოში ხდება, მახსენდება, რომ ამქვეყნად საქართველოზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ვწყნარდები და ადვილად ვერთვები სხვა რამეზე.

ალბათ უკვე გაგიჩნდათ რაღაც ეჭვის მაგვარი _ ეს ბიჭი რაღაც საეჭვოდ ჭიკჭიკებს, ისეთი ტონი აქვს, თითქოს ეს ქვეყანა მაგის ასაგდები იყოსო. გაურკვევლობაში რომ არ გამყოფოთ, ჩემს აზრს ამ საკითხზე პირდაპირ მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ ცოტა გავერთოთ...

საქართველოს მოსახლეობის 99%-ისგან განსხვავებით არც პარლამენტში მოხვედრას ვაპირებ და არც შესაბამისად ვინმესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მჭირდება (მოკლედ ქართული გაგებით `გიჟი~ ვარ), ამიტომ კომუნისტებისდროინდელი დაჩაგრული მწერალივით მინიშნებების კეთებას არ დავიწყებ და გვარებს პირდაპირ დავასახელებ...

გიორგი თარგამაძეს `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა ჩამოუყალიბებია...~ თუ სულ მთლად წყალწაღებული არ ხარ, მკითხველო, მიხვდებოდი, რომ ამწუთას ანეკდოტი მოვყევი. თუ ვერ მიხვდი, მაგასაც არა უშავს _ რეალობა ჰიპნოზივით მოქმედებს – რაც არ უნდა აბსურდული იყოს, ადრე თუ გვიან მაინც ეჩვევი... კაი ბატონო, უფრო გავამძაფრებ სიუჟეტს: ერთი გოგო, რომელიც მანამდე დიქტორად მუშაობდა, ტელევიზორში აცხადებს (არც მეტი, არც ნაკლები...), რომ ამ (ქრისტიანულ-დემოკრატიულ) მოძრაობაში შესვლა გუშინ ღამით გადაწყვიტა. მერე ერთი საათი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს, გარდა ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეოლოგიისა... ანუ გამოდის, რომ ერთ ღამეში ისწავლა და გაიაზრა მთელი ქრისტიანობა, მისი სოციალური ეთიკა და ისტორია... აი ღამეც ამას ქვია! ეგეც არაფერი _ დაპირებას იძლევა, რომ როცა ის იქნება პარლამენტში (და აქ მაყურებელი მწარე გამოცდილებით ხვდება, რომ ამას წინ არაფერი უდგას...), ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ არ გეცინებათ? კაი ბატონო.

გამოდის ვინმე მესამე, ახალი პარტიის თავმჯდომარის მინიმუმ მარცხენა ხელი. გამოდის ვითაარცა ნამდვილი явление христа народу და ისიც ქრისტიანულ ფასეულობებზე ბაასობს _ გვმოძღვრავს რა, მაგრამ აქ აი რა არის სასაცილო _ ამ ტიპს შორიდან ვიცნობ და ვიცი, რომ `იარი~ ათეისტია, აი ისეთი, ისე დარწმუნებით რომ გიმტკიცებს, გინდა თუ არა ღმერთი არ არისო, თითქოს მთელი მოუსავლეთი ფეხით ჰქონდეს შემოვლილი და ჭეშმარიტად ჭეშმარიტ, მართლა-მართლა მართლმადიდებლებს წამდაუწუმ ნერვებს რომ აწიწკნის... ჰოდა აი ეს კაცი გახდა `ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი... თუმცა მარტო ამათ რატომ მივდექი?

ქართველი მემარჯვენეები ამბობენ, არჩევნებში ფულს არ დავხარჯავთ, ეს უზნეობააო...
არჩევნების დროს ერთ ბლოკში გაერთიანდნენ რესპუბლიკელები და მონარქისტული იდეების მედროშეები...

პირადად არავის ვერჩი, უბრალოდ მაინტერესებს, როდის დამთავრდება მთელი ეს მასკარადი _ როდის იტყვიან ათეისტები, რომ ათეისტები არიან, ან მთელი ეს მემარჯვენე-მემარცხენე-სოციალ-ქრისტიან-დემოკრატ-კონსერვატორ-რესპუბლიკელ-ნაციონალ-მონარქისტები როდის აღიარებენ, რომ სინამდვილეში არავითარი იდეალების არ სწამთ და ყველანი მხოლოდ ნიჰილისტები არიან _ ჩვეულებრივი ნიჰილისტები და ფულზე მონადირე ჰედონისტ-სიბარიტები?
როდის იტყვის ვინმე იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს?
ძალიან ბევრი მოვითხოვე?

როგორც ჩანს, კი. იმიტომ, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან დღესაც `ახალი ძალები~ სხედან და ფიქრობენ, რა პარტია ჩამოაყალიბონ, რომ ჩვენც კარგად დაგვაბოლონ და `კაი მაყუთებიც გაჭრან~. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საქმეა ოლიგარქობის შემდეგ. ბუნებრივია, რომ ოლიგარქობას ყველა ვერ ახერხებს, ჰოდა რა ქნას ამ ხალხმაც, ჭამა ხომ უნდა (თან `კაი~ ჭამა...).

საერთოდ ჩემი აზრით ეს გამოთქმა _ `რა ქნას მაგანაც, ჭამა ხომ უნდა~ ჭეშმარიტად ქართულ-ხალხური გამოთქმაა _ ყველაზე მიღებული და პოპულარული. ჩვენ, ქართველებმა, რა თქმა უნდა ვიცით, რომ გვაბოლებენ, მაგრამ თან სადღაც თანავუგრძნობთ ჩვენს დამბოლებლებს და გვიხარია კიდეც, რომ `ვიღაცამ მაინც გაიხარა~ _ ასეთი კეთილი ბუნება გვაქვს. `შენ რა, მასე არ იზამდი?~, `თაფლიან კასრში რომ ჩავარდე, ხელს არ გაილოკავ?~ _ ეს სულ თანამედროვე ქართულ-ხალხური ფოლკლორია, დღევანდელი სიბრძნე. ამიტომ არც ხელის გალოკვის გამოცდილ პროფესიონალებს (ხელის გალოკვა ჩვენში ნამდვილ პროფესიად იქცა) აწუხებთ დიდად სინდისი _ იციან, რომ გულის სიღრმეში მათი ყველას ესმის. და ეს `გაგება~ გვაერთიანებს ჩვენ, როგორც პოპულაციას, გნებავთ როგორც ერს. თარგამაძის და სხვა ყოფილი ჟურნალისტების ასეთი უეცარი გაქრისტიანება ერთ ამბავს მაგონებს: ერთხელ `მარშუტკით~ მოვდიოდი. ეკლესიას ჩავუარეთ. ორმა კარგად მოწიფულმა ჯეელმა ისეთი უსაშველო პირჯვრისწერა ატეხა, რომ კინაღამ ზღვის ავადმყოფობა დამეწყო. მერე კი, სულ რათაც ხუთ წუთში იგივე ჯეელები ჯიბეზე `დამეჩალიჩნენ~...

ამ ჯეელებმა პირჯვარი იარაღად გამოიყენეს _ მისი მეშვეობით შეეცადნენ მიამიტი მოქალაქეების თავისებურ `დაჰიპნოზებას~, მათი ყურადღების მოდუნებას _ თავგადაკლული მორწმუნისგან ხომ ყველაზე ნაკლებად ელი `პოდლობას~... მოდით, გულზე ხელი დავიდოთ _ `სადღაც~ ხომ მათისც გვესმის... კი, ბატონო, ვიყოთ ასეთი დიდსულოვნები, მაგრამ მაშინ რატომ პატიოსანი ადამიანების არ ესმის არავის?

საქართველოში პატიოსნება სირცხვილია და ეს ყველამ კარგად იცის.

პატიოსანი კაცი ავტომატურად მარგინალია და ჭკუაზე შეშლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად ნოდარ ნათაძე. მის გამო ყველას რცხვენია _ მთელს საქართველოს. იმიტომ, რომ ამდენი ხანია პოლიტიკაშია და მის `წარმატებას~ ვერავინ ხედავს. ამდენი ხანი რომ პატიოსნად ემსახურა ქვეყანას, ეს წარმატებად არავის მიაჩნია. ან ის კაცი გავიხსენოთ, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეობაზე რომ იყრიდა კენჭს _ მთელი ქალაქი მას დასცინოდა და იცით რატომ? ყველამ იცოდა, რომ ამ პოსტზე `არავინ მიასუნინებდა~ და რაღაცნაირად გაღიზიანებულად ეცოდებოდათ, რომ მაინც ასე თავგამოდებული იბრძოდა სიმართლისთვის. ბრბოს ძულს ის, ვინც ეცოდება; ვინც უსუსური და განწირულია. ბრბოს ასეთი კაცის ყურებაც კი ნერვებს უშლის და ათასწილ ურჩევნია მის ნაცვლად ძლიერს უყუროს, თუნდაც ეს ძლიერი გაფხორილი ინდაური იყოს.
ხომ გითხარით ბანალური რაღაცეების მტკიცებას დავიწყებ-მეთქი, მაგრამ უკვე დავიწყე და რაღას ვიზამ.

პატიოსან ადამიანს ქართულ ენაზე `იდეინი~ ეწოდება და ეს ირონიული, დამცინავი აზრის შემცველი სიტყვაა...

ალბათ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი პიროვნებები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

ამ ქვეყანაში არავინ არ სცემს ადამიანს პატივს მხოლოდ იმის გამო, რომ მას თავისი აზრი აქვს, თუნდაც მას არავინ ეთანხმებოდეს.

საქართველო დაუძლეველი, ტოტალიტარული კოლექტივიზმის ქვეყანაა. ჩვენი ტრადიციები კოლექტივისტური ცნობიერების და ცხოვრების წესის ნაყოფია. ამაში ცუდი არაფერია (თავის დროზე სწორედ ასეთი ცნობიერების წყალობით გადავრჩით), მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჩვენ დავივიწყეთ ყველა ჩვენი ტრადიციის შინაარსი და დანიშნულება, ანუ დავკარგეთ ტრადიციები, მაგრამ ინერციით შემოგვრჩა მათი თანამდევი თვისება _ კოლექტივიზმი. ქართველი ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს ცხოვრებაში კოლექტივის გავლენით და მისი აზრის გათვალისწინებით დგამს. ასე ირჩევს ის პროფესიას, მეგობრებს, ასე ოჯახდება... მთელს მის ცხოვრებას კოლექტივი განსაზღვრავს. ქართველი, თუ ის განსაკუთრებული, ძალიან ძლიერი პიროვნება არ არის, ანუ საშუალო ქართველი, ფაქტიურად პეტუხია, ჩმორი, კონფორმისტი _ ბრბოს: ნათესავების, ნაცნობ-ახლობლების თუ შორებლების მონა. გარეგნულად შეიძლება ძალიანაც ძლიერი მამაკაცის, კაი დამრტყმელის და უკან არ დამხევის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სიღრმისეულად მაინც მშიშარაა, რადგან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცხოვრებაში (ყველაზე ინტიმურ საკითხებშიც კი) ბრბოს აზრის გათვალისწინებით იღებს. სხვა ქვეყნებში ასე ყველაზე ჩამოუყალიბებელი ქალწულებიც კი აღარ იქცევიან... არ იფიქროთ, ქართველი კაცის დაკნინება მინდოდეს (რატომღაც...), უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში, მეტისმეტად მაღალია კოლექტიური გონებაშეზღუდულობის კოეფიციენტი და, კოლექტივის წნეხი ინდივიდზე, ხოლო როგორც ლაო-ძი ამბობს, რაც უფრო მეტია კანონი, მით უფრო მეტია დანაშაული (ან ფარისევლობა, ლ.რ.), ჰოდა მისდა უნებურად ქართველი კაციც სხვაზე უფრო უპიროვნო და ფარისეველია.

სხვაგან არცერთ ქვეყანაში არ არსებობენ კაცები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე, სულ ცოტა თვეში ერთხელ მაინც შეუძლიათ გამოქლიავებამდე იმეორონ ერთიდაიგივე შინაარსდაკარგული სიტყვები, რომლებიც არც ლოცვებია და არც მანტრები. სადღეგრძელოებს ვგულისხმობ.

ყველა ქართველი ერთმანეთის უნიჭო ანარეკლია. ჩვეულებრივი ქართველი პიროვნება არ არის. მას მეტისმეტად ბევრი ხალხი აკონტროლებს ბავშვობიდან, მეტისმეტად ბევრ წესს ემორჩილება იმისათვის, რომ პიროვნება იყოს. შეიძლება ძალიან გამაღიზიანებლად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, თუმცა ეს სულ არ მადარდებს _ რომ მადარდებდეს, მეც ასეთი ვიქნებოდი, და რადგან არ ვარ, ვიტყვი _ ქართველი, ფაქტიურად კაცი არ არის. კაცი არის ფრანგი, რუსი, ამერიკელი, აფრიკელი, მაგადასკარელი, მაგრამ არა ქართველი. როგორ შეიძლება კაცი უწოდო იმას, ვინც მთელი ცხოვრება ყველა მამიდის და დეიდის ჭკუაზე დადის?

და ასეთი ცხოვრება იმდენად მყარადაა დაკანონებული, რომ ამას უმეტესად ვერც ამჩნევენ. და ეს ხალხი ამბობს, ევროპელები ვართო... დასავლეთი დემოკრატიით ცხოვრობს, დემოკრატია კი ინდივიდუალიზმის ტრიუმფია. თანამედროვე დასავლური კულტურა ინდივიდუალიზმის კულტურაა. ამიტომ ქართველების ყველა მცდელობა, დაემსგავსოს დასავლეთს, კარიკატურულად გამოიყურება და მხოლოდ ჰალსტუხის ტარებით შემოიფარგლება.

საქართველოს `გაცივილურების~ პროცესს მივესალმები, მაგრამ ეს პროცესი ბრმა და გაუაზრებელი იმიტაციის ფარგლებს არ სცილდება. ამიტომაა, რომ გვაქვს ათასგვარი დასავლური სახელწოდების პარტია და სინამდვილეში არც ჩვენ და არც თვით ამ პარტიების ლიდერები აზრზე არ ვართ, რა ისტორია, იდეოლოგია, ფილოსოფია, ცხოვრების წესი ან სახლმწიფო მოწყობის მოდელები აქვთ ამ პარტიებს. არადა ნამდვილად აქვთ და მათი შემქმნელები გიორგი თარგამაძის ან სხვა ქართველების მსგავსად სამზარეულოში არ ისხდნენ და არ ფიქრობდნენ, ხვალ რა გამოვაცხადო _ ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის თუ მემარჯვენე ცენტრისტთა პარტიის დაფუძნებაო...

ეს ყველაფერი აი, რას მაგონებს: ერთხელ ოკეანიის ერთ-ერთი კუნძულის ჯუნგლებში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გადადარჩენილმა მფრინავებმა სპეციალური მანიშნებლებით, რომლებსაც ავიაციაში იყენებენ, ჰაერში მყოფ მეორე თვითმფრინავის მფრინავებს აცნობეს, რომ დახმარებას საჭიროებდნენ. მეორე თვითმფრინავი მოფრინდა და სასწაულით გადარჩენილი მფრინავები წაიყვანა. გავიდა რამოდენიმე ათეული წელი, სანამ კუნძულს კიდევ რომელიმე თვითმფრინავი გადაუფრენდა. ამ თვითმფრინავის მფრინავებმა მიწაზე უცნაური ობიექტი შენიშნეს და დაეშვნენ. მათ ხელში შერჩათ ნატურალურ ზომებში გამოთლილი, უზარმაზარი ხის თვითმფრინავი. მის გარშემო კი ადგილობრივი მცხოვრებლები იდგნენ და ხისაგანვე გამოთლილი საავიაციო მანიშნებლებით საავიციო სიგნალებს იძლეოდნენ, უფრო სწორად მათ იმიტირებას ახდენდნენ. აბორიგენებმა არ იცოდნენ არაფერი თვითმფრინავის ძრავის მუშაობის პრინციპის, გრავიტაციის კანონის ან აეროდინამიკის შესახებ. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ასეთი ფორმის რაღაცას ფრენა შეეძლო და თუ იმ მოძრაობებს ზუსტად გაიმეორებდნენ, რომლებიც ოდესღაც იმ რაღაციდან გადმოსულმა უცნაურად ჩაცმულმა ადამიანებმა გააკეთეს, მოფრინდებოდა მეორე ასეთივე რაღაც და წაიყვანდა. პრინციპში არც შემცდარან _ ბოლოს ხომ მაინც მოფრინდა ის `რაღაც~, მაგრამ რამდენად იყო ეს აბორიგენების ცოდნის ან `მოღვაწეობის~ შედეგი, ან რას მიაღწიეს ამით?

ყველაფერი, რასაც ჩვენ `გაევროპელების~ მიზნით ვაკეთებთ, კარიკატურულად გამოიყურება. ჩვენი ტელევიზია ტელევიზიის კარიკატურაა, თავისი ხარისხით და თვალსაწიერით. ეს იმიტომ, რომ მათი ხელმძღვანელები `თავზე ვერ ახტებიან~ დეიდებს და მამიდებს (ხშირად სამთავრობო დეიდებს და მამიდებს). საერთოდ თითქმის ყველა ქართული პროდუქტი უხარისხოა, იმიტომ, რომ ახლობლობის მომენტი კერძო სტრუქტურებშიც კი მოქმედებს. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ კაპიტალისტური წყობის საფუძველი ჯანსაღი კონკურენციაა და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარისხს აქვს, ხარისხს კი დილეტანტი ნათესავი ვერ მოგცემს. ანუ ჩვენი კაპიტალისტურობანა მანიშნებლების უაზრო ქნევაა და მეტი არაფერი. მარტო ამაზე რომ იყოს საქმე, რა უჭირს, მაგრამ მთელი ჩვენი სახელმწიფო თავისი სასამართლო და სხვა სტრუქტურებით, ჩვენი დემოკრატია თავისი `ინსტიტუტებით, `საზოგადოებრივი~ ტელევიზიით და სხვა რამე-რუმეებით ასეთივე ხის თვითმფრინავია...

ვიცი, რომ ბევრი აღშფოთდება და იტყვის, სწორედ ამით ვართ ქართველები კარგები და გამორჩეულები, რომ ერთმანეთს მხარში ვუდგავართო, ეს არის ჩვენი ტრადიციაო და რა თქმა უნდა ყველა დაეთანხმება _ ქართველებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა არის სწორი და რა არა, არამედ ის, თუ რა არის ტრადიცია და რა _ არა. ამასთან ქართველებისთვის სხვა უძველესი ერებისგან განსხვავებით ტრადიცია არ არის რაიმე ღრმა შინაარსით სავსე. ქართველებისთვის ტრადიცია უბრალო ჩვევაა, რაღაც შეჩვეული, რისი შინაარსიც მათ არ იციან.

აბა ვინ იცის, რა არის ქართული სუფრის შინაარსი? რატომ არსებობს თამადა? რატომ გაჩნდა? ან სადღეგრძელო რატომ არსებობს? რისთვის ამბობდნენ მას ჩვენი შორეული წინაპრები? მე არცერთ სუფრაზე არ შემხვედრია და საერთოდ არ მეგულება ქართველი, რომელიც ამაზე სწორ პასუხს გამცემს.

ქართველები, სხვა ერებისგან განსხვავებით საკუთარ თავს, საკუთარ ფსიქოლოგიას და ხასიათს არ უღრმავდებიან და არ იკვლევენ. ისინი მხოლოდ თავს იქებენ ან იძაგებენ (რაც ერთიდაიგივეა). ამიტომ არც ვითარდებიან. დამისახელეთ გურამ ასათიანის შემდეგ (ანუ ბოლო 30 წლის მანძილზე) თუნდაც ერთი შემთხვევა ქართული ხასიათის კვლევისა ხელოვნებაში, ლიტერატურაში ან ჟურნალისტიკაში...

