ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას ასობით
მილიონი ინდოელი ბავშვობიდან იცნობს, როგორც `ერის მამას~. ვივეკანანდას
ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის
ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე, არამედ ინდური ფილოსოფიის
განვითარებაზე საერთოდ.
1893 წელს ჩიკაგოში, `რელიგიათა პარლამენტის~ წინაშე ვივეკანანდამ
წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
მან ლექციებით ამერიკა შემოიარა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ
თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ `ორატორს
ღმერთის უფლებებით~. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია
როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში.
`თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა~ _ წერდა
რაბინდრანათ თაგორი.
ლექცია პირველი
წაკითხული სან ფრანცისკოში 1900 წლის 26 მაისს
ბჰაგავადგიტას გაგებისთვის მისი ისტორიული ფონის ცოდნაა საჭირო.
გიტა უპანიშადების კომენტარია, უპანიშადები – ინდოეთის ბიბლია. აქ
მას იგივე ადგილი უკავია, რაც ქრისტიანულ სამყაროში ახალ აღთქმას.
უპანიშადები ასზე მეტი წიგნისაგან შედგება. ზოგიერთი მათგანი
ძალზე მცირე ზომისაა, ზოგი კი დიდი. თითოეული წიგნი დამოუკიდებელი
ტრაქტატია. უპანიშადები რომელიმე მასწავლებლის ცხოვრების შესახებ
კი არ მოგვითხრობს, არამედ პირდაპირ საფუძვლებს გადმოგვცემს. იგი
სწავლულთა მიერ (უმეტესად მეფეთა კარზე) გამართული შეკრებების
სტენოგრაფიულ ჩანაწერებს წარმოადგენს. სიტყვა უპანიშად `ჯდომას~ ანუ
`მასწავლებლის სიახლოვეს ჯდომას~ ნიშნავს. თუ ვინმეს თქვენს შორის
რომელიმე უპანიშადი შეუსწავლია, დაინახავდა, თუ როგორი დაწურული,
სტენოგრაფიული ფორმითაა იგი დაწერილი. ხანგრძლივი სჯა-ბაასის
გამართვის შემდეგ მის შინაარს იწერდნენ, შესაძლოა მხოლოდ იმას, რაც
116
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
1 მიმანსას ფილოსოფიური სკოლის მიმდევარი. იხ. სანქჰია, განმ. თავი მეორე.
გაახსენდებოდათ. მათ მიხედვით ბევრი რამის დადგენა ძნელდება, რადგან
აქ მხოლოდ ბრწყინვალე შინაარსის მაგალითებია წარმოდგენილი. ძველი
სანსკრიტის წარმოშობა ჩვ.წ.აღ-მდე 5000 წლით თარიღდება. უპანიშადები
ამას სულ მცირე ორი ათასი წლით უსწრებს წინ. არავინ იცის, ზუსტად
რამდენი წლისაა იგი. გიტა მისგან აზრებს სესხულობს, ზოგჯერ კი სიტყვა-
სიტყვით იმეორებს. უპანიშადები მთელი თავისი შინაარსის კომპაქტური,
დაწურული და მოწესრიგებული ფორმით გადმოცემის იდეითაა შეკრული.
ჰინდუთა პირვანდელ წერილებს ვედები ეწოდება. ისინი იმდენად მრავალრიცხოვანი
გახლდათ, რომ მხოლოდ ტექსტებიც რომ აქ მოგეტანათ, ეს
ოთახი ვერ დაიტევდა. ბევრი მათგანი დაკარგულია. ისინი ნაწილებად დაიყო.
ღვთისმსახურებმა თითოეული ნაწილი დაიმახსოვრეს და ამ გზით მათ
სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ. ისინი
ვედების წიგნებს ერთმანეთის მიყოლებით ისე მოგიყვებიან, რომ გამოთქმა
ერთხელაც არ შეეშლებათ. ვედების უმეტესი ნაწილი გამქრალია. ის მცირედი
კი, რაც დარჩა, თავისთავად მთელ ბიბლიოთეკას წარმოადგენს. მათ
შორის უძველესი რიგვედას ჰიმნებია. თანამედროვე სწავლულის მიზანი
ვედურ თხზულებათა თანმიმდევრობის აღდგენაა. აქ ძველი, ორთოდოქსული
შეხედულება საკმაოდ განსხვავებულია, ისევე, როგორც ბიბლიის შესახებ
თქვენი ორთოდოქსული ხედვა განსხვავდება თანამედროვე მეცნიერთა
შეხედულებისაგან. ვედები ორ ნაწილად იყოფა: ერთი უპანიშადებია , მისი
ფილოსოფიური ნაწილი, მეორე კი პრაქტიკული ნაწილია.
შევეცდები მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ პრაქტიკული ნაწილის შესახებ.
იგი რიტუალებისა და ჰიმნებისგან შესდგება. სხვადასხვა ჰიმნებისგან,
რომლებიც სხვადასხვა ღმერთებს ეძღვნება. რიტუალური ნაწილი
წეს-ჩვეულებათა აღწერაა, რომელთაგან ზოგიერთი ძალზე ზედმიწევნითია.
მათ შესასრულებლად უამრავი ქურუმია საჭირო. ცერემონიათა დახვეწის
გამო მათი საქმიანობა თავისთავად მეცნიერებად იქცა. თანდათანობით ამ
ჰიმნებისა და რიტუალების თაყვანისცემის ყველასთვის გასაგები იდეა
საყოველთაო გახდა. ღმერთები გაქრნენ, ხოლო მათი ადგილი რიტუალებმა
დაიკავა. ამაშია ინდოეთის განვითარების კურიოზულობა. ორთოდოქს ჰინდუ
მიმამსაკას1 არ სწამს ღმერთების, არაორთოდოქსებს კი სწამთ. თუკი
ორთოდოქს ჰინდუს ჰკითხავთ, რატომაა ვედებში ნახსენები ღმერთები, იგი
ვერ შეძლებს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცეთ. ქურუმები გალობენ
ამ ჰიმნებს და მათთვის ცეცხლში მსხვერპლსაც სწირავენ. როდესაც
ორთოდოქს ჰინდუს ეკითხებით, თუ რას ნიშნავს ეს, იგი გპასუხობთ,
რომ სიტყვებს გარკვეული ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვთ. ესაა და
ეს. მათშია მთელი ბუნებრივი და ზებუნებრივი ძალა, რაც კი ოდესმე არ117
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
სებულა. `ვედები~ უბრალოდ ის სიტყვებია, რომელთაც მისტიური ძალით
გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თუკი მათ სწორი ინტონაციით წარმოთქვამენ.
ერთი ბგერაც რომ წარმოითქვას შეცდომით, მათ ძალა დაეკარგებათ.
ყოველი ბგერა სრულყოფილი უნდა იყოს. ამგვარად ის, რასაც სხვა რელიგიებში
ლოცვა ეწოდება, გაქრა და ვედები თავად იქცნენ ღმერთებად.
როგორც ხედავთ, ვედათა სიტყვებმა განუზომელი მნიშვნელობა შეიძინა. ეს
ის მარადიული სიტყვებია, რომელთაგან მთელი სამყარო წარმოიშვა. სიტყვის
გარეშე ვერცერთი აზრი ვერ იარსებებს. შესაბმისად ყველაფერი, რაც
სამყაროში არსებობს, ფიქრის გამოვლინებაა, ფიქრი კი შეიძლება მხოლოდ
სიტყვის საშუალებით გადმოიცეს. სიტყვების ერთობა, რომლის მეშვეობითაც
გამოუვლენელი ფიქრი ვლინდება – აი, რა იგულისხმება სიტყვით
`ვედები~. აქედან გამომდინარე ამქვეყნად ყველაფრის გარეგნული არსებობა
ვედებზეა დამოკიდებული, რადგან ფიქრი სიტყვის გარეშე არ არსებობს.
სიტყვა `ცხენი~ რომ არ არსებობდეს, ვერავინ იფიქრებდა ცხენზე. ასე რომ,
უნდა არსებობდეს რაღაც შინაგანი კავშირი ფიქრს, სიტყვასა და გარეგან
ობიექტს შორის. რა არის სინამდვილეში ეს სიტყვები? – ვედები . მის ენას
სანსკრიტულ ენადაც კი არ მიიჩნევენ. იგი ვედურ ენად , ღვთაებრივ ენად
ითვლება. სანსკრიტი მხოლოდ მისი დაკნინებული ფორმაა. იგივე ითქმის
ყველა სხვა ენაზე. არ არსებობს ვედურზე უფრო ძველი ენა. შეიძლება
იკითხოთ, `ვინ დაწერა ვედები ?~ ისინი არ დაწერილა. სიტყვები ვედებია .
სიტყვა ვედაა , თუკი მე მას სწორად წარმოვთქვამ. თუ ეს შევძელი, ისინი
პირდაპირ გავლენას მოახდენენ.
ვედების ეს სიმრავლე მარადიულად არსებობს და მთელი სამყარო
ამ სიტყვათა სიმრავლის გამოვლინებაა. შემდეგ, როცა ციკლი სრულდება,
მთელი ეს ენერგიის გამოვლინება უფრო და უფრო ნატიფი ხდება, ჯერ
სიტყვებად იქცევა, მერე კი ფიქრად. მომავალ ციკლში ჯერ ფიქრი იქცევა
სიტყვებად, ამ სიტყვებიდან კი მთელი ეს სამყარო წარმოიქმნება. თუკი აქ
არის რაიმე ისეთი, რაც ვედებში არაა, ის თქვენ გელანდებათ და სინამდვილეში
არ არსებობს.
მხოლოდ ამ საკითხში ვედებს უამრავი წიგნი იცავს. მათ ავტორებს
რომ უთხრათ, ვედები პირველად ადამიანებს უნდა წარმოეთქვათო, გაეცინებათ.
ჯერ არავის სმენია ისეთ ვინმეზე, ვინც ისინი პირველად წარმოთქვა.
ბუდას სიტყვები აიღეთ. ტრადიციულად ითვლება, რომ ადრე მან
უამრავჯერ იცხოვრა და იქადაგა. თუკი ქრისტიანი ადგება და იტყვის,
`ჩემი რელიგია ისტორიული რელიგიაა და ამიტომ თქვენი რწმენა ყალბია,
ჩემი კი ჭეშმარიტიო,~ მიმამსაკა მიუგებს, `თუკი ის ისტორიულია, გამოდის
რომ თქვენ იმისი გჯერათ, რაც ცხრამეტი საუკუნის წინ მოიგონეს, ის კი,
რაც ჭეშმარიტია, უსასრულო და მარადიული უნდა იყოს. ჭეშმარიტებას
ერთადერთი საზომი აქვს – ის არასდროს კნინდება და მუდამ იგივეა. თქვენ
118
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
აღიარებთ, რომ თქვენი რელიგია ამა და ამ კაცმა მოიგონა. ვედები არ მოუგონიათ.
არც წინასწარმეტყველებს და არც სხვა ვინმეს. ისინი მხოლოდ
უსასრულო სიტყვებია, უსასრულო თავისი ბუნებით, რომლიდანაც იშვის
და რომელშიც უჩინარდება სამყარო.~ აბსტრაქტულად ეს აბსოლუტურად
მართალია. სამყარო ბგერით უნდა იწყებოდეს. უნდა არსებობდეს მიკრობის
ხმა, რომელიც მისი პლაზმის მსგავსად ჟღერს. სიტყვების გარეშე ვერავი-
თარი აზრი ვერ აიარსებებს. . . . სადაც შეგრძნებები, აზრები ან ემოციებია,
იქ სიტყვებიც უნდა იყოს. საქმე მაშინ რთულდება, როცა ამბობენ, რომ
ვედები მხოლოდ ეს ოთხი წიგნია და სხვა არაფერი. შეიძლება ბუდისტი
ადგეს და თქვას, `ჩვენი წმინდა წერილებია ვედები , ისინი ჩვენთვის მოგვიანებით
გამჟღავნდაო,~ მაგრამ ეს შეუძლებელია. ბუნებაში ასე არ ხდება.
ბუნება თავის კანონებს ნაწილ-ნაწილ არ ავლენს – ცოტაოდენი გრავიტაცია
დღეს, ცოტაც ხვალ... არა, ყოველი კანონი დასრულებულია. კანონები
ევოლუციას არ განიცდის. ის მოცემულია ერთხელ და სამუდამოდ. სისულელეა
ყოველგვარი `ახალი რელიგია და უკეთესი იდეა~. უაზრობაა.
შეიძლება ასი ათასი კანონი არსებობდეს, მაგრამ ადამიანმა დღეს მხოლოდ
რამოდენიმე მათგანი იცოდეს. ჩვენ მხოლოდ მათი აღმოჩენა შეგვიძლია.
ძველმა ქურუმებმა მარადიული სიტყვების თეორიაზე დაფუძნებული თავიანთი
უზარმაზარი პრეტენზიებით ღმერთები ტახტიდან ჩამოყარეს და მათ
ადგილზე მოკალათდნენ. ისინი ხალხს ეუბნებოდნენ: `თქვენ არ გესმით სიტყვების
ძალა, ჩვენ კი ვიცით მათი გამოყენება. ჩვენ ამა ქვეყნის ცოცხალი
ღმერთები ვართ. გადაგვიხადეთ და სიტყვების ძალით მიიღებთ ყველაფერს,
რაც გინდათ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მათი წარმოთქმა? არ შეგიძლიათ.
თანაც გაფრთხილებთ, ერთი შეცდომაც კი საპრისპირო შედეგს მოგიტანთ.
გინდათ, იყოთ მდიდრები, ლამაზები, დღეგრძელები? გინდათ, კარგი მეუღლე
შეგხვდეთ?~ თქვენ მხოლოდ ქურუმებს გადაუხადეთ და შეგიძლიათ მშვიდად
იყოთ!
თუმცა არსებობს ვედების მეორე ნაწილიც. მისი პირველი ნაწილის
იდეალი სრულიად განსხვავდება მეორე ნაწილის, უპანიშადების იდეალისაგან.
პირველი ნაწილის იდეალი მსოფლიოს ყველა რელიგიის იდეალს
ემთხვევა, გარდა ვედანტისა . ეს იდეალი ამ ცხოვრებაშიც და იმ ქვეყნადაც
სიამოვნების მიღებაა: კაცი და ცოლი, მეუღლე და შვილები. გადაიხადეთ
დოლარები და ქურუმი მოგცემთ სერთიფიკატს, რომ იმქვეყნად სამოთხეში
ბედნიერ დროს გაატარებთ. თქვენ იქ ყველა თქვენს ახლობელს ნახავთ
და ამ თქვენს სიამტკბილობას დასასრული არ ექნება. არც დარდი, არც
ცრემლი, _ მხოლოდ სიცილი. შეჭამთ, მაგრამ მუცელი არ აგტკივდებათ.
იქეიფებთ, მაგრამ თავის ტკივილი არ შეგაწუხებთ. ეს იყო, ქურუმთა აზრით,
ადამიანის უმაღლესი მიზანი.
ამ ფილოსოფიაში მოიძევება კიდევ ერთი აზრი, რომელიც თანხმობაშია
119
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ
ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას2 ვუწოდებთ. კარმა კანონია
და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ
არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით
კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ
თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმა
უნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია,
რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები
მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ,
მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან
თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას
ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და
საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს
ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი
უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი
დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს
ქურუმი გააკეთებს. რამდენად უფრო ადვილი ხდება რელიგია! როგორც
ხედავთ, არაფერი გაქვთ გასაკეთებელი. მხოლოდ სახლში უნდა წახვიდეთ
და მშვიდად იჯდეთ. თქვენს ნაცვლად ყველაფერს ვიღაც სხვა აკეთებს.
საწყალი, საწყალი ცხოველები!
თუმცა ამის პარალელურად სხვა სისტემაც არსებობდა. უპანიშადები დიამეტრალურად
საწინააღმდეგო დასკვნებამდე მიდის. პირველ რიგში, მას წამს
ღმერთის, სამყაროს შემოქმედის, მისი მბრძანებლის. მოგვიანებით კეთილი
განგების იდეაც ჩნდება. ეს სრულიად საპირისპირო კონცეფციაა. ახლა
უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ქურუმის ხმა ჯერ კიდევ ჩაგვესმის, ხელთ
ბევრად უფრო დახვეწილი იდეალიც გვაქვს. მრავალი ღმერთის ნაცვლად
ერთი ღმერთი ჩნდება.
უპანიშადები ეთანხმება მეორე აზრს იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი
კარმის კანონით ვართ შებოჭილნი, თუმცა გამოსავალზეც მიგვითითებს.
ადამიანის მიზანი კანონს მიღმა გაღწევაა. სიამოვნება კი ვერასოდეს იქნება
მიზანი, რადგან ის მხოლოდ ბუნებაში შეიძლება იყოს.
ამას გარდა, უპანიშადები ყოველგვარ მსხვერპლშეწირვას ამხელს და
აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მასკარადია. მან შეიძლება ყველაფერი აგისრულოთ,
რასაც კი მოინდომებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სასურველი,
რადგან რაც უფრო მეტს იღებთ, მით უფრო მეტი გინდებათ და ასე ტრიალებთ
წრეში უსასრულოდ _ ვერასოდეს აღწევთ თავს სიამოვნებასა და
ტანჯვას. შეუძლებელია სადმე არსებობდეს ისეთი რამ, რასაც მარადიული
ბედნიერება ქვია. ეს მხოლოდ ბავშვური ოცნებაა. ერთი და იგივე ენერგია
2 კარმა, იხ. განმ. 4.13.
120
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
სიამოვნებისა და ტანჯვის სახეს იღებს.
დღეს მე ოდნავ შევიცვალე მსოფლმხედველობა, რადგან ერთი მეტად საინტერესო
რამ აღმოვაჩინე. დავუშვათ, რაიმეს ფიქრობთ, მაგრამ არ გინდათ,
რომ ფიქრობდეთ. ცდილობთ, სხვა რამეზე იფიქროთ და ამგვარად ამ თქვენს
აზრს მთლიანად ახშობთ. რა არის ეს აზრი? მე ვნახე, რომ მან თხუთმეტ
წუთში მან კვლავ იჩინა თავი. იგი დაბრუნდა და შემარყია. ის ძლიერი
იყო და ისე მძლავრად და საშინლად ამოხეთქა, რომ ვიფიქრე, აქ ვიღაც
შეშლილია-მეთქი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი _ მოხდა მხოლოდ
ის, რომ წინა შთაბეჭდილება იქნა ჩახშობილი. ჩემი საკუთარი უარყოფითი
შთაბეჭდილებაა ის, რაც უნდა ამოწურულიყო. `ბუნება თავის გზას იპოვის.
რას შეიძლება მიაღწიო ჩახშობით?~ _ აი გიტას უდიადესი აღმოჩენა.
ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამაო
იყო. შეიძლება თქვენში ერთდროულად ასი ათასი სურვილი ეცილებოდეს
ერთმანეთს. თქვენ შეიძლება ისინი ჩაახშოთ, მაგრამ ჩახერგილი წყარო
გზას მაინც იპოვის და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ თქვენშია.
მაგრამ იმედი არის. თუ საკმაოდ ძლიერი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ცნობიერება
ერთდროულად ოც ნაწილად დაჰყოთ. როდესაც ფსიქიკას იცვლით,
გონი იზრდება. ასე ამბობენ იოგები. ერთი ვნებიდან მეორე ამოიზრდება,
პირველი კი კვდება. გაბრაზებას სიხარული ცვლის ხოლმე, ბრაზი კი
წამსვე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან თქვენ სხვა მდგომარეობა
წარმოქმენით. ეს მდგომარეობები სულ მუდამ ერთმანეთს ენაცვლება.
სამუდამო ბედნიერება ან უბედურება ბავშვური ოცნებაა. უპანიშადები
მიგვითითებს, რომ ადამიანის მიზანი არც უბედურებაა და არც ბედნიერება,
არამედ იმის მართვა, რისგანაც ისინი წარმოიქმნება. ჩვენ, ასე ვთქვათ,
საფუძველშივე უნდა ვმართოთ სიტუაცია.
კიდევ ერთი უთანხმოება იმაში მდგომარეობს, რომ უპანიშადები გმობს
რიტუალს, განსკუთრებით იმას, ცხოველების კვლას რომ მოითხოვს.
ყველაფერ ამას ის უაზრობად აცხადებს. ძველ ფილოსოფოსთა ერთი
სკოლა ამბობს, რომ თუკი ამას შედეგი მოჰყვება, გარკვეულ დროს ცხოველის
მოკვლა დასაშვებია. შეგიძლიათ მათ შეედავოთ და უთხრათ, `კი
მაგრამ ცხოველისთვის სიცოცხლის წართმევა ხომ ცოდვაა. თქვენ ამისთვის
ტანჯვა მოგელით,~ მაგრამ ამაზე გიპასუხებენ, რომ ეს სისულელეა.
რა იცით თქვენ, რა არის კარგი ან ცუდი? რა, გონება გკარნახობთ? რა
სისულელეებს როშავთ! თქვენ თქვენს გონებას წმინდა წერილის (ანუ
ვედების , მთარგმ. ) წინააღმდეგ ამხედრებთ. თუკი გონება ერთ რამეს გეუბნებათ,
ვედებში კი სხვა რამე წერია, შეაჩერეთ გონება და დაუჯერეთ ვედებს.
