გაცნობიერებული სიზმრები. (მითი თუ რეალობა?)
მეცნიერება მცირე ყურადღებას უთმობს ძილს - ფაქიზეთეროვან სამყაროში ყოფნას... ადამიანი ცხოვრების თითკმის ნახევარს არამიწიერ სამყაროში ატარებს...
აგნი იოგა
როცა სიზმარში ხარ და არ იცი, რომ ეს სიზმარია, გაღვიძებისთანავე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გიპყრობს. გრძნობ, რომ სიზმარი და რეალობა ერთმანეთისაგან რკინის კედლითაა გამიჯნული, თითქმის ასევე ხდება, როცა, მაგალითად, `გახეთქილ~ მთვრალს ცნობიერება ღალატობს და არ ახსოვს, თუ ვინ არის ის საერთოდ.
თუმცა არსებობს სვხა ვარიანტებიც, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება და რომელსაც პირადად მე ბავშობიდანვე ვგრძნობდი. ეს ვარიანტი იმას გულისხმობს, რომ შენ სიზმარში თვალნათლივ გრძნობ, რომ ეს არარის ყოელდღიური რეალობა, და ის, რასაც შენ ხედავ არ მიეკუთვნება მხოლოდ შენს ფანტასიას. გარდა ამისა, დანამდვილებით იცი, რომ სიზმარში ხარ, თუმცა ვერ ახერხებ მდგომარეობის სურვილისამებრს გამოწვევას.
პირველად სერიოზულად გაცნობიერებულმა სიზმრებმა 26 წლის ასაკში დამაინტერესა იმიტომ, რომ კარლოს კასტანედას ნაშრომებს გავეცანი და ბევრი რამ მეცნო. ეს განსაკუთრებით ეხება `იქსტლანში მოგზაურობა~-ს ამ წიგნმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.სწორედ ამ ნაშრომში არის დეტალურად აღწერილი ეს ფენომენი და `გაცნობიერებული სიზმრების~ გამომწვევი მეთოდიკა, რომელიც კარლოს კასტანედას იაკის ინდიელთა ტომის მაგმა დონ ხუანმა გადასცა. ეს მეთოდი ერთი შეხედვით ფრიად მარტივია, უბრალოდ საჭიროა სიზმარში საკუთარი ხელების დანახვა, რის შედეგადაც ნეოფიტი აცნობიერებს, რომ პარალელურ სამყაროში იმყოფება.
გულის სიღრმეში მე მაინც ეჭვი მეპარებოდა დონ ხუანის არსებობის რეალობაში, თუმცა როდესაც გადავწყვიტე მისი ტექნიკის საკუთარ თავზე გამოცდა მივხვდი, რომ არააქვს მნიშვნელობა მართლა არსებობდა რეალურად კასტენადასთან მოხსენიებული ეს პერსონაჟი თუ დონ ხუანი ავტორის ფანტაზიის ნაყპფს წარმოადგენს, მთავარია, რომ ეს მეთოდი ძალზედ ეფექტური გამოდგა.
1991 წლის ივნისში როდესაც სახლში მარტო ვიმყოფებოდი, გადავწყვიტე გაცნობიერებული სიზმრების გამოსაწვევად კასტანედასთან აღწერილი მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გონებიდანხელის შემშლელი ყოველი აზრი გავდევნე და ვიგრძენი სასიამოვნო რელაქრაცია, ტვინი `დაცარიელდა~, შევედი მედიტაციურ მდგომარეობაში. ამის შემდეგ ნელ-ნელა ავწიე ხელები სახესთან მივიტანე და ხელისგულებზე გადავიტანე ფიქსირენული მზერა,(თვალები ამ დროს ფოტოკამერის ფუნქციას ასრულებდა.) შემდეგ რამდენჯერმე სერიოზული ტონით, მაგრამ დაუძაბავად ვუთხარი საკუთარ თავს: `მე ჩემს ხელებს სიზმარში ვუყურებ, მე ვიცი, რომ მძინავს~. ამ ფრაზების დამთავრებისთანავე გაფანტული მზერა ოთახის კედელს მივაპყარი. ერთი-ორი წუთის შემდეგ, თვალებით ისევ ხელის გულებს `ჩავაშტერდი~ და მიზანმიმართულად კვლავ რამდენჯერმე გავიმეორე შემდეგი ფრაზა: `მე ჩემს ხელებს სიზმარში ვხედავ და ვიცი, რომ მძინავს~. ამის შემდეგ მზერა ისევ კედელზე გადავიტანე და ყოველგვარი აზრები გამოვთიშე. თანაც მზერა გაფანტული იყო ამ დროს. ანუ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მზერის ხელის გულებზე კონცენტრაციას და შემდეგ კედელზე დეკონცენტრაციას. მთელი ეს პროცესი 5-6 წუთი გაგრძელდა.
მე ამ სვარჯიშოს 1 თვის მანძილზე დღეში 4-5-ჯერ მეთოდურად ვასრულებდი დილა-საღამოს და უკვე ერთი კვირის შემდეგ ვიგრძენი რაღაცა არაორდინალური და მშვენიერი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, წინ გაცნობიერებული სიზმარი მელოდება. საინტერესოა, რომ ორი კვირის შემდეგ ფანტაზიის განვითარების კვალდაკვალ უკვე აღარ მჭირდბოდა ხელის გულებზე ყურება, მე მათ უბრალოდ მკაფიოდ წარმოვიდგენდი გონებაში. 91-წლის ივლისის შუა რიცხვებში ჩემმა `ახირებამ~ შედეგი გამოიღო, თვითჰიპნოზის (აუტოტრენინგი) დონ-ხუანისეულმა მეთოდმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამ სტრიქონების ავტორმა გაცნობიერებული სიზმართა Mმთელი სერია სურვილისამებრ გამოიწვია: აი ერთერთი მათგანი, რომელსაც ვუწოდე სახელწოდება: `ჯადოსნური კურდღელი~. (დაახლოებით ასეთივე სურათი აქვს აღწერილი სიზმრების ცნობილ მკვლევარ კენეტ კელზერს თავის წიგნში `მზე და ჩრდილი~)
`ჯადოსნური კურდღელი~
1991 წ. 10 ივლისი
გარკვეული დროის მანძილზე მეძინა, რის შედეგადაც მივხვდი, რომ მძინავს, ვგრძნობ სასიამოვნო თავბრუსხვევას, ფრხილად ვეუბნები საკუთარ თავს: `ეს გაცნობიერებული სიზმარია~, იმავე წამს ჩემს წინ `წარმოიშვა~ მარცხენა ხელის გული და ვამბობ: `აჰა, მე სიზმარში ვუყურებ ჩემს ხელებს – ე.ი. კასტანედას მეთოდი მუშაობს~. შემდეგ გონებაში წარმოვიდგენ ჩემს მარჯვენა ხელს და ვუბრძანებ, რომ ისიც გამოჩნდეს, შედეგმაც არ დაყოვნა. უეცრად სიზმარში თვალი მოვკარი საოცრად ლამაზ მარადმწვანე ხეს, მისი ტოტები თოვლითაა დახუნძლული, უბერავს ნაზი სიო და ტოტებს აშრიალებს. გარკვეული დროის მანძილზე მე ამ სანახაობით ვტკბები. შემდეგ გადავწყვიტე სიზმარში კასტანედას მსგავსად რეჟისორის როლი შემესრულებინა და ხეს ვუბრძანე, რომ გადაქცეულიყო ... კურდღლად. მცირე პაუზის შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები: `რატომ კურდღლად~? რატომაც არა მომდის აზრი, რითია ცუდი კურდღელი? ხე მომენტალურად ქრება და ჩემს წინ მხოლოდ ცარიელი ყავისფერი ეკრანი რჩება. სასოწარკვეთილების გრძნობა მიპყრობს, მაგრამ დაბეჯითებით ვცდილობ კუდღლის წარმოდგენას. ცოტა ხანში გონების მენთალურ ეკრანზე პატარა ცხოველის თეთრი კონტურები წარმოიშვა და მან მულტფილმის პერსონაჟივით დაიწყო აქეთ-იქით ხტუნაობა, იგი ჩემთან მოვიდა მივხვდი, რომ შიოდა, გავიფიქრე `სტაფილო~ და ეს პროდუქტი ჩემს ხელში აღმოჩნდა, კურდღელს მივეცი.
უეცრად სიზმრის სურათი იცვლება, თავს მაღლა ვწევ და ლურჯ ცას ვუყურებ, ვხედავ რომ ჩემს ზემოთ მედიდური არწივი, დალივლივებს: მას ფრთები ფართოდ აქვს გაშლილი, ცა უღრუბლოა და მზის სხივები ნელ-ნელა ჟონავს ფრინველის გაშლილი ფრთებიდან, რაც თბილი წვიმის წვეთების ასოციაციას იწვევს. ამ სცენის ხიბლით მოჯადოებულმა აუჩქარებლად `შევიწოვე~ იგი სხეულის ყოველი უჯრედით, ისე, რომ არ გამომიტოვებია არცერთი უმნიშვნელო შტრიხიც. უეცრად ვიღვიძებ და ვაცნობიერებ რომ ლოგინში თვალდახუჭული ვწევარ ჩემი მთლიანად გაღვიძებული ცნობიერება ტკბება ყოველივე განცდილით.
სიტყვები უძლურნი არიან გადმოსცენ ამ სიზმრის მომხიბვლელობა, თოვლის ფიფქებით დახუნძლული მარადმწვანე ხის ტოტები, უაღრესად დახვეწილ, პასტორალურ პანორამას ქმნიდა, ხოლო მზის სხივები, ელვარება და დიდებული ფრინველი არამიწიერად გამოიყურებოდა.
სიზმარმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ და სხვა გაცნობიერებული სიზმრების განცდის წყალობით, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ცნობიერი ძილის უსაზღვრო შესაძლებლობებში და მის უნარში – მოგვანიჭოს ენით აღუწერელი სიამოვნება, რაზე ცასე ხატოვნად წერს ფსიქოლოგიის დოქტორი პატრიცია გარფილდი თავის წიგნში.
გაცნობიერებული სიზმარი გარდა ზემოთ თქმულისა, კიდევ იმითაა საინტერესო, რომ შესაძლებლობა მომეცა რეჟისორი გავმხდარიყავი და სიზმრის სიუჟეტი სურვილისამებრ შემეცვალა.
როდესაც ამ სიზმრის შესახებ ვუყვებოდი ნაცნობ- მეგობარ ფსიქოლოგობს, კოლეგები ხშირად მისვამდნენ გულუბრყვილო შეკითხვას: `რატომ აირჩიე მაინცა და მაინც კურდღელი?~ რაზეც ვპასუხობდი, რომ კურდღელი ერთადერთი სახუმარო პერსონაჟი აღმოჩნდა რომელიც სიზმრის ცნობიერერად აღქმისას თავში მომივიდა. ვფიქრობ ონეირონავტის არაცნობიერმა, ან შესაძლოა ზეცნობიერმა გონებამ ჩემგან დამოუკიდებლად აირჩია ფლეიბოის ეს ემბლემა. ონეირონავტისათვის (ძველ ბერძნულად `ონეიროს~-სიზმარს ნიშნავს ხოლო `ნავტი~ მკვლევარს, შეადარეთ კოსმოსს, კოსმონავტი.) ეს სიზმარი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელია გარკვეული მომზადების შემდეგ ადამიანი თვითონ იქცეს თავისი სიზმრების ცნობიერ შემოქმედად და რეჟისორად, ხოლო როგორც ცნობილია შემოქმედებითი პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული თამაშთან როგორც `ამ~ ისე `იმ~ სამყაროში.
`ჯადოსნური კურდღლის~ სიზმრის განცდის შემდეგ მე ხშირად ვმედიტირებდი გაღვიძებისთანავე რაც უაღრესად დადებით შედეგს იძლეოდა და იძლევა სულიერი განვითარების თვალსაზრისით. მედიტაცია ხელს უწყობს გაცნობიერებული სიზმრების სიხშირის ზრდას. რა თქმა უნდა ავტომატურად და ყოველთვის ძნელია ამ ფენომენის სურვილისამებრ გამოწვევა და გახანგრძლივება, ადამიანის ფსიქიკა რთულია, მისი საიდუმლოებების ამოხსნა შეუძლებელია ძალით ან მხოლოდ სიბეჯითით, ფსიქიკა უფრო თბილი დარწმუნების შემთხვევაში გვიჯერებს. საერთოდ ასეთი ექსპერიმენტები ჩვენში გარკვეული ავანტიურიზმის ელემენტის არსებობისას დავიწყოთ და ამავე დროს, როგორც ფსიქოლოგი სკოტ სპერროუ თავის წიგნში; `გაცნობიერებული სიზმრები~: აღნიშნავს, შუქის გამონათებაში `საკუთარ კერძომესაკუთრულ სურვილებზე უარის თქმა~.