ქართველებმა საკუთარ თავს ტაბუ დაადეს. მათ საკუთარი თავისგან კერპი შექმნეს და ამ კერპზე საუბარი აკრძალულია.

საქართველო, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სრულიად მკვდარი ორგანიზმია _ გაქვავებული და უსიცოცხლო. თითქმის ყველა ქართველი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ სიცოცხლის იმიტაციას ახდენს. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი პოლიტიკა და ეს ახალი მოძრაობა. მისმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ მოძრაობისთვის, სიცოცხლისთვის, სიახლისთვის საკმარისია მხოლოდ იმის იმიტირება, რაც ადრე უკვე სხვაგან მოხდა ან ხდება.

საქართველოს არა აქვს თავისი გზა, თავისი სახე, არა აქვს განუმეორებლობა. ეს მას არც ჭირდება. ამაში ყველა ქართველია დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში სხვანაირ აზრზე მყოფი მე არავინ შემხვედრია. ორიგინალობის ნაკლებობით, საკუთარი სახის არქონით გამოწვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს კი ქართველი რვა საუკუნის წინანდელი მიღწევებით ცდილობს _ იმ ხალხის მიღწევებით, რომელიც სულ სხვა ხალხი იყო და რომელთანაც კულტურულად და მენტალურად აღარაფერი აქვს საერთო. და ასეთი საეჭვო გზით დარდგანქარვებულს აღარა აქვს სურვილი, რაიმე შექმნას, გააკეთოს _ რაიმე ისეთი, რითაც მართლა ექნება უფლება იამაყოს.
ის, რომ სამასი არაგველი გვყავდა, მართალია...
შოთა რუსთაველიც მართლა ზე-გენიალური იყო...
ის, რომ თემურ ლენგმა წელში ვერ გაგვტეხა, ესეც არ არის ტყუილი...

ყველაფერი ეს ნამდვილად იყო, მაგრამ ამით ჩვენ რა? ჩვენ რა შუაში ვართ? რითი ვამტკიცებთ ან რაში გვეტყობა, რომ იმ საუკუნეების კულტურული სიმაღლის და მუხტის მატარებლები ვართ?

მხოლოდ ის კი არ არის ამ ხალხში სავალალო, რომ მას საკუთარი წარსული მხოლოდ შირმად ადგება და სინამდვილეში არ აინტერესებს. ეგ რა არის... თავსი წარსული კი არა, ქართველებს არაფერი არ აინტერესებთ! აბსოლუტურად არაფერი! ალბათ მხოლოდ ფეხბურთში მოგების გარდა და მაინც და მაინც აქ ვერ იგებენ... არაფერი არ აინტერესებთ და არც არაფრით არ არიან დაკავებულები. ყველაფერი, რაც საინტერესოა, საქართველოს გარეთ ხდება. არ მითხრათ ახლა ეს თუნდაც ჩვენი ტელევიზიების ფონზე არ ჩანსო. მითხარით ვინმემ, რატომაა ასეთი ტოტალური სიკვდილი ირგვლივ გამეფებული? თუ ახალ ქვეყანას ვაშენებთ და ამის გვჯერა, თუ წინ მივდივართ, რატომ არაფერი გვიხარია? რატომაა ირგვლივ ყველა დაბოღმილი, დანერვოზებული, გულგატეხილი... სტალინისდროინდელ საბჭოთა კავშირშიც კი ხალხს უხაროდა ცხოვრება, იმიტომ რომ რაღაცის ჯეროდა. გაჭირვება მაშინ უფრო დიდი იყო, მაგრამ სიცოცხლეც იყო. ამით სტალინს კი არ ვაქებ, უბრალოდ მინდა გავიგო, რა ხდება. რას ვაკეთებთ ისეთ საშინელს, რომ სტალინისდროინდელზე უარეს განწყობაზე ვართ? უფულობას დავაბრალებდი, მაგრამ ფულიანებიც რომ იღრინებიან?

იქნებ ტელევიზია გვიშვება ამას, ან პოლიტიკა (თუმცა ეს ხომ ერთი და იგივეა...)? იქნებ სხვა მიზეზია რამე? ის ხალხიც კი, ვისაც თითქოს ღმერთი სწამს, ცუდ ხასიათზეა. ვერაფერი გავიგე...

იქნებ ისაა მიზეზი, რომ ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს, შეუძლებელია კარგად იყოს... დღევანდელი ქართველი ხომ იმპოტენტია. კომპლექსებით და აკრძალვებით დახუნძლული, წელშიგამწყდარი და სიცოცხლისგემოდაკარგული საცოდავი არსება, რომელიც ყველა ფალოსით გაჟიმეს _ პოლიტიკით, უფულობით, რეკლამებით, რელიგიით, დემოკრატიით, ტრადიციებით, შოუ-ბიზნესით... ყველა ტრაფარეტი ააფარეს თვალებზე, რაც კი შეიძლებოდა, ყველა ბოლით დააბოლეს.

საქართველოში საწყალ ადამიანს სიმღერებიდანაც კი საზარელი, დამანგრეველი ენერგია ურტყამს...

ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, მომწამვლელია და მომაკვდინებელი. თვითონ მას კი ძალა აღარა დარჩა, რამე მოახდინოს და რომც შეძლოს ეს რაღაც სასწაულით, მაინც არავინ დაინახავს, არავინ გააშუქებს, არავინ მოაცდენს ტელეეთერს მისთვის და არ დააკლებს არცერთ წუთს მის გასაკუზად მოწყობილ ბალ-მასკარადს... ისიც ზის დაქლიავებული და ფიქრობს, აი ფული რომ მექნება, მერე კი დაიწყება სიცოცხლე და ნეტარებაო...

ამიტომ ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველო არ გადარჩება. არც მაშინ, როცა ყველაფრით დაღლილი ბოლოს ნატომდე მიაღწევს, მის ტკბილ ძუძუებში თავს ჩარგავს და ბედნიერებისგან ატირდება და არც მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორ თამაშს მოიგებს. არ გადარჩება, იმიტომ, რომ გადარჩენა არის შემოქმედება, ნიჭი, აზროვნება, თავისუფლება, სიყვარული, სიცოცხლე და არა ახალი ტრაფარეტების ძველზე გადაკვრა, ძველი მონობის ახალზე გადაცვლა და ამ კრიტერიუმით _ შემოქმედებით, ნიჭით, აზროვნებით, თავისუფლებით, სიყვარულით, სიცოცხლით ეს ქვეყანა უკვე არ გადარჩა. ის დამარცხდა. მე მგონი ამიტომ არის ირგვლივ ყველა დეპრესიაში...

რატომღაც ძალიან გაბრაზებული ტონის წერილი გამომივიდა. ასე ხდება ყოველთვის, როცა პატარა წერილში ყველაფერი გინდა ჩაატიო. ყველაფერს მაინც ვერ ატევ, ტონალობა კი მძაფრდება. ამ ყველაფრის მერე ალბათ ბევრს ასეთი კითხვა გაუჩნდება _ რა უნდა ამ კაცს, რას გვემართლებაო? არც არაფერს. უბრალოდ მინდა, ამ სამ თუ ოთხმილიონიან ქვეყანაში ვინმემ მაინც მითხრას, ვინ ვართ, რა გვინდა ბოლოს და ბოლოს და რას ვაკეთებთ იმისთვის, რაც გვინდა, თორემ ყაყანით ყურები გამომიყრუვდა და ქვეყანა კი შეცვლით კი წლებია ვუყურებ და არაფერი იცვლება. დგას ეს ქვეყანა ასე მოჯადოებულ-გაშტერებული და აშკარად შემოლაწუნებას საჭიროებს. დგას და პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეჰყურებს პირდაღებული. ამ უწიგნური გაიძვერების იმედზე კი ჩემი მტერი იყოს. მოკლედ...

`საქართველო, საქართველო
ზიყირაყი, მუყაყი!~

მედიცინა – უძილობა

ბლოგის ავტორისგან: თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, უბრალოდ დაიკიდეთ – ღრმად და საფუძვლიანად დაიკიდეთ, ყველაფერი, რაც გაწუხებთ, და მშვენივრად დაგეძინებათ _ პირველივე ღამეს თუ არა, რამოდენიმე ხნიის შემდეგ მაინც. ოღონდ ეს _ დაკიდება როგორმე მართლა უნდა მოახერხოთ!





თუ თქვენ ამ წიგნით დაინტერესდით, ესე იგი ან დიდი ხანია, უძილობა გტანჯავთ, ან ზოგჯერ კარგად გამოძინებული ვერ იღვიძებთ-ხოლმე. ორივე შემთხვევაში იგი თქვენთვისაა, რადგან ძილის ოდნავი დარღვევაც კი უკვე ნიშნავს, რომ თქვენი ნერვიული სისტემა შერყეულია და თუ დროზე არ მიხედეთ, ან თუ თქვენი ცხოვრება მკვეთრად არ შეიცვალა უკეთესისკენ (ვთქვათ, მილიონი დოლარი არ მოიგეთ ან თქვენმა ბუღალტერმა შემთხვევით თქვენს ხელფასს რამდენიმე ნოლი არ მიუწერა), ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებით _ იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც უძილობა ეწოდება.

ეს სიტყვა თითქმის არაფერს ეუბნება იმას, ვისაც იგი არ განუცდია. ამიტომ თუ თქვენ უძლილობა გტანჯავთ, კარგად გეცოდინებათ, რომ ეს თქვენს მდგომარეობაში ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შემოდიან. მუდმივად ცუდ გუნებაზე ყოფნას, ჩივილს თუ თუ წუწუნს ისინი ან ახირებად გითვლიან, ან სიზარმაცედ, ან უბრალოდ თქვენს მძიმე ხასიათს მიაწერენ ყველაფერს. რას იზამთ, ასეა ადამიანი მოწყობილი _ რაც არ განუცდია, იმის წარმოდგენა არ შეუძლია. თუ არ გამწვანდით, თავი არ გაგეზარდათ და შუა ქეიფის დროს გული არ წაგივიდათ, ესეიგი სერიოზული არაფერი გჭირთ...

უძილობა კი რაა, უძილობა `ყველასა გვაქვს~. ეს ალბათ ბევრჯერ უთქვამთ თქვენთვის. თქვენ კი ამ დროს რამოდენიმე თვეა ან რამოდენიმე წელია, რაც ცხოვრება ნამდვილ კოშმარად გექცათ _ ღამით დაწოლის გეშინიათ, რადგან იცით, რომ მთელი ღამე ან ნახევარი ღამე მაინც ჭერში უნდა იცქიროთ და საათის წიკწიკს უსმინოთ და ამაოდ ელოდოთ, როდის ჩაგეძინებათ. შემდეგ კი ისევ უნდა გეგეღვიძოთ და მწარე ფიქრმა გაგკრათ, რომ ისევ ვერ გამოიძინებთ, რომ ერთ საათში ინათებს და რაც არ უნდა ეცადოთ, ვეღარ ჩაიძინებთ. დილით უნდა ადგეთ მოჩვარული, უენერგიო, უხალისო, მაგრამ ხალისს ვინ ჩივის _ მთელი დღე რაღაც ბუნდოვანი და უსიამოვნო შეგრძნებები გტანჯავთ _ შეგრძნებები, რომელთაც სახელიც კი არა აქვთ, რომ ვინმეს შესჩივლოთ მაინც, გტკივათ თავი, ძვლები, ან კუნთები, ფეხები გიმძიმდებათ, გაუცხოებული ხართ ყველაფრისგან _ საკუთარი თავისგანაც კი, თითქოს ყველაფერს _ გამოსახულებასაც, ხმასაც და ფიქრსაც კი ფოკუსი აკლია... იცით, რომ ვერ იმუშავებთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ვერ დაელაპარაკებით მეგობრებს და ლაღად ვერ იცინებთ, უბრალოდ ფანჯარაშიც კი ვერ გაიხედავთ და წამით სიჩუმითაც კი ვერ დატკბებით _ ამის თავი არ გაქვთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ განიცადოთ, დაღლილობა, სისუსტე, სიმძიმე, უსიამოვნო, აუტანელი შეგრნებები და ტკივილებია... და ასე მთელი დღე, მთელი კვირა, მთელი თვე, მთელი წელი? რაღაც დროის მანძილზე იმედი გაქვთ, რომ ეს ყველაფერი `თავისით გაივლის~, ეს ხომ `უძილობაა და მეტი არაფერი~, მაგრამ რაღაც მომენტში ეს იმედი უნებურად გიწყდებათ და ჩნდება შიშნარევი კითხვა: რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე? იწყებთ ახლობლებისთვის კითხვას: რა ჯობს? ზოგი ვალერიანის ძირებს გირჩევთ, ზოგი ვალერიანის აბებს, ზოგიც კი ძილის წამლებს. თუ მხოლოდ პირველი ორი რჩევა მოგცეს და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ძილის წამლების მიღებას გირჩევდათ, ან გირჩიათ, მაგრამ თქვენ მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეთ, ჩათვალეთ, რომ გადარჩით! ზუსტად ისე გადარჩით, როგორც ჯონ ტრავოლტა და . . . . გადარჩებიან ფილმში `მაკულატურა~ _ გახსოვთ ალბათ, ორი მეტრიდან რომ დაცხრილავენ, მათ უკან კარები სულ დახვრეტილი როა, ისინი კი საღ-სალამათები რომ დგანან. აი, ზუსტად ასე გადარჩით! გადარჩით ისე, როგორც დაბომბილი სახლის ნანგრევებიდან გამომძვრალი ერთადერთი იღბლიანი მოსახლე! ამიტომ გიხაროდეთ, რომ ცოცხალი ხართ! რადგან ის ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ექიმები უძილობით შეპყრობილ ადამიანებს უწერენ, ადამიანზე გათვლილი არ არის! შეიძლება რომელიმე დინოზავრს ან მითიურ დრაკონს უმტკივნეულოდ აეტანა მათი `გვერდითი~ ეფექტები, მაგრამ ადამიანს, სამწუხაროდ ამის უნარი არ გააჩნია. ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვისაც კი ერთხელ მაინც გაუსინჯავს მათი გემო. პირადად მე რამოდენიმე წლის წინ სულ რაღაც ოთხი-ხუთი დღე ვსვი `ძილის წამალი~, ????? რომელიც `კარგმა ნერვოპათოლოგმა~ დამინიშნა და ისეთი საშინელი შეგრძნებები დამეწყო, რომ იმ უძილობას, რომლის გამოც დავიწყე ამ წამლის სმა, თვალზე ცრემლმომდგარი ვნატრობდი. ამ წამალმა ისე დააზიანა ჩემი ნერვული სისტემა, რომ ორი ოთახის იქით კარზე კაკუნი მეხის გავრდნასავით მესმოდა, თანაც იმ მეხივით, ზედ თავზე რომ გეცემა. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო _ ნებისმიერი ბგერა შგ თავში მირტყამდა და მტკიოდა! და ეს რამოდენიმე თვე გაგრძელდა. ახლაც კი, წლების შემდეგ, ხანდახან მახსენებს თავს.

უძილობის დაძლევა, ალბათ მიხვდით, რომ იმ ძილის წამლის წყალობით არ მომიხერხებია. ალბათ იმასაც მიხვდებოდით, როგორ მეძინა და რა კოშმარული თვეები გამოვიარე, როცა ხმები მტკიოდა...

მარტო მე რომ დამმართნოდა ასე, ამას ერთ კერძო შემთხვევას ჩავთვლიდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძილის წამლები უძილობას არ შველის და რომ მათ საშინელი გვერდითი მოვლენები ახლავს! ეს ყველამ იცის, ვისაც ისინი გაუსინჯავს. ყველამ, ნერვოპათოლოგების გარდა. ისინი თავიანთ კაბინეტებში სხედან, თეთრ ხალათებში გამოწყობილნი, კითხულობენ ფარმაცეფტული კომპანიების მიერ გამოშვებულ ბროშურებს იმის შესახებ, თუ რა გენიალურია მათ მიერ შემუშავებული ახალი საძილე პრეპარატები და თუ ღმერთი გაგიწყრათ და მათ კაბინეტში შედგით ფეხი, აუცილებლად გამოგიწერენ! არც გაემტყუნებათ _ მათ ხომ არ იციან, რა არის უძილობა. ასეთი რამ მათ არ განუცდიათ. რომ გამოეცადათ, ხომ თვითონაც დალევდნენ ?????-ს, ხომ თვითნაც ჩაქუჩივით მოხვდებოდათ თავში და ეტკინებოდათ ბგერები, ან სხა საშინელებები დაემართებოდათ და არა მგონია ისეთი დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რომ მაინც გამოეწერათ ???-ი თქვენთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ გამოუცდიათ. `უძილობა~ მათთვის რაღაც აბსტრაქტული სიტყვაა, რომელსაც ისინი რეცეპტზე ხელის მოწერით არჩენენ, და `გვერდითი მოვლენებიც~ მათთვის ასევე აბსტრაქტული სიტყვებია, ისევე როგორც ომი და მილიონობით ადამიანის სიკვდილი იყო აბსტრაქცია, როგორც აღმოჩნდა, ჰიტლერისთვის, რომელსაც ერთხელ, ბერლინის დაბომდვის დროს, სინამდვილეში რომ ნახა დაჭრილი ჯარისკაცი, გული აერია...

სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ, უნდა გაარკვიოთ, რა არის თქვენი უძილობის გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი სტრესი ან სტრესული გარემო, ნერვოზი, დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები. თუ ეს ფსიქიკური პრობლემაა, ვთქვათ ბავშვობის ტრამვა ან რაიმე ამის მსგავსი, პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის ან ფსიქოანალიტიკოსის ჩარევის გარეშე ვერაფერს გახდებით. რაც არ უნდა ეფექტური იყოს გარეგნული ზემოქმედება, თუ შინაგანი მიზეზი, რომელიც აფორიაქებს თქვენს ნერვიულ სისტემას, არ მოიხსნა, საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მკურნალობის ბუნებრივი მთოდები (ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟები, რელაქსაცია, მედიტაცია და სხვა) დიდ შვებას მოგგვრით.

დანარჩენ შემთხვევევებში კი რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მკურნალობა ეფექტური იქნება, რადგან ერთია მიზანი _ გაღიზიანებული ნერვიული სისტემა უნდა დამშვიდდეს, რომ მშვიდი და ღრმა ძილი დაიბრუნოთ.

ამ წიგნში თქვენ ნახავთ ნერვიული სისტემის მოწესრიგების უამრავ საშუალებას, ასევე მშვიდი ძილის მიღწევისთვის აუცილებელ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ ყველაფერს წელიწადზე მეტია ვაგროვებ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. ზოგიერთი მათგანის საშუალებით დავაღწიე თავი უძილობას მე თვითონ. ამის შემდეგ კი გადავწყვიტე, რაც შეიძლება მეტი მეთოდისთვის მომეყარა თავი ერთად, რადგან პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ არ არსებობს ერთი ყველასთვის კარგი მეთოდი. ერთი ვარჯიში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ერთი უძილოსათვის, მეორესთვის კი _ არც ისე. როგორ უნდა გაარჩიოთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო? ეს ძნელი არ არის. ჯერ ერთი, რომელ მეთოდსაც უფრო ადვილად აღიქვამთ და გაითავისებთ ჯერ კიდევ კითხვის დროს, იმ მეთოდის ხორცშესხმასაც უფრო ადვილად შეძლებთ. ეს კი უკვე კრიტერიუმია! რასაც უფრო ადვილად აკეთებთ, სწორედ ის არის თქვენთვის ზედგამოჭრილი!