თუკი წერილ არს, რომ კაცის კვლა სწორია, ესე იგი ასეცაა. თუკი
ამბობთ: `არა, ჩემი ცნობიერება სხვა რამეს მეუბნება,~ არაფერი გამოვა. რა
წამსაც იჯერებთ, რომ რომელიმე წიგნი მარადისი სიტყვაა და წმინდაა, იმ
121
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
წამსვე კარგავთ კითხვის დასმის უფლებას. ჩემთვის გაუგებარია, როგორ
შეიძლება გჯეროდეთ ბიბლიის და ამბობდეთ: `რა მშვენიერი სიტყვებია,
რა მართალი და კარგი!~ რადგან თუკი გწამთ ბიბლიის, როგორც ღვთის
სიტყვის, მაშინ საერთოდ არ გაქვთ მსჯელობის უფლება. იწყებთ თუ
არა მსჯელობას, თქვენ ფიქრობთ, რომ ბიბლიაზე მაღლა დგახართ. ასეთ
შემთხვევაში კი რაში გჭირდებათ ბიბლია? ქურუმები ამბობენ: `ჩვენ უარს
ვამბობთ, შედარება მოვახდინოთ თქვენს, ან ვინმე სხვის ბიბლიასთან. შედარებას
აზრი არა აქვს, რადგან ავტორიტეტი მხოლოდ ვედებია . მორჩა და
გათავდა. თუკი ფიქრობთ, რომ რაიმე ცუდია, წადით და მოიძიეთ ვედებში
ის, რაც კარგია.~
უპანიშადებს ამის სჯერა, მაგრამ უფრო მაღალი საზომიც აქვს. ერთის
მხრივ მას არ სურს შეელიოს ვედებს , მეორეს მხრივ კი მისთვის ნათელია,
რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვა და ქურუმები ყველას ძარცვავენ.
უპანიშადებისა და ვედების ფსიქოლოგია ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
მათ შორის მთელი სხვაობა სულის ბუნების ფილოსოფიაშია.
აქვს თუ არა მას სხეული და გონება? ანდა რა არის გონება, მხოლოდ და
მხოლოდ ნერვების გროვა, მოტორული და სენსორული ნერვები და მეტი
არაფერი? არავის ეჭვიც არ ეპარება, რომ ფსიქოლოგია სრულყოფილი
მეცნიერებაა. აქ შეუძლებელია რაიმე სხვაობას ჰქონდეს ადგილი. მთელი
უთანხმოება ფილოსოფიური ხასიათისაა – როგორია სულის, ან ღმერთის
ბუნება და ა.შ.
ქურუმებსა და უპანიშადებს შორის კიდევ ერთი სხვაობაა: განუდექი, მოგვიწოდებს
უპანიშადები . ამით გამოიცდება ყოველივე. განუდექი ყოველს.
ყოველგვარ ჩვენს დაბნეულობას შემოქმედებითი უნარი იწვევს. გონის
ბუნება სიმშვიდეა. რა წამს შეძლებთ მის დამშვიდებას, მყისვე ეზიარებით
ჭეშმარიტებას. რა არ ასვენებს გონს? _ ფანტაზია, შემოქმედების უნარი.
შეაჩერეთ შემოქმედება და შეიტყობთ ჭეშმარიტებას. მას მაშინ იხილავთ,
როცა შემოქმედების უნარს მთლიანად შეაჩერებთ.
მეორეს მხრივ, ქურუმები მთლიანად შემოქმედებას ემხრობიან. წარმოიდგინეთ
სიცოცხლის რაიმე ისეთი სახეობა, შემოქმედებით უნარს სრულიად
მოკლებული რომ იყოს. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ხალხს სტაბილური
საზოგადოების შექმნის რაიმე გეგმა სჭირდებოდა და მანაც მკაცრი შერ-
ჩევის წესი აირჩია. მაგალითად ბრმებსა და ხეიბრებს აკრძალული აქვთ
დაოჯახება. ამის შედეგად ინდოეთში ბევრად ნაკლებ დეფექიან ადამიანს
შეხვდებით, ვიდრე მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყანაში. აქ ძალიან იშვიათია
ეპილეფსია და სიგიჟე. ეს პირდაპირი შერჩევის შედეგია. `დაე
ასეთები განდეგილები გახდნენ,~ ამბობენ ქურუმები, მაგრამ მეორეს მხრივ
აი, რას ქადაგებს უპანიშადები: `არავითარ შემთხვევაში! საკურთხეველზე
მიწის საუკეთესო, ყველაზე ხალასი და მშვენიერი ყვავილები უნდა დაიდოს.
122
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ჭეშმარიტებისთვის ძლიერებმა და ახალგაზრდებმა, საღი გონებისა და სხეულის
მქონე ადამიანებმა უნდა იბრძოლონ.~
როგორც გითხარით, მთელი ამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად
ქურუმებმა უკვე მოახერხეს ცალკე კასტად ჩამოყალიბება. რიგით მეორე
კასტა ხელმწიფეთა კასტაა. . . . მთელი უპანიშადების ფილოსოფია
ქურუმების კი არა, მეფეების გონების ნაყოფია. ყოველ რელიგიურ დაპირისპირებაში
ეკონომიური ბრძოლა იმალება. თუმცა ადამიანად წოდებულ
ცხოველს მცირე რელიგიური გავლენებიც ახასიათებს, მის ცხოვრებას ეკონომიკა
წარმართავს. ინდივიდებს შეიძლება სხვა რამეც ამოძრავებდეს, მაგრამ
ხალხის მასებს ეკონომიური მოსაზრების გარეშე ნაბიჯიც არასოდეს
გადაუდგამს. შეიძლება იქადაგო რელიგია, რომელიც სულაც არ არის
ყოველმხრივ სრულყოფილი, მაგრამ თუ იგი ეკონომიურად გამართლებული
იქნება და საკმაოდ გულმხურვალე მომხრეებიც ეყოლება, მთელი ქვეყანა
იწამებს...
ნებისმიერ რელიგიას, რომელიც იმარჯვებს, ეკონომიკური მნიშვნელობაც
აქვს. შეიძლება ერთმანეთის მსგავსი ათასობით სექტა იბრძოდეს ძალაუფლებისთვის,
მაგრამ მას მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც რეალურ ეკონომიკურ
პრობლემებს გადაწყვეტს. ადამიანს მუცელი მართავს. როცა ის მიდის,
მუცელი წინ მიუძღვის, თავი კი უკან მიჩანჩალებს. ნუთუ არ შეგიმჩნევიათ?
დიდი დრო გაივლის, სანამ თავი წინ სიარულს ისწავლის. როცა ადამიანი
სამოცი წლის ასაკს უახლოვდება, მას სიკვდილი უხმობს. მთელი სიცოცხლე
ზმანებაა და მას მხოლოდ მაშინ აღწევ თავს, როცა ყველაფერს
ისე ხედავ, როგორც არის. სანამ მთლიანად მუცელი გმართავს, არაფერი გი-
ჭირს. როცა ბავშვური ოცნებები იფანტება და საგანთა ნამდვილი ბუნების
გარჩევას იწყებ, საქმეში თავიც ერთვება. მხოლოდ მაშინ, როცა წინ თავი
მიგიძღვის, გადიხარ მიღმა.
უპანიშადების რელიგიის გავრცელება ძნელი ამოცანა გახლდათ. ეკონომიური
მოტივი მასში ძალზე უმნიშვნელო იყო, მაგრამ დიდი იყო ალტრუიზმის
ძალა...
უპანიშადების სამფლობელო ძალიან პატარა გახლდათ, მაგრამ ის შეამჩნიეს
მეფეებმა, რომელთა ხელშიც იყო მთელი სამეფო ძალაუფლება. ამან
ბრძოლა . . . კიდევ უფრო გაამძაფრა. კულმინაციას მან ორი ათასი წლის
შემდეგ მიაღწია და ბუდიზმის სახით გამოიხატა. ბუდიზმის თესლი აქ,
მეფეებსა და ქურუმებს შორის მარტივ ბრძოლაში მარხია. ამ ბრძოლაში
მთელი რელიგია დაკნინდა. ერთ მხარეს რელიგიის გაღება სურდა მსხვერპლად,
მეორეს კი _ მსხვერპლშეწირვის, ვედური ღმერთების და ა.შ.
შენარჩუნება. ბუდიზმმა . . . დაამსხვრია მასების ბორკილები. ერთ წუთში
ყველა კასტა თუ აღმსარებლობა თანასწორი გახდა. ასე რომ, ინდოეთში
არსებობს დიადი რელიგიური იდეები, თუმცა ისინი ჯერ კიდევ საქადაგებე123
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ლია – სხვანაირად ვის რაში არგია...
კონსერვატორი ყველა ქვეყანაში ქურუმია. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი
ის, რომ ეს მისი ლუკმაპურია, მეორე კი ის, რომ ხალხის გარეშე მას გზა
არა აქვს. ყველა ქურუმი ძლიერი არ არის. თუ ხალხი მოითხოვს, `ორი
ათას ღმერთზე გვიქადაგეო,~ ის ასეც მოიქცევა. ქურუმები იმ მრევლის
მსახურები არინ, რომელიც მათ ფულს უხდის. ღმერთი მათ არაფერს
უხდის. ასე რომ, სანამ ქურუმებს დასდებდეთ ბრალს, ყველაფერი თქვენს
თავს დააბრალეთ. თქვენ მხოლოდ იმ მთავრობას, რელიგიას და ქურუმებს
იმსახურებთ, რომელიც გყავთ და არა უკეთესს.
როგორც ხედავთ, ინდოეთში გრანდიოზული ბრძოლა გაჩაღდა, რომლის
ერთ-ერთი კულმინაციაც გიტაში გამოიხატა. როდესაც ინდოეთის გახლიჩვის
და ორ ჯგუფს შორის განაწილების საშიშროება გაჩნდა, მაშინ
გამოჩნდა ეს კაცი, კრიშნა. გიტაში ის ქურუმთა ცერემონიებისა და ფილოსოფიის
ხალხთან შერიგებას ცდილობს. კრიშნა, ისევე როგორც თქვენი
ქრისტე, ერთდროულად უყვართ და აღმერთებენ კიდეც. განსხვავება მხოლოდ
ეპოქებშია. ჰინდუები ისევე აღნიშნავენ კრიშნას დაბადების დღეს,
როგორც თქვენ ქრისტესას აღნიშნავთ. კრიშნა ხუთი ათასი წლის წინ
ცხოვრობდა და მისი ცხოვრება სავსეა სასწაულებით, რომელთაგან ზოგიერთი
ძალიან წააგავს ქრისტეს სასწაულებს. ბავშვი ციხეში დაიბადა.
მამამ იგი გააპარა და მწყემსებთან დამალა. ბრძანების მიხედვით იმ წელს
დაბადებული ყველა ბავშვი მოკლეს. განგების ნებით მისი სიცოცხლე მკვლელობით
დასრულდა.
კრიშნა დაოჯახებული კაცი იყო. მის შესახებ ათასობით წიგნია დაწერილი.
მე ეს წიგნები დიდად არ მაინტერესებს. როგორ გითხრათ... ჰინდუებს
ზღაპრების შეთხზვა კარგად ეხერხებათ. თუ ქრისტიანი მისიონერი მათ
ბიბლიიდან ერთ ზღაპარს მოუყვება, ისინი მას ოც ზღაპარს მოუყვებიან. თუ
მათ ეტყვით, რომ ვეშაპმა გადაყლაპა იონა, ისინი გეტყვიან, რომ ვიღაცამ
სპილო გადაყლაპა. . . . ბავშვობიდანვე ჩამესმოდა კრიშნას ცხოვრების
ამბები. ეჭვი არაა, რომ ნამდვილად არსებობდა კაცი, სახელად კრიშნა
და გიტაც მოწმობს, რომ მან შესანიშნავი წიგნი დაგვიტოვა. როგორც
უკვე გითხარით, პიროვნების ხასიათის შეტყობა მის შესახებ შექმნილი
თქმულებების მიხედვით შეიძლება. თქმულებები მორთულობის ბუნებისაა.
მათში ყველაფერი ისეა დამუშავებული და შელამაზებული, რომ პერსონაჟის
ხასიათს მიესადაგოს. მაგალიად, ბუდა ავიღოთ. მისი ცენტრალური იდეა
მსხვერპლის გაღებაა. მასზე ათასობით ხალხური თქმულება არსებობს,
მაგრამ მსხვერპლის იდეა ყველა მათგანში გვხვდება. ლინკოლნის შესახებ
ათასობით ისტორია არსებობს, რომლებიც ამ დიდი ადამიანის გარკვეულ
თვისებებზე მიგვანიშნებს. ყველა თქმულების საფუძველზე შეგვიძლია
საერთო იდეას მივაკვლიოთ და გავიგოთ, რა იყო ამა თუ იმ პიროვნებისთ124
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ვის მთავარი. კრიშნას შემთხვევაში მთავარი მიუჯაჭველობის იდეაა. მას
არაფერი სჭირდება და არც არაფერი სურს. იგი შრომისთვის შრომობს.
`შრომისთვის იშრომეთ და თაყვანისცემითვის ეცით თაყვანი. აკეთეთ სიკეთე,
რადგან სიკეთის კეთება კარგია და ნურაფერს იკითხავთ.~ სწორედ
ეს უნდა იყოს ამ პიროვნებაში მთავარი. სხვაგვარად ყველა ეს იგავი მის
შესახებ მიუჯაჭველობის იდეის შემცველი არ იქნებოდა. გიტა ხომ მისი
ერთადერთი ქადაგება არ არის...
კრიშნა ყველაზე მთლიანი პიროვნებაა, ვიზეც კი მსმენია _ საოცრად განვითარებული
ტვინით, გულით და ხელით. მისი ცხოვრების ყოველი წამი
ქმედებითაა აღსავსე. ის იყო რაინდი, სწავლული, პოეტი. გიტასა და სხვა
წიგნებში მის შესახებ სწორედ ეს ჩინებული, ყოვლისმომცველი საქმიანობა
და გულისა და გონების თანხმიერება გვხვდება. მის ჯერარნახულ,
გასაოცარ გულს და ნატიფ მეტყველებას ქვეყნად ვერაფერი შეედრება.
შუძლებელია არ განგაცვიფროს მისი ღვაწლის მასშტაბმა. მისი ცხოვრებიდან
ხუთი ათასი წელია გასული, ის კი კვლავ შთააგონებს მილიონობით
ადამიანს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენა აქვს მას მთელს
მსოფლიოზე, იმისდა მიუხედავად, იცით თუ არა ეს თქვენ. მე მას მისი აბსოლუტურად
საღი აზროვნებისთვის ვცემ პატივს. ამ გონებისთვის უცხოა
გაუგებრობა და ყოველგვარი ცრურწმენა. მან ყველაფრის დანიშნულება
იცის და როცა ყოველივესთვის თავისი ადგილის მიჩენის დრო დგება, არ
ყოყმანობს. იმ ხალხმა, სულ რომ დადის, ლაპარაკობს, ვედების საიდუმლოს
შესახებ კითხვებს სვამს და ა.შ. არ იცის ჭეშმარიტება. ასეთები თაღლითებს
არაფრით ჯობიან. ვედებში ცრურწმენისა და უმეცრებისთვისაც
კი მოიძებნება ადგილი. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ყველაფერს თავისი
ადგილი მიუჩინო.
მარტო ეს გული რად ღირს! ის პირველი ადამიანია, რომელმაც ბუდამდე
ბევრად ადრე რელიგიის კარი საზოგადოების ყველა ფენას გაუღო. მერე
ეს გენიალური გონება! ეს წარმოუდგენლად ქმედითი ცხოვრება! ბუდა
მხოლოდ ერთ სფეროში მოღვაწეობდა – სწავლების სფეროში. მას არ
შეეძლო ერთდროულად ცოლ-შვილიც შეენახა და სულიერი მასწავლებელიც
გამხდარიყო. კრიშნა კი შუაგულ ბრძოლის ველზე ასწავლიდა.
~ის, ვინც ინტენსიურ საქმეში სიმშვიდეს ჰპოვებს, უდიდეს სიმშვიდეში კი
ინტენსიურ საქმიანობას, უდიდესი იოგია და ბრძენთაბრძენი.~ ასეთი ადამიანის
თავზე ყუმბარებიც რომ ცვიოდეს, მისთვის სულერთი იქნება. მაინც
მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელებს სიცოცხლისა და სიკვდილის
საკითხებზე საუბარს. ყოველი მოძღვარის ცხოვრება მისივე სწავლების
საუკეთესო კომენტარია. თუ გსურთ იცოდეთ, რა არის ნაგულისხმები ახალ
აღთქმაში, ჰკითხეთ, ვისაც გსურთ, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ და კიდევ
გადაიკითხოთ ოთხთავი და მის არსს მეუფის მიერ განვლილი ცხოვრების
125
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
შექზე ჩაწვდეთ. დიდი ადამიანებიც და ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენს
შორის ერთი განსხვავებაა _ ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენი სხეული ჩვენ
არ მოგვყვება. ჩვენი მოქმედება ჩვენსავე ფიქრთან ჰარმონიაში არ მოდის.
ჩვენს სიტყვებს არა აქვს იმ სიტყვათა ძალა, რომლებიც ვედებად იქცა. .
. . დიდ ადამიანთა სხეული კი ასრულებს ყველაფერს, რაც მათი აზრით
საჭიროა. როცა ისინი ამბობენ: `ვაკეთებ,~ სხეული აკეთებს. სხეული იდეალურ
მორჩილებაშია, მორჩა და გათავდა. თქვენ შეგიძლიათ ერთ წამში
გაიფიქროთ, რომ ღმერთი ხართ, მაგრამ ღმერთი ვერ გახდებით. აი, რაშია
სიძნელე. ისინი ხდებიან ის, რაც სურთ, ჩვენ კი ამას მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ
ვაღწევთ.
დღევანდელი საუბარი კრიშნასა და მის ეპოქას შეეხებოდა. მომდევნო ლექციაში
უფრო მეტს შევიტყობთ მისი წიგნის შესახებ.
გიტა
ლექცია მეორე
წაკითხული სან ფრანცისკოში, 1900 წლის 28 მაისს
გიტა მცირეოდენ შესავალს მოითხოვს. მოქმედება კურუკშეტრას
ველზე ხდება. ერთი და იგივე რასის ორი განშტოება ხუთი ათასი წლის
წინ ერთმანეთს ინდოეთის იმპერიას ეცილებოდა. პანდაველებს ჰქონდათ
უფლება, მაგრამ კაურავებს ჰქონდათ ძალა. პანდაველები ხუთი ძმანი იყვნენ
და ტყეში ცხოვრობდნენ. კრიშნა პანდაველთა მეგობარი გახლდათ. კაურავები
მათთვის ნემსის წვერის ოდენა მიწის მიცემასაც კი არ აპირებდნენ.
პირველი სცენა ბრძოლის ველზე იშლება. ორივე მხარე მის წინ თავის
ნათესავებსა და მეგობრებს ხედავს – ერთ მხარეს ერთი ძმა დამდგარა,
მეორე მხარეს – მეორე. ერთ მხარეს ბაბუა დგას, მეორე მხარეს _ შვილიშვილი.
. . . როდესაც არჯუნა3 მტრის ბანაკში საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს
გაარჩევს და გააცნობიერებს, რომ შეიძლება მათი დახოცვა მოუხდეს, გული
რეჩხს უყოფს და ბრძოლაზე უარს ამბობს. ასე იწყება გიტა .
ყოველი ჩვენგანისთვის ამსოფლიური სიცოცხლე გამუდმებული ბრძოლაა.
. . . ბევრჯერ ხდება, რომ საკუთარი სისუსტე და სილაჩრე მიმტევებლობად
და განდეგილობად გვინდა მოვნათლოთ. მათხოვრის განდეგილობის ფასი
კაპიკია. ფასი იმას აქვს, როცა თავს ის იკავებს, ვისაც დარტყმა შეუძლია;
3 იხ. განმ. თავი პირველი.
126
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
როცა ის ამბობს უარს, ვისაც აქვს. ყველამ ვიცით, რა ხშირად გვითქვამს
ბრძოლაზე უარი სიზარმაცისა და შიშის გამო და ვცდილვართ, საკუთარი
თავისთვის შთაგვეგონებინა, რომ ვაჟკაცურად მოვიქეცით.
გიტა ამ მეტად მნიშვნელოვანი სტროფით იწყება: `ფეხზე წამოდექ,
უფლისწულო! მოიშორე ეგ სულმდაბლობა, ეგ სისუსტე! წამოდექი და
იბრძოლე!~ შემდეგ არჯუნა კრიშნასთან შეკამათებას ცდილობს და მაღალმორალურ
აზრებს ახვავებს – რომ წინააღმდეგობის გაუწევლობა სჯობს
გაწევას და ა.შ. ცდილობს თავი გაიმართლოს, მაგრამ კრიშნას გაცურება
შეუძლებელია. ის უზენაესი პიროვნება, ანუ ღმერთია და ყველაფერს ხედავს.
ამ შემთხვევაში მიზეზი სისუსტეა. არჯუნა თავის ნათესავებს ხედავს
და მათზე ხელის აწევა არ ძალუძს. . . .
