Saturday, December 27, 2008

გიორგი მეტრეველი მანიპულატორები და აქტუალიზატორები

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "ანაბეჭდში"

რა არის მანიპულაცია

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა მანიპულირებს ყველათი! უკვე ბევრი ამჩნევს, რომ მანიპულაციის მსხვერპლია და ხშირად იქამდეც კი მიდის, რომ დევნისა და თვალთვალის მანია უვითარდება. ის ფაქტი, რომ ცივილურმა საზოგადოებამ უცებ გააცნობიერა, რომ მათით მანიპულირებენ, პოპულარული ფსიქოლოგიის დამსახურებაა. (მე მას `ყვითელი პრესის” მსგავსად, `ყვითელ ფსიქოლოგიას” დავარქმევდი).
ვინც ნლპ-ს ( ანუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) კარგად იცნობს, საბოლოოდ დაასკვნის რომ მანიპულაციისგან თავდაცვის ელემენტარული ხრიკების ცოდნის გარეშე, არც საქმიან მოლაპარაკებებზე და არც მზესუმზირის საყიდლად არ ღირს გასვლა. პროფესიონალი ფსიქოლოგები ნლპ-სადმი საკმაოდ სკეპტიკურად განეწყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყავს მომხრეები. და მართლაც, ძნელია არ მიემხრო მათ, ვინც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად შეგიძლია შენი ვიზავის (თანამოსაუბრის) ჟესტიკულაციების, ინტერესებისა და მიმიკების კოპირება. დავინტერესდი მანიპულირების კლასიკური ფორმულირებით. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მანიპულირების ხელოვნების პირდაპირი ფორმულა, პირდაპირი წესი არ არსებობს. მას წესები არ გააჩნია. მაგრამ ზოგადად ჩემი შთაბეჭდილებები რომ შევაჯამო, ორ ძირითად მიდგომას გამოვყოფდი.
შედარებით შემწყნარებელი მიდგომა:
ა)მანიპულაცია – ეს არის ადამიანის ფარული მართვა, რომელიც მანიპულატორს უზრუნველყოფს ცალმხრივი უპირატესობით.
ბ) მანიპულაციის ძალა მის ცალმხრივ ხასიათში მდგომარეობს.
გ) იმალება როგორც მანიპულირების ფაქტი, ასევე მისი საბოლოო მიზანი. მაგრამ ზოგადად მანიპულაცია არ მოისაზრება ნეგატიურ ასპექტში.
და მეორე, უფრო რადიკალური. ამ შემთხვევაში იგი ასე იჟღერებს:
ა)მაინპულაცია ეს არის ადამიანის ცნობიერებაზე და მის გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედება, რომელიც აიძულებს უკანასკნელს, იმოქმედოს მანიპულატორის მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ბ) განზრახვა აქაც დაფარულია. ოღონდ აქ ყოველგვარი მანიპულირება მოისაზრება როგორც ადამიანის თავისუფალი ნების ხელყოფა.
როგორც ჩანს, ორივე ფორმულა ერთმანეთისგან საერთოდაც არ განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ მისდამი დამოკიდებულებაშია.
ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული დებულება...მინდა გითხრა, რომ საშინელებაა, ისე შემაძრწუნებლად ჟღერს იგი, ვფიქრობ ეს განმარტება მესიე ჟურდენისთვის დილის საუზმეზე რომ მიგვერთმია, მასაც შევაშინებდით. მაგრამ წესი ისე ჟღერს, როგორიც ის სინამდვილეშია. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია `ყოვლისმხედველი თვალის” ძიება, რომელიც თითქოს მუდამ შენს ზურგს უკან იმალება, ესე იგი იშვიათი სიმტკიცის ფსიქიკა გქონია. შედარებით სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანები, როგორც კი ორიოდე `ყვითელი ფსიქოლოგიის” პოპულარულ ბუკლეტებს გაეცნობიან, მალევე რწმუნდებიან, რომ შთაგონებისა თუ გასულელების ზემოქმედების Qქვეშ იმყოფებიან, თანაც მუდმივად, ნონ-სტოპის რეჟიმში. კაცობრიობის `შემლოცველები” ტელევიზორებში სხედან. ისინი ამ თანამედროვე ჯადოსნური სარკეებიდან გვიცქერენ, იქიდან ყოველდღე გვაკვირდებიან და დაჟინებით მოგვიხმობენ, ღაღადებენ ტონობით სარეცხი ფხვნილი შევიძინოთ, ან ხმა მივცეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ან ფანატ ლეიბორისტად გარდავისახოთ და მათ თხუთმეტ კაციან `აუარება” ლაშქარს შევუერთდეთ, შემდეგ კი გერმანელი ტყვეების მიერ აშენებულ ლამაზ დიდ ყვითელ შენობებთან ზომბირებული მონოტონურობით ათ ლარიანი პოლიტიკური `მანტრები” ვიმეოროთ: `მაკდონალდსი – სოროსი...კოკა-კოლა – სოროსი” ან რაღაც ამის მსგავსი...თუმცა ტონალობა საგრძნობლად იწევს მაღლა, თუ მოქმედებაში შედარებით ძვირი, თხუთმეტლარიანი მანტრა შემოდის. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება. ტრანსი და სამადჰი, თუ გინდ სატორი, აღმოსავლური ვიცი, მაგრამ პოლიტიკური ტრანსი? არა, ეს კერძი საჩემო არ არის. ეს შეჭამანდი მათთვის დამითმია, ვისაც `ჯანში” იოდიზირებული მარილი აკლია. რა ჭრელია ეს ცხოვრება. მერე კი უკვირთ და მეკითხებიან: მეტრეველი, როგორ ახერხებ მუდამ ამაღლებულ ტონუსზე იყო, ნუთუ არაფერი `გგრუზავსო?” (მომიტევე ჟარგონისთვის) მაგრამ განა შეიძლება სხვაგვარი იყო, როდესაც გარშემო ასეთი მასკარადია გაჩაღებული? ცხოვრება მოწყენის საშუალებას არც მოგვცემს, რადგან პირადად მე ასეთი `პროფესიონალი შემლოცველებით,” ` ზომბებით”, `მუტანტებით”, ჰარი პოტერის ჯარგონსაც მივმართოდ - `მაგლებით”, თუ გინდ მაუგლებით მახალისებს. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, და ამით ცხოვრების სილამაზე არამც თუ კნინდება, არამედ უფრო მრავალფეროვანი ხდება და მეტი სიძლიერით კაშკაშებს. თანაც ძალიან მჯერა პროგრესის და ევოლუციის, და მწამს, რომ იგი ყველას შეეხება და ადრე თუ გვიან ყველას გარდაქმის. ასე რომ ვინ რა გზაზეც არ უნდა იდგეს, ეს მისი პირადი მაქსიმუმია, მისი პირადი გზაა, რომელიც გასავლელია. აქედან გამომდინარე – ყველა გზა გზაა!
`პროფესიონალი შემლოცველები” დავარქვი მათ. სწორედ რომ `პროფესიონალები” არიან თუნდაც იგივე სექტები, მოძრაობები და ასე შემდეგ, რომლებიც ვირტუოზულად `ახვევენ” თავიანთ მიმდევრებსა თუ მომხრეებს სასოწარკვეთილთა, საკუთარ თავში რწმენა-მოკლებულთა თუ დათრგუნულთა რიგებიდან. სიტყვა `სექტაც” პირობითად ვიხმარე, რადგან იგი ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს მკითხველში, ისევე როგორც მანიპულაცია. არავითარ შემთხვევაში არ ვილაშქრებ რომელიმე დოქტრინაზე ან რელიგიურ უმცირესობაზე, მაგრამ როგორ შეიძლება ვერ დაინახო მანიპულაციის სურვილი, ვთქვათ მკალავიშვილის, ანუ როგორც ჩემს სამეგობროში ხუმრობენ, `სამოთხის ომონის” `შემოქმედებაში~, როცა მათი ჯვრის `ცხოველმყოფელი~ ძალა ბევრს საკუთარ თავზე (პირდაპირი მნიშვნელობით) აქვს გამოცდილი. ყოველგვარი სექტების წარმომადგენლები მანიპულატორები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი თუ ნეგატიური მნიშვნელობით. მათი მსხვერპლნი კი – ადამიანები, რომლებსაც ვერავითარი `თავდაცვა” თუ `ბლოკი” ვერ უშველის, რადგან მათ თავად სურთ რომ იყვნენ მოტყუებულნი. მანიპულატორი სწორედ ამ ნებაყოფლობით სურვილს უწევს ექსპლუატაციას, იქნება იგი გამოყენებული ქუჩის დისტრიბუტორის მიერ, პოლიტიკური მოღვაწისა თუ რომელიმე პატივმოყვარე სულიერი მოძღვრის მიერ – შედეგი ერთნაირია: მანიპულაცია მუშაობს!

ჯადოსნური `ღილაკის” ამბავი

გაუცნობიერებელი შიში და სურვილი, რომელიც ყველა ადამიანში მთვლემარებს, პროფესიონალი ზემოქმედის ხელში ადვილად გარდაისახება უნივერსალურ `ღილაკად”. ხოლო როდესაც ასეთი ღილაკი არსებობს, ზემოქმედების შემდგომი პროცედურა ლიფტის გამოძახებას გავს. ადამიანის სუსტი ზონები საკმაოდ მარტივი და დაუცველია. მის გამოსავლენად ყურადღებიანი დაკვივრებაც საკმარისია: რწმენა და სასწაულის მოლოდინი, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა,Mმარტოობის შიში, შიში წინ აღუდგე უმრავლესობას, საზოგადოებრივი აზრის შიში, შიში განკიცხვისა, სურვილი-ასოცირდებოდე ძლიერ ან პრესტიჟულ ჯგუფთან და ასე შემდეგ. სია ძალიან ვრცელია. ჩვენი შიშებისა და ფობიების ექსპლუატირებისათვის სულაც არ არის საჭირო დიპლომირებული მანიპულატორი იყო. ასეთი დიპლომი არც არსებობს. ამასთან დაკავშირებით მახსენდება შარშანდელი ზაფხული. ერთი კვირით მთაში დასასვენებლად მივდიოდი. დანიშნულების ადგილამდე სამარშრუტო ტაქსით ვაპირებდი ჩასვლას, შემდეგ კი ზურგჩანთითა და კარვით ფეხით მიწევდა გზის გაგრძელება.. ტაქსი გაივსო, ველოდებით მძღოლს, ის კი არ ჩანს. მოვლენები ყველასათვის ნაცნობი სცენარით ვითარდება: შემოიხედა მოხუცმა კაცმა, მგზავრებს ბურბუშელები შესთავაზა, პასუხად კი სრული დუმილი მიიღო.. წავიდა. სცენა განმეორდა, ოღონდ ამჯერად მგზავრებთან ახალგაზრდა ბიჭი ჩამოდგა, და დამტვრეული ქართულით ისევ ბურბუშელები შესთავაზა ყველას. არავის არაფერი უყიდია.. ისიც გაგვეცალა. ცოტა ხანში მოდის ბოშა გოგონა, (იქნებოდა ასე ოცდახუთი წლის, თუმცა მათი ასაკი ძნელი გამოსაცნობია, რადგან მძიმე სოციალური პირობების გამო ნაადრევად ბერდებიან), მასაც იგივე `პროვიზია” ქონდა, რაც მის წინამორბედებს. მაგრამ ბოშამ უამრავი ბურბუშელა გაასაღა. როგორ? ერთადერთი ჯადოსნური სიტყვის წყალობით:^იგი თითქმის ყველა წლოვან ქალბატონს(და ასეთები სამარშრუტო ტაქსში ჭარბობდნენ) - მიმართავდა სიტყვით `ლამაზო”, `გოგო”. ტაქსში ახალგაზრდა გოგონებიც ისხდნენ, მაგრამ მათ `უმისამართოდ” მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას უსვამდა: `გინდა?” წამით თვალი თვალს შეხვდა, მზერა მზერას შეეჯახა. თითქოს ნაპერწკალმა გაილევაო.. მისი თვალის სხივში იმხელა გამოცდილება დავინახე. აფრქვევდა პრაქტიკულობას. პრაგმატიზმით სავსე მზერა, მზერა - რომელსაც არ სჭირდება აპულეუსის, ოვიდიუს ნაზონის, ფრანსუა რაბლესა თუ პლატონის `დიალოგების” ცოდნა, არც პროკლეს `ქალდეური ფილოსოფიის ეკლოგები” ან მისსივე ` თეოგონიის საფუძვლები”. ერთადერთი, რაც მას სჭირდება თვითგადარჩენა და თავის გატანაა. ეს შეუძლია მხოლოდ და ამისათვის მას ყველა საჭირო თვისება აქვს. ეს ყველაფერი მისმა მზერამ მითხრა. წამიერი ეგზალტაცია შეწყდა, ბოშა ფეხით მოსიარულეთა არმიას შეუერთდა და გაუჩინარდა. მაგრამ მისი თვალები – რაღაცა იყო. არასოდეს მინახავს ველური ინსტიქტებისა და ძლიერ `დამიწებული” მატერიალიზმის ასეთი მშვენიერი შეხამება და ეს გაელვება ჩემმა გონებამ სამუდამოდ გამოაქანდაკა მეხსიერებაში და ჩემი სულის ანთროპოლოგიურ პანთეონში, მოგონებათა თაროზე შემოდო. მისი იაფფასიანი სიტყვიერი ხრიკი, რომლითაც იგი სამარშრუტო ტაქსებში ალბათ დღესაც სასწაულებს ახდენს, განსაკუთრებით ეფექტურია, თუ პოტენციური მყიდველი ხანდაზმული ქალბატონია. ვითომ არაფერი, მაგრამ მრავალი სარეკლამო კომპანია მსგავს მეთოდებს იყენებს, მითუმეტეს თუ იგი ქალთა აუდიტორიაზეა გათვლილი. არავინ არავის ატყუებს, ყველაფერი რიგზეა.. უბრალოდ არაფერი ფასდება ისე ძვირად, როგორც `იაფი ტყუილი”.