ამასთან ერთად აუცილებელი არ არის, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოთ, როგორც წერია. მაგალითად, კითხულობთ, რომ რაღაც ვარჯიში, ან მოძრაობა ორჯერ უნდა გაიმეოროთ, თქვენ კი ყოველ ჯერზე გრძნობთ, რომ ორჯერ გამეორება არ გყოფნით და სასურველ შედეგს არ გაძლევთ. ასეთ დროს მანამდე უნდა გაიმეოროთ იგი, სანამ თქვენთვის სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. ან შეიძლება ვარჯიშის ერთხელ შესრულებით უკვე აღწევდეთ მიზანს და მისი გამეორება ზედმეტად გძაბავდეთ. ამ დროს მისი ერთხელ შესრულებაც საკმარისია. ამ წესს ყოვველთვის უნდა მისდიოთ, რადგან ეს უნივერსალუი წესია – აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გსიამოვნებთ და მანამდე, სანამ გსიამოვნებთ! გახსოვვდეთ, თქვენ ნერვების დამშვიდებაზე მუშაობთ! ამიტომ არასოდეს არ უნდა აკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ. და ეს მხოლოდ მკურნალობას კი არ ეხება, არამედ მთელს თქვენს ცხოვრებას. ნუ უყურებთ სიტყვა სიამოვნებას ეჭვის თვალით! იცოდეთ, რომ სწორედ იმიტომ დაგემართათ უძილობა, რომ თქვენი ცხოვრებიდან სიამოვნება გაქრა. სიამოვნებაში მხოლოდ გემრიელ საჭმელს და სექსს არ ვგულისხმობ. გიფიქრიათ თუ არა, რომ სიამოვნება ჩვენი არსებობის, მთელი სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა. სიამოვნება არსებობს ყველგან და ყველაფერში, რაც სიცოცხლისთვის საჭიროა. სინამდვილეში ჩვენ ყველაფრისგან ვიღებთ სიამოვნებას, თუნდაც... სუნთქვისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვეღარ ვამჩნევთ, რადგან მივეჩვიეთ. მაგრამ აბა სცადეთ და რამოდენიმე ხანს შეწყვიტეთ სუნთქვა _ მანამდე სანამ ისტერიულად არ მოგინდებათ ჩასუნთქვა. შემდეგ ჩაისუნთქეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ სუნთქვა სიამოვნებაა, თანაც უდიდესი სიამოვნება! ასეთივე სიამოვნებაა ნებისმიერი `უბრალო რამ~ _ წყლის სმა, დაბანა, სახლიდან გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ფოთლების შრიალი, ძველი მეგობრის შეხვედრა, მყუდრო ბინაში დაბრუნება, კარგი მოთხრობის წაკითხვა, კარგი ჩაი, ძილი, გამოღვიძება...

სინამდვილეში არ არსებობს არც ერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში სიამოვნების გარეშე. მაგრამ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა მას აღარ უნდა ან აღარ შეუძლია მიიღოს სიამოვნება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი სტრესული მდგომარეობაში ვარდება ან ნერვიულობს. გამუდმებით ასეთ მდგომარებაში ყოფნა ნერვოზსა და დეპრესია იწვევს. ასეთ მდგომარეობებში ადამიანს აღარ შესწევს ძალა, ცხოვრებისგან იმდენივე სიამოვნება და სიხარული მიიღოს, რამდენსაც იღებდა, ისეთივე მედიტაციური იყოს, როგორიც იყო., ანუ ისევე ადვილად და ღრმად ტკბებოდეს ცხოვრების `უბრალო~ მომენტებით, როგორც ტკბებოდა, მოკლედ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც იყო მანამდე სანამ ბედნიერების მიღებაში დაძაბული ნერვები არ შეუძლიდა ხელს და ყველაფერი უსიამოვნო შეგრძნებებით და რუხი ფერებით არ დაიფარებოდა.
ნუ გიკვირთ, რომ თქვენმა პეიზაჟმა დაკარგა ლამაზი და ხასხასა ფერები, მუსიკამ _ სიმძაფრე და მშვენიერება, ცეკვამ სილაღე და გრაცია, რომ არაფერი აღარ გახალისებთ და გულს აღარ გიხარებთ! ნუ გიკვირთ, რომ ყველაფერი ერთფეროვანი, მოსაწყენი და აუტანელიც კი გახდა! რომ სადღაც შორეულ მოგონებაში დარჩა ყველაფერი ლაღი და ცოცხალი! ნუ გიკვირთ! ყველაფერი თქვენი ნერვული მდგომარეობის ბრალია! მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ნერვების! ეს მათ აღარ ძალუძს აღიქვან და თქვენში შემოუშვან ყველაფერი ის, რაც გაგახარებდათ, რადგან მეტისმეტად დაძაბულები არიან ამისთვის და ძალაუნებურად სულ სხვა რამით კავდებიან _ ბრაზით, ჩხუბით, ყვირილით (ან გულში ჩახვეული ჩუმი ბოღმით), წყენით, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზით, ახალი ამბებით, ინფლაციით, მთავრობის უგუნური პოლიტიკით... მოკლედ ყველაფერი უარყოფითით. თქვენი ტვინი გაუთავებლად მუშაობს _ ფიქრობს _ სულ ცუდზე და ცუდზე... ეს იმიტომ არ ხდება, რომ თქვენ ასეთი ცუდი ვინმე ხართ. არა! ეს თქვენი აღგზნებული ნერვიული სისტემა გაიძულებთ ამას! მას მუდმივად სჭირდება საკვები _ ადრენალინი და სხვა ნივთიერებები ?????, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი სტრესის დროს გამოიმუშავებს.
ამ დროს ყველაფერი კარგი, ყველაფერი სასიამოვნო, სასიხარულო და ბედნიერების მომტანი ისევ არსებობს და ისევ იმ სიცხადით... არსად არ გამქრალა, ისევ იქაა, სადაც ბოლოს დატოვეთ. და თქვენც იქვე ხართ, ერთი ხელის გაწვდენაზე, უბრალოდ აღქმის ორგანო გაქვთ დაჩლუნგებული, დაძაბული. ახლა მის მოდუნებასა და მშიდ რეჟიმში გადაყვანაზე უნდა იმუშაოთ. ამას გააკეთებთ თუ არა, ყველაფერი დაგიბრუნდებათ, ყველაფერი თავიდან გაცოცხლდება და თქვენი ცხოვრება სულ სხვა ხარისხს, ახალ შინაარსსა და სილამაზეს შეიძენს!
სანამ რაიმე სახის მკურნალობას დაიწყებდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი უარყოფითი ფიქრი თუ შეგრძნება (საუბარია არაა ლაპარაკსა და მოქმედებაზე) გამოწვეულია თქვენი ნერვიული მდგომარეობით და თავის მხრივ ზემოქმედებს თქვენს ნერვიულ სისტემაზე. უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ფიზიკური და ქიმიური პროცესია!

ჩემმა მეუღლემ და შვილებმა დილით ყოველთვის ზუსტად იციან, როდის მეძინა კარგად, როდის კი _ ისე რა. ხშირად ამიტეხია ჩხუბი და დავიდარაბა სისულელის გამო _ `რით ვერ ისწავლეთ, რომ ეს პირსახოცი აქ უნდა ეკიდოს!~ `ვერ გავიგე, ასე მთელი ცხოვრება დებილივით უნდა იჯდე კომპიუტერთან?~ ჩემი შვილი გუშინ დილითაც ასე იჯდა კომპიუტერთან, მაგრამ გუშინ კარგად ვიყავი გამოძინებული, ნერვიული სისტემა დამშვიდებული მქონდა და ეს ამბავი ასე ტრაგიკულად არ აღმიქვამს, დღეს კი ცუდად მეძინა, გაღიზიანებული ვარ და არაფრის გამო ხალხს ნერვებს ვუშლი. რა უნდა ვქნა? ორი გზა მაქვს _ ან მოსახლეობის დაცოფვა განვაგრძო, ან სასწრაფოდ დავიმშვიდო ნერვები. ერთი დღისთვის ერთი სტრესიც საკმარისია! და თუ განკურნებას ვაპირებ, ესეც არ უნდა მომსვლოდა _ ნებისმიერი სტრესი ხომ ძლიერ უკან ხევს ნერვების მოწესრიგების საქმეს... ასე უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი, ვისაც უძილობისთვის თავის დაღწევა გადაუწყვეტია.

დაითვალეთ, რამდენი უარყოფით აზრს ამბობთ ერთი დღის მანძილზე და რამდენ დადებითს!

რამდენ უარყოფით ინფორმაციას იღებთ დღის განმავლობაში და რამდენს _ დადებითს!

რამდენ უარყოფით ფიქრს გაივლებთ და რამდენ დადებითს!

რამდენ უსიამოვნო რამეს აკეთებთ და რამდენს _ სასიამოვნოს!

რამდენი ხანი ხართ დღის განმავლობაში კარგად, ლაღად, მოშვებულად, თავისუფლად, კომფორტულად და რამდენი ხანი ხართ დაძაბული, უსიამოვნოდ, დაძაბული, დისკომფორტში?

ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება და აყალიბებს თქვენს უძილობას!

თუ გსურთ, უძილობას თავი დააღწიოთ, ფეხებზე უნდა დაიკიდოთ მშრომელი მასების და ზოგჯერ თქვენი საკუთარი წარმოდგენებიც ცხოვრებაზე, მოვალეობაზე, მორალზე და ა.შ. და თქვენს თავს უნდა მიხედოთ!
თქვენს თავს უნდა მიხედოთ ისე, როგორც არასოდეს მიგიხედავთ!

უნდა მოიშალოთ ბევრი ჩვევა და ახალი ჩვევები უნდა შეიძინოთ.

შეიძლება ცხოვრების წესის ძირფესვიანი შეცვლაც მოგიწიოთ.

სხვანაირად წინასწარ იცოდეთ, რომ არაფერი გამოგივათ და ტყუილად თავს ნუ მოიტყუებთ _ რა აზრი აქვს ნერვების დასაწყნარებელი ვარჯიშების კეთებას, თუ იმავე ნერვებს დღეში ათჯერ გაიღიზიანებთ?

საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობა მოგიწევთ _ საკუთარი აზრების მართვა _ ზოგჯერ ფიქრების შეჩერება, ზოგჯერ კი საჭირო ფიქრებისა და განწყობების ჩართვა.

ნუ შეგეშინდებათ, ეს ყველაფერი ადვილია _ იმდენად ადვილი, რომ შეიძლება დაჯერებაც გაგიჭირდეთ!

ამაზე ადვილი მხოლოდ ძილის წამლების სმაა _ რას ვიზამთ, არსებობენ ისე გაზარმაცებული ადამიანები, რომ ოღონდ ოდნავ ხელის განძრევას აბებთან ერთად სიკვდილი ურჩევნიათ. ასეთებს შეუძლიათ ამ წიგნის კითხვით თავი არ შეიწუხონ, თქვენ კი თუ მზად ხართ უძილობის კოშმარისგან თავის დასაღწევად `იმხელა მსხვერპლი გაიღოთ~, რომ დღეში რამოდენიმეჯერ რამდენიმეწუთიან მანიპულაციებს მიმართოთ, გირჩევთ, გაეცნოთ მას.

ეს ვარჯიშები იმათაც გამოადგება, ვისაც ჯერ კიდევ კარგად ძინავს, მაგრამ ადვილად ღიზიანდება, ფეთქებადი ხასიათი აქვს და ხშირად იშლის ნერვებს.

ასევე იმათ, ვინც დარდს და სიბრაზეს გულში იმალავს და თვეობით ან წლობით დაატარებს. ასეთებს ჯერ თუ არ დამართნიათ, ადრე თუ გვიან მაინც დაემართებათ უძილობა.

მაგრამ აქ მხოლოდ ნერვების მოშლაზე არაა საუბარი.

თუ გიფიქრიათ, რომ იმას, თუ როგორია თქვენი ფიქრები პირველ რიგში თქვენი ფიზიკური მდგომარეობა განსაზღვრავს?

თქვენი ნერვიული სისტემის სიმტკიცესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული თქვენი ფიქრების ხასიათი და მიმართულება. მაგალითად თუ დაკვირვებიხართ, რომ ერთიდაიგივე სიტუაციაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები გიჩნდებათ, ერთიდაიგივე ადამიანების ერთნაირ მოქმედებებს სხვადასხვანაირად აფასებთ და სხვადასხვანაირად რეაგირებთ მათზე _ იმისდამიხედვით, თუ რა `ხასიათზე~ იმყოფებით. ეს `ხასიათი~ სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ნერვების გაღიზიანების ხარისხი,
თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული თქვენი აზრების ხანგრძლივობა, მათი სიღრმე და საერთოდ აზროვნების უნარი. და ამის გამოთქვენი პიროვნების განვითარების დონეც იმაზე ხდება დამოკიდებული, დიდი ხნის მანძილზე ჯანმრთელი იყო თქვენი ნერვული სისტემა თუ დაავადებული.

ზოგი უგულებელყოფს ამას, რადგან მიაჩნია, რომ მის `სულიერ ცხოვრებაზე~ ისეთ `უმნიშვნელო~ და `მდაბალი~ რამეები ვერ იმოქმედებენ, როგორიც ფიზიკური მდგომარეობაა. ასეთი ადამიანები არ უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. ზოგჯერ ბევრს სვამენ, უზომოდ ეწევიან მარიხუანას, დღე და ღამე შებრუნებული აქვთ და ა.შ. და მიაჩნიათ, რომ `სულისთვის~ ცხოვრობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი ასეთი ადამიანის `სული~ სულ უფრო და უფრო უხეში და გაღიზიანებული ხდება, რადგან უარესდება მათი ნერვიული სისტემის მდგომარეობა.

სული და სხეული ერთად, ერთ მთლიანობად არსებობენ და სანამ ადამიანი ცოცხალია, ცალ-ცალკე, უერთმანეთოდ ვერც იარსებებენ. ამიტომაა, რომ თქვენი ნერვების ჯანმრთელობა განსაზღვრავს, როგორია თქვენი ფიქრები, თქვენი ფიქრების სიჯანსაღე კი თქვენი ნერვების ჯანმრთელობას.

დააკვირდით თქვენს თავს _ ცუდზე ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობთ? გაქვთ მიდრეკილება მძიმე, დამთრგუნველი ფიქრებისადმი? გამუდმებით პრობლემებს აანალიზებთ?

თუ ასეა, ესე იგი თქვენი ნერვიული სისტემა მკურნალობას საჭიროებს. უნდა იცოდეთ, რომ პრობლემებზე ამდენს იმიტომ კი არ ფიქრობთ, რომ მართლა საფიქრალია, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ნერვიული სისტემა უარყოფითზე კონცენტრაციას გთხოვთ, რათა მიიღოს ის ნივთიერებები, რომლებიც სტრესის დროს გამოიყოფა.

ნებისმიერი უარყოფითი იფორმაცია სტრესია.

და მნიშვნელობა არა აქვს, რომ ეს სადღაც მადაგასკარზე ჩამოვარდა თვითმფრინავი და თქვენ არ დაგცემიათ თავზე.

ნებისმიერი უარყოფითი აზრი სტრესია.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ ფიქრებია. სწორედ ეს ფიქრები იწვევს თქვენს უძილობას.

პრობლემებზე მხოლოდ მაშინ იფიქრეთ, როცა რაიმეს წყვეტთ რეალურად. სხვა დროს კი შეეშვით. თუნდაც იმიტომ, რომ არაფერი შეიცვლება იმით, ათასხუთასჯერ გაიფიქრებთ ერთიდაიგივეს თუ მხოლოდ სამჯერ ან ოთხჯერ. გამოიმუშავეთ უსიამოვნო ფიქრების მოშორების, მათგან განდგომის ჩვევა.

ერთბაშად ამის გაკეთება ადვილი არაა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შესაძლებელია. როგორც ამბობენ, წვეთ-წვეთობით წყალი ქვას ხვრეტს. რამდენჯერაც შეამჩნევთ, რომ უარყოფით რამეზე ფიქრობთ, ან ისეთ თემაზე, რომელიც გაღელვებთ, გიმწუთასვე გადაერთეთ სხვა რამეზე. აიძულეთ თავი. ყველაფერი იღონეთ _ თუ ვერ ეშვებით ფიქრს, ადექით და გაიარეთ. მიაქციეთ ყურადღება რაიმეს თქვენს ირგვლივ. წიგნი წაიკითხეთ, მუსიკა ჩართეთ. მეგობარს დაურეკეთ და ელაზღანდარეთ. ბოლოს და ბოლოს ნებისმიერი ნომერი აკრიფეთ და იკითხეთ, ბონდოს თხოვეთ-თქო.

მთავარი რამ უძილობის დაძლევის საქმეში საკუთარი სხეულისა და ნერვიული სისტემის შეგრძნებისა და მართვის უნარის გამომუშავებაა.

ადამიანის ნერვები ზამბარებივითაა. არა მხოლოდ გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც. ზამბარას შერხევას ერთი წამი ჭირდება, მის გაჩერებას კი გაცილებით მეტი დრო. ასეა ჩვენი ნერვებიც. როცა უსიამოვნო შეგრძნებები გვაწუხებს, სახის ან სხეულის კუნთები დაძაბული გვაქვს ან ვერ ვიძინებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ნერვები ზომაზე მეტად ირხევა. ღამითაც იმიტომ ვართ მოუსვენრად, გვეღვიძება ხშირ-ხშირად ან დილით იმიტომ ვიღვიძებთ ძალიან ადრე და გამოუძინებლები, რომ ნერვები ირხეოდა და ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შერხეულ ზამბარას ხელს ვადებთ და ვცდილობთ დროზე ადრე გავაჩეროთ. ზამბარა გაჭირვებით გვემორჩილება, მაგრამ მისი რხევა მაინც სუსტდება, მაგრამ სანამ ბოლომდე შეჩერდება, ჩვენ მას ხელს გამოვკრავთ და კვლავ ძლიერ ვარხევთ.

ზუსტად ამას ვაკეთებთ, როცა ნერვებს ვმკურნალობთ, შიგადაშიგ კი ისეთ რამეებზე ვფიქრობთ, რაც გვაღელვებს, ვნერვიულობთ, ვჩხუბობთ, ვინმეს ვკიცხავთ ან მძიმე ინფორმაციებს ვისმენთ.

ამ ყველაფერზე კატეგორიული უარი უნდა ვთქვათ და შავი ჭირივით მოვერიდოთ, მაგრამ აქ სხვა საშიშროებაცაა. ამ დროს შეიძლება სტრესების მიმართ პანიკური შიში განგივითარდეთ და თვითონ ეს შიში გახდეს ხშირი სტრესის მიზეზი. მაგალითად შეიძლება მეგობართან მიხვიდეთ, იქ კი ძალიან ხმამაღლა საინფორმაციო გამოშვება იყოს ჩართული. შეიძლება აჩვენებდნენ პოლიტიკოსებს, რომელთა დანახვაც კი ნერვებს გიშლით და ძალიან ცუდ ამბებს გადმოსცემდნენ. ან შეიძლება უცება მეგობარმა საშინელი ამბები მოგიყვეთ ან ძალიან ნერვიულად და დრამატულად აგიღწეროთ საკუთარი პრობლემები. თქვენ იცით, რომ ასეთი რამეები თქვენზე ცუდად მოქმედებს. რომ ასეთი რამეებისგან ზამბარა ხელახლა ირხევა, რომ ამდენი ხანია ნერვების დამშვიდებას ცდილობთ, აქ კი თქვენი მეგობარი ასეთ უგულისყურობას იჩენს და ასე დაუდევრად გიშლით ნერვებს. ასეთი რამის გაფიქრება მომენტალურად მოგშლით და ბევრად უფრო მეტადაც, ვიდრე ეს თქვენს მეგობარს, ან ტელევიზორს შეეძლო გაეკეთებინა. და ასე მოხდება ყოველ ჯერზე, როცა ოდნავ მაინც ამაღელვებელ რაიმეს შეეფეთებით. უფრო მეტიც _ ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ იფიქრებთ, რომ ნერვებს გიშლიან, ან შეიძლება მოგიშალონ და ცარიელ ადგილზე თავი თქვენ თვითონ გაინერვიულოთ. ამიტომ მხოლოდ არასასურველი იფნორმაციის თავიდან არიდება გამოსავალი არ არის. პირიქით, ეს უარესიცაა.