არჯუნას გულში მეტისმეტი მგრძნობიარობა და მოვალეობა ერთმანეთს
ებრძვის. რაც უფრო ვგავართ ცხოველებს, მით უფრო მეტად ვართ ჩაფლული
ემოციურობის ჭაობში. ჩვენ ამას სიყვარულს ვუწოდებთ? მაგრამ
ეს მხოლოდ თავის მოჯადოებაა. ცხოველებივით ემოციების ტყვეობაში
ვიმყოფებით. ძროხას შეუძლია თავი გაწიროს თავისი პირმშოსთვის. ეს
ყველა ცხოველს ძალუძს, მაგრამ ამით რა? პატარა ჩიტის ბრმა ემოციებს
სრულყოფილებისკენ არ მივყავართ. . . . ადამიანის მიზანი მარადიული
ცნობიერების მიღწევაა! იქ ემოციებს, სენტიმენტალურობას და სხვა
ისეთ რამეს, რაც გრძნობების4 საკუთრებაა, არაფერი ესაქმება. იქ მხოლოდ
პირველმიზეზის წმინდა გონის ნათელია. იქ ადამიანი სულად გარდაიქმნება.
ახლა კი არჯუნა ზედმეტი ემოციურობის ტყვეობაშია. იგი არ არის ის,
რაც უნდა იყოს – განგების მარადი ნათლით მოქმედი, საკუთარი თავის
მფლობი, გასხივოსნებული ბრძენი. ცხოველის ან ბავშვის მსგავსად ის
გულს აჰყოლია, თავს ასულელებინებს მას, გონებას კარგავს და ცდილობს
თავისი სისუსტე `სიყვარულით~ და სხვა ლამაზი სიტყვებით შენიღბოს.
კრიშნა ყველაფერს ხედავს. არჯუნა ასე თუ ისე ნასწავლი კაცივით
ლაპარაკობს და უამრავ არგუმენტს იშველიებს, თუმცა ამავე დროს სისულელეს
როშავს.
`ბრძენი არ წუხს არც ცოცხლებზე და არც მკვდრებზე,~ მოუჭრის
მას კრიშნა: `ვერც შენ და ვერც მე ვერ მოვკვდებით. არ ყოფილა ისეთი
დრო, როცა ჩვენ არ ვარსებობდით. ასეთი დრო არც არასოდეს დადგება.
როგორც ამ ცხოვრებაში გაივლის ადამიანი ჯერ ბავშვობას, შემდეგ კი
ახალგაზრდობას და სიბერეს, ისე სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ სხვაგვარ
სხეულში გადადის. რისთვის უნდა წუხდეს ბრძენი? რამ შვა ის
ემოციურობა, ასე რომ დაუმონებიხარ? მხოლოდ გრძნობებმა. `სიცოცხლის
ყველა თვისება გრძნობების შეხებით ჩნდება. სითბო და სიცივე, სიამოვნება
4 ფიზიკური აღქმის ხუთი საშუალება: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოს შეგრძნება.
127
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
და ტკივილი ჩნდება და ისევ ქრება ხოლმე.~ ახლა რომ უბედურია ადამიანი,
ცოტა ხანში თავს ბედნიერად გრძნობს. ფაქტიურად მას არ ძალუძს
სულის ბუნება განიცადოს. . . .
`არსებობა ვერასდროს იქნება არარსებობა და ვერც არარსებული იარსებებს
ოდესმე. . . . ამიტომ იცოდე, რომ იმას, რაც მთელ სამყაროს ავსებს,
არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი უცვლელია. არ არსებობს
არაფერი, რასაც ძალუძს შეცვალოს შეუცვლელი და თუმცა სხეული
იბადება და კვდება, მას, ვინც მასში ცხოვრობს, არც დასაწყისი აქვს, არც
დასასრული.~
თუკი ეს იცი, წამოდექი და იბრძოლე! არც ერთი ნაბიჯი უკან! აი, რა
არის დედააზრი. . . . რაც არ უნდა შეგემთხვეს, იბრძოლე. ქვეყანაც
რომ დაიქცეს, მთელი მსოფლიოც რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს, მაინც
იბრძოლე! სიკვდილი მხოლოდ სამოსის გამოცვლას ნიშნავს. რას კარგავ?
ამიტომ იბრძოლე! ლაჩრობით ვის რა მოუგია. . . . უკან დახევით უბედურებას
ვერ აიცილებ. ყველა ღმერთს ერთად რომ მოუხმო, უბედურება
მაინც არ აგცდება. ინდოეთის მასები სამოც მილიონ ღმერთს ევედრებიან,
მაგრამ მაინც იხოცებიან. სად არიან ის ღმერთები? . . . ღმერთები მაშინ
მოდიან საშველად, როცა მიზანს აღწევ. მაშ რა აზრი აქვს სიკვდილთან
დამალობანას თამაშს? . . . ეს ქედის მოხრა ცრურწმენების წინაშე, საკუთარი
სურვილებისთვის თავის მიყიდვა შენ არ შეგშვენის სულო ჩემო.
შენ დაბადების და სიკვდილის მიღმა ხარ, მარადისი. და რადგან უკვდავი
სული ხარ, არ შეგშვენის მონობა. . . . აღსდექ! გაიღვიძე! წამოდექი და
იბრძოლე! მოკვდი, თუ საჭიროა. ვერავინ გიშველის. თვითონ ხარ მთელი
სამყარო და ვინ უნდა გიშველოს?
`მიუწყვდომელია არსება ადამიანის გრძნობებისთვის დაბადებამდე და
სიკვდილის შემდეგ. მხოლოდ ამათ შორის არის იგი ხილული. მითხარ, რაა
სადარდებელი?~
`გონების თვალით ერთნი ჭვრეტენ მას, ვით სასწაულს
სხვანი აღწერენ, გამოთქმა სურთ რა სასწაულის;
ზოგნი ისმენენ, თუმც გაგება მისი არ ძალუძთ,
რადგან არავინ მას არ იცნობს, არ ესმის სულის!~ [2.29]
ხოლო თუ ფიქრობ, რომ ამ კაცის კვლა ცოდვაა, შენი საკუთარი
კასტის პოზიციიდან შეხედე ამ ყველაფერს.
`ხვეჭა, ზარალი, ძლევა და მარცხი, სიტკბო-სიმწარე მიგაჩნდეს არად!
წადი , ბრძოლისთვის იბრძოლე მხოლოდ , ეს დაგიდგება ცოდვის წინ ფარად.~
[2.38.]
128
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ასე იწყება გიტას კიდევ ერთი უჩვეულო კონცეფცია _ მიუჯაჭველობის
დოქტრინა. ჩვენ უნდა ავიტანოთ ჩვენივე მოქმედების შედეგები, რადგან მათ
მივეჯაჭვეთ. . . . `მხოლოდ იმას, რაც კეთდება, როგორც მოვალეობა, და
რაც კეთდება მხოლოდ მოვალეობის გამო, . . . შეუძლია აგვხსნას კარმის
ბორკილები.~ `შეუძლებელია ასეთი საქმის კეთება ზედმეტი მოგივიდეს.~
. . . `სულ მცირე ასეთ ღვაწლსაც კი ძალუძს ადამიანი დაბადებისა და
გარდაცვალების საშინელი წრებრუნვისგან იხსნას.~
`იცოდე, არჯუნა, რომ მხოლოდ ყურადღებამოკრებილ გონებას შეუ-
ძლია მიზნის მიღწევა. ათასი რამით გატაცებული გონება ენერგიას ფანტავს.
ზოგი მჭერმეტყველებითაა გართული და ჰგონია, რომ ვედების იქით
აღარაფერი არსებობს. ასეთებს სამოთხეში მოხვედრა სურთ. მათ უნდათ,
ვედების ძალით ყოველივე კარგი მოიპოვონ და ამისათვის მსხვერპლს სწირავენ.~
სანამ მატერიალისტურ ზრახვებს არ მიატოვებენ, ისინი ვერასოდეს
გაიმარჯვებენ სულიერ გზაზე.
ეს კიდევ ერთი დიდი გაკვეთილია. ვერასოდეს მოვიპოვებთ სულიერებას,
სანამ ყოველგვარ მატერიალისტურ ზრახვას არ უარვყოფთ. . . .
რა ყრია გრძნობებში? გრძნობები გვატყუებს. ხალხს სურს ისინი სიკვდილის
შემდეგაც კი შეინარჩუნოს სამოთხეში – წყვილი თვალი, ცხვირი...
ზოგს წარმოუდგენია, რომ იქ უფრო მეტი ორგანო ექნება, ვიდრე აქ აქვს.
მათ სურთ, ტახზე ფეხმორთხმულ ღმერთს უცქირონ დაუსრულებლად –
ღმერთის მატერიალურ სხეულს. . . . ასეთ ადამიანები საჭმელ-სასმელსა
და ხორციელ ტკბობაზე ოცნებობენ. მათი ოცნება მატერიალური არსებობის
გაგარძელებაა. ადამიანს არ შეუძლია ამ ცხოვრების მიღმა გაიხედოს. სხეულისთვის
ეს ცხოვრება ყველაფერია. `ასეთ კაცს არ ძალუძს გონების
მოკრება, რასაც განთავისუფლებამდე მივყავართ.~
`ვედები მხოლოდ იმას გვასწავლის, რაც სამ გუნას5 _ სატვას,
რაჯასს და ტამასს ეკუთვნის.~ მხოლოდ იმას, რაც ბუნებაშია. ხალხს არ
შეუძლია ისეთ რამეზე იფიქროს, რასაც მიწაზე ვერ ხედავს. სამოთხეზე
თუ ლაპარაკობენ, ტახტზე წამომჯდარ მეფეზე ფიქრობენ, რომლის ირგვლივ
ხალხი საკმეველს აკმევს. ეს მხოლოდ ბუნებაა და არაფერი ბუნების
გარდა. `გასცდი ბუნებას, არსებობის ორმაგობას, გასცდი შენს საკუთარ
ცნობიერებას. ნურაფერზე იდარდებ, ნურც სიკეთეზე და ნურც ბოროტებაზე.~
ჩვენ ჩვენი თავი სხეულთან გავაიგივეთ და ახლა მხოლოდ სხეული
ვართ, უფრო სწორად სხეულს ვეკუთვნით. თუ მიჩქმეტთ, ვიყვირებ.
მაგრამ ეს სისულელეა, რადგან მე სული ვარ. ტანჯვის, წარმოსახვის,
ცხოველების, ღმერთების თუ დემონების მთელი ეს ბორკილი – მთელი
სამყარო საკუთარი თავის სხეულთან გაიგივებიდან მოდის. მე სული ვარ.
5 იხ. განმ. 2.45.
129
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
რატომ უნდა ვიყვირო, თუ მიბწკენენ? . . . ნახეთ, როგორი მონობაა. არ
შეგრცხვათ? ჩვენ ხომ რელიგიური ადამიანები ვართ! ფილოსოფოსები!
ბრძენები! ღმერთმა დაგვლოცოს!.. რანი ვართ სინამდვილეში? ჭკუას გადამცდარი
მოსიარულე ჯოჯოხეთები – აი რა ვართ.
არ ძალგვიძს ხორცზე ფიქრს მოვეშვათ. მიწას ვართ მიჯაჭვული.
. . . ჩვენი აზრები ჩვენი საფლავებია. სხეულს რომ ვტოვებთ, ეს აზრები
უზარმაზარი ძალით გვიჭერს.
ვის შეუძლია იშრომოს სრულიად მიუჯაჭველად? აი ნამდვილი
კითხვა. ასეთი კაცი წარმატებაშიც და მარცხშიც ერთნაირია და მთელი
მისი ცხოვრების საქმეც რომ ერთ წამში გაცამტვერდეს, გული ერთხელაც
არ შეუტოკდება. `ასეთია ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს
და შედეგზე არ ზრუნავს. ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის
ტკივილს და თავისუფლდება.~ შემდეგ ის ხედავს, რომ მიჯაჭვულობა
მხოლოდ მოლანდებაა, რომ სული ვერასოდეს იქნება მიჯაჭვული და
წერილებსა6 და მოძღვრებებს მიღმა გადის. რას უნდა ელოდეს წიგნებსა
და ფოლიანტებში ჩაფლული, თავგზააბნეული გონება? ერთი წიგნი ერთს
ამბობს, მეორე კი სულ სხვას... რომელ წიგნს აირჩევ? დარჩი მარტო!
დაინახე საკუთარი სულის მშვენიერება და ის, რომ უნდა იშრომო. ასე
შეიძენ მტკიცე ნებისყოფას.
არჯუნას აინტერესებს, `ვინ არის მტკიცე ნების მქონე ადამიანი.~
კრიშნა მიუგებს: `ის, ვინც მიატოვა ყოველგვარი სურვილი, ვისაც არ სურს
არაფერი, არც თვით ეს ცხოვრება, არც თავისუფლება, არც ღმერთები, არც
შრომა ან რაიმე სხვა. ის, ვინც სრულიად კმაყოფილია და სურვილები აღარ
აწუხებს.~ ასეთმა კაცმა ნახა სულის მშვენიერება და მიხვდა, რომ მთელი
სამყარო _ ღმერთებიც და სამოთხეც . . . თვით მასშია. ამის შემდეგ
ღმერთები ქრებიან. ქრება სიკვდილიც და სიცოცხლეც. ყველაფერი იცვლება.
`გასხივოსნებულს მას უწოდებენ, ვისი ნებაც მტკიცეა, ვის გონებასაც
ვერ ამღვრევს ტანჯვა, ვისაც არ სურს ბედნიერება და ვინც თავისუფალია
ყოველგვარი მიჯაჭვულობისგან, შიშისგან და რისხვისაგან...
როგორც კუ შეიკეცავს ხოლმე ფეხებს და რაც არ უნდა დააძალოთ, არ
გამოყოფს, ისე მალავს ბრძენიც გრძნობის ორგანოებს და ვერაფერი აი-
ძულებს, გამოაჩინოს. ვერაფერი შეარყევს მას, ვერც ცდუნება და ვერც
რაიმე სხვა. მთელი სამყაროც რომ თავზე დაემხოს, გონება ოდნავადაც არ
აემღვრევა.
ამას მოსდევს ძალზე მნიშვნელოვანი კითხვა. ზოგჯერ ადამიანები დიდ
6 ჰინდურ ლიტერატურაში `წერილებით,~ როგორც წესი `ვედები~ იგულისხმება, თუმცა
ვივეკანანდა არა მხოლოდ ინდოელ საზოგადოებას მიმართავს, ამიტომ გამორიცხული არაა,
აქ ამ სიტყვას ზოგადად `რელიგიური განაწესის~ მნიშვნელობით იყენებდეს. (`ვედები~, იხ.
განმ. 2.45.)
130
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ხანს მარხულობენ. . . . ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე
იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი
ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან,
მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც
თავს იგვემს. . . . მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ,
არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს,
რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია
მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება
მტკიცე.
თვალს რომ ვახელ, თუკი რამეა ჩემს გარშემო, უნდა დავინახო. ვერაფერს
ვიზამ, გონება გრძნობებს მისდევს. ახლა გრძნობებმა უნდა შეწყვიტონ
ბუნებაზე რეაგირება.
`სადაც გრძნობებს მიჯაჭვული ქვეყნიერებისთვის ღამეა, სწორედ იქ ფხიზლობს
თავის მფლობი ადამიანი. სწორედ ისაა მისთვის დღე. . . . ხოლო
სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.~ სად ღვიძავს ქვეყნიერებას?
– გრძნობებში. ადამიანებს სურთ ჭამონ, სვან და შვილები გააჩინონ,
მაგრამ შემდეგ ძაღლური სიკვდილით კვდებიან. . . . გრძნობებისთვის
მათ ყოველთვის ღვიძავთ. მათი რელიგიაც კი ამას ემსახურება. ისინი იმ
ღმერთს იგონებენ, რომელიც უფრო მეტი ქალის და ფულის შოვნაში, მეტი
შვილის ყოლაში დაეხმარება და არა იმ ღმერთს, რომელიც მათ უფრო
ღვთის მსგავსს გახდის! `სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.
მაგრამ სადაც უმეცრები იძინებენ, იქ ბრძენი ფხიზლობს~ _ ნათლის
საუფლოში, სადაც ადამიანი თავს ჩიტად, ცხოველად ან სხეულად კი არ
მიიჩნევს, არამედ უსასრულო და უკვდავ, მარადიულ სულად.
სწორედ აქ, სადაც უმეცრებს სძინავთ, სადაც მათ არც დრო ჰყოფნით
და არც გაგების უნარი შესწევთ, ღვიძავს ბრძენს. აქ არის მისთვის დღის
სინათლე.
`ამქვეყნად ყველა მდინარე მუდამჟამს ოკეანეში ჩაედინება, მაგრამ ის,
დიდი და დიდებული, მუდამ უცვლელი რჩება. ასევე მოაქვთ ბრძენთან აღქმის
ორგანოებს შეგრძნებები; და მაინც მისმა გულმა, მსგავსად ოკეანისა,
არ იცის, რაა შიში და შფოთვა.~ დაე უბედურება მილიონობით მდინარედ
მოედინებოდეს, ბედნიერება კი მხოლოდ ასობით შენაკადად! მე არც უბედურების
მონა ვარ და არც ბედნიერების!
131
სგვაიმიტ ვიავეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ლექცია მესამე
წაკითხული სან ფრანცისკოში 1900 წლის 29 მაისს
არჯუნა კითხულობს: `ეს წუთია მოქმედება მირჩიე, თან კი ბრაჰმას, უზენაესი
ფორმის ცოდნას ქადაგებ. კრიშნა, თუკი ფიქრობ, რომ ცოდნა ჯობს
მოქმედებას, რად მირჩევ, ვიმოქმედო?~
შრი კრიშნა მიუგებს: `ძველი დროიდან ჩვენამდე ამ ორმა სისტემამ მოაღწია.
სანქჰიას ფილოსოფოსები ცოდნის თეორიას სწევენ წინ, იოგები კი
_ შრომისას. მაგრამ საქმის მიტოვებით ვერავინ მოიპოვებს სიმშვიდეს.
ამქვეყნად წამითაც კი ვერავინ შეწყვეტს მოქმედებას, ბუნების თვისებები
(გუნები) მაინც აიძულებს, იმოქმედოს. ის, ვინც საქმეებს თავს ანებებს,
მაგრამ მაინც მათზე ფიქრობს, ვერაფერს მიაღწევს, გარდა პირმოთნეობისა.
ასეთ კაცს ბევრად ჯობს ის, ვინც გრძნობის ორგანოებს გონების ძალით
თანდათანობით იმორჩილებს და შრომაში აბამს. ამიტომ იშრომე.~ . . .
`რომც ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რომ ქვეყნად არავითარი მოვალეობა არ
გაქვს და რომ თავისუფალი ხარ, მაინც უნდა იმოქმედო სხვების საკეთილდღეოდ.
რადგან რასაც დიდებული ჩადის, ჩვეულებრივი ხალხიც
იმას იმეორებს. თუკი დიდი ადამიანი, სულის სიმშვიდე და თავისუფლება
რომ მოუპოვებია, შრომას თავს დაანებებს, მისი წაბაძვით ცოდნისა და
თავისუფლების უქონელი ადამიანებიც იგივეს იზამენ და ქვეყნად ქაოსი
გამეფდება.~
`ნახე, არჯუნა, არაფერია ქვეყნად ისეთი, მე რომ არ მქონდეს, ან ისეთი,
შეძენა რომ მსურდეს და მაინც ვშრომობ. ერთი წამითაც რომ შემეწყვიტა
მუშაობა, მთელი სამყარო დაიღუპებოდა.~
`დაე მცოდნემაც აკეთოს ის, რასაც უმეცარი ნაყოფის, სარგებლის სურვილით
აკეთებს, ოღონდ აკეთოს მიუჯაჭველმა, სარგებლის სურვილისგან
თავისუფალმა.~
მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ
დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი. ეს მეტად საყურადღებო
აზრია. ინდოეთში მან სრულყოფილებას მიაღწია. ამიტომაა,
ხშირად ტაძრებში ხატების წინაშე დამხობილ დიდ ფილოსოფოსებს რომ
ვხვდებით. ეს პირფერობა არ არის.
შემდეგ კრიშნა ამბობს: `ისინიც კი, ვინც სხვა ღვთაებას ეთაყვანება, სინამდვილეში
მე მომაგებს თაყვანს.~ როგორ ფიქრობთ, გაბრაზდება ღმერთი, სხვა
სახელი რომ უწოდოთ? ასე რომ იყოს, ის ღმერთიც არ იქნებოდა! რატომ
არ გესმით, რომ ღმერთი ის არის, რაც ადამიანის გულშია – თუნდაც ქვას
სცემდეს თაყვანს! რა არის გაუგებარი?!
132
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ყველაფერს უფრო ნათლად მაშინ დავინახავთ, როცა იმ აზრისგან გავთავისუფლდებით,
რომ რელიგიის აზრი დოქტრინებშია. რელიგიის ერთ-ერთი
გაგება იმას ეფუძნება, რომ მთელი სამყარო იმიტომ გაჩნდა, რომ ადამმა
ვაშლი შეჭამა და რომ გამოსავალი არ არსებობს, თუ იესო ქრისტეს, ერთი
კონკრეტული კაცის სიკვდილს არ ვირწმუნებთ! მაგრამ ინდოეთში რელიგიის
სულ სხვა გაგებაა. იქ რელიგია განხორციელებას7 ნიშნავს და სხვა
არაფერს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რითი მიუახლოვდება მიზანს, ოთხცხენიანი
ეტლით, ელექტრო მანქანით თუ მიწაზე ხოხვით. მიზანი იგივე
რჩება. ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაექცნენ საშინელი ღმერთის
რისხვას, ჰინდუთა საფიქრალი კი ისაა, როგორ გახდნენ ისინი, რაც სინამდვილეში
არიან, როგორ დაიბრუნონ დაკარგული თავისთავადობა.
