Sunday, December 6, 2009

შრი აურობინდო გიტას შესახებ

შრი აურობინდო - სწავლების არსი
ყველაფერი შეცვალა და პრაქტიკულ იდეალიზმსა და სოციალურ, პატრიოტულ
და ფილანტოპიულ ერთგულებაში გადაადნო. მან ღმერთი თავიდან
მოიშორა ან მხოლოდ საკვირაო მოხმარებისათვის დაიტოვა და მის ადგილას
ღვთაებად ადამიანი აღმართა, ხილულ კერპად კი _ საზოგადოება.
უკეთეს შემთხვევაში ის პრაქტიკული, ეთიკური, სოციალური, პრაგმატული,
ალტრუისტული და ჰუმანიტარულია. ახლა ყველაფერი ეს კარგია, დღევანდელ
დღეს განსაკუთრებით საჭიროა და ღვთაებრივი ნების ნაწილს წარმოადგენს.
ასე რომ არ იყოს, კაცობრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ
გახდებოდა. არც იმის მიზეზი არსებობს, რომ განღმრთობილმა კაცმა _ იმან,
ვინც ბრაჰმული ცნობიერებით ცხოვრობს, მოქმედებისას ყველა ეს თვისება
არ განახორციელოს. რა თქმა უნდა, ის ასეც მოიქცევა, თუ ეს ყველაფერი,
ეპოქის საუკეთესო იდეალი და იუგადჰარმაა,5 თუ ჯერჯერობით უფრო
მაღალი იდეალი არ გაგვაჩნია და არც რაიმე რადიკალური ცვლილების
მოხდენას ვაპირებთ. რადგან ასეთი კაცი, როგორც მოძღვარი ეუბნება თავის
მოწაფეს, ადამიანთა შორის საუკეთესოა და სხვებს მაგალითი უნდა
მისცეს; სინამდვილეში არჯუნას სწორედ ამისკენ მოუწოდებენ _ იმისკენ,
რომ თავისი დროის და გაბატონებული კულტურის უმაღლესი იდეალების
შესაბამისად იცხოვროს, მაგრამ იცხოვროს გაცნობიერებულად, იმ ცოდნით,
რომელიც ყველაფერ ამის უკან დგას და არა როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა,
მხოლოდ და მხოლოდ გარეგან წესებს და კანონებს რომ მისდევს.
მაგრამ საქმე ისაა, რომ თანამედროვე ადამიანმა პრაქტიკულ ცხოვრებაში
ბიძგის მომცემი მოტივებიდან ორი რამ განდევნა: ღმერთი, ანუ მარადიული
და სულიერება, ანუ ღვთიური მდგომარეობა, რაც გიტას ძირითადი კონცეფციებია.
დღევანდელი ადამიანი კაცობრიობაში ცხოვრობს, გიტა კი ღმერ-
თში ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს _ მსოფლიოსთვის, მაგრამ ღმერთში;
გიტა მხოლოდ მის სიცოცხლეში, მის გულსა და ინტელექტში _ სულში
ცხოვრებისკენ გვიწვევს; იმ ცვალებად არსებაში, `ყველა სულიერი~ რომ
ეწოდება და ამავე დროს უცვლელი და უზენაესი რომ არის; გიტა გვასწავლის,
როგორ ვიცხოვროთ დროის წარმავალ დინებაშიც და მარადიულშიც.
და თუ ეს უმაღლესი კატეგორიები დღეს ბუნდოვანი ჩანს, მხოლოდ იმიტომ,
რომ მათი ადამიანისა და საზოგადოებისთვის დაქვემდებარება სურთ;
მაგრამ ღმერთი და სულიერება თავისთავად არსებობს და არა როგორც
რაღაცის დამატება; და ჩვენში ყველაზე მდაბალმა უმაღლესისთვის არსებობა
პრაქტიკულად უნდა ისწავლოს; იმისთვის, რომ უმაღლესმაც ჩვენში
გაცნობიერებულად იარსებოს უმდაბლესისთვის, რათა ის თავის სიმაღლეებს
მიაახლოვოს.
ამიტომ შეცდომაა გიტა დღევანდელი გონების თვალსაწიერიდან ავხსნათ
და დავაძალოთ მას გვიქადაგოს მოვალეობის შესრულება, როგორც უმაღლესი
და ყველაფერში გამოსადეგი კანონი. იმ სიტუაციის სულ მცირე
5 `ეპოქის რწმენა, საყრდენი, ვალი, წესი...~ იხ. იუგა, განმ. 4.7. და დჰარმა, განმ. 1.40.
160
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ანალიზიც, რომელსაც გიტა გვთავაზობს, დაგვარწმუნებს, რომ შეუძლებელია
ეს იყოს მისი მნიშვნელობა, რადგან სწავლების მთელი შინაარსი, რომლისგანაც
ის წარმოსდგება და რომელიც აიძულებს მოწაფეს მასწავლებელი
ეძიოს, მოვალეობის შესახებ ერთმანეთში გადახლართული კონცეფციების
ის შეჯახებაა, ადამიანის გონების მიერ აღმართული მთელი ამ სასარგებლო
ინტელექტუალური და მორალური შენობის ნგრევით რომ მთავრდება. ადამიანის
გონებაში საკმაოდ ხშირად იბადება ამა თუ იმ სახის კონფლიქტი.
მაგალითად კონფლიქტი საშინაო მოვალეობებსა და ქვეყნის ან რაიმე სასარგებლო
საქმის ძახილს შორის; ან ქვეყნის მოთხოვნასა და საკაცობრიო
იდეას, ან რაიმე უფრო ფართო რელიგიურ ან მორალურ პრინციპს შორის.
შინაგანი კონფლიქტი შეიძლება ბუდასაც კი გაუჩნდეს, რომელმაც, მისი
შინაგანი, ღვთაებრივი ხმის ძახილს რომ გაჰყვეს, ყველანაირ მოვალეობაზე
უნდა თქვას უარი, ყველაფერი უნდა მიატოვოს და უგულებელჰყოს. ჩემთვის
ფიქრიც კი წარმოუდგენელია იმაზე, რომ გიტა ასეთ შინაგან კონფლიქტს
ბუდას უკან, სახლში _ ცოლთან და მამასთან, საკიას სახელმწიფოს მთავრობაში
გაგზავნით გადაწყვეტს; ან რამაკრიშნას ეროვნულ სკოლაში პანდიტად
(სწავლული, მთარგმ. ) გაამწესებს და დაავალებს, ბავშვებს უანგაროდ
გაკვეთილები ასწავლოს; ან ვივეკანანდას აიძულებს, ოჯახის რჩენის
მიზნით სამართალს, მედიცინას ან ჟურნალისტიკას გაჰყვეს გულდამშვიდებული.