აკრძალული სფერო

ადამიანის სისუსტეებს შორის უკანასკნელი ადგილი არც `დუალიზმს” უკავია. სურვილი - დაანაწევრო და დაფშხალო სამყარო, დაყო იგი შავ და თეთრ, `კარგ” და `ცუდ” ნაწილებად, ახალი ზეგავლენებისათვის აშიშვლებს და ასუსტებს ფსიქიკის მთლიანობას. ხელმისაწვდომს ხდის მას.. ვიცი, მანიპულაცია ნეგატიურად ჟღერს, ეს თავადაც ავღნიშნე, მაგრამ სინამდვილე ასეთია: იგი არც კარგია და არც ცუდი! მას ზნეობრივი პოლუსები არ გააჩნია. იგი ისეთივე ნიჭია, როგორიც სიმღერის ნიჭი, როგორც მუსიკალურობა. თუ ურთიერთობისას საუბარი დო მაჟორში პროგრესირებს (ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობს ხოლმე, ქალს დო მაჟორში უნდა ელაპარაკო და არავითარ შემთხვევაში _ ლა მინორშიო...), სრულყოფილი `აკორდისთვის” აუცილებელია ყველა ნოტი ზუსტი იყოს. თუ რომელიმე მხარეს `კეთილხმოვანებაში” ქაოსი შემოაქვს და სეკუნდაში გადადის, ტონიც და აქცენტიც იცვლება. ამ შემთხვევაში, კორექტორის ვალდებულებას ის მხარე იღებს, ვინც ცხოვრებაში მეტად გამოცდილია და ვინც მეტი იცის. ცხოვრებაში ისეთი სფეროებიც შეგხვდება, სადაც მანიპულაცია აუცილებელიც კი არის. მაგალითად საქმიანი ურთიერთობები. ბიზნესმენს, იქნება იგი რომელიმე მეგა-კორპორაციის დირექტორი, თუ მაგთის პრეზიდენტი, არც კი აქვს უფლება გულწრფელი და `ჯიგარი ბიჭი” იყოს, რომელიც ყველგან და ყველასთან იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს. იგი უბრალოდ ვალდებულია იცნობდეს მანიპულაციის უმთავრეს ხრიკებს, დროულად გამოიყენოს ცონდა. უნდა შეეძლოს `ბლეფი”, მოწინააღმდეგის დაუცველ ზონებში დარტყმა, მისი სისუსტეების ისე გამოყენება, რომ უკანასკნელი ვერც კი ხვდებოდეს მანიპულატორის განზრახვას. ასეთია ულტრა-თანამედროვე კაპიტალისტური რეჯიმი. ასე თამაშობენ `დიდი ბიჭები”... ეს `დიდი ბიჭების” რაუნდია.. მათი მატჩია, მათი შერკინება. საქმიანი ურთიერთობების ამ ფსიქოლოგიურ მოედანზე, ყველა კონვენციის მიერ არის დაშვებული გამოყენებულ იქნას ხრიკებისა და კომბინაციების ნაირგვარი ბუკეტი. პრობლემები იწყება იქ, სადაც იგივე ხრიკები და ილეთები `აკრძალულ” სფეროებზე იწყებს გავრცელებას. ფსიქოლოგებმა გამოყვეს `აკრძალულ სფეროთა” შემდეგი ზონები: მეგობრობა, სიყვარული, სექსი და ოჯახი. რაგინდ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, ადამიანები სწორედ ამ `აკრძალულ” ზონებში ავლენენ ფანტაზიის ყველაზე დიდ უნარს. რა თქმა უნდა არ უნდა იფიქრო, თითოს შენს გარშემო მხოლოდ გარეწრები დაბუდებულან, რომლებსაც ერთი სული აქვთ ხელსაყრელი დრო გამონახონ, რათა უმალ თავიანთი `ბნელი” მიზნებისთვის გამოგიყენონ.Aადამიანი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე არსებაა. ყოველ მათგანში პროფესიონალი მანიპულატორიც ცოცხლობს და მისი მსხვერპლიც. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ ვინ რომელ ტალანტსა და უნარს ანვითარებს საკუთარ თავში. მანიპულატორი ყოველთვის ცდილობს ადამიანის `სუსტ ზონაში” დამკვიდრდეს. ასეთ ზონად შეიძლება მიიჩნიო თვითშეფასების დაქვეითებული უნარი, ან `ძლიერი ადამიანის” იდეალი. მაგალითად, მანიპულატორი თითქოს და შემთხვევით დახმარებას გთავაზობს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს `კრედიტორ” –მანიპულატორთან. შემდეგ, საჭირო დროს იგი გთხოვს `მცირე სამსახური” გაუწიო მას. ისეთ მდგომარეობაში ვარდები, როდესაც უარს ვერაფრით ეტყვი. სხვა მაგალითი: დავუშვათ შენი საქმიანობის რომელიმე სეგმენტში აშკარა სირთულეებს აწყდები. შენი მოადგილე მეგობრულად აკეთებს შენს საქმეს. მისთვის ეს არ არის ძნელი, შენც თანხმდები მის შემოთავაზებას და უფლებას აძლევ შენს მაგივრად იმოქმედოს. ნელ-ნელა ეს ადამიანი ქმნის სიტუაციას, როდესაც შენ აღარ ძალგიძს მის გარეშე კონკრეტულ სეგმენტში არსებული პრობლემები მოაგვარო. გარდა ამისა, მხოლოდ მან იცის, რომ საქმე, რომელსაც საკუთარ თავს მიაწერ, მისი შესრულებულია. ამ გზით იგი ხელოვნურ `სუსტ ზონას” გიქმნის, რითიც მუდმივად ზემოქმედებს შენზე.
ამის მაგალითია ერთი ამბავი, რომელიც ნიგერიაში მოხდა. ამ ქვეყნის ერთ-ერთ გაზეთში მივიდა ასე 16-17 წლის ბიჭი და რედაქტორს თხოვა, რაც გინდა დამავალეთ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვიმუშავებ, ოღონდაც გამოცდილება მივიღოო. ბიჭი მიიღეს. მან ორი წელი იმუშავა უხელფასოდ. იმდენად შრომისმოყვარე იყო, რომ მთელ დღეებს რედაქციაში ატარებდა და სიამოვნებით ასრულებდა ყველა დავალებას, ვისაც არუნდა მიეცა ის. ორი წლის შემდეგ ის რედაქტორთან გამოცხადდა, გაზეთის მფლობელის წილი მოითხოვა და... თქვენ წარმოიდგინეთ მიიღო. საქმე ის იყო, რომ ორი წლის მანძილზე გაზეთის ყველა თანამშრომელი ისე მიეჩვია ყველა საქმის მისთვის დავალებას, რომ საბოლოოდ მის გარეშე გაზეთის გამოშვება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მანიპულატორს ძალუძს როგორც შენი კეთილი განზრახვები, ასევე იდეალებიც გამოიყენოს. მაგალითად, თუ თვლი, რომ ხარ ადამიანი, რომელიც არასოდეს არავის უღალატებს და ყოველთვის ყველას დაეხმარება, მანიპულატორი არ დააყოვნებს შენი იდეალები თუ სტერეოტიპები თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს: `შენ ხომ ძლიერი ხარ..” `შენ ხომ არასოდეს მიგიტოვებივარ..” `შენი რომ არ მჯეროდეს არც შეგაწუხებდი..” და აი შედეგიც: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქმე აკეთო, სხვის თხოვნას ასრულებ და მის საქმეს აკეთებ, შენი პირადი ცხოვრება კი ზედმეტად იტვირთება. ზედმეტად არაჯანმრთელი მოთხოვნილება, დაეხმარო, `დაიხსნა” (ეს სიტყვა უფრო რელიგიურ ფანატიკოსებს ეხება), ან უშველო ვინმეს (რელიგიურ ფანატიკოსებს ესეც შეესატყვისება) – ეს არის ქვეცნობიერი სურვილი იმისა, რომ გაღიარონ ადამიანებმა, (ან ღმერთმა.. ან რაღაც `სიკეთეები” და ~წყალობები” მიინიჭო), ეს არის ლტოლვა – მიიღო მათგან სიყვარულის დამატებითი დასტური, რომელიც დაამოწმებს, თუ რაოდენ საჭირო და პატივცემული ხარ გარშემომყოფთათვის, ან განგამტკიცებს საკუთარ თავში.. ყოველივე კი მოწმობს, თუ რაოდენ დათრგუნული ხარ სინამდვილეში და როგორ გაკლია საკუთარი თავის რწმენა.
მანიპულატორისთვის შენი სიძულვილის გრძნობაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავისთავში დაფარულ სიბრალულსაც მოიცავს, ისეთივე გამოსადეგი `ასაფრენი ბილიკია”, როგორიც სხვა დანარჩენი სისუსტეები. მაგრამ ყველაზე ვირტუოზული `იაფი” ილეთი, მანიპულაციის არ-ქონაა. `მე ვიცი როგორი ამაზრზენიც ვარ თქვენთვის... მაგრამ..” ადვილი ფრაზაა, და თანაც მუშაობს, თუ გინდ ათასნაირ ვარიაციებში. ამას წინათ, გადაცემა `კედელს” შევავლე თვალი, სადაც ზოგადად სიცრუეზე საუბრობდნენ. სტუმრად `ფოკუსნიკი” ვადაჭკორია და იტალიანისტი ლადარია (რომელიც იეზუიტ ღვთისმტეყველს უფრო მაგონებს) ყავდათ მიწვეული. მოდი ვისარგებლებ საკუთარი ალეგორიებითა თუ ტერმინებით და ამ უკანასკნელს შემდგომში `თეოლოგს” დავარქმევ. მოგეხსენება ახალგაზრდების ჟინიანობა და ცოცხალი ენერგია, მათ თვალებში ჩაბუდებლული მუდმივი კითხვის ნიშანი, რომელიც გადაცემის რომელიმე სტუმარს აუარება შეკითხვებად დაატყდება ხოლმე თავს. (პირობითად) `თეოლოგმა” ლადარიამ სწორედ ამ ტრიუკს მიმართა როდესაც მან თქვა: `ახლა მე რომ საკუთარ თავზე ვთქვა ლამაზი ვარო... დამიჯერებთ?“ გააკეთა პაუზა და ფენტეზის ჟანრის კინოდან გაცოცხლებული იდუმალი აბბატის მსგავსად თითები ერთმანეთს მიაბჯინა და `ნეტარი” ღიმილით გაირინდა. ჟესტიკულაციაც ერთგვარი ფსიქოლოგიური `ღუზაა”, რომელიც კონკრეტულ მდგომარეობას ამაგრებს თანამოსაუბრის ფსიქიკაში, და ყოველი მისი ხელახალი გამეორება ახსენებს და აბრუნებს მას იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ეს `ღუზა” შეიქმნა. ეს ხრიკი ადვილი გამოსაყენებელია ისეთ სიტუაციებში, სადაც მოსალოდნელია საუბარი დაძაბულ ვითარებაში წარიმართოს. როდესაც ასეთ ხრიკს მიმართავ, თანამოსაუბრე ვიდრე აზრებს მოიკრებს, გადაწყვეტს და მოიფიქრებს, ყოველივე წარმოთქმულის შემდეგ თუ როგორ განეწყოს შენს მიმართ, იმ საჭირო დროს იგებ, რაც იმისათვის გჭირდება, რომ საუბრის მიმართულება შეცვალო.

`ჩამორჩენილი~ და `პრადვინუტი~ მანიპულატორები

მანიპულატორთა ხრიკები, კარნეგიდან მოყოლებული, ჩამოყალიბებული, კლასიფიცირებული და დათვლილია. სწორედ კარნეგიმ შემოგვთავაზა მანიპულაცია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოგვეყენებინა. მის წიგნებს თაობები იზუთხავდნენ, რომლებსაც კარნეგის მიერ ჩამოყალიბებული `წარმატების ფილოსოფიის” სჯეროდათ. `მოერიდეთ კონფლიქტებს, აკონტროლეთ საკუთარი თავი”, ეს სულისკვეთება ფონად გასდევს მის ყოველ ნაშრომს. თუმცა უცნაური რამ მოხდა: აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი, მომღიმარი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავსაც ზედმიწევნით აკონტროლებენ და კარნეგის სხვა დებულებებსაც სრულყოფილად ეუფლებიან, წარმატების მხოლოდ დაბალ საფეხურებს აღწევენ, ისიც ისეთ საქმეში, როგორიცაა ქსელური მარკეტინგი, ან მისი მსგავსი საქმეები. ხოლო ბიზნესის უმაღლეს სფეროებში კვლავ ბატონობენ `ნევრასტენიკები”და სხვა `უცნაური ბიჭები”. არ არის გასაკვირი, რომ მალევე გაჩნდა ახალი `მოძღვრება”, რომელმაც უარყო კარნეგი. ამ მამხილებელი წიგნის ავტორი, ამერიკელი ანალიტიკოსი ევერეტ შოსტრომია. მან თავის წიგნს ასევე დაარქვა: `ანტიკარნეგი”. შოსტრომის თანახმად, მანიპულატორთა სულ რვა ტიპი არსებობს. ესენია: `დიქტატორი”, `უძლური”, `გამთვლელი???????????”, `შემეტენე”, `ხულიგანი”, `ჯიგარი ბიჭი”, `მსაჯული” და `მცველი”. ყოველი ფსიქო-ტიპი თავისებური ნიღაბია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებას იძლევა. ამ სქემაში ყველანაირ ურთიერთობებს ჩავტევთ. ამ მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით, ადამიანური ურთიერთობების ყველა პროცესი, უწყვეტ მანიპულაციათა გაუვალ ლაბირინთად წარმოგვიდგება. ზუსტად ამ მიდგომის გამო აკრიტიკებს იგი კარნეგის, და ამტკიცებს, რომ იმისათვის რათა წარმატებას მიაღწიო, საერთოდ უარი უნდა თქვა მანიპულირებაზე. მას სცენაზე ახალი პერსონაჟი გამოყავს, სახელად `აქტუალიზატორი”. ეს ახალი პერსონაჟი `მომავლის ადამიანია”, რომელიც სრულიად თავისუფალია მანიპულირების სურვილებისგან. ევერეტ შოსტრომი ამბობს, რომ კარნეგისეული მანიპულატორი ნაკლოვანი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ის ადარდებს თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები, არ არის დარწმუნებული თავის თავში, არ არის დარწმუნებული წარმატებაში და არც `წარმატების დღის” სჯერა და ამიტომ იძულებულია საკუთარი სურვილები მალოს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავის ცარიელ ბანქოს მალავს, რომელიც ხელში უჭირავს. მისი სრული ანტიპოდია `აქტუალიზატორი”. როგორია იგი ურთიერთობებში? ღიად გამოხატავს თავის ემოციებს, მხოლოდ საკუთარი შეფასებებითა და აზრით ხელმძრვანელობს და `აზრიანი ეგოიზმის” მტკიცე პოზიციებზე დგას. შოსტრომის `აქტუალიზატორს” პრინციპებიც სხვა აქვს: 1) `იმისათვის, რომ გიყვარდეს სხვები, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვარო”. 2) `იცხოვრე აქ და ახლა” (სალამი ბუდიზმს). 3) `ადამიანს ყველანაირ გრძნობაზე აქვს უფლება”. აი, როგორი თვისებები უნდა ქონდეს შოსტრომის აზრით ნამდვილ `გამარჯვებულს”. და მართლაც, აღწერილი პიროვნება სრულიად შეესატყვისება წარმატებული და უკომპრომისო ადამიანის სახეს, რომლის ფონზეც კარნეგის `ძველაღთქმისეული” მანიპულატორი ისტორიის ნაგავთსაყრელიდან ამოღებულ მარიონეტს წააგავს. პირადად მე მისტერ ევერეტს უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე კარნეგის, მაგრამ ჩემი მოსაზრება არავის გაუთვალისწინებია, როდესაც შოსტრომის კონცეფციებიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ხოლო მისი `არაზომიერად გულწრფელი აქტუალიზატორი” კი მისმა კონკურენტებმა ყველაზე საშიშ, `საზრიან” და `გაიძვერა” მანიპულატორად სცნეს, რომელიც ყველაფერთან ერთად ხამიც არის და ეგოისტიც, ყველას რომ საკუთარი `ღია სიმართლით” შეურაცხყოფს და თანაც აიძულებს აღიარონ მისი `ჰიპური” თავისუფალი ბუნების საქმიან სფეროებში გამარჯვება. ასე რომ, თანამედროვე ფსიქოლოგები დაუბრუნდნენ კარნეგის ამჯერად უკვე ჩასწორებულ თეზისებს, და `არქაულ მანიპულატორს” შოსტრომის `ულტრა-თანამედროვე აქტუალიზატორის” ელემენტებიც დაუმატეს. ასე რომ დღესდღეობით წარმატების `ძველი” ახალი საიდუმლოებები ასე ჟღერს:
1) გულწრფელად დაინტერესდი ადამიანებით.
2) გაიღიმე (ფარული კამერა არაფერ შუაშია...).
3) გახსოვდეს, ადამიანის სახელი მისთვის ყველაზე სასიამოვნოდ და მნიშვნელოვნად ჟღერს ყველა ენაზე.
4) ეცადე იყო ყურადღებიანი მსმენელი.
5) ისაუბრე იმის შესახებ, რაც თანამოსაუბრეს აინტერესებს.
6) დაარწმუნე თანამოსაუბრე, რაოდენ მნიშვნელოვანია იგი სამყაროსთვის და გააკეთე ეს გულწრფელად.
და ბოლოს, ყველაზე აქტუალური შეკითხვა: არსებობს თუ არა უნივერსალური საშუალება წინ აღუდგე მანიპულაციას, იმის და მიუხედავად, იქნება თუ არა იგი მომართული `მეორედ მოსვლის ფანატი მქადაგებელის”, კოლეგის თუ შენი საყვარელი მეუღლესგან? უნდა ვეძებოთ თუ არა ყოველ შემხვედრში ჩასაფრებული მანიპულატორი? და თუ ასეა, მაშ რა განსხვავებაა შენსა და რელიგიურ ფანატიკოსს შორის, რომელსაც ყველგან და ყველაფერში `ეშმაკთა” შესაძლო ხრიკები ელანდება? რელიგიური ფანატიკოსები სულ სხვა `კინოა”, და მაინც, ყოველივე ამის შემდეგ როგორ არ იქცე მათნაირ დამთხვეულ `პარანოიკად?” იქნებ ღირს ყველაფერი მიატოვო და რომელიმე ფსიქოლოგიურ კაბინეტს მიაკითხო, სადაც თერაპიული კურსებისთვის სპეციალური ჯგუფები ყალიბდება? ალბათ ღირს! (თუ იქ დამოუკიდებელ აზროვნებას გასწავლიან... თუ შეგწევს უნარი არ ენდო გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არც სხვისი წესებით ითამაშო და არც `პარანოიდალური” ესქატოლოგი (რომლებიც გამუდმებით მეორედ მოსვლაზე ღაღადებენ) სულიერი წინამძღოლების დაშინებებს შეუშინდე. ღირს, თუ გასწავლიან როგორ აირიდო საეჭვო საჩუქრები, როგორ თქვა სიტყვა `არა” როდესაც გარშემომყოფნი თავს აუარება მოსაზრებებს გახვევენ. ჩემი პირადი რჩევა კი ასეთი იქნება: ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭო საშინელ სიტყვა `მანიპულაციას”, რადგან მახსენდება საფრანგეთში 2000 წელს განხილული კანონპროექტი, რომელმაც საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ვგულისხმობ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს, რომლის თანახმადაც ყველა `ფსიქოლოგიური მანიპულატორი” პასუხისგებას უნდა მისცემოდა. კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკიდურესად საშიში და ნეგატიური სექტების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ მიუღიათ. მეტისმეტად ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელი აღმოჩნდა ამ მუხლის ფორმულირება. წარმოგიდგენია, ეს კანონი რომ მიეღოთ, რა ამბავი ატყდებოდა ჩვენს პლანეტაზე? ციხის საკნების `ნარებზე” არა მარტო `ნიჩირენის”, `აუმ სინრიკესა” თუ `ღვთაებრივი” კორეელი მუნის მიმდევრებს ვიხილავდით, არამედ პოლიტიკოსებსაც, პი-არ ტექნოლოგებსაც, სარეკლამო სააგენტოებსაც, რელიგიურ მოძღვრებსაც, კონფესიათა განურჩევლად. ამ მუხლის თანახმად სახარების პერსონაჟებიც თავისი თორმეტივე მოციქულით ციხის კანდიდატებად მოგვევლინებოდნენ, რადგან `ფსიქოლოგიური მანიპულირებისგან” არც ისინი ყოფილან შორს. მსჯავრდებულის სავარძელს მოირგებდნენ ასევე ბიზნესმენები, პედაგოგები, `ვაშლის გამყიდველები” (ზუმბასთან დიდი ბოდიში), ლამაზი ქალები, და მათზე გადარეული მამაკაცები, რადგან ყველა მათგანი, როგორც აღმოჩნდა, მანიპულირებს `მოყვასთა თვისთა” გონებით. ისე, კარგად რომ დავიძაბოთ, გისოსებს მიღმა მთელი მოსახლეობისა და ქვეყნების მოთავსებასაც შევძლებთ, ძუძუმწოვარი ბავშვების ჩათვლით. რადგან ფსიქოლოგთა აზრით, ჩვილი ბავშვებიც ყველაზე დახვეწილი და `უჩინარი” მანიპულატორები არიან, ხოლო მათი ტირილი კი – უტყუარი მეთოდი, უმალ მიიღონ ის რაც სურთ. მოკლედ, გამოსავალი, რომელიც მე ვიპოვე და რომელიც ცხოვრების წესად ვიქციე, ერთია: უნდა იყო ის რაც ხარ (რადგან ეს ყველაზე უკეთ გამოგდის) და გულწრფელად უნდა დაინტერესდე ადამიანებით.
მოკლედ, ეს ის სფეროა, სადაც ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები. ან იდეალურ ვარიანტში, თავად გახდეს საკუთარი თავის ექიმიც, მოძღვარიც, `მანიპულატორიცა” და `აქტუალიზატორიც”, იპოვოს თავისი კუთვნილი გზა, და მისდიოს მას მანამ, სანამ საკუთარ თავს არ იპოვის. და როდესაც შეძლებს თავის თავს უთხრას თუ ვინ არის იგი სინამდვილეში, შეძლებს თქვას რომ ნამდვილად თავისი კუთვნილი გზა იპოვა და ნამდვილად `თავის უფალია”!