გაცნობიერებული გაქვთ, რომ სული ხართ? როდესაც ამბობთ, `ვაცნობიერებ,~
რას გულისხმობთ, ამ ხორცის ნაჭერს, სხეული რომ ეწოდება თუ სულს
– უსასრულოს, მარად კურთხეულს, უკვდავს და ნათელს?
შეიძლება უდიდესი ფილოსოფოსი იყოთ, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ სხეული
ხართ, მაშინ თქვენ არაფრით ჯობიხართ იმ ჭიას, თქვენს ფერხთით რომ
დახოხავს. გამართლება არ გაქვთ! მით უარესი თქვენთვის, თუ ყველანაირ
ფილოსოფიას იცნობთ და მაინც ფიქრობთ, რომ სხეული ხართ! მუცელღმერთები,
აი, რა ხართ სინამდვილეში! და ამას უწოდებთ რელიგიას?
რელიგია სულის სულად გაცნობიერებაა. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? სრულიად
საპირისპიროს – სულს ვაცნობიერებთ, როგორც მატერიას. უკვდავი
ღმერთისგან ჩვენ სიკვდილი და მატერია გამოვჩორკნეთ, უსიცოცხლო,
ჩლუნგი მატერიისგან კი – სული. . . .
თუ ბრაჰმანს თავდაყირა ან ცალ ფეხზე დგომით, ან სულაც ხუთი ათასი
ღმერთის თაყვანისცემით შეიცნობთ, ღმერთმა შეგარგოთ! . . . როგორც
გნებავთ, ისე შეიცანით! არავის აქვს უფლება, დაგძრახოთ. ამიტომ, ამბობს
კრიშნა, თქვენი მეთოდი უკეთესიც რომ იყოს, მაინც არ გაქვთ იმის თქმის
უფლება, რომ ვინმეს გზა ცუდია. მნიშვნელობა არ აქვს, რაოდენ საშინელია
იგი.
ისევ და ისევ, უნდა გავიგოთ, რომ რელიგია ზრდაა და არა სულელური
სიტყვების რახარუხი. ორი ათასი წლის წინ ადამიანმა ღმერთი იხილა.
მოსემ იხილა ღმერთი ცეცხლმოკიდებულ ბუჩქში. პირადად თქვენ გიშველათ
მოსეს საქციელმა? ვინც არ უნდა იხილოს ღმერთი, ეს თქვენ ვერაფრით
გიშველით, გარდა იმისა, რომ შეიძლება შთაგაგონოთ და იგივე
საქციელისკენ გიბიძგოთ. ესაა ძველთაძველი მაგალითების მთელი ღირსება,
სხვა არაფერი. ეს მხოლოდ გზის მაჩვენებელი ნიშნებია. ერთი ადამიანის
ჭამა მეორეს ვერ დაანაყრებს. ერთმა რომ ღმერთი იხილოს, მეორეს ეს
7 ინგლ. რეალიზატიონ.
133
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ვერ უშველის. თქვენ თვითონ უნდა ნახოთ ღმერთი. რა აზრი აქვს ხალხის
კამათს ღმერთის ბუნების შესახებ – `სამი თავი აქვს ერთ ტანზე თუ
ექვსი თავი სამ ტანზე~... გინახავთ ღმერთი? – არა. . . . მათ არც კი
სჯერათ, რომ ოდესმე ნახავენ მას. რა სულელები ვართ მოკვდავნი! ნამდვილი
შეშლილები!
ინდოეთში ტრადიციად ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ თუ ღმერთი არსებობს,
ის შენი ან ჩემი ღმერთი უნდა იყოს. ვის ეკუთვნის მზე? თქვენ
ამბობთ, რომ ბიძია სემი ყველას ბიძიაა. თუ ღმერთი არსებობს, მისი ნახვაც
უნდა შეგეძლოთ. თუ არა და არ არსებულა.
ყველას ჰგონია, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა. ძალიან კარგი! ოღონდ
გახსოვდეთ, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვისაა საუკეთესო. საჭმელი,
რომელსაც ერთი ადამიანი ვერ ინელებს, სხვისთვის შეიძლება სულ ადვილი
მოსანელებელი იყოს. იმის გამო, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვის კარგია,
ნუ გეგონებათ, რომ ის ყველას გამოადგება. რომ ჯეკის პალტო ჯონსაც
და მერისაც მოერგება. ყველა გაუნათლებელი, უკულტურო და აზროვნებას
მიუჩვეველი კაცი და ქალი ამ ერთ სწორ პალტოში გამოაწყვეს! თქვენ
თვითონ იაზროვნეთ! გახდით ათეისტები, მატერიალისტები! ასე უფრო
აჯობებს. გაავარჯიშეთ გონება! . . . რა უფლება გაქვთ თქვათ, რომ
ვინმეს მეთოდი არასწორია? ის შეიძლება თქვენთვის იყოს არასწორი. ანუ
თუ სხვის მეთოდს გადაიღებთ, დაიღუპებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ის სხვაც დაიღუპება. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თუ ცოდნა გაქვთ და
სხვის არასრულფასოვნებას ამჩნევთ, ნუ გაკიცხავთ. თუ შეგიძლიათ, დაეშვით
მის დონემდე და დაეხმარეთ. ის უნდა განვითარდეს. მე შემიძლია ხუთ
საათში ხუთი გოდორი ცოდნა ჩავუდო მას თავში, მაგრამ ამით რა გამოვა?
– ცოტა უფრო უარესი გახდება, ვიდრე იყო.
საიდან ჩნდება საქმის ტყვეობა? იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი საქმით სულს
ვბოჭავთ. ჰინდური სისტემის მიხედვით ორი სინამდვილე არსებობს: ბუნება
და სული, ანუ ატმანი .8 სიტყვა ბუნება მხოლოდ ამ გარეგან სამყაროს კი
არ გულისხმობს, არამედ ჩვენს სხეულს, გონებას, ნებას და იმასაც კი, რასაც
ჩვენ `მე~-ს ვუწოდებთ. ყოველივე ამის მიღმაა უსასრულო სიცოცხლე
და სულის ნათელი – სული, ატმანი . . . . ამ ფილოსოფიის მიხედვით
სული ბუნებისგან სრულიად განცალკევებულია. ის ყოველთვის იყო და
ყოველთვის იქნება. . . . ის გონებასთანაც კი არასოდეს არასოდეს გაუიგივებიათ.
. . .
თავისთავად ცხადია, რომ გონებას მუდმივად კვებავს საჭმელი, რომელსაც
ვჭამთ. ეს მატერიაა. სული საჭმელთან ყოველგვარ კავშირზე მაღლა
დგას. მისთვის სულ ერთია, ჭამთ თუ არა, ფიქრობთ თუ არა, . . . ესეც
სულერთია. ის უსასრულო ნათელია. მისი სინათლე მუდამ ერთი და
8 ინდივიდუალური სული. იხ. განმ. 2.55.
134
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
იგივეა. სინათლეს რომ ლურჯი ან მწვანე მინა ააფაროთ, ამით მას არაფერი
მოუვა. მისი ფერი უცვლელი დარჩება. ეს ჩვენი გონება ცვლის და სხვადასხვაფრად
აფერადებს სინამდვილეს. რა წამსაც სული სხეულს ტოვებს,
ყველაფერი ნამსხვრევებად იქცევა.
ბუნებაში ერთადერთი რეალობა სულია. თავად რეალობა – სულის ნათელი
– სხეულის და გონების მეშვეობით დადის, ლაპარაკობს და მოქმედებს.
ენერგია, სული და სულის ნათელია ის, რაც სხვადასხვა გზით მატერიად
ხორციელდება. . . . სულია ყველაფრის _ ყოველი ჩვენი ფიქრისა
და ფიზიკური მოქმედების მიზეზი; და თუმცა თვითონ სიკეთისა თუ
ბოროტების, სიამოვნებისა თუ ტკივილის, სიცხისა თუ სიცივის _ ბუნების
ყველგვარი ორმაგობის მიღმაა, ყველაფერს ის ჰფენს ნათელს.
`ამიტომ, არჯუნა, ყოველი ქმედება ბუნებისმიერია; ბუნება . . . ჩვენს სხეულსა
და გონებაში თავისი კანონების მიხედვით მოქმედებს. ჩვენ კი თავს
ბუნებასთან ვაიგივებთ და ვამბობთ: `მე ვაკეთებ ამას.~ ასე გვხლართავს
ილუზია თავის ბადეში.~
ყოველთვის რაღაც გვაიძულებს, ვიმოქმედოთ. შიმშილი რომ მიპყრობს,
ჭამას ვიწყებ. ტანჯვა კიდევ უფრო უარესია – ნამდვილი მონობაა. ნამდვილი
`მე~ მარად თავისუფალია. რას შეუძლია ის აიძულოს, იმოქმედოს?
ის, რაც იტანჯება, ბუნესმიერია. მხოლოდ მაშინ ვამბობთ, `მე ვიტანჯები, მე
მისტერ ესა და ეს ვარ~ და მსგავს სისულელეებს, როცა თავს ბუნებასთან
ვაიგივებთ. მაგრამ ის, ვინც იცის ჭეშმარიტება, ყოველთვის განზე დგას
და არ ადარდებს, რას აკეთებს მისი სხეული. მაგრამ არ დაგავიწყდეთ,
რომ კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილი ილუზიის ტყვეობაში იმყოფება და
როცა რაიმე სიკეთეს ჩადის, ჰგონია, თვითონ გააკეთა რაღაც. ადამიანებს
ჯერ არ ძალუძთ უფრო მაღალ ფილოსოფიას ჩაწვდნენ. ნუ შურყევთ მათ
რწმენას! ისინი ბოროტებას გაურბიან და სიკეთეს აკეთებენ! დიდებული
აზრია! ღმერთმა შეარგოთ! . . . ისინი სიკეთის მუშაკები არიან. ადრე
თ უ გვიან იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ქვეყნად სიკეთის კეთებაზე უფრო
დიდი გამარჯვებაც არსებობს და საკუთარი საქმეების უბრალო მოწმეეები
გახდებიან. . . . თანდათან ყველაფერს მიხვდებიან. როცა ყველა
ბოროტებას გაექცევიან და ყველა სიკეთეს გააკეთებენ, მერე დაიწყებენ იმის
გაცნობიერებას, რომ ბუნების მიღმა არიან. რომ თვითონ არაფერს აკეთებენ,
რომ განზე დგანან და მხოლოდ . . . მოწმის როლი აქვთ. უბრალოდ დგანან
და თვალს ადევნებენ, როგორ წარმოქმნის ბუნება მთელ სამყაროს. . . .
შემდეგ კი ზურგს აქცევენ მას. `თავიდან არსებობა არსებობდა მხოლოდ,
სხვა არაფერი. მისგან შეიქმნა სხვა ყველაფერი.~
ისიც კი, ვინც იცის გზა, თავის ბუნებას ემორჩილება. ყველა საკუთარი
ბუნების მიხედვით მოქმედებს. არავის ძალუძს მის ზღვარს გადააბიჯოს.~
ატომი ვერ დაარღვევს კანონს. სულერთია, ფიზიკურია ატომი თუ ფსიქი135
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
კური, ის კანონს უნდა დაემორჩილოს. `რა აზრი აქვს გარეგან შეზღუდვას?~
რა ხდის ფასეულს ყოველივეს ამქვეყნად? არა სიამოვნება. არა საკუთრება.
გაიაზრეთ ყოველივე და მიხვდებით, რომ გამოცდილების გარდა არაფერს
აქვს იმხელა ძალა, რომ რაიმე გვასწავლოს. უმეტეს შემთხვევაში კი
გაჭირვება უკეთეს გამოცდილებას გვაძლევს, ვიდრე სიამოვნება. ზოგჯერ
ბუნება ცემით უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე მოფერებით. . . . შიმშილსაც
კი თავისი ადგილი და მნიშნელობა აქვს. . . .
კრიშნას აზრით ჩვენ ამქვეყნად პირველად მოვლენილი ახალი არსებები
არ ვართ. ჩვენი გონება ახალი გონება არ გახლავთ. . . . თანამედროვე
სამყაროში უკვე ყველამ იცის, რომ თითოეულ ბავშვში მთელი წარსულია
კოდირებული, თანაც არა მხოლოდ ადამიანური, არამედ მცენარეული სიცოცხლისაც
კი. მასშია რაც ყოფილა, რაც არის და ისიც, რაც მომავალში
იქნება. თითოეულ ადამიანს თავისი ბილიკი აქვს მისთვის შედგენილ რუკაზე;
და მთელი ამ იდუმალების მიუხედავად შეუძლებელია, რაიმე უმიზეზოდ
არსებობდეს. ყველა შემთხვევას და გარემოებას თავისი მიზეზი აქვს. . .
. ჩვენ მხოლოდ ჩვენი უმეცრების გამო ვერ ვამჩნევთ, როგორაა განფენილი
ბუნების წარსულში მიზეზ-შედეგობრიობის უსასრულო ჯაჭვი. . . .
მთელი სამყარო ასეთი ჯაჭვითაა შეკრული. თქვენ ამ ყოვლისმომცველი
ჯაჭვის ერთ ნაწილს, ერთ ძაფს ხართ გამობმული, მე კი მეორეს; . . .
და სწორედ ეს ნაწილია ჩვენი საკუთარი ბუნება.
`სხვის ბილიკზე გადასვლას სჯობს, შენს ბილიკზე მიმავალი მოკვდე,~
განაგრძობს კრიშნა. მე აქ ვარ და ეს ჩემი ბილიკია. თუ თქვენ ჩემზე ბევრად
წინ ხართ, მე წამდაუწუმ ჩემი ბილიკის მიტოვების, თქვენს ბილიკზე
გადმოსვლის და თქვენთან ერთად სიარულის სურვილი წამძლევს. თუკი
ასე მოვიქცევი, აღარც თქვენთან ვიქნები და აღარც აქ. ეს არასოდეს არ
უნდა დაგვავიწყდეს. მთავარი განვითარებაა. მოითმინეთ, განვითარდით და
ყველაფერს მიაღწევთ. სხვანაირად უდიდესი სულიერი საფრთხე გელით.
ესაა რელიგიური სწავლების ყველაზე მთავარი საიდუმლო.
რას გულისხმობთ ადამიანთა `გადარჩენით~ და იმით, რომ ყველას ერთი
დოქტრინის გწამთ? ეს ხომ შეუძლებელია. არსებობს ზოგადი იდეები,
რომელიც შეიძლება კაცობრიობას უქადაგოთ, ნამდვილ მასწავლებელს კი
თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს. შეიძლება
თქვენ თვითონ არ იცნობდეთ საკუთარ ბუნებას. ისიც შესაძლებელია, რომ
თქვენი ბუნება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. შეიძლება
ის თქვენ ჯერ არ გქონდეთ გაცნობიერებული. მასწავლებელი ის ადამიანია,
ვინც ვალდებულია, იცოდეს. . . . ერთი გამოხედვით უნდა მიხვდეს, ვინ
ხართ და თქვენს გზაზე უნდა დაგაყენოთ. ჩვენ ხელის ცეცებით დავდივართ,
ხან რას მოვსინჯავთ, ხან რას. ათას რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წინსვლა
136
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
არა და არ ჩანს, სანამ დრო არ დადგება და ჩვენთვის ბუნებრივ ნაკადში
არ მოვხვდებით და მას არ გავყვებით. ნიშანი იმისა, რომ ჩვენს დინებაში
მოვხვდით, ის არის, რომ იქ აღმოვჩნდებით თუ არა, ტივტივს ვიწყებთ.
ძიება მთავრდება. ჯერ საკუთარი ბილიკი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი აღარ
დავთმოთ იგი და სხვა ბილიკზე გადასვლას საკუთარ გზაზე სიკვდილი
ვარჩიოთ.
ამის ნაცვლად ჩვენ რელიგიას ვირჩევთ, დოგმებით ვიხუნძლებით, ადამიანის
მიზანს ვღალატობთ და ისე ვექცევით ადამიანებს, თითქოს ყველას ერთი
ბუნება ჰქონდეს. არ არსებობს ორი ადამიანი, ერთნაირი გონება ან სხეული
რომ ჰქონდეს. . . . ორ ადამიანს ერთი რელიგია ვერ ექნება. . . .
თუ გინდათ, რელიგიურები იყოთ, ნუ შეაბიჯებთ ნურც ერთი ორგანიზებული
რელიგიის კარიბჭეში. ისინი ასჯერ მეტ ბოროტებას ჩადიან, ვიდრე სიკეთეს,
რადგან თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას უღობავენ
გზას. შეისწავლეთ ყველაფერი, მაგრამ მყარად იდექით საკუთარ ფეხზე.
თუკი ჩემს რჩევას ენდობით, ნუ გაებმებით მახეში. რაწამსაც თავზე ყულფის
ჩამოცმევას დაგიპირებენ, იმ წამსვე გამოყავით თავი და სადმე სხვაგან
წადით, რადგან ფუტკარი სხვადასხვა ყვავილებიდან აგროვებს თაფლს
და არც ერთ ყვავილს არ ეჯაჭვება. ნუ მიეჯაჭვებით. . . . ნუ შეაღებთ
ნურცერთი ორგანიზებული რელიგიის კარს. რელიგია თქვენსა და თქვენს
ღმერთს შორისაა და მასში მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს. დაფიქრდით, რა
აქვთ ჩადენილი ორგანიზებულ რელიგიებს! რომელი ნაპოლეონი შეედრება
რელიგიურ დევნათა სისასტიკეს? . . . მე და თქვენ თუ გავერთიანდით,
სხვა ყველას მოვიძულებთ. თუკი სიყვარული მხოლოდ სხვების სიძულვილს
ნიშნავს, სჯობს, საერთოდ არ გიყვარდეს. ეს სიყვარული კი არა,
ჯოჯოხეთია! თუკი შენიანების სიყვარული ყველა დანარჩენის სიძულვილს
ნიშნავს, მაშინ ის ეგოიზმისა და სიმხეცის ნაზავია და ადრე თუ გვიან
მხეცებად გაქცევთ. ამიტომ, სჯობს თქვენთვის ბუნებრივი რელიგიის შემუშავებას
შეეწიროთ, ვიდრე სხვისთვის ბუნებრივ რელიგიას გაჰყვეთ, რაც
არ უნდა დიდებულად მოგეჩვენოთ იგი.
`გაფრთხილდი, არჯუნა, ყველაზე დიდი მტერი სურვილი და მრისხანებაა.
მათი მართვაა საჭირო. მათ ძალუძთ ბრძენთაც კი წაართვან ცოდნა.
გაუმაძღარია სურვილთა ცეცხლი. მას გრძნობის ორგანოებსა და გონებაში
უდევს ბინა. სულს არაფერი სურს.~
`ეს იოგა ვივასვანს ვასწავლე უძველეს დროში. ვივასვანმა იგი მანუს
გაანდო. . . . ასე გადაეცა იგი ერთი მეფისგან მეორეს. მაგრამ დროთა
განმავლობაში ეს დიადი იოგა განადგურდა. ამიტომ გიმხელ მე მას შენ
დღეს ხელმეორედ.~
`რატომ ამბობ ასე?~ ეკითხება მას არჯუნა. `შენ სულ ახლახანს გაჩნდი
ქვეყნად, ვივასვანი კი შენამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა. რას გულისხმობ,
როცა ამბობ, რომ შენ ასწავლე ვივასვანს?~
137
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ამაზე კრიშნა მიუგებს: `ო, არჯუნა, მე და შენ უამრავი დაბადება და
გარდაცვალება გაგვივლია, მაგრამ შენ ისინი არ გახსოვს. მე დაუსაბამო,
დაუბადებელი, ყოვლისმომცველი მეუფე ვარ სამყაროსი და ჩემი საკუთარი
ბუნების მეოხებით ვიღებ ფორმას. როდესაც სიწმინდე მცირდება და ცოდვა
მძლავრობს, მე კაცობრიობას მშველელად ვევლინები. მართალთა მხსნელად,
ბოროტეულთა გასანადგურებლად და სულიერების აღსადგენად მოვდივარ
დრო და დრო ქვეყნად. ვისაც რა გზით სურს ჩემამდე მოსვლა, მეც იმ გზით
მივდივარ მასთან. მაგრამ იცოდე, არჯუნა, რომ ვერავინ ვერასდროს გადაუხვევს
ჩემი გზიდან.~ არც არავის გადაუხვევია. ან როგორ უნდა გადაეხვია?
ვერავინ გადაუხვევს მის გზას.
. . . ყველა საზოგადოება მანკიერ წესს ეფუძნება. მაგრამ კანონი მხოლოდ
სრულყოფილ წესს უნდა ეფუძნებოდეს. რას გვასწავლის ძველი ანდაზა?
– ყველა კანონს თავისი გამონაკლისი აქვსო? . . . ნამდვილი კანონი ვერ
დაირღვევა. არავის ძალუძს მისი დარღვევა. ოდესმე დაურღვევია ვაშლს
მიზიდულობის კანონი? კანონი თუ დაირღვა, სამყაროც აღარ იარსებებს.