გიტა მოვალეობის უანგაროდ მოხდას კი არ გვასწავლის, არამედ
ღვთაებრივი ცხოვრების გაყოლას, სარვადჰარმანის _ ყოველნაირი დჰარმის
(აქ: მოვალეობა, მთარგმ. ) მიტოვებას და თავის მხოლოდ უზენაესის ქვეშ
შეფარებას. ამიტომ ბუდას, რამაკრიშნას და ვივეკანანდას ღვთაებრივი მოღვაწეობა
მის მოძღვრებასთან სრულ თანხმობაშია. მეტიც, მიუხედავად იმისა,
რომ გიტა უმოქმედობას მოქმედებას ამჯობინებს, ის შრომისგან განდგომას
კი არ გამორიცხავს, არამედ ღვთაებრივისკენ ერთ-ერთ გზად აღიარებს. თუ
ამის მიღწევა მხოლოდ შრომისგან და ცხოვრებისგან განდგომით შეგვი-
ძლია და ჩვენი შინაგანი ხმის ძახილიც ძლიერია, მაშინ ვერაფერს ვიზამთ,
ყველაფერი ცეცხლში უნდა მოვისროლოთ და მას უნდა გავყვეთ. ღმერთის
ძახილი ყველაფერზე მაღლა დგას და მას ვერავითარი სხვა მიზეზი ვერ
გადაწონის.
მაგრამ არჯუნა სხვა სიძნელის წინაშეც დგას _ მას სინდისი უფლებას არ
აძლევს გააკეთოს დავალებული საქმე. თქვენ ამბობთ, რომ ბრძოლა მისი
მოვალეობაა? მაგრამ ეს მოვალეობა ხომ მისი აზრით საშინელი ცოდვაა!
რას უშველის მას, ან როგორ გადაწყვეტს მის პრობლემას იმის თქმა, რომ
მოვალეობა უანგაროდ და აუღელვებლად უნდა შეასრულოს? ის იკითხავს,
რა ევალება მას და როგორ შეიძლება საკუთარი ნათესავების, საკუთარი
მოდგმის, თანამემამულეების ხოცვა-ჟლეტა მისი ვალი იყოს. მას ეუბნებიან,
რომ სიმართლე მის მხარესაა, მაგრამ ეს მას ვერ აკმაყოფილებს და
არც შეიძლება, აკმაყოფილებდეს, რადგან ფიქრობს, რომ თავისი კანონიერი
161
შრი აურობინდო - სწავლების არსი
მოთხოვნის სამართლიანობა უფლებას არ აძლევს, მის დასაკმაყოფილებლად
დაუნდობელი სისხლისღვრა მოაწყოს და საკუთარ ერს მომავალი მოუსპოს.
როგორ უნდა მოიქცეს, უანგაროდ იშრომოს იმისდა მიუხედავად, ცოდვაა თუ
არა ეს და იფიქროს, რომ სულ ერთია, რა მოჰყვება მის საქციელს, რადგან
ის თავის ჯარისკაცულ ვალს იხდის? ასეთი რამ შეიძლება სახელმწიფოებმა,
პოლიტიკოსებმა, იურისტებმა ან ეთიკის კაზუისტებმა იქადაგონ, მაგრამ
შეუძლებელია ეს დიადი რელიგიური და ფილოსოფიური წმინდა წიგნის
მოძღვრება იყოს; იმ წმინდა წიგნის, რომელიც ცხოვრებისა და მოქმედების
ძირეულ საკითხებს წყვეტს. და თუ სულ ეს არის, რაც ყველაზე მწვავე
მორალური და ეთიკური საკითხების შესახებ გიტას შეუძლია გვითხრას,
ჩვენ ის მსოფლიოს წმინდა წიგნთა სიიდან უნდა ამოვიღოთ და სადმე
პოლიტიკური მეცნიერების ან ეთიკური კაზუისტიკის ბიბლიოთეკაში უნდა
მივუჩინოთ ადგილი.
ეჭვი არ არის, რომ გიტა , ისევე როგორც უპანიშადები, იმ განურჩევლობას
გვასწავლის, რომელიც ცოდვასა და სათნოებაზე6 მაღლა დგას, სიკეთისა და
ბოროტების მიღმაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის ბრაჰმული
ცნობიერების ნაწილია და ამ გზაზე მდგარი, უზენაესი წესის აღსასრულებლად
მზად მყოფი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ის ადამიანის
ყოველდღიურ ცხოვრებაში სიკეთისა და ბოროტებისადმი გულგრილობას
კი არ ქადაგებს, რაც ყველაზე უფრო დამღუპველ შედეგს მოიტანდა, არამედ
პირიქით _ ადასტურებს, რომ ავის ჩამდენნი ღმერთს ვერ მიაღწევენ.
ამიტომ თუ არჯუნა უბრალოდ ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივი წესის
საუკეთესოდ აღსრულებას, იმ საქმის უანგაროდ გაკეთებას ესწრაფვის,
რაც ჯოჯოხეთურ ცოდვად მიაჩნია, ეს მას არ უშველის, მიუხედავად იმისა,
რომ ეს მისი, როგორც ჯარისკაცის ვალია. ათასი მოვალეობა რომ ნამსხვრევებად
იქცეს, მან მაინც თავი უნდა შეიკავოს იმისგან, რაც მის სინდისს
სძაგს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მოვალეობა ის იდეაა, რომელიც სინამდვილეში
სოციალურ წარმოდგენებს ეფუძნება. ჩვენ შეგვიძლია ეს სიტყვა თავის
ქვეტექსტს დავაშოროთ და ჩვენი თავის მიმართ ჩვენს მოვალეობაზე ვისაუბროთ,
ან თუ გვინდა, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფრის მიტოვება
ბუდას ტრანსცენდენტული ვალი იყო ან რომ ასკეტის ვალი გამოქვაბულში
გაუნძრევლად ჯდომაა! მაგრამ აშკარაა, რომ ეს სიტყვებით თამაში იქნება.