Friday, December 26, 2008

სანდრო ნათიშვილი "მარტივი და სრულყოფილი ორგაზმი"

სანდრო ნათიშვილი

მარტივი და სრულყოფილი ორგაზმი

(სტატია დაიბეჭდა ჟურნალ ფლეიბოიში)

კარი პირველი _ ორგაზმი, სამგაზმი, ოთხგაზმი, მრავალგაზმი...

ყველაზე უფრო სრულყოფილი და ჩამოყალიბებული მოძღვრება ადამიანის სექსუალურობის შესახებ არც დოქტორ ფროიდს შეუქმნია, არც ჰიუ ჰეფნერს და თქვენ წარმოიდგინეთ არც ემანუელას. ის მსოფლიოში პირველად ინდოეთსა და ჩინეთში, დაახლოებით ჩვ.წ.აღ.-მდე III ათასწლეულში შეიქმნა.
ჩინური დაოსიზმი არ ანსხვავებს ერთმანეთისგან სექსუალურობას და სულიერებას, ამიტომ ამ ტრადიციაში უდიდესი მნიშვნელობა სექსუალურობის ღვთაებრივ დონეზე აყვანას ენიჭება. ეს არც სიმბოლური ნათქვამია და არც, მითუმეტეს, `ტრუხა ბაზარი~ _ დაოსი მასწავლებლებისთვის სექსუალურობა იყო და არის, არც მეტი, არც ნაკლები... გასხივოსნებისკენ მიმავალი გზა. მათი აზრით, ამის მისაღწევად ეაკულაციის გარეშე მრავალჯერადი ორგაზმის გამოწვევაა საჭირო. სექსუალური კუნგ-ფუს პრაქტიკის შედეგად იოგები მიხვდნენ, რომ სექსუალური აქტის დროს, თუკი ის მიზნად ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას არ ისახავს, ჰორმონების უაზრო დაკარგვა ადამიანზე დამღუპველად მოქმედებს. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ.
`ჩვეულებრივი~ სექსის დროს მამაკაცს `ელემენტები~ მანამდე უჯდება, სანამ ქალი მათ დატენვას (ანუ აღგზნებას) მოასწრებდეს. ქალს მამაკაცი ვითომდა `აკმაყოფილებს”, მაგრამ სინამდვილეში ის დაუკმაყოფილებელი რჩება, თანაც ისე, რომ `მეორე სერიის~ დაწყების შანსიც აღარ აქვს. თუმცა ეს კაცის ბრალი არაა _ ეაკულაციის შემდეგ ის იმდენად გადაღლილია, რომ პარტნიორზე მეტად ბალიში იზიდავს. `ყვითელი იმპერატორის” (XI-X ს. ჩვ.წ.აღ.) მრჩეველი ეროტიკის დარგში (თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთებიც იყო!), ბენ-ცზე ერთ-ერთ თავის ტრაქტატში აღნიშნავს:
`ეაკულაციის შემდეგ მამაკაცი იღლება, ყურები უწივის, ეძინება, ძალიან გადაღლილია... ეს იმიტომ, რომ თავისი პოტენციალი სრულად არ გამოიყენა”.
თანამედროვე მსოფლიოში ზოგიერთებმა ეს ფაქტი დამოუკიდებლად აღმოაჩინეს: ცნობილმა ჯაზმენმა, მაილს დევისმა, ჟურნალ `ფლეიბოის” ასე განუმარტა:
დევისი: არ შეიძლება დაამთავრო და შემდეგ იჩხუბო ან ითამაშო. მე თუ ვათავებ, მერე ვეღარ ვუკრავ.
ფლეიბოი: აგვიხსენით ეს აზრი არაპროფესიონალებს.
დევისი: თუ გინდათ, ჰკითხეთ მუჰამედ ალის, ეგ თუ ბრძოლის წინ თავის სექს-ენერგიას დაკარგავს, რინგზე ორ წუთსაც ვერ გაძლებს, ეგ კი არა, მეც ვერ გამლახავს.
ფლეიბოი: თქვენი პირობის დაცვის შემთხვევაში შეერკინებოდით ალის?
დევისი: მე კი გავალ, ოღონდ მან ჯერ იჟიმაოს..
მე თუ მკითხავთ, რამდენიც არ უნდა `ეჟიმავა~ მუჰამედ ალის, მის წინააღმდეგ რინგზე გასულ მაილს დევისს გამარჯვების კი არა, გადარჩენის შანსიც კი ცოტა ექნებოდა, ისევე როგორც თვითონ დევისს, სულ რომ თავი მოეკლა სექსით, საყვირზე დაკვრაში მუჰამედ ალის დონეს მაინც ვერ `მიაღწევდა~.
და მაინც უდიდესი მუსიკოსის სიტყვები აზრსმოკლებული არ არის. დევისმა მშვენივრად იცოდა, რომ სექსუალური აქტი ადამიანს ღლის, მაგრამ არ ითვალისწინებდა, რომ კაცისთვის მრავალჯერადი ორგაზმის მიღწევაც შესაძლებელია _ ვინც თვალები ჭყიტა, მათთვის გავიმეორებ _ კაცისთვის მრავალჯერადი ორგაზმის მიღწევაც შესაძლებელია.
დასავლური კულტურის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ `დაცლა” სასიყვარულო აქტის კულმინაციაა, მაგრამ ჩინეთში დაოსი ექიმები თვლიდნენ, რომ ე.წ. `ლე პეტიტ მორტ” (ფრანგულად `მცირე სიკვდილი”) აუცილებელი არ არის და შესაძლებელია მისი გადალახვა და `ნამდვილი~ ორგაზმის მიღწევა.
ჩინურ და აგრეთვე ტიბეტურ და ინდურ რელიგიურ ტრადიციებში ითვლება, რომ არსებობს ორი ტიპის ორგაზმი: `ველისა” და `მწვერვალის”. გამოჩენილმა ავსტრიელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, ვილჰელმ რაიჰმა, თავის წიგნში `ორგაზმის ფუნქცია”, დასავლურ საზოგადოებაში პირველმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ორგაზმში მთელი ორგანიზმი უნდა მონაწილეობდეს და არა მხოლოდ სასქესო ორგანოები. აღმოსავლეთში კი დაოსებმა, ბუდისტებმა და განსაკუთრებით ჰინდუ ტანტრისტებმა ეს ფაქტი ოდითგანვე მშვენივრად იცოდნენ. ორგიასტული სიამოვნების გასაღრმავებლად და გასახანგრძლივებლად მათ უამრავი ვარჯიში შეიმუშავეს. ეს ვარჯიშები ორგაზმის სექსუალური ორგანოებიდან მთელ ორგანიზმზე გავრცელების შესაძლებლობას იძლევა.

კარი მეორე _ ეაკულაცია ორგაზმი ნუ გგონია, ძმიბილო...

`ველის ორგაზმი~ ერთჯერადი `გამოფრქვევის” მაგივრად `კაიფის~ კულმინაციამდე არმიღწევას გულისხმობს. წარმოიდგინეთ, რომ ქვაბით წყალს ადუღებთ, მაგრამMწყალს დუღილის დონემდე არ უნდა მიაღწევინოთ. ადუღებამდე ერთი წამით ადრე ქვაბს ცეცხლიდან გადმოდგამთ. იგი ცოტათი შეგრილდება, რის შემდეგაც ყველაფერს თავიდან იწყებთ...
ეს ყველაფერი თითქოს უცნაურად გამოიყურება, მაგრამ როგორც იტყვიან, სწავლა სიკვდილამდეო... სინამდვილეში მრავალჯერადი ორგაზმი ბავშვობაში ბევრ მამაკაცს გამოუცდია. რაც გინდა გაგიკვირდეთ, თინეიჯერულ და უფრო ადრინდელ ასაკში, სანამ საერთოდ ეაკულაცია დაეწყებოდა, ყველა მამაკაცი პოლიორგაზმიკი იყო. საერთოდ ორგაზმი და ეაკულაცია სხვადასხვა რამ არის და მათ `შუა უზის დიდი მზღვარი~, თუმცა არც ისე დიდი _ ერთმანეთისგან სულ რამდენიმე წამით არიან დაშორებული და ამის გამო ადვილად შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია მათი ერთმანეთისგან გარჩევა მოვახერხოთ და ორგიასტულ სიამოვნებაში ისე შევიდეთ, რომ ეაკულაციის ზღვარს არ გადავაბიჯოთ. თუ მივხვდებით, რომ ეს ორი სტადია სხვადასხვა რამ არის, მაშინ ჩვენს ორგაზმში მათი `განსხვავებების~ გარჩევა უფრო გაგვიადვილდება.
საერთოდ ყველა ორგაზმი ერთმანეთს არ ჰგავს. დიდი ხნის მანძილზე ორგაზმს სუფთა გენიტალურ პროცესად თვლიდნენ. ბევრი მამაკაცი ახლაც ასე ფიქრობს.
მე-20 საუკუნის 80-90 წლებიდან დაწყებული უკვე დასავლური კულტურის ბევრი წარმომადგენელი მეცნიერ-სექსოლოგი მიიჩნევს, რომ ორგაზმი არა იმდენად მუსკულატურის ფუნქციაა, რამდენადაც ტვინის. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ ორგაზმი შესაძლებელია ძილის დროსაც დადგეს, პარტნიორთან ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე. ნევროლოგ რობერტ ჯონ ჰიტის მეცნიერულმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ ტვინის ზოგიერთი უბნის ელექტრო-სტიმულაციის შედეგად ისეთივე სექსუალურ სიამოვნებას განვიცდით, როგორსაც პარტნიორთან სექსის დროს. ბევრი მოწინავე სექსოლოგი თვლის, რომ სექსი ტვინშია `განლაგებული~. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ზოგჯერ თავში ტვინი საერთოდ არ არის `განლაგებული~, მაგრამ სექსი მაინც დიდ ადგილს იკავებს... მაგრამ დავუბრუნდეთ მეცნიერებას _ ორგაზმისგან განსხვავებით, ეაკულაცია მხოლოდ რეფლექსია, ხერხემლის ფუძის არეში, რომელიც ძილში სპერმის გამოყოფით მთავრდება. საერთაშორისო ორგანიზაცია `გამაჯანსაღებელი დაოსიზმის~ უფროსი ინსტრუქტორი, მაიკლ უინი თავის ბესტსელერში, `სიყვარულის დაოსური კულტივაცია~, წერს: `ბევრ მამაკაცს ორგაზმი ეაკულაციის გარეშე საერთოდ ვერ წარმოუდგენია. ეს იმიტომ, რომ ისინი ათწლეულების მანძილზე ეაკულატორულ სექსს მისდევდნენ. ამიტომ მთავარია მათ გაიგონ, რომ ეს პროცესი უნებლიე `მუსკულატური~ სპაზმია და მეტი არაფერი~. სწორედ ამაშია განსხვავება სრულყოფილ და არასრულყოფილ ორგაზმებს შორის.

კარი მესამე _ რაოდენობა კი არა, ხარისხი!

ახლა კი კიდევ უფრო თვალნათლივ დავრწმუნდეთ, რომ მამაკაცებსაც ქალების მსგავსად ერთმანეთის მიყოლებით მრავალჯერადი ორგაზმის განცდა შეუძლიათ.
ყველაზე უფრო ზუსტი და მეცნიერული თვალსაზრისით გამართული ექსპერიმენტები მამაკაცის მრავალჯერადი ორგაზმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მეცნიერ-სექსოლოგებმა, უილიამ ჰარტმანმა და მერილინ ფიტიანმა ჩაატარეს. გამოკვლევაში 33 მამაკაცი მონაწილეობდა. მათი თქმით ისინი მულტიორგაზმის ტექნიკას ფლობდნენ, ანუ ორი ან სამი ორგაზმის განცდა ერექციის დაკარგვის გარეშე შეეძლოთ. მათ პარტნიორებად 33 ქალი შეურჩიეს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აღგზნების გრაფიკების ერთმანეთთან შედარების შედეგად გაირკვა, რომ ამ მამაკაცების აღგზნების გრაფიკები არაფრით განსხვავდებოდა პარტნიორი ქალების მრავალჯერადი ორგაზმების გრაფიკებისგან. ეს გვაფიქრებინებს, რომ მამაკაცებისა და ქალების ორგაზმები ერთმანეთისგან იმაზე ბევრად ნაკლებად განსხვავდება, ვიდრე ამას ადრე ფიქრობდნენ. ისე სინამდვილეში ეს მოულოდნელი სრულიადაც არ არის, თუკი ორივე სქესის ორგანულ განვითარებას გავითვალისწინებთ _ ქალისა და კაცის სასქესო ორგანოები ხომ ერთი და იგივე ჩანასახისგან ვითარდება.
ჰარტმანისა და ფიტიანის გამოკვლევების მიხედვით პოლიორგაზმიკი მამაკაცების ორგაზმების რაოდენობა ერთმანეთის მიყოლებით საშუალოდ ოთხს უდრიდა, მაგრამ ერთმა მათგანმა ზედიზედ 16 ორგაზმი განიცადა! რა შეიძლება ითქვას ამაზე? _ რა თქმა უნდა ის, რომ კაციც ისა ყოფილა და ქუდიც... ბოდიში, პრეზერვატივიც იმას ჰხურებია...
მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კარგი იქნება გავიხსენოთ დაოსიზმის მიმდევრების თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვანია არა ორგაზმების საერთო რაოდენობა, არამედ სიამოვნების მიღების სიღრმის ხარისხი. მის გაზრდას კი მაშინ შევძლებთ, როცა პარტნიორთან ერთად ორგაზმში სხეულის ყველა უჯრედის ჩართვას მოვახერხებთ.
ყოველი პიროვნების სექსუალური გამოცდილება ინდივიდუალურია, მაგრამ თუ მრავალჯერადი ორგაზმის ათვისებას მოვახერხებთ, მაშინ არ დაგვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ რამდენი ხანი უნდა ვიტყნაუროთ (ასე ქვია ამას ქართულად), და რამდენი ხანია საჭირო პარტნიორის დასაკმაყოფილებლად. მაშინ შეგვეძლება, იმდენი ორგაზმი გვქონდეს, რამდენიც მოგვესურვება.

კარი მეოთხე _ დონ-ჟუან, დაჯექი, ორიანი!...

1992 წლის 3 დეკემბერს `ნიუ-იორკ თაიმსის~ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც მოთხრობილია საოცარი მეცნიერული აღმოჩენის შესახებ, რომელიც დაოსი იოგების ემპირიულ მიგნებებს ემთხვევა და რომლის მიხედვითაც სპერმის წარმოშობა მამაკაცის ორგანიზმისგან უდიდესი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს. `ექსპერიმენტის დაწყებისთანავე სრულიად მოულოდნელი შედეგები მივიღე~ _ აღიარა არიზონის უნივერსიტეტის დოქტორმა, უეინ ვან ვურისმა _ `მიღებული შედეგი იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ სამუშაო ოთხჯერ გავიმეორე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ არ შევმცდარვარ. მთავარი დასკვნა ასეთია: ჩვენი წინასწარ აკვიატებული წარმოდგენები მამაკაცის სექსუალურობის შესახებ თითქმის მთლიანად არასწორია.
დოქტორი ვან ვურისი ცდებს ნემატოდებზე ატარებდა. შეიძლება გაგვიკვირდეს, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჭიებს ადამიანის სექსუალურობასთან. საქმე ისაა, რომ ნემატოდები ჩვეულებრივი ჭიები არ არიან. `მათი გენები და ბიოქიმიური პროცესები ორგანიზმში~ _ გვიხსნის დოქტორი ფილიპ ანდერსონი _ `ადამიანის იდენტურია.~ ამიტომაც ნემატოდებს ექსპერიმენტებში ხშირად ადამიანების მაგივრად იყენებენ.
ვან ვურისი ექსპერიმენტს მამალი ნემატოდების სამ ჯგუფზე ატარებდა. პირველ ჯგუფში ჭიებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფლად შეჯვარებოდნენ მდედრებს, რაც მათგან სპერმის დიდი რაოდენობის გამომუშავებას მოითხოვდა (`დონ ჟუანები~). ისინი საშუალოდ 8 დღეს ცოცხლობდნენ. მეორე ჯგუფის ჭიებს საერთოდ მოსპობილი ჰქონდათ ერთმანეთთან პაემანის შესაძლებლობა. ისინი (`ბერები~) საშუალოდ 11 დღეს ცოცხლობდნენ. მაგრამ ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი შედეგი მესამე ჯგუფმა _ პოლიორგაზმული ნემატოდების `საძმომ~ აჩვენა. მათ შეეძლოთ თავისუფლად შეწყვილებულიყვნენ, მაგრამ სპერმის დახარჯვის საშუალება არ ეძლეოდათ (ცოტათი თემას გადავუხვევ და ჩემი მტერი ჩავარდა ადამიანის ხელში...). ეს `პოლიტიკურად მშვიდი და სექსუალურად მხნე~ ნემატოდები 14 დღეს ცოცხლობდნენ _ დახლოებით 1.5-ით მეტს, ვიდრე `დონ ჟუანები~.