ოდესმე კანონი რომ დაარღვიოთ, წამსვე გაცამტვერდება თქვენი ცნობიერება,
გონება და სხეული.
ვთქვათ, ვიღაც ქურდობს. რატომ იპარავს? თქვენ მას სჯით. რატომ არ
შეიძლება ადგილი გამოუყოთ და მისი ენერგია შრომაში ჩადოთ? . . .
`შენ ცოდვილი ხარ!~ ეუბნებით თქვენ მას და ბევრი დაგეთანხმებათ, რომ
ის კანონს არღვევს. კაცობრიობას, როგორც ცხვრის ფარას, ერთფეროვნების
ბორკილი ადევს და სწორედ ესაა ყველა ტანჯვის, ცოდვისა და უსუსურობის
მიზეზი. . . . სამყარო არც ისე ცუდია, როგორც თქვენ გგონიათ. ეს
ჩვენ, სულელებმა გავხადეთ იგი ბოროტი. საკუთარ ღმერთებს და დემონებს
ვიგონებთ, შემდეგ კი . . . თავიდან ვეღარ ვიშორებთ. თვალებზე ხელს
ვიფარებთ და გავყვირით: `მოგვანიჭეთ ვინმემ სინათლე!~ სულელები! მოიშორეთ
ხელები თვალებიდან! სხვა არაფერია საჭირო. . . . ყველა ღმერთს
უხმობს საშველად, თავის თავს კი არავინ ადანაშაულებს. ესაა ყველაზე
სამწუხარო. რატომაა ამდენი ბოროტება საზოგადოებაში? რაო, რას ამბობენ?
ხორციელი ბუნებაო, ეშმაკიო და ქალიო? რატომ უნდა შევთხზათ
ასეთი რამეები? მათ გამოგონებას არავინ გვთხოვს.
`ვერავინ გადაუხვევს არჯუნა, ჩემს გზას.~ უტვინოები ვართ და უტვინო
გზებით დავდივართ. გვინდა თუ არა, მთელი ეს მაია9 უნდა გავიაროთ.
ღმერთმა სამოთხე შექმნა, კაცმა კი თავისთვის ჯოჯოხეთი მოიგონა.
9 მაია ჰინდური რელიგიური აზროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა. მას თარგმნიან
როგორც ილუზიას, მირაჟს, ზმანებას, ტყუილს და ა.შ. მაგრამ ვერც ერთი ეს სიტყვა ზუსტად
ვერ გადმოსცემს მის შინაარსს. მაია მატერიალური სამყაროს ილუზორულობას ნიშნავს, მაგრამ
როგორც ვივეკანანდა განმარტავს, თუ ილუზია ან მირაჟი სინამდვილეში არ არსებობს,
მაია დროებითი, მაგრამ სრლიად რეალური რამ გახლავთ, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
თვით მატერიალური სამყაროა დროებით რეალური.
138
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
`ვერცერთი საქმე მე ვერ შემეხება, რადგან საქმის ნაყოფი არ მსურს. ვინც
ეს უწყის, მან იცის საიდუმლო და საქმეები მას ვერ შებორკავს. იცოდნენ
ეს საიდუმლო ძველმა ბრძენებმა და ისე იქმოდენ, რომ საქმეს არ ეჯაჭვებოდნენ.
შენც ასე შეუდექი შრომას.~
`ჭეშმარიტად, ბრძენი ის არის, ვინც გაცხარებულ შრომაში უმოქმედობას
ხედავს, უმოქმედობისას კი გაცხარებულ შრომაშია~ . . . აი, ეს არის
საკითხავი: შეგიძლიათ შეინარჩუნოთ უდიდესი სიმშვიდე და არაფერმა
აგაღელვოთ მაშინ, როცა აღქმის ყველა ორგანო გააქტიურებული და დაძაბულია?
შეგიძლიათ მედიტირება, როცა მარკეტ-სთრითზე დგახართ, ტაქსს
ელოდებით და საშინლად გეჩქარებათ, ირგვლივ კი მანქანები მიმოქრიან?
შეგიძლიათ ამ დროს მშვიდი და აუღელვებელი იყოთ? ანდა შეგიძლიათ
აქტიური იყოთ გამოქვაბულში მჯდომი, როცა ირგვლივ სიჩუმე სუფევს?
თუკი შეგიძლიათ, თქვენ იოგი ხართ, თუ არა და არა.
`ბრძენს მას უწოდებენ, ვისი ყოველი ქმედება ყოველგვარი სურვილისა და
სარგებლისგან, ყოველგვარი ეგოიზმისგან თავისუფალია.~ სანამ ეგოისტები
ვართ, ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვიხილავთ, რადგან ყველაფერს, რასაც ვხედავთ,
ჩვენი თავით ვაფერადებთ. ამ დროს კი ყველაფერი ისეთია, როგორიც
არის. ჭეშმარიტება არ გვემალება, მას ჩვენ ვმალავთ. ჭეშმარიტება ჩვენს
ხელთაა. ის ჩვენთან მოდის, ჩვენ კი ის არ მოგვწონს, ამიტომ ცოტას დავვარცხნით
და მხოლოდ შემდეგ შევხედავთ ხოლმე. . . . არ გვინდა, ის
ვიცოდეთ და ყველაფერს ჩვენი თავით ვაფერადებთ. ყველა ჩვენი საქციელის
მამოძრავებელი ძალა ეგოიზმია. ყველაფერს ჩვენი საკუთარი თავი
ეფარება. იმ ჭიას ვგავართ, საკუთარი სხეულიდან ძაფი რომ გამოაქვს,
ბადეს შემოიქსოვს და შიგ ებმება _ საკუთარი შრომით იტყვევებს თავს.
ჩვენც ასე ვიქცევით. რა წამსაც ვამბობ: `მე,~ ბადეს ხვეული ემატება. ვამბობ:
~ჩემი~ და აი, კიდევ ერთი ხვეული. და ასე უსასრულოდ. . . .
უმოქმედოდ ერთ წამსაც ვერ გავჩერდებით. იმოქმედეთ! მაგრამ მხოლოდ
მაშინ, როცა მეზობელი მოვა და დახმარებას გთხოვთ. საკუთარ თავსაც
იგივენაირად დაეხმარეთ. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ გგონიათ, რომ თქვენს
სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჯონისას. ნუ გააკეთებთ საკუთარი
სხეულისთვის იმაზე მეტს, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ეს არის რელიგია.
`ვისი საქციელიც მოკლებულია ყოველგვარ სურვილსა და ეგოიზმს, იმან
დაწვა ცოდნის ცეცხლში კარმის ბორკილები. ის არის ბრძენი.~ წიგნების
კითხვით ამას ვერ შეძლებთ. შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ავკიდოთ
სახედარს, მაგრამ ეს მას ნასწავლს ვერ გახდის. რა აზრი აქვს ბევრი
წიგნის წაკითხვას? `იშორებს რა შრომასთან ყოველგვარ მიჯაჭვულობას,
მუდამ მშვიდია ბრძენი და სარგებელს არ ელის. იქმს და საქმის მიღმა
დგას იგი.~
139
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
შიშველი გამოვედი დედაჩემის საშოდან და უკანაც შიშველი დავბრუნდები.
უსუსური მოვედი და უსუსური წავალ. ახლაც უსუსური ვარ. ისიც კი არ
ვიცით, რა მიზანი გვაქვს. საშინელებაა ამაზე ფიქრი. ისეთი უცნაური აზრები
გვიჩნდება! მედიუმთან10 მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ აჩრდილები
გვიშველიან. ნახეთ, რა უსუსურობაა! აჩრდილები, ეშმაკები, ღმერთები... კარგით
რა! ვის აღარ წააწყდები... ათასგვარ მღვდელსა და შარლატანს! ისინი
მახეში მაშინ გვაბამენ, როცა სუსტები ვართ. სწორედ ამ დროს გვახვევენ
თავს თავიანთ ღმერთებს.
ჩემს ქვეყანაში ბევრი ადამიანი მინახავს, ძლიერი, განათლებული, მოაზროვნე
რომ ხდება და ამბობს, რომ სისულელეა მთელი ეს ლოცვები და წუწაობა.
. . . შემდეგ მას დედ-მამა უკვდება. ჰინდუსთვის ეს ყველაზე დიდი
შოკია. ცოტა ხანში თქვენ მას ყველა ტაძარში გადაეყრებით. ყველა ბინძურ
გუბეში იწუწავებს, ჭუჭყსაც ალოკავს. . . . უშველეთ ვინმემ! მაგრამ
შველა არავის ძალუძს. ჩვენ ყველანი უსუსურები ვართ. ესაა სიმართლე.
ქვეყნად უფრო მეტი ღმერთია, ვიდრე ადამიანი და მაინც ვერავინ გვშველის
_ ისევე ვკვდებით, როგორც ძაღლები კვდებიან. საშველი არ არის.
ყველგან სისასტიკე, შიმშილი, ავადმყოფობა, უბედურება და ტანჯვა სუფევს!
ყველა შველას ითხოვს, შველა კი არ ჩანს. და მაინც, ხავსს ვეჭიდებით და
კვლავ შველას ვითხოვთ. ო, რა საცოდავ დღეში ვართ! რამხელა შიშია!
ჩაიხედეთ თქვენს გულში! ეს შფოთვა ნახევრად ჩვენი მშობლების ბრალია.
უსუსურებად გაჩენილებს კიდევ უფრო გვინერგავდნენ, რომ სუსტები ვართ.
ამ აზრს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავაღწიოთ თავი.
უზარმაზარი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ უსუსური ხარ. ნუ ეძებთ შველას
ნურავისგან. თავს თვითონ უნდა ვუშველოთ. თუ ჩვენ ვერ ვუშველით ჩვენს
თავს, ვერც ვერავინ გვიშველის. . . . `შენ თვითონ ხარ შენი თავის ერთადერთი
მეგობარი და ერთადერთი მტერი.~ არავინაა ქვეყნად ჩემი მტერი, ჩემი
თავის გარდა და ჩემი მეგობარიც მხოლოდ მე ვარ. ეს უკანასკნელი და
ყველაზე დიდი გაკვეთილია. ო, რა დიდი დრო უნდა მის სწავლას! ზოგჯერ
თითქოს მოვეჭიდებით მას, მაგრამ წამსვე ძველი ტალღები მოვარდებიან
და ხერხემალში გვტეხენ. კვლავ ვსუსტდებით, ცრურწმენებს ვეჭიდებით და
შველას ვითხოვთ. გაფიქრებაც კი შეგზარავს, რამდენი ტანჯვაა ამქვეყნად,
და სულ ამ ფუჭი იმედის გამო, რომ გვიშველიან.
მღვდელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაცვეთილი სიტყვები თქვას და რა-
ღაცის იმედი ჰქონდეს. სამოცი ათასი ადამიანი ცაში იყურება, ლოცულობს
და მღვდელს ფულს უხდის. თვიდან თვემდე ისინი დგანან, ცას შეჰყურებენ,
ლოცულობენ და იხდიან. . . . უბრალოდ დაფიქრდით! განა ეს სიგიჟე
არ არის? აბა სხვა რაა? ვინ არის პასუხისმგებელი? შეიძლება რელიგია
10 მედიუმობა ევროპული ფენომენია. მედიუმები ვითომდა სულებს უკავშირდებიან და გარდაცვლილთა
ახლობლებს მათთან დალაპარაკების საშუალებას აძლევენ.
140
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
იქადაგო, მაგრამ განუვითარებელ ბავშვებს რომ გონება გაუხნა, უნდა ეწამო.
ჯერ გაიგეთ, ვინ ხართ გულის სიღრმეში, რადგან ყველა იმ დამაუძლურებელი
აზრისთვის, სხვებს რომ უნერგავთ, ორმაგი პროცენტის გადახდა
მოგიწევთ. კარმის კანონს ვერსად გაექცევი. . . .
ქვეყნად მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – სისუსტე. პატარა რომ
ვიყავი, მილტონის `დაკარგული სამოთხე~ წავიკითხე. ერთადერთი კარგი
კაცი, რომელმაც ჩემი პატივისცემა დაიმსახურა, სატანა იყო. ერთადერთი
წმინდანი ის სულია, არასოდეს რომ უძლურდება, ყველაფერს უსწორებს
თვალს და ბედის კამათელი თვითონ უპყრია ხელთ.
ფეხზე წამოდექით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თქვენი ბედი! ერთ სიგიჟეს
მეორეს ნუ მიუმატებთ. იმ უბედურებას, წინ რომ გელით, ზედ თქვენს
უძლურებას ნუ დაუმატებთ. სულ ესაა ამქვეყნად ჩემი სათქმელი. ძლიერები
იყავით! . . . თქვენ სულებსა და ეშმაკებზე ლაპარაკობთ... ჩვენ თვითონ
ვართ ცოცხალი ეშმაკები. სიცოცხლის ნიშანი ძალა და ზრდაა, სიკვდილის
ნიშანი კი – სისუსტე. მოერიდეთ ყველაფერს, რაც გაუძლურებთ! სისუსტე
სიკვდილია. ჩაებღაუჭეთ და თუგინდ ჯოჯოხეთის კარამდე ჩაჰყევით იმას,
რაც ძალას გმატებთ! ხსნა მხოლოდ მამაცთათვის არსებობს. `მხოლოდ
მამაცია მშვენიერის ღირსი.~ ხსნას მხოლოდ უმამაცესი იმსახურებს. ვისია
ჯოჯოხეთი? ვისია ტანჯვა? ვისია ცოდვა? ვისია უძლურება? ვისია ავადმყოფობა?
ვისია სიკვდილი?
თუ გწამთ, ნამდვილი ღმერთი იწამეთ. `შენ თვითონ ხარ კაციც, ქალიც,
ძალ-ღონით სავსე ჭაბუკიც . . . და ყავარჯნით მოლასლასე მოხუციც.~
შენ ხარ უძლურება. შენ ხარ შიში. შენ ხარ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც.
შენ ხარ ის გველი, რომელიც გაცდუნებს. მაშ განიცადე შიში! განიცადე
სიკვდილი! განიცადე ტანჯვა! . . . ყოველგვარი სისუსტე და მიჯაჭვულობა
მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და ერთი სიტყვაც რომ უთხრათ,
გაქრება. ნუ დაუძლურდებით! სხვა გზა არ არის. . . . წამოდექით და
იყავით ძლიერი! განაგდეთ შიში და ცრურწმენა. შეხედეთ სიმართლეს თვალებში!
თუ სიკვდილი მოდის – ამაზე უარესი კი ვერაფერი მოგივათ – დაე
მოვიდეს! ჩვენ საკუთარი ბედის გადასაწყვეტად გავჩნდით. სხვა რელიგია
მე არ ვიცი. მე ჯერ ვერ მივწვდი მას, მაგრამ ვცდილობ. მე შეიძლება ვერ
შევძლო, მაგრამ თქვენ შეძლებთ! მაშ ნუ გაჩერდებით!
ერთი ადამიანი მეორეს ხედავს, მისი ხმა ესმის. იქ კი, სადაც `ორი~
არსებობს, შიშიც იარსებებს _ ყველა უბედურების დედა. მაგრამ სადაც
ვერავინ ხედავს მეორეს და სადაც ყველაფერი ერთია, იქ ვერავინ იქნება
უბედური და საცოდავი. ქვეყნად მხოლოდ ის ერთი არსებობს, სხვა არავინ.
ამიტომ ნუ შიშობთ. გაიღვიძეთ, ადექით და ნუ გაჩერდებით, სანამ მიზანს
არ მიაღწევთ!
141
კსრვამიი შვინვეაკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ლექცია, წაკითხული კალიფორნიაში, 1900 წლის პირველ აპრილს
კრიშნას აღმასვლა ინდოეთში თითქმის იგივე გარემოებებმა განაპირობა,
რომლებმაც შემდეგ ბუდიზმის წარმოშობას შეუწყო ხელი. მეტსაც
გეტყვით – მსგავსი მოვლენები ჩვენს დროშიც გვხვდება.
იდეალი არსებობს, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის იარსებებს კაცობრიობის
უმეტესი ნაწილი, რომელიც მას ვერ შესწვდება, თუნდაც მხოლოდ ინტელექტუალური
ჩამორჩენილობის გამო. . . . იდეალს ძლიერნი ასხამენ
ხორცს და ბევრ შემთხვევაში სუსტებთან არაფერი აქვთ საერთო. სუსტები
ძლიერთა წინაშე მხოლოდ მათხოვრები არიან. ძლიერნი წინ მიიწევენ. . .
. რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, რომ უმაღლესი პრინციპი უძლურთა
თანაგრძნობა და მათი დახმარებაა, თუმცა ბევრი მოაზროვნე თანაგრძნობის
გზას გვიკეტავს ხოლმე. თუკი იმ თეორიას დავეყრდნობით, რომ მთელი ეს
უსასრულო სიცოცხლე მხოლოდ აქ და ახლა, რამოდენიმე წლიანი არსებობით
შემოიფარგლება, . . . მაშინ უიმედო მდგომარეობაში ჩავვარდებით,
. . . და დროც არ დაგვრჩება იმისთვის, რომ სუსტებს დაველოდოთ და
მივეშველოთ. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის და თუ სამყარო მხოლოდ
ერთ-ერთი სკოლაა იმათგან, რომლებიც უნდა გავიაროთ; თუკი მარადიული
სამყარო მარადიული კანონით იქმნება, მის მიხედვით იცვლება და მას მორ-
ჩილებს; თუკი მარადიული კანონი მარადიულ შანსს აძლევს ყველას, მაშინ
საჩქაროც არაფერი გვქონია. ამ შემთხვევაში იმისთვისაც გვრჩება დრო,
რომ ირგვლივ მიმოვიხედოთ, სუსტებს თანავუგრძნოთ, დახმარების ხელი
გავუწოდოთ და აღვზარდოთ კიდეც.
ბუდუზმის აღსანიშნავად სანსკრიტში ორი სიტყვა არსებობს. ერთი
მათგანი რელიგიას ნიშნავს, მეორე კი სექტას. მეტად საგულისხმოა, რომ
კრიშნას მოციქულებს და შთამომავლებს თავიანთი რელიგიისთვის სახელი
არ დაურქმევიათ, თუმცა უცხოელები მას ჰინდუიზმს ან ბრაჰმანიზმს
უწოდებენ. რელიგია ერთია, სექტა _ მრავალი. რაწამსაც სახელს არქმევთ
რელიგიას, საზღვრებს უდგენთ და სხვებისგან აცალკევებთ, იმ წამსვე სექტად
აქცევთ მას.
სექტა თავის საკუთარ ჭეშმარიტებას განადიდებს და აცხადებს, რომ ის
სხვაგან არსადაა. რელიგიას კი სწამს, რომ ქვეყნად იყო და ჯერ კიდევ
არის მხოლოდ ერთი რელიგია. ორ რელიგიას არასოდეს უარსებია. ერთი
და იგივე რელიგია სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა მხრით გვაცნობს
თავს. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გავიგოთ ადამიანის
ბუნება და მისი მიზანი.
ამაშია კრიშნას ღვაწლის სიდიადე: მან აგვიხილა თვალი და ადამია142
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ნის ერთდროულად ზემსწრაფი და ქვემსწრაფი ბუნების უფრო ფართო
ხედვა მოგვანიჭა. პირველმა მისმა გულმა დაიტია ჭეშმარიტება მთლიანად.
პირველმა მისმა ბაგეებმა წარმოთქვეს ყოველი სულის მხსნელი
სიტყვები.
კრიშნა ბუდას რამოდენიმე ათასი წლით უსწრებდა წინ. . . . ბევრს
საერთოდ არ სჯერა, რომ იგი რეალური პიროვნება იყო. ბევრის წარმოდგენით,
მისი თაყვანისცემა უძველესი მზის კულტისგან წარმოიშვა. ჩვენთვის
რამოდენიმე კრიშნაა ცნობილი: ერთი მათგანი უპანიშადებში გვხვდება,
მეორე მეფე გახლდათ, მესამე – მხედართმთავარი. მოგვიანებით სამივე ერთ
პიროვნებად აღიქვეს. მაგრამ ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ფაქტი
ისაა, რომ ქვეყანას განსაკუთრებული სულიერების მატარებელი ინდივიდი
მოევლინა, შემდეგ კი მის შესახებ ათასგვარი ლეგენდა გაჩნდა. მაგრამ
ყველა იგავი და ბიბლია, რომელიც დიდ ადამიანს მიეწერება, მისი ხასიათის
თარგზე უნდა გამოიჭრას. ახალ აღთქმაში აღწერილი ყველა ამბავი
ქრისტეს პიროვნებისა და მისი ცხოვრების შესახებ მიღებულ შეხედულებას
შეესაბამება. ყველა ინდური გადმოცემა ბუდას შესახებ მის ცხოვრებას
ერთი იდეით _ სხვებისთვის თავგანწირვის იდეით კრავს. . . .
კრიშნასთან ჩვენ ორ მთავარ იდეას ვხვდებით: პირველი განსხვავებულ აზრ-
თა ჰარმონიულობის იდეაა, მეორე კი მიუჯაჭველობის. ადამიანმა უმაღლეს
მიზანს, სრულყოფილებას, ხელმწიფის ტახტზე ჯდომის, ჯარების ხელმძღვანელობის
და ერებისთვის გრანდიოზული გეგმების შემუშავების დროსაც
კი შეიძლება მიაღწიოს. თავად კრიშნამ თავისი მოძღვრება ბრძოლის
ველზე იქადაგა.