მოვალეობა შედარებითი ტერმინია და ჩვენს სხვებთან ურთიერთობას გულისხმობს.
მამის ვალია აღზარდოს და განათლება მისცეს შვილებს; ადვოკატის
მოვალეობაა ყველაფერი გააკეთოს კლიენტისთვის, იმ შემთხვევაშიც
კი, როცა იცის, რომ ის დამნაშავეა და მისი დაცვა ტყუილზეა აგებული;
ჯარისკაცის ვალია იბრძოლოს და ბრძანებისთანავე გაისროლოს, მაშინაც
კი, როცა თავის ნათესავებს და თანამემამულეებს ხოცავს; მოსამართლე
6 ინგლ.: Vირტუე; რუს.: добродетель.
162
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ვალდებულია დამნაშავეს პატიმრობა მიუსაჯოს, მკვლელი კი სიკვდილით
დასაჯოს. თუ ამ შეხედულებას მივიღებთ, ჩვენთვის თავისთავად ცხადი
და გასაგები იქნება, რა არის მოვალეობა, მაშინაც კი, როცა ის ჩვენს სიყვარულს
ან ღირსებას უპირისპირდება და ფეხ ქვეშ თელავს რელიგიისა
და მორალის წმინდა კანონს. მაგრამ რა მოხდება, თუ შინაგანი ხედვა
შეიცვალა? თუკი ადვოკატს თვალი აეხილა და დაინახა, რომ სიცრუე
ცოდვაა? თუ მოსამართლე დარწმუნდა, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია? თუ ბრძოლის ველზე მოხმობილმა
ჯარისკაცმა, თანამედროვე პაციფისტივით, ან ტოლსტოივით იგრძნო,
რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ისევე არა აქვს გამართლება, როგორც
ადამიანის ხორცის ჭამას? აშკარაა, რომ ასეთ დროს იმ მორალურმა
კანონმა უნდა გაიმარჯვოს, რომელიც ყოველნაირ შედარებით მოვალეობაზე
მაღლა დგას; და ეს კანონი საზოგადოებრივ ურთიერთობებს ან მოვალეობის
კონცეფციებს კი არ ეფუძნება, არამედ ადამიანის, მორალური არსების
გამოღვიძებულ შინაგან აღქმას.
სინამდვილეში ამქვეყნად ქცევის მხოლოდ ორი განსხვავებული წესი არსებობს
_ ძირითადად გარეგნულ სტატუსზე დამოკიდებული და ყოველგვარი
სტატუსისგან თავისუფალი, მთლიანად ფიქრსა და სინდისზე დამყარებული
წესი. გიტა მაღალის მდაბალისთვის დაქვემდებარებას არ გვასწავლის;
არ გვთხოვს, გამოღვიძებული ზნეობრივი ცნობიერება მოვალეობის სამსხვერპლოზე
დავკლათ და სოციალური სტატუსის კანონს შევწიროთ
მსხვერპლად. ის უმდაბლესისკენ კი არა, უმაღლესისკენ მოგვიწოდებს. ამ
ორი სიბრტყის კონფლიქტში ის წმინდა ეთიკურსა და პრაქტიკულზე მაღლა
დადგომასა და უმაღლესი წონასწორობის _ ბრაჰმული ცნობიერების
მიღწევისკენ გვაქეზებს. სოციალურ მოვალეობას ის ღვთაებრივი ვალით
ცვლის. გარეგანი წესის მორჩილება აქ შრომის ჩახლართული კანონებისგან
განთავისუფლებული სულის შინაგან მისწრაფებას უთმობს ადგილს.
სწორედ ეს _ ბრაჰმული ცნობიერება, ანუ სულის შრომისგან თავისუფლება
და ბუნებაში შესასრულებელი სამუშაოს ჩვენში და ჩვენს მაღლა მყოფი
უფლის მიერ დადგენა წარმოადგენს (როგორც ქვემოთ დავინახავთ) მოქმედებასთან
მიმართებაში გიტას სწავლების არსს. გიტას , ისევე როგორც
ყველა მისი მსგავსი დიადი ნაშრომის გაგება მხოლოდ მისი, როგორც
მთლიანობის და როგორც განვითარებაში მყოფი დისკუსიის შესწავლითაა
შესაძლებელი. მაგრამ თანამედროვე ინტერპრეტატორებმა, დაწყებული ბანკიმ
ჩანდრა ჩატერჯით, რომელმაც პორველმა მიანიჭა გიტას `მოვალეობის
სახარების~ ეს ახალი მნიშვნელობა, ყურადღება თითქმის მხოლოდ პირველ
სამ თუ ოთხ თავზე და ამ თავების იმ სტროფებზე გაამახვილეს, რომლებ-
შიც განურჩევლობის იდეა და გამოთქმა კარტავიამ კარმა (ანუ სამუშაო,
რომელიც უნდა შესრულდეს) არის ნახსენები. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობენ ამ გამოთქმას, რომელსაც `მოვალეობად~ თარგმნიან და
163
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ფრაზას `შენ მხოლოდ მოქმედების უფლება გაქვს და არა მისი ნაყოფით
სარგებლობის,~ რომელიც დღეს ძალზე პოპულარულია, როგორც გიტას
დიადი სიტყვა _ მაჰავაკია. თვრამეტი თავიდან დანარჩენებს, გარდა დიადი
ხილვისა მეთერთმეტე თავში, მთელი თავისი მაღალი ფილოსოფიით, ისინი
მეორად მნიშვნელობას ანიჭებენ. თანამედროვე გონებისთვის, მეტაფიზიკური
წვრილმანებისა და შორს მიმავალი სულიერი ძიებების მიმართ მოუთმენლობით
რომ გამოირჩევა, სრულიად ბუნებრივია პირდაპირ საქმეს შეუდგეს
და თვით არჯუნასავით უმთავრესად დჰარმაზე _ შრომის შესრულებად
კანონზე იზრუნოს, მაგრამ წმინდა წიგნისადმი ასეთი დამოკიდებულება
არასწორია.