კარი მეხუთე _ `არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა...~

ორიათას წელზე მეტი ხნის წინ, დასავლეთში ჩატარებულ ექსპერიმენტებამდე დიდი ხნით ადრე, დაოსებმა მამაკაცის ეაკულაციის საიდუმლოება თავიანთ ტრაქტატებში (მაგ.: `ტრაქტატი უმაღლესი დაოს შესახებ ცისქვეშეთში~) ამოხსნეს. სპერმის პროდუცირებასთან დაკავშირებით უბრალო არითმეტიკის მოშველიება დაგვეხმარება მივხვდეთ, თუ რატომ არის ეაკულაცია მამაკაცის ორგანიზმისთვის ასე დამღლელი. საშუალო ეაკულაციისას სათესლე ჯირკვლებიდან 50-დან 250 მილიონამდე სათესლე უჯრედი გამოიყოფა. ყოველ `ფაბრიკას~ (სათესლე უჯრედს), რომელიც 50-დან 500-მდე `ნაკეთობას~ (სპერმატოზოიდს) ამზადებს, ესაჭიროება ნედლეული, ნედლეული კი სხვა საიდან უნდა გაჩნდეს, თუ არა ჩვენივე ორგანიზმიდან. დაოსიზმის მიხედვით, თუკი ადამიანი სპერმას არ დახარჯავს, მაშინ ის გამოთავისუფლებული ენერგიის ფიზიკური და სულიერი გაძლიერებისთვის გამოყენებას შეძლებს. დაოსური იოგა სწორედ სექსუალურ ენერგიას იყენებს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ასევე შემოქმედებითი განვითარებისა და სულიერი წინსვლისთვის, ანუ გასხივოსნებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ინდურ ტანტრიზმზეც.
როდესაც ჩვენ `სიყვარულში ვმეცადინეობთ~ _ არა შთამომავლობის შექმნის მიზნით, არამედ სიამოვნების მისაღებად, არავინ გვაიძულებს `დაცლას~ და ამ გზით სასიცოცხლო ძალების გაფლანგვა-გამოფიტვას. ასე რომ, თუკი სექსით მხოლოდ მშობლებისთვის და სიდედრ-სიმამრისთვის შვილიშვილის ჩუქების მიზნით ვართ დაკავებულნი, სრულიად არ არის საჭირო სექსუალური კუნგ-ფუს პრაქტიკას მივსდიოთ, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და შემოქმედებითი და სულიერი განვითარებაა, მაშინ მრავალჯერადი ორგაზმების მისაღწევად შექმნილი იოგური ვარჯიშების შესწავლა ნამდვილად არ გვაწყენდა.
მას შემდეგ, რაც მამაკაცი მიიღებს ცოდნას საკუთარი სექსუალურობის შესახებ, იგი მულტიორგაზმული დონის მისაღწევი სავარჯიშოების ათვისებასაც შეძლებს. როგორც ადრე ავღნიშნეთ, კაცების უმრავლესობა ამ ვარჯიშების შედეგად ორი კვირის შემდეგ აღწევდა მრავალჯერად ორგაზმს. იმას, ვისაც ძლიერი სექსუალური ენერგია აქვს, ხშირად ერთი კვირაც ჰყოფნის, სხვებს კი როგორც წესი, ამისათვის 6 თვემდე ჭირდებათ. შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისევე, როგორც აღმოსავლურ ორთაბრძოლებსა და მედიტაციაში, მრავალჯერადი ორგაზმის მიღწევისასაც აუცილებელია სუნთქვის გაძლიერება და გაღრმავება. თუ სუნთქვას დავიმორჩილებთ, მთელი ორგანიზმის კონტროლსაც შევძლებთ. აქ მთავარი სიხშირეთა ცვალებადობაა. სუნთქვა დაკავშირებულია გულისცემის რიტმთან. თუ ხშირად და ზედაპირულად ვისუნთქებთ, იგივე დაგვემართება, რაც სირბილის დროს მოგვდის _ გულისცემა გაგვიხშირდება, ხოლო თუ ამ პროცედურას ნელა და მონოტონურად ჩავატარებთ, მაშინ რიტმი შენელდება. მიზანი თესლის გაფრქვევისა და სუნთქვის სინქრონიზაციაა. დღეში რამდენიმე წუთით გაკეთებული მუცლისმიერი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა საშუალო ევროპელს დაეხმარება, ცოტათი მაინც `აზრზე მოვიდეს~. ამ მიზნით მათ შეიძლება მუცლისმიერი სიცილიც გამოიყენონ. ეს ის სიცილია, რომელიც მთელს ორგანიზმს აზანზარებს. სხვათა შორის ამ დროს იღვიძებს ენერგიის ის უზარმაზარი ნაწილი, რომელზეც ადამიანს ჩვეულებრივ წარმოდგენაც კი არა აქვს.
გადავიდეთ კიდევ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. მთავარია ვისწავლოთ კონცენტრაციის ხელოვნება. მაგალითად დავითვალოთ ასამდე ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ისე, რომ ამ პროცედურაში ხელი არაფერმა შეგვიშალოს. მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ერთხელ ერთმა პოლიორგაზმიკმა დაიჩივლა: `სავარჯიშო დარბაზში მოვდივარ და საუნაში ვჯნდები, მაგრამ არაფერი გამომდის _ რაც ათვისებული მქონდა შესუნთქვისა და გამოსუნთქვის შესახებ, სადღაც იკარგება, ყურადღება მეფანტება და მხოლოდ აქციებზე ვფიქრობო~. ეს კლასიკური შემთხვევაა, მაგრამ ყურების ჩამოყრა მაინც არ ღირს. ყოველთვის შეიძლება ანა-ბანადან დავიწყოთ:
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სექსუალური ენერგია?
პირველ რიგში უნდა მივხედოთ პროსტატს. იგი ანუსსა და `კვერცხებს~ შორის მდებარეობს. ეს ის კუნთია (მუსკულატურა), რომლის არსებობასაც მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, როცა ტუალეტით სარგებლობა უკვე ძალიან გვიჭირს. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ორგაზმს პროსტატის აქტიურობა განაპირობებს. საინტერესოა, რომ ცხოველებში ეს კუნთი კუდის მოძრაობას `ხელმძღვანელობს~. თვითონ სიტყვა პენის ლათინურად კუდს ნიშნავს. ასე რომ ზემოთმოყვანილი სავარჯიშოების შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ, როგორ `ვაქიცინოთ კუდი~, ანუ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ერექცია და ორგაზმი ისე გავაღვიძოთ, რომ ეაკულაციაში არ გადავიჭრათ.
თვალსაჩინოებისთვის ერთ ვარჯიშს ავღწერ:
1. შევისუნთქოთ და კონცენტრირება მოვახდინოთ პროსტატზე, ანუსზე და იმაზე, რაც `მათ შორის მდებარეობს~.
2. ამოსუნთქვისას შევკუმშოთ უკანალი და ამავე დროს პროცესში სახის კუნთებიც ჩავრთოთ.
3. შევისუნთქოთ და ყველა ეს კუნთი მოვუშვათ. ამ დროს უდიდეს სულიერ სიმშვიდეს ვიგრძნობთ.
დაოსური მოძღვრების მიხედვით, თუ ამ პროცედურას დღეში სამჯერ მაინც გავაკეთებთ, მრავალჯერადი ორგაზმის მიღწევას შევძლებთ.
შეგვიძლია ერეგირებული ფალოსით პირსახოცის აწევა და დაწევაც ვსინჯოთ. თუ ყველა ჩამოთვლილ კუნთს დავძაბავთ, ეს თავისუფლად გამოგვივა. თუ შედეგები აღგვაფრთოვენებს და ეშხში შევალთ, მეორე დღეს შეიძლება უფრო მძიმე საგნებსაც შევბედოთ შეჭიდება. მთავარია ეს ყველაფერი სპორტულ ჟინში არ გადაიზრდოს და ერთ მშვენიერ დღესაც ფალოსზე კამაზგამობმულები გინესის რეკორდების წიგნში არ აღმოვჩნდეთ.

კარი მეექვსე _ სექსი ბიოლოგიური ფაქტია...

სამწუხაროდ დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელთა უამრავი თაობა ისე იზრდებოდა, რომ აზრზეც არ იყო, რას ნიშნავს სექსი _ ისინი ამას ეშმაკებთან და ჯოჯოხეთთან აკავშირებდნენ, რაშიც დიდი წვლილი ქრისტიანულ სტერეოტიპებს მიუძღვის. მშობლები ბავშვებს უნერგავდნენ აზრს, თითქოს სექსი ცოდვაა და ამით არა მხოლოდ სულიერად თქგუნავდნენ, არამედ მათ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც დიდ ზიანს აყენებდნენ. როდესაც ბავშვი იღვიძებს და თავის გენიტალიებს ეხება, მშობლები დელიკატურად (თუკი ინტელიგენტები არიან), ან უხეშად (თუკი არაინტელიგენტები ბრძანდებიან), უბრძანებენ მათ, ხელები შორს დაიჭირონ ტრუსიკისაგან. თუმცა მათი შვილები ამას მაინც და მაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, იმიტომ, რომ ის, რაც მათ ბუნებაში დევს, უფრო ძლიერია და ხელსაყრელ პირობებში (მაგალითად აბაზანაში) მაინც განხორციელდება. `აბა რა ვქნათ, არ დავუშალოთ?~ _ იკითხავენ `ტრადიციონალისტი~ მშობლები და გკვირვებულ-აღშფოთებულ მზერას მოგვაბჯენენ. შევეცდები ასეთები საქმეში ოშო რაჯნეშის სიტყვებით გავარკვიო: `სექსი ბიოლოგიური ფაქტია. მასში არ არის არაფერი არასწორი, მასში არ არის არაფერი ცუდი. არ ღირს სექსთან ბრძოლა, თორემ ის გარყვნილებად გადაიქცევა, გარყვნილი სექსი კი არა მგონია წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს. ეს ნორმალურ დონეზე დაბლა დაცემაა; ეს სიგიჟისკენ გადადგმული ნაბიჯია....~.

კარი მეშვიდე _ საშიში მხოლოდ ენერგიის დაკარგვაა

სექსისადმი პურიტანული დამოკიდებულება, მიუხედავად მეოცე საუკუნის `გარღვევებისა~, საუკუნის მიწურულშიც კი დასავლელი ადამიანის ფსიქიკური წყობის ქვაკუთხედად რჩება. მაგალითად 1994 წელს დოქტორი ჯოსლინ ელდერსი, ა.შ.შ.-ს მთავარი ქირურგი, იძულებული გახდა, სამსახურიდან წასულიყო მხოლოდ იმის გამო, რომ განაცხადა, რომ `მასტურბაცია ადამიანის ერთ-ერთ ბუნებრივ მოთხოვლინებას წარმოადგენს~. მაგრამ ამ ისტორიაში ეს არ არის მთავარი. თავისთავად ქრისტიანთა ამრეზილი დამოკიდებულება მასტურბაციის მიმართ (რასაც ადრე ონანიზმი ერქვა), სინამდვილეში ბიბლიის არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ბიბლიური, ამ შემთხვევაში ძველი აღთქმის ონანი იმიტომ კი არ დაისაჯა, რომ მასტურბირებდა, არამედ იმიტომ, რომ თავისი დაღუპული ძმის ცოლის განაყოფიერება არ ისურვა. მისი `ცოდვა~ საერთოდ არავითარ კავშირში არ არის მასტურბაციასთან. ახლა კი უფრო საინტერესო საკითხებს მივხედოთ:
დაოსურ ტრადიციაში სექსუალურობა ვითარდებოდა, როგორც მედიცინის და საერთოდ მეცნიერების დარგი _ ყოველგვარი მორალის გარეშე. სწორედ ამიტომ სულიერებასა და სექსუალურობას შორის მათთვის არ არსებობდა გამყოფი ზღვარი. მთავარია ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს, იყოს ჯანმრთელი და მიაღწიოს თვითრეალიზაციას. დაოსი ოსტატები მასტურბაციას განიხილავდნენ და განიხილავენ, როგორც სოლო-განვითარებას ანუ სასქესო ორგანოების ფისკულტურას, რომელიც ადამიანს `დაცლის~ გარეშე სხვადასხვა დონის ორგაზმის მიღწევაში ეხმარება. სხვათა შორის, ამ გზით დაოსები ორგანიზმის გაახალგაზრდავებასაც ახერხებენ; და რაც გინდა გაგვიკვირდეს, ეს თავისთავად გულისხმობს თამაშს _ იმ ჩვეულებრივი თამაშებს მსგავსს, რომლებითაც ადამიანები და ცხოველები ირთობენ თავს. აქ მთავარია ადამიანი არ ჩავარდეს `თესლგასხმაში~, ანუ ყველაფერი ეაკულაციის გარეშე გააკეთოს.
დაოსიზმის თვალსაზრისით საკუთარ თავთან `თამაში~ სექსუალური ენერგიის გაძლიერების და განვითარების ყველაზე უფრო ეფექტური გზაა. დასავლური კულტურის წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ ზედმეტი მასტურბირება მათ დააუძლურებს, მაგრამ დაოსები თვლიან, რომ პრობლემა სინამდვილეში ეაკულაციაა და არა თვითონ `თამაში~, რადგან მამაკაცის ენერგიას სწორედ ეაკულაცია აშთობს.
დოქტორ ალფრედ კინსის და სხვა სექსოლოგების აზრით, თითქმის ყველა ბიჭი და ზრდასრულიც კი მასტურბირებს, არ არის აზრს მოკლებული დოქტორ უოლდერის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცთა უმრავლესობას ბავშვობაში ეშინოდა, მშობლებმა არ `დაგვასტუკონო~ და ამის შედეგად ზრდასრულობაში სწრაფად ათავებს. დოქტორი უორდელ ჰამროი, თავის წიგნში `ბიჭები და სექსი~, აღნიშნავს, რომ ვინაიდან ყველა მოზარდი მასტურბირებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს პროცედურა ნელა და დიდი ხნის განმავლობაში უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში ისინი მიეჩვევიან სექსუალური კაიფის რამდენიც უნდათ, იმდენი ხნით გახანგრძლივებას, სანამ ზრდასრულები, ანუ სექსუალურად ბოლომდე მომწიფებულები გახდებიან.
მამაკაცათა და ქალთა უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულები არიან ან გერლფრნდი (თუ ბოიფრენდი) ჰყავთ, მაინც მასტურბირებენ. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის მონოგრაფიაში, რომელიც 1972 წელს გამოვიდა სახელწოდებით `ადამიანის სექსუალურობა~, აღნიშნულია: `მასტურბაციას, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები ჰყავთ, ყველანი მისდევენ _ ქალები, გოგონები, კაცები და ბიჭები.” თვითდაკმაყოფილება და პარტნიორის ყოლა ერთმანეთს არ გამორიცხავს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის 90-იანი წლების გამოკვლევებმა ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას მისდევენ, უფრო ხშირად ეწევიან მასტურბაციას, ვიდრე მარტოხელები. დასავლური ტრადიციისგან განსხვავებით, დაოსიზმში მასტურბაცია სრულიად ნორმალურ მოვლენად აღიქმება და მას `დამოუკიდებელი განვითარება~ ეწოდება. ითვლება, რომ ამ დროს შინაგანი ქალი შინაგან კაცს ხვდება.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ყველანი _ გოგოები და ბიჭები პიონერებივით უნდა დავირაზმოთ და ყველამ, როგორც ერთმა, დამკვრელურ მასტურბაციას უნდა მივყოთ ხელი. რა თქმა უნდა არა! აქ საუბარი მხოლოდ სექსისადმი მშვიდ დამოკიდებულებაზეა _ ისეთზე, როგორიც ძილის, ან ჭამის მიმართ გვაქვს, რადგან, როგორც უკვე ითქვა, სექსი ბიოლოგიური ფაქტია. ბიოლოგიური ფაქტია მისი ყველა გამოვლინებაც და თუ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდა, არ ღირს ჩარევა _ პანიკის აწევა და გზებზე შლაგბაუმების დაყენება _ სექსი ხომ მხოლოდ ენერგიის გადინების ერთ-ერთი არხია, ხოლო თუ ენერგია მიედინება, მისი შეჩერება შეუძლებელია. მას შეიძლება მიმართულება შეუცვალო, მაგრამ `გადაკეტვის~ მცდელობა ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. ასეთია ტანტრისტების, დაოსების და ბევრი თანამედროვე მეცნიერის აზრი.