კრიშნას არაფერი ჰქონდა საერთო ძველ ქურუმთა თვალთმაქცობასთან,
მათს წეს-ჩვეულებებთან და მასკარადებთან და მაინც, მათში რაღაც სიკეთეს
ხედავდა.
კარგია, თუ ძლიერი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ ნურასოდეს გაკიცხავთ
იმას, ვინც თქვენსავით ძლიერი ვერ არის. . . . ყველა ამბობს: `ვაი
თქვენ, ხალხო!~ მაგრამ არავის უთქვამს: `ვაი ჩემს თავს, რომ ვერ გშველით
თქვენ!~ ხალხი ყველაფერს თავისი შესაძლებლობის, უნარის და ცოდნის
შესაბამისად აკეთებს. ვაი ჩემს თავს, რომ არ შემიძლია ამოვიყვანო ის იქ,
სადაც მე ვარ!
კრიშნა ამბობს, რომ არაფერია ცუდი რიტუალებში, ღმერთების თაყვანისცემასა
და მითებში. . . . რატომ? იმიტომ, რომ მათაც იგივე მიზნისკენ
მივყავართ. ცერემონიები, წიგნები, გამოსახულებები – ეს ყველფერი
ერთი ჯაჭვის რგოლებია. ჩაეჭიდეთ მათ! ეს რელიგიის ერთი მხარეა.
თუ გულწრფელი ხართ და მართლა ეჭიდებით ერთ-ერთ რგოლს, ნუღარ
გაუშვებთ მას ხელს. სხვა ყველაფერი თავისით მოვა. მაგრამ ხალხი მათ
არ ეჭიდება. ისინი დროს ჩხუბსა და იმაზე კამათში ფლანგავენ, თუ რას
143
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
უნდა ჩაეჭიდონ, ჩაჭიდებით კი არაფერს ეჭიდებიან. . . . ჩვენ სულ
ჭეშმარიტებას ვეძებთ, მისი პოვნა კი არასოდეს გვინდა. ჩვენ უბრალოდ
წინ და უკან სიარული და კითხვების დასმა გვსიამოვნებს. ასე ვხარჯავთ
მოზღვავებულ ენერგიას. ამიტომ, ამბობს კრიშნა: ჩაეჭიდეთ საერთო ჯაჭვის
რომელიმე რგოლს. არც ერთი ნაბიჯი სხვა ნაბიჯს არ სჯობს. . .
. ნუ გაკიცხავთ ნურც ერთ რელიგიურ ხედვას, თუკი ის გულწრფელია.
ჩაეჭიდეთ რომელიმე რგოლს და ის გაგიყვანთ ფონს. დანარჩენს თქვენივე
გული გასწავლით. ყოველგვარ ფილოსოფიას და რელიგიას შინაგანი მასწავლებელი
აგიხსნით. . . .
კრიშნა, ისევე როგორც ქრისტე საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს. ის თავის
თავში ღვთაებას ხედავს. `წამითაც კი ვერავინ გადაუხვევს ჩემი გზიდან.
ყველანი ჩემთან უნდა მოხვიდეთ. ვინც არ უნდა იყოს და რა ღვთაებასაც,
რა ხატებასაც არ უნდა სცემდეს თაყვანს, მე ვაძლევ მას იმ ღვთაების
რწმენას და მე ვევლინები იმ ხატების სახით,~ ამბობს ის. . . . მისი
გული ყველასთვის ძგერს.
კრიშნა თავისი დამოუკიდებლობით ყველასაგან გამოიჩევა. შიშისმომგვრელია
მისი უშიშრობა. ჩვენ ყველაფერზე ვართ დამოკიდებული – ორიოდ
თბილ სიტყვაზე, გარემოებებზე... ფილოსოფიის მწვერვალი და ყველაზე
დიდი ვაჟკაცობა კი ისაა, როცა სულს არ სურს რაიმეზე იყოს დამოკიდებული,
თვით სიცოცხლეზეც კი. თაყვანისცემას იგივე მიზნამდე მივყავართ.
კრიშნა თაყვანისცემას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ადიდეთ უფალი!
ქვეყნად მრავალნაირი თაყვანისცემა არსებობს. ავადმყოფი ადამიანი
ძლიერ ღვთისმოშიში ხდება. . . . ბევრს ლოცულობს ისიც, ვისაც
ქონება დაუკარგავს და ფულის დაბრუნება სურს. თაყვანისცემის უმაღლესი
ფორმა კი ისაა, როცა ღმერთი გიყვარს და მისგან არაფერი გსურს. შეი-
ძლება იკითხოთ, `თუკი ღმერთი არსებობს, რატომაა ქვეყნად ამდენი ტანჯვა?~
ამაზე მორწმუნე მოგიგებთ: `ქვეყნად უბედურება მეფობს, მაგრამ მეც
სწორედ ამიტომ მიყვარს უფალი. იმისთვის კი არა, რომ ტანჯვა ამაცილოს,
არამედ იმისთვის, რომ ის თვითონ სიყვარულია.~ ყველა სხვა თაყვანისცემა
დაბალი დონისაა. თუმცა კრიშნა არაფერს გმობს. უქმად ყოფნას სჯობს
რაიმე აკეთო. ვინც ღმერთს სცემს თაყვანს, თანდათან გაიზრდება და უანგაროდ
შეიყვარებს მას. . . .
როგორ მივაღწიოთ ამქვეყნად სიწმინდეს? ყველამ ტყეს უნდა მივაშუროთ
და გამოქვაბულში ვიცხოვროთ? რას გვარგებს ეს? თუ საკუთარ ფიქრს
ვერ იმორჩილებთ, გამოქვაბულში ცხოვრებას აზრი არა აქვს, რადგან იქაც
იგივე ფიქრი არ მოგასვენებთ. ყველა ეშმაკი ერთად დაგხვდებათ გამოქვაბულში,
რადგან ყველა ეშმაკი თვით ჩვენშია. თუკი ფიქრს ვიმორჩილებთ,
სადაც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი გამოქვაბულიც იქ იქნება.
ჩვენივე შინაგანი დამოკიდებულება ხდის სამყაროს ისეთს, როგორიც არის
144
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ის ჩვენთვის. ჩვენივე ფიქრი ამშვენიერებს ან ამახინჯებს საგნებს. მთელი
სამყარო ჩვენშია. ისწავლეთ ყველაფრის სწორად დანახვა. პირველ რიგში
ამ ქვეყნის იწამეთ – ყველაფერში აზრი დევს. სამყაროში ყველაფერი კარგი,
წმინდა და მშვენიერია. თუ რაიმეში ბოროტებას ხედავთ, ჩათვალეთ, რომ
რაღაც არ გესმით სწორად. საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა! .
. . ყოველთვის, როცა ცდუნება გვძლევს და ვამბობთ, რომ ქვეყნიერება
ჯანდაბისკენ მიექანება, საკუთარი თავი უნდა გავაანალიზოთ და დავინახავთ,
რომ საგანთა სწორად ხედვის უნარი დაგვიკარგავს.
დღე და ღამ იშრომეთ! `ყოველგვარი მოვალეობა ბორკილია. მე კი არავის
ვალი არ მაქვს, რადგან სამყაროს მეუფე ვარ. და მაინც ვშრომობ. წამითაც
რომ შემეწყვიტა შრომა, ქვეყნიერება ქაოსში დაინთქმებოდა. შენც ასე იშრომე
და ნუ იფიქრებ მოვალეობაზე~. . . .
სამყარო თამაშია. თქვენ მისი პარტნიორები ხართ. მაშ იმოქმედეთ!
ნურაფერზე წუხთ და ნურაფერს ნანობთ. ცხოვერების ფსკერზეც და მის
მწვერვალზეც მისი თამაში დაინახეთ. იშრომეთ, რათა წამოაყენოთ ადამიანები,
მაგრამ დაცემულებად და სულმდაბლებად ნუ ჩათვლით მათ. კრიშნას
ეს არ უთქვამს.
თუ გიფიქრიათ, რატომ კეთდება ქვეყნად ასე ცოტა კეთილი საქმე?
ქალბატონი მიდის ღატაკთან, . . . რამოდენიმე დუკატს აძლევს და ეუბნება:
`საწყალო კაცო, აიღე ეს და იყავი ბედნიერი! . . . ანდა მშვენიერი
ბანოვანი ქუჩაში სეირნობისას ღარიბ ბიჭუნას ხედავს და რამოდენიმე
ცენტს აძლევს. ნახეთ, როგორი ღვთის გმობაა! ბედნიერები იმით უნდა ვიყოთ,
რომ უფალმა ახალი აღთქმით თავისი სწავლება დაგვიტოვა. `ის, რაც
გაუკეთეთ ერთ ჩემს უმცროს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ,~ გვეუბნება იესო.
ღვთის გმობაა იმის ფიქრი, რომ შეიძლება ვიღაცას დავეხმაროთ. ჯერ ეს
აზრი ამოიგდეთ თავიდან და ღმერთს მერე ეცით თაყვანი.
ყველა ღვთის შვილი იესოს შვილია – ერთი მამის სხვადასხვა განსხეულება.
თუ გსურთ ღმერთს ემსახუროთ, . . . ცოცხალ ღმერთს ემსახურეთ!
ის თქვენთან უსინათლოს, დავრდომილის, ღარიბის, უძლურისა და ეშმაკეულის
სახით მოდის. თაყვანისცემის რა დიდებული შესაძლებლობაა! მაგრამ
გაივლებთ თუ არა ფიქრად, რომ `ეხმარებით,~ ყველაფერს გააფუჭებთ და
დეგრადირდებით. ამ ცოდნით იშრომეთ. `ამით რას მივიღებ?~ იკითხავთ
თქვენ. იმას, რომ გული აღარ გაგიტყდებათ და აღარ დაიტანჯებით. . .
. თქვენს მიერ გაწეული შრომაც მონობა აღარ იქნება. ის თამაშად, სიხარულად
გადაიქცევა. . . . იშრომეთ და ნუ მიეჯაჭვებით! ამაშია მთელი
საიდუმლო. მიჯაჭვულობა საცოდავებს გაგხდით. . . .
ჩვენ საკუთარ თავს ვაიგივებთ ყველაფერ იმასთან, რასაც ვაკეთებთ. როცა
ვინმე შეურაცხჰყოფას მაყენებს, ბრაზი მაწვება. რამოდენიმე წამი მე და
სიბრაზე ერთი ვართ, რის შედეგადაც უბედური ვხდები. მხოლოდ უფალს
145
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
მიეჯაჭვეთ, სხვას არაფერს, რადგან სხვა ყველაფერი არარეალურია. არარეალურთან
მიჯაჭვულობა უბედურებას მოგიტანთ. მხოლოდ ერთი არსებობაა
რეალური, მხოლოდ ერთი სიცოცხლე, რომელშიც არც ობიექტია და
არც სუბიექტი. . . .
მაგრამ მიუჯაჭველი სიყვარული არაფერს დაგიშავებთ. რაც გნებავთ, ის
აკეთეთ – დაქორწინდით, შვილები გააჩინეთ... . . . რაც არ უნდა ქნათ,
ვერაფერი გავნებთ. ნურაფერს იზამთ იმ ფიქრით, რომ რაიმე `თქვენია~.
მოვალეობა მოვალეობისთვის, შრომა შრომისთვის. რა გენაღვლებათ? თქვენ
ყველაფრისგან განზე დგახართ.
როცა ამგვარ მიუჯაჭველობამდე მივალთ, სამყაროს უდიდეს საიდუმლოს
ჩავწვდებით.დავინახავთ, რომ იგი ერთდროულად დაძაბული მოქმედება და
ვიბრაციაცაა და უდიდესი სიმშვიდეც; ყოველწამიერი შრომაც და მოსვენებაც.
ესაა სამყაროს საიდუმლო – ის ერდროულად უპიროვნოცაა და
პიროვნულიც, უსასრულოც და სასრულიც. ასე ჩავწვდებით საიდუმლოს.
`იოგი ისაა, ვინც დაძაბულ შრომაში უდიდეს სიმშვიდეს ხედავს, სიმშვიდის
დროს კი დაძაბულ შრომაშია.~ მხოლოდ ის არის ნამდვილი მშრომელი,
სხვა არავინ. ჩვენ ჩვენი შრომით თავს ვინადგურებთ. რატომ? _ საკუთარ
სამუშაოს ვეჯაჭვებით. თუ არ მივეჯაჭვებით, პარალელურად უსასრულოდ
დავისვენებთ. . . .
რა ძნელია ასეთ მიუჯაჭველობამდე მისვლა! სწორედ ამიტომ კრიშნა მისი
მიღწევის მდაბალ გზებსა და მეთოდებზეც მიგვითითებს. ნებისმიერი ადამიანისთვის
ყველაზე ადვილი გზა საქმის კეთება, თან კი მის შედეგებზე
უარის თქმაა. ჩვენივე სურვილია ის, რაც გვბოჭავს. თუ საქმის ცუდ ან
კარგ ნაყოფზე უარს ვერ ვიტყვით, მისი ზურგით თრევა მოგვიწევს, ხოლო
თუ ჩვენი თავისთვის კი არა, ღვთის სადიდებლად ვიშრომებთ, ნაყოფი
თვითონ იზრუნებს თავის თავზე. `საქმის კეთების უფლება გაქვთ, მაგრამ
ნაყოფთან არა გაქვთ ხელი. ჯარისკაცი შედეგისთვის არ იბრძვის. ის
თავის მოვალეობას ასრულებს. დამარცხებაც და გამარჯვებაც მას კი არა,
გენერალს ეკუთვნის. ჩვენც ჩვენს საქმეს სიყვარულისთვის ვაკეთებთ, გენერლის
სიყვარულისთვის, ღმერთის სიყვარულისთვის. . . .
თუ ძლიერი ხარ, შეუდექი ვედანტას ფილოსოფიას და დამოუკიდებელი
იყავი. თუკი ეს გიმძიმს, ადიდე ღმერთი; თუ ესეც არ შეგიძლია, რაიმე გამოსახულებას
ეცი თაყვანი. თუ ამის ძალაც კი არ შეგწევს, რაიმე კარგი საქმე
გააკეთე და სარგებელზე არ იფიქრო. ყველაფერი, რაც გაგაჩნია, ღმერთის
მსახურებას შესწირე. ნუ დაიხევ უკან!
`ყვავილი, წყალი ან ხის ნაყოფი, თუნდაც ფოთოლი თუ შემომწირეს,
დიდად მივიღებ მე გულმართალთა გულით მორთმეულ საჩუქარს მცირეს.~ [9.26.]
146
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
თუ ერთი კეთილი საქმის გაკეთების ძალაც არ გაქვთ, მაშინ ღმერთს შეაფარეთ
თავი.
`არჯუნა, ღმერთი ყველა სულდგმულის გულისგულშია დავანებული,
უფლის ხელითვე მათ ატრიალებს ზმანების ეტლი, გაქანებული.~ [18.61.]
`უფალს მიენდე მთელი არსებით, ამქვეყნად მხოლოდ ის მიინდობა
და მოგეცემა მისი წყალობით უკვდავება და ზენა მშვიდობა.~ [18.62.]
ასეთია ძირითადი აზრი იმ სიყვარულის მოძღვრებისა, რომელსაც კრიშნა
გიტაში გვიზიარებს. ამქვეყნად სიყვარულის მოძღვრების შემცველი სხვა
დიდი წიგნებიც არსებობს _ მაგალითად ბუდასა და ქრისტეს შესახებ. .
. .
ახლა ორიოდე სიტყვით კრიშნას ცხოვრებაზე უნდა მოგითხროთ. კრიშნასა
და ქრისტეს ცხოვრება ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. იმაზეც კი კამათობენ, თუ
ვინ ვის დაესესხა.
ორივეს გაჩენის დროისთვის ტირანი მეფობდა. ორივე ბაგაში დაიბადა.
ორივეს გაჩენისას მშობლები გზაში იყვნენ. ორივე ანგელოზმა იხსნა.
ორივე შემთხვევაში იმ წელს დაბადებული ყველა ბიჭი დახოცეს. ბავშვობა
მათ ერთნაირი ჰქონდათ. . . . და კიდევ _ ორივეს სიცოცხლე მკვლელობით
დასრულდა. კრიშნა უნებლიედ შემოაკვდათ. თავისი მკვლელი მან
ცად აღამაღლა. ქრისტეც მოკლეს და მან დალოცა ავაზაკი და სამოთხეში
შეუშვა იგი.
ახალი აღთქმისა და გიტას მოძღვრებებიც ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. ადამიანის
ფიქრი ერთნაირად მიიკვლევს გზას. . . . ამის პასუხს თვით
კრიშნას სიტყვებში ვიპოვით: `როცა სიწმინდე მცირდება და უღმერთოება11
მძლავრობს, მე მოვდივარ ქვეყნად _ მართალთა შემწედ ვბრუნდები მიწაზე
ისევ და ისევ. ამიტომ როცა კაცთა მოდგმის ასამაღლებლად მოღვაწე დიად
სულს შეხვდები, იცოდე, რომ მე მოვედი და თაყვანი ეცი.~ . . .
`როცა ეცემა ქვეყნად სიწმინდე, უკეთურობით ქვედამხობილი,
მე ვევლინები ქვეყნიერებას, ჩემივე ნებით გამოხმობილი. [4.7.]
ბოროტეულთა მლეწველად, მკვლელად, მართალთა შემწედ, და მათდა მხსნელად,
ჟამიდან ჟამად მე ვიბადები სჯულიერების დამდგენად, მცველად.~ [4.8.]
11 `უღმერთოება~ ამ შემთხვევაში სანსკრიტული სიტყვის, დჰარმას (რელიგიური კანონი)
თავისუფალი თარგმანია. იხ. განმ. 1.39.
147
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
`რაგინდ უზადო იყოს ქმნილება, ახლდეს შვენება, ძალა, დიდება,
იცოდე, ისიც ჩემი შვენების ნაპერწკლისაგან წარმოდინდება.~ [10.41.]
მაგრამ საკითხავია, თუკი ქრისტეს ან ბუდას სახით თვით ღმერთი გვეცხადება,
მაშინ რატომაა ქვეყნად ამდენი განხეთქილება? სწავლებას შესრულება
სჭირდება! ღვთის ერთგული ჰინდუ გეტყვით, რომ თვით ღმერთია ქრისტეც,
კრიშნაც, ბუდაც და ყველა სხვა დიდი მასწავლებელიც. ჰინდუ ფილოსოფოსი
აგიხსნით, რომ ესენი ყველანი დიადი სულები არიან. ისინი უკვე
განთავისუფლდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარი თქვეს საკუთარ თავისუფლებაზე
მანამდე, სანამ მთელი სამყარო იტანჯება. კვლავ და კვლავ
ბრუნდებიან ისინი, ადამიანის სახეს იღებენ და კაცობრიობას ეშველებიან.
მათ ბავშვობიდან იციან, ვინ არიან და რისთვის მოვიდნენ . . . და ჩვენსავით
მიჯაჭვულობის გამო არ შობილან. . . . თავისივე თავისუფალი
ნებით მოდიან და უნებურად უზარმაზარ სულიერ ძალას ასხივებენ. ამას
წინ ვერაფერი დაუდგება. კაცთა მოდგმის უმეტესი ნაწილი სულიერების
მორევში ეშვება და ამ მოძრაობას მხოლოდ იმიტომ არ უჩანს ბოლო, რომ
ერთ-ერთმა დიადმა სულმა მისცა ბიძგი. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდება,
სანამ მთელი კაცობრიობა არ გათავისუფლდება და ამ პლანეტაზე
დადგმული წარმოდგენაც არ დასრულდება.
დიდება იმ დიად სულებს, რომელთა ცხოვრებასაც ჩვენ ვსწავლობთ! ისინი
ამ სამყაროს ცოცხალი ღმერთები არიან და თაყვანიც მათ უნდა ვცეთ.
ჩვენ მას მხოლოდ მაშინ ვცნობთ, როცა ადამიანის სახით გვეცხადება.
სინამდვილეში კი ის ყველგანაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. მხოლოდ მაშინ
ვამჩნევთ, როცა ადამიანის ფორმით იზღუდება. . . . თუკი ადამიანები და .
. . ცხოველები ღვთის გამოვლინებანი არიან, მაშინ ეს მასწავლებლები მათ
წინამძღოლებად, გურუებად12 უნდა მივიჩნიოთ. დიდება თქვენ, ვის ფეხის
ტერფებსაც ანგელოზნი ეთაყვანებიან! დიდება თქვენ, კაცობრიობის წინამძღოლნო!
დიდება თქვენ, დიდო მოძღვარნო! მარად და მარად გადიდებთ
თქვენ!
12 ძველინდური ტრაქტატების, `შასტრების~ მასწავლებელი; ზოგადად მოძღვარი.
148
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
13 რამაკრიშნა - ვივეკანანდას სულიერი მამა და მასწავლებელი. მიჩნეულია ერთ-ერთ ავატარად,
ანუ ღმერთის ერთ-ერთ გამოცხადებად, ხორცშესხმად დედამიწაზე. ჰყავდა მოწაფეები,
რომელთა შორის იყო ვივეკანანდა. ინდოეთში დღესაც არსებობს მისი საზოგადოება. მისმა
მოწაფეებმა აღწერეს მისი ცხოვრება. მისი იგავების წიგნს ეწოდება `რამაკრიშნას სახარება.~
14 ბრაჰმანის ცხოვრების პირველი სტადია, რომელიც მოწაფეობასა და უბიწოების აღთქმის
დადებას გულისხმობს. (იხ. ვარნა, განმ. 4.13.)