განურჩევლობა, რომელსაც გიტა ქადაგებს, არ არის გულგრილობა _
დიადი ბრძანება, რომელიც არჯუნამ მოძღვრების საძირკვლის ჩაყრისა და
ძირითადი სტრუქტურის აგების შემდეგ მიიღო: `წამოდექი, დახოცე მტრები
და დაეუფლე აყვავებულ სამეფოს,~ უკომპრომისო ალტრუიზმით ან ცარიელი,
გულცივი განდგომით როდი შემოიფარგლება; ეს შინაგანი წონასწორობისა
და გონგახსნილობის ის მდგომარეობაა, რომელიც სულიერი
თავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ასეთი წონასწორობით, ამგვარი
თავისუფლებით უნდა გავაკეთოთ საქმე, რომელიც `გასაკეთებელია~ _ ეს
ის გამოთქმაა, რომელიც გიტაში ყველაზე ფართო მნიშვნელობით გვხვდება,
რომელიც ყველანაირ შრომას (სარვაკარმანი) გულისხმობს და რომელიც
შეიძლება სოციალურ და ეთიკურ მოვალეობებსაც მოიცავს, მაგრამ ბევრად
აღემატება მათ. რომელია `გასაკეთებელი~ საქმე, ინდივიდუალური
არჩევანით არ წყდება; საქმის უფლება და მისი ნაყოფის სურვილზე
უარის თქმაც გიტას უდიადესი სიტყვა კი არა, იოგას მწვერვალისკენ გზას
ახლადშემდგარი მოწაფისათვის პირველ ეტაპზე გეზის მიმცემი, მოსამზადებელი
დარიგებაა მხოლოდ. შემდგომ ეტაპზე ის პრაქტიკულად უქმდება,
რადგან გიტა დაჟინებით განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ საქმეს ადამიანი
არ აკეთებს; ეს პრაკრიტია, ანუ ბუნება, მოქმედების სამ მოდუსიანი7 დიადი
ძალა, მისი მეშვეობით რომ მოქმედებს და ადამიანმა უნდა ისწავლოს იმის
დანახვა, რომ თვითონ არ არის მოქმედი. ამიტომ `შრომის უფლება~ ისეთი
იდეაა, რომელსაც მხოლოდ მანამდე აქვს აზრი, სანამ იმ ილუზიის ტყვეობაში
ვიმყოფებით, რომ ჩვენ ვაკეთებთ საქმეს; იმ წუთასვე, რა წუთსაც ჩვენი
ცნობიერება შეწყვეტს საკუთარი თავის მოქმედების ავტორად მიჩნევას, ეს
იდეა აუცილებლად უნდა გაქრეს ჩვენი გონებიდან, ისევე, როგორც ნაყოფის
სურვილი. ასეთ დროს ყოველნაირი პრაგმატული ეგოიზმის დასასრული
დგება, ნაყოფის სურვილი იქნება ეს თუ შრომის უფლება.
მაგრამ პრაკრიტის დეტერმინიზმი გიტას უკანასკნელი სიტყვა არ გახლავთ.
ნების განურჩევლობა და ნაყოფზე უარის თქმა მხოლოდ და მხოლოდ
გულით, გონებით და შემეცნებით ღვთაებრივ ცნობიერებაში შეღწ-
7 იხ. გუნა, განმ. 2.45;
164
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ევის და მასში ცხოვრების საშუალებაა; და გიტა გარკვევით ამბობს, რომ
მოწაფემ ეს მხოლოდ საშუალებად უნდა გამოიყენოს, თუკი არათუ ამ
მაღალ მდგომარეობაში ცხოვრებას, პრაქტიკით მის თანდათანობით მიღწევასაც
კი ვერ ახერხებს; და რა არის ის ღვთაებრივი, რადაც კრიშნა თავის
თავს აცხადებს? ეს პურუშოტამაა _ სულის,8 რომელიც არ მოქმედებს და
პრაკრიტის,9 რომელიც მოქმედებს, მიღმა მყოფი; ერთის საფუძველი და
მეორის ბატონი _ უფალი, რომლისთვისაც ყოველივე მხოლოდ გამოვლინებაა,
10 რომელიც ჩვენს მაიასადმი11 ახლანდელ დაქვემდებარებულობაშიც კი
მის ქმნილებათა გულში ზის და პრაკრიტის სამუშაოს წარმართავს; ის, ვის
მიერაც კურუკშეტერას ველზე უკვე დახოცილია ჯარები (თუმცა ისინი
ჯერ კიდევ დგანან) და ვინც არჯუნას მხოლოდ ამ ხოცვა-ჟლეტის უშუალო
შემსრულებლად, ინსტრუმენტად იყენებს. პრაკრიტი მხოლოდ მისი აღმასრულებელი
ძალაა. მოწაფე უნდა ამაღლდეს ამ ძალაზე და მის სამ მოდუსზე
_ გუნებზე. ის უნდა იქცეს ტრიგუნატიტად (სამი გუნას მპყრობელი,
მთარგმ .) _ იმას კი არ უნდა მიანდოს თავისი საქმეები, რაზეც არავითარი
პრეტენზია ან `უფლება~ აღარ გააჩნია, არამედ უზენაესს. გონების, გულისა
და ნების მისთვის მინდობით, საკუთარი თავის ცოდნით, ღმერთის ცოდნით,
სამყაროს ცოდნით, უზადო განურჩევლობით, სრული ერთგულებით და
აბსოლუტური თავდადებით საქმეები ისე უნდა აკეთოს, როგორც ყოველი
თვით-წარმართვისა12 და მსხვერპლის მეუფისთვის მიტანილი მსხვერპლი.
საკუთარ ნებასთან თავის გაიგივებით და იმ ცნობიერების გაცნობიერებით
უნდა იმოქმედოს, რომელიც აირჩევს და წამოიწყებს საქმეს. აი ასეთ გადაწყვეტას
სთავაზობს ღვთაებრივი მოძღვარი თავის მოწაფეს.
ჩვენ არ გვიწევს იმის ძიება, რაც გიტას უდიდესი, უდიადესი სიტყვა, მისი
მაჰავაკიაა, რადგან გიტა, თავისი ფინალური, უძლიერესი აკორდის დამაგვირგვინებელ
ბგერებში თავად გვიცხადებს მას: `დაე შენს გულში დაივანოს
უფალმა. ასე შეაფარე მას თავი და მისი წყალობით უმაღლეს, მარადის
სიმშვიდეს მიაღწევ. ცოდნა, რომელიც ეს წუთია გაგიმჟღავნე, ყოველგვარ
საიდუმლოზე უფრო დიდი საიდუმლოა. ახლა კი ამაზე უფრო დიდი
საიდუმლო, ჩემი უდიადესი სიტყვა შეისმინე: ჩემსკენ გონმოპყრობილი, ჩემი
ერთგული გახდი, მე შემომწირე შესაწირი, მე მეცი თაყვანი და უეჭველად
მოხვალ ჩემთან, რადგან ძვირფასი ხარ ჩემთვის; მოქცევის ყველა წესი
მიატოვე, მხოლოდ ჩემში ეძებე თავშესაფარი და ნუ იდარდებ _ მე გიხსნი
8 სული: ატმანი, ინდივიდუალური სული (ინგლ.: ტჰე შელფ);
9 მატერია.