კარი მერვე _ `მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა...~

დაოსიზმი უძველესი ჩინური მისტიკურ-რელიგიური მოძღვრებაა. დაოსიზმსა და ტანტრიზმს შორის (განსაკუთრებით მის ბუდისტურ ვარიანტში) ბევრი მსგავსება შეინიშნება. მაგალითად სოციალური საკითხებისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება და საზოგადოებაში გამეფებული მორალის უარყოფა. მათი მთავარი მიზანი სექსისა და მედიტაციის საშუალებით ფიზიკური და სულიერი სრულყოფის მიღწევაა.
დაოსები ძალზე პრაქტიკულები არიან. მათი მოძღვრების ფუძემდებელმა, ჩინელმა ბრძენმა ლაო-ძიმ (480-390 წწ. ქრისტემდე) და ამ ტრადიციის სხვა `მამებმა~, დედამიწაზე პირველი სექსუალური რევოლუცია მოაწყვეს. მათ კალამს ეკუთვნის სექსისადმი მიძღვნილი ფუნდამენტალური სახელმძღვანელოები _ `ყვითელი იმპერატორის კანონი~ და `სამი უკვდავი ქალის კანონი~, სადაც დაოსური იოგას ყველა ასპექტია ახსნილი. მამაკაცსა და ქალს შორის სექსუალური აქტი აქ შედარებულია ზეცისა და მიწის `ქორწინებას~, რის შედეგადაც წარმოიშვა სამყაროში ყველა საგანი, სულიერი თუ უსულო. ისინი ადამიანურ დონეზე იმეორებენ სამყაროს შექმნის აქტს, ანუ სექსის დროს ერთმანეთს ენერგიას უნაწილებენ _ ინ (ქალური) და იან (მამაკაცური) ენერგიები ერთიანდება და მიიღწევა გასხივოსნება, მსგავსად იმისა, როგორც ეს ნათურის ჩართვის დროს ხდება (+ და _ ენერგიების შეხვედრით), რაც `დაოს~, ანუ აბსოლუტის მიღწევის გზაა. ყოველივე ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პარტნიორები არ დაუშვებენ სექსუალური ენერგიის სტანდარტული გზით დაკარგვას და მას `ენერგეტიკული ზონების~ გავლით სულ უფრო და უფრო ზემოთ მიმართავენ.
თვით ტერმინი `სექსუალური ენერგია~ ძალზე `არადაოსური~ და `არატანტრისტულია~ _ მათი აზრით არ არსებობს არავითარი `სექსუალური ენერგია~ _ ენერგია ერთია. სექსი მხოლოდ ერთ-ერთი არხია, რომლის მეშვეობითაც იგი მოედინება. ასეთივე არხებია, ვთქვათ ფიზიკური შრომა, გული და გონება... მიზანი არხის გადაკეტვა კი არ არის, არამედ დინების ერთი არხიდან მეორეში გადატანა. ანუ ტანტრისტები და დაოსები მიზნად მხოლოდ სექსით ტკბობას კი არ ისახავენ, როგორც ეს ბევრს შეიძლება ეგონოს, არამედ სექსის გამოყენებით სექსისგანვე განთავისუფლებას. საბოლოო მიზანია სამყაროს ენერგიის წყაროსთან შეერთება, ანუ `შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა~.
ასეთი რამ, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგონარი და შეუძლებელია იმისთვის, ვისთვისაც სექსი რაღაც ბინძურს, უწმინდურს, `ეშმაკისეულს~ ნიშნავს; ვისთვისაც სექსუალურობის ყოველგვარი გამოვლინება `მრუშობაა~; ვისთვისაც სექსი ცოდვა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაშაულია.
აღმოსავლელი ბძენებისთვის კი სწორედ ეს არის გაუგებარი _ როგორ შეიძლება ის, რაც სიამოვნებისა და თვით სიცოცხლის წყარო, სასიცოცხლო ენერგიის დინების უდიდესი და ძირითადი არხია, თავისთავად ცოდვიანი და ბინძური იყოს? სექსის ასეთ გაგებაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ რაკი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, დაოსური მიდგომის არსს ასე შევაჯამებ _ ის რაც ღმერთის (იგივე ბუნების) ყველაზე დიდი საჩუქარია, კი არ უნდა გადააგდო, უნდა გამოიყენო.

Sunday, December 21, 2008

ბაჩო კვირტია – მე ბიძინა ვარ

ბაჩო კვირტია ჩემი საყვარელი და ჩემი აზრით გენიალური მწერალია, ეს კი მისი მოთხრობაა, რომელიც თავის დროზე ჩემი შეკვეთით დაწრა (რითაც ძალიან ვამაყობ) ჟრნალ ფლეიბოისთვის.

მე ბიძინა ვარ

(მოთხრობა)

მე ბიძინა ვარ... ცოტა ხნის წინ 36-ის გავხდი. სანზონაში ვცხოვრობ. მეტრი და სამოცდარაღაცა ვარ, 70 და რაღაცა... ზუსტად არ მახსოვს. ჯარში წასვლის წინ გამზომეს და ეგრე ვიცი. 63 კილოს ვიწონი.
ორი გოგო მყავს _ ია და ლია... ია რვა წლისაა, ლია ათის. თამრიკო რო გავიცანი, ჩემი ცოლი, 24-ის ვიყავი. მაშინ არსად არ ვმუშაობდი და ერთხელ კლასელის დაბადების დღეზე ავედი. თამრიკოც იქ ვნახე. კლასელის კარის მეზობელი იყო. ხაჭაპურები და რაღაცეები შემოჰქონდა სუფრაზე. მე ახალი ნაყიდი საროჩკა მეცვა და მაგრა მიხდებოდა. ეტყობა, იმასაც მოვეწონე, იმიტო, რო მაგრა მომეწონა და სულ ვუყურებდი.
ახლა ვდგავარ. ორი მანქანის მერე მიწევს გასვლა. ფული გადათვლილი მაქვს, ტრაფარეტი შემოვატრიალე. მეოთხე კრუგზე ვარ. პირველი, როგორც ყოველთვის, ხეირზე იყო, მეორე ქესეტათ, მესამე ნიჩევო, ეს ბოლო კიდევ ისევ ქესეტათ. ახლა ისევ ნიჩევო იქნება და მერე გვიან ღამემდე სუ გატენილი ვივლი. ზეპირად ვიცი, რა, იმიტო რო ყოველდღე ასეა, პაჩტი.
თამრიკოზე ეგრევე ვკითხე ჩემს კლასელს. დაგევასაო? იცინოდა. მერე მაგნიტაფონი ჩავრთეთ და ვეცეკვე. მკერდით მეხებოდა და ხმას არ იღებდა. მე მთვრალი ვიყავი. ერთ ადგილზე რო დგახარ და ტრიალებ, ეგრე ვცეკვავდით: ხის ტოტზე ჩამოკიდულ საქანელაზე ჩამომჯდარი ღამის პერანგიანი ქალის სურათი კედელზე; პიანინოს გვერდით შეკვეტებული პანასონიკის პრისტავკის ყუთი, ჩემი კლასელის მაგარი მთვრალი ბიძაშვილი და მასთან მოცეკვავე მაგარი სტრაშნი ცოლი; ვიღაცა ტიპი, რომელიც ძაან საცოდავად ჭამდა ვინეგრეტს; სერვანტის თავზე დადგმული, ანთებული და ჩაწეული სარკიანი ლამფა და სანამ ისევ ქალის სურათი დაიწყებოდა, ჩემი კლასელის სამი ნათესავი გოგო, რომლებსაც ჯინსის იუბკის ქვეშ ელასტიკები ეცვათ. ერთს მწვანე, მეორეს ვარდისფერი და მესამეს შავი. ვაფშე არავის არ ეცეკვებოდნენ, ჩვენ გვიყურებდნენ და ერთმანეთთან მიტყუპებულები ისხდნენ. მერე ისევ: ხის ტოტზე ჩამოკიდულ საქანელაზე ჩამომჯდარი ღამის პერანგიანი ქალის სურათი კედელზე. იმ სურათზე კიდევ მდინარე მოჩანდა, უფრო შორს _ მთები და ტყე; პიანინოს გვერდით შეკვეტებული პანასონიკის პრისტავკის ყუთი. პიანინოს თავზე კაპრონის ძაფით მოქსოვილი რაღაცა ეფინა, ზედ ხრუსტალის ვაზა იდგა და შიგნით პლასტმასის ვარდები ეწყო; ჩემი კლასელის მაგარი მთვრალი ბიძაშვილი, რომელიც ცალი ყბის აწევით პირს აწკლაპუნებდა და მასთან მოცეკვავე მაგარი სტრაშნი ცოლი, რომელიც რაღაცას ძაან გაბრაზებული და ძაან ჩქარა ლაპარაკობდა; ვიღაცა ტიპი, რომელიც ძაან საცოდავად ჭამდა ვინეგრეტს; სერვანტის თავზე დადგმული, ანთებული და ჩაწეული სარკიანი ლამფა და ისევ ჩემი კლასელის სამი ნათესავი გოგო, რომლებსაც ჯინსის იუბკის ქვეშ ელასტიკები ეცვათ, ერთს მწვანე, მეორეს ვარდისფერი და მესამეს შავი. ვაფშე არავის არ ეცეკვებოდნენ, ჩვენ გვიყურებდნენ და ერთმანეთთან მიტყუპებულები ისხდნენ. პანასონიკის პრისტავკის ყუთი ისევ რო დავინახე, ჩემი კლასელის კარის მეზობელს ვკითხე, რა გქვია მეთქი. თამრიკოო, მიპასუხა. გენაცვალე, თამრიკო მეთქი. მერე მახსოვს, ოჯახში ასვლა შამპანურებით და ბამბანერკებით. მე და თამრიკო წითლები ვიყავით. ზალაში სერვიზებიანი სერვანტი იდგა და სასიმამრო იჯდა. სასიდედროს მსუქანი კაბა ეცვა და თითქოს ვაფშე არაფერი არ უხაროდა. ძაან დიდი თავი ჰქონდა და თმა ისე ბუღალტრულად დაეყენებინა, რო ზედ რო დამჯდარიყავი, ასიანი მოსკოვს დაინახავდი. მე მაგრა ვნერვიულობდი. თამრიკოს მამა მაგარ უმნი რაღაცეებს მებაზრებოდა. თამრიკოს ვაფშე ვერ ვუყურებდი და ისიც ვერ მიყურებდა. მერე, რო წამოვედი, გავიგე, რო თამრიკოს დედას არ მოვწონებივარ, წინააღმდეგი იყო. მაგრამ თამრიკოს დედა ვის ახსოვდა? ავდექით და გავიპარეთ. ძმაკაცის სოფელში, მის სახლში ვიცხოვრეთ ცოტა ხანი. მაგარი ბედნიერები ვიყავით, იმიტო, რო ძაან გვიყვარდა ერთმანეთი. თამრიკოს დედას ბევრი უწივლია, უკივლია, თამრიკოს მამაც ბუინობდა, ჩემი დაბრედვა უნდოდა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს შეურიგდნენ ბედს და ჩვენც შეგვირიგდნენ. ასე შევქმენი ოჯახი და ჩემი თამრიკო ჩემთან, სანზონაში მივიყვანე.
ჯაბა მოვიდა, სიგარეტი არა გაქო, მკითხა. ხო მშვიდობააო? რაარი მეთქი? ნიტო სიფათი გაქ და იმიტო გკითხეო? არაფერი მეთქი. ჩემს წინ დგას. ცოტა ხანში გავა და მერე ჩემი ჯერი მოვა. აესე ვზივარ, რულს ვეყრდნობი. სალონი უნდა დავათვალიერო, ვინმეს რამე ხომ არ დაუვარდა. ხურდებს ვპოულობ ხოლმე მოშნად. ლარიანებიც მიპოვია, ორლარიანებიც. ერთხელ ოქროს ცალი საყურე ვიპოვე. მაგრა გამომადგა. თამრიკო მაღაზიაში სმენას რო აბარებდა, მაყუთის მაგარი ნიხვატკა აღმოაჩნდა და მაშინ გვიჯიგრა იმ საყურემ _ კარგი ფოსტა ავიღეთ ბირჟაზე და ვალი გავისტუმრეთ. იმის მერე სუ ვეძებ, მაგრამ არაფერი არ არის. ერთხელ წერილი ვიპოვნე. სიდენიის კუთხეში იყო ჩატენილი. დაკეცილი ქაღალდი გავხსენი და ვკითხულობ: `როცა თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, მე ცოცხალი აღარ ვიქნები. ჩემი დაბადება ბუნების შეცდომა იყო. ბედმა ძალიან დამჩაგრა~ და ეგეთი რაღაცეები. როგორც ვივარაუდე, კაცს უნდა დაეწერა, ასე 50-55 წლის კაცს. ყველაზე მეტად ბოლოს მიწერილი სიტყვები დამამახსოვრდა: `მე მივდივარ და არ ვიცი, მიყვარხართ თუ არა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გავიგე, გიყვარდით თუ არა~. წერილს ცოტა ხანი ჩემი სიდენიის ქვეშ ვინახავდი. მერე გადავაგდე, მაგრამ ბოლო სიტყვები დღესაც მახსოვს. ჯაბა წავიდა. ცოტა ხანში ჩემი გასვლა იქნება.