სამწუხაროდ ჟურნალის შეზღუდული ფორმატი არ იძლევა შესაძლებლობას ავტორმა კიდევ რამდენიმე თავისი სიზმარი წარუდგინოს ფართო აუდიტორიას, ამიტომ გადავწყვიტე თეზისების სახით განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს გაცნობიერებული სიზმრის ფენომენი ზოგადად. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. გაცნობიერებული სიზმარი – ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, სიზმრის სტანდარტულად, ანუ არაცნობიერად მიმდინარეობის დროს. ვინაიდან `ჩვეულებრივი~ სიზმარიც თავისთავად ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას წარმოადგენს, უფრო ზუსტნი ვიქნებით თუკი გაცნობიერებულ სიზმარს განვსაზღვრავთ როგორც, `შეცვლილ მდგომარეობას შეცვლილი მდგომარეობის პირობებში~. ის, რაც ჩვეულებრივი სიზმრებისთვისაა დამახასიათებელი მაგალითად, ტელეპატია, ფრენის შეგრძნება, ლევიტაცია, სიმბოლიზმი და ასე შემდეგ, გაცნობიერებული სიზმრებისთვისაცაა დამახასიათებელი ოღონდ უფრო მაღალ დონეზე.
2. ზოგიერთი გაცნობიერებული სიზმარი მისტიკურ, `პიკურ~ ელფერს ატარებს. ამ ფენომენთან ექსპერიმენტირებისას, მე თვითონაც მქონდა ასეთი გაცნობიერებული სიზმრები, რომლებიც მისტიკურად შეიძლება ჩაითვალონ. ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი სწორედ ასეთი გაცნობიერებული სიზმრებია, რადგანაც ისინი განსაკუთრებულ სულიერ სამყროს გვაზიარებენ. (მაგალითად იქ შევხვდებით ისეთ პერსონაჯებს როგორიცაა ქრისტე, ბუდა, მუჰამედი და სხვა გასხივოსნებული ადეპტები). საინტერესოა, რომ ტიბეტური ბუდიზმის ტრადიციაში მედიტაციის ოსტატები მომავალ იოგებს აუცილებლად ასწავლიდნენ გაცნობიერებულ სიზმრებში შესვლას.ამ ფაქტის არსებობის გამო, შეგვიძლია დავასკვნათ: ეს ფენომენი ათასწლეულების წინ დროს გაცნობიერებული მდგომარეობის განვითარებას `სიზმრების იოგა~ და `გასხივოსნების მეთოდურად ათვისება~ ეწოდება.
3. გაცნობიერებულ სიზმრებს მკაფიოდ გამოხატული ორგიასტრული ბუნება გააჩნიათ რითაც ისინი ისინი საგრძნობლად განსხვავდებიან ჩვეულებრივი სიზმრებისაგან. გაცნობიერებულ სიზმარში, მზინარე ხშირად გრძნობს სასიამოვნო, ეროტიკული ემოციების მოზღვავებას. ხშირად ყვებიან, რომ მათ სიზმარში უდიდესი სექსუალური `კაიფი~ განიცადეს და მასთან შედარებით სიფხიზლეში მიღებული სექსუალური სიამოვნება უღიმღამოა. ასსეტ სიზმრებში ყველაზე უფრო თამამი სექსუალური ფანტაზია რეალობად იქცევა. მაგალითად მე ერთ-ერთ ასსეტ სიზმარში ცაში ავფრინდი და ქალღმერთ ვენერასთან დავამყარე ინტიმური კავშირი, შემდეგ როლები შევიცვალეთ, ის გახდა ამ სტრიქონების ავტორი, მე ვენერა და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ამ ეპიზოდს განუმეორებელ ეშხს მატებდა.
გაცნობიერებული სიზმარი განსაკუთრებული შემოქმედებითი მუხტის, გენიალურობის განცდას ბადებს. ონეირონავტს რთულ პრობლემებთან შერკინებისას ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს ეს პრობლემები სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას, ვიდრე სიფხიზლეში მყოფს. მისი გონება არაჩვეულებრივ, თითქმის უსასრულო მრავალფეროვნებას ავლენს, რის გამოც ურთულესი ამოცანები უდიდესი სიმსუბუქით იხსნება. გასხივოსნებული ცნობიერებისათვის შემოქმედებითი პოტენციალი ყოვლისმომცვლელია და დროის დინებას არ ექვემდებარება. სიზმარში ცნობიერად მოღვაწეობისას `სიზმარა~ კოსმოსური რითმის უსასრულობას, მის შეუჩერებელ პულსაციას შეიგრძნობს. ყოველი კოსმიური გულისცემა-წამია, კონკრეტული `ეხლა~ და ამავე დროს – უსასრულობა.ყოველი წამის გაელვებისას შემოქმედებითი პატენციალი უსასრულოა, და სწორედ ამიტომ სიზმარში ფხიზლობისას ზოგჯერ შესაძლებელი ხდება იმ უდიადესი ჭეშმარიტების დადგენა, რაც თვისობრივ ტრანსფორმაცია გამოიწვევს.
გაცნობიერებულ სიზმარში «სიზმარის» ადვილად შეიძლება დროის ჩვულებრივისაგან განსხვავებული ჩამოყალიბდეს, მირთვის დროს დინება უკვე აღარ აღიქმება. შემზღუდვად, სწორხაზოვან, დაკარგული შესაძლებლობების მთავარ მიზეზად. Dროის ყოველი წამი, წამებს შორის თავისთავად არის უსასრულო, ანუ დრო გაცნობიერბულობის შემთხვევაში აღიქმება, როგორც ერთი დიდი ეხლა! და სიზმარში ყველაფერი ეხლა ხდება. და წარმოუდგენელი სულიერი და შემოქმედებითი თავისუფლების ასეთი სიმდიდრე. გული მწყდება, როცა ვფიქრობ, თუ რა ბედნიერება იქნებოდა კოცობრიობისთვის, რომ ზემოდაღწერილი ფენომენების მატერიალურ სამყაროში განხორციელება შეგვეძლოს!
5. ყოველივე ზემოქმედის გარდა, გაცნობიერებული სიზმარი – სინათლეს გვაზიარებს. ჩვენი აზრით ყველაზე უფრო ამ ფენომენს უხდება ტერმინი «გამასხივოსნებელი» (ინგლისურ ენაში გაცნობიერებული სიზმრების ეპითეტად გამოიყენება სიტყვა ~Lუციდ~, რომელიც ლათინური ფუძე Lუხ, დან იღებს სათავეს, რაც ~სინათლეს~ ნიშნავს) რადგანაც ბევრ გაცნობიერებულ სიზმარში სინათლის ურიცხვო კატეგორიის გამოვლინებას აქვს ადგილი. სინათლე შეიძლება ყველა ობიექტიდან გამოსხივდეს, ზოგჯერ სინათლე ისე გამოიტურება თითქმის ის კოსმოსიდან, სხვა სამყაროებიდან არის მოსული, ზოგჯერ კი ის ჩვეულებრივ მზის სხივებს გვაგონებს. სწორედ სინათლის უსასრულო ნაირსახეობაა და ხარისხი, თუ როგორ მსჭვალავს იგი გაცნობიერებული სიზმრის ყოველ სიუჟეტს, ბოლოს და ბოლოს ინეირონავტს აიძულებს ძველი ძენპუდისტური სიბრძნე თავიდან აღმოაჩინოს, რომელიც ასე ჟღერს: ~მატერიალური სამყაროს საწყის სინათლე წარმოადგენს მატერია, ენერგია და სინათლე ურთიერთჩანაცვლებადნი არიან~.
დარწმუნებული ვართ: რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მისდევს ადამიანი გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკას, მათ უფრო რწმუნდება, რომ კაცობრიობის მთავარ ამოცანას დედამიწაზე გასხივოსნება, ათინათის არსით გამსჭვალვა და საბოლოოდ სინათლესთან შერწყმა წარმოადგენს. გავიხსენოთ ბიბლია სადაც პირდაპირაა ნათქვამი: ~ღმერთი არის სინათლე~, ~ღმართი არის სიყვარული~.
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
2 comments:
ეუუუ...ამდენ ასოებს რა წაიკითხავს,
დავიწყე და დავიკიდე.
არ შეიძლება ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად რომ პოსტო და არ გადმოამთხიო ყველაფერი ერთად??
gacnobierebuli sizmrebi saintereso temaa. chems blogze sizmrebis kartografirebistvis damxmare programa medo rogorc maxsovs. magram shen mainc gasxivosnebamde midixar kvela gzit. tumca sxva aba ra, vistvis gasxivosneba, vistvis Iluminacia.
Post a Comment