10 ინგლ.: მანიფესტაციონ. გამოვლენა, `ხორცშესხმა~.
11 მაია, იხ. განმ. 4.6.
12 ინგლ.: შელფ-ენერგიზინგ, რუს.: самовозбуждение.
165
შრი აურობინდო - სწავლების არსი
ყოველგვარი ცოდვისგან.~
გიტაში მოცემული დისკუსია სამ დიდ საფეხურად იყოფა, რომელთა
მეშვეობით მოქმედება ადამიანურიდან ღვთაებრივ სიბრტყეზე ადის და უმდაბლესი
კანონის ბორკილებისგან თავისუფლებას უმაღლესი კანონის მეოხებით
გვანიჭებს. თავდაპირველად სამუშაო ადამიანის, როგორც მოქმედის
მიერ სურვილზე უარის თქმის და სრული განურჩევლობის მეშვეობით
სრულდება როგორც მსხვერპლი, აღვლენილი იმ ღვთაების მიმართ, რომელიც
მისი უზენაესი და ერთადერთი `მე~-ა,13 თუმცა მის მიერ საკუთარ
თავში ჯერ კიდევ არ არის შეცნობილი. ეს პირველი საფეხურია. ამის
შემდეგ ადამიანმა არა მხოლოდ ნაყოფის სურვილი უნდა მიატოვოს, არამედ
თვით იმ აზრს, რომ თვითონ ასრულებს სამუშაოს, სულის უცვლელი, უმოქმედო
და მარადისი ბუნების გაცნობიერებით უნდა განუდგეს და შეიმეცნოს,
რომ ყოველგვარი სამუშაო სხვა არაფერია, თუ არა უნივერსალური
ძალის, სულჩადგმული ბუნების14, პრაკრიტის _ წარმავალი, აქტიური და
ცვალებადი ენერგიის მოქმედება. ბოლოს კი საკუთარ უზენაეს სულში
უნდა დაინახოს პრაკრიტის წარმმართველი უზენაესი პურუშა (უზენაესი
არსება, სული მთარგმ. ), რომლის მხოლოდ ნაწილობრივი გამოვლინებაცაა
ბუნებაში მყოფი სული და ვინც, სრულყოფილ ტრანსცენდენციაში მსუფევი,
ბუნების მეშვეობით ყოველგვარ შრომას წარმართავს. მას უნდა შეს-
თავაზოს სიყვარული, თაყვანისცემა და შრომის მსხვერპლი; მთელი არსება
მას უნდა დაანებოს, მთელი თავისი ცნობიერებით ამაღლდეს და ამ ღვთაებრივ
ცნობიერებაში გაცოცხლდეს ისე, რომ მისი სული უფლის ბუნებისა
და მისი მოქმედების ღვთაებრივი ტრანსცენდენციის თანაზიარი გახდეს და
უზადო სულიერი თავისუფლებით იმოქმედოს.
პირველი საფეხური კარმა-იოგაა _ შრომის უანგარო შეწირვა. აქ გიტა
დაჟინებით ითხოვს მოქმედებას. მეორე საფეხური ჯნანა-იოგაა _ თვითრეალიზაცია
და სულისა და სამყაროს ნამდვილი ბუნების შეცნობა; აქ
აქცენტი ცოდნაზე გადადის, თუმცა შრომის მსხვერპლშეწირვა გრძელდება
და შრომის ბილიკი ცოდნის ბილიკს უერთდება, ოღონდ მასში არ ქრება.
უკანასკნელი საფეხური ბჰაკტი-იოგაა _ სულის, როგორც ღვთიური არსების
თაყვანისცემა და ძიება. აქ ყველაზე მეტად ერთგულება მოგვეთხოვება;
მაგრამ ცოდნა დაქვემდებარებული კი არ ხდება, არამედ მაღლდება,
ცოცხლდება და ხორციელდება, შრომის მსხვერპლშეწირვა კი ჯერ კიდევ
გრძელდება. ორმაგი ბილიკი ცოდნის, შრომისა და ერთგულების სამმაგ
გზად იქცევა და მაძიებელი მსხვერპლშეწირვის ნაყოფს _ მის წინ დარ-
ჩენილ ერთადერთ ნაყოფს _ ღვთიურ არსებასთან შეერთებას და უზენაეს
ღვთაებრივ ბუნებასთან ერთობას15 წვდება.
13 ინგლ.: თჰე შელფ. ინდივიდუალური `მე,~ სული, ატმანი.
14 ინგლ.: ნატურე-სოულ. ამგვარად სულისა და მატერიის განუყოფლობაა ხაზგასმული.
15 ინგლ.: ონენესს.
166
განმარტებანი
თავი პირველი _ `არჯუნა-ვიშადა-იოგა~
არჯუნას სასოწარკვეთილების იოგა
არჯუნა (`ნათელი,~ განთიადის სახელწოდებაა) _ `მაჰაბჰარატას~ გმირი,
ერთერთი პანდაველი. პანდაველ უფლისწულთაგან მესამე. კრიშნას მეგობარი.
მამაცი მებრძოლი და გონიერი, ხელგაშლილი, ლამაზი ვაჟკაცი; აღსანიშნავია,
რომ თუკი კრიშნა `შავია~ (ანუ გამოუვლენელი), არჯუნა `თეთრია~ _ გამოვლენილი.