თამრიკოს ლიას გაჩენა ძაან გაუჭირდა, კინაღამ გადაყვა. არასოდეს არ დამავიწყდება სისხლზე სირბილი, წამლებზე სირბილი, ექიმების დამპალი სიფათები და მანანას დის წაკლა ბაზარი. მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩით. ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია. გვერდზე გავდიოდი და ჩუმად ვბღაოდი. თამრიკოსთან პირველად რო შემიშვეს, რო დავინახე, კიდევ მაშინ ამიტყდა ქვითინი, მაგრამ დავატორმუზე. თამრიკოს თვალები დახუჭული ჰქონდა და ტუჩი ისე ქონდა აწეული, თითქოს იღიმებაო. მარცხენა მკლავზე რაღაც მილი ქონდა გაკეთებული და ზემოთ, ბოთლზე იყო შეერთებული, იქიდან კიდე რაღაცა წვეთავდა. მერე თამრიკომ თვალები გაახილა და მითხრა, რო მაიკა უკუღმა გაცვიაო.
გავედი. ჯერ ნელა მივდივარ. ხალხს ვკრიფავ. ერთი-ორი გაჩერების მერე ავუჩქარებ. მანქანა და ხაზი ჩემი ბიძაშვილის მეზობლისაა. ბიძაშვილმა, არ გინდაო? სამი წლის წინ იყო. რა არ მინდა მეთქი, რას ამბობ მეთქი და დავჯექი რულთან. ქირას მოშნად მახევს ტიპი, მაგრამ რა ვქნა, სხვა პრასვეტი არ არი. აესე ვარ, რა. დავჯექი რულთან. სალონი ჩემს მუღამში მოვაწყვე, სიდენიები ვიშოვე და ორივე რიადში ჩავამატე, ერთი მარჯვნივ და წყვილი მარცხნივ, ჩემს უკან. ეგრე აქვს ყველას, თუ გინდა, რო მოგება მეტი გქონდეს. აუუ, რა სასტავი ვითრიე! მოიცა, რამდენნი არიან? რვანი. ასწორებს. მაგრამ თუ შორს მიდიან, ტეხავს. რაც უფრო ბევრი მგზავრი მალე ამოვა და მალე ჩავა, მით მეტია მაყუთი. დღეს გროზნი სიცხეა. ვიბრიდები. ფანჯარა ჩამოწეული მაქვს, მაგრამ ცხელი ჰაერი და მტვერი შემოდის. გუშინ ხე დავამაგრე სტეკლოზე. საკაიფოდ ზის და ხელი მაქვს ჩამოდებული, თორე მაგრა მტკენდა მკლავს. გუბკაა გამოსაცვლელი. სუ მავიწყდება. ხურდები გუბკაში მიდევს, გამზადებული, 50-იანები. მგზავრი რო ჩადის, გაძლევს ფულს და აღარ ეძებ, ეგრევე იღებ და აძლევ. პაბალშომუ დიდ დროს იგებ, ნერვებიც ისე აღარ გეღლება. სარკის ზევით ხატები მაქვს მიმაგრებული. დაილოცოს მათი მადლი. სარკეზე პატარა ჯაჭვით სათამაშო მიკიდია, ფუმფულა ციყვი. პატარა გოგომ, იამ მომცა. ტრაფარეტის თავზე, ლაბავოიზე, ლიპუჩკა მაქვს მიკრული, ნახვრეტში კიდევ პატარა პალოა გაყრილი, ტრაფარეტი რო დაიკავოს. ტრაფარეტის ძირში წყლით სავსე ფანტას ბოთლი მაქ ჩაგდებული. კინაღამ დამარტყა ამ დედაარღნიანმა...
მერე იაც გაჩნდა. იაზე ადვილად იმშობიარა თამრიკომ, ისე აღარ გაჭირვებია. მე ბლოკის ცეხში ვმუშაობდი გრუზჩიკათ. თითო ბლოკის დადებაზე 2 თეთრს ვიღებდი. სიმამრი უკვე მკვდარი იყო, სიდედრი საბერძნეთში მუშაობდა, ათასში ერთხელ მაყუთს გვიგზავნიდა და სურათებს. ბოტები ეცვა, ფორთოხლების პლანტაციებში, ფორთოხლებით სავსე ვედროებთან იდგა და ბუღალტრის თმა ლურჯად ჰქონდა შეღებილი. ეტყობა, იქ ეგრე იყო მოდაში. მერე თამრიკომ მაღაზიაში იშოვა ადგილი და იმანაც დაიწყო მუშაობა. ეგ მერე იყო, ბავშვები რო ცოტა წამოიზარდნენ. თავიდან მაგრა გაუჭირდა, სუ ტიროდა სახლში რო მოდიოდა, მაგრა გახდა და ბავშვებს სუ უკიოდა და ურტყავდა. მე დივანზე ვიწექი და ცემენტის სუნი ამდიოდა. ლამფას ვანთებდი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ეზოში მეზობელი ხოსროს ძველი თეთრი ზაპოროჟეცის დაჭეჭყილი კუზაო მოჩანდა. ქარი კიდევ ქროდა და ციოდა.
რო გადახვალ, გააჩერე. ვაჩერებ. ჩადის. ფულს მაძლევს. 20-იანია. ვითვლი ლარიანებს, ხუთიანებს, ორიანებს. მერე გუბკიდან 50-იანს ვიღებ და ვუბრუნებ. უკმაყოფილოდ ითვლის. ეჭვიც ეპარება, ხო არ მოვატყუე. და კარს მიჯახუნებს. შენი დედაც... კრუგის ბოლომდე ბენზინი არ მეყოფა და ტარასას ბენზოკალონკასთან ზაპრავკაზე ვჩერდები. ტარასა გამოდის. ფენოვან ხაჭაპურს ცეცხლავს და ზუნტლიან პირზე შებრაწული ნარჩენები აყრია. 20-ის გაუშვი, _ ვეუბნები და მანქანისკენ ვიყურები, მგზავრები ხო არ ბუინობენ. ტარასა ასხავს და თან ხაჭაპურს იცოხნება. მობილური ხო არ გინდა 15 ლარათ? არ მინდა. ეხლა მოიტანეს. ახლობელი ხალხია. 15 ლარი რაღა ჩემი ფეხებია, თან მალა კაი რამეა. გინდა გაჩვენო? ანტენა არა აქვს და არაფერი. თუ არაფერი არა აქვს, უკან გაიკეთე. ათათ წაიღე, ძმაო, შენც ახლობელი არა ხარ? ეგ არი? ხო, ოცისაა. აჰა, _ წეღან მოცემულ ოციანს ვაძლევ და მანქანაში ვჯდები.
დივანზე რო ვიწექი და ცემენტის სუნი რო ამდიოდა და ლამფას რო ვანთებდი და ფანჯრიდან რო ვიყურებოდი და ეზოში რო მეზობელი ხოსროს ძველი თეთრი ზაპოროჟეცის დაჭეჭყილი კუზაო რო მოჩანდა და ქარი რო ქროდა და ციოდა, ჩემი ცოლი თამრიკოც მიყვარდა. ერთხელ სახლში ვიდექი. აეგრე ვიდექი შემოსასვლელში და თამრიკოს ჩუსტებს ვუყურებდი. სარკის ქვეშ ეყარა. თამრიკო მაღაზიიდან ჯერ არ იყო მოსული. ბავშვები ეზოში იყვნენ. ვანაში შევედი. ხელები დავიბანე. სარეცხ მანქანაზე პარაშოკის ყუთი იდო, თავახეული. ავიღე. ცარიელი იყო. გაუქმებული ატაპლენიის ტრუბაზე ბავშვების გარეცხილი რეიტუზები ეფინა. უცებ გამოვვარდი და ისევ შემოსასვლელში, თამრიკოს ჩუსტებთან დავდექი. მერე ქვითინი დავიწყე. ვტიროდი. ვბღაოდი. როგორც მაშინ. სამშობიაროს ეზოში. უკანა მხარეს. არავის რო არ დავენახე. მერე ჩავიცვი და გარეთ გამოვიქეცი. კიდე კაი, კიბეზე არავინ შემხვდა. თამრიკოსთან გავრბოდი. მაღაზიაში. პადიეზდიდან გამოვვარდი თუ არა, თამრიკო დავინახე. შორს იყო. მოდიოდა. დავგაზე და გვერდითა პადიეზდში შევვარდი. გული აქა მქონდა. ძლივს ვსუნთქავდი. თამრიკო მოდიოდა. პარკით რაღაცეები მოქონდა. კუთხეში ჩავიცუცქე და ვუყურებდი. აღარ მეტირებოდა, მაგრამ გული მქონდა გლახათ. თვალებს ქარი მიშრობდა, თამრიკოს კიდე ფეხს აჩქარებინებდა. მა... მა... მა... გველნაკბენივით უკან მოვიხედე. ია და ლია კიბის თავში იყვნენ ჩაცუცქულები და დაჭყეტილი თვალებითYმიყურებდნენ. მა... ვის ემალები?..
ორი აიღე ერთი მერე ჩავა სიცოცხლე გამიმწარა მაგ მიწადასაყრელმა როდემდე უნდა მაყვედროს ლუკმაპური თუ დებილი ვგონივარ მაგას ირანულიც არაა ცუდი გააჩნია რისთვის გინდა სტადიონთან გაივლის აბა რომელი გაივლის აეხლა მარშუტკაში ვზივარ და ხუთ წუთში მანდავარ რა გაუჩერე შენი დაქალი როა იმან სად ჩააბარა პორტუგალიაში კარგი ვარიანტია სტროიკაზე ჩამოხვალ ცხოვრებას აიწყობ ამ ბეემვეზე იმენა მიდგება დედაჩემი ძალიან ცუდათაა მომეცით პარკი დაგიჭერთ ვის მიყვება სადაურია რო გადახვალ გააჩერე აძინ იქსი დადე უეჭველია მე ჯერ ჩემი შვილი მიყვარს და მერე სხვა ჩემი დედა მოვტყან მაგას თუ დედა არ მოუტყნა ამის მეტი არა მაქვს მაპატიეთ ბაზრობაზე ძლივს ავარჩიე ჩემი გადახდილია რატო ეწყინა არ იცოდი რო გარდაიცვალა მაგას თავზე ნუ დაისვამ თორე მერე ნახე რას უჩერებ აღარ არი ადგილი აიამ მაღაზიაში ვეღარ შევედი...
ამ ბოლოს ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობ ხოლმე ძაან ხშირად. ვითომ რულთან ვზივარ. მივდივარ. ღამეა. უკან თამრიკო და ბავშვები სხედან. მივდივართ. ხმას არ ვიღებთ. ტრასა ცარიელია. ჩქარა მივდივარ. უცებ გზის პირზე ვიღაცეებს ვხედავ. ხელს მიქნევენ გამწარებული. მივუახლოვდები და... თამრიკო და ბავშვები დგანან. სანამ გავცდები, მანამდე ვარჩევ სახეებს. გულგახეთქილი ვაჩერებ და სალონში ვიხედები. უკან არავინ არ ზის. თამრიკო, თამრიკო, ვყვირივარ. ზადნიში ვაგდებ და უკან ვბრუნდები. გზაზე არავინ არ მხვდება. თამრიკო, თამრიკო, ვეძახი. ბავშვებს ვეძახი. მერე უცებ ვხედავ, რო თამრიკო და ბავშვები მანქანაში სხედან, ხელები და სახე ფანჯარაზე აქვთ მიდებული და მიყურებენ. ხმას არ იღებენ და მიყურებენ. მანქანაში ვჯდები და მივდივართ. მერე ყველაფერი თავიდან იწყება.
რა მალე დაღამდა. ხვალე გუბკას გამოვცვლი. ჯაბამ მე მოგცემო. ოჩერედში რო დავდგები, ნარეზებს გაუკეთებ და კაი ხანი მეყოფა. ტარასამ რო მობილურზე მითხრა, რატო არ ვნახე. იქნება რა იყო. ხვალე აღარ ექნება. დღესვე გაასუხარებდა. სალონში შუქი გამიფუჭდა და ესეც საჩალიჩო მაქვს. ბოლო კრუგზე ვარ. ორი კაცი დამრჩა. ერთი უკან მიზის, მეორე უფრო უკან. ესენიც ჩავლენ და სახლში წავალ. ტრაფარეტიც ავიღე. ხვალე. ხვალე. ხვალ რა დღეა. შაბათი. კვირას ადრე ვამთავრებ და ბაზრობაზე გავალ. თამრიკოს ჩუსტებს ვუყიდი. თამრიკო. თამრიკო. აქ გამიჩერე, ძმა... ვაჩერებ. თვალს ვარიდებ. რას იფიქრებს. რაც უნდა ის იფიქროს. სიბნელეა და ჩემს თვალებს როგორ დაინახავს. ტორპედოს ქვეშ დაგდებულ მანქანის პაკრიშკას იღებს და ჩადის. სვეტაფორთან ვჩერდები. წითელი ფერი თვალებში მედღაბნება. ჯიბიდან ცხვირსახოცს ვიღებ და უცებ ვიღაცა უკნიდან თვალებზე ხელებს ამაფარებს. ე... ხელებში ჩავავლებ და ვტრიალდები.
_ მე ვარ, ბიძინა...
ჩემს წინ ჩემი ცოლი, თამრიკო დგას. მიღიმის. მერე ხელებზე იხედება.
_ რა მოგივიდა, ტიროდი?..
_ არა, რა ვტიროდი, ტო... ღამეა და ასე ვიცი... გამიტრაკა თვალებმა. როდის ამოხვედი?
_ ვერც ამოსვლისას დამინახე, ვერც მერე. მაგარი ხარ, რა...
_ ხო. რავი. საიდან მოდიხარ?
_ მორჩი უკვე?
_ ხო, მოვრჩი.
_ წავიდეთ მაშინ და სახლში მოგიყვები.
მე ბიძინა ვარ და მე და ჩემი ცოლი თამრიკო სახლში მივდივართ და არ ვიცი, მიყვარხართ თუ არა, იმიტო, რო მთელი ცხოვრება ვერ გავიგე, გიყვარდით თუ არა.