კარგად უნდა გააცნობიეროთ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობის მექანიზმი. არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ რასაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ ის კი არ არის, რაც სინამდვილეში ჩანს ან ისმის, არამედ ის, რაც ჩვენი ტვინის ერთმა ნაწილმა აღიქვა, გადაამუშავა და ელექტროტალღების მეშვეობით მის მეორე ნაწილს გადასცა. ამის გაგება ძნელი არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე ჩვენს მიერ გადამუშავებული ინფორმაციაა, ამ გადამუშავების პროცესში კი ჩვენი შეფასების უნარიც მონაწილეობს. ანუ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ მის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასთან ერთად. მაგალითად, ჩვენ როცა ვიცით, რომ რომელიმე ჩვენი ნაცნობი ყოველთვის ნერვიულად ლაპარაკობს, პირს გააღებს თუ არა, უკვე ჩვენდაუნებურად და გაუცნობიერებლად ავღელდებით, რადგან ვიცით, რომ ნერვიულ ლაპარაკს ვუსმენთ. ამ დროს ნაცნობმა შეიძლება სრულიად მშვიდად ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ მისი ტონი მაინც დაძაბულად და ნერვიულად მოგვეჩვენება. ან როცა ვიცით, რომ ვინმე სულ ცუდ ამბებს ყვება, შეიძლება მის მიერ მოყოლილი ჩვეულებრივი ისტორია ძალიან მძიმედ და ნეგატიურად აღვიქვათ.
ასეთი დამოკიდებულებით სტრესებს ვერ ავცდებით და და თქმა უნდა შორსაც ვერ გავფრინდებით.
ერთადერთი გამოსავალი აქ ნებისმიერი ადამიანისადმი, მოქმედებისადმი ან მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულების შეცვლაა. უნდა ისწავლოთ უარყოფითის დადებითად ქცევა. როგორ? ძალიან ჩვეულებრივად _ თავიდან თეორიით უნდა დაიწყოთ _ უნდა გაიაზროთ, რომ არავინ ცუდი არ არის. რომ არ არსებობს ბოროტება _ თქვენ წარმოიდგინეთ, ჰიტლერსა და სტალინსაც კი უკეთესი მსოფლიოს მოწყობა უნდოდათ, ყველაზე დაუნდობელი სადისტი და სერიული მკვლელი კი ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრამვების მსხვერპლია. ნებისმიერი ადამიანი იმიტომ ჩადის სისასტიკეს, იმიტომ იქცევა უსამართლოდ ან უგულოდ, რომ საკუთარ ტრამვებს, შიშებსა და ტკივილებს სურს გაექცეს. ასე ხდება დიდი `ბოროტების~ შემთხვავში, თქვენს ირგვლივ მყოფთა პატარ-პატარა, წვრილმან სულმდაბლობებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ადამიანები იმიტომ იქცევიან `ცუდად~, რომ რაღაცას კარგად ვერ ხვდებიან ან რაღაცით ტრამვირებული ფსიქიკა აქვთ. ესაა და ეს. ნებისმიერი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ ამას. ეს, რა თქმა უნდა შორს არის იმისგან, რასაც შეიძლება სრულყოფილება ვუწოდოთ, მაგრამ ასეთი არიან ადამიანები. ამიტომ არ ღირს მათზე გაბრაზება. არ ღირს მათი განკითხვა. არა იმიტომ, რომ განკითხვას რელიგია გვიკრძალავს, არამედ იმიტომ, რომ ეს სისულელეა.
ალბათ გეცოდინებათ, რომ ნებისმიერი რამ მუდამ იცვლება _ ეს მატერიიის თვისებაა _ მუდმივი ცვლილება და განახლება. ადამიანშიც მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები _ ყოველ წამს კვდება და იბადება უჯრედები. ორგანიზმის ცვლილებები ადამიანის აზროვნებასა და შეხედულებებზეც მოქმედებს. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, უნდა თუ არა, რაღაც დროის მერე იცვლის შეხედულებებს, `სულიერად~ იცვლება. ამიტომ ისევე როგორც მდინარეში მუდამ სხვადასხვა წყალია, ადამიანიც მუდამ სხვადასხვაა და როგორც ერთ მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ერთიდაიგივე ადამიანსაც ორჯერ ვერ ნახავ.

ადამიანი მდინარეა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იწვიმა და თქვენ ამღვრეული მდინარე ნახეთ. ბანაობა გინდოდათ და გეწყინათ მდინარისგან, რომ არ გაბანავათ. თქვენ წახვედით და ის მდინარე იმის მერე აღარ გინახავთ. თქვენ ის სამუდამოდ დაგამახსოვრდათ, როგორც ამღვრეული და ყოველთვის, როცა გახსენდებოდათ, გახსენდებოდათ თქვენი მისდამი წყენაც. მაგრამ მეორე დღეს რომ დაბრუნებულიყავით მის ნაპირთან, ნახავდით, რომ მდინარე არ არის ამღვრეული _ მეორე დღესვე ის უკვე დაწმენდილია, რადგენ არ შეუძლია არ დაიწმინდოს. იმას, რაც მოძრაობს, არ შეუძლია არ დაიწმინდოს. მოძრაობით კი ყველაფერი მოძრაობს. ეს მატერიის ფიზიკური თვისებაა.

ამიტომ არ ღირს არასდროს არავიზე გაბრაზება, პოლიტიკოსებზეც კი. წყენა დროებითია, პატიება კი მარადიული ფასეულობაა. წყენას ლოგიკურად პატიება მოსდევს. პატიებას კი პოგიკურად წყენა არ მოსდევს. და რაც მთავარია, წყენა ყოველთვის თქვენს ნერვიულ სისტემას გმართებთ და იწვევს უძილობას. ამიტომ შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა დიდი წყენა, რაც თქვენთვის მოუყენებიათ და თქვენთვის, ჩუმად, `შიგნით~ აპატიოთ ყველას.
ეს უდიდეს სიმშვიდეს მოგგვრით, რაც კარგი ძილის საწინდარია.

კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეთ _ `სხვა~ არ არსებობს. ჩვენ ყველა ერთი სამყაროს, ერთი არსებობის შვილები ვართ და ამდენად ყველანი ამ მხრივ `და-ძმანი~, `ახლობლები~ ვართ. ამის გაგება რელიგიური ადამიანისთვის უბრალოდ მოვალეობაა, თუმცა ეს შეიძლება ათეისტმაც ადვილად გააცნობიეროს. ამიტომ შეხედეთ ყველას, როგორც საკუთარ თავს. შეეცადეთ გაუგოთ ნებისმიერ ადამიანს, ისე როგორც საკუთარ თავს გაუგებდით. მოეკიდეთ ისე, როგორც თქვენს თავს მოეკიდებოდით _ თანაგრძნობით.
როცა ადამიანი გძულთ, არ გესიმპატიურებათ ან უბრალოდ `იდიოტია~, მისი ყველაფერი ასმაგად გაღიზიანებთ და პირიქით _ როცა გიყვართ, ან უთანაგრძნობთ, იმაზეც კი არ ღიზიანდებით, რაც მართლა გამაღიზიანებელია. ასე რომ თანაგრძნობა და სიყვარული თქვენი ნერვების წამალია!
აქდან იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ სიყვარული თქვენი ბუნებრივი და ჰარმონიული მდგომარეობაა და არა თქვენი `იშვიათი დიდსულოვნების~ გამოვლინება...

არცერთი ადამიანის არცერთი საქციელის გამო არ ღირს ნერვების გაფუჭება და უძილოდ ყოფნა. გახსოვდეთ _ უძილობა არა მხოლოდ დღეს `განგრევთ~ და დღევანდელ დღეს გართმევთ, არამედ ჯანმრთელბასაც გიფუჭებთ, ანუ მომავალსაც გიმწარებთ!

თქვენ ფიიქრობთ, რომ ადამიანს არ სჭირდება ჰარმონიული ფილსოფია და ჰარმონია ცხოვრებაში? აჰ, არ გიფიქრიათ ამაზე? თქვენ მგონი უძილობა გაწუხებთ, არა?...

მოკლედ, თუ მოახერხებთ, ამ სიმაღლეებიდან შეხედოთ ყველას და ყველაფერს, ჩათვალეთ, რომ 90% უძილობის დაძლევის საქმეში გაკეთებული გაქვთ!

მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაა. ასეთ რამეებზე სჯა-ბაასი ძალიან ადვილია, ერთი თუნდაც კუს ნაბიჯის გადადგმა კი _ ძალიან ძნელი. თუ ოდნავ მაინც გულზე მოგვხდათ ზემოთ ნათქვამი, ანუ თუ სიმართლის, საღი აზრის ან ლოგიკის მცირე მარცვალი დაინახეთ ამ ყველაფერში, შეეცადეთ ხშირად იფიქროთ ამ თემებზე. არსებობს თემები, რომლებზე ფიქრსაც თავისთავად აქვს თერაპიული ეფექტი _ სამყაროს ერთიანობა, სიყვარული, თანაგრძნობა სწორედ ასეთი თემებია.

იკითხეთ ამ თემებთან დაკავშირებული ლიტერატურა. გაეცანით ძველ და ახალ აღმოსავლურ ლიტერატურას ამერიკელი ინდიელების წარმოდგენებს, ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ალიასკელი თუ აფრიკელი შამანების შეხედულებებს. ასეთი ლიტერატურის კითხვა საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე, რადგან ჰარმონიაზე ფიქრს და საუბარსაც კი რაღაც დონეზე ჰარმონიაში მოვყავართ ფიზიკურად. ფიქრი ხომ ისეთივე ფიზიკური პროცესია, როგორც მკლავის გადაწევა ან სექსი.

ზემოთმოყვანილი შეხედულებები შეიძლება სისულელედ ან აბსტრაქტულ მსჯელობად მოგეჩვენათ, მაგრამ ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ყველა რელიგიის წმინდანებმა, გურუებმა, ქურუმებმა თუ შამანებმა სწორედ ამ შეხედულებათა პრაქრიკული განხორციელებით მიაღწიეს იმ ნეტარ და ბედნიერ მდგომარეობას, რომელსაც მიაღწიეს. სხვათა შორის გონებისა და სხეულის უთიერთზემოქმედების უდიდესი სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ჰერბერტ ბენსონი პირდაპირ მიუთითებს, რომ `რწმენა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამკურნალო იარაღია, რაც კი ჩვენ ჩვენს თერაპიულ არსენალში გაგვაჩნია.~ ასე რომ თუკი რაიმე რწმენა გაგაჩნიათ, მოეჭიდეთ მას. გააქტიურდით ამ მიმართულებით. მე ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანი მხოლოდ ეკლესიაში მისვლითაც კი (ანუ სიარულის დაწყებით) მომენტალურად განკურნებულა ღრმა ნევროზისგან.

ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ აბსტრაქტული აზრების პრაქტიკად ქცევა. ამისთვის სწორედ ისაა საჭირო, რაც ნებისმიერი მედიტაციისას ან თვითშთაგონებისას _ თქვენ უნდა აიძულოთ ტვინი საჭირო აზრი საჭირო დროს გაიხსენოთ. პირველ რიგში საჭიროა ამ აზრებზე კონცენტრაცია სიმარტოვეს და სიჩუმეში. ამ თემებზე ფიქრის გარდა შეგიძლიათ შეიმუშაოთ სიტყვა-კოდები ან ფრაზა-კოდები, რომლებიც მოიცავენ და ლაკონურად გადმოსცემენ მთელს თქვენს ნაფიქრალს, თქვენს ცნობიერებას.

სიჩუმე ამ შემთხვევაში ხელისშემწობი ფაქტორია და არა აუცილებელი პირობა. ისე კი ამაზე ავტობუსის გაჩერებაზეც შეგიძლიათ იფიქროთ და სტადიონზეც. გამოიყენეთ ნებისმიერი `უაზროდ გასატარებელი~ დრო ამისთვის _ რიგში დგომა, თვითმფრინავში ან ტაქსში ჯდომა. გააძლიერეთ ეს აზრები, გახადეთ იმდენად ახლობელი და ხელშესახები, რომ ნებისმიერ ადამიანს ძმად და მეგობრად აღიქვამდეთ უკვე ყოველგვარი ფიქრისა და მსჯელობის გარეშე. თავიდან კი ფიქრი აუცილებელია. ამას გარდა შეგიძლიათ უფრო აქტიურ მედიტაციებსაც მიმართოთ. მაგალითად ავტობუსში ჯდომისას ვინმე უცნობი ამოირჩიეთ და იფიქრეთ, რომ სრულიად შესაძელებელი იყო, ის თქვენი ოჯახის წევრი ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძმა, დედა ან შვილია. როგორ მოექცეოდით? რას დაუძახებდით? როგორ გეყვარებოდათ? შეეცადეთ, ისე ძლიერ განიცადოთ ეს, რომ `ფიზიკურადაც~ ხალშესახები გახდეს. უსურვეთ გულში სიკეთე, ჯანმრთელობა. ასეთ მედიტაციებს არა მხოლოდ ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს, არამედ თერაპიულიც _ ეს თქვენ კარგ, ნათელ განწყობაზე დაგაყენებთ და ძლიერ დაგამშვიდებთ.

მაგრამ მთავარი მაინც სტრესულ სიტუაციაში მოქმედების ტექნიკის დაუფლებაა. დავუშვათ ვინმემ ქუჩაში ან ტრნსპორტში მოულოდნელად უხეშად, მკვახეთ გითხრათ რაღაც ან სულაც შეურაცყოფა მოგაყენათ. პირველი, ინსტიქტური რეაქცია ამ დროს აღშფოთებაა, მაგრამ აღშფოთება უკვე სტრესი და თქვენი ამღამინდელი უძილობის გარანტიაა. თავდაპირველად ამ პირველ დარტყმას, ანუ აღშფოთებას ვერსად წაუხვალთ. ახლა უკვე იმას უნდა ეცადოთ, რომ მიღებული სტრესი არ გაღრმავდეს და რაც შეიძლება სუსტი იყოს. ამიტომ ის რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამიტომ რაც უფრო მალე მოეგებით გონს და გააცნობიერებთ, რომ სტრესში ხართ, მით უკეთესი. გონს მოსვლის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ კონფლიქტის ვიზუალიზაცია, ანუ გონებაში მომხდარის გამეორება და იმაზე ფიქრი, ვინ რატომ რა თქვა ან გააკეთა, ვინ იყო მართალი და ა.შ. ამ ყველაფერს ერთბაშად უნდა შეეშვათ და სტრესიდან გამოსვლის `ავარიულ რეჟიმში~ გადაერთოთ. უნდა უთხრათ თავს, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო მტყუანი, რა რატომ მოხდა, რომ ახლა მთავარია წონასწორობის აღდგენა. სასწრაფოდ უნდა შეუდგეთ იმ სუნთქვით თუ სხვა ვარჯიშებს, რომლებიც პირადად თქვენ სტრესიდან გამოსვლაში ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გეხმარებათ. უნდა აკეთოთ ეს ვარჯიში, სანამ მთლიანად არ მოგეხსნებათ სტრესით გამოწვეული დარღვევები ორგანიზმში _ სისხლის მოწოლა თავში, წვა თავში ან სხვაგან, ხელების მტევნებში სისუსტის შეგრძნება, ოფლის დასხმა თუ სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები. ყველაზე ეფექტური ასეთ დროს სიცილოთერაპიაა. პირადად ჩემთვის ასეთ შემთხვევებში სიცილო-თერაპია ერთად აღებულ ყველა სხვა მეთოდზე ათასჯერ უფრო ეფექტურია, თუმცა თქვენთვის ასეთი შედეგიანი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს.

მანამდე არ შეწყვიტოთ ამორჩეული ვარჯიში (ან ვარჯიშთა კომბინაცია), სანამ ნორმალური, ჯანსაღი, ლაღი მდგომარეობა ბოლომდე არ აღგიდგებათ, პარალელურად კი მოახდინეთ კონცენტრაცია `სამყაროს ერთობის ცნობიერებაზე~, ან `მდინარის თეორიაზე~, ან თანაგრძნობაზე, ან იმაზე, რომ სიყვარული მუდმივია, განრისხებამ კი ადრე თუ გვიან უნდა გაიაროს და ა.შ.. თქვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი სულ სხვა სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ მარტოობასა და სიმშვიდეში შემუშავებული ის სიტყვა-კოდები, რომლებზეც მედიტირებდით. ასეთი სიტყვები ტვინს უფრო მალე მიაწვდიან საჭირო იმპულსებს და მალე შემოაბრუნებენ ჰარმონიული და დამამშვიდებელი ხედვებისკენ. ამის გაკეთება კი აუცილებელია, რადგან თუ ფიზიკურად თავის დამშვიდებას ბევრად ნაკლები შედეგი ექნება (ან შეიძლება საერთოდ არ ქონდეს შედეგი), თუ თქვენ ჯერ კიდევ გწყინთ, ბრაზობთ, აღშფოთებული ხართ, თვლით, რომ არ იმსახურებთ... სისულელეა ეს ყველაფერი. დრო ყველაფრის მკურნალია. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა ეს შემთხვევა არც კი გემახსოვრებათ, ან გაგეცინებათ მასზე. ეს ნამდვილად ასე იქნება. რატომ უნდა მივცეთ საშუალება იმას, რაც აღარ გვემახსოვრება, დიდხანს გვანერვიულოს? ტექნიკა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინამდვილეში `დროის შემოკლების~ ტექნიკაა. ფსიქიკური და ფიზიკური ვარჯიშებით ჩვენ ჩვენს ფსიქიკას და სხეულს ვეხმარებით მალე დაძლიოს და მინელოს ის, რასაც თვითონ დიდ ხანს მოანდომებდა. ესაა და ეს. იმაზე, რაზეც საათები, დღეები, კვირები, ზოგჯერ კი წლებიც უნდა დაგვეხარჯა, რაზეც უნდა გვეფიქრა, გვემსჯელა და რის გამოც ღამეები უნდა გვეთია რომ ბოლოს დაგვიწყებოდა ან გაგვცინებოდა, ახლა ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე წუთს (შემდეგ კი წამს, შემდეგ კი საერთოდ არაფერს!) ვხარჯავთ და მივდივართ წინ! ცხოვრება გრძელდება. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენთანაა და ცხოვრებაში უამრავი მშვენიერი რამაა, რომ დავტკბეთ და მთელი დრო ამ სულელურ კინკლაობაში არ დავხარჯოთ. თუ თქვენ თქვენი თავი და სიცოცხლე ოდნავ მაინც გიყვართ, მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თუ ბიოფილი ხართ, აუცილებლად უშველით თავს, მაგრამ თუ თქვენ ისე გჭირდებათ კოფლიქტები და ცუდი ამბები, როგორც ვამპირს სისხლი, თუ თქვენ ფსიქოლოგიური ნეკროფილი ხართ, ეს ყველაფერი ლაყბობად და სისულელედ მოგეჩვენებათ. `ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსაო~ მეთორმეტე საუკუნეში ამბობდა შოთა რუსთაველი, რომელიც ან პრაქტიკული ცოდნით, ან ინტუიტიურად ადამიანის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის მუშაობის საიდუმლო კანონზომიერებას ჩაწვდა.

მაშ ასე _ თქვენ დაეუფლეთ მთავარ პირნციპს _ თქვენი საკუთარი უარყოფითი რეაქციის დადებითით შეცვლას. ახლა მხოლოდ ტექნიკის დახვეწაღა დაგრჩათ. თუ მაქსიმალურად თანმიმდევრული იქნებით, ანუ ამ ტექნიკის ფიზიკურ და ფილოსოფიურ მხარესაც ერთნაირი გულმოდგინებით შეასრულებთ, ადრე თუ გვიან ამ ყველაფრისთვის საათების ნაცვლად წუთები დაგჭირდებათ, შემდეგ წუთების ნაცვლად რამდენიმეწამიანი ფიზიკური მანიპულაცია, ბოლოს კი საერთოდ არაფერი _ თქვენი ხედვა, თქვენი ცნობიერება მუდამ თქვენთან იქნება და ვერავითარი უხეშობა და შეურაცყოფა ვეღარ აგაღელვებთ. კეთილგანწყობა თქვენში იმდენად ძლიერი იქნება, რომ სხვისი უარყოფითი განწყობა მას ვერ დაარღვევს. პირიქით, თქვენი კეთილგანწყობა შეიძლება მასაც გადაედოს. გამწარების ნაცვლად მხოლოდ გაგეღიმებათ და თანაუგრძნობთ, რადგან სინამდვილეში ყოველგვარი არასრულყოფილება, რისი გამოხატულებაცაა ნებისმიერი უხეშობა და შეურაცყოფა, მხოლოდ კეთილ ღიმილსა და თანაგრძნობას იმსახურებს და თუ თანმიმდევრულნი იქნებით, ვერც შეამჩნევთ, ისე დადგება დრო, როცა თქვენთვის ეს ისეთი ბუნებრივი გახდება, რომ მის მისაღწევად არავითარი ძალისხმევა არ იქნება საჭირო. ეს თქვენი ცოდნა კი არ იქნება, არამედ ეს ცოდნა იქნებით `თქვენ~ _ როცა თეორია პრაქტიკად იქცევა, ცოდნა თქვენი ორგანული, `ფიზიკური~ ნაწილი ხდება და ერთი წამითაც კი არ გტოვებთ. ან როგორ უნდა დაგტოვოთ იმან, რაც თქვენ ხართ? ასე შეიძლება იქცეს უძილობასთან ბრძოლა უფრო მაღალი დონის არსებად ქცევის საფეხურად. ამ შემთხვევაში `შიში შეიქმს სიყვარულსა~, ანუ უძილობის შიში ჯანმრთელობის ძებნას გვაიძულებს. შემდეგ ვხვდებით, რომ ჯანმრთელობა სიმშვიდის გარეშე შეუძლებელია, შემდეგ კი იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჰარმონიული ხედვის და მისი პრაქტიკული განხორციელების გარეშე სიმშვიდეს ვერაფრით მოვიპოვებთ _ ერთი სიტყვით, გამოდის, რომ ეგოისტურ იმპულსებს ყველაზე არაეგოისტურ ცნობიერებამდე და ცხოვრებამდე მივყავართ, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. რას ვიზამთ, ხალხნი ვართ.

ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს, რა აქ რაღაც აზრები, როცა წიგნი პრაქტიკული რჩევების მისაღებად აქვს ნაყიდი, მაგრამ აქ იმის გაგებაა საჭირო, რომ ჩვენს უძილობას ჩვენი ნერვიული სისტემის დაძაბვა იწვევს, ნერვიული სისტემის დაძაბვას _ ჩვენი ტვინიდან წამოსული უარყოფითი იფორმაციის შემცველი ელექტროიმპულსები, უარყოფითი ინფორმაციის უარყოფითობას კი ჩვენი მხრიდან მისი შეფასება განსაზღვრავს. რომ შევაჯამოთ ეს გრძელი გზა, დავინახავთ, რომ უძილობას ჩვენს მიერ გარემოს შეფასება იწვევს. ასე რომ შეფასება თავდაპირველი მიზეზია, უძილობა _ საბოლოო შედეგი. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ მიზეზის აღმოფხვრის გარეშე ნებისმიერი დაავადების მკურნალობა მხოლოდ გარეგნული, დროებითი ეფექტის მომცემი და პროფილაქტიკული ხასიათის იქნება. მიზეზი თუ არ გაქრა, შედეგსაც ვერაფრით გავაქრობთ. მიზეზის მორჩენის გარეშე სრული განკურნება შეუძლებელია, მიზეზი კი ჩვენი შეფასებებია, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი აზრები, წარმოდგენები და მათგან წარმოქმნილი სურვილები, მოკლედ ჩვენი `სულიერი სამყარო~. უძილობა ავამდყოფობის უკიდურესი გამოვლინებაა, უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება, ყველაზე დიდი დახმარება კი იმის გაგებაა, თუ რა არის სინამდვილეში მიზეზი. ყველაზე კარგი მკურნალობა მიზეზის მკურნალობაა.

ამქვეყნად უამრავი რელაქსაციური ვარჯიში და ვარჯიშთა ნაკრები არსებობს. ყველა მათგანს ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ შეასრულებს. ამიტომ მხოლოდ რამოდენიმე მათგანის შერჩევა მოგიწევთ. მაგრამ რა უნდა იყოს შერჩევისას კრიტერიუმი? _ უნდა ისწავლოთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენას. უნდა დააკვირდეთ თქვენს შეგრძნებებს. უნდა დააკვირდეთ თქვენი ორგანიზმის რეაქციებს სხვადასხვა ვარჯიშებზე. უნდა იგრძნოთ, რა გჭირდებათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგეხსნათ უსიამოვნო შეგრძნება, ტკივილი ან დაღლილობა და გააკეთოთ, რასაც იგრძნობთ. ასე შეიძლება სრულიად ახალი ვარჯიშები მოიგონოთ კიდეც. შეიძლება ისეთი რამ მოიგონოთ, რაც უკვე არსებობს, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი აქ ისაა, რომ თქვენს მიერ ნაგრძნობი და მძაფრი მოთხოვნილებით ნაკარნახევი მოქმედება, სუნთქვითი ვარჯიში იქნება ეს, კუნთოვანი თუ რაიმე სახის მედიტაცია, ათასმაგად შედეგიანი იქნება თქვენთვის, ვიდრე ნებისმიერი წიგნში ამოკითხული ან ეკრანზე ნანახი და მექანიკურად გამეორებული მანიპულაცია. ენდეთ საკუთარ თავს! თქვენმა ორგანიზმმა ყველა წიგნსა და ვიდეოსკოლაზე უკეთ იცის, რა სჭირდება!

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ძილის მოწესრიგებაზე ზრუნვამ არ აგაფორიაქოთ და უძილობის შიშში და შფოთვაში არ ჩაგაგდოთ. უძილობის შიში თქვენი ყველაზე დიდი მტერია! ნუ შეგეშინდებათ უძილობის! მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვეები ან წლებია წესიერად არ დაგიძინიათ, იცოდეთ, რომ თუ საკმაოდ თანმიმდევრულნი იქნებით, ადრე თუ გვიან მშვენივრად დაიძინებთ. ამაში დარწმუნებული იყავით და ერთი წამითაც კი ნუ შეიტანთ ეჭვს. სანამ ეჭვი გეპარებათ, მანამდე შფოთვა არ მოგასვენებთ და ძილსაც გაგიფუჭებთ. კითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? და თუ პასუხი იქნება `ცოტა მაინც ეჭვი მეპარება~, რაც შეიძლება ხშირად გაიმეორეთ გულში: `ყველაფერი კარგადაა, წინ მიცდივარ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც წინ მივდივარ.~ და უნდა მოიშოროთ ყოველგვარი შფოთვა _ სულ ოდნავიც კი.
სიმშვიდე, სიმშვიდე და სიმშვიდე!
თქვენი წამალი სიმშვიდეა.
სხვა არაფერი.
იცოდეთ, რომ ნერვების ერთბაშად, ერთ დღეში დამშვიდების და მოწესრიგების მეთოდი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთ მეთოდს არ ვიცნობ. ეს პროცესია ყოველთვის ინდივიდუალური და არავინ იცის, რამდენ ხანში გამოიღებს შედეგს. შეიძლება მართლაც სულ რამოდენიმე დღეში მკვეთრად გამოგისწორდეთ ძილი, მაგრამ შეიძლება ამან თვეებიც გასტანოს. ერთი რამეა მხოლოდ ზუსტად ცნობილი _ შედეგი აუცილებლად იქნება. მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ თანმიმდევრულნი, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. შეიძლებადიდხანს ეცადოთ, მკვეთრ გაუმჯობესებას კი ვერ გრძნობდეთ. არაუშავს, ნუ დაყრით ფარ-ხმალს. პროცესი მიდის, და შედეგიც მწიფდება, უბრალოდ შედეგი ჯერ ზედაპირზე არ ამოტივვტივებულა. შეიძლება ძილი მკვეთრად გაგიუმჯობესდეთ და ილუზია შეგექმნათ, რომ მიზანი მიღწეულია და ნელ-ნელა უარი თქვათ მკურნალობის პროცესში გამომუშავებულ სასარგებლო ჩვევებზე და ძილი ისევ გაგიუარესდეთ. ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ მიზანი მხოლოდ ძილის გაუმჯობესება კი არ არის, არამედ ნერვული სისტემის სრული განკურნება და ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება, ამიტომ ახლადშეძენილ ჩვევებზე უარი ძილის გამოსწორების შემდეგაც არ უნდა თქვათ უარი!




მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს სტრესს აყენებს არა იმდენად სტრესული გარემო, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს იგი მას. ცნობილია, რომ ერთი და იგივე გარემო _ ერთნაირი ცხოვრების პირობები და ერთნაირი ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ესე იგი გამოდის, რომ გარემო კი არ არის საშინელი, თქვენ თვითონ `ასაშინლებთ~ მას. ვინმე ან რაიმე კი არ გიშლით ნერვებს, ამ ცოდვას თქვენი ჯანმრთელობის წინაშე თქვენ თვითონ ჩადიხართ. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ნერვები არ აგვეშალოს, როცა ირგვლივ ასეთი საშინელებები ხდება?

პირველ რიგში დღე დადებით ტალღაზე უნდა დავიწყოთ. ამაში ერთსაათიანი, თხუთმეტწუთიანი ან თუნდაც ერთწუთიანი სიცილოთერაპია დაგეხმარებათ. სახლიდან ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი უნდა გახვიდეთ და შეეცადოთ, ეს განწყობა ბოლომდე შეინარჩუნოთ.

უნდა ეცადოთ, ახლობლებსა და ნაცნობებს პრობლემატურ და ნეგატიურ საუბარში არ აყვეთ. მაგალითად, თუ ატყობთ, რომ `საშინელ ცხოვრებაზე~ იწყებს ლაპარაკს, ან ასეთი ფრაზით აკეთებს შესავალს: `გაიგე, რა უქნიათ ამ დეგენერატებს?~ მაშინვე `თავდაცვითი მექანიზმი~ ჩართეთ, რაც ასე შეიძლება გააკეთოთ:
1. გაიღიმეთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ თქვენი ეს ღიმილი `არაადექვატურად~ შეიძლება გამოჩნდეს. თუ მოსაუბრე გკითხავთ, რაზე გეღიმებაო, უპასუხეთ, რომ ეს `დეგენერატები~ ძალიან სასაცილოები არიან, ან რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ძალიან კომიკურია. თუ მოსაუბრე ძალიან დიდი `მუდო~ არ არის, საუბარი იუმორისტულ და სასიამოვნო ელფერს მიიღებს. იუმორისტები ამბობენ, რომ სასაცილო საშინელის მეორე მხარეა, ასე რომ ის, რაც დიდ საშინელებად გეჩვენებათ, სინამდვილეში ყოველთვის სასაცილოც არის. იმაზე, რაზეც ნერვები გეშლებათ, ყოველთვის შეგიძლიათ გაიცინოთ. იცხოვრეთ დადებით ტალღაზე და სხვებიც ამ ტალღაზე გადმოიყვანეთ! იმის მაგივრად რომ თქვენ გადახვიდეთ სხვების უარყოფით ტალღაზე, დაითრგუნოთ და ძილი გაიფუჭოთ, სხვებს გადასდეთ თქვენი იუმორი და სიმსუბუქე!
2. თუ მოსაუბრე მართლა დიდი, მძიმეწონოსანი `მუდაკი~ აღმოჩნდა და დაძაბულმა და გაღიზიანებულმა განაგრძო საშინელ ამბებზე საუბარი, მაალითად თუ გითხრათ, რომ ხვალ თუ არა მომავალ კვირას მაინც აუცილებლად დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და დაბეჯითებით შეუდგა ამის დადასტურებას, თქვენ მაინც შეინარჩუნეთ ღიმილი (ანუ თქვენი დამოკიდებულება მოვლენებისადმი _ გახსოვდეთ, ამის უფლება ყოველთვის გაქვთ და სულაც არ არის აუცილებელი, მოსაუბრის მიმიკები გაიმეოროთ და დაანახოთ, რომ მის `აღშფოთებას~ იზიარებთ!), გულში კი გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და წარმავალია, გაიხსენეთ რაიმე დიდებული და განსაცვიფრებლად მშვენიერი, რაც კი ოდესმე გინახავთ, და შეადარეთ იმ უბადრუკობას, რაზეც ამ წუთას გელაპარაკებიან. რამხელა სხვაობაა! სახეზე ღიმილმორეულმა (ღიმილი ამ დროს უარყოფითი ენერგიის ტალღებისგან გიცავთ!) უსმინეთ და თან აქტრიურად აცნობიერეთ, რამხელა სისულელეს ჩადის მოსაუბრე და რამხელა ზიანს აყენებს საკუთარ თავსაც და თქვენც! რაც არ უნდა დამაჯერებლად მოგეჩვენოთ ერთ კვირაში მესამე მსოფლიო ომის დაწყების გარდუვალობა, გაიხსენეთ და არცერთი წამით არ დაივიწყოთ, რომ თქვენი მოსაუბრის დასკვნები სულაც შეიძლება მცდარი იყოს. გაიხსენეთ, რომ ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად მოგეჩვენოთ ყველაფერი თქვენც და მასაც ან სულაც ისეთი რამ მოხდეს, რომ თავისთავად ცხადი გახდეს მთელი ამ მსჯელობის უაზრობა. მოკლედ გახსოვდეთ, რომ როგორც წესი ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. და საერთოდ, გააცნობიერეთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ:
3. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და განვიცდით, გონების თამაში და ილუზიაა. ხშირად იფიქრეთ ამაზე. ამის გაცნობიერება ყველგან და ყოველთვის შეიძლება. მაგალითად ქუჩაში ბავშვს ხედავთ. წარმოიდგინეთ, რითი შეიძლება იყოს მისი გონება დაკავებული. ბავშვი სრულიად დაუძაბავი, თავისუფალი და ლაღია, რადგან არც საჭმელზე უწევს ზრუნვა, არც ჩასაცმელზე და რც სხვა რამეზე. ამას სხვები აკეთებენ, მას კი არც გაუგია, რა არის ზრუნვა, შფოთვა, შიში, ნერვიულობა... მისი დღე იმაზე ფიქრით იწყება, როგორ გაერთოს, რაითამაშოს და ამავე ფიქრით მთავრდება. ამიტომ მისი აღქმაც სხვანაირია _ მუდამ სიცოცხლის, ყოფიერების ბედნიერი შეგრძნებით, მუდამ ლაღი, სიხარულიანი განცდებითაა სავსე! ამიტომ ბავშვი სულ სხვანაირად, ბედნიერად შეიგრძნობს ამ ქუჩასაც, რომელზეც თქვენ დათრგუნული და უბედური მოალაჯებთ, ამ მანქანებსაც, რომლებიც მისთვის საოცნებო, ჯადოსნური რამ არის, თქვენთვის კი მხოლოდ გამონაბოლქვის გამომყოფი საძულველი ჯაბახანები, და ამ ხეებსაც, რომელსაც ის უშუალოდ შეიგრძნობს და რომლებისგან უზარმაზარ სიამოვნებასა და სიხარულსაც იღებს და რომლებსაც თქვენ ვერც კი ამჩნევთ... მოკლედ, რეთი და იგივე რამ _ ე რ თ ი რ ე ა ლ ო ბ ა სულ სხვაა თქვენთვის და ბავშვისთვის. ესაა ილუზია. ორივენი ილუზიაში ხართ, რადგან ერთი არ შეიძლება იყოს ორი, მაგრამ ბავშვი ბედნიერ ილუზიაშია, თქვენ კი უბედურ ილუზიაში! იფიქრეთ ამაზე! გააცნობიერეთ თქვენი აღქმის ილუზორულობა ყოველ წამს! იფიქრეთ ახალგაზრდა კაცისა და მოხუცის, ქალისა და კაცის აღქმების განსხვავებულობაზე. დააკვირდით თქვენს ახლობლებს, მათ რეაქციებს და მიხვდებით, რომ ერთი და იგივე რამეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და ყველას თავისი აღქმა გონია არა მხოლოდ სწორი, არა მხოლოდ ერთადერთი სწორი აღქმა, არამედ უბრალოდ ე რ თ ა დ ე რ თ ი აღქმა. ადამიანებს სერიოზულად გონიათ, რომ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც თვითონ ფიქრობენ! აი, რა არის ყველაზე დიდი სიბრიყვე და ილუზია! ამის შემდეგ კი, თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ, მიხვდებით, რომ თქვენც ზუსტად ასეთი ხართ და რომ არავითარი საფუძველი არა გაქვთ, იფიქროთ, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც გგონიათ. რა თქმა უნდა ამის მერეც ყველაფერი ისე გეგონებათ, როგორც აქამდე გეგონათ, მაგრამ სამაგიეროდ გაგიჩნდებათ დისტანციის შეგრძნება თქვენსა და გარემოს შორის, რაც აუცილებელია სიმშვიდის მოსაპოვებლად. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ელექტორატის ნაწილი ხართ, თქვენი არჩეული პრეზიდენტი კი მესამე მსოფლიო ომს იწყებს, ღამე ვერაფრით ვერ დაიძინებთ! მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ილუზია და აღქმათა თამაშია, რომ თქვენ სინამდვილეში სულაც არა ხართ ელექტორატის წევრი, რადგან ხვალ რომ მართლა დიდი კატასტროფა მოხდეს, თქვენ საკუთარ თავს აღიქვამთ, როგორც ლტოლვილს და არა როგორც ელექტორატის ნაწილს. თქვენი აღქმა, რომ ამომრჩეველი ხართ, ერთხელ და სამუდამოდ უკვალოდ გაქრება... ასე რომ თუ იცით, რომ თქვენი ამომრჩევლობა მხოლოდ დროებითი ილუზორული აღქმაა და რომ ასეთივე ილუზორული აღქმა აქვს თქვენს პრეზიდენტსაც, რომელსაც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამწუთას ვერ წარმოუდგენია, რომ ხვალ შეიძლება პრეზიდენტი არ იყოს, აუცილებლად მიხვდებით, რომ არ ღირს თავის მოკვლა არც იმაზე, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი და არც იმაზე, თუ რა მოხდება ხვალ. თუ გააცნობიერებთ ყველაფერ ამას, თქვენი მოსაუბრე ნამდვილად ვეღარ აგანერვიულებთ თავისი პროგნოზებით მესამე მსოფლიო ომის შესახებ, რადგან გეცოდინებათ, რომ ეს პროგნოზებიც მოჩვენება და მისი აღქმის თამაშია. თანაც ეს აღარ დაგაინტერესებთ, არ მოგეჩვენებათ მნიშვნელოვნად, რადგან თქვენი შინაგანი არსება და თქვენი გონება უკვე სულ სხვა კითხვით იქნება დაკავებული: `რა არის რეალობა?~ ეს, რა თქმა უნდა ყველაზე წყეული კითხვაა. ამბობენ, რომ ბუდამ და ლაო-ძიმ მოახერხეს მათზე `სწორი~ პასუხის გაცემა, ასე რომ თქვენს ადგილზე დიდი ოპტიმისტი არ ვიქნებოდი, მაგრამ პარადოქსული და საოცარია ერთი რამ _ ამა `წყეულ~ კითხვაზე ფიქრი ადამიანს ა რ ა ნ ე რ ვ ი უ ლ ე ბ ს, განსხვავებით პოლიტიკასა და ყოველდღიურ წვრილმანებზე ფიქრისგან! პირიქით _ ეს შეკითხვა და მასზე ფიქრი ამშვიდებს ადამიანს, უფრო დინჯსა და მედიტაციურს ხდის. რა არის ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ პოლიტიკა და ყოველდღიური წვრილმანები თავისთავად უაზრობაა და ჩვენც, ალბათ, ქვეცნობიერად განვიცდით იმას, რომ მთელი ჩვენი ენერგია და ცხოვრება უაზრობაში იხარჯება, ამ შეკითხვას კი _ რ ა ა რ ი ს რ ე ა ლ ო ბ ა ? _ აქვს აზრი. ამას გარდა, თუ წვრილმან პრობლემებზე თავის მტვრევისას ჩვენ თვითონაც მეწვრილმანეები, მოუთმენლები და უფრო სულმდაბლები ვხდებით, რადგან გვინდა დროზე მოვიშოროთ თავიდან ეს პრობლემებიც და მათზე ფიქრიც, დიდ და ნამდვილ კითხვაზე ფიქრისას უფრო გულუხვებად, მომთმენებად და კეთილშბილ არსებებად ვიქცევით, რადგან იმის ხასიათი, რაზეც ვფიქრობთ, ჩვენც გადმოგვედება და ჩვენს ხასიათსაც განსაზღვრავს. თანაც შეუძლებელია მოთმენელი, დაძაბული და ანერვიულებული იყო ისეთი დიდი საკითხის გადაჭრისას, რომელსაც ალბათ ვერასოდეს გადაჭრი. ყველაზე დიდი სულელიც კი ვერ მოახერხებს ამას! სამაგიეროდ კარგად გააცნობიერებთ, რამხელა სიბრიყვეა პოლიტიკურ მოვლენებზე, ვალუტის კურსზე, ფასებზე და სსხვა ამგვარ წვრილმან ილუზიებზე ნერვიულობა მაშინ, როცა არ იცით, რა არის რეალობა! მე არ ვამბობ რომ ამ ყველაფერზე არ უნდა იფიქროთ, რომ უნდა მოწყდეთ ყველაფერს და შიმშილით მოკვდეთ, მაგრამ ნერვიულობა ნამდვილად სიბრიყვეა. მილიარდერიც რომ იყოთ, ძალიან სულელი ყოფილხართ, თუ ვერ ხვდებით, რომ ამ მოულოდნელობებით სავსე სამყაროში ყოველ წუთას შეიძლება ყველაზე ღარიბ ადამიანად იქცეთ! და რა მოგასვენებთ, რა დაგაძინებთ, თუკი მართლა დიდი ქონების პატრონი ხართ და ეს იცით? რა თქმა უნდა ვერაფერი, ერთადერთი რამის გარდა. ესაა შ ი ნ ა გ ა ნ ი ს ი ღ ა რ ი ბ ე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გაგაჩნდეთ, შინაგანად ყოველთვის მზად უნდა იყოთ ყველაფრის დაკარგვაზე. მხოლოდ მაშინ შეძლებთ მშვიდად აწარმოოთ ბიზნესი _ მოიგოთ და წააგოთ. მხოლოდ შინაგანად ღარიბს შეუძლია მშვიდად დაიძინოს.
4. პრობლემატური, დაძაბული და გაღიზიანებული საუბრების, უარყოფითი ფსიქიკური ენერგიების თავიდან აცილება აუცილებელია, მაგრამ ეს მხოლოდ სიმშვიდით შეიძლება გააკეთოთ. თუU იფიქრეთ _ `აი, დაძაბულ საუბარში მოვხვდი, ეს ჩემზე ცუდად იმოქმედებს და დღეს არ დამეძინება!~ არაფერიგამოვა. მეტიც _ ერთხელაც მაინც ამის გაფიქრებას ჯობს მთელი დღე დაძაბულ საუბრებში გაატაროთ. ასეთი ფიქრები, ასეთი დამოკიდებულება ნერვოზის პირველი ნიშანია! არაფერი ისე არ ავნებს თქვენს ნერვებსა, როგორც იმაზე ფიქრი, რომ ნერვიულობთ. არაფერი ისე არ გიფუჭებთ ძილს, როგორც იმაზე ფიქრი, რომ ძილი გიჭირთ. ამის მაგივრად უნდა `დაიჭიროთ~ თქვენს თავში მშვიდი, უდარდელი, ღიმილიანი განწყობა და თავი დააჯეროთ, რომ მის შენარჩუნებას ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ. უსიამოვნო სიტუაციებში მუდამ ეს განწყობა უნდა გაიხსენოთ და და იფიქროთ, რომ ვერაფერი გავნებთ, რადგან თქვენ თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაქვთ. რომც აგეშალოთ რამეზე ნერვები, იმწამსვე თქვენი ბედნიერი განწყობა უნდა გაიხსენოთ და თავს უთხრათ: `არაფერია, ეს უმნიშვნელო სტრესი იყო, იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩემი განწყობაც კი ვერ წამართვა. ეს უცებ გაივლის და ჩემს ძილზე ვერ იმოქმედებს!~ თუ ასე იფიქრებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასეც იქნება! მოკლედ საჭიროა არა უსიამოვნო სიტუაციებიდან გაქცევა, არამედ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა შეხვიდეთ ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდად და მშვიდადვე გამოხვიდეთ.


უძილობის დაძლევა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ იმ ადამიანთან, რომელთანაც უბრად ხართ, რომელიცც ვერ გიტანთ (ან რომელსაც ვერ იტანთ). ასეთი ადამიანი ხშირად დედა, ძმა, ცოლო, ქმარი და შვილიც კია ხოლმე. ადამიანები ხშირად ვერ იტანენ, რომ მათი ოჯახის წევრი სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ცხოვრობს და ეს დიდი, მრავალწლოვანი ტანჯვის მიზეზი ხდება როგორც მათი ახლობლებისთვის, ისე თვით მათთვის. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, არა მხოლოდ ლაპარაკით გაგდებენ სტრესში, არამედ უბრალო გამოხედვითაც და სიარულის, ან წყლის მოწოდების მანერითაც კი, რადგან მათი მანერები და მზერაც კი წყენასა და დადანაშაულებას შეიცავს.
და თუ საკმარისად ჯიუტები გამოდექით თქვენც და ისიც და არცერთი `არ შეიცვალეთ~ (რაც აბსურდია!), ბოლოს უბრალოდ ერთმანეთის დანახვაც კი სტრესი იქნება. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ (ან გგონიათ, რომ გიყვართ). თუ თქვენ ხართ ის, ვინც სხვის განსხვავებულობას ვერ ეგოება, იცოდეთ, რომ არ ხართ მართალი და დიდ ბოროტებას ჩადიხართ. თქვენს შვილსაც კი აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ ამაზე თქვენ. და რაც მთავარია, ეს სწორია _ მან სწორედ ისე უნდა იცხოვროს, როგორც უნდა, რომ ბედნიერი იყოს. ადამიანები ისეთები მიიღეთ და შეიყვარეთ როგორებიც არიან _ ასე თქვენც დამშვიდდებით და მასაც მოასვენებთ.
თუ თქვენ ცხოვრობთ ასეთ `მორალისტთან~, ძალიან გაგიჭირდებათ. ყველაზე კარგი იქნება, გაეცალოთ და თქვენს სახლში თქვენს გემოზე იცხოვროთ, მაგრამ თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაშინ სწორი მიდგომის გამომუშავება მოგიწევთ.
სტრესი რომ არ მიიღოთ, არ უნდა გაღიზიანდეთ, არ უნდა გეწყინოთ, არ უნდა გაბრაზდეთ, არ უნდა იგრძნოთ თავი დამცირებულად, დაჩაგრულად, მასხრად აგდებულად, არ უნდა შეგეცოდოთ თავი, არ უნდა იფიქროთ, რომ ამას არ იმსახურებთ, არ უნდა მოგინდეთ საკადრისი პასუხის გაცემა _ არც სიტყვიერად და არც, მითუმეტეს, ფიზიკურად. გულშიც კი არ უნდა თქვათ: `იდიოტია რა, რა უნდა ველაპარაკო!~... რადგან ეს ყველაფერი სტრესია. მოკლედ, არ უნდა შეიძლულოთ, რადგან სიძულვილი მუდმივი სტრესის წყაროა. მაგრამ შეუძლებელია ეს ყველაფერი არ გააკეთოთ, როცა მუდმივი გამაღიზიანებელი არსებობს _ დილიდან საღამომდე. აბა რა უნდა ქნათ? პასუხი ერთადერთია და საოცრად მარტივი _ უნდა შეიყვაროთ. ეს შეიძლება აბსტრაქტულ ლაყბობად, ლიტონ სიტყვად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთვის კონკრეტული ტექნიკაც კი არსებობს:

პირველ რიგში, უნდა როგორმე მოახერხოთ და უთანაგრძნოთ. თუ ადამიანი გაღიზიანული და კონფლიქტურია, თუ მასთან საუბარიც კი არ გამოდის, უნდა გაიხსენოთ და მუდამ გახსოვდეთ, რამ მიიყანა აქამდე _ დაწრილებით გაიხსენეთ მისი ცხოვრების დეტალები და შეეცადეთ გაიგოთ, რა სტრესები, რა პრობლემები გამოიარა და რამ მიიყვანა აქამდე.

შეეცადეთ დაელაპარაკოთ, კეთილგანწყობა აგრძნობინოთ და თქვენი პოზიცია აუხსნათ, ასეთ სიტუაციებში, ლაპარაკი, როგორც წესი, არაფერს ცვლის. მიეჩვიეთ აზრს, რომ ვერაფერს გააგებინებთ, ოღონდ ამან არ უნდა გაგაბრაზოთ. პირიქით _ უნდა შეიცოდოთ და უთანაგრძნოთ, რომ ასეთ დღეში ჩავარდა. როცა ადამიანი მუდმივად გეჩხუბებათ, ან არ გეჩხუბებათ, მაგრამ ცუდი თვალით გიყურებთ, თქვენც და ისიც მუდმივ სტრესში იმყოფებით. თუ სხვა გზა არ არის და მაინც ერთად უნდა იცხოვროთ, ერთადერთი გამოსავალი ისევ `უარყოფითის დადებითად გადაქცევის~ ტექნიკაა. იმწამსვე, რა წამსაც ის თქვენს გაბრაზებას მოახერხებს, იმწამსვე, რაწამსაც სულ ოდნავი აგრესიული რეაქცია მაინც დაგეუფლებათ, სტრესს მიიღებთ, ეს კი გარდაუვალია, თუ ადამიანს ყოველწამს თანაგრძნობითა და სიყვარულით არ ეპყრობი. ამიტომ მუდმივად უნდა იფიქროთ, როგორ გიყვართ, რა ცოდოა, რა საყვარელია, უნდა იმედიტოროთ და შეიგრძნოთ მისი პრობლემები, რა ცოდოა, რომ არ ესმის ის, რაც არ ესმის, რა ტყუილად იტანჯავს თავს, რა საყვარელია... თუ მორწმუნე ხართ, რაც შეიძლება ხშირად ილოცეთ მისთვის, განსაკუთრებით მაშინ როცა გაბრაზებთ. თუმცა ლოცვის არსი მაინც კეთილის სურვებაა, ეს კი რწმენის გარეშეც შეიძლება... უსასრულოდ უნდა გააძლიეროთ, თუ რაიმე, სულ მცირე მაინც დადებითი ემოცია გაქვთ მის მიმართ, ხოლო თუ ასეთი გრძნობა საერთოდ არ გაგაჩნიათ, მედიტირებით უნდა შეიძინოთ. თუ ასეთი რამ არაფრით გამოგდით და გამოუსწორებლად ვერ იტანთ ვინმეს, სასწრაფოდ გადადით სხვაგან საცხოვრებლად, რადგან მუდმივი უარყოფითი ემოციების პირობებში მცხოვრებს ძილის გამოსწორების იმედი არ უნდა გქონდეთ.


ბლოგის ავტორისგან: თუ ამ ყველაფერმა არ გიშველათ, უბრალოდ დაიკიდეთ – ღრმად და საფუძვლიანად დაიკიდეთ, ყველაფერი, რაც გაწუხებთ, და მშვენივრად დაგეძინებათ _ პირველივე ღამეს თუ არა, რამოდენიმე ხნიის შემდეგ მაინც. ოღონდ ეს _ დაკიდება როგორმე მართლა უნდა მოახერხოთ!

პერსონალური ტორნადო ფარაონისათვის

მასალა გამოქვეყნდა ჟურნალ PLAYBOY-ში




ქართველი მეტერეოლოგის და `ბენზოკალონკის~ მუშის აღმოჩენამ მსოფლიო ეგვიპტოლოგიას ახალი ჰორიზონტები გადაუშალა


საქართველოში სულ რამდენიმე ეგვიპტოლოგი მეცნიერია, უფრო ცოტა, ვიდრე თითზე ჩამოსათვლელი: ქალბატონი მანანა ხვედელიძე, ბატონი ლევან ქურდიანი და ჩემი შვილი თაკო, რომელმაც ეგვიპტოლოგობა გადაწყვიტა, მაგრამ ჯერჯერობით მომავალი ეგვიპტოლოგის კატეგორიაში თუ გავა.
ქართული ეგვიპტოლოგიური სკოლა კი, თუ არსებობს, მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში.
ამ ფონზე ეგვიპტოლოგიაში ახალი სიტყვის თქმა სენსაცია თუ არა, და დიდი მოულოდნელობა მაინც იყო.
მით უმეტეს, როდესაც ეს ახლად მოვლენილი `ეგვიპტოლოგი” სულ არ იყო ეგვიპტოლოგი. დიპლომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ მეტეოროლოგის განათლება ჰქონდა და აქვს.
ყველაფერი შვილის დაბადების დღეზე დაიწყო, როდესაც გიზო ვაშაკიძემ ბავშვის საჩუქრებიდან ილუსტრირებული ენციკლოპედიის ახლად გამოცემული ტომი გამოაძვრინა და თვალიერებას შეუდგა.
ერთ ერთ ილუსტრაციაზე, რომელიც ეგვიპტურ თემას განიხილავდა, ხეოფსის პერამიდა იყო გამოსახული თავისი პირველქმნილი სახით, ანუ თეთრი, სარკესავით დამუშავებული, მარმარილოთი მოპირკეთებული და ძალიან ლამაზი. კარგ ილუსტრაციას პროფესიონალი და კარგადვე ერუდირებული მხატვრის ხელი ეტყობოდა.
ფერი, რაკურსი, შუქ-ჩრდილები, განათება, ყველაფერი სახეზე იყო, განსაკუთრებით შუქ-ჩრდილები. გიზოს ყურადღება სწორედ შუქ-ჩრდილებმა მიიპყრო.
აბსოლუტურად სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ პირამიდის დახრილ კედელს უნდა აერეკლა მზის სხივი, რომელიც პირამიდის ირგვლივ ნიადაგზე განაწილდებოდა. ამას პირამიდის გარშემო ტემპერატურის მატება უნდა გამოეწვია, მაშინ როდესაც მარმარილოს პირამიდა ცივი რჩებოდა. იქმნებოდა მაქსიმალურად ცივი ცენტრი და მაქსიმალურადვე ცხელი გარემო. ამ ორი კომპონენტის გაერთიანებას შეეძლო უმართავი მეტეოპროცესები გამოეწვია _ თუნდაც ტორნადო. ასეთი აზრი რათქმა უნდა მხოლოდ მეტეოროლოგს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში...
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს საგანგებოდ იყო გათვლილი. მართალია აზრი კონკრეტული და ერთი შეხედვით ჩამოყალიბებული ჩანდა, მაგრამ მას გადამოწმება, გამოკვლევა და დასაბუთება ჭირდებოდა.
გიზო ამუშავდა. ამუშავდა პირამიდების ფენომენის გამოსაკვლევად თორემ მუშაობით ისედაც მუშაობდა... `იბერკომპანის” ბენზინგასამართ სადგურზე.
გიზოსათვის ახალი ცხოვრება დაიწყო. სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, რომელიც არც ისე ბევრი ჰქონდა, ბიბლიოთეკაში და გარაჟში მოწყობილ ლაბორატორიაში ატარებდა.
გიზოს პირველი ვარაუდი გამართლდა. პირამიდის ირგვლივ ტერიტორიაზე არეკლილი სხივის განფენას და ნიადაგის გადახურებას პირამიდის კედლის სწორედ 50 გრადუსიანი დახრა უზრუნველჰყოფდა.
პირველი ვარაუდის გამართლებას მეორე მოჰყვა. კარგმა მეტეოროლოგიურმა განათლებამ მას პალეოკლიმატური კვლევის ჩატარების საშუალებებიც მისცა. აღმოჩნდა, რომ ძველ ეგვიპტეში ჰაერის ტენიანობა 168% ით მაღალი იყო.
კომპლექსური ანალიზის სურათი დაიდო: ცხელი გარემო, ჭარბტენიანი ატმოსფერო, ცივი ცენტრი (პირამიდის სახით) და ტორნადოს წარმოქმნას ხელს აღარაფერი უშლიდა. რა აუცილებლობა უნდა ყოფილიყო გამოეწვიათ ასეთი უმართავი და თან დამანგრეველი ენერგიის მქონე მოვლენა?
დანარჩენმა იეროგლიფებისა და ძველი ეგვიპტური თეოლოგიის კვლევებმა აჩვენა, რომ ეგვიპტური ტორნადო არც ისე უმართავი და თან ფარაონებისათვის ერთობ საჭირო მოვლენა იყო.
ნაშრომი ეგვიპტურ პირამიდებზე დასრულდა და ხელნაწერის სახითაც დაიდო, თუმცა მისი გამოქვეყნების პერსპექტივა ბუნდოვანი ჩანდა _ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლად ჩამოყალიბებულ მეცნიერ მეტეოროლოგს წიგნის გამოსაცემი თანხები არ ჰქონდა.
ერთი უცნაური კანონზომიერებაა _ ეგვიპტურ პირამიდებს ყოველთვის თან სდევს აუხსნელი გვერდითი მოვლენები. სერიოზული ინფორმაცია მათ შესახებ ყოველთვის გაიკვლევს გზას და საჭირო კალაპოტში მოექცევა.
ერთი სიტყით, გიზოს პირამიდული კვლევების ირგვლივ ნამდვილი საჭადრაკო პარტია გათამაშდა. ჯერ იყო და პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურზე ჟურნალისტმა მიაკითხა, რომელსაც სხვა ჟურნალისტისაგან ამბად გაეგო გიზოს ნაშრომის შესახებ. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტის ვიზიტს ყურადღების გარეშე დასტოვებს _ გიზოს ამბავი მისმა უშუალო უფროსმა, ბაჩანა ადამიამ გიზოსაგან მოისმინა და სერიოზულად ჩაფიქრდა. ეს უკვე ამ მისტიკური საჭადრაკო პარტიის მეორე სვლა იყო, რომლის შედეგადაც გიზომ ბაჩანას მოძიებული თანხებით წიგნი გამოსცა, რუსულად თარგმნა და თავის წიგნიანად მოსკოვში აღმოჩნდა!
მოსკოვში შედგა ვაშაკიძის ნაშრომის კითხვა და წიგნის პრეზენტაცია, რომელმაც სამეცნიერო წრეებში ცოტა არ იყოს მსუბუქი ფურორი გამოიწვია.

`...კონცეფცია უჩვეულო და ახალი, მაგრამ ისტორიულად დასაბუთებულია. მე არ ვიცი რა მოთხოვნები აქვთ წაყენებული ამ დისერტაციას საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტთა საბჭო არ შეცდება, თუ გიზო ვაშაკიძეს ამ ნაშრომისათვის მიანიჭებს არა მარტო მეცნიერებათა კანდიდატის, არამედ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდებას. მის ნაშრომში თანაბარი ინტენსივობით არის ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია, გეოგრაფია, ატმოსფეროს ფიზიკა.~

ეს შეფასება გ.ს. გოლიცინს _ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს და ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს ეკუთვნის.