სანქჰიას მოძღვრების მიხედვით კრიშნა ერთიანი არსის მამაკაცური
საწყისია, სამყაროს გამოვლინების პროცესში პასიური (სული), არჯუნა კი
აქტიური _ ქალური საწყისი _ `შაქტი,~ (იხ. 3.5) მატერია. არჯუნა შრი
კრიშნას ეტლის შეჩერებას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ კრიშნა პანდაველთა
მხარესაა, ბრძოლაში ის აქტიურად არ მონაწილეობს. მეეტლე სულიერი
მოძღვარის, გურუს სიმბოლოა. გარდა იმისა, რომ უახლოვდება და იდენტიფიცირდება
კრიშნასთან, არჯუნას მასთან ნათესაური კავშირიც აქვს: დედამისი
კრიშნას მამის დაა, ამასთან არჯუნა კრიშნას უმცროს დაზე, სუბჰადრაზე
ქორწინდება. არჯუნა მეფე პანდუს ვაჟიშვილია კუნტისაგან, `ზეციური~ გენეალოგიის
თანახმად კი ის ღმერთ ინდრას ძეა. პანდაველებისა და კაურავების
სამხედრო საქმის მასწავლებლის, დრონას საყვარელი მოწაფე, არჯუნა ბრძოლის
ხელოვნებას პარაშურამასგანაც (`ნაჯახოსანი რამა~) სწავლობდა, რომელიც
მოგვიანებით ვიშნუს ავატარათა (იხ. გვ. 83) კანონიკურ სიაში შევიდა. კჰანდავას
ტყეების გადაწვაში დახმარებისთვის არჯუნა ღმერთ აგნისგან თავის სახელგანთქმულ
მშვილდს, განდივას იღებს საჩუქრად, ღმერთ კოლაპალებისგან _
ზეციურ იარაღს, ინდრასგან კი, რომელსაც დემონების, დაიტიების და დანავების
(იხ. 10.14.) დამარცხებაში შველის _ დიადემას, რის გამოც იძენს მეტსახელ
კირიტინს, ანუ `დიადემით შემკულს~.
1.1. დირითარაშთრა (დრითარაშთრა) _ `ის, ვისი სამეფოც მყარია~. კაშის (`მზე,~
ახლანდელი ბენარესი) ბრმადშობილი ხელწიფე, პანდუს ძმა, განდჰარის მეუღლე და
100 ვაჟის მამა, რომელთაგან უფროსი დურიოდჰანა გახლდათ. დირითარაშტრას
მამამ და მოძღვარმა, ბრძენმა კრიშნა-დვაპაიანამ დირითარაშტრას მეეტლეს, სანჯაიას
ნათელხილვის უნარი მიანიჭა. ამის წყალობით მას შეუძლია დაუსწრებლად
ადევნოს თვალი ბრძოლის ველს და ნანახი და გაგონილი მოხუც ხელმწიფეს
უამბოს.
კურუკშეტრა _ ანუ `კურუს ველი,~ მინდორი ქალაქ დელისთან ახლოს, სადაც,
`მაჰაბჰარატას~ მიხედვით, ორ ურთიერთდაპირისპირებულ გვარს _ კაურავებსა
(კურუებს) და დაპანდაველთა შორის დიდი შეტაკება მოხდა. ასე ეწოდება იმიტომ,
რომ აქ კაურავთა შტოს წინაპარი, კურუ ასკეზას მიმართავდა და მსხვერპლშეწირვას
აღავლენდა.
დჰარმაკშეტრა _ `დჰარმას ველი,~ იგივე კურუკშეტრა (დჰარმა – იხ. 1.40.); კურუკშეტრა
ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია. `პურანები~ მოგვითხრო167
განმარტებანი
ბენ, რომ უხსოვარ დროს ამ ადგილას რიშები (იხ. 10.6.) მსხვერპლს სწირავდნენ
სარასვატის, ამიტომ ამ ადგილს `ბრაჰმაკშეტრაც~ ჰქვია. `შატაპატა ბრაჰმანაში~
ნათქვამია, რომ ამ მსხვერპლშეწირვას აგნი, ინდრა, სომა და სხვა ღმერთებიც ესწრებოდნენ,
ამიტომ ამბობენ, რომ `კურუკშეტრა ის ადგილია, სადაც ღმერთები მსხვერპლს
აღავლენენ.~ ორმაგი სახელწოდება აქ პოემის ორმაგი, ისტორიული (ეპიკური)
და რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლოა. სიტყვა `ველსაც~ აქ ორმაგი
_ ყოფითი და ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. ჰინდურ ფილოსოფიურ სიმბოლიკაში
ამ ტერმინით ძირითადად `ობიექტი,~ ანუ ბუნება, მატერია აღინიშნება. `გიტაში~
ამ ცნებას მთელი თავი (XIII) აქვს მიძღვნილი. ძნელი საფიქრებელია, რომ
ფილოსოფიური პოემა შემთხვევით იწყება ასეთი მნიშნნელოვანი, ინდური ფილოსოფიური
აზრის მიმართულების განმსაზღვრელი ტერმინებით. უფრო სარწმუნოა, რომ
ეს სიტყვები პოემის თავისებურ `გასაღებს~ წარმოადგენს, მით უფრო, რომ ასეთი
ხერხი უძველეს რელიგიურ-ფილოფიურ თხზულებებში ძალზე გავრცელებულია.
კურუს ველი, სადაც ბჰარატათა ორი განშტოება ერთმანეთს ძალაუფლებას ეცილება,
`დჰარმას ველიც~ ხდება, რადგან აქ კრიშნა, ვიშნუ-პურუშოტამა-ნარაიანას (იხ.
10.21; 8.1; 14.4.) ავატარა (იხ. გვ. 83), `უმაღლესი სიბრძნის~ შესახებ თავის სწავლებას
გადასცემს მოწაფეს, რომელიც ამავე დროს მისი საკუთარი ობიექტივაციაა
ანუ `კშეტრა~ (`შაქტი,~ იხ. 3.5.) _ მისივე არსის მდედრობით საწყისი, ანუ თვით
იგია. ასე ესმოდა `გიტა~ ინდოელ ვიშნუიტთა მრავალ თაობას, რომელთათვისაც ეს
ნაწარმოები ცხოვრების ურღვევ კოდექსს წარმოადგენდა.
ჩემი შვილები ან პანდაველნი...~ _ პანდაველები და კაურავები. იხ. ბჰაგავადგიტა
და მაჰაბჰარატა. გვ 128. სანჯაია _ `გამარჯვების მომტანი~ _ დირითარაშთრას
ნათელხილვის ნიჭით დაჯილდოვებული მეეტლე.
1.2. დურიოდჰანა _ `ძნელად საძლევი~ _ დირითარაშთრას უფროსი შვილი.