Friday, December 19, 2008

დევადასი, გამოქვეყნებულია ჟურნალ ფლეიბოიში

დევადასი _ სექსი უფლის სამსახურში

`მეძავთან დაწოლა კეთილშობილური საქციელია და ყველა ცოდვისაგან გვიხსნის”
(ძვველი ინდური სატაძრო ჰიმნიდან)

ღვთაებრივი, რელიგიური, რიტუალური ანუ სატაძრო სექსი ჩვენი პატარა პლანეტის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, ანტარქტიდის გარდა. ევროპელები ყველაზე უფრო კარგად ანტიკური ხანის ხმელთაშუაზღვისპირულ, შუმერულ, ფინიკიურ და ბიბილინურ სატაძრო სექსს იცნობენ, მაგრამ ინდოეთში, ოკეანიის კუნძულებსა და ზოგიერთი ტომის ამერიკელ ინდიელებში ეს ინსტიტუტი ბოლო დრომდე შემორჩა. მაგალითად ინდოეთში, მიუხედავად ინდირა განდის მთავრობის უდიდესი ზეწოლისა, სატაძრო სექსი (რაც სიტყვიდანაც ჩანს), წმინდა რელიგიურ ხასიათს ატარებდა და ახლაც ატარებს.
სატაძრო სექსის პროპაგანდას უმთავრესი ადგილი უჭირავს უძველეს ინდურ წმინდა წიგნებში, პურანებში (სანსკრიტულად `მითები ძველ დროებებზე”). ეს ენციკლოპედიური ნაშრომი ჰინდური თქმულებებისა და მითების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ძველი ინდოეთის უდიდეს ეპოსში, `მაჰაბჰარტაში” დიდი პატივისცემით მოიხსენიებიან დევა-ვეშიები (`ღვრთაებრივი მეძავები”). ნაშრომში `ვიშნუ სიმჰიტამია” აღნიშნულია, რომ მეძავთან შეხვედრა ბედნიერების მომტანია. კიდევ ერთი წმინდა წიგნი, `მატსია ჰურანა” ამტკიცებს: `თუ ვეშიას შეხვდები, მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში ბედნიერი და მომგებიანი იქნება”.
მიუხედავად ვითომ გაევროპელებული ინდოეთის მთავრობის მიერ წამოწყებული `ანტიპროსტიტუციული” კომპანიისა, ადგილობრივ ხალხებში წმინდა დევადასები (სანსკრიტზე `ღვთის მსახურები”) ახლაც კი დიდი პატივისცემით სარგებლობენ. მაგალითად ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში იმ თიხაში, საიდანაც დიდი ქალღმერთის, დურგას (სანსკრიტულად `რთულად მისაღწევი~) გამოქანდაკებას აპირებენ, აუცილებლად ურევენ `ბოზის” სახლის ზღურბლიდან აღებულ მიწას.
თუმცა ინდირა განდის მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია _ მანამდე ეს ყველაფერი უფრო მასობრივ ხასიათს ატარებდა. სანდალების ტომის ყველა გოგონა სატაძრო სექსის სკოლას გადიოდა, ხოლო ტამილელი მკერავების ყველა ოჯახში ერთ-ერთი გოგონა პატარაობიდანვე ემზადებოდა წმინდა მეძავეობისათვის. განთქმული ინდოელი `ბაიადერკები” (არაბული ტერმინია) ანუ დევა-დასები ამ ქვეყნის ყველა დიდ და მომცრო ტაძარში მოღვაწეობდნენ. მათ ღმერთის ცოლებად თვლიდნენ და ახლაც თვლიან, თუმცა უფრო `ნაკლები მასშტაბით”. ბაიადერკები უზადო სილამაზის მოცეკვავეებსა და კურტიზან ქალებს ეწოდებოდათ. ისინი თავს უმთავრესად სიყვარულის ღმერთის, კამას ტაძრებში იყრიდნენ (გაგახსენდათ `კამა-სუტრა”? _ სიტყვა კამა სიყვარულს, ვნებას ნიშნავს). დევადასები გოპების _ უფალ კრიშნას საყვარელი მწყემსი ქალების, და აგრეთვე ქალღმერთ ლაკშმის ინკარნაციებად ითვლებიან დედამიწაზე. ლაკშმი სანსკრიტზე ბედნიერებას ნიშნავს. ეს ქალღმერთი ინდუიზმში გამარჯვებისა და ბედნიერების სიმბოლოა. ის მჭიდროდაა დაკავშირებული ეროტიკასთან, რადგანაც სიყვარულის ღმერთ კამას დედაა. მისი ღვთაებრივი ატრიბუტია პადმა ანუ მცენარე ლიტოსი – აღმოსავლეთში საშოს სიმბოლო. ბერძნული აფროდიტასა და რომაული ვენერას მსგავსად, ლაკშმიც სამყაროს შექმნისას `ზღვის ქაფიდან” წარმოიშვა.
ამ ლირიული გადახვევის შემდეგ ისევ დევადასების თემას დაუბრუნდეთ. ტაძრების ქურუმები ხშირად გოგონებს ღარიბი მშობლებისგან ყიდულობდნენ, მაგრამ უმეტესად ღვთისმოსავ მამებსა და დედებს ქალიშვილები ტაძრებში ადრეული ასაკიდანვე თვითონვე მიჰყავდათ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ ამით მათი შვილები პირდაპირ `სამოთხის ბილეთს” იღებდნენ. დევადასების დიდი ნაწილი საუკეთესო და უმდიდრესი ოჯახებიდან იყო გამოსული _ `ოჯახიშვილობას~ ვერაფრით დაუწუნებდით.
სპეციალურ სატაძრო სკოლებში ასკეტურად მცხოვრები გოგონები თავიანთი სპეციფიური მოვალეობების შესრულებას სწავლობდნენ. მათ აქ ასწავლიდნენ საკულტო რიტუალების შესრულებას, ცეკვას, სიმღერას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, დახვეწილ მანერებს და აგრეთვე სიყვარულის ხელოვნებას. ასეთი განათლება მათ მაღალ რეპუტაციას უზრუნველყოფდა.
პირველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ ტარდებოდა დევადასად `კურთხევის~ რიტუალი, რომელის დროსაც მომავალი `უფლის მეუღლე~ დეიდშობილა უნდა ყოფილიყო.
სიდიდითა და სილამაზით განთქმულ სომნატის ტაძარში, VIII-XVII საუკუნეებში მუდმივად 500-ზე მეტი დევადისი ირიცხებოდა. მათ ტაძარში წესრიგის დაცვაც ევალებოდათ, მაგრამ დევადასის მთავარი მოწოდება სხვადასხვა ცერემონიების დროს რელიგიური შინაარსის ცეკვებისა და სიმღერების შესრულება იყო. მათ მოვალეობაში შედიოდა აგრეთვე სექსუალური კონტაქტი ქურუმებთან და იქ ჩასულ მორწმუნეებთან, უმთავრესად ტანტრისტ იოგებთან. მაგრამ დევადასებზე და სექსზე საუბრისას არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, ამ `სექსით მადიდებელთა~, ან უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, `სექსმადიდებელთა~ ცნობიერება ჩვენი ცნობიერებისგან ძალიან განსხვავდება და ამიტომ ჩვენი `მერკებით~ მათი განსჯა-განკითხვა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სიბრიყვე იქნებოდა. აქ პირველ რიგში ისაა გასათვალისწინებელი, რომ დევადასისთვის სექსში აბსოლუტურად, წარმოიდგინეთ აბსოლუტურად არაფერია ცუდი, ბილწი, უარყოფითი; სექსი მათი რელიგიის განუყოფელი ნაწილია _ ქალური და მამაკაცური ენერგიების გაცვლის და გაერთიანების, გარესამყაროსთან ჰარმონიის დამყარების ყველაზე საიმედო საშუალება. მათთვის, ისევე როგორც მრავალი სხვა აზიელისთვის, სექსი ლოცვაა და არა გარყვნილება. და კიდევ: `კლიენტის~ მომსახურებით დევადასი თვით უფალს ემსახურება, რადგან მისი რწმენით ღმერთი ყველაშია და ყველა ღმერთია... ღმერთს ემსახურება ისიც, ვინც დევადასისთან ურთიერთობს.
დევადასისთან სექსი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, მაგალითად მეოცე საუკუნის დასაწყისში, ვიღაც ნიზამიმ ქალაქ ჰაიდარაბადიდან, ერთ დევადასის სამი დღის მანძილზე 1000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. მიუხედავად ამისა, თვითონ დევადასი თავის მოვალეობას უანგაროდ ასრულებდა _ მასთან ურთიერთობაში გადახდილი ფული ტაძარს ხმარდებოდა.
დევადასის სექსუალური შესაძლებლობების შესახებ საინტერესო მასალას გვაწვდის XIXს. ბოლოსა და მე-XX საუკუნის დასაწყისის ცნობილი ინგლისელი მოგზაური ალენ როსი. იგი ასეთ ისტორიას გვიყვება: `მოცეკვავე ფეხშიშველი შემოვიდა, იგი დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, ლამაზი, გამოცდილი და ამავე დროს ბავშვური სახით. მას აბრეშუმის გამჭირვალე სარი (კაბა) ემოსა; ხელები და ფეხები შიშველი ჰქონდა, თავზეც არაფერი ეხურა. მან ცეკვა მუსიკის თანხლების გარეშე დაიწყო. ყოველი მისი გამოხედვიდან და მოძრაობიდან ვნებიანობა გამოსჭვიოდა”. სტუმარი ეროტიკულმა ჰიპნოზმა შეიპყრო. მოცეკვავის ნელი, მომაჯადოვებელი და ექსტაზის მომგვრელი ცეკვა სექსუალურობის ყველა სპექტრს ასხივებდა. ცეკვა რამდენიმე საათს გარძელდა. შემდეგ ქალმა დახვეწილი მოძრაობით ტანსაცმელი შემოიძარცვა და სტუმარს ლოგინისკენ მიუთითა. მისი იონი (საშო) და ალენის ლინგამი (ფალოსი) ერთმანეთს შეერწყნენ. ქალი სექსუალური აქტის დროს მუდმივად მინიპულირებდა მენჯის კუნთებით და თან ბზუილის მაგვარ ბგერებს გამოსცემდა. ცნობილია, რომ ხმის ასეთ ტემბრს ტრანსის გამოწვევა შეუძლია. მოვუსმინოთ მოგზაურს: `უეცრად ვიგრძენი, თითქოს ტვინი ამიფეთქდა და სხვა განზომილებაში გადავინაცვლე. ოთახის კედლები დადნა. ჩემი სხეულის ყოველმა უჯრედმა ზეადამიანური ექსტაზი განიცადა. მთელს ცხოვრებას მივცემ, ოღონდაც ის ერთი წამი კიდევ განმეორდეს!~.
საინტერესოა, რომ დევადასები ინდუისტები კი არა, უმთავრესად ტანტრისტები არიან. ტანტრა ექსპერიმენტულ მეთოდს წარმოადგენს, მისი მიზანი ადამიანის მიერ საკუთარი ფარული და გაუცნობიერებელი შესაძლებლობების განვითარებაა. ტანტრა უარყოფს სულიერსა და ფიზიკურს შორის წინააღმდეგობის არსებობას, სწორედ ამიტომ სექსს ამ მოძღვრებაში უმთავრესი ადგილი უჭირავს. ტანტრისტული სკოლები ისტორიულად არა მხოლოდ მხარს უჭერენ დევადასების მონაწილეობას სექსში, არამედ იმის კლასიფიკაციასაც კი ახდენენ, თუ ქალის რომელი ფსიქოფიზიკური ტიპია ოპტიმალური ამა თუ იმ რიტუალის შესასრულებლად. მაგალითად ფასიანი `პროსტიტუციის” განსაკუთრებულ რიტუალს, რომელსაც კუმარი-პუჯა (`ქალიშვილის თაყვანისცემა”) ეწოდება, ახალგაზრდა გოგონები ასრულებენ. ეს რიტუალი დეფლორაციით (ქალიშვილობის დაკარგვით) მთავრდება. ტრაქტატ `ნილა ტანტრაში” აღნიშნულია, რომ დეფლორაციის შემდეგ კუმარის მამაკაცმა ფული და ძვირფასეულობა უნდა მიართვას. ამას გარდა, თუკი გოგონა დევადასი არ გახდა, იგი ვალდებულია მომავალში მის დაქორწინებაზეც იზრუნოს.
დევადასისთან დაკავშირებით ევროპელები ზოგჯერ ტერმინ `სატაძრო პროსტიტუციასაც~ იყენებენ, თუმცა ეს სიტყვა ლათინური წარმომავლობისაა და აზრობრივად სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დევადასის (`ღმერთების მსახური”).
სიტყვა დევა-დასი თავისთავად უფალთანაა დაკავშირებული, უფრო კონკრეტულად კი ქალღმერთებთან და `პროსტიტუციულ” კონტექტში მისი მოხსენიება უბრალოდ აბსურდია. დევადასის საქმიანობა სხეულით ვაჭრობა კი არ არის, არამედ რელიგიური ვალის აღსრულება.
არათუ დევადასისთან, არამედ სექსთან უშუალოდ დაკავშირებულ სიტყვებსა თუ ჟესტებსაც კი ინდოეთში უარყოფითი, ბინძური ქვეტექსტი არა აქვს. ავიღოთ თუნდაც ჩვენში ასე ფართოდ გავრცელებული გინება `შენი (ან ჩემი) დედის მუტელს შევეცი”. ინდოეთში ეს ტერმინი ისტორიულად უცხო და გაუგებარია არა მხოლოდ ტანტრისტისათვის, არამედ უკანასკნელი პლებეისთვისაც კი. იქაური ტაძრები, მაგალითად კჰაჯუ-რაჰუ, სექსუალური სცენებითა და სიმბოლოებით არის დახუნძლული, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის ევროპისთვის სრულიად უცხოა. აქ საქმე არც ისე რთულადაა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. ყველაფრის მიზეზი მარტივია: ერთი კულტურა სექსს ნორმალურად თვლიდა და ღვთაებრივ რანგშიც კი აიყვანა, მეორემ კი ეშმაკისეულად შერაცხა და ჩაახშო. ჩახშობილი სექსუალური ენერგია ათასგვარ უკუღმართობად ტრანსფორმირდება და გამოსასვლელს ეძებს. ამიტომაა, რომ ზოგი ქვეყანა ბილწსიტყვაობას მიაქვს, ზოგან კი გინება საერთოდ არ არსებობს.
იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ორგანული და ბუნებრივია დევადასის ფენომენი ინდური კულტურისთვის, ერთ მოკლე, მაგრამ ტევად ინფორმაციას მოგაწვდით: ის, რომ ინდური სიმღერისა და ცეკვის მრავალათასწლოვანმა, ურთულესმა და უნიკალურმა ტრადიციებმა ჩვენს დრომდე მოაღწია, პირველ რიგში სწორედ დევადასების დამსახურებაა.
ინდოეთში `სატაძრო პროსტიტუციის~ მოსპობას ჯერ კიდევ ინგლისელი კოლონიზატორები ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. დღესდღეობით ის აკრძალულია და მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ბოლო მოუღოს დევადასის ტრადიციას, თუმცა მისი ეს მიზანი, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მაინც მიუღწეველი რჩება. აქამდე მხოლოდ ის მოახერხეს, რომ აღარ ტარდება დევადასად `კურთხევის~ სახალხო ცერემონიები. ამ რიტუალს ახლა მალულად, `იატაკქვეშეთში~ ატარებენ. მიუხედავად ამისა, `ღვთის მეუღლეთა~ რიგებს ყოველწლიურად 15 ათასამდე ინდოელი გოგონა ემატება.

///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////შენიშვნა დამკაბადონებელს: ქვემოთმოყვანილი ფრაზები განსხვავებული ფერის ფონზე დიდი შრიფტით უნდა გავიდეს ჟურნალში, (თანაც ეს ფრაზები ტექსტშიც ხელუხლებლად უნდა დარჩეს!!! ხოლო თვითონ ეს შენიშვნა სასწრაფოდ წასაშლელია, რომ შემთხვევით არ გაიპაროს. ლევან რამიშვილი///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

სანდალების ტომის ყველა გოგონა სატაძრო სექსის სკოლას გადიოდა, ხოლო ტამილელი მკერავების ყველა ოჯახში ერთ-ერთი გოგონა პატარაობიდანვე ემზადებოდა `წმინდა მეძავეობისათვის~

მათთვის, ისევე როგორც მრავალი სხვა აზიელისთვის, სექსი ლოცვაა და არა გარყვნილება

`კლიენტის~ მომსახურებით დევადასი თვით უფალს ემსახურება, რადგან მისი რწმენით ღმერთი ყველაშია და ყველა ღმერთია...

ღვთისმოსავ მამებსა და დედებს თვითონვე მიჰყავდათ ქალიშვილები ტაძრებში `წმინდა მეძავებად~, რადგანაც მიაჩნდათ, რომ ამით მათი შვილები პირდაპირ `სამოთხის ბილეთს” იღებდნენ

`უეცრად ვიგრძენი, თითქოს ტვინი ამიფეთქდა და სხვა განზომილებაში გადავინაცვლე. ოთახის კედლები დადნა. ჩემი სხეულის ყოველმა უჯრედმა ზეადამიანური ექსტაზი განიცადა. მთელს ცხოვრებას მივცემ, ოღონდაც ის ერთი წამი კიდევ განმეორდეს!~

ყველაფრის მიზეზი მარტივია: ერთი კულტურა სექსს ნორმალურად თვლიდა და ღვთაებრივ რანგშიც კი აიყვანა, მეორემ კი ეშმაკისეულად შერაცხა და ჩაახშო

Wednesday, December 17, 2008

ძირს დემოკრატია! (?!:)... (გამოქვეყნებულია ჟურნალ "ანაბეჭდში")

ლევან რამიშვილი

ძირს ბრბოს ტირანია!

ანუ ის, რასაც ვერსად წაიკითხავთ

რომ მითხრეს, შემდეგი ნომრის თემა აბსურდიაო, მივხვდი, რომ აქამდე აბსურდის გარდა `ანაბეჭდში~ არაფერზე მიწერია. აბსურდის მემატიანის როლში ყოფნა სულაც არ მსიამოვნებს, მაგრამ რას ვიზამ.

აბსურდი #1: (ბანალური აბსურდი) ჩვენი პოლიტიკოსები პოლიტიკაში `ბუტკის~ ვალებით მიდიან და მერე ისევ დიდ ბიზნესში ბრუნდებიან.

აბსურდი #2: გვინდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და გვიკვირს, რომ აფხაზებს ამის არავითარი სურვილი არა აქვთ (არ ვიცი, იცით თუ არა _ დღეს აფხაზეთში ხალხი ბევრად უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში). თანაც როცა გვეკითხებიან, რუსეთთან ერთად ყოფნა რატომ არ გინდათო, ვუკადრისობთ, რას ამბობთ, მაგ გაძვალტყავებულ მათხოვრებთან რა გვინდაო...

აბსურდი #3: უკვე ლამის 20 წალია ვაშენებთ `დასავლურ~ `დემოკრატიას~ და თითქოს პირი გვაქვსო შეკრული, არასოდეს ვლაპარაკობთ იმაზე, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მიტუა და ბიბღია მიდიან საარჩევნო ყუთთან და აკეთებენ არჩევანს, სჭირდება თუ არა დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს ნატოში შესვლა. მათ ტელევიზორიდან იციან, რომ სჭირდება, მაგრამ რა არის და რაში სჭირდება, ნამდვილად არ იციან. მიტუა და ბიბღია კი არა მეც ისე დავიბენი, სულ ცივმა ოფლმა დამასხა. თან ჩქარა უნდა გადამეწყვიტა, თორემ იმდენი ხალხი მელოდებოდა, უხერხული იყო. მეც ავდექი და გადავწყვიტე, რომ არ ჭირდება. გამამტყუნებს ვინმე? მე რა ვიცი ნატო და კატო, ათასი საქმე და სადარდებელი მაქვს!

აბსურდი #5: და სათქმელამდეც მივედი _ დემოკრატია. ახლა ადგებიან და ჩემი და ჩემისთანების ჩაწერილ მოუფიქრებელ, გაუაზრებელ პასუხებს შეაჯამებენ და `ხალხის ნებად~, ეჭვმიუვალ ჭეშმარიტებად გამოცხადებენ. აი რა არის დემოკრატია.

დემოკრატიას აქვს კეთილშობილური მიზანი _ ყველა ადამიანის თავისუფლება, მაგრამ არა აქვს ამ მიზნის განხორციელების რეალური, გონივრული მექანიზმი. ადამიანები რომ თავს თავისუფლად და კარგად გრძნობდნენ საჭიროა სულ მცირე ის მაინც, რომ ქვეყანას გონიერეი, მცოდნე, თავისუფალი ადამიანები მართავდნენ. ასეთ ადამიანებს კი უმრავლესობა ვერ აირჩევს.ეს შეუძლებელია. თეორიულადაც კი. იმიტომ, რომ გვინდა თუ არა, ადამიანებს შორის უმრავლესობა უფრო მეტნი სულელები არიან, ვიდრე ჭკვიანები. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ დემოკრატია იქნება, ამას ვერაფერი შეცვლის. ასეთი განლაგება ვერასოდეს შეიცვლება. რაც არ უნდა დაბრძენდეს უმრავლესობა, უმცირესობა მაინც მასზე უფრო ბრძენი იქნება. მარტივი მიზეზის გამო _ სიბრძნე უფრო ძნელი მოსაპოვებელია, ვიდრე ზედაპირულობა და ამას ყოველთვის უფრო ცოტა ხალხი ახერხებს, ვიდრე ბევრი. ესეც არ იყოს, უმრავლესობა თუ ვითარდება, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ უმცირესობა კიდევ უფრო მეტად ვითარდება და მას უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის. მიკლედ უმცირესობა ყოველთვის უფრო წინაა. ასე იყო ყველგან და ყოველთვის და შეუძლებელია ოდესმე სადმე სხვანაირად იყოს.
ეს რაც შეეხება ჭკუას. მაგრამ არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტიც _ პატიოსნება. მართალია ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ სკოლაში გასავლელი ლამაზი სიტყვაა და მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაში არსებობს, რომლის კითხვაც `კაცად გახდომის~ შემდეგ უნდა დაივიწყო, რადგან ეს ყველაფერი `კაი ცხოვრების ~ მოწყობაში ვერ გიშველის, მაგრამ ეს ასე მაინც არაა. ვინ შემეკამათება, რომ უსინდისო მმართველს პატიოსანი ჯობს?
მაგრამ ნახეთ, რა ხდება: დემოკრატიის დროს ყველას შეუძლია ძალაუფლებას ესწრაფვოდეს, ფსიქოლოგების გამოკვლევების თანახმად კი ძალაუფლებისკენ სწრაფვა მეორადი, ჩნაცვლებული სურვილია. ის მაშინ გიჩნდება, როცა პირველად, ბუნებრივ სურვილებს ვერ იკმაყოფილებ _ ვერ ხატავ, ვერ წერ, ვერ მღერი, ვერ ცეკვავ, ქალთან ბედნიერ ურთიერთობას ვერ ამყარებ.... ცნობილია, რომ ჰიტლერი იმიტომ ვერ გახდა ჰიტლერი, რომ მხატვრობა ვერ მოახერხა. სტალინს პოეტობა არ გამოუვიდა...
მართლაც რა უცნაური, არაჯანსაღი, არაჰარმონიული სურვილია _ გინდოდეს, სხვები მართო, მაინც და მაინც შენს ჭკუაზე ატარო.
ასე თუ ისე ნორმალურ ადამიანს ასეთი სურვილი არ უჩნდება. ნორმალური ადამიანი პოლიტიკაში არ მიდის. `დიდ~ პოლიტიკაში მხოლოდ ის მიეშურება, ვინც ემდენადაა შეპყრობილი ამ დაავადებით _ ძალაუფლების წყურვილით, რომ მზად არის ამისთვის მთელი ცხოვრება გადადოს...
ჩვენში ძალაუფლებისკენ სწრაფვა უფრო დიდი ფულის შოვნის სურვილითაა ხოლმე განპირობებული.
სხვათა შორის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი ფულის შოვნის სურვილიც დაავადებაა. ჩვეულებრივ, `გლეხურ~ ენაზე ამას სიხარბე ქვია. სიხარბეც ჩანაცვლებული, მეორადი მოთხოვნილებაა და მას ზუსტად იგივე მიზეზები იწვევს.
მოკლედ ასეთი სურათია _ გვაქვს არჩევანის თავისუფლება და თან იმის სრული, ასპროცენტიანი გარანტიაც, რომ ამ არჩევანს ბოროტად გამოიყენებენ. ამაზე კამათი მეცნიერებასთან, ფსიქოლოგიასთან, საგანთა ბუნებასთან კამათს ნიშნავს.
გვაქვს არჩევანი, მაგრამ ვერასოდეს ავირჩევთ ღირსეულს _ აი რა არის პარადოქსი და ნამდვილი აბსურდი!