`...მიუხედავად სხვადასხვა მკვლევართა მიერ ჩატარებული მრავალჯერადი მცდელობებისა და მრავლობით გამოთქმული ვერსიებისა, მონოგრაფიის ავტორმა მოახერხა შემოთავაზებული ჰიპოთეზის კოპლექსური დასაბუთება მეცნიერების სხვა და სხვა სფეროებიდან...
...მონოგრაფია ძირითადად სამეცნიერო ისტორიულ მონაცემებზე, ფაქტებზე და ლაბორატორიული მოდელირების შედეგებზეა დაფუძნებული. რაც საშუალებას იძლევა, მონოგრაფიაში გაშუქებული ახალი კონცეფცია გამოყენებულ იქნას მთელი რიგი სამეცნიერო პუბლიკაციების მოსამზადებლად.~

ეს კი ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრის, კოსმიურ კვლევათა ინსტიტუტის აქტიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის,
ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. გ.გ. მანაგაძის დასკვნაა.

მოსკოველი მეცნიერების შეფასება კი ამ შემთხვევაში это вам не хухры – мухры!??????

თუ ამ მოსკოვურ პრეზენტაციას საჭადრაკო პარტიის მესამე სვლად ჩავთვლით, პრეზენტაციაზე ამერიკელი სამხედრო ატაშეების დასწრება უკვე მეოთხე სვლა იყო. გულგრილები არც ისინი დარჩენილან _ ატაშეებმა პრეზენტაცია გიზოს წიგნებით, ფოტო მასალით და ლაბორატორიული კვლევის ჩანაწერებით დახუნძლულებმა დატოვეს.
დღესდღეობით `ფარაონის პერსონალურ ტორნადოს” პენტაგონის სპეციალისტები სწავლობენ. მათ დასკვნას, რომელიც ალბათ საბოლოო არ იქნება, შეიძლება ახალი სვლებიც მოჰყვეს.

პირამიდების საიდუმლოს ახალი ამოხსნა

მალხაზ რუსაძე

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ PLAYBOY-ში

ქართველი მეტერეოლოგის აღმოჩენამ მსოფლიო ეგვიპტოლოგიას ახალი ჰორიზონტები გადაუშალა

საქართველოში სულ რამდენიმე ეგვიპტოლოგი მეცნიერია, უფრო ცოტა, ვიდრე თითზე ჩამოსათვლელი: ქალბატონი მანანა ხვედელიძე, ბატონი ლევან ქურდიანი და ჩემი შვილი თაკო, რომელმაც ეგვიპტოლოგობა გადაწყვიტა, მაგრამ ჯერჯერობით მომავალი ეგვიპტოლოგის კატეგორიაში თუ გავა.
ქართული ეგვიპტოლოგიური სკოლა კი, თუ არსებობს, მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში.
ამ ფონზე ეგვიპტოლოგიაში ახალი სიტყვის თქმა სენსაცია თუ არა, და დიდი მოულოდნელობა მაინც იყო.
მით უმეტეს, როდესაც ეს ახლად მოვლენილი `ეგვიპტოლოგი” სულ არ იყო ეგვიპტოლოგი. დიპლომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ მეტეოროლოგის განათლება ჰქონდა და აქვს.
ყველაფერი შვილის დაბადების დღეზე დაიწყო, როდესაც გიზო ვაშაკიძემ ბავშვის საჩუქრებიდან ილუსტრირებული ენციკლოპედიის ახლად გამოცემული ტომი გამოაძვრინა და თვალიერებას შეუდგა.
ერთ ერთ ილუსტრაციაზე, რომელიც ეგვიპტურ თემას განიხილავდა, ხეოფსის პირამიდა იყო გამოსახული თავისი პირველქმნილი სახით, ანუ თეთრი, სარკესავით დამუშავებული, მარმარილოთი მოპირკეთებული და ძალიან ლამაზი. კარგ ილუსტრაციას პროფესიონალი და კარგადვე ერუდირებული მხატვრის ხელი ეტყობოდა.
ფერი, რაკურსი, შუქ-ჩრდილები, განათება, ყველაფერი სახეზე იყო, განსაკუთრებით შუქ-ჩრდილები. გიზოს ყურადღება სწორედ შუქ-ჩრდილებმა მიიპყრო.
აბსოლუტურად სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ პირამიდის დახრილ კედელს უნდა აერეკლა მზის სხივი, რომელიც პირამიდის ირგვლივ ნიადაგზე განაწილდებოდა. ამას პირამიდის გარშემო ტემპერატურის მატება უნდა გამოეწვია, მაშინ როდესაც მარმარილოს პირამიდა ცივი რჩებოდა. წარმოიშობოდა მაქსიმალურად ცივი ცენტრი და მაქსიმალურადვე ცხელი გარემო. ამ ორი კომპონენტის გაერთიანებას შეეძლო უმართავი მეტეოპროცესები გამოეწვია _ თუნდაც ტორნადო. ასეთი აზრი რა თქმა უნდა მხოლოდ მეტეოროლოგს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში...
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს საგანგებოდ იყო გათვლილი. მართალია აზრი კონკრეტული და ერთი შეხედვით ჩამოყალიბებული ჩანდა, მაგრამ მას გადამოწმება, გამოკვლევა და დასაბუთება ჭირდებოდა.
გიზო ამუშავდა. ამუშავდა პირამიდების ფენომენის გამოსაკვლევად, თორემ მუშაობით ისედაც მუშაობდა... `იბერკომპანის” ბენზინგასამართ სადგურზე.
მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, რომელიც არც ისე ბევრი ჰქონდა, ბიბლიოთეკაში და გარაჟში მოწყობილ ლაბორატორიაში ატარებდა. ამ კუსტარულ ლაბორატორიაში მოგვიანებით გიზომ საშუალო ზომის ტაშტში პატარა, `ოთახის ტორნადოების~ ხელოვნური გამოწვევა შესძლო.
გიზოს პირველი ვარაუდი გამართლდა. პირამიდის მიერ არეკლილი სხივის მის ირგვლივ ტერიტორიაზე განფენას და ნიადაგის გადახურებას პირამიდის კედლის სწორედ 50 გრადუსიანი დახრა უზრუნველჰყოფდა.
პირველი ვარაუდის გამართლებას მეორე მოჰყვა. კარგმა მეტეოროლოგიურმა განათლებამ მას პალეოკლიმატური კვლევის ჩატარების საშუალებებიც მისცა. აღმოჩნდა, რომ ძველ ეგვიპტეში ჰაერის ტენიანობა დღევანდელთან შედარებით 168% ით მაღალი იყო.
კომპლექსური ანალიზის სურათი დაიდო: ცხელი გარემო, ჭარბტენიანი ატმოსფერო, ცივი ცენტრი (პირამიდის სახით) და ტორნადოს წარმოქმნას ხელს აღარაფერი უშლიდა. რა აუცილებლობა უნდა ყოფილიყო გამოეწვიათ ასეთი უმართავი და თან დამანგრეველი ენერგიის მქონე მოვლენა?
ტორნადოს ვერსია იეროგლიფების გამოკვლევითაც დადასტურდა. გიზომ ამ სფეროშიც უზარმაზარი მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა _ მან ამოხსნა იმ იეროგლიფების მნიშვნელობა, რომლების გაშიფვრაც აქამდე ვერავინ მოახერხა. ამის შედეგად ბევრი აქამდე წაუკითხავი ძველეგვიპტური წარწერის წაკითხვა შესაძლებელი გახდა.
ნაშრომი ეგვიპტურ პირამიდებზე დასრულდა და ხელნაწერის სახითაც დაიდო, თუმცა მისი გამოქვეყნების პერსპექტივა ბუნდოვანი ჩანდა _ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლად ჩამოყალიბებულ მეცნიერ მეტეოროლოგს წიგნის გამოსაცემი თანხები არ ჰქონდა.
ერთი უცნაური კანონზომიერებაა _ ეგვიპტურ პირამიდებს თან ყოველთვის აუხსნელი გვერდითი მოვლენები სდევს. სერიოზული ინფორმაცია მათ შესახებ ყოველთვის გაიკვლევს გზას და საჭირო კალაპოტში მოექცევა.
ერთი სიტყით, გიზოს პირამიდული კვლევების ირგვლივ ნამდვილი საჭადრაკო პარტია გათამაშდა. ჯერ იყო და პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურზე ჟურნალისტმა მიაკითხა, რომელსაც სხვა ჟურნალისტისაგან ამბად გაეგო გიზოს ნაშრომის შესახებ. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტის ვიზიტს ყურადღების გარეშე დასტოვებს _ გიზოს ამბავი მისმა უშუალო უფროსმა, ბაჩანა ადამიამ გიზოსაგან მოისმინა და სერიოზულად ჩაფიქრდა. ეს უკვე ამ მისტიკური საჭადრაკო პარტიის მეორე სვლა იყო, რომლის შედეგადაც გიზომ ბაჩანას მოძიებული თანხებით წიგნი გამოსცა, რუსულად თარგმნა და თავის წიგნიანად მოსკოვში აღმოჩნდა!
მოსკოვში შედგა ვაშაკიძის ნაშრომის კითხვა და წიგნის პრეზენტაცია, რომელმაც სამეცნიერო წრეებში ცოტა არ იყოს და, ფურორი გამოიწვია.
`...კონცეფცია უჩვეულო და ახალი, მაგრამ ისტორიულად დასაბუთებულია. მე არ ვიცი რა მოთხოვნები აქვთ წაყენებული ამ დისერტაციას საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტთა საბჭო არ შეცდება, თუ გიზო ვაშაკიძეს ამ ნაშრომისათვის მიანიჭებს არა მარტო მეცნიერებათა კანდიდატის, არამედ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდებას. მის ნაშრომში თანაბარი ინტენსივობით არის ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია, გეოგრაფია, ატმოსფეროს ფიზიკა.~
ეს შეფასება გ.ს. გოლიცინს _ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს და ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს ეკუთვნის.
`...მიუხედავად სხვადასხვა მკვლევართა მიერ ჩატარებული მრავალჯერადი მცდელობებისა და მრავლობით გამოთქმული ვერსიებისა, მონოგრაფიის ავტორმა მოახერხა შემოთავაზებული ჰიპოთეზის კოპლექსური დასაბუთება მეცნიერების სხვა და სხვა სფეროებიდან...
მონოგრაფია ძირითადად სამეცნიერო ისტორიულ მონაცემებზე, ფაქტებზე და ლაბორატორიული მოდელირების შედეგებზეა დაფუძნებული. რაც საშუალებას იძლევა, მონოგრაფიაში გაშუქებული ახალი კონცეფცია გამოყენებულ იქნას მთელი რიგი სამეცნიერო პუბლიკაციების მოსამზადებლად.~
ეს კი ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრის, კოსმიურ კვლევათა ინსტიტუტის აქტიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის,
ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. გ.გ. მანაგაძის დასკვნაა.
თუ ამ მოსკოვურ პრეზენტაციას საჭადრაკო პარტიის მესამე სვლად ჩავთვლით, პრეზენტაციაზე ამერიკელი სამხედრო ატაშეების დასწრება უკვე მეოთხე სვლა იყო. გულგრილები არც ისინი დარჩენილან _ ატაშეებმა პრეზენტაცია გიზოს წიგნებით, ფოტო მასალით და ლაბორატორიული კვლევის ჩანაწერებით დახუნძლულებმა დატოვეს.
გიზოს აღმოჩენას მეტეოროლოგები, გეოგრაფები და ფიზიკოსები უფრო დიდი ხალისით სეხვდნენ, ვიდრე ეგვიპტოლოგები. მიზეზი მარტივია _ მისი თეორიის აღიარების შემთხვევაში აქამდე მიღებული იეროგლიფების გაშიფვრის მეთოდი... უბრალოდ უქმდება.
გიზოს თეორიის აღიარება ჯერჯერობით მომავლის საქმეა, თუმცა ერთ რამეზე უკვე აღარავინ დაობს _ მისმა ნაშრომმა მეცნიერების წინაშე ახალი კითხვები დასვა და მათზე პასუხის გაუცემლად ვერც მისი ჰიპოთეზის უარყოფას შეძლებს ვინმე.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ გიზოს აღმოჩენამ შეიძლება არა მხოლოდ ეგვიპტოლოგია `ამოატრიალოს~, არამედ კაცობრიობას ტორნადოების პროგნოზირებასა და თავიდან აცილებაშიც დაეხმაროს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გიზო ვაშაკიძეს დოქტორის წოდება მიანიჭა.
დღესდღეობით მის წიგნს, `პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის” პენტაგონის სპეციალისტები სწავლობენ. მათ დასკვნას, რომელიც ალბათ საბოლოო არ იქნება, შეიძლება ახალი სვლებიც მოჰყვეს.



გიზო ვაშაკიძე _ `პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის~

მსოფლიოს 7 საოცრებიდან მხოლოდ და მხოლოდ პირველი შემორჩა _ ხეოფსის პირამიდა. რისთვის აიგო პირამიდები? _ამ კითხვაზე მეცნიერები დღემდე თავს იმტვრევენ. ინტერესი პირამიდების მიმართ განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში გამძაფრდა. უამრავმა სპეციალისტმა სცადა პირამიდების გამოკვლევა, მათ შორის თანამედროვე საშუალებებითაც: კოსმოსური ხომალდებით, ვერტმფრენებით, ულტრაიისფერი სხივებით აღჭურვილი კაცობრიობა ცდილობს ამოიცნოს პირამიდის საიდუმლო.
არსებობს მრავალი ვერსია თუ ჰიპოთეზა. მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული, ყველაზე პოპულარული ვერსიით, პირამიდა წარმოადგენდა ობსერვატორიას, ხოლო მისი კედლების დახრის კუთხე ასტრონომიული მიზნებისთვის ყოფილა შერჩეული და იგი სპეციალურად ყოფილა მიმართული პოლარული ვარსკვლავისაკენ.
მეცნიერთა სხვა ჯგუფის განცხადებით კი ეს ვერსია უსაფუძვლო გამოდგა, რადგან ხეოფსის პირამიდის თავზე არსებული სიბრტყე, რომელზეც ობსერვატორია უნდა მდგარიყო, თურმე ადრე არ არსებობდა, ხოლო პოლარული ვარსკვლავი პირამიდების მშენებლობის დროს სულ სხვაგან მოჩანდა ცაზე, ვიდრე დღეს ჩანს.
დროთა განმავლობაში პირამიდების გამო შეიქმნა ციფრული მისტიკა. მკვლევართა ერთი ნაწილი თავშეკავებას იჩენს მისტიკური აზროვნების მიმართ. სხვები ამბობენ, რომ პირამიდები მხოლოდ ფარაონთა სამარხებია, მათი გრანდიოზულობა და თვითმყოფადი ფორმები კი ფარაონთა განდიდებასა და მათი ნეშთების კარგად დამალვას ემსახურებოდა.
ამით, ჩემი აზრით, ისინი გაურბიან პასუხის გაცემას რთულ კითხვაზე, ვინაიდან ფაქტი ფაქტად რჩება _ პირამიდების დანიშნულება დღემდე საიდუმლოებითაა მოცული.
რით შეიძლება ეს აიხსნას?
შეგახსენებთ, რომ ძველი ეგვიპტელი მეცნიერები იგივე ღვთისმსახურები იყვნენ. ისინი არა მარტო პირადი და ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ ღვთისმსახურებისთვისაც ეჭიდებოდნენ მეცნიერებას. ანუ რელიგია და მეცნიერება ძველ დროში ერთ ადამიანში ერთიანდებოდა. დღეს კი ეს ორი ცნება სრულიად დაშორდა ერთმანეთს. შეიძლება სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პირამიდის დანიშნულება დღემდე გაუხსნელი დარჩა.
მივყვეთ პირამიდების მშენებლობის ქრონოლოგიას. პირველი საფეხურებიანი პირამიდა ფარაონ ჯოსერისათვის აშენდა. ეს დედამიწაზე ქვის პირველი მონუმენტური ნაგებობაა. ჯოსერის პირამიდის არქიტექტორი იმხოტეპი, ეგიპტური გადმოცემით ქვით მშენებლობის ფუძემდებელი იყო. იმხოტეპმა თავისი სიბრძნე ადამიანთა მკურნალობაშიც გამოავლინა. ამის გამო პტოლომეების ეპოქაში იგი მკურნალობის ღვთაების რანგში აიყვანეს. იმხოტეპმა შეცვალა ტრადიციული ეგვიპტური სამარხის, `მასტაბას~ ფორმა საფეხურიანი პირამიდის ფორმით, რომელიც კლდეს მოგვაგონებს. მანვე ტრადიციული სამშენებლო მასალის _ აგურისა და ხის ბოძების ნაცვლად ახალი მასალა _ კლდიდან ამოკვეთილი ქვები გამოიყენა.
როგორც ხედავთ, ორივე ცვლილებისას ფიგურირებს სიტყვა კლდე. ამ სიტყვის ხმარება შეიძლება პირამიდების დახასიათებისას, ვინაიდან ისინი ტოვებენ კლდის შთაბეჭდილებას და მათი უმეტესობა სწორედ კლდიდან ამოჭრილი ქვით არის ნაშენი.
ამ გარეოებას შემდეგი ახსნა აქვს _ პირამიდა არის ბუნებაში არსებული კლდის ანალოგი. კლდეზე დაკვირვებებით ეგვიპტელებმა დაადგინეს ტორნადოს ჩამოყალიბების მასტიმულირებელი მიზეზები, რის შედეგადაც აშენდა ხელოვნური კლდე, ანუ პირამიდა.
ტექნიკური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ტორნადოს გამოწვევის ხელშემწყობი პირობებია: 1. ტენიანი ჰავა 2. კონტრასტული ტემპერატურა. 3. წყლის ზედაპირი (ოკეანე, ზღვა, ტბა, წყალსაცავი).
სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ტორნადოები დღეს ყველაზე ხშირად ამერიკის ცენტრალურ შტატებში გვხვდება, სადაც მექსიკის ყურიდან და კარიბის ზღვიდან კონტინენტი ჭარბტენიანი ჰაერით მარაგდება, კონტინენტის სიღრმეში კი ჩრდილოეთით იჭრება ცივი ჰაერის მასები, რომლებიც თბილ, ტენიან ჰაერის მასებს ეჯახება. ამ ადგილებში მრავლადაა ტორნადოს ჩამოყალიბების სტიმულატორები, ანუ ტემპერატურის არათანაბარი განაწილების ობიექტები _ კლდეები, კანიონები, ქვაბულები და ა.შ.
ისტორიული წყაროები ცალსახად ადასტურებენ, რომ წარსულში ეგვიპტეში, პირამიდების მშენებლობის პერიოდში, გაცილებით უფრო რბილი და ტენიანი ჰავა იყო, ვიდრე დღესაა. მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ძველ დროს აღმოსავლეთ აფრიკაში ნალექების რაოდენობა დღევანდელზე 165%-ით მეტი იყო. ჰეროდოტეს ცნობით, `როდესაც მდინარე ნილოსი დიდდებოდა, იგი ტბორავდა მთელს ქვეყანას. მარტო ქალაქები მოჩანდა წყლის ზევით... ამ დროს გემებით მგზავრობისას სარგებლობდნენ არა მდინარის კალაპოტით, არამედ პირდაპირი უმოკლესი გზემით. მაგალითად ნოვკრატუსიდან მემფისში მგზავრობდნენ თვით პირამიდების გვერდის ავლით.~
ძლიერი სიცხე დატბორილი ეგვიპტის თავზე მდებარე ჰაერს შესძენდა უდიდეს ტენს, რაც თავის მხრივ ტორნადოს წარმოშობისთვის იდეალურ პირობებს შექმნიდა.
რატომ შეიძლება ჩაითვალოს კლდე ან პირამიდა ტორნადოს გამომწვევ ფაქტორად?
სნეფრუს თეთრი პირამიდის დახასიათება: სიმაღლე _ 100 მეტრზე მეტი; დახრის კუთხე _ 50 გრადუსი; მოპირკეთების ქვა _ თეთრი ფერის.
რა მნიშვნელობა აქვს პირამიდის ამ მაჩვენებლებს?
მათი დანიშნულება ძელზე უბრალოა _ მოგეხსენებათ, თეთრი ფერი იდეალურად ირეკლავს მზის სხივს, მითუმეტეს, რომ ეგვიპტელი მშენებლები პირამიდის გარემოპირკეთების ქვას სარკესავით აპრიალებდნენ.
ოდნავ სხვანაირად, ვთქვათ 30 გრადუსით დახრილი კედელი არეკლილ მზის სხივებს სივრცეში გაშლიდა და მზის სითბო ჰაერში გაიფანტებოდა, 50 გრადუსით დახრილ კედელზე შუადღით დაცემული სხივების უმეტესობა კი პირამიდის იგვლივ ტერიტორიაზე განაწილდებოდა.
ასხლეტილი მზის სხივების სითბო პირამიდის გარშემო ნიადაგს ძლიერ ახურდებდა, რაც თავის მხრივ ჰაერის ძლიერ გათბობას განაპირობებდა. თვითონ პირამიდის კედლები მზის სხივების არეკვლის გამო არ თბებოდა. შესაბამისად არ თბებოდა მის თავზე ჰაერიც. მთელი ეს პროცესი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ქმნიდა. პროპორცია ასეთი იყო _ ცივი ცენტრი (პირამიდა) _ ცხელი გარემო.
ფარაონ სნეფრუს შემდეგ გამეფდა მისი შვილი, ფარაონი ხეოფსი. ქაიროს გარეუბანში ხეოფსმა ააგო უდიდესი პირამიდა, რითაც საფუძველი ჩაუყარა სამარხთა უდიდეს კომპლექსს ეგვიპტეში. ამ კომპლექსში განლაგებულ პირამიდებს მსოფლიო გიზას პირამიდების სახელით იცნობს. მამის მიერ აშენებული სამი პირამიდიდან ხეოფსი იმეორებს სწორედ თეთრი პირამიდის ძირითად მაჩვენებლებს: სიმაღლე _ 146.5 მეტრი; დახრის კუთხე _ 50 გრადუსი; მოპირკეთების ქვის ფერი _ თეთრი. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ პირამიდის სწორედ ამ მოდელმა გაამართლა თავისი დანიშნულების აღსრულებით.
ცივი და ცხელი ჰაერის ერთმანეთთან შეჯახება და ხახუნი ჰაერს ელექტრულად მუხტავდა. ამის შედეგად პირამიდის თავზე ჰაერის სვეტი განათებული სვეტის სახეს იღებდა. ეს ხსნის თავად სიტყა პირამიდის მნისვნელობასაც.
ამ სიტყვის ფუძეა `//////////////~ _ ცეცხლი. მეცნიერებმა ვერ ახსნეს პირამიდისა და ცეცხლოვანი სვეტის ურთიერთკავშირი, რის გამოც ეს ფაქტი მიივიწყეს და ახლა სიტყვა პირამიდის წარმოშობის ახალ ვერსიებს ეძებენ. არადა ძველ ბერძნებს ზუსტად ის სახელი დაურქმევიათ პირამიდისთვის, რასაც ის იწვევდა.
ლეგენდა გვამცნობს: გარდაცვლილი ფარაონის ნეშთს პირამიდაში ასვენებდნენ. ფარაონის მუმიას ტოვებდა `კა” (სული). დატოვებდა რა სამარხ ოთახს, `კა” მიემართებოდა პირამიდის წვერისაკენ, სადაც მას ელოდებოდა ფარაონების მამა-მზის ღმერთი `რა”, თავის მხედრით, საიდანაც გარდაცვლილი ფარაონის სული იწყებდა მოგზაურობას მარადისობაში~.
ჩვენი წიგნის მეტეოროლოგიურ ნაწილში არის მტკიცებულებანი იმისა, რომ პირამიდაზე ციდან ეშვებოდა ტორნადო, ხოლო ეგვიპტური ლეგენდები გვამცნობენ, რომ პირამიდის წვერზე ეშვებოდა ღვთაება `რა~ მხედრით. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას შემდეგი _ იმას, რასაც ჩვენს ეპოქაში ვეძახით ტორნადოს, ძველი ეგვიპტელები 5 ათასი წლის წინათ ეძახდნენ `რა~-ს მხედარს.
რომელ იეროგლიფებსი შეიძლება ვეძებოთ ინფორმაცია პირამიდის დანიშნულების შესახებ? ადამიანს სჩვევია რაიმე საგანს, დანადგარს, ობელისკს თუ შენობას მისი დანიშნულება ზედვე წააწეროს.
იეროგლიფი ///////////////// სწორედ პირამიდის კედლიდანაა ამოხატული. ამასთან მისი მეხუთე ფიგურა თავად პირამიდაა. ასე რომ არაა გასაკვირი, თუ ამ იეროგლიფებში საუბარი თავად პირამიდაზე და მის დანიშნულებაზე იქნება. შევიტანოთ იეროგლიფი წრეში.
///////////////შენიშვნა გვერდი ამწყობს-----აქ ნახატია ---- ლევანი/////////////////
იეროგლიფის მეხუთე ფიგურა ყველასათვის კარგად ცნობილი სამკუთხედი პირამიდაა.
იეროგლიფის მეორე და მეოთხე ფიგურა ფრინველის ორი ფრაგმენტია. პირველი დიდი ზომის მიწაზე მჯდარი მტაცებელი ფრინველია, რომელიც მზად არის ასატაცებლად, ასაყვანად, ასამაღლებლად... მეორე ცაში აფრენილი ფრთაგაშლილი ჩიტია, რომელიც სიშორის გამო ძალიან პატარა ჩანს. სხვა რა სიტყვებით შეიძლება აღიწეროს მტაცებელი ფრინველის ამ ორი ფრაგმენტის მოქმედება, თუ არა `ცაში ასვლა, ამაღლება, ატაცება~. აქდან გამომდინარე, ჩიტებს შორის მოთავსებული ელიფსი ცის კონტური უნდა იყოს.
ელიფსის ფიგურის შესახებ მეცნიერებს ერთგვაროვანი პასუხი არა აქვთ. ჩემი აზრით, ელიფსი მართლაც შეიძლება იყოს ცის კონტური და აი, რატომ: ცნობილია, რომ ნებისმიერი ფიგურა ადამიანს ფურცელზე მისი კონტურის დახატვის საშუალებით გადააქვს. თუ თქვენ ახედავთ სუფთა ცას ისე, რომ ცის და მიწის შემაერთებელი კონტურები არსად ჩანდეს, თქვენს წინ გადაიშლება სიცარიელე ყოველგვარი კონტურის გარეშე _ ცა უკიდეგანოა. იგი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი თვალსაწიერი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ დიდის მხოლოდ ნაწილს, ე.ი. ცის ეს ხილული ნაწილი ექცევა რაღაც ჩარჩოში და ეს ჩარჩო არის ჩქვენი თვალის ჩარჩო. ამ ელიფსური ფორმის ჩარჩოში ვხედავთ იმხელა ცას, რამხელაც ეტევა ჩვენს თვალსაწიერში, ე.ი. ელიფსურ კონტურში.
დაგვრჩა იეროგლიფის პირველი ფიგურა. თუ სხვა ფიგურებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იმ ფიგურებს, რომლებიც მიწაზე დგანან, ფუძე მკვეთრად აქვთ გამოხატული და მათი ფორმა დგომის დროს არავითარ მიწიერ, ფიზიკურ კანონებს არ არღვევს. იეროგლიფის პირველი ფიგურით გამოსახული საგანი ვერ იდგება მიწაზე. ეს შეუძლებელია. მისი ფუძე აშკარად ცაა, რაც ხასგასმულია კიდეც ნახატში. ამ იეროგლიფის აღწერა სხვადასხვა სიტყვებით შეიძლება:
1. მისი ფუძე ცაშია. ზედა ნაწილი გაბერილი აქვს, მიწისკენ კი ვიწროვდება;
2. `რა~-ს მხედარი _ იგი ჩამოვიდა ციდან პირამიდაზე და აიყვანა იქიდან ცაში;
3. ტორნადო _ იგი ცაში იბადება, მისი ფუძე, გაბერილი ნაწილი ცაშია და ვიწროვდება მიწისაკენ. მიწაზე ჩამოსულს შესწევს ცაში ატაცების უნარი.

იეროგლიფი ///////////// მთლიანობაში ასე იკითხება: `რა~-ს მხედარმა აღამაღლა ცაში პირამიდიდან `კა~ (სული). ქართულ ტექსტს დაემატა სიტყვა სული, რომლის აღმნიშვნელი ფიგურა იეროგლიფზე გამოსახული არ არის. ამას შეიძლება შემდეგი ახსნა ჰქონდეს: ვინაიდან სული უხილავია და მისი კონტური არავის უნახავს, შესაძლოა მას ეგვიპტელები არანაირი ფიგურით არ გამოხატავდნენ. ეს იეროგლიფი სამარხშია გამოსახული. იეროგლიფის მეხუთე ფიგურა ///////////// თავად სამარხია. ძველი ეგვიპტელები სამარხს `კას~-ს (ანუ სულის) სახლს უწოდებდნენ, ასე რომ მიღებულ წინადადებაში `კა~-ს სახლიდან `კა~-ს ამაღლების ფაქტზე სუბარი სრულიად ლოგიკური და გამართლებულია.

მეცხრამეტე საუკენეში დედამიწაზე არსებულ ცრუ-სწავლებებს დაემატა ახალი ცრუ-სწავლება _ შამპოლიონის იეროგლიფების შერეული ფონეტიკურ-სიმბოლური კითხვის მეთოდი. იეროგლიფებზე მსჯელობისას საზოგადოების უმეტესი ნაწილი მპასუხობდა: შამპოლიონი _ ეს ხომ იეროგლიფების კითხვის ფუძემდებელია. აქ დასმული წარტილით მთავრდებოდა მათი ცოდნა იეროგლიფების შესახებ.
შამპოლიონის აზრით, თავდაპირველად ეგვიპტელები პიკტოგრაფიული დამწერლობით სარგებლობდნენ, რაც ნიშნავს ფიგურების დახატვით მათი პირდაპირი მნიშვნელობის მიღებას, მაგ.: ///////// _ მზე. ////////////// ჭამა; /////////// _ სიბერე. შემდეგ საჭიროებამ მოიტანა ადამიანთა სახელების ჩაწერა. ადამიანის სახელს ვერანაირად ვერ
გამოხატავ სიმბოლური ფიგურით, ამიტომ ეგვიპტელებმა იპოვეს გამოსავალი _ იეროგლიფებიდან გამოყვეს რამდენიმე ფიგურა, რომლებიც იკითხებოდა, როგორც მათ მიერ აღნიშნული სიტყვის პირველი ასო, ამ ასოების ჯამი კი იძლეოდა სახელს. ასე ჩაწერილი სახელები მათ ოვალური ჩარჩოებით გამოყვეს. ამ ჩარჩოებს კარტუშები ეწოდება. ( //აქ სურათია///)
ამ მეთოდით წაიკითხა შამპოლიონმა ფარაონთა სახელები, მაგრამ შემდეგ, როცა კარტუშების გარეთ დახატული იეროგლიფების გაშიფვრა გაუჭირდა, ეს მეთოდი კარტუშების გარეთაც გამოიყენა. რაც შეეხება სიმბოლური მნიშვნელობის ფიგურებს _ მისი აზრით იეროგლიფებში ასეთი ფიგურებიც არის, ოღონდ ძალიან ცოტა. ეს არის მთელი სხვაობა შამპოლიონის შერეულ მეთოდსა და სიმბოლურ მეთოდს შორის. ახლა კი ვნახოთ, რას გვეუბნებიან იეროგლიფების შესახებ ის ავტორები, რომელთა დროსაც ცოდნა ეგვიპტური დამწერლობის შესახებ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო:

1. დიადორ სიცილიელი ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში ხაზგასმით ამბობს, რომ `ეგვიპტელების წერილი სიტყვების მარცვლების შეერთებით კი არ დგება, არამედ გამოსახულ ფიგურებში არის მეტაფორული აზრები~.
2. იგივე აზრისარიან ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში მცხოვრები რომაელი მწერალი აპულეუსი, ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნის ფილოსოფოსი ხერემონი, აგრეთვე პლუტარქე, პლოტინი, ტაციტუსი, დიონ კასი, ამიან მარცელინი და სხვები. ეს მეცნიერები ჩევენი წეთაღრიცხვით 394 წლამდე ცხოვრობდნენ, ამ ეპოქაში კი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა იეროგლიფური დამწერლობა, ასე რომ მათ, შამპოლიონისგან განსხვავებით, ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, ზუსტად სცოდნოდათ იეროგლიფების წაკითხვა, თუმცა ჩვენი დროის ზოგი მეცნიერი ასეთ მნიშვნელოვან ფაქტებს არად აგდებს.
პლუტარქე ამბობს, რომ ეგვიპტური ანბანი შედგება 25 ასოსგან (რომლებსაც ისინი იყენებდნენ კარტუშებში). შამპოლიონმა კი შექმნა ალფავიტი, რომელიც 100-ზემეტ ნიშანს შეიცავს. არალოგიკურია რომელიმე ხალხს, მითუმეტეს ისეთ მაღალგანვითარებულს, როგორც ეგვიპტელები იყვნენ, შეექმნა 100-ზე მეტი ნიშანი სულ რათაც ოცდაათიოდე ბგერის გამოსახატად.
იეროგლიფების წაკითხვის უძველესი მეთოდი შამპოლიონმა მხოლოდ იმიტომ უარყო, რომ ყველა იეროგლიფი ვერ წაიკითხა! ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ყველა იეროგლიფი ვერც მისი მეთოდით იკითხება...
ზემოთგანხილული იეროგლიფი წაკითხულთა სიაში შედის.
///////////////////// ახალი მეთოდით `მრ~-ს ნიშნავს.
ახალი მეთოდის მიხედვით ამ იეროგლიფში ბოლო ფიგურა, ///// იმას აღნიშნავს, რაც პირველ ოთხ ფიგურაშია დაშიფრული _ ამ ფიგურის სახელს _ `მრ~. შამპოლიონის მომხრეები თვლიან, რომ ეგვიპტელები თანხმოვან ბგერებს წერდნენ, ხოლო ხმოვან ბგერებს... გულისხმობდნენ. ასეთ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება, კონკრეტულად სად რომელი ბგერა უნდა იგულისხმოს მკითხველმა, ვარიანტები კი ბევრი შეიზლება იყოს (ვთქვათ `მორი~, `მური~, `მერი~, `მურა~ და ა.შ.). ამასთან ერთად არავითარი საბაბი არა გვაქვს, ბოლო იეროგლიფი წინა იეროგლიფების `ამხსნელად~ მივიჩნიოთ და არა ერთ-ერთ რიგით ფიგურად, რადგან ეგვიპტელებს ამის არავითარი საბაბი და ნიშანი არ მოუციათ. ესეც არ იყოს, გამოდის, რომ ეგვიპტელებმა ჯერ ასოებით დაწერეს სიტყვა პირამიდა, მაგრამ მერე რატომღაც ჩათვალეს, რომ მას ვერავინ წაიკითხავდა და `მეტი სიზუსტისთვის~ მისი `ამხსნელი~ ფიგურაც მიამატეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასაცილოა, თუმცა შამპოლიონის მეთოდში უფრო სასაცილო რამესაც ვხვდებით:
///////// _ `რა~-ს მხედარმა აღამაღლა ცაში სული პირამიდიდან;
//////// _ `რა~-ს მხედარმა აღამაღლა ცაში;
/////// _ `რა~-ს მხედარი აღამაღლებს ცაში;
//////// _ აღამაღლებს ცაში.

მცირდება იეროგლიფების რაოდენობა _ ბუნებრივია მცირდება სიტყვების რაოდენობაც.

///////// _ `მრ~
///////// _ `მრ~
///////// _ `მრ~
///////// _ `მრ~

უცნაურია, მაგრამ ფაქტია _ უზარმაზარი ძალის მქონე ციური მოვლენა ტორნადო, მტაცებელი ფრინველი, უზარმაზარი მისიის მატარებელი პირამიდა ეხატება აქ თუ არ ეხატება, მაინც ორ ასოს, `მრ~-ს იღებენ. აშკარაა, რომ ეს ავადმყოფობა იეროგლიფებს ჩვენს ეპოქაში შეეყარა და ეგვიპტელები აქ არაფერ შუაში არიან. ჩემის ღრმა რწმენით, ეგვიპტელები ერთ ხაზსაც არ გაავლებდნენ უაზროდ.





მისმა ნაშრომმა მეცნიერების წინაშე ახალი კითხვები დასვა და მათზე პასუხის გაუცემლად ვერც მისი ჰიპოთეზის უარყოფას შეძლებს ვინმე


ამ კუსტარულ ლაბორატორიაში მოგვიანებით გიზომ საშუალო ზომის ტაშტში პატარა, `ოთახის ტორნადოების~ ხელოვნური გამოწვევა შესძლო


მან ამოხსნა იმ იეროგლიფების მნიშვნელობა, რომლების გაშიფვრაც აქამდე ვერავინ მოახერხა. ამის შედეგად ბევრი აქამდე წაუკითხავი ძველეგვიპტური წარწერის წაკითხვა შესაძლებელი გახდა.


ვარაუდობენ, რომ გიზოს აღმოჩენამ შეიძლება არა მხოლოდ ეგვიპტოლოგია `ამოატრიალოს~, არამედ კაცობრიობას ტორნადოების პროგნოზირებასა და თავიდან აცილებაშიც დაეხმაროს


გიზოს წიგნს, `პერსონალური ტორნადო ფარაონისსულისათვის” პენტაგონის სპეციალისტები სწავლობენ




ექსპერტთა საბჭო არ შეცდება, თუ გიზო ვაშაკიძეს ამ ნაშრომისათვის მიანიჭებს არა მარტო მეცნიერებათა კანდიდატის, არამედ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდებას. _ გ.ს. გოლიცინი _ რუსი აკადემიკოსი, ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი


ამ დროს გემებით მგზავრობისას სარგებლობდნენ არა მდინარის კალაპოტით, არამედ პირდაპირი უმოკლესი გზემით. მაგალითად ნოვკრატუსიდან მემფისში მგზავრობდნენ თვით პირამიდების გვერდის ავლით



კლდეზე დაკვირვებებით ეგვიპტელებმა დაადგინეს ტორნადოს ჩამოყალიბების მასტიმულირებელი მიზეზები, რის შედეგადაც აშენდა ხელოვნური კლდე, ანუ პირამიდა



ამ სიტყვის ფუძეა `//////////////~ _ ცეცხლი. მეცნიერებმა ვერ ახსნეს პირამიდისა და ცეცხლოვანი სვეტის ურთიერთკავშირი, რის გამოც ეს ფაქტი მიივიწყეს და ახლა სიტყვა პირამიდის წარმოშობის ახალ ვერსიებს ეძებენ. არადა ძველ ბერძნებს ზუსტად ის სახელი დაურქმევიათ პირამიდისთვის, რასაც ის იწვევდა



არალოგიკურია რომელიმე ხალხს, მითუმეტეს ისეთ მაღალგანვითარებულს, როგორც ეგვიპტელები იყვნენ, შეექმნა 100-ზე მეტი ნიშანი სულ რაღაც ოცდაათიოდე ბგერის გამოსახატად



იეროგლიფების წაკითხვის უძველესი მეთოდი შამპოლიონმა მხოლოდ იმიტომ უარყო, რომ ყველა იეროგლიფი ვერ წაიკითხა! ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ყველა იეროგლიფი ვერც მისი მეთოდით იკითხება...