კურუკშეტერას ბრძოლაში კაურავთა ლიდერი. იხ. ბჰაგავადგიტა და მაჰაბჰარატა.
მოძღვარი _ აჩარია (მასწავლებელი) და არა გურუ (სულიერი მოძღვარი). იგულისხმება
დრონა, კაურავთა მხედართმთავარი და იარაღის მცოდნე; მან ასწავლა
სამხედრო საქმე კაურავებს და პანდაველებს.
1.3. შენგან ნაწრთობი მოწაფის მიერ... _ იგულისხმება დრიშთადიუმნა, დრუპადის
ძე და დრონას მოწაფე, თუმცა სმირნოვის აზრით `დრუპადის შვილებში~
მისი სიძეები, იუდჰიშთჰირა და არჯუნა იგულისხმებიან.
1.4. ბჰიმა _ `საშინელი,~ ხუთ პანდაველ უფლისწულთაგან მეორე, ტანად ახოვანი
და უზარმაზარი ძალის პატრონი, მამაცი, მტრისადმი შეუბრალებელი მეომარი, მრისხანე
და უხეში ბუნების. გაუმაძღრობის გამო ვრკოდარა, ანუ `მგლისმუცლიანი~
უწოდეს. იუიუდჰანა _ `ბრძოლის მოსურნე,~ სატიაკას ერთ-ერთი ვაჟი. იხ. 1.17.
ვირატა _ მატსიას ქვეყნის მთავარი. ეს მის სასახლეში იმალებოდნენ გადაცმული
დრაუპადი და პანდაველები. მათ ვირატას მტრებთან ბრძოლაში დიდი სამსახური
გაუწიეს. სანაცვლოდ ვირატა კურუკშეტერაზე მათ მხარეს იბრძოდა და დრონას
მიერ იქნა მოკლული.
დრუპადა _ პანჩალას სამეფოს მეფე და დრონას მეგობარი. პანდაველთა მოკავშირე.
ბრძოლის მეთოთხმეტე დღეს დრონამ მას თავი მოჰკვეთა.
1.5. დრიშთაკეტუ (დრიშთადიუმნას ძე), ჩეკიტანა (დრიშთაკეტუს ძე), პურუჯიტი,
კუნტიბჰოჯა (კუნტის სამეფოს ხელმწიფე) და შაიაბა (შიბის სამეფოს ხელმწიფე)
168
განმარტებანი
პანდაველთა მოკავშირეები არიან.
1.6. რაინდი იუდჰამანიუ და უტამანუჯა (`ძლიერი~) _ პანდაველთა მომხრეები.
სუბჰადრას ძე _ აბჰიმანიუ სუბჰადრას და არჯუნას შვილია.
1.7. დვიჯოტამა _ `საუკეთესოვ ორჯერ შობილთა შორის~. ორჯერშობილი (დვიჯა)
სამი უმაღლესი კასტის წარმომადგენელთა, განსაკუთრებით კი ბრაჰმანების
პატივსაცემი ეპითეტია.
1.8. ბჰიშმა (საშინელი), კარნა, კრი პა (დრონას ცოლისძმა), დრონაჩარიას ძე აშვათჰამანი
(დრონას ვაჟი), ვიკარნა (კარნას ძე), სომადატა (ანუ სომადატას ძე) _
კაურავთა წინამძღოლნი.
1.14. მადჰავა _ კრიშნას ეპითეტია. ლეგენდის მიხედვით კრიშნამ დემონი მადჰუ
დაამარცხა. `პანდაველი~ (14,20; 4.35; 6.2; 10.37; 11.13, 55; 14.22; 16.5;)
_ არჯუნა.
1.15. პანჩაჯანია (`ხუთღეროვანი~) _ კრიშნას ნიჟარა; დევადატა (`ღვთის ბოძებული~)
_ არჯუნას ნიჟარა; პაუნდრა (შაქრის ლერწმის ჯიშია) _ ბჰიმას ნიჟარა.
`გულთა მპყრობელი~ _ ჰრიშიკეშა: (1.21,24; 2.9,10; 11.36; 18.1;) _ `გრძნობათა
მეუფე~; კრიშნა. `ბჰაგავატა პურანა~ ასე უწოდებს მანასს (ჭკუა, გული. იხ. 2.60),
რადგან სანქჰიას მოძღვრების თანახმად მანასი `გრძნობათა მბრძანებელია~. დჰანანჯაია
_ (2.48,49; 4.41; 7.7; 9.9; 10.37; 11.14; 12.9; 18.29,72;) _ `სიმდიდრის
მომპოვებელი,~ არჯუნა. ბჰიმაკარმა _ `საშინელ საქმეთა ჩამდენი~ (ბჰიმა). ვრკოდარა
_ იხ. 1.4.
1.16. ანანტავიჯაია _ `მუდამ გამარჯვებული,~ იუდჰიშთჰირას ნიჟარის მეტსახელია.
იუდჰიშთჰირა (კუნტის ძე), ნაკულა, საჰადევა _ არჯუნას ძმები. იხ. ბჰაგავადგიტა
და მაჰაბჰარატა.
სუგჰოშა _ `კეთილხმოვანი,~ ნაკულას ნიჟარის სახელია.
მანი პუშპაკა _ `თვლით მოოჭვილი,~ საჰადევას ნიჟარა.
1.17. სიკჰანდი _ დრუპადის ძე. დრიშთადიუმნა _ დრუპადის ძე და დრაუპადის ძმა.
პანდაველთა არმიის მთავარსარდალი. მან ბრძოლაში მამამისის მკვლელი, დრონა
მოკლა, თვით კი დრონას ძის, აშვათჰამანის მიერ იქნა მოკლული.
ვირატა _ იხ. 1.4. სატიაკა _ `მართალი~, კრიშნას ნათესავი და პანდაველთა
მომხრე.
1.18. დრუპადა _ იხ. 1.4; აბჰიმანიუ _ იხ. 1.6; მაჰა-ბაჰუ (2.26,68; 3.28,43; 5.3,6;
6.35,38; 7.5; 10.1; 11.23; 14.5; 18.1,13;) _ `მკლავმაგარი,~ `მკლავგრძელი~. აქ
სუბჰადრა, სხვაგან კრიშნა და არჯუნა.