მაგრამ როგორც ვთქვი, აბსურდის მემატიანის, აბსურდოგრაფის როლში ყოფნა არც თუ ისე აღმაფრთოვანებს, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ დემოკრატიის, როგორც დამანგრეველი და დღეს უკვე ჩამორჩენილი სისტემის დაძლევის ერთ-ერთი მეთოდი. იგი მეოცე საუკუნის მოაზროვნეს, ბჰაგავან შრი რაჯნეშს, იგივე ოშოს ეკუთვნის.
ეს რა თქმა უნდა უტოპიაა, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ზემოთხსენებულ უმრავლესობას შეუძლებლად ეჩვენება _ უტოპია და სისულელე, როგორც ნათლავენ ყველაფერ იმას, რაც ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე დედამიწის ბრუნვაც სისულელე ეგონათ და ისიც რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით (და ეს იმ რელიგიას, რომელიც დღესაც წამყვანია მსოფლიოში...). თანაც ზოგჯერ უტოპიითაც კარგად გაერთობა კაცი. მაშ ასე:

ოშო

მერტოკრატია _ ძალაუფლება ინტელიგენციის ხელში

(მერიტოკრატია, ანუ `დამსახურებოკრატია~, იხილეთ შენიშვნა.)

ერთი რამ სრულიად ცხადია: პოლიტიკოსების დრო დამთავრდა. მათ მეტისმეტად კარგად შეასრულეს თავისი საქმე _ დესტრუქციულობა, ძალადობა.

ვეღარაფერი უშველის პოლიტიკოსს. ყოველი დღე მის აღსასრულს აახლოვებს. და ამაზე ის თვითონ არის პასუხისმგებელი. მან გააუმჯობესა იარაღები, რომელთაც შეუძლიათ მთელი მსოფლიოს სიკვდილი მოუტანონ, ისე, რომ უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ან იქნება უკანასკნელი ომი _ რაც ყველასა და ყველაფრის სიკვდილს ნიშნავს _ ან ადამიანთა საზოგადოების სტრუქტურის სრული ცვლილება. ამ ცვლილებას მე `მერიტოკრატიას~ ვუწოდებ.

ერთი რამ _ ჩვენ უნდა მოვიცილოთ თავიდან ის აზრი, რომ ყველა ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცდაერთი წლისა შესრულდა შეუძლია აირჩიოს, ვინ არის შესაფერისი პიროვნება იმისათვის, რომ ერების ბედი გადაწყვიტოს. ასაკი არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ უნდა შევცვალოთ გადამწყვეტი ფაქტორი; ეს ძირფესვიან ცვლილებას ნიშნავს.

ჩემი რჩევა ასეთია _ ხმის მიცემა მხოლოდ იმას უნდა შეეძლოს, ვინც, სულ ცოტა, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მაინც არის. ასაკს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.

ადგილობრივი მთავრობის არჩევნებში ამომრჩევლის კვალიფიკაცია უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტობა იქნება. უნივერსიტეტის დამთავრება კი, სულ ცოტა ბაკალავრის ხარისხი უნდა იყოს აუცილებელი კვალიფიკაცია ნებისმიერისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ანუ კანდიდატებისთვის. მაგისტრის ხარისხი უნდა იყოს მინიმალური კვალიფიკაცია მისთვის, ვინც მერობაზე იყრის კენჭს.

შტატის არჩევნებში ბაკალავრის ხარისხი იმისთვის უნდა უყოს მინიმალური კვალიფიკაცია, ვინც ხმას აძლევს. მაგისტრის ხარისხი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კომერციაში უნდა იყოს აუცილებელი კვალიფიკაცია კანდიდატებისთვის. ჰუმანიტერულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი უმაღლესი წოდებებით უნდა იყოს მინიმალური კვალიფიკაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის; რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი წოდება ექნებათ, მით უფრო დაუფასდებათ. და ნებისმიერი, ვინც მინისტრთა კაბინეტის წევრობას დააპირებს, ვალდებული იქნება, რაღაც იცოდეს საგნის შესახებ. მისი კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს იმ თემებს, რომლებთანაც შეხება მას თანამდებობაზე ყოფნისას ექნება.

ამგვარად თუ ვინმე განათლების მინისტრობას აპირებს, მისი კვალიფიკაცია მას საშუალებას აძლევდეს კომპეტენტური იყოს განათლების საკითებში.

მას სულ ცოტა მაგისტრის ხარისხი უნდა ჰქონდეს უმაღლესი წოდებებით პედაგოგიკაში; უმაღლესი წოდებების გარეშე არავის არ უნდა შეეძლოს მინისტრობა. რა თქმა უნდა კარგი იქნება, თუკი მას უკეთესი წოდებები ექნება _ პედაგოგიკის დოქტორი _ ძალიან კარგი იქნება, ეს მას უფრო შესაფერის კანდიდატად აქცევს.

გენერალურ პროკურორს სულ მცირე დოქტორის ხარისხი უნდა ჰქონდეს იურისპრუდენციაში, სამართალმცოდნეობის დოქტორი, _ არა ნაკლები, იმიტომ რომ მან უნდა დაიცვას სახელმწიფოს კანონი, მოქალაქეთა უფლებები. მას ყველაზე მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს, რაც კი შესაძლებელია. ეს იმის გარანტია იქნება, რომ მან ყველაფერი იცის ამისს შესახებ.

გუბერნატორს ყველა შესაძლო ხარისხი უნდა ჰქონდეს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ხარისხი უმაღლესი წოდებებით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სულ ცოტა ერთი _ სულ მცირე ერთი საპატიო სამეცნიერო ხარისხით, ლიტერატურის დოქტორი, ან სამართალმოცოდნეობის დოქტორი.

ფედერალური მთავრობის დონეზე მაგისტრის ხარისხი ამომრჩევლის მინიმალური კვალიფიკაცია იქნება. არჩევნებში მონაწილეების მინიმუმი უნდა იყოს მაგისტრის ხარისხი უმაღლესი წოდებებით და დოქტორის ხარისხი. და ყველა მინისტრი უმაღლესი ხარისხის მფლობელი უნდა იყოს იმ სფეროში, რომლის მინისტრობასაც აპირებს. განათლების მინისტრი უმაღლეს ხარისხს უნდა ფლობდეს პედაგოგიკაში, რაც კი ქვეყანაში არსებობს; ჯანმრთელობის მინისტრს ქვეყანაში არსებული უმაღლესი ხარისხი უნდა ჰქონდეს მედიცინაში.

პრეზიდენტს სულ ცოტა ორი PჰD უნდა ჰქონდეს. და ერთიც ლიტერატურის ან სამართალმცოდნეობის დოქტორის საპატიო წოდება; იგივე უნდა ჰქონდეს ვიცეპრეზიდენტსაც, რადგან ის ნებისმიერ წამს შეიძლება პრეზიდანტი გახდეს. ასე დაინგრევა ნახიროკრატია**. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ის, რომ ოცდაერთის ხარ, არ ნიშნავს, რომ მთავრობის არჩევა შეგიძლია.

მთავრობის არჩევა ძალზე გამოცდილი, ჭკვიანი ხალხის საქმე უნდა იყოს.

მხოლოდ იმიტომ, რომ ოცდაერთი წლის ხარ, შეიძლება ბავშვები გააჩინო _ ამას არავითარი გამოცდილება, არავითარი განათლება არ ჭირდება, ბიოლოგია ამისთვის კარგად მომზადებულებს გიშვებთ. მაგრამ იმისათვის, რომ მთავრობა აირჩიო, რომ აირჩიო ადამიანები, რომლებსაც მთელი ძალაუფლება ექნეათ შენზე და ყველა დანარჩენზე, და რომლებმაც ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ბედი უნდა გადაწყვიტონ, მხოლოდ ის, რომ ოცდაერთი წლის ხარ, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი... ის ხერხი, რომლითაც ჩვენ ვირჩევთ მათ, უბრალოდ იდიოტურია.

მე ვისურვებდი რომ ყველა უნივერსიტეტს _ ყველა შტატში _ მოეწვია ყველა ვიცე კანცლერისა და გამოჩენილი პროფესორის ყრილობა; მოეწვიათ ინტელიგენციის გამოჩენილი წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება სულაც არ იყვნენ უნივერსიტეტის ნაწილი: მხატვრები, არტისტები, პოეტები, მწერლები, რომანისტები, მოცეკვავეები, მსახიობები, მუსიკოსები. ეს მოიცავდა ნიჭის ყველა განზომილებას, იმ ადამიანებს, რომლებმაც აჩვენეს თავისი მასშტაბი და მნიშვნელობა. მაგრამ აქედან მთლიანად უნდა გამოირიცხონ პოლიტიკოსები.

მოწვეულ უნდა იქნეს ნობელის პრემიის ყველა მფლობელი _ ისევ და ისევ პოლიტიკოსების გამოკლებით, რადგენ ბოლო წლებში ნობელის პრემია რამოდენიმე პლიტიკოსსაც მისცეს და ამან ამ ჯილდოს ღირებულება დააქვეითა.

ამგვარად თითოეული შტატიდან უნდა იქნეს, არჩეული დელეგაცია ეროვნული ყრილობისთვის, რომელიც დეტალურად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს მერიტოკტრატიამ.

ეროვნული კანდიდატებისგან უნდა შედგეს მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტის და მთელი ინტელიგენციის საერთაშორისო ყრილობა. ასეთი რამ პირველად მოხდება, რადგან მთელი მსოფლიოს ინტელიგენცია კაცობრიობის ბედის გადასაწყვეტად ჯერ არასოდეს შეკრებილა. მათ უნდა დაწერონ მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია.

ეს არიქნება ამერიკული, ინდური ან ჩინური, _ ეს იქნება უბრალოდ მთელი კაცობრიობის კონსტიტუცია. არ არსებობს სხვადასხვანაირი კანონების საჭიროება. არ არის საჭირო _ ყველა ადამიანს ერთნაირი კანონები ჭირდება.

და მსოფლიო კონსტიტუციაში გაცხადებული იქნება, რომ ერები აღარ არის მნიშვნელოვანი.

მათ შეუძლიათ იარსებონ, როგორც ფუნქციონალურმა ერთეულებმა, მაგრამ აღარ ექნებათ დამოუკიდებელი ძალაუფლება. და თუ ამ ყრილობის უკან მსოფლიოს მთელი ინტელიგენცია იდგება, ძნელი არ ირ იქნება მსოფლიოს გენერლების დარწმუნება, ჩამოშორდნენ პოლიტიკოსებს.

და რა ძალაუფლება აქვთ პოლიტიკოსებს? მთელი მათი ძალაუფლება მათ ჩვენ მივეცით. ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ იგი. ეს მათი ძალაუფლება არ არის, ეს ჩვენი ძალაუფლებაა. ჩვენ უბრალოდ მისი დაბრუნების საშუალება უნდა გამოვნახოთ _ რადგან მიცემა ადვილია, დაბრუნება კი ცოტა უფრო ძნელი. დაბრუნებისას პოლიტიკოსები აღარ იქნებიან ისეთივე გულღიანი და უმანკონი, როგორებიც მაშინ იყვნენ, ძალაუფლებას რომ გთხოვდნენ. ეს ჩვენი ძალაუფლებაა, მაგრამ ის კვლავ მათ ხელში იქნება, თუკი კვლავ იქნება ბრბო, რომელიც მას მათ მისცემს; ბრბოს ნებისმიერ რამეში დაარწმუნებ.

ეს ინტელიგენციის ფუნქციაა... მე მინდა ეს ახლა ვთქვა _ თუ კაცობრიობას რიმე მოუვა, ბრალი მთლიანად ინტელიგენციას დაედება: `რას აკეთებდით? თუკი ეს იდიოტები მზად იყვნენ, მთელი კაცობრიობა ამოეხოცათ, რას აკეთებდით? თქვენ უბრალოდ წუწუნს განაგრძობდით, ბუზღუნებდით, მაგრამ ამის მეტი არაფერი გიკეთებიათ.“

დრო კი იწურება. რახან ერთხელ გადავწყვიტეთ, რომ ხმის მიცემის უფლება ყველა ადამიანის თანდაყოლილი უფლება კი არ არის, არამედ უფლება, რომელიც შენი ინტელექტით უნდა დაიმსახურო... უნდა დაინახოთ განსხვავება: ყველას ეძლევა შესაძლებლობა, დაიმსახუროს იგი, მისი მოპოვების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბრად არსებობს, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი რამ; შენ უნდა დაამტკიცო, რომ იმსახურებ მას.

მას შემდეგ, რაც ძალაუფლებას ჩამოვართმევთ ბრბოს და მოაზროვნე ადამიანებს გადავცემთ, ადამიანებს, რომლებმაც იციან, რას აკეთებენ, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ რაიმე მშვენიერი.

თუკი ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება განათლებასა და მის პრობლემებზე ფიქრს მიუძღვნა, ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც კი შესაძლებელი იყო იმისათვის, რომ გამოერკვია განათლების ყოველი დეტალი, ყოველი პრინციპი, მისი ყოველი შესაძლო ფილოსოფია _ თუ ასეთი კაცი განათლების მინისტრი გახდება, არის შესაძლებლობა, რომ ის რაღაცას გააკეთებს.

მე გთავაზობთ ბრბოს მთლიანად რჩეული ადამიანებით შეცვლას.

მე არ ვარ ხალხის წინააღმდეგი. სინამდვილეში ამ პოლიტიკოსების ხელში ჩავარდნილი ხალხი თვითონაა თავისი თავის წინააღმდეგი. მე მთლიანად ხალხის მხარეს ვარ, და შეიძლება ითქვას, რომ რასაც მე ვამბობ, ზუსტად ისაა, რასაც დემოკრატიის შესახებ ამბობენ: `ხალხისთვის, ხალხის მიერ, ხალხისგან~, მხოლოდ `ხალხის მიერ~-ის შეცვლა მომიწევს. ეს ინტელიგენცია იქნება ხალხისთვის და ხალხისგან. ის მოემსახურება მასებს.

ეს ძალიან მარტივია. თქვენ არ ირჩევთ ექიმს. წარმოიდგინეთ ნებისმიერ ვინმეს რომ შეეძლოს კენჭი იყაროს და ექიმი გახდეს... წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს ექიმობას ან ქირურგობას ეცილება. რა არის ამაში ცუდი? ხალხი თვითონ ირჩევს _ხალხისთვის, ხალხის მიერ, ხალხისგან. ისინი ირჩევენ ერთ-ერთს _ ქირურგად _ იმიტომ, რომ ის უკეთესად ლაპარაკობს, უკეთ გამოიყურება ტელევიზორში და დიდ დაპირებებს იძლევა.

მაგრამ ის ყასაბიც კი არ არის, ქირურგობას კი აპირებს! ყასაბი უკეთესად გაართმევდა თავს საქმეს, ბოლოს და ბოლოს გაჭრა მაინც ეცოდინებოდა... მაგრამ ქირურგებს არჩევნებით არ ვირჩევთ.

როგორ შეიძლება პრეზიდენტს არჩევნებით ვირჩევდეთ? როგორ შეიძლება გუბერნატორი არჩევნებით აირჩიო? ამდენი ხალხი იკლავს თავს ერთი პოსტისთვის, ამდენ ხალხს უნდა. ყველაზე ავადმყოფები, დაავადებულნი ამბიციებით ყველაზე მეტად იბრძოლებენ _ მკვლელობებს ჩაიდენენ, ყველაფერს იზამენ.

თქვენ აძლევთ ძალაუფლებას ძალაუფლებაზე გაგიჟებულ ხალხს; თქვენი საკუთარი ხელით ეხმარებით მათ თქვენს დაღუპვაში!

ეს არ არის დემოკრატია.

დემოკრატიის სახელით ეს ადამიანები მასების ექსპლუატირებას ეწეოდნენ.

ასე რომ პოლიტიკოსები და მღვდლები მათი დიდხანს, ძალზე დიდხანს შენარჩუნებული ესტაბლიშმენტიდან უნდა გაირიცხონ და სრულიად ახალი ტიპის მმართველობა უნდა განვითარდეს.

ჩემს სისტემას მე `მერიტოკრატიას~ ვუწოდებ _ მხოლოდ იმისთვის, რომ თვალშისაცემი იყოს განსხვავება. მაგრამ რისი დამსახურება? დამსახურება მსახურებას და გაზიარებაა. და გადაწყვეტთ თუ არა ძალაუფლება ბრბოს ჩამოართვათ და ინტელიგენციას გადასცეთ, ყველაფერი შესაძლებელი და მარტივი ხდება.

მერიტოკრატია საზოგადოების სტრუქტურის, ხელისუფლების სტრუქტურის და და განათლების სტრუქტურის ტრანსფორმაციის მთლიანი პროგრამაა.

ეს რთული საქმეა, ძნელადმისაღწევი, მაგრამ არა შეუძლებელი _ განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ერთადერთი ალტერნატივა სიკვდილია.

* ინგლ.: მერიტ _ დამსახურება, ღირსება, სიქველე.
** ინგლ.: მობ _ ბრბო, ჯოგი, ნახირი.
ებრაელმა რაბინს შეჩივლა:
– ჩემს შვილს ქრისტიანობაზე გადასვლა უნდა, არ ვიცი, რა ვქნა!
რაბინი შეპირდა, რომ ღმერთს დაელაპარაკებოდა. ცოტა ხანში ებრაელმა კვლავ ინახულა რაბინი და ჰკითხა:
– რა ხდება რებე ჩემს თავს?
– ველაპარაკე ღმერთს.
– მერე რაო?
– რაო და, მეც იგივე პრობლემები მაქვსო...