15 ჰინდუ მოხეტიალე განდეგილი.
16 ეპიკური პოემა, რომლის ავტორობაც ვიასას მიეწერება და რომელიც პანდაველებსა და კაურავებს
შორის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. შედგება დაახლოებით ასი ათასი შლოკისაგან.
ტრადიციულად `გიტა~ მსოფლიოს უდიდესი ეპოსის, `მაჰაბჰარატას~ მეექვსე, დასკვნით
ნაწილად ითვლება.
ფიქრები გიტაზე
1987 წელს, კალკუტაში ყოფნის დროს, სვამი ვივეკანანდა დროის
უმეტეს ნაწილს იმ დროს ალამბაზარში განლაგებულ რამაკრიშნას13 მისიის
ოფისში ატარებდა.
ამ პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც მანამდე გარკვეული
მომზადება ჰქონდა გავლილი, მის გარშემო შეიკრიბა და ბრაჰმაჩარიასა14 და
სანიასის15 ფიცი დადო. სვამი მომავალი მოღვაწეობისთვის მათ მომზადებას
შეუდგა. ის მათ `გიტასა~ და ვედანტას შესახებ ლექციებს უკითხავდა და
მედიტაციის პრაქტიკას აზიარებდა. ერთ-ერთ ასეთ ლექციაზე ის მათ უზადო
ბენგალურით `გიტას~ შესახებ ესაუბრა. წინამდებარე ტექსტი მისიის
დღიურში შეტანილი ამ ლექციის ჩანაწერის თარგმანს წარმოადგენს:
გიტას სახელით ცნობილი წიგნი მაჰაბჰარატას16 ნაწილია. გიტა
რომ კარგად გავიგოთ, ზოგიერთ რამეში უნდა გავერკვეთ. პირველ ყოვლისა,
მართლა წარმოადგენს თუ არა ის მაჰაბჰარატას ნაწილს, ანუ მისი
ავტორობა მთლიანად ვედა-ვიასას მიეწერება თუ დიად ეპოსში ის მხოლოდ
მოგვიანებით შეიტანეს; მართლა არსებობდა თუ არა პიროვნება, სახელად
კრიშნა და მართლა მოხდა თუ არა კურუკშეტერას ბრძოლა. და კიდევ:
რეალური ისტორიული პიროვნებები არიან თუ არა არჯუნა და სხვები.
პირველ რიგში ვნახოთ, რა საფუძველი გვაქვს ასეთი კვლევისა-
თვის. ჩვენ ვიცით, რომ ვედა-ვიასას სახელით ბევრი ავტორია ცნობილი;
რომელი იყო მათ შორის გიტას შემქმნელი _ ბადარაიანა ვიასა თუ
149
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
დვაიპაიანა ვიასა?
“ვიასა” მხოლოდ წოდებაა. ასე იწოდებოდა ნებისმიერი, ვინც ახალ პურანას
შექმნიდა. ეს ისეთივე საზოგადო სახელია, როგორიც ვიკრამადიტია.17
არსებობს აზრი, რომ ხალხის დიდი ნაწილისთვის გიტა მანამდე
ვერ გახდა ცნობილი, სანამ შანკარაჩარიამ18 თავისი ცნობილი გიტას კომენტარი
არ დაწერა.
ბევრი ფიქრობს, რომ მანამდე დიდი ხნით ადრე ბოდჰაიანას კომენტარი
დაიწერა. ამის დამტკიცება რომ შეიძლებოდეს, მაშინ რა თქმა უნდა,
გიტას სიძველე და ვიასას ავტორობაც დადასტურდებოდა, მაგრამ ვედანტასუტრას
ბოდჰაიანა ბჰასია , რომლისგანაც რამანუჯამ19 შანკარაჩარიას მიერ
თავის კომენტარში ნახსენები და აქა-იქ ციტირებული თავისი შრი-ბჰასია
შეადგინა _ ეს ბოდჰაიანა ბჰიასა მე მთელს ინდოეთში ვერსად აღმოვაჩინე.
ამბობენ, რამაჯუნამაც კი თავისი ბჰასია შემთხვევით ნაპოვნ, მატლის ნაჭამ
მანუსკრიპტზე დაყრდნობით შექმნაო. მაშინ, როცა ვედანტა-სუტრას ეს
დიდებული ბოდჰაიანა სუტრაც კი გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული,
გიტას ბოდჰაიანა ბჰასიას არსებობის მტკიცება სრული უაზრობაა. ზოგის
აზრით, გიტას ავტორი შინკარაჩარიაა და მაჰაბჰარატაშიც მან ჩართო
იგი.
ეჭვი შეაქვთ კრიშნას პიროვნების რეალურობაშიც. ჩჰანდოგია უპანიშად-
ში20 ერთგან ნახსენებია კრიშნა, დევაკის ძე, რომელმაც სულიერი დარიგება
17 მეფე, უჯაინის მმართველი, სწავლულთა და პოეტების მფარველი.
18 შანკარაჩარია _ (`მასწავლებელი შანკარა~) ანუ შანკარა. უდიდესი ფილოსოფოსი. ცხოვრობდა
დაახლოებით ჩვ.წ.აღ-ის მერვე-მეცხრე საუკუნეებში. ადვაიტა-ვედანტას კლასიკოსი
და უმთავრესი წარმომადგენელი. ბერობა (სანიასა) ადრეულ ასაკში მიიღო. მოიარა მთელი
ინდოეთი. სიტყვით გამოდიოდა უამრავ დისპუტში. იყო შეუდარებელი პოლემისტი. ვედანტისტად
აქცია მიმანსას უდიდესი ფილოსოფოსი, მანდანა მიშრა. დააარსა ოთხი მონასტერი
(მათჰა) და სანიასინთა ათი ორდენი, რომელთაგან ხუთი დღესაც არსებობს. ბრალს სდებდნენ
`ფარულ ბუდიზმში~. მისი მთავარი თხზულებებია კომენტარები `ბრაჰმა-სუტრაზე~, XI `უპანიშადზე~
და `გიტაზე~; აგრეთვე შესანიშნავი რელიგიურ-ფილოსოფიური პოემები ვივეკა-
ჩუდამანი (`შთაძიების მარგალიტი~), ატმაბოდჰა (`თავისთავადობის შეცნობა~), აპაროკშანუგჰუტი
(`დაუსწრებელი შეცნობა~), ანანდალაჰარი (`ნეტარების ტალღა~);
19 უდიდესი ვიშნუიტი ფილოსოფოსი, ვიშიშტა-ადვაიტას ფილოსოფიისა და ბჰაკტის ოთხი
ტრადიციიდან ერთ-ერთის, შრისამპრადაის ფუძემდებელი. ახალგაზრდობაში შანკარას სკოლას
ეკუთვნოდა, შემდეგ კი ვიშნუიტი გახდა და ვედანტას მონოთეისტური ვარიანტი შექმნა, რომელიც
ადვაიტას მონიზმს დაუპირისპირა. წარმოშობით ტამილელი ბრაჰმანი იყო. დაარსა
მონასტერი შრირანგამში, სადაც გაატარა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. მისი მთავარი ნაშრომებია
`ბრაჰმა-სუტრასა~ და `გიტას~ კომენტარები.
20 `უპანიშადების~ ერთ-ერთი წიგნი. იხ. `ვედები~, განმ. 2.45.
150
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
იოგ გჰორასგან მიიღო. მაჰაბჰარატაში კრიშნა დვარაკას მეფეა; ვიშნუ
პურანაში21 გოპებთან22 მოთამაშე კრიშნას ვხვდებით. ბჰაგავატამში მისი
რასალილა23 დეტალურადაა აღწერილი. ძალიან ძველად ჩვენს ქვეყანაში
მოდაში იყო უტსავა,24 სახელად მადანოტსავა (კუპიდონის საპატივცემულო
დღესასწაული). სწორედ ეს უტსავა გადაიქცა დოლად25 (ანუ სიხარული
მწუხარებით შეიცვალა, მთარგმ .), რომელიც კრიშნას მიეწერა.
ვინ იქნება ისეთი გაბედული, რომ ამტკიცოს, რომ `რასალილა” და სხვა
ათასი რამ სწორედ ასე არ მიეწერა კრიშნას? ძველ დროში ჩვენს ქვეყანაში
ისტორიული კვლევით სიმართლის დადგენას დიდი ყურადღება არ
ექცეოდა, ასე რომ, ნებისმიერს შეეძლო ეთქვა, რაც თვითონ მიაჩნდა სწორად
და თავისი ნათქვამი არავითარი ფაქტებით არ გაემყარებინა.
მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ძველ დროში ადამიანებს სახელისა
და დიდებისაკენ ასეთი დიდი ლტოლვა არ ახასიათებდათ. ამიტომ ხშირად
ხდებოდა, რომ ვინმე წიგნს შეადგენდა და ავტორობას თავის გურუს ან
სხვა ვინმეს მიაწერდა. ამის გამო მკვლევარისთვის ისტორიული სიმართლის
დადგენა მეტისმეტად რთულდება. ძველად არც გეოგრაფია იცოდნენ.
ფანტაზიას ფრთა ჰქონდა გაშლილი. ამიტომ ვხვდებით წარმოსახვის ისეთ
ფანტასტიურ ქმნილებებს, როგორებიცაა “ტკბილი ოკეანე”, “რძის ოკეანე”,
“წმინდა კარაქის ოკეანე”, “ხაჭოს ოკეანე” და ა.შ. პურანებში ვკითხულობთ,
რომ ვიღაცამ ათი ათასი წელი იცოცხლა, ვიღაცამ კი ასი ათასი წელი!
თუმცა ვედებში წერია, რომ `ადამიანი ას წელს ცოცხლობს.” ვის უნდა
დავუჯეროთ? კრიშნას შემთხვევაში სწორ დასკვნამდე მისვლა თითქმის
შეუძლებელია.
ადამიანებს რეალურად არსებული დიდი პიროვნებისათვის ათასგვარი,
გამოგონილი და ზებუნებრივი თვისებების მიწერა ახასიათებთ.
ალბათ კრიშნას შემთხვევაშიც მსგავსი რაღაც მოხდა, მაგრამ მაინც სრუ-
21 ერთ-ერთი `პურანას~ სახელწოდება. `პურანები~ მითებისა და ლეგენდების კრებულია,
რომლის ავტორობაც ვიასას მიეწერება. სულ თვრამეტი ძირითადი `პურანა~ არსებობს. მათ
ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულით ათარიღებენ.
22 მწყემსი გოგო.
23 რასლილა, ანუ კრიშნალილა ჩრდილოეთ ინდური მისტერიული ხალხური დრამაა და დაკავშირებულია
კრიშნას კულთან. მის წარმოშობას იმ მითს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც
მწყემსი გოგონები, გოპები წრეში ცეკვავენ და კრიშნას გმირობებს განასახიერებენ. ხედავს რა
მისდამი მათ ერთგულებას, თამაშში თვითონ კრიშნა ერთვება. როგორც თეატრალური წარმოდგენა,
დასრულებული სახით რასალილა მეთექვსმეტე საუკუნიდან, კრიშნაიდი ბჰაკტების
მოძრაობის განვითარების პერიოდიდან გვხვდება.
24 დღესასწაული.
25 დოლა _ გასვენება, დაკრძალვის რიტუალი.
151
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ლიად შესაძლებელია, რომ ის მეფე ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელიამეთქი,
ვამბობ, რადგან ძველად ჩვენს ქვეყანაში ბრაჰმა-ჯნანას26 ქადაგებით
უმეტესად მეფეები იყვნენ დაკავებული. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ
ვინც არ უნდა ყოფილიყო გიტას ავტორი, მისი სწავლება აბსოლუტურად
ემთხვევა მთელს მაჰაბჰარატას მსოფლმხედველობას. აქედან თავისუფლად
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაჰაბჰარატას ეპოქაში გამოჩნდნენ დიდი ადამიანები,
რომლებიც ბრაჰმა-ჯნანას მაშინდელი საზოგადოებისთვის ახალი
ფორმით ქადაგებდნენ. აგრეთვე თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ძველ
დროში ერთი-მეორის მიყოლებით ჩნდებოდა ახალ-ახალი სექტები, თავ-თავისი
ახალი `წმინდა წერილით~. ზოგჯერ დროთა განმავლობაში სექტაც
და მისი წმინდა წერილიც დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ ისეც ხდებოდა,
რომ სექტა არსებობას წყვეტდა, მაგრამ მისი წმინდა წერილი რჩებოდა.
სრულიად შესაძლებელია, გიტაც ერთ-ერთი იმ სექტის წმინდა წერილი
ყოფილიყო, რომელმაც ყველა თავისი მაღალი და კეთილშობილური იდეა
ამ წიგნში ჩააქსოვა.
რაც შეეხება კურუკშეტერას ბრძოლას, შეუძლებელია რაიმე საბუთის
მოშველიება იმის სასარგებლოდ, რომ ის მართლაც მოხდა. ეჭვი არაა,
რომ კაურავები და პანჩალები მართლა ებრძოდნენ ერთმანეთს. საკითხავია,
როგორ უნდა ემსჯელათ ამდენი ჯნანას , ბჰაკტის27 და იოგას28 შესახებ
ბრძოლის ველზე, სადაც ერთმანეთის პირისპირ გამწკრივებული ორი არმია
ომის დაწყებას ელოდა? ან იყო კი იქ ვინმე სტენოგრაფისტი, რომ კრიშნასა
და არჯუნას მიერ შუაგულ ბრძოლის ველზე ნათქვამი ყოველი სიტყვა
ჩაეწერა?
ზოგის აზრით, კურუკშეტერას ბრძოლა მხოლოდ ალეგორიაა.
როცა მის ეზოთერულ მნიშვნელობას ვაფასებთ, ვხვდებით, რომ ეს ადამიანში
კეთილ და ბოროტ მიდრეკილებებს შორის მუდმივ ბრძოლას აღნიშნავს.
ასეთი გაგებაც არ უნდა იყოს აზრს მოკლებული.
დიდი საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ არჯუნასა და სხვა
პიროვნებათა ისტორიულობაშიც. შატაპატა ბრაჰმანა29 ძალიან ძველი წიგნია.
მასში თითქმის ყველა სახელია შეტანილი, ვისაც კი აშვამედჰა იაჯნა30
შეუსრულებია, მაგრამ არა თუ ნახსენები არაა, გადაკვრითაც არაფერია
26 ჭეშმარიტი, წმინდა ცოდნა, ანუ ცოდნა სამყაროსა და ბრაჰმას იგივეობის შესახებ.
27 ჯნანა (ცოდნა) და ბჰაქტი (ერთგულება, სიყვარული) ჰინდუთა რელიგიური პრაქტიკის
სახეობებია. არსებობს ჯნანა-იოგა (შემეცნების გზა) და ბჰაკტი-იოგა (ერთგულების გზა).
28 ჰინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთი. (იხ. განმ. თავი
მეორე.)
29 `ვედების~ ერთ-ერთი წიგნი. (იხ. განმ. 2.45.)
30 ცხენის მსხვერპლად შეწირვის უძველესი რიტუალი, რომელსაც ხელმწიფეები ასრულებდნენ.
152
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ნათქვამი არჯუნასა და სხვათა შესახებ, თუმცა ნახსენებია ჯანამეჯაია,
პარიკშიტის ძე, რომელიც არჯუნას შვილიშვილი გახლდათ. მიუხედავად
ამისა, მაჰაბჰარატასა და სხვა წიგნებში ნათქვამია, რომ იუდჰიშთჰირა,31
არჯუნა და სხვები აშვამედჰას წირვას ასრულებდნენ.
განსაკუთრებით კარგად უნდა დავიხსომოთ ერთი რამ: ის, რომ,
სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს ამ ისტორიულ კვლევასა
და ჩვენს ნამდვილ მიზანს, ანუ იმ ცოდნას შორის, რომელიც დჰარმას
გვაზიარებს. დღეს თუნდაც დამტკიცდეს, რომ ყველაფერი ეს მთლიანად
მოგონილია, ჩვენ ამით არაფერს დავკარგავთ. მაშინ რა აზრი აქვს ამდენ
ისტორიულ კვლევა-ძიებასო, იკითხავთ თქვენ. ეს მთლად უსარგებლო საქმე
არ გახლავთ, რადგან ჩვენ სიმართლე უნდა დავადგინოთ და უცოდინრობის
გამო გაჩენილ არასწორ აზრთა ტყვეობაში დარჩენა არაფერს გვარგებს.
ამ ქვეყანაში ასეთი კვლევის მნიშვნელობაზე არ ფიქრობენ. ბევრ
სექტას სჯერა, რომ ისეთი ტყუილი, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის
მომტანი, კეთილშობილური იდეის ქადაგებაში გვეხმარება, უვნებელი რამაა.
ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი ამართლებს საშუალებას. სწორედ
ამიტომ იწყება ბევრი ჩვენი ტანტრა32 სიტყვებით “მაჰადევამ33 უთხრა პარვატის”
34 მაგრამ ჩვენი ვალი სიმართლის დადგენა და მხოლოდ სიმართლის
დაჯერება უნდა იყოს. ცრურწმენებისა და ძველი ტრადიციების რწმენის
ძალა იმდენად ძლიერია, რომ იესო ქრისტეს, მუჰამედსა და სხვა დიდ ადამიანებსაც
კი სჯეროდათ და ვერ თავისუფლდებოდნენ მათგან. ყოველთვის
სიმართლეს უნდა ეძებდეთ და ყოველგვარი ცრურწმენისგან უნდა განთავისუფლდეთ.
ახლა კი ვნახოთ, რას წარმოადგენს თავად გიტა . თუკი უპანიშადებს
შევისწავლით, დავინახავთ, რომ მათი კითხვისას ათასი უადგილო
თემის გროვაში უცებ ჭეშმარიტების განხილვას ვაწყდებით ხოლმე.
სწორედ ისე, როგორც მოგზაური აწყდება ტყეში აქა-იქ სულ მთლად ეკალბარდში
გახლართულ მშვენიერ ვარდს.
მასთან შედარებით გიტა აწყობილ, მიჯრით მიწყობილ და თავ-
თავის ადგილ მიჩენილ ჭეშმარიტებათა ასხმას ჰგავს _ მშვენიერ გირლანდას
ან ნარჩევ ყვავილთა თაიგულს. უპანიშადებში საგულდაგულოდაა
დამუშავებული შრადდჰა ,35 მაგრამ თითქმის არაა ნახსენები ბჰაკტი . მეორეს
31 `მაჰაბჰარატას~ ერთ-ერთი გმირი, იამას ძე, უფროსი პანდაველი.
32 რელიგიური და მაგიური შინაარსის ნაწარმოებები. იხ. განმ. 6.1.
33 მაჰადევა, ანუ `უდიადესი, უმთავრესი ღმერთი,~ შივას ეპითეტია.
34 ქალღმერთი, შივას მეუღლე.
35 მორწმუნე.
153
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
მხრივ, გიტაში ის არა მხოლოდ მრავალჯერაა ნახსენები, არამედ ბჰაკტის
სიღრმისეული სული მასში თავის კულმინაციას აღწევს.
ახლა გიტას რამდენიმე მთავარი დებულება განვიხილოთ. რა არის
გიტას ორიგინალურობის საიდუმლო? რა გამოარჩევს მას ყველა მაშინდელი
წმინდა წერილისგან? აი, რა: მიუხედავად იმისა, რომ მის გამოჩენამდე
იოგას, ჯნანას, ბჰაკტისა და ა.შ. თავისი ერთგული მიმდევრები ჰყავდა, ყველა
ისინი ერთმანეთთან დაობდნენ და მათ მიერ არჩეული გზის უპირატესობის
დამტკიცებას ცდილობდნენ. არავის უცდია ოდესმე, ეს განსხვავებული
გზები ერთმანეთთან შეერიგებინა. მათი ჰარმონიული შეთანხმება პირველად
სწორედ გიტას ავტორმა სცადა. მან ყველა უკვე არსებული სექტისგან
ყოველივე საუკეთესო აიღო და გიტაში ჩააქსოვა, მაგრამ ურთიერთმოქიშპე
სექტებს შორის თანხმობის (სანმავაიას) მიღწევა კრიშნამაც კი ვერ მოახერხა.
ამ მიზანს ბოლომდე მხოლოდ რამაკრიშნა პარამაჰამსამ36 მიაღწია
მეცხრამეტე საუკუნეში.
გიტას შემდეგი მიღწევა ნიშკამა კარმაა , ანუ მიჯაჭვულობის გარეშე შრომა.
დღეს ადამიანებს ამის მნიშვნელობა სხვადასხვანაირად ესმით. ზოგიერთის
თქმით, ამით ის იგულისხმება, რომ ადამიანი უმიზნო უნდა გახდეს. ეს რომ
ამის ნამდვილი აზრი იყოს, უგულო მხეცები და კედლები ნიშკამა კარმას
უბადლო მოღვაწეები იქნებოდნენ. ბევრს ჯანაკას37 მაგალითი მოჰყავს და
სურს, ისეთივე აღიარებას მიაღწიოს, როგორიც ნიშკამა-კარმას ძველმა
ოსტატებმა მოიპოვეს!
ჯანაკას (სიტყვა-სიტყვით მამა) ასეთი სახელი ბევრი შვილების გაჩენით
არ დაუმსახურებია, მაგრამ ზოგს ჯანაკობის მოპოვება სწორედ მხოლოდ
რაც შეიძლება ბევრი შვილის გაჩენით სურს. არა! ჭეშმარიტი ნიშკამა კარმი
(სურვილის გარეშე მშრომელი) არც მხეცია და არც უსიცოცხლო ან
უგულო რამ. ის ტამასეული კი არ არის, არამედ პირწმინდად სატვასმიერი .
ის იმდენად სავსეა სიყვარულითა და თანაგრძნობით, რომ შეუძლია მთელი
მსოფლიო სიყვარულით ჩაიკრას გულში. როგორც წესი, მსოფლიოს არ
შეუძლია მის ყოვლისმომცველ სიყვარულსა და თანაგრძნობას ჩასწვდეს.
დჰარმას სხვადასხვა გზათა შერიგება და სურვილისა და მიჯაჭვულობის
გარეშე შრომა გიტას ორი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია.
ახლა რამოდენიმე სტროფი წავიკითხოთ მეორე თავიდან:
`რა დაინახა თვალცრემლიანი , ნაღველნარევი და გულშეძრული,
არ დაიშურა მადჰუს38 მძლეველმა არჯუნასათვის სიტყვები ბრძნული.”[2.1.]
36 სულის უმაღლესი მდგომარეობის, სრულყოფილი ატმანის აღმნიშვნელი ტერმინი. გამოიყენება
უდიდესი სულიერი ავტორიტეტების მიმართ.
37 ვიდეჰას სამეფოს ერთ-ერთი მეფე.
38 მითიური დემონი, რომელიც კრიშნამ დაამარცხა.
154
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
შრი ბჰაგავანმა თქვა:
ნეტავ საიდან ეს სულმდაბლობა? ჭირს მწუხარებით ვერვინ უშველის!
ვინც გასაჭირში სულით ეცემა, ზეცა კი არა, სირცხვილი ელის. [2.2.]
ქედს ნუ მოუხრი მაგ სიძაბუნეს, ნუ გეგონება შენი საფერი,
ნუ დანებდები გულს დაკნინებულს , ფეხზე წამოდექ , შემუსრე მტერი!~ [2.3.]
რა მშვენივრად, რა პოეტურადაა დახატული არჯუნას ნამდვილი პოზიცია
ამ შლოკებში39! `რა დაინახა თვალცრემლიანი...~. შრი კრიშნა რჩევას
აძლევს არჯუნას.რატომ უნდა იბრძოლოს არჯუნამ? იმიტომ, რომ მას
ბრძოლაზე უარი წმინდა სატვა-გუნას სიჭარბის გამო არ უთქვამს; მას ეს
გადაწყვეტილება ტამასმა მიაღებინა. სატვა-გუნაში მყოფი ადამიანის ბუნებას
ყოველგვარ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში, სიმდიდრე იქნება ეს თუ
გაჭირვება, ერთნაირი სიმშვიდე ახასიათებს.
მაგრამ არჯუნა შიშმა შეიპყრო. ის სიბრალულმა მოიცვა. ის, რომ
მეომრის ინსტინქტი და ბრძოლის სურვილი მას არ აკლდა, იმ უბრალო
ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრძოლის ველზე მხოლოდ ამ სურვილით
მოვიდა. მსგავსი რამის მოწმე ცხოვრებაშიც ხშირად ვხვდებით. ბევრს
ჰგონია, რომ სატვიური ბუნებისაა, სინამდვილეში კი თხემით ტერფამდე
ტამასეულია . ბევრ ისეთ ადამიანს, უწმინდურად რომ ცხოვრობს, თავი
პარამაჰამსა ჰგონია! რატომ? იმიტომ, რომ შასტრებში40 წერია, რომ პარამაჰამსები
მცონარა, ჭკუაშერყეული ან სულაც უწმინდური სულის ადამიანებივით
ცხოვრობენ. ისინი ბავშვებს არიან შედარებულნი, მაგრამ კარგად
უნდა გვესმოდეს, რომ ეს შედარება ცალმხრივია. პარამაჰამსა და ბავშვი
ერთი და იგივე არ არის. მათ შორის სხვაობაა. ისინი მხოლოდ ჰგვანან
ერთმანეთს და ასე ვთქვათ, ორ საპირისპირო პოლუსს წარმოადგენენ.
ერთმა ჯნანას მიღმიერ მდგომარეობას მიაღწია, მეორეს კი ჯერ არც კი
გაუგია, ჯნანა რა არის. სინათლის ორივენაირი _ ყველაზე სწრაფი და
ყველაზე ფაქიზი ვიბრაცია ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველია. მაგრამ
ერთს უკიდურესი მხურვალება ახასიათებს, როცა მეორე, შეიძლება
ითქვას, სითბოს სრულიად მოკლებულია. იგივე ითქმის სატვასა და ტამასის
ურთიერთსაპირისპირო თვისებებზეც. ეჭვი არაა, რომ რაღაც კუთხით
ისინი ერთნაირები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის უზარმაზარი
სხვაობაა.
ტამაგუნას ძალიან უყვარს სატვას ტანისამოსში გამოწყობა. არ-
39 ლექსის ზომა. შედგება ორი თექვსმეტმარცვლიანი ტაეპისგან, რომლებით ცეზურით ორ
ნაწილად, `პადებად~ იყოფა.
40 სხვადასხვა თემაზე შექმნილი ძველინდური ტრაქტატები.
155
სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ
ჯუნას, მძლეთამძლე მეომრის არსებაში იგი სიბრალულის (დაიას) ნიღბით
შეიპარა.
რას ამბობს ბჰაგავან შრი კრიშნა იმ ილუზიის გასაფანტად, არჯუნას
რომ დაუფლებია? მე მუდამ ვქადაგებ, რომ ადამიანი კი არ უნდა
დაგმო და კი არ უნდა უკიჟინო, ცოდვილი ხარო, არამედ მისი ყურადღება
მისსავე ყოვლისშემძლე ბუნებისაკენ უნდა მიაპყრო. სწორედ ასე იქცევა
არჯუნასთან საუბრისას კრიშნა: `ეს შენ არ შეგშვენის!~ `შენ წარუდინელი
ატმანი ხარ, ყოველივე ბოროტის მიღმა მყოფი. შენივე ჭეშმარიტი ბუნების
დამვიწყებმა და მიწიერი ტკივილითა და ნაღველით დამძიმებულმა, თავი
ცოდვილად მიიჩნიე და შენ თვითონ აქციე ასეთად. შენ ეს არ შეგშვენის!~
ეუბნება ის და დასძენს: `ნუ დანებდები სიმხდალეს, პართჰას შვილო! არ
არსებობს არც ცოდვა და არც უბედურება, არც ავადმყოფობა და არც
მწუხარება; თუკი ქვეყნად არის რაიმე ისეთი, რასაც შეიძლება `ცოდვა~
ვუწოდოთ, ეს შიშია; იცოდე, რომ წმინდაა (პუნია) ნებისმიერი საქმე, რომელიც
შენში დამალული ძალის გამოვლენაში გეხმარება, ის საქმე კი, რომელიც
გონებასა და სხეულს გისუსტებს, ცოდვაა ჭეშმარიტად; მოიშორე
ეს სილაჩრე და სიძაბუნე! შენ გმირი (ვირა) ხარ და სისუსტე არ შეგფერის!~
ჩემო შვილებო, მთელს მსოფლიოს რომ გააგებინოთ ეს აზრი: `ქედს ნუ
მოუხრი მაგ სიძაბუნეს, ნუ გეგონება შენი საფერი!~ ყველა ავადმყოფობა,
მწუხარება, ცოდვა და უბედურება სამ დღეში აღიგვება პირისაგან მიწისა.
აღარავინ წარმოიდგენს თავს უძლურად. ახლა კი უძლურება _ ეს ში-
შის მიერ წარმოქმნილი ტალღების ნაკადი ყველგან ბატონობს. დასძარით
ადგილიდან მისი საპირისპირო ნაკადი და ნახავთ, როგორი ჯადოსნური
გარდასახვის მოწმენი გახდებით! ყოვლისშემძლენი ხართ _ წადით, ხახაში
ჩაუვარდით ქვემეხს, ნუ გეშინიათ.
ნუ შეიძულებთ ყველაზე დაცემულ ცოდვილსაც კი _ ნუ იმსჯელებთ ზედაპირის
მიხედვით. სიღრმისკენ მიაპყარით მზერა _ იქ, სადაც პარამატმანი41
სუფევს. მთელი ხმით შესძახეთ ქვეყნიერებას: `არ არის ცოდვა შენში! არ
არის ტანჯვა შენში! ყოვლისშემძლე ძალის წყარო ხარ! ადექი, გაიღვიძე
და გააცოცხლე შენი ღვთაებრიობა!~
`ქედს ნუ მოუხრი მაგ სიძაბუნეს, ნუ გეგონება შენი საფერი,
ნუ დანებდები გულს დაკნინებულს, ფეხზე წამოდექ, შემუსრე მტერი!~
ვინც ამ ერთადერთ შლოკას ჩასწვდება, ის მთელ გიტას გაიგებს, რადგან ამ
ერთადერთ შლოკაშია ჩაქსოვილი ბჰაგავადგიტას მთელი სიბრძნე.
41 უზენაესი ატმანი; სამყაროს სული.
156
შრი აურობინდო
სწავლების არსი
შრი აურობინდო გჰოში (1872-1950) _ ინდოელი ფილოსოფოსი, პოეტი,
რევოლუციონერი, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
ორგანიზატორი, იოგი, გურუ და ინტეგრალური იოგას ფუძემდებელი. რაბინდრანათ
თაგორთან, რამაკრიშნასთან, ვივეკანანდასთან და მაჰატმა განდის-
თან ერთად ისეთ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც, შოთა
რუსთაველის ან ვაჟა-ფშაველას მსგავსად, ერის სიმბოლოდ იქცევიან ხოლმე,
რადგან მის უმაღლეს იდეალებს გამოხატავენ.
ჩვენს წინაშეა ღვთაებრივი მასწავლებელი და მისი მოწაფე _
ადამიანი; ისღა დაგვრჩენია, ნათლად ჩამოვაყალიბოთ მისი დოქტრინის
კონცეფცია. ნათელი კონცეფცია, რომელიც სწავლების არსს, მის გულის
გულს გამოხატავს, აქ განსაკუთრებით საჭიროა, რადგან გიტა, თავისი
მრავალმხრივი აზრით, სულიერი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტთა კომპლექსური
ხედვით და მსჯელობის ქაოსური მსვლელობით სხვა წმინდა
წიგნებზე მეტად ქმნის მიკერძოებული ინტელექტუალურობით წარმოშობილი
ცალმხრივი, მცდარი ინტერპრეტირების საშიშროებას. ვინმეს მოსაწონი,
წინასწარ აკვიატებული მოსაზრების, დოქტრინის ან პრინციპის
გასამართლებლად ფაქტის ან სიტყვის გაუცნობიერებლად ან ნახევრად
გაცნობიერებულად დამახინჯებას ინდოელი ლოგიკოსები გაუგებრობის
ყველაზე წყალუხვ წყაროდ მიიჩნევენ; აქ კი ისეთ გა უგებრობასთან გვაქვს
საქმე, რომელიც შეიძლება ყველაზე კეთისინდისიერმა მოაზროვნემაც კი
ვერ აირიდოს, რადგან ადამიანის გონებას სულმუდამ დეტექტივის როლში
ყოფნა არ ძალუძს; მის ხასიათშია ჩაებღაუჭოს რომელიმე ცალმხრივ
დასკვნას, იდეას ან პრინციპს, მისი მხარდამჭერი გახდეს და ის მთელი
ჭეშმარიტების ახსნად აქციოს, თანაც საკუთარი თავის გვერდის ავლის
ამოუწურავ შესაძლებლობასაც ფლობს, ისე რომ საკუთარ მუშაობაში ამ
აუცილებელი და საგულდაგულოდ გადამალული სისუსტის აღმოჩენის თავიდან
აცილებაც შეუძლია. გიტა ადვილად იძლევა ასეთი შეცდომის დაშვების
შესაძლებლობას, რადგან ადვილია ყურადღება განსაკუთრებულად
გაამახვილო მის მრავალ ასპექტთაგან ერთ-ერთზე ან თუნდაც რომელიმე
თვალშისაცემ, შთამბეჭდავ ადგილზე, მთელი დანარჩენი თვრამეტი თავი კი
უკანა პლანზე გადასწიო, დაქვემდებარებული ან დამხმარე ტექსტის ფუნ157
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ქცია მიანიჭო და ამით გიტა საკუთარი დოქტრინის ან დოგმის მომხრედ
აქციო.
ამის გამოა, რომ ზოგი საერთოდ უარყოფს, გიტა შრომას რომ ქადაგებს
და მას მხოლოდ ცხოვრებისგან და შრომისგან განდგომისთვის მოსამზადებელ
დისციპლინად წარმოგვიდგენს: დაწესებულ ქმედებათა, ან რაც ხელთ
მოგხვდება, იმ საქმის გულგრილი შესრულება ამ შემთხვევაში საშუალებად,
დისციპლინად გვევლინება; ერთადერთი ნამდვილი მიზანი ცხოვრებისგან და
შრომისგან საბოლოო განდგომაა. ძალიან ადვილია ეს შეხედულება თავად
წიგნიდან ციტატების მოტანით და მსჯელობისას მახვილთა გარკვეული
განლაგებით გაამართლო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი იმ
სპეციფიურ მნიშვნელობაზე დახუჭავ თვალს, რომლითაც სიტყვა სანიასა ,
ანუ განდგომაა ნახმარი; მაგრამ სრულიად შეუძლებელია მიუკერძოებლად
კითხვისას ბოლომდე ვუერთგულოთ ამ შეხედულებას, რადგან წიგნის ბოლომდე
გამუდმებით ჩაგვესმის შეგონება, რომ მოქმედება უნდა ვამჯობინოთ
უმოქმედობას და უპირატესობა განურჩევლობასა1 და შრომის უზენაესი
პურუშასთვის2 მინებების გზით სურვილისგან ჭეშმარიტ, შინაგან განდგომას
მივანიჭოთ.
ისეთებიც არიან, ისე რომ საუბრობენ გიტაზე, თითქოს მთელი მისი
სწავლება ერთგულების დოქტრინით ამოიწურებოდეს და ამის დასტურად
მისი მონისტური ელემენტები და აგრეთვე ის მოაქვთ, რომ ყოვლის ერთში
მყოფობის კვიეტისტურ3 იდეას წიგნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რა თქმა
უნდა, ერთგულებაზე ყურადღების გამახვილება, ღვთაებრიობის უფლის, პურუშას
სახით წარმოჩენა, პურუშოტამას4 , ანუ უზენაესი არსების დოქტრინა
_ არსების, რომელიც ორივე _ ცვალებად და უცვლელ არსებებზე მაღლა
მდგომია და რომელიც არის ის, რასაც მის სამყაროსთან ურთიერთობაში
ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ _ ეს ყველაფერი გიტას ყველაზე არსებით ელემენტთაგან
ყველაზე დიდებული რამ არის; და მაინც ეს ის ღმერთიცაა,
რომელშიც თავის მწვერვალს აღწევს ყოველნაირი ცოდნა, ისიც, რომელიც
არის მსხვერპლშეწირვის მეუფე და რომლისკენაც მივყავართ ყოველგვარ
შრომას და სიყვარულის ღმერთიც, რომლის არსებაშიც ერთგულების სული
სუფევს. გიტა ამათ შორის უნაკლო წონასწორობას ინარჩუნებს და ხან
ცოდნაზე ამახვილებს ყურადღებას, ხან შრომაზე და ხან ერთგულებაზე,
მაგრამ ფიქრის მდინარება ერთბაშად ერთი მიმართულებით რომ არ წა-
1 ეს `გიტას~ ერთ-ერთი მთავარი ცნებაა და მატერიალური სამყაროს ყველა მოვლენისადმი
ერთნაირ , განურჩეველ დამოკიდებულებას ნიშნავს. ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება.
2 პურუშა _ სული, იხ. `ზენა ღვთაება...~ განმ. 8.4
3 კვიეტიზმი ცხოვრების მოვლენათა მიმართ პასიურ დამოკიდებულებას გულისხმობს.
4 პურუშოტამა _ `უმაღლესი პურუშა,~ იხ. განმ. 15.18.
158
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ვიდეს, სხვებთან შედარებით გამოკვეთილ, განსაკუთრებულ უპირატესობას
არც ერთ მათგანს არ ანიჭებს. ის ადგილი, სადაც სამივე თავს იყრის და
ერთიანდება, არის უზენაესი არსება, პურუშოტამა .
მაგრამ დღევანდელ დღეს, მას შემდეგ, რაც თანამედროვე გონებამ აღიარა
და საქმე დაიჭირა გიტასთან , თავი იჩინა გიტაში მოქმედებისკენ
გამუდმებული მოწოდების, ცოდნისა და ერთგულების ელემენტების მისთვის
დაქვემდებარების და მასში კარმა-იოგას მოძღვრების, შრომის სახარების იმ
სინათლის აღმოჩენის ტენდენციამ, რომელიც მოქმედების გზაზე მიგვიძღვის
წინ. ეჭვი არ არის, რომ გიტა შრომის სახარებაა, მაგრამ იმ შრომის,
თავის კულმინაციას ცოდნაში რომ აღწევს; იმ შრომის, რომელიც სულიერ
რეალიზაციასა და სიმშვიდეში გამოიხატება; რომელიც ერთგულებითაა
მოტივირებული, რაც ადამიანის მთელი არსების ჯერ უზენაესის ხელებში,
შემდეგ კი მის არსებაში გაცნობიერებული თავდავიწყებაა და არა ისეთი
შრომა, როგორიც ეს თანამედროვე გონებას ესმის _ არა ეგოისტური,
ალტრუისტული, პიროვნული, სოციალური ან ჰუმანიტარული მოტივებით,
პრინციპებით თუ იდეალებით ნაკარნახები მოქმედება. მიუხედავად ამისა,
თანამედროვე ინტერპრეტატორები ცდილობენ გიტა სწორედ ასეთად წარმოგვიდგინონ.
უამრავი ავტორიტეტული ხმა გამუდმებით ჩაგვჩიჩინებს, რომ
გიტა სრულიად გარკვევით ასხამს ხოტბას ადამიანის მოქმედების, საზოგადოებრივი
ვალის უანგაროდ მოხდის იდეალს და ამით ინდური აზრისა და
სულიერებისთვის ჩვეულ ასკეტურ და კვიეტისტურ ტენდენციებს უპირისპირდება.
უფრო მეტიც, ის საზოგადოების მსახურების სრულიად თანამედროვე
იდეალის მატარებლად ეჩვენებათ ხოლმე. ამ ყველაფერზე მხოლოდ
ის შემიძლია ვთქვა, რომ ზედაპირული თვალის გადავლებითაც აშკარად
ჩანს, რომ გიტაში მსგავსი არაფერია და რომ ეს მხოლოდ თანამედროვე
მცდარი წაკითხვაა, თანამედროვე გონების მიერ უძველესი წიგნის წაკითხვა
_ ძველთუძველესი და თხემით ტერფამდე აღმოსავლური, ინდური სწავლების
ევროპული ან ევროპეიზირებული ინტელექტის მიერ აღქმა. ის, რასაც
გიტა გვასწავლის, ადამიანური კი არა, ღვთიური ქმედებაა; სოციალურ
ვალდებულებათა აღსრულება კი არა, მოვალეობისა თუ ქცევის ყველა სხვა
სტანდარტის იმ ღვთაებრივი ნების უანგაროდ აღსასრულებლად მიტოვება,
ჩვენივე ბუნების მეშვეობით რომ მოქმედებს; არა საზოგადოებრივი სამსახური,
არამედ საუკეთესო, განღმრთობილი, თავის მფლობი ადამიანების
შრომა, შესრულებული უპიროვნოდ, სამყაროსათვის, როგორც მსხვერპლი,
აღვლენილი მისთვის, ვინც კაცისა და ბუნების მიღმა დგას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიტა პრაქტიკული ეთიკის კი არა, სულიერი
ცხოვრების წიგნია. თანამედროვე გონება ევროპული გონებაა, ისეთი, როგორადაც
ის არა მხოლოდ იმ ბერძნულ-რომაული უმაღლესი კულტურის
იდეალიზმის მიტოვების შემდეგ იქცა, რომლიდანაც დაიწყო, არამედ შუა
საუკუნეების ქრისტიანული ღვთისმოსაობის მივიწყების შემდეგაც. მან ეს
159
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
3 comments:
არაჩვეულებრივი ბლოგია. ბევრი ინფორმაცია მივიღე. დიდი მადლობა. გისურვებთ წინსვლას და დიდ წარმატებებს.
ჩემი ფავორიტია ეს კაცი !!! მაჰათმა განდი ამბობდა ამ ადამიანზეე რომ მას შემდეგ რაც ამ ადამიანის შემოქმედებას და პიროვნებას გაეცნო კიდევ უფრო მეტად დააფასა თავისი ქვეყანა !!!! ძალიან მაგარია :)
ძალიან სასარგებლოა, გმადლობ შემქმნელო
Post a Comment