1.20.-21. კაპიდჰვაჯა _ `მაიმუნის დროშიანი~. ჰანუმანი, რომელსაც ყოველთვის
მაიმუნის სახით გამოსახავენ და რომელიც ვიშნუს ავატარას (იხ. გვ. 83), რამას
ეთაყვანებოდა, `პირველი ბჰაკტა~ (ერთგული, იხ. 4.11.) გახლდათ. სწორედ ამიტომ
არჯუნამ, თავადაც `ბჰაკტამ~ თავის ემბლემად მაიმუნი აირჩია; ჰრიშიკეშა, 1.15.
1.22. აჩიუტა _ `მუდმივი,~ `წარუვალი,~ კრიშნას ეპითეტია.
1.24. გუდაკეშა _ (2.9; 10.20; 11.7;) `ძილის მეუფე~ ან `ხუჭუჭა,~ არჯუნა;
ჰრიშიკეშა, იხ. 1.15; ბჰარატა _ `მეფე ბჰარატას შთამომავალი~; აქ ამ ეპითეტით
სანჯაია მიმართავს დირითარაშტრას.
1.25. პართჰა _ პრითჰას, ანუ კუნტის შვილი (კაუნტეა: 1.27; 2.14,37,60; 3.9,39;
5.22; 6.35; 7.8; 8.6.16; 13.1,31; 14.4,7; 16.20,22; 18.48,50,60;)). ასე მიმართავდნენ
169
განმარტებანი
სამ უფროს ძმა პანდაველს, რადგან ეს სახელები მათ დედას ერქვა. `გიტაში~ არჯუნა
(1.26; 2.3,21,32,29,42,55,72; 3.16,22,23; 4.11,33, 6.40; 7.1,10; 8.14,19,22,27;
9. 13,32; 10.24; 11.5,9; 12.7; 16.4,6; 17.26,28; 18.6,30,32,33,34,35,72,78.).
1.28. კრიშნა _ ვიშნუს უკანასკნელი ქვეყნად მოსული ავატარა (იხ. გვ. 83). მისი
სახელი `შავს~ და `ლამაზს~ ნიშნავს, სწორედ ისე, როგორც რუსული სიტყვა რჰფცბდსქ
აღნიშნავს `წითელს~ და `ლამაზს~. კრიშნას პიროვნების ისტორიულობის
დადგენას ის გარემოება ართულებს, რომ ისტორიაში რამოდენიმე კრიშნაა ცნობილი:
ვრიშნის გვარის წარმომადგენელი რაჯა, `მაჰაბჰარატას~ გმირი და `უპანიშადებში~
მოხსენიებული ფილოსოფოსი. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე მრავალი
იგავი, მითი და ლეგენდა. იხ. ბჰაგავადგიტა და მაჰაბჰარატა. 1.29. განდივა
_ `გაანდის~ ხისაგან დამზადებული არჯუნას საყვარელი მშვილდი. მასზე ბევრი
თქმულება არსებობს. ითვლება, რომ ის სომამ მისცა ვარუნას, ვარუნამ აგნის, აგნიმ
კი არჯუნას.
1.31. კეშავა _ (კეშა – თმა) `ის, ვისაც ბევრი (ან კარგი) თმა აქვს~. ვიშნუკრიშნას,
მზის ეპითეტი (შდრ. აპოლონის ეპითეტს _ `ოქროსკულულა~).
1.32 გოვინდა _ (გო _ ძროხა; ვინდა _ მიმღები); კრიშნა, რომელმაც ლეგენდის
მიხედვით ინდრას ძროხები მოჰპარა.
1.35. ტრაილოკია _ (ან ტრილოკა) სამი სამყარო; ლოკა _ სკნელი, სამყაროს
ერთ-ერთი ნაწილი; ტრი-ლოკა, ანუ სამი სკნელი ზოგადად სამოთხეს, დედამიწას და
ჯოჯოხეთს აღნიშნავს, თუმცა ჰინდურ მითოლოგიაში არსებობს სხვა კლასიფიკაციაც,
რომელიც შვიდ `ლოკას~ მოითვლის. მათში არ შედის ქვესკნელის სფეროები,
რომლებიც აგრეთვე შვიდია. `ზესკნელის~ სფეროებია:
1. ბჰურ-ლოკა, დედამიწა;
2. ბჰუვარ-ლოკა, სივრცე დედამიწასა და მზეს შორის, მუნებისა და სიდჰათა სამყოფელი;
3. სვარ-ლოკა, ინდრას ზეცა, რომელიც მზესა და პოლარულ ვარსკვლავს შორის
მდებარეობს;
4. მაჰარ-ლოკა, ადგილსამყოფელი ბჰრიგუსა და სხვა წმინდანთა, რომლებსაც ბრაჰმას
თანაარსობა მიეწერებათ (ამ ქვედა სფეროების ცეცხლში დანთქმისას წმინდანები
ზედა სფეროში ინაცვლებენ);
5. ჯანა-ლოკა, რომელიც ბრაჰმას ძეთა, სანაკას, სანანდას და სანატ-კუმარას საბრძანებლად
ითვლება;
6. ტაპარ-ლოკა, სადაც ვაირაგებად წოდებული ღვთაებანი სახლობენ;
7. სატია-ლოკა, ანუ ბრაჰმა-ლოკა, ბრაჰმას საუფლო; ამ სფეროში გადანაცვლებული
სულიერი შემდგომი დაბადებებისგან თავისუფლდება. ქვედა სამი სკნელი
თითოეული კალპას, ანუ ბრაჰმას დღის დასასრულს ნადგურდება (იხ. იუგა, 4.7.),
ზედა სამი კი ბრაჰმას სიცოცხლის ბოლოს, ანუ მისი სიცოცხლის ბოლო ასი
წლის მანძილზე. მეოთხე ლოკა ზედა სკნელებთან ერთად არსებობას `დღის ბოლომდე~
ინარჩუნებს, თუმცა ქვედა სამი ლოკას წვისას გამოყოფილი მხურვალების
გამო დაუსახლებელია. სხვა ჩამონათვალში შვიდი სამყარო მიწად, ცად, ზეცად, შუა
სფეროდ, დაბადების ადგილად, ნეტარების სახლად და ჭეშმარიტების საუფლოდ
იწოდება. მის მიხედვით, ბრაჰმას ძენი მეექვსე სფეროში ცხოვრობენ, ხოლო მეხუთე,
ჯანა-ლოკა იმ ადგილადაა მიჩნეული, სადაც ქვედა სფეროთა ცეცხლში დანთქმის

No comments: