Sunday, April 26, 2009

Monday, April 13, 2009

ბ ჰ ა გ ა ვ ა დ გ ი ტ ა

თარგმნა და განმარტებები დაურთო ლევან რამიშვილმა

(სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზების (უფრო სწორად მათი უცოდინარობის:) ) გამო აქ ვერ ვაქვეყნებ წიგნის სრულ ვერსიას, გამოჩენილ მოაზროვნეთა კომენტარებს და ტექსტის განმარტებებს. თუ ვინმეს სურვილი ექნება, შემიძლია წიგნის ელექტრონული ვერსია პირადად გავუგზავნო).

არჯუნას სასოწარკვეთილება
გამორჩევის გზა
მოქმედების გზა
ცოდნის გზა
საქმისგან განდგომის გზა
თავის დაოკების გზა
ცოდნა და გასხივოსნება
უფალი წარუვალი
უდიადესი საიდუმლო
ღვთიური შვენება
ყოვლისმომცველი სახის ხილვა
ერთგულების გზა
ველისა და მისი მცოდნის გარჩევა
ბუნების სამსახოვნება
უზეშთაესი სული
ღვთაებრივი და ეშმაური
სამგვარი რწმენა
განდგომით განთავისუფლება

ს ა რ ჩ ე ვ ი
მთარგმნელისაგან
ბ ჰ ა გ ა ვ ა დ გ ი ტ ა
თავი პირველი ...........................................
თავი მეორე ...........................................................................
თავი მესამე ............................................................................
თავი მეოთხე ................................................................................
თავი მეხუთე ......................................................
თავი მეექვსე ...............................................................
თავი მეშვიდე ......................................................
თავი მერვე .......................................................................
თავი მეცხრე .............................................................
თავი მეათე ........................................................................
თავი მეთერთმეტე .............................
თავი მეთორმეტე ............................................................
თავი მეცამეტე ..............................
თავი მეთოთხმეტე ..................................................
თავი მეთხუთმეტე ..........................................................
თავი მეთექვსმეტე ............................................
თავი მეჩვიდმეტე ..............................................................
თავი მეთვრამეტე ......................................
წინაისტორია _ ბჰაგავადგიტა და მაჰაბჰარატა........................................
ბჰაგავადგიტა და მაჰატმა განდი......................................................................
ბჰაგავადგიტას კოსმოლოგია..............................................................................
ბჰაგავადგიტა და ომი............................................................................................
ოლდოს ჰაქსლი _ მარადი ფილოსოფია......................................................
სვამი ვივეკანანდა _ ლექციები გიტას შესახებ........................................
ლექცია პირველი.....................................................................................................
ლექცია მეორე..........................................................................................................
ლექცია მესამე..........................................................................................................
კრიშნა.........................................................................................................................
ფიქრები გიტაზე......................................................................................................
შრი აურობინდო _ სწავლების არსი.............................................................
განმარტებანი.............................................................................................................


`ბჰაგავადგიტა~ კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
წიგნია. მსოფლიოს გამოჩენილი
მოაზროვნეები მას `კაცობრიობის წმინდა
წერილს~ და `ადამიანის ბიბლიას~ უწოდებენ.
ინდოეთში გავრცელებული აზრით, მასში
მთელი სისავსით ვლინდება ძველი ინდური
ფილოსოფია. ევროპა მას 1785 წელს გაეცნო.
დღეს ევროპულ ენებზე `გიტას~ ასეულობით
თარგმანი არსებობს. მან ბევრ დიდ შემოქმედზე
მოახდინა უდიდესი გავლენა. `გიტას~
სიღრმითა და მშვენიერებით აღტაცებულნი
იყვნენ განდი, თაგორი, გოეთე, ჰეგელი, შოპენჰაუერი,
აინშტაინი, შელი, უორდსუორთი, რალფ
ემერსონი, რომენ როლანი, ოლდოს ჰაქსლი,
ჰერმან ჰესე, ალბერტ შვეიცერი, უოლტ უიტმენი,
ტომას ელიოტი, ივან ბუნინი, ლევ ტოლსტოი...
განმარტებანი, რომელიც თარგმანს ერთვის,
ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით არა მხოლოდ
`ბჰაგავადგიტას,~ არამედ ჰინდუიზმის _ ამ
მეტად საინტერესო და რთული საზოგადოებრივ-
რელიგიური სტრუქტურის საფუძვლების
შესახებაც.
5




მთარგმნელისაგან


ინდოეთი არა მხოლოდ ქვეყნის სახელწოდებაა, არამედ დედამიწის
ერთ-ერთი უძველესი და მრავალფეროვანი ცივილიზაციის სახელი.
თანამედროვე ინდოეთში თოთხმეტამდე მარტო ლიტერატურული
ენა და ამდენივე თვითმყოფადი, მრავალფეროვანი და უხვმწვერვალიანი
ლიტერატურაა. აქ უძველესი დროიდან არსებობს ექვსი მხოლოდ ორთოდოქსული
რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა; და მაინც გადაუჭარბებლად
შეიძლება ითქვას, რომ `ბჰაგავადგიტა~ ინდური პოეზიის, ფილოსოფიისა
და რელიგიური აზრის (ეს ცნებები კი ინდოეთში არასოდეს ყოფილა
ერთმანეთისგან გამიჯნული) ერთ-ერთი უდიდესი ძეგლია; და სწორედ
იმიტომ, რომ მასში ჰარმონიულადაა შერწყმული რელიგიური თეორია და
პრაქტიკა, ფილოსოფია და პოეზია, `გიტას~ პოეტური თარგმანის გაკეთება
თარგმანის ხელოვნებაში მიუღწეველ ამოცანადაა მიჩნეული. ერთ-ერთი
ყველაზე ავტორიტეტული სანსკრიტოლოგი და `გიტას~ მთარგმნელი, აკადემიკოსი
ბორის სმირნოვი აღნიშნავს, რომ `პრაქტიკამ უარყო `გიტას~
მეტრული საზომით თარგმნის ცდა,~ რადგან `მეტრულ საზომში მოქცეულმა
`გიტას~ ტექსტმა არ შეიძლება შინაარსობრივი სახეცვლილება არ
განიცადოს, რაც დაუშვებელია ისეთი ხასიათის ნაწარმოებისთვის, რომლის
თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი აზრის მატარებელია და მისი უმცირესი
ნიუანსის გადმოსაცემად არის დამუშავებული.~ პოეტური თარგმანის
უარყოფით მხარედ სმირნოვი ზეაღმატებულ, პათეტიკურ ტონსაც მიიჩნევს,
რაც `გიტასთვის~ სრულიად შეუფერებელია და რასაც, მისი აზრით,
შეუძლებელია მთარგმნელი გაექცეს, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ `გიტას~
უკვე არსებული თარგმანების ნაკლი ის არის, რომ `მათი უმეტესობა
მეცნიერულ-ფილოლოგიური ხასიათისაა~. ჯავაჰარლალ ნერუ1 შენიშნავს,
რომ `ამ თარგმანებს ორიგინალის პოეტური და ენობრივი ბრწყინვალება
აკლიათ და ამიტომ სანსკრიტული2 ტექსტის ღირსებას და ძალმოსილებას
სრულად ვერ გადმოსცემენ.~ რადჰაკრიშნანის3 აზრით, `თარგმანს ის
6

გარემოება აძნელებს, რომ `გიტა,~ ისევე, როგორც `უპანიშადები,~4 სახელგანთქმულ
ლიტერატურულ ძეგლსაც წარმოადგენს და დიდი ფილოსოფიური
სისტემის გამოხატვის საშუალებასაც~. სმირნოვი ძალზე ზუსტად
ხსნის `გიტას~ თარგმნის სირთულეს: `როგორც შეუძლებელია პლატონის
დიალოგების ბწკარედის ენით თარგმნა, იმის მაგივრად, რომ ამ ნაწარმოების
მხატვრული ფორმა შესაბამისად გადმოიცეს; როგორც შეუძლებელია
ბერძნული ტრაგედიების პოეტური ფორმის გადმოცემისას დავიწყებული
იქნეს მათი ღრმა ფილოსოფიური შინაარსი, ასევე `გიტას~ თარგმნისას
შეუძლებელია მისი არსის რომელიმე მხარეს მიეცეს უპირატესობა. რადგან
`გიტას~ მხატვრული მხარე ისეთივე არსებითია, როგორც ფილოსოფიური.
მისი მთარმგმნელის ამოცანა შეიძლება `ღვთაებრივი კომედიის~ მთარმგმნელის
ამოცანას შევადაროთ. ორივე შემთხვევაში მთარმგმნელს მკაცრად
მოეთხოვება დედანში გამოვლენილ ფილოსოფიურ და მხატვრულ შინაარსს
შორის წონასწორობის შენარჩუნება.~ ისევ სმირნოვს რომ დავესესხოთ,
გიტას მთარგმნელს თანაბრად მოეთხოვება როგორც მეცნიერულობა, ისე
მხატვრული თარგმანი.
ამ სირთულის დაძლევა სმირნოვმა, ისევე, როგორც `გიტას~ ბევრმა სხვა
მთარგმნელმა,5 მისი თავისუფალი ლექსით თარგმნით სცადა, რასაც, რა თქმა
უნდა, თავისი გამართლება მოეძებნება,6 მაგრამ თავისუფალი ლექსი, მიუხედავად
იმისა, რომ პროზაულ თარგმანზე უფრო პოეტურად ჟღერს, მეტრული
საზომის ლექსს მაინც ვერ ცვლის, რადგან მოკლებულია მის მუსიკალურობას,
რის გამოც მკითხველზე ზემოქმედების ძალას კარგავს. შემთხვევითი

7

არ არის, რომ `ბჰაგავადგიტა~ სწორედ კლასიკური და არა თავისუფალი
ლექსის ფორმითაა დაწერილი, ყოველი ლიტერატურული თარგმანი კი, რაც
არ უნდა ვთქვათ, ორიგინლის მხატვრულ სიმაღლეს უნდა უახლოვდებოდეს.
როგორც რუსი მთარგმნელი, ფიოდოროვი მახვილგონივრულად შენიშნავს,
`პროზად ნათარგმნი ლექსი ოპერის ან პიესის სცენაზე დეკორაციისა და
თეატრალური კოსტუმების გარეშე დადგმას ჰგავს~. `რომც დავუშვათ,
რომ სიტყვების მნიშვნელობას და მათი სქოლასტიკური ძალის ხარისხს
ზუსტად გადმოსცემს,~ სავსებით სამართლიანად აღნიშნავს ის, `პროზაული
თარგმანი მაინც გარდაუვალად არღვევს ლექსისთვის ჩვეულ აზრობრივ
პროპორციებს, ისე, რომ სიტყვების შინაარსი რომც შენარჩუნდეს, მათი
მნიშვნელობა და როლი მაინც იცვლება. რიტმული თარგმანის მომხრეები
იმასაც მიუთითებენ, რომ ლექსი პროზისგან არა მხოლოდ რიტმული
ფორმით განსხვავდება, არამედ თავისებური აზრობრივი ტონით, პოეტური
სახიერების ხერხებით, მეტაფორის გამოყენებით და თავისებური ენობრივი
ხასიათითაც.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, `ბჰაგავადგიტას~ პოეტურად თარგმნა მეცადა.
ამასთან ერთად ჩემი მიზანი იყო მაქსიმალურად ზუსტად გადმომეცა
ორიგინალის ყველა აზრობრივი ნიუანსი. ამ მიზნით თარგმანი ბილინგვურ
ვერსიებზე დაყრდნობით, სანსკრიტული ტექსტის თითოეული სიტყვის ეტიმოლოგიურ-
სემანტიკური და ფილოსოფიური კვლევის საფუძველზე შევასრულე.
`გიტას~ მთარგმნელი მრავალი სირთულის წინაშე დგება. აქმასში არა მხოლოდ
თითოეულ სიტყვას, მათ შორის განლაგებასაც კი დიდი დატვირთვა
აქვს. ამას გარდა სანსკრიტისთვის, ამ საგანგებოდ რელიგიურ-მეცნიერული
მიზნებისთვის დამუშავებული ენისთვის დამახასიათებელი და ორგანული
აზრის გამოხატვის მანერა, წინადადების წყობა და ფილოსოფიური ნიუანსების
წარმოჩენის ხერხები სრულიად უცხო და არაბუნებრივია ქართული
ენისთვის. ამიტომ სადაც იძულებილი ვიყავი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანიდან
ოდნავ მაინც (რა თქმა უნდა, აზრის დაურღვევლად) გადამეხვია,
ზუსტი ტექსტი ყველგან მივუთითე სქოლიოში. იქვე არის განმარტებული
ყველა სიტყვა, ტერმინი და პასაჟი, რომელმაც შეიძლება რაიმე დაბნეულობა
გამოიწვიოს.
ორიგინალში უხვადაა ქართული ენისთვის უცხო ჟღერადობის სახელები
და ეპითეტები, რომლებიც ყველაზე პროზაულ თარგმანებსაც კი ამძიმებს.
თუმცა ინდოელები ამბობენ, რომ `გიტაში~ არაფერია შემთხვევითი, მათ შორის
არც ეპითეტები. მაგალითად, კრიშნა სწორედ მაშინ უწოდებს არჯუნას
`ბჰარატას შთამომავალთაგან უძლიერესს,~ როცა მას `სრულყოფილების
და სიბრძნის მტრის~ _ მისივე მიწიერი სურვილების წინააღმდეგ საბრძოლველად
მოუწოდებს. ამით ის ცდილობს არჯუნაში კშატრიას (მეომრის)
პატივმოყვარეობა და გვაროვნული სიამაყე გააღვიძოს და მისივე
სულიერი წინსვლის სამსახურში ჩააყენოს. ამიტომ ყველა საკუთარი სახელი
თუ ეპითეტი, რომელიც პოეტური ქსოვილის შენარჩუნების მიზნით
თარგმანში გამოტოვებულია, მოხსენიებულია სქოლიოში.
8
1 ჯავაჰარლალ ნერუ _ ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი
ლიდერი, მაჰატმა განდის თანამებრძოლი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი, მრავალი წიგნის ავტორი
(აქ და ქვემოთ ყველა შენიშვნა მთარგმნელისაა, ლ. რ.).
2 სანსკრიტი _ (სამსკრტა _ დამუშავებული, სრულქმნილი) ძველი ინდური ენა. სალაპარაკო
ენებისგან, პრაკრიტებისგან განსხვავებით სანსკრიტი სწავლულთა ენა იყო და `წმინდა ენად~
ითვლებოდა. მასზე შეიქმნა ინდური რელიგიური ლიტერატურა, ეპიკური პოემები, კლასიკური
დრამები, პოლიტიკური, სამხედრო და მრავალი სახის სამეცნიერო ტრაქტატები. სანსკრიტის
ალფავიტს დევანაგარი (`ღვთაებრივი~) ეწოდება. სანსკრიტზე აისახა არიელთა და მანამდელი
ინდური ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური აზრის განვითარება. ჰინდუებმა
ამ ენაზე რთული და დიფერენცირებული ტერმინოლოგია შექმნეს: ნატიფი ფიზიოლოგიის,
აგრეთვე ფსიქიკური და სულიერი პროცესებისა და ცნობიერების მდგომარეობათა უზუსტესად
დამუშავებულ სახელწოდებებს (მაგ.: კარმა, ჩაკრა, მანდალა, იოგა, სამადჰი...) არც ერთ ევროპულ
ენაზე ანალოგი არ მოეძებნება.
3 სარვეპალ რადჰაკრიშნანი _ ინდოელი ფილოსოფოსი, მრავალი ლიტერატურული და ფილოსოფიური
შრომის ავტორი და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის დოქტორი; 1962-67
წლებში ინდოეთის პრეზიდენტი.

4 `უპანიშადები~ _ ვედური ეპოქის ფილოსოფიურ-მისტიური ტრაქტატები. იხ. `ვედები~ , განმ. 2.45.
5 ასევე თავისუფალ ლექსს მიმართავს ქართულ ენაზე `გიტას~ პირველი მთარგმნელი, თამაზ
ჩხენკელი; ქრისტოფერ აიშერვუდისა და სვამი პრაბჰავანენდას თარგმანში თავისუფალ ლექსს
პროზაული თარგმანი ენაცვლება, ინგლისურ ენაზე `გიტას~ ერთ-ერთი ყველაზე პოეტური
თარგმანის ავტორი, სერ ედვინ არნოლდი კი გარითმული და თავისუფალი ლექსის ნაზავს
გვთავაზობს, თუმცა მისი თარგმანი სიზუსტით არ გამოირჩევა.
6 `გიტას~ სტროფი, ანუ შლოკა ორი თექვსმეტმარცვლიანი სტრიქონისგან შედგება, რომლებიც,
თავის მხრივ ორ რვამარცვლიან ნახევარსტრიქონადაა დაყოფილი. ყოველი სტრქონი
დასრულებულ აზრს იტევს, მეორე სტრიქონი კი პირველში განვითარებულ აზრს აგრძელებს.
შლოკაში მარცვალთა ფიქსირებული რაოდენობაა, თუმცა არაა ფიქსირებული მახვილი. რიტმი
აქ მარცვალთა ჟღერადობის ხანგრძლივობაზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული, რის ხარჯზეც
იქმნება მუსიკალური ტაქტი. ჰინდურ რელიგიურ ტრადიციაში მიღებულია შლოკების
დამღერებით წარმოთქმა, რაც გარკვეულ მუსიკალურ დროში უნდა ეტეოდეს. იმის საილუსტრციოდ,
თუ რამდენად განსხვავდება სანსკრიტული ენა და აქედან გამომდინარე მისი პოეტიკა
ყველა სხვა ენისგან, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სანსკრიტულ სიტყვებში ევროპელის
ყური მახვილს იქ აღიქვამს, სადაც ის სინამდვილეში არ არის, რადგან მისი აღქმა სიტყვის
სიგრძეს მახვილთა განლაგებასთან აკავშირებს. აქედან გამომდინარე, სანსკრიტული ლექსის
ნებისმიერ ენაზე თარგმნა მხოლოდ პირობითადაა შესაძლებელი. სწორედ სანსკრიტული ენისა
და პოეტიკის თავისებურებებმა მიიყვანა სმირნოვი თავისუფალ ლექსამდე, როგორც მასთან
ყველაზე უფრო ახლოს მდგომ ფორმამდე, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი აქ
ლექსის კლასიკური ფორმის შენარჩუნებაა, რადგან `გიტა~ სანსკრიტული ლექსის სწორედ
ყველაზე სრულყოფილი, კლასიკური (და არა რომელიმე სხვა) ფორმითაა დაწერილი.





`მტკიცედ მჯერა `ბჰაგავადგიტას~ ძირითადი პრინცი პის, ყოველთვის ვცდილობ მახსოვდეს და მოქმედებისას
მის მიხედვით ვიხელმძღვანელო, აგრეთვე ვესაუბრო მასზე იმათ, ვინც მის შესახებ აზრს
მეკითხება და ჩემს თხზულებებშიც ავსახო.~
`კრიშნა რომ არ ყოფილიყო, ღმერთის შესახებ ჩვენი წარმოდგენაც არ იარსებებდა.~
`კრიშნას მთელი მოძღვრება და მთელი მისი ცხოვრება მხოლოდ სიყვარულია. კრიშნა არაფერს
იღებს, გარდა სიყვარულისა და მხოლოდ სიყვარულით მოქმედებს, მხოლოდ მისით სუნთქავს და
მისით საუბრობს.~
`კრიშნას მეტაფიზიკური იდეა ყველა ჭეშმარიტი ფილოსოფიური სისტემისა და ყველა რელიგიის
მარადისი და უნივერსალური საფუძველია.~

ლევ ტოლსტოი


`ბჰაგავადგიტა წიგნთა წიგნია... ის წიგნთა შორის უპირველესია: ისეთი შთაბეჭდილება რჩება,
თითქოს მთელი იმპერია გველაპარაკებოდეს; მასში არაფერია წვრილმანი, უმნიშვნელო, ყოველივე
დიდი, თანმიმდევრული და მშვიდია; ესაა ხმა ძველთუძველესი გონებისა, რომელიც მსჯელობს სხვა
ეპოქასა და კლიმატში, მაგრამ იგივე კითხვებზე, ჩვენ რომ გვაწუხებს.~

რალფ უოლდო ემერსონი


`ყოველ დილით გონებას განვიბან `ბჰაგავადგიტას~ განსაცვიფრებელ, კოსმოლოგიურ ფილოსოფიაში,
რომელთან შედარებით ჩვენი თანამედროვე მსოფლიო და მისი ლიტერატურა უსუსურად და
უმნიშვნელოდ გამოიყურება,~

ჰენრი ტორო


`ბჰაგავადგიტა უმშვენიერესი და შესაძლოა ჩვენთვის ცნობილ ენებზე დაწერილი ერთადერთი ჭეშმარიტად
ფილოსოფიური ნაწარმოებია.~

ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტი


`ბჰაგავადგიტა იმიტომ არის საოცრება, რომ მასში მართლაც საოცრადაა გაცხადებული სიცოცხლის
სიბრძნე~

ჰერმან ჰესე


`ბჰაგავადგიტას~ კითხვისას ჩემს თავს ვეკითხები, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო? ყველა სხვა
კითხვა ზედმეტად მეჩვენება.~

ალბერტ აინშტაინი


`ბჰაგავად გიტა~ და `უპანიშადები~ სიბრძნის ისეთ ღვთაებრივ სისავსეს შეიცავს, რომ ასე მგონია,
მათი ავტორები მშვიდად შესცქეროდნენ ათას ცხოვრებას წარსულისას, სავსეს მძვინვარე ბრძოლებით
მოჩვენებათათვის და მოჩვენებებთან და ამიტომაც წერდნენ ასე თავდაჯერებულნი იმაზე, რასაც
სული არ ეჭვობს.~

ჯორჯ რასელი


`ბჰაგავადგიტა~ ყოველგვარი სულიერი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და სრული
განზოგადებაა. ამიტომაც მარადიულ ფასეულობას წარმოადგენს მთელი კაცობრიობისთვის.~

ოლდოს ჰაქსლი


`ძალიან მომეწონა `მექანიკური და არამექანიკური მეცნიერების~ მესამე თავი. განსაკუთრებით
გამიტაცა `ბჰაგავადგიტას~ იდეებმა. მივხვდი, რომ `ბჰაგავადგიტას~ ფილოსოფიის ძირითადი იდეები
`ყოფიერების~ შესახებ პრაქტიკულად ემთხვევა რეალურობის იმ გაგებას, რომელთანაც კვანტური
მექანიკის შესწავლამ მიმიყვანა.~

იუჯინ ვაგნერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში








ბ ჰ ა გ ა ვ ა დ გ ი ტ ა



თავი პირველი

არჯუნას სასოწარკვეთილება

დირითარაშტრამ თქვა:

წმინდა ალაგას, კურუთა ველზე, სად შემართული ბრძოლად ჯარია,
მითხარ, რას იქმან ჩემი შვილები, ან პანდაველნი, გთხოვ, სანჯაია!

სანჯაიამ თქვა:

რა ნახა მეფე დურიოდჰანამ, პანდაველების ლაშქართა წყობა,
მაშინვე მოძღვარს ეახლა თვისას და ყოველივე წვრილად აცნობა.

უთხრა, გახედე მასწავლებელო, პანდაველების მხედრობას ძლიერს,
მოხერხებულად გაწყობილს ომად, შენგან ნაწრთობი მოწაფის მიერ.

ნახე, აქ არის კურუთა ჯარი, ურიცხვი გმირი და მოისარი,
ბევრი ბჰიმას და არჯუნას სწორი და უძლეველი დრუპადას დარი.

გვერდს უმშვენებენ მათ ჩეკიტანა და პურუჯიტი, მძლე, ვითა ხარი.
კაშთა ხელმწიფე, კუნტის მთავარი და შაიაბა _ დევგმირთა გვარი.

აგერ მძლეთამძლე უდჰამანიუ, უტამანუჯა, ძალგულოვანი,
ძენი სუბჰადრას და დრაუპადის _ ეტლით მებრძოლი, ნაცადი სპანი.

ნახე, თუმცა-ღა ჩვენშიც ბევრია კაცი ნაქები, ჭკუით, მარჯვენით,
ვინც განალაგებს ჯარს გონივრულად და წარუძღვება წინ გამარჯვებით.

ჯერ შენ რად ღირხარ, ან ლომი ბჰიშმა და სხვა გმირები, ბევრგზის ვნებულნი,
აშვათჰამა და სომადატას ძე, ბრძოლაში მუდამ გამარჯვებულნი?!

კიდევ ბევრი გვყავს გმირი ერთგული, ჩემთვის სიკვდილის ჩამგდები არად,
ომში ნაცადი და შეჭურვილი სახელოვანი მეომრის დარად!

ბაბუა ბჰიშმა წინ უძღვის ლაშქარს, ძალაა მისი განუზომელი,
თავს დაჰკანკალებს თუმც ბჰიმა პანდავთ, წინ დაგვიდგება მათგან რომელი?!

თავის ადგილზე დადგეს ყოველი! დაე, ვერ გვძლიოს პანდავთა შიშმა,
არ გავაკაროთ ავისმდომელი, ყველამ ერთგულად დავიცვათ ბჰიშმა!

ამ დროს ჩაჰბერა ნიჟარას ბჰიშმამ და ამოუშვა ღრიალი ლომის.
მან გაამხნევა დურიოდჰანა, ამცნო დაწყება დიადი ომის.

დასცეს ყიჟინა ყურისწამღები, აახმაურეს ბუკი, საყვირი,
ჰკრეს დაფდაფებს და ჰბერეს ნიჟარებს, ცას მისწვდა მათი გადანაყვირი.

მაშინ არჯუნამ და თავად კრიშნამ, თეთრჰუნებშებმულ ეტლში მჯდომარემ,
ღვთიურს ჩაჰბერეს ნიჟარებს მყის და ხმამ ზეციურმა გააპო არე.

ბჰიმამ `ლერწმისა~ აახმიანა, გმირმა არჯუნამ _ `უფლის წყალობა,~
ხოლო კრიშნამ კი, გულთა მპყრობელმა `ხუთღეროვანი~ ააგალობა.

იუდჰიშთჰირამ, დიდმა ხელმწიფემ, აახმაურა “ყოვლის მკვეთელი,”
საჰადევამ და შემდეგ ნაკულამ _ “თვლითმოოჭვილი” და “ხმაკეთილი.”

საყვირს ჩაჰბერა კაშთა ხელმწიფემ, დიდმა მებრძოლმა და მოისარმა,
ხმა შეუერთა მას ვიტარამაც და სატიაკამ, დევისა გვარმა.

შემდეგ, დრუპადას და სხვა დევგმირთა მძლე ნიჟარებმა დაიგრიალა.
საყვირს ჩაჰბერა ყველამ მიწყობით და ხმით საზარით ააღრიალა.

ცა ჩამოამხო მათმა გნიასმა, ძირს მიწა შესძრა, შეაზანზარა,
დირითარაშტრას შვილთა სმენასაც სწვდა და დაატყდა თავს შიშის ზარად.

მაშინ მოზიდა არჯუნამ მშვილდი, მაგრამ წამითვე დაუშვა დაბლა,
დირითარაშტრას დალანდა შვილნი და უფალ კრიშნას მიმართა მდაბლად:

არჯუნამ თქვა:

გთხოვ, გამაქანე ორ ლაშქარს შორის, მაჩვენე მტერი, არას მთმობელი,
მინდა ვიხილო, ვისთან მომიწევს ბრძოლა უწყალო და ულმობელი.

გთხოვ, დამანახე ის, ვინც მოსულა და ელის ბრძოლას, ავი სიამით,
სურს იომოს და დურიოთჰანას ბოროტი გული მოიგოს ამით!

სანჯაიამ თქვა:

დაჰყვა უფალი უმალ არჯუნას, შემცბარს მოსახდენ უბედურებით
და ორ ჯარს შორის შემოაგელვა ეტლი თეთრონი ბედაურებით.

მიუახლოვდა დრონას და ბჰიშმას, ქვეყნის სარდალთა წინ შეანელა.
უთხრა არჯუნას: მამიდაშვილო! შეხედე, კურუ აქ არის ყველა!

იდგა არჯუნა და შეჰყურებდა ნაცნობ სახეებს ორივე მხარეს:
ბაბუებს, მამებს, საყვარელ გამზრდელს, ერთგულ მეგობარს, ძმას თუ მოყვარეს.

მის წინ გაწყობილ მოძმეთა ცქერას ვეღარ გაუძლო არჯუნას გულმა
აღვსილმა დარდით და სიბრალულით, სიტყვა ძლივს დასძრა გულდადაგულმა:

არჯუნამ თქვა:

ყველა ვინც მიყვარს, იქ არის მგონი, ყველას ომი სურს, ჩვენზეა მწყრალი;
ლამის წამერთვას ძალი და ღონე, სულს ვეღარ ვითქვამ, სასა გამშრალი.

თითქოს სხეულზე ცეცხლი მედება, ვცახცახებ, თვალზე გადმეკრა ბინდი.
ვგრძნობ, სადაცაა გამივარდება ჩემი განდივა, ერთგული მშვილდი.

ვხედავ, ვერ ვიკრებ გონებას სრულად და უძლურების ვერ ვარ მომრევი,
რადგან ყველაფერ ამის სასრულად უბედურების მიჩანს მორევი.

თვისტომთა ჟლეტით ვით დავთესთ კეთილს, ან ვით მოვიმკით მით ძლიერებას,
ან გამარჯვებას ასეთს რად ველტვით, სამეფოს ანდა ბედნიერებას?!

რად გვინდა შვება, ან ხელმწიფება, ან თვით სიცოცხლე, მითხარ, გოვინდა,
თუ წუთისოფლის მზე დავუბნელეთ, ეს ყოველივე ვისთვისაც გვინდა?!

ყველა აქ არის, თვისტომი ჩემი, ვინც სიცოცხლეზე უფრო მეტია,
ყველა მოსულა და ბრძოლის ველზე თავის დადება გადუწყვეტია.

მამაზე, შვილზე და შვილიშვილზე როგორ ავწიო, მითხარი, ხელი?
რომც დავიღუპო, დემონის მკვლელო, მაინც არა ვარ მე ამის მქმნელი!

ნეტა რას გვარგებს, რით გაგვახარებს მითხარ, ჩადენა ამ საქმის ძნელის?!
არც მეფობა მსურს ამის სანაცვლოდ, არც მეუფება სამივე სკნელის!

თუმც აღუმართავთ მათ ჩვენზე ხელი, მათი კვლით ცოდვას ვიმკით, იცოდე!
როგორ იქნები, თქვი, ბედნიერი, თუ შინაურიც არ შეიცოდე?!

კურუთა შვილებს, შურით აღვსილებს, დაბნელებიათ გრძნობა და გული
და მათ მამასაც, ხარბსა და ცბიერს, არაფრად უჩანს სიწმინდე, სჯული!

მაგრამ, ჩვენ მაინც ხომ კარგად ვუწყით, თუ რა მოელის დამღუპველს გვარის!
რა გვემართება, რატომ არ ვუფრთხით, რად არ გვაქს შიში ცოდვის ამგვარის?!

გვარის მოსპობით, ოჯახის მოშლით, ხომ დაემხობა ადათი წმინდა?!
უღმერთოება დაისადგურებს და უწესობა მაშინ, გოვინდა!

თუ უმეცრება გაიბატონებს და თუ ზნეობა გადაგვარდება,
ოჯახის ქალი დაეცემა და ქვეყნად აღრევა ჩამოვარდება!

შთამომავლობას – ჭირთა მრავლობა, გვარის დამქცევს კი წაწყმედა ელის!
წინაპრებს საკურთხს არვინ მიაგებს, ხსოვნაც გაქრება მათი სახელის.

უკუღმა წავა ამ ბოროტებით, რაც რამ ყოფილა ნაწაღმართალი
გავერანდება ოჯახის წესი, პატიოსნება და სამართალი.

გამიგონია, რომ ვინც დააქცევს თვისტომთა წმინდა ადათს და წესებს,
ზენა განგება სამარადჟამოდ თვით ჯოჯოხეთში მას გაამწესებს.

საკვირველია, ეს ცოდვა მძიმე რატომ გვგონია ჩვენივე ნება?!
გაჟლეტა გვნებავს საკუთარ მოდგმის, რომ არ მოგვაკლდეს ლხინი და შვება!

არა! არ მინდა მე მათთან შებმა! არ მსურს ხმალდახმალ ძმებთან ვიბრძოლო!
სჯობს, კბილებამდე შეჭურვილებმა უიარაღოს მომიღონ ბოლო.~

სანჯაიამ თქვა:

გულდამდუღრულმა ეს თქვა და მყისვე ეტლში ჩაეშვა ღონემიხდილი,
მშვილდი `განდივა~ დაუშვა ისევ, გადაეფარა ღრუბლების ჩრდილი.

სანჯაიამ თქვა:

რა დაინახა თვალცრემლიანი, ნაღველნარევი და გულშეძრული,
არ დაიშურა მადჰუს მძლეველმა არჯუნასათვის სიტყვები ბრძნული.

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

ნეტავ საიდან ეს სულმდაბლობა? ჭირს მწუხარებით ვერვინ უშველის!
ვინც გასაჭირში სულით ეცემა, ზეცა კი არა, სირცხვილი ელის.

ქედს ნუ მოუხრი მაგ სიძაბუნეს, ნუ გეგონება შენი საფერი,
ნუ დანებდები გულს დაკნინებულს, ფეხზე წამოდექ, შემუსრე მტერი!

არჯუნამ თქვა:

თქვი, ვით ვესროლო ისარი ბჰიშმას, ან დრონას, მითხარ, დემონის მკვლელო,
ვინც მოკრძალების მიცვნია ღირსად, ვით გავიმეტო, მტრის შემმუსვრელო?

რა ვქნა, ღირსეულ მოძღვართა კვლა არ შემიძლია,
სჯობს, ხელგაწვდილმა მათხოვრობით რომ ვჭამო პური.
რა ვუყოთ, თუ მათ ავმა ზრახვამ, სიხარბემ სძლია,
მათ მკვლელს განცხრომა უნდა მერგოს სისხლმონაპკური.

ჩვენ ხომ არც ვუწყით, გული ჩვენი რისი მნდომია _
ჩვენ იმათ ვძლიოთ თუ ისინი აღმოჩნდნენ მძლენი?
თუმცა-ღა ბრძოლა გარდუვალი კარს მოგვდგომია,
რაღა გვაცოცხლებს, თუ დავხოცეთ ჩვენი მოძმენი?

ო, ცოდვა მათი მე ძალ-ღონეს მაცლის, მაწვალებს,
ვერ ვხვდები, რაა ჩემი ვალი, ან რას მთხოვს სჯული
და მხოლოდ შენგან ველი პასუხს, მითხარ, მასწავლე,
შენი მოწაფე, დანდობილი მსურს ვიყო სული!



თავი მეორე

ცოდნის გზა


რას შეუძლია გაანელოს მწარე ნაღველი?
ვერ განვიქარვებ დარდს დამდაგველს, თუნდაც დავი პყრო
და ხელის გულზე მატარებდეს ქვეყანა მთელი,
ან თვითონ ღმერთთა სამყოფელის ხელმწიფე ვიყო.

სანჯაიამ თქვა:

ასე ამბობდა მტერთა მმუსვრელი, გუნდად ეხვია ფიქრები შავი,
არ ვიომებო, დასძინა ბოლოს, თქვა და დადუმდა, დახარა თავი.
ორ ლაშქარს შუა, ჩემო ხელმწიფევ, იდგა არჯუნა, ასე მდუმარე;
ასე მჭმუნვარეს მას მიუგებდა გულთა მპყრობელი პირმომღიმარე:


შრი ბჰაგავანმა თქვა:

ბრძენის ნათქვამს ჰგავს სიტყვები შენი , იმათ კი დარდობ , ვინც დარდად არ ღირს _
არცა ცოცხლებზე და არცა მკვდრებზე არა სწუხს ბრძენი და ცრემლსაც არ ღვრის.
ჯერ არ მომხდარა, გავმქრალიყავით მე და შენ, ან ეს მეფეთა გროვა;
დრო არ ყოფილა, არ გვეარსება, და არასოდეს ეს დრო არ მოვა.

როგორც აქ ძალუძს სულს იყოს ბავშვი, ახალგაზრდა და კაცი ხნიანი,
ასევე იცვლის ის სხეულებსაც, თუმც არ ტყუვდება ამით ჭკვიანი.

ნივთთა შეხებას სითბო-სიგრილის, სიტკბო-სიმწარის მოაქვს შეგრძნება,
წამია მათი მოსვლაც და წასვლაც, მათი მოთმენის გქონდეს შეძლება!

ქვეყნად სიმწარეს და სიტკბოებას ვინც ერთნაირად, გულმტკიცედ ხვდება,
ვისაც ვერცერთი ვეღარას აკლებს, ცად უკვდავების ღირსი ის ხდება.

ვერ იდღეგრძელებს რამ უნამდვილო და ვერ მოკვდება იგი, რაც არი;
ვინც შეიმეცნა ჭეშმარიტება, ყოფნა-არყოფნის მან იცნო ზღვარი.

მან, რაც აღავსებს ყოველს, არ იცის, რა არის კვდომა, დაძაბუნება,
მოკვლაც არ ძალუძს მისი არავის – უკვდავებაა მისი ბუნება.

ხორცი მკვდარია, სული – უკვდავი და მას ზიანი ვერ მიადგება,
ვერ მოაკვდინებ მას, განუზომელს, აიღე ხმალი, ბრძოლის დრო დგება!

უმეცარია, სული მოკვდება ან სხვას მოკლავსო, ვინც ასე ფიქრობს,
რაც ცოცხალია, ის ვერვის მოკლავს და ვერც მოკვდება _ თავს ვერ გაიქრობს.

არ იბადება ის არასდროს, არასდროს კვდება;
არ გაჩენილა, არა ჩნდება და არც გაჩნდება,
უჩენელია, ძველთაძველი, მყოფი მარადის,
გვამი მიწითგან აღიგვება, ის კი დარჩება.

ის, ვინც შეიცნო იგი – უძლევი, უბადებელი, მარად უცვლელი,
კაცს კაცის მოკვლას ვით აიძულებს , ან თვითონ როგორ გახდება მკვლელი?!

ტანთ იხდის კაცი, იცვლის სამოსს ნაცვამს, ნატარებს,
ახლით ირთვება, აგდებს ნახმარს, ძველს და დახეულს,
სულიც ასეა, დროს ამქვეყნად ასე ატარებს,
ძველს ისიც იხდის და იმოსავს კვლავ ახალ სხეულს.

სულს მარადიულს ვერა ჭრის ხმალი და ცეცხლის ალი მას არ ედება,
არ ეკარება მას არც ისარი, ქარი არ ახმობს და არც სველდება.

უვნებელია, ცეცხლში უწველი, სამარადისო საუფლოს მკვიდრი,
ყველგანმყოფელი, დაუმხობელი, მარად უცვლელი, ურყევი, მკვიდრი.

მასზე იტყვიან, რომ უცვლელია, თვალთუხილველი, ფიქრმიუვალი,
თუკი მას იცნობ, არა ხამს წუხდე, გენამებოდეს ცრემლებით Fთვალი.

და რომც ფიქრობდე , რომ ისიც კვდება და ჩნდება , მსგავსად ხორცისა შენის ,
მაინც არა ღირს მასზე გოდება და გმირთაგმირო, შენ ეს არ გშვენის!

ვინც იბადება, იგი მოკვდება, და ვინც მოკვდება – გაჩნდება ისევ.
ვერ აიცილებ მას, რაც მოხდება და ამისათვის გულს დარდს ნუ ისევ!

უხილავია ჯერ ღვთის ქმნილება, შუაგზად ხდება მხოლოდ ხილული,
უხილავია დასასრულს ისევ, შენ რად გაჩნია მაგ გულზე წყლული?

გონების თვალით ერთნი ჭვრეტენ მას, ვით სასწაულს
სხვანი აღწერენ, გამოთქმა სურთ რა სასწაულის;
ზოგნი ისმენენ, თუმც გაგება მისი არ ძალუძთ,
რადგან არავინ მას არ იცნობს, არ ესმის სულის!

მას, ხორცით მოსილს, ყოველ არსში მყოფს, ვერ შეეხება სიკვდილის გრდემლი
და ამიტომაც არც ერთ სულდგმულზე არ ღირს გლოვობდე , გდიოდეს ცრემლი.

თუ ვალზე ზრუნავ, მით უფრო გმართებს თავი არ მისცე ეჭვების წყვდიადს, _
ვერას ინატრებს ქვეყნად მებრძოლი წმინდა საქმისთვის ბრძოლაზე დიადს.

ნეტარი არის ყველა მებრძოლი, წმინდა ბრძოლაში დანაბარები,
თავს უძებნელად რომ დაატყდება, ვით გარდახსნილი ზეცის კარები.

მაგრამ თუ დაგმობ ამ წმინდა ბრძოლას და ქვეყნად მაგ ხმლით არ იმსახურებ,
ვალს ვერ მოიხდი, ცოდვას მოიწევ და კაცთა რისხვას დაიმსახურებ.

ხალხი შეგარცხვენს სამარადჟამოდ, გადეფარება შენს სახელს ჩრდილი;
სახელს გაიტეხ, სახელოვანს კი უსახელობას უჯობს სიკვდილი.

გმირნი იტყვიან, ბრძოლის ველიდან ვნახეთო შიშით გამოქცეული
და ვინც გაქებდა, მალე იქნება შენს მაძაგებლად ისიც ქცეული.

არ დაცხრებიან ავი ენები, მთქმელნი სიტყვების ბილწის, მწარესი,
შეგიგინებენ ნიჭსა და უნარს, რა უნდა მოხდეს სხვა უარესი?!

თუ დამარცხდები, ზეცას ეწევი, თუ გაიმარჯვებ, ქვეყნით დატკბები;
რაღას აყოვნებ, ო, კუნტის შვილო, ხმალი აიღე, ნუღარ დადრკები!

ხვეჭა, ზარალი, ძლევა და მარცხი, სიტკბო-სიმწარე მიგაჩნდეს არად!
წადი, ბრძოლისთვის იბრძოლე მხოლოდ, ეს დაგიდგება ცოდვის წინ ფარად.

რაც გითხარ, იყო წვდომა გონებით, აწ კი იოგას სიბრძნესაც გაძლევ;
ამგვარი ცოდნით შთანაგონები საქმის ბორკილებს ეხსნები, დაძლევ.

არ ჩაგეყრება აქ ღვაწლი წყალში, არც მოგადგება მისით ზიანი,
ერთ ნაბიჯსაც კი ამ გზაზე ძალუძს საფრთხისგან იხსნას ადამიანი.

მთლიანი არის გონება მისი, შეუდრეკელი ვისაც აქვს ნება,
გაფანტულია უგზო-უკვალოდ მერყევი კაცის ჭკუა-გონება.

ენა მჭევრია მცირედ მცოდნეთა, ვის უმეცრებით აბმია თვალნი,
სხვა რა არისო, ამბობენ, ქვეყნად, წმინდა წერილთა კითხვით დამთვრალნი.

ცის მოსურნენი , სურვილთა ტყვენი , საქმის წილ შობას , ბედს გპირდებიან,
უცხოდ მორთული წირვებით ტკბობას, ძალაუფლებას ეწაფებიან.

გონდაბინდული ამგვარი ფიქრით ვინც მბრძანებლობას, ნცხრომას ვერ სწყდება,
გონს ვერ მოიკრებს და სამადჰიში უშიში, უფალს ვერ შეერწყმება.

გუნებს განმარტავს წმინდა წერილი, შენ კი მათ მიღმა იყავი მჭვრეტი,
განთავისუფლდი გაორებისგან _ მისგან, რაც იცნო, ვით მეტისმეტი.

ნუ მოინდომებ შეძენას ქვეყნად და შენახვისაც დათმე სურვილი,
დამაოკები იყავი თავის, მუდამ სიწმინდით შემობურვილი.
რა სარგებელის მომტანიც არის წყალდიდობის დროს წყალმცირე წყარო,
ის სარგებელი აქვს წერილისგან მას, ვინც შეიცნო უფლის სამყარო.

შენ საქმეები გეკუთვნის მხოლოდ, ნუ ხარ ნაყოფთა შენად მგონები,
ნურც ნაყოფისთვის დაშვრები ქვეყნად, ნურც უსაქმობას დაემონები!

ამ იოგაში მდგარი დასაქმდი, მიჯაჭვულობას განრიდებული;
ერთნაირობა ბედსა და მარცხში იოგადაა სახელდებული.

სურვილთა გამო საქმის კეთებას სჯობს, გონებით ჰქმნა საქმე ყოველი;
შენც შეეფარე გონებას, რადგან ძუნწი ხარ, თუ სთეს და ნაყოფს ელი!

ჩამოგშორდება აქვე ამ სიბრძნით ბედკეთილობა და წერაც ავი,
იოგა საქმის ანაბანაა, მას შეაფარო სჯობს შენაც თავი.

რადგან თუ იკრებს გონებას სრულად და საქმის ნაყოფს ეხსნება ბრძენი,
კვლავ ქვეყნად შობას სცდება, ეხსნება, ჯერ ჭირუნახავ ქვეყნისა ბჭენი.

და როს სიბრმავის უღრანი ტყიდან გონების ძალით შენც გზას გაიგნებ,
წადილს დაკარგავ ყველაფრის მიმართ, რაც გაგიგია, ანდა გაიგებ.

და მაშინ, როცა განაგონ აზრთა უთანხმოებით არ შეფერხდები
და სამადჰიში გონს განიმტკიცებ, თვით უზენაესს შეუერთდები.

ვინც განიმტკიცა თავი სიბრძნეში, ჰპოვა სამადჰის ვინც ნეტარება,
როგორ სჩვევია მას საუბარი, ჯდომა რას უგავს, ან ნეტა, რება?

შრი ბჰაგავანმა თქვა:

არჯუნა, მისსავ ჭკუის მონაგონს, უარი უთხრა ვინც ყველა სურვილს,
ვინც სულში ჰპოვა სულითვე შვება , მას უწოდებენ სიბრძნით აღჭურვილს.

ვის გონს ვერ აკრთობს ტანჯვა-წვალება, ვინც სიამესაც თავი ანება
ბრძენია, ვისაც არ ეკარება სურვილი, შიში და მრისხანება.

ვისაც ვერ ითრევს, ვეღარ ატყვევებს, ავი და კარგი ამქვეყნიური,
ვისაც არა სურს და არც სძულს რამე, მისი სიბრძნეა მტკიცე, ღვთიური.

ბრძენი მაშინ ხარ, როცა კუსავით, რომ შეუმალავს შიგნით ფეხები,
ალაგმავ გრძნობას და გრძნობის საგანს ჩამოაშორებ, არ შეეხები.

თუკი მარხულობ, ტკბობის საგანი ქრება, თუმც გემო არ გავიწყდება,
მხოლოდ-ღა ხილვით უზენაესის, ის საბოლოოდ ქარდება, წყდება.

თუმც იმისთვისაც, ვინც მართავს გრძნობებს და ცოდნით სავსე, ბრძენი კაცია,
აბობოქრებულ გრძნობათა მორევს ჭკუა-გონება წარუტაცია.

გრძნობა მოთოკე, დაჯექ და ჩემი – უზენაესის იყავ მხმობელი,
ვინც გრძნობებს მართავს მისი სიბრძნეა მხოლოდ საფუძველდაუმხობელი.

გრძნობის საგნებზე ფიქრი და ჭვრეტა თვით ამ საგანთა ბორკილებს გადებს;
მიჯაჭვულობას სურვილი მოაქვს, მრისხანებას კი წადილი ბადებს.

მრისხანება შობს სიბრმავეს სულის, ხსოვნას აკნინებს ეს უგნურება,
ხსოვნის დაკარგვას გონისა მოსდევს, გონის დაკარგვას – განადგურება.

ვის ძალუძს ეპყრას თავიც და გრძნობაც და საგნებს შორის ასე ეტაროს,
ვის ძალუძს ეხსნას ზიზღსა და ნდომას , ჰპოვებს სიმშვიდეს ის სანეტაროს.

ამ სიმშვიდეში ყველა ტკივილი განიავდება და განქარდება
და გონიც კაცის, ფიქრუშფოთველის, მალე აღდგება და გამყარდება.

ვინც თავს ვერ იდრეკს, არ ძალუძს წვდომა, უცხოა მისთვის გონიერება,
უწვდომელად კი ვინ თქვა სიმშვიდე, ან უამისოდ ბედნიერება?!

დაიძვრის გრძნობა, დახეტიალობს, ფიქრიც მას მისდევს, ვერ კი აკავებს
და როგორც წყალზე ნავს ქარიშხალი, გართმევს გონებას და მიაქანებს.

სწორედ ამიტომ, მკლავმოუდრეკო, ვინც დაიოკა გრძნობიერება
და ლტოლვის მიზეზს ჩამოაშორა, მტკიცეა მისი ცნობიერება.

სადაც ღამეა სხვა ყველასათვის, იქ თავის მფლობი ფხიზლობას ბედავს,
ხოლო სხვები კი იქა ფხიზლობენ, სადაც ღამეა მისთვის, ვინც ხედავს.

მუდამ სავსეა ოკეანე და მაინც მშვიდი,
ედინებიან მდინარენი, მასში ქრებიან.
არ აქვს სიმშვიდე სურვილთ მსურველს, მას ჰპოვებს იგი,
ვისაც ერთვიან სურვილები და ინთქმებიან.

ვინც უარი თქვა ყველა სურვილზე და ვინც ხორციელ ვნებასაც სძლია,
ვინაც არ იცის არც “მე”, არც “ჩემი”, სიმშვიდის პოვნა მას შეუძლა.
ამგვარ ღვთაებრივ ყოფას სულისას, თუკი მიაღწევ, აღარ შეცდები,
ბოლო წამს მაინც თუ დაჰყოფ მასში, ღვთის სასუფეველს შეუერთდები.

არჯუნამ თქვა:

თუ ამქვეყნიურ ამაო ფუსფუსს გზა შემეცნების შენ ამჯობინე,
მაშ, საშინელი ეს საქმე რად გსურს, რომ ჩავიდინო, გამაგებინე!

თავ-გზა ამებნა ორაზროვნებით! რად გსურს ამ გულში ეჭვები თესო?
შეგთხოვ, ერთი გზა მიჩვენე მხოლოდ, თქვი, რა გზა არის საუკეთესო!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

ო, უცოდველო! ადრეც მითქვია, რომ ორგვარია თვით კაცთა წყობა, _
ცოდნის მძებნელთა გზა ცოდნა არის, გზა საქმიანთა – საქმიანობა.

ვერ მიაღწიოს უმოქმედობას, ვისაც აქვს საქმე უარყოფილი,
ვერც ამ სოფლისგან განდგომით მხოლოდ ვერ შეიქმნები შენ სრულყოფილი.

ვერვინ დარჩება ქვეყნად უსაქმოდ, წამითაც თავს მას ვერ მიანებებს,
ყველა იქმს, რადგან სდევს უნებურად ზნეს ბუნებისა და მის ბრძანებებს.

ვინც სხეულს მართავს , ტკბობის საგანს კი ფიქრებში ზურგი ვერ შეაქცია,
მასზე იტყვიან, რომ ცოდნის გზაზე მხარაქცეული და თვალთმაქცია.

სჯობს კაცმა გრძნობა ჭკუით მოთოკო , გრძნობით მოქმედი ნაწილნი მართო
და მოქმედების იოგას უძღვნა, მიუჯაჭველმა იგი წარმართო.

და რადგან შრომა ჯობს უსაქმობას, აკეთე ის, რაც შენი ვალია,
უსაქმოდ თავსაც ვერ გადაირჩენ, ასე დაღუპვაც გარდუვალია.

მსვერპლად უფლისთვის თუ არ დებ საქმეს , შეიბორკები ამ წუთისოფლით;
მისთვის იღწვოდე უანგარიშოდ, თავგამოხსნილი შენივე ოფლით.

მსხვერპლთან ერთად ქმნა გამჩენმა კაცნი , უთხრა : `ეს იყოს თქვენი მხლებელი,
მისით ხარობდეთ, დაე, ეს იყოს თქვენთვის ნატვრათა ამსრულებელი!~



თავი მესამე

მოქმედების გზა


გიწყალობებენ მაღლით ღმერთები , თუ არ მოიშლით თქვენც მათ წყალობას,
ასე ერთურთზე ზრუნვით მიწვდებით ზესთ ნეტარების წარუვალობას.

არ მოგაკლებენ ქვეყნად სიკეთეს გახარებული თქვენით ღმერთები,
მაგრამ ქურდი ხარ, თუ არას გასცემ, ბოძებულით კი ხარობ და ტკბები!

ის , ვინც ჯერ უფალს სთავაზობს ტრაპეზს , განიძარცვება ცოდვით ყოველით ,
ის , ვინც თავისთვის ამზადებს საჭმელს , ცოდვას მიირთმევს მისივე ხელით.

მარცვალი არის სულდგმულთა საზრდო, ამქვეყნად წვიმის გამო შობილი,
წვიმას წირვა შობს , გაღება მსხვერპლის , თვითონ კარმისგან წარმოშობილი.

კარმა ბრაჰმამ შვა, ხოლო ბრაჰმა კი თავად უქმნია მას, წარუხოცველს;
მსხვერპლში დაუდევს ამიტომ ბინა უფალს , ყველგან მყოფს , ყოველის მომცველს.

ვინც ასე მბრუნავს განუდგა ბორბალს და ხელთ უპყრია ცოდვის სასმისი,
დასჯერებია ვინც გრძნობით ტკბობას, ამაო არის ცხოვრება მისი.

ვინც თავის თავში ჰპოვებს სისავსეს, თავის თავშივე შვების მპოველი,
აღარ აქვს საქმე იმას ამქვეყნად, _ ვინც თავის თავში ჰპოვა ყოველი.

ამ ქვეყანაზე მას არ აქვს მიზნად უსაქმობა ან საქმის მცდელობა,
არც არავისგან სურს ამისათვის მას პატრონობა და მფარველობა.

ნუ დაებმები ამიტომ საქმით, უანგარიშოდ ვალი ასრულე!
უფალს იხილავ, ყოველი საქმე მიუჯაჭველმა თუ გაასრულე.

სწორედ მით იქმნა ჯანაკა სრული, რომ მოიხადა მან სოფლის ვალი,
შენც სიმრთელისთვის იღწვოდე სოფლის , მასზე გეჭიროს სულმუდამ თვალი.

რადგან გახსოვდეს, ხალხი იმას იქმს, რასაც აკეთებს მისი რჩეული,
მას იმეორებს, რაც რჩეულისგან აქვს მაგალითად გამორჩეული.

სამ სამყაროში მე არ მაქვს ვალი, არ მაქვს საღვაწი და საშრომელი,
მაინც ვიქმ, თუმც კი არაფერი მაქვს მისაწვდომი ან მიუწვდომელი.

დაუცხრომელად საქმის კეთება მე წამით მაინც რომ დამეხანა,
ო, პართჰას შვილო, უთუოდ ჩემ გზას დაადგებოდა მთელი ქვეყანა.

რომ არ მეკისრა მე ვალი ჩემი, მთელი სამყარო დაინთქმებოდა,
სულდგმულთ ჩემს გამო თავს აღრევა და აღსასრულის დღე დაატყდებოდა.

ბჰარატას მოდგმავ, საქმეს აკეთებს და ეჯაჭვება უცოდინარი,
მიუჯაჭველად დე დაშვრეს მცოდნე , სოფლის სიმრთელის მსახურად მდგარი.

დაე უმეცართ, მიჯაჭვულთ საქმეს, ნუღარ აუბნევს იგი გონებას,
დე, დაასაქმოს ისინი საქმით, ნურც თვით დააკლებს მას მონდომებას.

თვითონ სრულდება ყოველი საქმე, ბუნების ძალით, მისივე ნებით,
მე ვაკეთებო, ასე ჰგონია კაცს, გონდაბინდულს თავმომწონებით.

მაგრამ მცოდნე კი, ვისაც უცვნია გუნებისა და საქმის ბუნება
არ ეჯაჭვება _ უწყის, რომ საქმე გუნის გუნაში არის ბრუნება.

ბუნების ძალით თვალახვეულს კი ბორკავს საქმენი ამქვეყნიური,
გონს ნუ აუმღვრევს დე , ცოდნანაკლულს , ვისაც აქვს სიბრძნე სრული , ღვთიური.

მაშ სულს მიენდე, შენი `მე~ დასთმე და მე მომიძღვენ საქმე ყოველი,
ურვა განაგდე, იყავ მებრძოლი, უანგარო და არასმთხოველი.

ჩემი მარადი სიტყვით ცხოვრებას დღემუდამ რწმენით თუ მოუნდები,
თუკი გაჰყვები მას უდრტვინველად, ჩამოგცილდება საქმის ხუნდები.

ხოლო იმათ კი, ჩემს სიტყვაში რომ ხინჯს დაეძებენ, არ მიჰყვებიან,
მხარი ექცევათ ყოველ ცოდნაში და უმეცარნი იღუპებიან.

ყოვლადბრძენიც კი, ყოვლის შემტყობი, თავის ბუნების ჭკუაზე დადის,
ბუნების ძალით იძვრის ყოველი, მისი ჩახშობა კარგს რას გიქადის?!

თვითონ გრნობაში აქვს დასაბამი გრძნობის საგანთა ზიზღსა და წადილს,
ნუ ემონები , ორთავ მტრად სცანი , ცნობდე შენს გზაზე მტერს და მის ქადილს.

სჯობს შენი საქმე აკეთო ცუდად , ვიდრე კარგად ვლო სხვისი სავალი;
საკუთარ ბედში სიკვდილი გიჯობს, სახიფათოა სხვა კაცთა ვალი.

არჯუნამ თქვა:

მაშ რა უბიძგებს კაცს ცოდვისაკენ, რომ არ სურს, მაგრამ მის უნებურად,
ძალას ატანდეს თითქოსდა ვინმე , სცოდავს და სცოდავს კვლავინდებურად?!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

კაცს სურვილი და რისხვა აცდუნებს, რაჯასი არის მათი მშობელი,
ისაა კაცის მტერი უძღები, მისგან აქვს ტანჯვა დაუშრობელი.

და როგორც სარკე იფარება მტვრით , ხოლო კვამლით კი ცეცხლი, ალება,
როგორც ნაყოფი დედის მუცელით, ცოდნა სურვილით მიიჩქმალება.

დაფარულია მისითვე სიბრძნე, ბრძენთაAმტერია დაუცხრომელი,
უძღები არის ვნება-წადილი, ცეცხლივით ხარბი და უძღომელი.

გრძნობები, ჭკუა და თვით გონება, მისი სახლი და კარია ყველა
და კაცს ატყუებს, ცოდნას უმალავს, რადგან იმათი აქვს მუდამ შველა.

გრძნობები მართე პირველ ყოვლისა, მოძმეთა შორის შენ ხარ ძლიერი,
და მოაკვდინე იგი – ბოროტი, სრულყოფილების და სიბრძნის მტერი!

ხორცს გრძნობა მეტობს, გრძნობას კი ჭკუა, გონი ჭკუაზე მაღლა მდგომია
ხოლო იგი კი – წარუხოცელი, გონებისთვისაც მიუწვდომია.

მას, გონზეც მაღალს, იცნობდე, გქონდეს, ზღუდე სულისა მკვიდრად ნაშენი
და სძლიე მტერი, ძნელდასაძლევი, მტერი, სახელად სურვილი შენი.

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ვივასვანს ვამცნე სიტყვა უკვდავი, ჟამს ოდეს თავად სამყარო იშვა,
მანუს გაანდო ის ვივასვანმა, მანუმ თავის შვილს უამბო, იშვაკს.

ყველა სწავლობდა მას ბრძენი მეფე, რომ მემკვიდრისთვის კვლავ გადაეცა,
თუმც გაცამტვერდა ცოდნა დიადი, დროთა ტრიალში იგი დაეცა.

ეს უდიდესი იოგა ძველი, მე დღეს უკლებლივ შენ გაგიმხილე,
მეგობარი ხარ ერთგული ჩემი, ეს საიდუმლოც მისთვის იხილე.

არჯუნამ თქვა:

შენ ახლა გაჩნდი, ვივასვანი კი წინაპარია კაცთა პირველი,
როგორ ვირწმუნო, რომ შენ იმისი ხარ დამმოძღვრავი თავდაპირველი?

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მტერთა მძლეველო, ქვეყნად გაჩენა ჩვენი მე და შენ ბევრჯერ გვინახავს,
მე ყველა მახსოვს ისინი, შენ კი, ხსოვნაში ერთიც არ შეგინახავს.

თუმც უფალი ვარ, არსთა მეუფე, მარად უცვლელი, დაუბადები,
ჩემს თავს ჩემივე მაიას ძალით ვმართავ და ვჩნდები, ხალხს ვეცხადები.

როცა ეცემა ქვეყნად სიწმინდე, უკეთურობით ქვედამხობილი,
მე ვევლინები ქვეყნიერებას, ჩემივე ნებით გამოხმობილი.

ბოროტეულთა მლეწველად, მკვლელად, მართალთა შემწედ, და მათდა მხსნელად,
ჟამიდან ჟამად მე ვიბადები სჯულიერების დამდგენად, მცველად.

ვინც დაბადება ჩემი ღვთიური და საქმეები უცდომლად იცის,
მოვა ჩემამდე ის უცილობლად, არ უწერია კვლავ ხილვა მიწის.

ბევრმა, მძლემ შიშის, სურვილის, რისხვის, ჩემით აღვსილმა და მონდობილმა
ბინა დაიდო ჩემს საუფლოში, სიბრძნით ნაწრთობმა და განწმენდილმა.

თავი მეოთხე

საქმისგან ცოდნით განდგომის გზა

როგორაც მოვლენ, ისე მივიღებ, ისევე ვწყალობ, როგორც მხვდებიან,
საითაც უნდა წავიდნენ კაცნი, მაინც ჩემი გზით იარებიან.

ცად ღმერთებს უძღვნის მოკვდავი საწირს , საქმე თავისი ბედს რომ აწიოს,
მალე მიაღწევს საწადელს კაცი, ქვეყნად რომ შრომის ჭაპანი სწიოს.

მე შევქმენ კაცთა ოთხი წოდება, ყველა მისსავ ზნის კვალად მოქმედი,
თუმც უცვლელი ვარ და უმოქმედო, იცოდე, მაინც ვარ შემოქმედი.

ვერ შემბღალავენ მე საქმეები და არც ნაყოფნი მათი მწადიან,
ვინც ეს შეიცნო, საქმენი მისნი ტყვეობას არც მას არ უქადიან.

ამგვარი ცოდნით უძღოდნენ საქმეს თავისუფლების მძებნელნი ძველად,
შენც გაისარჯე, ვით წინაპარნი იღწვოდნენ შენნი მუხლჩაუხრელად.

რა არის საქმე, ან უსაქმობა, ამას ბრძენნიც კი დაუბნევია,
განერიდები ბედის სიმწარეს, თუ სიტყვა ჩემი გულს გაბნევია.

უნდა იცოდე, რა არის საქმე, თუმც უსაქმობაც საცოდნელია,
საძრახი საქმის გარჩევაც გქონდეს, მათი გზა-კვალის ცნობა ძნელია.

ვის უქმობაში უცვნია საქმე, ქმნა კი უქმობად მიუჩნევია,
გონიერია ის სხვაზე უფრო და გულისყურით შრომა სჩვევია.

ბრძენად გიხმობენ, თუ საქმეს იწყებ, მაგრამ სანაცვლოდ არას მოელი,
თუ ცოდნის ცეცხლში გადაისროლე საქმიანობის კვალი ყოველი.

ვინც ეხსნა ნაყოფს და მუდამ მშვიდი, თავისი თავის არის უფალი,
თუმც შრომობს მუდამ, უქმეა მაინც და საქმისაგან თავისუფალი.

ვინც იმორჩილებს თავსა და ფიქრებს, არას მოელის, არც რის სურს ფლობა,
იგი, ვინც სხეულს ასაქმებს მხოლოდ, საქმით ცოდვაში არ ჩაეფლობა.

შურს, გაორებას ვინც გადაძლევს და რას ბედი მისცემს, მას დასჯერდება,
სწორად შეხვდება ვინც მარცხს და იღბალს, საქმით ბორკილი არ დაედება.

თავდახსნილმა და მიუჯაჭვეჯმა, აზრით სიბრძნეში ურყევად მდგარმა,
საქმე სამსხვერპლოდ ვინც მიიტანა, ქარად იქცევა იმისი კარმა.

ღმერთია მსხვერპლიც და მისი წირვაც , ცეცხლიც , სამსხვერპლოდ რომ უნდა ენთოს,
ღმერთს ღმერთი სწირავს , რომ ჩაძირული უფლის საქმეში უფალს შეერთოს.

ღმერთებს შესწირავს ზოგი იოგი, თაყვანი მხოლოდ მათთვის უცია,
ზოგს კი შეწირვით თვით მსხვერპლშეწირვა უფლის ცეცხლისთვის გადაუცია.

ვის სმენა მიაქვს , ან სხვა რამ გრძნობა , მსხვერპლად დათმენის საკურთხეველთან,
ვის ბგერის დარი გრძნობის საგანი დაუდევს გრძნობის სამსხვერპლო ცეცხლთან.

ზოგი თვით სუნთქვის მოქმედებას და მთელი თავისი გრძნობების კრებულს,
სწირავს დათმენის სამსხვერპლოს წმინდას , ცოდნის ნათელით გაცისკროვნებულს.

ვინ სიმდიდრეს თმობს , ვინაც თავს იწრთობს , ვინ მსხვერპლად ტანჯვას , დათმენას სწირავს ,
ვინ განმდგარა და აღთქმის ერთგული ცოდნის მსხვერლს იღებს _ წიგნი უჭირავს.

ვინ ჩასუნთქვას თმობს ამოსუნთქვისთვის, ამოსუნთქვას კი ჩასუნთქვას ართავს,
ასე აკავებს სუნთქვის დინებას და სასიცოცხლო ნაკადებს მართავს;

ვინ ჩასუნთქვასვე სწირავს ჩასუნთქვას, ასე სურს მარხვა, სუნთქვის სწორება
მსხვერპლის მცოდნეა ამათგან ყველა და მსხვერპლით ცოდვას განეშორება.

ის , ვინც სვამს წირვის ნარჩენთა ნექტარს , ღვთის სასუფევლის შეაღებს კარებს,
აქაც ვერ ხარობ თუკი უმსხვერპლოდ, სხვა ქვეყნად მითხარ, რა გაგახარებს?

მსხვერპლი სხვადასხვა უფლის წინაშე გადაშლილია და გარდახსნილი
საქმით შობილა, იცოდე, ყველა და შენც იქნები ცოდნით დახსნილი.

სჯობს ცოდნა სწირო, ვიდრე გაიღო ნივთიერი რამ, მოჩვენებითი,
ცოდნისკენ მიდის მაინც ამქვეყნად ყოველი საქმის გზა ბუნებითი.

ნახე მოძღვარი და ემსახურე, ჰკითხე, თაყვანი მდაბლად უძღვენი
და გაზიარებს შენც დიად სიბრძნეს ჭეშმარიტების შემცნობი, ბრძენი.

აღარ შეცდები, შენც სინამდვილის გულში წვდომა რომ შეგაძლებინა,
ნახავ, რომ შენში, ასევე ჩემში დაუდევს ყველა სულიერს ბინა.

ცოდვებით სავსეც რომ იყოს კაცი, მასზე ცოდვილი სხვა რომ არ იყოს,
ისიც კი შეძლებს ცოდნის ხომალდით სული ცოდვათა ზღვიდან გარიყოს.

არჯუნა, როგორც ცეცხლი ნთქავს შეშას და აღარ რჩება ხისაგან კვალი,
ასე საქმეთა ყოველ ნაკვალევს შლის, აცამტვერებს, სპობს ცოდნის ალი.

და რადგან ქვეყნად განმსპეტაკები სიბრძნეზე დიდი არ არსებულა,
თვითონ იპოვის მას თავის თავში ის, ვინც იოგას სრულქმნით ქებულა.

თუ მორწმუნე ხარ, უფლის ერთგული და თუ გრძნობებიც შენ გადაძალე,
ეწევი სიბრძნეს, მასთან ერთად კი ღვთიურ სიმშვიდეს იპოვი მალე.

დაიღუპება კაცი ურწმუნო, უმეცარი და მიუნდობელი,
ვერ მოუტანენ ეჭვიანს შვებას ვერც ეს ქვეყანა, ვერც სხვა სოფელი.

ვინც იოგას გზით განუდგა საქმეს და ჩასცა ეჭვებს ცოდნის მახვილი,
არ იბორკება ის საქმეებით _ თავის მომდრეკი, გადამლახველი.

მაშ, შენც გაჰკვეთე ცოდნის მახვილით ეჭვი სიბეცით გულში შობილი,
იოგას გზაზე დადექი მტკიცედ, ადექი, ბრძოლად ხარ მოხმობილი!

არჯუნამ თქვა:

განდეგილობა შეამკე ხოტბით, მაგრამ შრომაც ხომ ქებით მიხსენე?
გარკვევით მითხარ, რა გზას დავადგე, რა გზა ჯობს ჩემთვის, გთხოვ, ამიხსენი!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მოქმედებაც და განდეგილობაც ორთავ ხსნისათვის დანაწესია,
თუმცა შრომაზე ხელის აღებას საქმე აკეთო, უმჯობესია.

განდეგილია, ვისაც ამქვეყნად არც ზიზღი ი პყრობს, აღარც წადილი,
გაორებისგან თავის მხსნელისთვის ტყვეობისაგან ხსნაა ადვილი.

გზებს ცოდნისა და მოქმედებისა ბრძენი კი არა, ბავშვიც არ გაჰყოფს,
ვინც ერთ გზას მაინც ადგას გზიანად, ორივე გზისას მოიწევს ნაყოფს.

რასაც კი წვდები ფიქრით და ბჭობით, საქმის წილადაც იგივე გხვდება,
ერთია ბრძნობა და საქმოსნობა, მართლად მხედია, ვინც ამას ხვდება.

ძნელად ეწიოს განდეგილობას კაცი, უსაქმოდ დაყუდებული
უფალთან მივა დაუხანებლად ბერი, იოგას წრთობით ქებული.

ვინც განსპეტაკდა იოგას ღვაწლით, თავს მოერია, მოდრიკა ვნება,
ვინაც შეერთო ყოველ სულთა სულს, საქმის კეთებით არ შეირყვნება.

მე თვით არას ვიქმ, როს ვხედავ, ვისმენ, როს მძინავს, ვსუნთქავ , დავიარები , _
ასე სჯის კაცი გონმოკრებილი, ჭეშმარიტებას ნაზიარები.

როცა ვსაუბრობ, მივიღებ, გავცემ, და მაშინაც კი, როს ვახელ თვალებს,
ეს გრძნობა ჩემი იღვიძებს მხოლოდ და გრძნობის საგანს თავს დასტრიალებს.

ვინც უზენაესს შესწირავს საქმეს და უანგაროდ მუდამ ასრულებს,
ვერ შეეხება იმას ცოდვები, ისე, ვით წყალი ლოტოსის ფურცლებს.

ოდენ სხეულით იქმან იოგნი, ჭკუით, გონებით და გრძნობით ოდენ,
რადგან იციან, მიუჯაჭველნი ხამს განწმენდისთვის ოდენ იქმოდენ.


თავი მეხუთე

საქმისგან განდგომის გზა

ვინც არ სდევს საქმის ნაყოფს და ბოლოს, ციურ სიმშვიდის შეაღებს კარებს,
ვინც მონაგარით ტკბობისთვის შრომობს, შეიბორკება, ვერ გაიხარებს.

სული ხორცსხმული, ყოველი საქმის ჭკუით დამთმობი, თავის მთოკველი,
აღარც თვით იქმს და არც სხვას ასაქმებს , ცხრაბჭიან ქალაქს ზის უშფოთველი.

უფალი არ შობს კეთების სურვილს, არც საქმეს აჩენს განგების ნება,
საქმეს ნაყოფთან არ აკავშირებს, ამას ყველაფერს ბუნება შვება.

ზეცა არ იცნობს მოკვდავთა ცოდვებს, არც მადლთანა აქვს საქმე განგებას,
თუმც უმეცრება ფარავს ცოდნას და ვერვინ ახერხებს ამის გაგებას.

მაგრამ როდესაც ამ უმეცრებას გაფანტავს სულის ცოდნა დიადი,
საჩინოს გახდის ის უზენაესს, ქვეყანას აჩენს ვით განთიადი.

ვინც მასში დანთქავს გონებას, სულსაც და ნავსაყუდელს მასში აიჩენს,
განიწმინდება ცოდნით ცოდვისგან და სამუდამოდ თავს გადაირჩენს.

ბრძენს სწორად უჩანს ძროხა და მღვდელი , ცოდნით , ზრდილობით ნაქები , ქველი,
სულერთი არის იმისთვის სპილო, ძაღლი ან თუნდაც ძაღლისმჭამელი.

აქვე დასძლია წუთისოფელი, ვინც ერთობას ჭვრეტს, აღუშფოთველი,
უფალში სუფევს, რადგან უფალიც არგანმრჩევია და უცოდველი.

სოფლის სიამე მას არ ახარებს, არც სატანჯველით სჭირს დაღონება,
უფალთანაა უფლის მცნობელი, რადგან მტკიცეა მისი გონება.

თავისთავშივე იპოვის ლხენას, ვინც არ ტყვევდება გარეგან გრძნობით,
ულევ სიხარულს დაეწაფება, ვინც უზენაესს მიაღწევს წრთობით.

ტანჯვის წყაროა სიამოვნება თუ შეხებაა მისი მშობელი,
დასწყისი აქვს და დასასრული, არ მიენდობა კაცი მბჭობელი.

ვის ძალა შესწევს დასძლიოს ჟინი, წადილისა და რისხვისმიერი
დასძლიოს აქვე, ხორცთან გაყრამდე, თავის მფლობია და ბედნიერი.

ბედნიერებას, სიხარულს, ნათელს ვინც თავისთავში არის წეული,
უერთსულდება ღმერთს ის იოგი, მასში შესული და შეღწეული.

ნახავს ღმერთს ბრძენი, ცოდვის დამძლევი და გაორება განქარვებული,
ვინც თავს მეუფებს და სხვა სულდგმულთა სიკეთითაა გახარებული.

ვინც ეხსნა სურვილს და განრისხებას, დაიმორჩილა ვინც ფიქრთა ზვავი,
მისთვის იხსნება ბჭენი ზეცისა, _ იმისთვის ვინაც შეიცნო თავი.

გრძნობას გარეგანს ვინც ჩამოსცილდა და წარბთა შორის მიაპყრო თვალი,
სუნთქვის ნაკადიც მოიწესრიგა ვინც აღმავალი და დაღმავალი;

ვინც დაეუფლა გონს, გრძნობებს, ფიქრებს და განდეგილი ხსნას მიზნად სახავს,
ვინც სძლია სურვილს, შიშსა და რისხვას, თავისუფლებას მარადისს ნახავს.

მე ვარ მეუფე ცისა და მიწის, მესაიდუმლე ყოველ სულდგმულის,
მე ვიწევ მსხვერპლის , თმენის ჭირნახულს , ვინც მიცნობს , ჰპოვებს მშვიდობას სულის.

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ვინც არ გაურბის მის საკეთებელს და არც სარგებელს ეპოტინება,
იოგიცაა და განდეგილიც ის, ვინც შრომაც და წირვაც ინება.

ო, პანდაველო, იოგა არის, ის რაც განდგომა ხალხსა ჰგონია,
რადგან იოგი ის ვერ გახდება, ვინც გულისწადილს არ განდგომია.

საქმეს მოიხმარს განმდგარი ხერხად, თუ იოგას გზის გახდა მხლებელი,
მაგრამ თუ შედგა ფეხი მწვერვალზე, უქმეა მისი საკეთებელი.

მწვერვალს ის მისწვდა, ვინც გრძნობის საგანს და საქმეებსაც უთხრა უარი,
ვინც აღარ ზრუნავს ჟინის მოკვლისთვის, რადგან განაგდო ეს სატყუარი.

არ დაიკნინოს, დე კაცმა თავი, დე თვისით იქმნას ამაღლებული,
მეგობარია კაცი თავისა და მტერი, მახვილამოღებული.

მეგობარია კაცი თავისა, თუ მომრევია მისი, მთოკავი,
მაგრამ თუ ვერ სძლევს , ლაგამს ვერ მოსდებს , მტრად გაუხდება თავისი თავი.

ზენარ სულშია განმტკიცებული, ის ვინც თავს სძლია, ნახა მშვიდობა,
თავს ლაფი ასხან, გინდ პატივი სცენ, დარი ხვდეს, გინდაც უამინდობა.

ზესულს შეერთო, ის, ვინც მტკიცეა, ვინც დასცა გრძნობა და დაამიწა,
ვინც ბრძენია და სიბრძნით მოქმედი, ვისთვის ერთია ოქრო და მიწა.

ვისთვის ერთია ნაცნობ-უცნობი, მოძმე, მოძულე, მტერი, მოყვარე,
ვინც არ განარჩევს წმინდანს და ცოდვილს, ის არის ქველი და კაცთმოყვარე.

ხამს განმარტოვდეს იოგი მიწყივ და ყურადღება მოკრიბოს სრული,
იყოს მომდრეკი გრძნობის და ფიქრის, არასმქონები, სურვილმოსრული.

სუფთა, უკაცურ ალაგას ნახოს მიწა მაგარი, სწორად ნაგები,
ტყავი გაშალოს წმინდა ბალახზე და ზედ ქსოვილის დადოს საგები.


თავი მეექვსე

თავის დაოკების გზა


დაჯდეს, მოთოკოს გრძნობა და ფიქრი, გაფანტულობა ფიქრის აღკვეთოს,
იოგას მიჰყვეს და ყოველივე განწმენდისათვის ოდენ აკეთოს.

გამართოს ტანი, კისერი, თავი, იყოს უძრავი და უცვალები,
მშვიდად მიაპყროს მზერა ცხვირის წვერს და არ გაექცეს სხვაგან თვალები.

დე, იჯდეს მშვიდი და უშიშარი, უბიწოების აღთქმის ერთგული,
მიზნად დამსახოს გონმოკრებილმა და ჩემზე ფიქრში დაიცხროს გული.

ასე დღემუდამ სულში დანთქმული, იოგი, ფიქრებდაამებული,
ნახავს მშვიდობას და ნეტარებას, ჩემს საუფლოში დავანებული.

ვერ სდევს იოგას კაცი უჭმელი და ვერც უზომოდ მუცლის მძღობელი,
მას ვერ ეწევა ვერც უძილო და ვერც მეტისმეტი ძილის მცხობელი.

ვინც ზომიერად ჭამს და ისვენებს, მზეს დროზე ხვდება, დროზე აცილებს,
ვინც ზომიერად ებმება საქმეს, იოგა ტანჯვას მას მოაცილებს.

როდესაც ფიქრი მოთოკილია, წადილისაგან თავისუფალი,
შენივთულია როცა ის სულთან, ითქმის რომ ნახა კაცმა უფალი.

უქარო ალაგს თუ დგას ლამპარი, სიო არ არხევს, არ იძვრის ალი,
თავის სულშივე დანთქმულის ფიქრიც უშფოთველია და შეუმკრთალი.

როს მიწყნარდება, ჩადგება ფიქრი, იოგას წრთობას მონებებული,
თვით სული იცნობს სულს უზენაესს, მისითვე სავსე, მოსვენებული.

ეს ნეტარება გონით საწვდომი გრძნობისთვისაა მიუწვდენელი,
არ არის ძალა მისი შემცნობის ჭეშმარიტ გზიდან გადამცდენელი.

აღარას ეძებს მისი მპოვნელი, იცის, არ-რა არს ამაზე მეტი,
ვერ შეარყიოს ის სატანჯველმა, რაგინდ დაესხას სიმწრისგან რეტი.

იოგა ტანჯვის ხუნდთა წყვეტაა, სხვა ნურაფერი ნუ გეგონება,
ხამს მტკიცე იყოს და უსურვილო ამ გზით მავალი კაცის გონება.

დე, მიატოვოს დაუნანებლად ვნება გულისთქმის ჩაწვეთებული,
ჭკუით მოთოკოს, გზა აღარ მისცეს, მოსრას გრძნობათა მთელი კრებული.

ასე თანდათან, მტკიცე გონებით დაე, სიმშვიდეს ის მიეახლოს,
სულში დანთქმულმა მთელი არსებით არ გაიკაროს სხვა ფიქრი ახლოს.

საითაც უნდა გაექცეს ფიქრი, მუდამ მერყევი, მოუსვენარი,
დაე, მოდრიკოს დაუღალავად და სულის ნებით დაუდოს ზღვარი.

თუკი გულს იცხრობს, იოკებს ვნებას და მოუშთობელს ცოდვას არ ტოვებს,
უერთსულდება იოგი უფალს და ზესთა ლხენას, მარადისს, ჰპოვებს.

ასე დღემუდამ სულში დანთქმული, განრიდებული ცოდვის ტარებას,
მალე ეწევა ის ღმერთთან შეყრის მარად სიხარულს და ნეტარებას.

იგი , ვინც სულს სჭვრეტს ყოველ სულდგმულში , თავად სულში კი ყოველ არსებას,
ის, ვინც სულს წრთობით გაუერთსულდა, ყოველივეში ჰპოვებს მსგავსებას.

ის, ვინც მე მხედავს ყველგან, ყოველში და ყოველივეს ჩემშივე სახავს,
არ განმშორდება არასოდეს და მეც მისგან წასულს ვერასდროს მნახავს.

ვინც დაიმკვიდრა ყოვლის ერთობა და მე ვუყვარვარ – არსთ ბინადარი,
სადაც არ იყოს და იარსებოს, ჩემშია მაინც, ჩემს ბინად არი.

ვინც არ განარჩევს ბედს, უბედობას, ის იოგია ქვეყნად ქებული,
ის, ვინც იხილა ყოვლის ერთობა, სცნო ყველა ერთ სულს მიმსგავსებული.

არჯუნამ თქვა:

შენ მე ერთობის იოგას მამცნობ, ფიქრი კი ზღვაა, მოუსვენარი,
საფიქრელია, რომ საძირკველი ამ იოგასი არ არის მყარი.

როგორ ვიფიქრო მოთოკვა მისი, დაუდგრომელის და ბობოქარის,
ძნელი იქნება ჩემთვის ეს საქმე, როგორც დაჭერა მინდორში ქარის!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

მძლეთამძლე გმირო, ურჩია ფიქრი, ძნელია მისი დაშოშმინება,
თუმც შესაძლოა, თუ თავის წრთობა და უნდომლობა გულმა ინება.

ძნელად ეწევა კაცი იოგას თუ ვერ ერევა ფიქრებს უმართავს,
მას ის მიაღწევს, ვისაც უცდია და სწორი გზებით ჭკუა უმართავს.

არჯუნამ თქვა:

რა ბედი ელის, მას ვინც ვერ განდგა, თუმც გულით სწამდა, გულით ეწადა,
მას, ვინც ვერ შესძლო, ფიქრი დაეპყრო და სრულქმნილება გამოეცადა?

ნუთუ ამცდარი ორივე ბილიკს, ორივე გზაზე მხარაქცეული,
არ იღუპება საყრდენმოცლილი, როგორც ღრუბელი, ქარად ქცეული?

ო, ეს ეჭვია მე რომ მაწვალებს და უსათუოდ მსურს განმიმარტო,
მსურს გამიფანტო , ქარს მისცე სრულად , რადგან ეს ქვეყნად შენ ძალგიძს მარტო!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

არც იმ ქვეყნად და არც აქ, მიწაზე იმას დაღუპვა არ უწერია,
ავს არ მოიწევს, ვის სიკეთის ქმნა გულის ფიცარზე დაუწერია.

ცად მადლისმქმნელთა ალაგს იმკვიდრებს, ვისაც კი ფეხი გზად უბრუნდება,
შემდეგ ბედსვიან, ზნიან ოჯახში ამ წუთისოფელს კვლავ უბრუნდება.

ანდა ეწვევა იოგთა ოჯახს, სახლს ბრძენისა და ყოვლის მიმხვედრის,
თუმც წუთისოფლის სტუმართა შორის ცოტა თუ ხდება ღირსი ამ ხვედრის.

და რადგან ყველა სულდგმულს ამქვეყნად წინა სიცოცხლის მოსდევს შეგნება,
დასახლებული ახალ სხეულში ის კვლავ სრულყოფის გზაზე შედგება.

მისსავ ნაღვაწით მის უნებურად ის შეიქნება ისევ ძლეული,
მხოლოდ მსურველსაც იოგას წრთობის, წერილთა სიტყვა აქვს მოლეული.

ვისაც კი განწმენდს ცოდვებისაგან იოგას გზაზე გულმოდგინება,
მრავალჯერ მოსვლით ვინც ჰპოვებს სრულქმნას , ზესთა სამყოფელს დაედგინება.

მცოდნეს, საქმის კაცს და ტანჯვის მთმენსაც აღემატება ამ გზით მავალი,
იოგას სდიე შენც, მას მიუძღვენ ძალ-ღონე შენი და მომავალი.

იოგთა შორის იმას ვუწოდებ მე ღმერთთან შეყრილს, გზადასრულებულს,
ვისაც მე ვწამვარ და მე ვუყვარვარ, თვით სულით ჩემთან გაერთსულებულს.

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ისმინე, პართჰავ, თუ ვით შემიცნობ ჩემი კალთის ქვეშ ბინის მნახველი,
იოგი, ჩემსკენ გულმოპყრობილი, ეჭვთა მორევის გადამლახველი.

მე ცოდნისა და გასხივოსნების შენთვის ვიქნები სრულად მცნობელი,
არა რჩება რა მთელს ცისქვეშეთში ამის შემცნობელს შეუცნობელი.

მრავალ ათასში ერთი თუ მისდევს სრულქმნილების გზას გულმოდგინებით
თუმც იმათგანაც, ვინც ჰპოვა სრულქმნა, ერთი თუ მიცნობს დანამდვილებით.

მიწა და წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, გონი, მის წინ გუნება,
შემდეგ მეობა, _ აი, ეს არის რვად დაყოფილი ჩემი ბუნება.

ეს უმდაბლესი არსია ჩემი, აწ კი სხვა იცან _ სული ცხოველი,
მასზე დგას მთელი ცისქვეშეთი და მისით სულდგმულობს არსი ყოველი.

ამ ორ საშოდან იშვის ყოველი, იშვის სიცოცხლე სოფლის მდგმურების,
მე ვარ სამყაროს შემოქმედი და მიზეზი მისი განადგურების.

არაფერია, განძთა მხვეჭელო, თვით ჩემზე უფრო მაღლად დასხმული,
ჩემს გარშემოა სხვა ყველაფერი, ვით მარგალიტი, ძაფზე ასხმული.

წყალთა გემო ვარ, მზის ელვარება, ღამით კი მთვარის სხივთ მოვანება,
წმინდა სიტყვა ვარ, ბგერა ჰაერში, კაცში კი გულის სიმთ ხმოვანება.

ვარ მადლიანი მიწის სურნელი, ბრწყინვა-ციალი ვარ ცეცხლის ალის,
ვარ განდეგილთა თმობის სურვილი, მე ვარ სიცოცხლე ყველა ცოცხალის.

მარადიული მე ვარ მარცვალი, ჩემგან აღიძვრის ყველა ქმნილება,
გონიერება ვარ გონიერთა და ღვაწლმოსილთა ღვაწლმოსილება.

ძლიერთა შორის ძალა ვარ მათი, სურვილებს, ვნებებს მორიდებული,
ძეხორციელთა სურვილიც მე ვარ, ბუნებრივ წესთან მორიგებული.


თავი მეშვიდე

ცოდნა და გასხივოსნება


უგუნურება და სათნოება, თუგინდ ქმედებად აღმძვრელი ვნება,
ჩემშია ყველა, მე არ ვარ მათში, _ თვით ჩემგან ყველა მოედინება.

ამ სამთა ნაქსოვ ყოფით დამთვრალი დაბრმავებულა ქვეყანა მთელი
და ვერ ვუცნივარ უზენაესი, მე _ მიღმიერი, მარად უცვლელი.

ძნელსაძლევია სამგზის ნაქარგი ეს ღვთაებრივი ჩემი ზმანება,
ვინც მომენდობა, მას გადალახავს და ჩემს სავანეს დაევანება.

უმდაბლესნი კი _ ბოროტის მქმნელნი, ზმანების ძალით ცოდნალეულნი,
არ მეძებენ და ბოროტ ავსულებს ემსგავსებიან, გზააბნეულნი.

ბჰარატას შვილო, სულ ოთხნაირი მე მყავს მსახური _ ოთხივე ქველი,
ტანჯული, ბრძენი, ცოდნის მოსურნე და მოწყალების ღვთისგან მსურველი.

ბრძენია მათში გამორჩეული, განუშორები, ერთის ერთგული,
ფასი არ მადევს მე იმის თვალში, მეძვირფასება მეც მისი გული.

ღირსეულია თუმც მათგან ყველა, მხოლოდ ბრძენია ჩემი სადარი,
მხოლოდ მან უწყის, გონმოკრებილმა, ჩემი საუფლო ზენა სად არი.

მრავალ სიცოცხლე გამონაცადი ჩემს საუფლოში ბოლოს ის მიდის,
ფიქრობს: `ღმერთია, ყველა, რაც არის.~ _ ძნელია ნახვა ამგვარ სულდიდის.

ვინც განუძარცვავს სიბრძნისგან ვნებას, მის გულს სხვა ღმერთი ესალბუნება,
ემსახურება, მის წესებს მისდევს, რადგან თვისივე ზღუდავს ბუნება.

რა ხატებასაც უნდა აქებდეს რწმენით აღსავსე ერთგულის ენა,
იმ ხატებისა და იმ სახების ჩემგან ეძლევა მას მტკიცე რწმენა.

თაყვანს მიაგებს ღვთაებას თვისას, რწმენის ნათელი მადლით ცხებული,
წყალობას იღებს, თუმცა წყალობაც მას ჩემგანა აქვს მიმადლებული.

მაგრამ წარმავალს მოიწევს ნაყოფს, ვინც უჭკუოა, მცირედმბჭობელი,
ღმერთებთან მივა მლოცველი მათზე, ჩემთან კი _ ჩემი შემამკობელი.

რომ უჩინარი გავხდი საჩინო, ბრიყვი თუ ფიქრობს, ჭკუაუწვრთნელი,
ზენა ბუნება ვინც ვერ სცნო ჩემი, წარუხოცელი და სწორუქმნელი.

არ ვარ საჩინო მე ყველასათვის, ვერ მცნობს ქვეყანა, კვალდაკარგული,
რადგან უცვლელს და დაუბადებელს, ზედ ზმანება მაქვს შემოქარგული.

მე ვუწყი, თუ ვინ მოსულა ქვეყნად, ანდა ვინ არის აწ მომავალი,
მე ყველას ვიცნობ, მაგრამ მე თვითონ არავინ მიცნობს ცის ქვეშ მავალი.

ნდომით და ზიზღით გაორებული, მოტყუებული, ზღვარდადებული,
დაბრმავებული დადის სუყველა სულდგმული, ქვეყნად დაბადებული.

მაგრამ ვინც ბოლო მოუღო ცოდვას და ნებამტკიცე სიკეთეს თესავს,
დახსნილი ბრმობას და გაორებას, ის განმადიდებს, ვწამვარ და ესავს.

ვინც თავს მაფარებს, რადგან დაეძებს სიბერისა და კვდომისგან შველას,
შეიცნობს უფალს, სულს უზენაესს და კარმისასაც შეიტყობს ყველას.

ვინც მიცნობს , ვითარ მსხვერპლს უზენაესს , არსთა არსს , უფალს , ცათა შინ მყოფელს,
არ ვავიწყდები ცნობააუმღვრევს, თუნდ შორდებოდეს ამ წუთისოფელს.

არჯუნამ თქვა:

სულო დიადო, რა არის კარმა, რაა ღმერთი ან ღვთაება ზენა?
რა არის სული უზენაესი, ან არსთა არსი, ნეტა მაჩვენა!

რა არის მსხვერპლი უდიადესი, ან ამ სხეულში ვით უდევს ბინა?
ან სიკვდილის ჟამს თავის მომთოკნი ვით გცნობენ, ნეტა გამაგებინა!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

თვითარსი არის სული ზენარი, უზენაესი წარუვალია,
კარმა სულდგმულთა ყოფად აღმძვრელი და გამფანტველი რამე ძალია.

არსთა ბუნება წარმავალია, ზესთა ღვთაება ზენაა სული,
უდიადესი მსხვერპლი თვით მე ვარ, ძეხორციელის გულში შთასული.

ვინც მომიგონებს სიცოცხლის ბოლოს, ვისაც ექნება ჩემი ხსენება,
ეზიარება ის ჩემს სიცოცხლეს, როს ხორცს დახსნილი, განესვენება.

როგორი არსიც ახსოვს მომაკვდავს, როს სულისაგან ხორცი იცლება
დღემუდამ მასში მყოფი, იცოდე, იმავე არსში გარდაიცვლება.

ამიტომ მუდამ მე გახსოვდე და მახვილს იქნევდე მტერთან ცილობად,
მომაპყარ გული, გონების თვალი და მოხვალ ჩემთან შენ უცილობლად.

გონებას იკრებს ვინც მიწყივ წრთობით და არაფერი იტაცებს მეტი,
ზესთ-უზენაეს სულთან მიიყვანს მას დაფიქრება ღმერთზე უწყვეტი.

ის – უასაკო, ყოვლის გამგე, ყოვლის გამგები,
მცირედზე მცირე, მიუწვდომი ვისია სახე,
მზეებრ ნათელი, ყოვლის შემწედ თავის დამგები,
ბნელისთვის უცხო _ დღენიადაგ ფიქრად ისახე!


თავი მერვე

უფალი წარუვალი


ვინც სიკვდილის ჟამს მას მიაპყრო ურყევად ჭკუა,
ვინც ერთგულია და იოგას წრთობით ძლიერი,
სიცოცხლის ძალთა მომკრებია ვინც წარბთა შუა,
მას შეეყრება სული ზენა, ზესთ-ზეციერი.

იგი, რაც არის მცოდნეთათვის წმინდა სახელი,
სად შეაბიჯებს განდეგილი, წადილს დახსნილი,
რისთვის სწადიათ ყოფნა წმინდა, შეულახველი, _
აწ იცან ყოფა, შენთვის მოკლე სიტყვით ახსნილი.

ვინც გადარაზა ბჭენი ყოველნი და ფიქრებს გული დაუდო ზღვარად,
გულისყურს უხმობს და შუბლში იკრებს ვინც ცხოველ ჰაერს, მოდენილს ღვარად;

ხორცთან გაყრის ჟამს ვინც წმინდა სიტყვით მოუხმობს ღმერთს და მე გამიხსენებს,
ეზიარება ზესთა საუფლოს, როს დასთმობს სხეულს და განისვენებს.

თუკი ნიადაგ მე ვახსოვარ და თუ ფიქრებს მისას არ ვეშორები,
ადვილად მოვა იოგი ჩემთან, დღემუდამ წრთობას განუშორები.

აღარ სტუმრობენ კვლავ არ წარმავალ ჭირთა საუფლოს დიადი სულნი,
რადგან უმაღლეს და უდიადეს სრულქმნას ჰპოვებენ ჩემთან მოსულნი.

წესია ბრაჰმას სასუფეველშიც სიკვდილ-სიცოცხლის წრეში ბრუნება,
მხოლოდ ჩემამდე მოსულს არ ელის კვლავ დაბადება და დაბრუნება.

ათას იუგას იტევს ბრაჰმას დღე, ღამეც ამდენსვე მოითვლის მისი,
ვინც ეს შეიცნო და შეიმეცნა, დღისა და ღამის უწყის საზრისი.

დღისით აღიძვრის ხილული ყველა, უხილავიდან გადმოდინდება,
კვლავ უხილავში გადაისვრის და კვლავ გადამალავს მათ შებინდება.

ჩნდება და ქრება დაუსრულებლად მის უნებურად არსი მრავალი,
კვლავ გადამალავს მათ ღამე ბნელი და გამოაჩენს დღე მომავალი.

თუმც ხილულსა და უხილავს მიღმა სხვაა მარადი ის, უჩინარი,
მიწა მიიღებს ყველა გაჩენილს, არ კვდება იგი, გაუჩინარი.

უვლენი ჰქვია მას, წარუდინელს, მიზანს უმაღლესს, თვალით უხილავს,
არ დაბრუნდება, ის უნათლესი ჩემი საუფლო ვისაც უხილავს.

გზა სულისაკენ მისი უცვლელი სამსახურია ოდენ კრძალული,
თავად მასშია არსება ყველა, მისით აღვსილი და გამსჭვალული.

როდის ბრუნდება იოგი უკან, ანდა დახსნილი მომაკვდავ სხეულს,
როდის-ღა რჩება ცად საუკუნოდ, შენ გაგიცხადებ – ბჰარატთა რჩეულს:

ცეცხლს თუ ეახლა , დღეს ან სრულ მთვარეს , მზის მიქცევის თუ იძმო დინება
ნათელს თუ გაჰყვა მცოდნე უფლისა, მის საუფლოში დაედგინება.

ღამეს ან ნისლებს თუ ემეგზურა, მზის შემოქცევას ან მიმქრალ მთვარეს,
მთვარის შარავანდს მიეწევა და დაუბრუნდება კვლავ მოკვდავ მხარეს.

ეს ორი გზაა მარად უცვლელი: გზა სხივფენილი და შარა ბნელი,
ერთით ცას წვდება, მეორეთი კი უკან ბრუნდება უფლის მძებნელი.

არ აებნევა იოგს გზა-კვალი, გარჩევა იცის ამ გზების ოდეს,
იოგას მიჰყევ ამიტომ მტკიცედ, ნუ მიატოვებ მას ნურასოდეს.

რაგინდ ისწავლო, სწირო, ევნო, გასცე მრავალი,
და ვით წერილ არს, კეთილ ნაყოფს მისწვდე ამითი,

მეტს წვდეს იოგი, ამ ორი გზის ცოდნით მავალი
და ზესთა ზეცა დაიმკვიდროს, დასაბამითი.

შრი ბჰაგავანმა თქვა:

ამ უდიადეს ჩემს საიდუმლოს შენ გაგიცხადებ _ სათნოს, უწყინარს,
რომ ცოდნითა და გამოცდილებით დაეხსნა ყოფას ჟამს, გაუცინარს.

გვირგვინი ცოდნის და დაფარულის, სულს ასპეტაკებს, წარუდინელი,
სჯულისმიერი და გასაგები არც საკეთებლად არ არის ძნელი.

ჩემს საუფლომდე ვერ აღწევს, ვისაც სჯული ასეთი ვერ უწამია
და უბრუნდება კვლავ მოკვდავ სოფელს, სადაც სიცოცხლე მხოლოდ წამია.

და თუმც გამსჭვალავს მთელს ამ სამყაროს უვლენ-უჩენი ჩემი სხეული,
მე არ ვარ მათში, თუმც ყველა სულდგმულს ადგილი ჩემში აქვს მიჩნეული.

არც ქმნილებანი არიან ჩემში, ნახე შეძლება გასაკვირველი:
ვასულდგმულებ და არ ვარ სულდგმულში, მე _ ყოვლის წყარო, თავდაპირველი.

თუმცა სულ დაქრის, მოუსვენარი, ვერ გადასცდება ცისკიდურს ქარი,
ასევე არი, იცოდე ჩემში, ამ წუთისოფლის ყველა სტუმარი.

რა დღე სრულდება, ჩემს თავდაპირველ არსს უბრუნდება ყველა ქმნილება,
ჩემითვე ხდება კვლავ ალიონზე მათი გაჩენა, გამოვლინება.

ვთქვი შემოქმედად ბუნება ჩემი, მას ვანდე ყოვლის აღმოცენება,
რომ თვით ემრავლა არსთა სიმრავლე, მათ უნებურად, როგორც ენება.

მე ვერ შემბოჭავს, განძთა მხვეჭელო, ვერ დამიმონებს ვერა ქმედება,
მე, განზე მდგომსა და თავისუფალს, საქმე ბორკილად ვერ დამედება.

უძრავი იყოს, გინდა მოძრავი, ყოვლის შექმნაზე მიჭირავს თვალი,
ამიტომ არის, რომ არ ჩერდება, ბრუნავს სამყარო, ვით ურმის თვალი.

არად მაგდებენ, მქირდავენ ბრმანი, კაცად მოსული თუ დამინახეს,
ზენარ ბუნებას ვერ ჭვრეტენ ჩემსას, არსთა გამრიგის ვერ ცნობენ სახეს.


თავი მეცხრე

უდიადესი საიდუმლო


ამაო მიზნით, ამაო ცოდნით, ამაო საქმით თვალდავსებულნი,
თავს აფარებენ ამაოებას, უღვთო ავსულებს დამსგავსებულნი.

მაგრამ მაღმერთებს ყველა სულდიდი, თაყვანს მომაგებს ფიქრმოუწყვეტი,
შეფარებია ღვთიურ არსს ჩემსას, ვუცნივარ წყარო ყოვლის, უწყვეტი.

მოისწრაფიან ერთგულნი ჩემსკენ, აღთქმის სიმტკიცეს ხიდად იდებენ,
ჩემთან მყოფნი და ჩემს ფერხთ განრთხმულნი, მიწყივ მაქებენ და მადიდებენ.

მას კი , ვინც მწირავს ცოდნის შეწირვით , ჩემს მოთაყვანეს , ჩემზედვე მლოცველს,
ვუჩან ვით მთელი, განზე მდგომელი, მცნობს მრავალსახეს, ყოველის მომცველს.

მე ვარ საკურთხიც, ღვთისმსახურებაც და სამკურნალო ბალახის ძირიც,
წირვა-ლოცვაც და ნელსაცხებელიც, სამსხვერპლო ცეცხლიც და შესაწირიც;

მე ვარ სამყაროს მამაც და ბურჯიც, წინაპარიც და დედაც მშობელი,
წმინდა სიტყვა და წმინდა წერილი _ განმწმენდელი და შესაცნობელი.

მე ვარ გზა, მე ვარ მაცოცხლებელი, მეუფე, მოწმე, მოძმე და მცველი,
მე ვარ საუნჯე – თესლი ულევი, სახლი და ფუძე, შემქმნელი, მკვლელი.

მე ვათბობ მიწას და ჩემგანვეა ცა, ლეგა ღრუბლით გადავსებული,
უკვდავება ვარ და თან სიკვდილი, არსებული და არარსებული.

წერილთა სწავლით ვის უხსნია ცოდვისგან სული,
შემოუწირავს, რომ წეოდა ზეცათა კარებს,
ზეცას ეწევა ის თვით ინდრას ცამდე ასული
და ღმერთთა დარი ნეტარებით იქ ინეტარებს.

მაგრამ ეცემა კვლავ მიწაზე, ზეცით დამტკბარი,
ღვაწლი ელევა, იხურება მისთვის ცა ვრცელი
და მოკვდავ სოფელს ჰპოვებს მხოლოდ, ცის გზას გამდგარი,
წერილთა წესის მიმდევარი, ტკბობის მსურველი.

მას, ვინც თაყვანს მცემს მუდამ ერთგული, სხვა ფიქრს ახლოსაც გულს არ აკარებს,
მე დავიფარავ იოგას გზაზე, უშფოთველობის გავუღებ კარებს.

სხვა ღმერთებს სწირავს ვინც, სავსე რწმენით, თუმც ერთგულია, მლოცველთა დარად,
მე შემომწირავს ისიც, არჯუნა, მხოლოდ მე მწირავს, თუმცა კი მცდარად.

და რადგან მე ვარ გემოსმხილველი, მეუფე მსხვერპლის ქვეყნად ყოველის,
ჩემი ნამდვილი არსის უმეცარს, მას კვლავ ამქვეყნად მოსვლა მოელის.

ღმერთებს იხილავს ღმერთთა მვედრები , წინაპრებს – ვინც მათ რაცხდა პირველად,
სულებთან მივა მლოცველი მათზე, ჩემთან – ვინც ჩემად იდგა მწირველად.

ყვავილი, წყალი ან ხის ნაყოფი, თუნდაც ფოთოლი თუ შემომწირეს,
დიდად მივიღებ მე გულმართალთა გულით მორთმეულ საჩუქარს მცირეს.

და სულერთია, ჭამ თუ მარხულობ, გასცემ თუ მიგაქვს სამსხვერპლოდ ძღვენი,
ყოველი საქმე, რასაც აკეთებ, ჩემთვის აკეთე, მე მომიძღვენი.

ასე ეწევი განდეგილობას, ჩამოგეხსნება საქმის ხუნდები,
და მის ნაყოფსაც, ტკბილსა თუ მწარეს, ეხსნები და მე დამიბრუნდები.

ერთია ყველა, _ ძვირფასი ჩემთვის, ან საძულველი არავინაა,
თუმცა ჩემშია ჩემი ერთგული და მისი გულიც ჩემი ბინაა.

ძლიერ ცოდვილიც რომ იყოს კაცი, თუ მე მსახურებს, არ განმდგომია,
ისიც ჩათვალე მართალთა შორის, რადგან სიმართლის გზაზე მდგომია.

მალე ეწიოს ის გულმართლობას, მარად სიმშვიდის გახდეს მნახველი,
კარგად გახსოვდეს, რომ ჩემს ერთგულთან მარცხს და დაღუპვას არა აქვს ხელი.

თუნდ უხეიროდ იყოს ნაშობი, თუ მომენდობა, თავს შემაფარებს,
ქალიც, ვაჭარიც, მოსამსახურეც, ზესთ სამყოფელის შეაღებს კარებს.

მით უფრო მისწვდეს მას ღვთისმსახური, ანდა ხელმწიფე, სიბრძნეს წეული,
მე შემომიდექ შენც ამ დღემოკლე, ტანჯვის სოფელში გამომწყვდეული.

ქედს მიხრიდე და შემომწირავდე, ერთგული, ჩემზე ფიქრად ქცეული
და მოხვალ ჩემთან, ჩემკენ მავალი, თვით სულით ჩემში გადმოქცეული.

შრი ბჰაგავანმა თქვა:
კვლავაც ისმინე, ძალგულოვანო, სიტყვა მაღალი, სულის მრგებელი,
გულმა გირჩია და ამიტომაც ვარ შემწე შენი, დამრიგებელი.

არა ესმის რა ჩემი გაჩენის არცა ღმერთთა და არც ბრძენთა კრებულს,
ანდა რა უნდა გაეგებოდეს თვითონვე ჩემგან აღმოცენებულს?

ვინც უწყის, რომ ვარ ცათა მეუფე, დაუსაბამო და არშობილი,
მას, შეუცდომელს მოკვდავთა შორის, ჩამოეხსნება მიწა ცოდვილი.

მე შევქმენ გონი, სიბრძნე, სიმართლე, მოთმინება და გულმოწყალება,
უშიშრობა და შიში, სიმშვიდე, გაჩენა, კვდომა, შვება-წვალება.

უვნებელობა, ზომიერება, სიუხვე, ლხენა, თუ ხორცთა ხშობა,
ყველა ღირსება, თუ უღირსობა, _ ყველა ზნე კაცის ჩემგან იშობა.

ძველთუძველესი შვიდის ბრძენის და ოთხთა მანუთა მე ვარ გამჩენი,
ჩემი ფიქრისგან იშვნენ ისინი, ხოლო იმათგან – სხვა დანარჩენი.

ვინც მართლა იცნო ეს სიდიადე, გასაოცარი ეს ჩემი ძალი,
იოგას გზაზე დგას შეუდრეკად, აი სიმართლე ეჭვმიუვალი.

მე ვარ ამქვეყნად ყოვლის სათავე, ყოველნი ჩემგან მოედინებით,
მისთვის ვუყვარვარ გამოღვიძებულთ და მადიდებენ გულმოდგინებით.

სულსაც მიძღვნიან ჩემზე მფიქრალნი, ერთურთს სიფხიზლეს აზიარებენ,
დროს ატარებენ ჩემზე საუბრით, მიწყივ იშვებენ და იხარებენ.

და მეც მათ , მუდამ მტკიცეთ და ერთგულთ , მხოლოდ ჩემი რომ რჯით სიყვარული,
ვაძლევ გონებას, რადგან ამ გზაზე ჩემთან მოიყვანს მათ სიარული.

მათსავ გულებში მე ვიდებ ბინას, თანალმობისთვის მათი მხლებელი
და უმეცრების მივაპობ წყვდიადს, ცოდნის ლამპარით მანათებელი.


თავი მეათე

ღვთიური შვენება

არჯუნამ თქვა:

შენა ხარ ღმერთი უზენაესი, განმსპეტაკები, ზესთ სამყოფელი,
თავდაპირველი და მარადისი, არშობილი და ყველგანმყოფელი.

ასე გიხმობენ ბრძენნი ყოველნი, ღვთისტოლ ნარადას გადიდებს ენაც,
გესავს ასიტა, დევალ, ვიასა, დღეს კი იგივე გამანდე შენაც.

ვრაცხ ჭეშმარიტად ყოველ შენს სიტყვას, უფალო, ჩემთვის გაზიარებულს,
არა ესმის რა შენი გაჩენის არც ავსულთა და არც ღმერთთა კრებულს.

უზენაესო, შენს თავს შენითვე, თავად შეიცნობ შენ – ერთადერთი,
არსთა გამრიგე და დასაბამი, ქვეყნის მეუფე და ღმერთთა ღმერთი.

გთხოვ, გამიცხადე დიდება შენი, ეგ ღვთაებრივი ძალი ძლიერი _
ძალა, რომლითაც ძალგიძს განმსჭვალო ყოველი სკნელის დასალიერი.

როგორ შეგიცნო, დიდო იოგო, ფიქრისას თვალწინ თუ დაგისახე,
თქვი, რა ბუნება მახსოვდეს შენი, ან კი რომელი განვჭრიტო სახე?

წვრილად მიამბე, როგორი არის შეძლება შენი და ძლიერება,
სიტყვებით შენით, ვითარ ნექტარით მე ვერ შევიძელ გულის ჯერება!

შრი ბჰაგავანმა მიუგო:

კარგი, გიამბობ, თუმც იმას მხოლოდ, უდიდესია რაც და მთავარი
რადგან იცოდე, ამ ჩემს ღვთაებრივ გამოვლინებას არა აქვს ზღვარი.

მყოფი ყოველი ცოცხალის გულში, მე ვარ ატმანი – სული ციერი,
მე ვარ საწყისი არსებათა და მათი სიცოცხლის დასალიერი;

ზეციურ ღმერთთა დასში ვარ ვიშნუ , ვარსკვლავთა შორის მზე ვა, ელვარე,
მარუტებს შორის მე ვარ მარიჩი, მნათობთა შორის – პირბადრი მთვარე;

წერილთა შორის სამავედა ვარ, ღმერთებში ინდრას ვარ ძლიერება,
გრძნობათა შორის გული ვარ თვითონ, სულდგმულთა შორის _ ცნობიერება;

რუდრებში შივა, რაკშასთ შორის კი მე ვარ კუბერა, განძთა მფლობელი,
ღვთაებათ შორის მე თვით ცეცხლი ვარ , მთებში კი მერუ , დაუფლობელი;

ქურუმთა შორის ბრიჰასპატი ვარ, მოძღვართ-მოძღვარი შეუცდენელი,
სარდლებში სკანდა, წყალთა შორის კი ოკეანე ვარ, თვალუწვდენელი;

ბრძენთა შორის ვარ დიადი ბრჰიგუ, ბგერებში `ომ-ი~ ვარ ერთხმოვანი,
წირვებში _ ლოცვა, უძრავთ შორის კი ჰიმალაი ვარ _ მთა ახოვანი;

მცენარეთაგან ბანიანი ვარ, ბრძენთაგან ნარად _ ციურ შუქმფენი,
ციურ მომღერალთ შორის ჩიტრართჰა , სრულქმნილთა შორის _ კაპილა ბრძენი;

ბედაურთაგან მე ვარ ნექტრის ზღვით გარდმოვლენილი რაში ფრთოსანი,
სპილოთა შორის აირავატა, კაცთაგან _ მეფე გვირგვინოსანი;

საჭურველთაგან ვარ მეხთატეხა, ძროხებში – ნატვრის ამსრულებელი,
გამჩენთა შორის სიყვარული ვარ, გველთაგან ვასუკ _ ღმერთთა მხლებელი;

ნაგათა შორის მე ვარ ანანტა, ვარუნა – წყალთა ბინადართაგან,
მბრძანებელთაგან მე ვარ სიკვდილი და არიამა წინაპართაგან;

დაიტიებში მე ვარ პრაჰლადა, მკვლელთაგან დრო ვარ, წამისმიერი,
ფრინველთა შორის თვით გარუდა ვარ , ცხოველთა შორის _ ლომი ძლიერი;

მცურავთა შორის მე ზვიგენი ვარ, განმწმენდელთაგან ვარ ქარტეხილი,
მდინარეებში _ დიადი განგა, მხედრებში რამა, ვერგატეხილი;

მე ვარ, არჯუნა, არსთა საწყისი, სიცოცხლე მათი და დასასრული,
ცოდნათა შორის სულის ცოდნა ვარ, დავა-კამათში _ სიცხადე სრული;

ასობგერათა შორის ვარ `ანი,~ სიტყვებში – ორმაგ გამომსახველი,
მარადიული დროც მე ვარ თვითონ, მხედი ყოვლისა და ჩამსახველი;

მე ვარ სიკვდილი, წარხოცვა ყოვლის და მომავალთა კვლავ მოვლინება,
ქალში შვენება, სილბო, სიმტკიცე, გამჭრიახობა და მოთმინება;

ლექსთაწყობაში ვარ გაიატრი, საგალობლებში _ ბრიჰას კრებული,
თვეთაგან მარგაშ, დროთა შორის კი გაზაფხული ვარ, ამწვანებული;

მაცდურთა შორის კამათელი ვარ, ვარ დიდებულთა დიდებულება,
მძლეთა მძლეობა, ქველთა სიქველე და გაბედულთა გაბედულება;

ვრიშნის შვილთაგან ვასუდევა ვარ, ბრძენთგან ვიასა ვარ სხივოსანი,
პანდაველებში მე ვარ არჯუნა, მგოსნებში უშან – დიდი მგოსანი;

მეფეთ კვერთხი ვარ და ჭკუა მისი, ვის გამარჯვება ეუნარება,
ქვეყნად ყოველთა ბრძენთა სიბრძნე და საიდუმლოთა ვარ მდუმარება;

მე ვარ სიცოცხლის მომცემი თესლი, მე წარმოვგზავნი ქვეყნად არსებებს,
უძრავი იყოს, გინდა მოძრავი, უჩემოდ ვერვინ ვერ იარსებებს.

ო, მტერთა რისხვავ, ამ ჩემს ღვთაებრივ გამოვლინებას არა აქვს ზღვარი,
ის, რაც გითხარი, მხოლოდ წვეთია, რაც მართლა არის, მასთან ზღვა არი.

რაგინდ უზადო იყოს ქმნილება, ახლდეს შვენება, ძალა, დიდება,
იცოდე, ისიც ჩემი შვენების ნაპერწკლისაგან წარმოდინდება.

მაგრამ რად გინდა, მითხარ არჯუნა, ცოდნა ამდენი მხრებით ატარო,
ჩემი არსების ნატამალითაც როცა სავსეა მთელი სამყარო?

არჯუნამ თქვა:

უდიადესი ეს საიდუმლო, ზესთა სული რომ ჰქვია სახელად,
მანდე მოწყალედ და ეს კმაროდა ჩემს დაბრმავებულ თვალთ ასახელად.

შენგან შევიტყვე , უფლის ქმნილება ვით ჩნდება , ან ვით გარდაიცვლება,
შენვე გამანდე, რომ არ ილევა დიდება შენი და არც იცვლება.

ყოვლის მეუფევ უზენაესო, ისე, ვით სიტყვით შენ დამანახე,
ახლა თვალითაც მინდა ვიხილო მეუფებრივი მე შენი სახე.

და თუ არ ფიქრობ, რომ ხილვა შენი შეძლებას ჩემსას აღემატება,
მაშინ მაჩვენე, ყველაფრის შემძლევ, სამარადისო შენი ხატება.

უზენაესმა მიუგო:

აჰა, იხილე, პართჰას ნაგრამო, ათასნაირი ჩემი იერი,
ეს მრავალფერი სახება ჩემი, მრავალფერადი და ზეციერი.

შენ ჩემში ნახავ რუდრებს , აშვინებს , _ უკლებლივ ყველა ბინადარს ცისას,
სხვასაც უამრავ სასწაულს ისეთს , რომ არ უნახავს ჯერ თვალს კაცისას.

მთელს ამ სამყაროს , მყარსა და მოძრავს , იტევს ეს ერთი ჩემი სხეული,
ისიც , გულს შენსას რისიც სურს ხილვა , არის უკლებლივ აქ დატეული.

თუმცა-ღა ხილვა ჩემი არსების არ შეუძლია მაგ თვალს ქვეყნიურს,
რომ დაგანახო შეძლება ჩემი , მე მოგანიჭებ შენ თვალებს ღვთიურს.

სანჯაიამ თქვა:
ასე თქვა, მეფევ, მან, ვინც იოგას დიად მეუფედ ფიქრს ესახება
და არჯუნას თვალს გადაუშალა უდიადესი უფლის სახება.


თავი მეთერთმეტე

ყოვლისმომცველი სახის ხილვა

გაჩნდა საკვირველ სახეთმრავლობა და ბაგე-თვალნი მათზე დართული,
ცის მოსართავი დაულეველი და საჭურველი ზეაღმართული.
ციურ ყვავილთა ესხა წნულები, ზეცის სურნელი ზედ ეკმეოდა,
ყოვლადსაკვირველს, ღვთიურს, უსაზმნოს, სახე ყოვლისკენ მიექცეოდა.
ათასი მზე რომ სულ ერთიანად ამ ცის კაბადონს გადანთებოდა,
ციაგი მათი ნათელს უფლისა იქნებ როგორმე დამსგავსებოდა.
მაშინ იხილა არჯუნამ იგი, რაც დაშლილია, დაშორებული,
მთელი სამყარო იქ, ერთ ადგილას, უფლის სხეულში შეერთებული.
ყალყზე დაუდგა თმა განცვიფრებულს , მლოცველის დარად იწყო ხელები
და თავდახრილი უფლის წინაშე ასე ამბობდა, განახელები:
არჯუნამ თქვა:
უფალო, ღმერთთა საუფლოა ეგ ტანი შენი,
ყოველ სულდგმულით, შენში მყოფით ხარ შემორტყმული,
შენშია გველნი ციურნი და ბრძენნი, ცის მშვენნი,
მეუფე ბრაჰმა – ის, ლოტოსის ტახტზე მორთხმული.
მრავალი მკლავი შენ გამშვენებს, ბაგე და თვალი,
უზღვროდ გაშლილი ყოველმხარეს თვალწინ მესახე,
არც დასაწყისი არ მოგიჩანს, არც დასავალი,
ვხედავ, სამყაროს მეუფე ხარ შენ, ყოველსახე!
ყოველგან შენი სინათლეა თვალისმომჭრელი,
გამკობს გვირგვინი, დიადემა, კვერთხი მრავალი,
გმოსავს უსაზღვრო ბრწყინვალება, მზესავით მწველი,
ყველგან შენა ხარ, გონებისთვის ძნელმისავალი.
წარუვალი ხარ, ზენაარი, ღირსსაცნობელი,
შენ შეგეფარვის საბოლოოდ მიწა და ცანი,
მარადი დჰარმის საცავი ხარ, დაუმხობელი,
დაუსაბამო შენ ხარ სული, ასე გიცანი.
გჭვრეტ უსაწყისოს, უსასრულოს, უსაზღვროდ ძლიერს,
ულევმკლავიანს თვალებად გაქვს შენ მზე და მთვარე,
ვხედავ, როგორ წვავს, როგორ ადნობს ცის დასალიერს,
შენს ბაგეთაგან მობრიალე ცეცხლის მდინარე.
11.10.
11.11.
11.12.
11.13.
11.14.
11.15.
11.16.
11.17.
11.18.
11.19.
52
ბჰაგავადგიტა
სულო დიადო, შენითაა სულ განმსჭვალული,
ეს ცა და მიწა და მათ შორის რაც ისახება,
უთრთის, უღელავს სამ სამყაროს შიშისგან გული,
აფრთხობს საზარი, მშვენიერი შენი სახება.
კარგად ჩანს, როგორ შეგერთვიან ღმერთთა დასები,
შიშით თაყვანსაც მოგიძღვნიან ხელაბყრობილნი,
გაქებენ დიდი წმინდანები, ასჯერ ასები,
`დიდება შენდა!~ – გიგალობენ ხმაშეწყობილნი.
მზის ღვთაებანი, მეხთამტეხნი, მპყრობნი ქარების,
ზესთ-ზეციური მომღერალნი შენ გიმღერიან,
ისმის გალობა სრულყოფილთა, ღმერთთა ჯარების,
მათთან ავსულნიც განცვიფრებით შემოგცქერიან.
და რა შეჰყურებს ამ სახებას შენსას დიდებულს,
უამრავ ხელ-ფეხს, დაულეველ ბაგეებს, თვალებს,
უთვალავ ეშვ-კბილს, პირში ავად გადმოკიდებულს,
მთელი სამყარო ჩემთან ერთად თრთის და წრიალებს.
გიყურებ და ხარ მრავალფერი, ცად აზიდული,
ვეება ხახა დაფჩენილი, თვალებცეცხლება,
შენს შემხედვარეს სული მითრთის, მიშფოთავს გული,
ვეღარ ვისვენებ, თითქოს ფეხქვეშ მიწა მეცლება.
მჭვრეტი ეშვ-კბილის, საშინელის, ენით უთქმელის,
ვერ ვცნობ ქვეყანას, ღმერთო, თავი სად შევაფარო?!
მიშველე რამე! მსგავსო ცეცხლის, ყოვლის დამნთქმელის,
გთხოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროთა თავშესაფარო!
ვხედავ ამქვეყნის ყველა მპყრობელს – მეფეებს, მთავრებს,
შენსკენ მოდიან და ნაბიჯი მათი ჩქარია,
დირითარაშტრას შვილებს ვარჩევ... ჩვენს მხედართმთავრებს,
აქვე არიან ბჰიშმა, კარმა, დრონაჩარია.
მოიჩქარიან, თითქოს ითრევს მათ ხახა ავი,
გადმოფჩენილი, შემზარავი, პირბასრეშვება
ზოგს კბილებს შუა ეჩხირება ნაჩეჩქვი თავი,
სანამ ბედშავი შენს ყელში არ გადაეშვება.
11.20.
11.21.
11.22.
11.23.
11.24.
11.25.
11.26.
11.27.
53
ბჰაგავადგიტა
როგორც უამრავ მდინარეთა მდინარე წყალი,
ადრე თუ გვიან მაინც ზღვაში ჩაედინება,
უკლებლივ ყველა ამაქვეყნის გმირი საწყალი,
შენსკენ მოდის და მაგ ცეცხლოვან ხახაში დნება.
როგორც პეპელა, ღამით ცეცხლს რომ თავს დასტრიალებს
და დასაღუპად მისკენ მიქრის, მიექანება,
ხალხიც მიელტვის მობრიალე შენს ცეცხლთა ალებს
და ხალხსაც თავის დასაღუპად მიეჩქარება.
შენ კი მათ ხვდები მოგიზგიზე ცეცხლის ალებით,
ტუჩს ილოკავ და ყველა სულდგმულს ნთქავ ერთიანად,
სპობ ყოველივეს, დიდო ვიშნუ, ამ მხურვალებით,
ამ მცხუნვარებით სამყაროებს ფარავ მთლიანად.
ვინ ხარ, ვისია ამ საზარელ სახეთა წყება?
მითხარი, ღმერთო, გევედრები, წყალობა ჰქმენი!
ღმერთთა ღმერთი ხარ, ყველაფერი შენით იწყება,
მსურს გიცნობდე და ვერ მიცვნია შენი საქმენი.
შრი ბჰაგავანმა მიუგო:
მე ვარ დრო-ჟამი, ძველთაძველი სამყაროს მკვლელი,
ადამიანთა მოსასპობად მიწყივ მშრომელი,
რომც იუარო და საქმეზე აიღო ხელი,
ვერ გადარჩება მტერი შენი, ავისმდომელი.
ამიტომ ადექ, მტერს მახვილი აძგერე ძლიერ,
რომ სვებედნიერ ქვეყნის იყო შენ მბრძანებელი,
იცოდე, ყველა მოკლულია უკვე ჩემს მიერ,
შენ მხოლოდ ჩემი ნების იყავ აღმსრულებელი.
გაჰკვეთე დრონა, მოჰკალ ბჰიშმა, სხვაც დიდი სპანი
უჩვენე ჯიდრას, რის შემძლეა ეგ მაჯა მარჯვე,
უკვე მოვკალი მე ისინი, არ ღირს ჭოჭმანი,
შენ მხოლოდ ხმალი გაიქნიე და გაიმარჯვე!
სანჯაიამ თქვა:
ესმა არჯუნას რას ურჩევდა კრიშნა, რას არა,
მის ფერხთით მუხლი მოიყარა, ხელაპყრობილმა,
ათრთოლებულმა მოკრძალებით თავი დახარა
და ძლივსღა დასძრა სიტყვა შიშით გულშეპყრობილმა.
11.28.
11.29.
11.30.
11.31.
11.32.
11.33.
11.34.
11.35.
54
ბჰაგავადგიტა
არჯუნამ თქვა:
გულთამპყრობელო, სამყარონი ხოტბას გიძღვნიან,
აღტაცებულნი ხარობენ და ნაღარას ცემენ,
გულგახეთქილი ავსულები შორიშორ რბიან,
სრულყოფილნი კი ქედს გიხრიან და თაყვანს გცემენ.
ან რად არ გაქონ, წარუვალო, დიადო სულო,
შენგან არს ბრაჰმაც! რას არ სჭარბობს შენი დიდება?!
ხარ სამყაროთა საყუდარი შენ უსასრულო,
ყოფნა, არყოფნა და რაც იმათ ზღვარსაც სცილდება.
შენა ხარ ღმერთი უწინდელი, წინაზეც წინა
და სამყაროთა საბოლოო ნავსაყუდელი,
მცოდნეც ხარ, ცოდნაც, ზეციური შენა ხარ ბინა,F
სახეულეველს აგივსია სამყარო მთელი.
ემორჩილება შენს ხელს მთვარე, ცეცხლი და ქარი,
წყალს და თვით სიკვდილს მხოლოდ შენი განაგებს ნება,
შენა ხარ არსთა შემოქმედი და წინაპარი,
თაყვანი შენი არასოდეს მომეწყინება!
ყოველი მხრიდან შენს წინაშე მიხრია თავი,
ვერ კი მიცია მე თაყვანი შენი საფერი,
რა უსასრულოდ ძლიერი ხარ, დაუღალავი,
ყველაფერში ხარ, ამიტომაც ხარ ყველაფერი.
მეგობრად გთვლიდი, უბოდიშოდ ზოგჯერ გკადრებდი:
`ეი, შენ, კრიშნა, ჰე, ძმობილო, იადაველო!~
თუმც ამ დიდებას, მითხარ, როგორ გავიაზრებდი!
მეგობრობით მთვრალს სხვა რამ ფიქრად ვერც კი გამევლო.
ზოგჯერ ხუმრობით აგდებულად მე გექცეოდი,
სადილი იყო თუ ლაღობა, ლხინი, ყბედობა,
მარტოკა იყავ თუ ტოლებთან ერთად მწვეოდი,
ო, უნაპიროვ, გთხოვ შემინდო ეს თავხედობა!
მამა ხარ მთელი ცისქვეშეთის – უძრავის, მყარის,
მოძღვართმოძღვარო, ხარ საფიცი, სათაყვანები,
შენზე დიადი ან სადარი სხვა არსად არის,
ვერ ჰპოვო, გინდაც მოიარო სამთავ ყანები.
11.36.
11.37.
11.38.
11.39.
11.40.
11.41.
11.42.
11.43.
55
ბჰაგავადგიტა
ამიტომაც ვარ შენს წინაშე მუხლებზე მდგარი,
შეგთხოვ, უფალო, ვიყო შენგან შეწყნარებული
და მპატიებდე, ვით შვილს მამა, ტოლს მეგობარი,
ანდა ვით სატრფოს აპატიებს შეყვარებული.
ჯერ არნახული, მიხარია, რომ დამანახე,
თუმც გული შიშით შეაშფოთე და გააწვალე,
ღმერთთა მეუფევ, დაიბრუნე ნაცნობი სახე,
ო, საყუდარო სამყაროთა, იყავ მოწყალე!
მხოლოდ გვირგვინით, ოთხი ხელით, დისკოთი, კვერთხით,
მინდა გიხილო, რომ გულიდან შიში გავყარო,
ათასმკლავებავ, მუხლმოყრილი ისევ შენს ფერხთით,
შენ გევედრები, ვის სახედ გაქვს მთელი სამყარო.
შრი ბჰაგავანმა თქვა:
ჩემს ღვთიურ ძალას უმადლოდე, შევძელ ამითი,
უზეშთაესი რომ გაჩვენე ჩემი იერი,
ნათელი, სრული, უსასრული, დასაბამითი,…
მისი მნახველი არ ყოფილა ჯერ სულიერი!
მას ვერ იხილავ ცოდნით, თმენით ან მსხვერპლის წირვით,
შენ გეუბნები, ვისი ძალაც სხვაზე მეტია,
მას ვერ მისწვდები ქველი საქმით, ვერც ლოცვა-წირვით,
შენს გარდა მისთვის ჯერ არავის არ უჭვრეტია.
მაშ ნუღარ ღელავ, ნუ დაკარგე სულმთლად გონება,
თუმც რასაც ხედავ საზარია და საკვირველი,
დაიცხრე გული, ნუღარ გინდა შიშის მონება,
აჰა, იხილე ჩემი სახე თავდაპირველი.
სანჯაიამ თქვა:
ასე უთხრა და დაიბრუნა ძველი იერი,
დიადმა სულმა კაცის სახე თავს დაუბრუნა,
ისევ ეჩვენა საამური, პირმშვენიერი,
შიშნაჭამს გული გაუკეთა და მოუბრუნა.
11.44.
11.45.
11.46.
11.47.
11.48.
11.49.
11.50.
56
ბჰაგავადგიტა
არჯუნამ თქვა:
ამ უწყინარი სახის მნახველი, იმ პირისახის, მე რომ მეცნობა,
ვწყნარდები ისევ, გრძნობას მოვდივარ და მიბრუნდება თანდათან ცნობა.
შრი ბჰაგავანმა თქვა:
იცოდე, სახე, შენ რომ Dდღეს ნახე, ძლიერ საძნელო სახილველია,
ღმერთებისთვისაც, ზეცის მკვიდრთათვის, იგი მარადის სანატრელია.
მისი ხილვის ნიჭს ვერ მოგანიჭებს მსხვერპლის წირვა და კითხვა `ვედების~,
მას ვერც დათმენა ვერ დაგანახვებს და ვერც სიმრავლე ქველმოქმედების.
ვინც არასა იქმს ერთგულების მეტს, მას ძალუძს ასე მე დამინახოს,
მხოლოდ მას ძალუძს მცნოს ჭეშმარიტად , ჩემში დამკვიდრდეს და ბინა ნახოს.
ვინც ჩემთვის შრომობს და ერთგულია , ჩემსკენ ისწრაფვის ხუნდებს დახსნილი ,
ვინც არას ერჩის არც ერთ სულიერს, მოვა ჩემამდე, გზა აქვს გახსნილი.
11.51.
11.52.
11.53.
11.54.
11.55.
57
ბჰაგავადგიტა
არჯუნამ თქვა:
ვის მეტი ესმის – მას, ვინც მიელტვის თვალით უხილავს და არწარმავალს,
თუ იმას , ვინც შენ მოგაგებს თაყვანს , ერთგულს , შენთან მყოფს , შენი გზით მავალს?
შრი ბჰაგავანმა მიუგო:
ის, ვინც თაყვანს მცემს გონმოკრებილი, ნიადაგ ჩემთვის გულანთებული,
ვინც გულსავსეა ზეციურ რწმენით, ის არის ჩემთან შეერთებული.
თუმც ისიც, ვინაც ელტვის წარუვალს, გამოუთქმელს და უვლენ-უსახველს,
თაყვანს სცემს ურყევს , ურღვეველს , უცვლელს , ყოველში მსუფევს , წარმოუსახველს;
ვისთვის ერთია ქვეყნად ყოველი, ვინც გრძნობებს იდრეკს და მათ თავს აღწევს,
ვინც მოკეთეა ყოველ სულდგმულის, ისიც უთუოდ ჩემამდე აღწევს.
მეტი ხვდეს ტანჯვა, მას ვინც ინდომოს, განჭვრიტოს ის, რაც უვლენელია,
უვლენელამდე სვლა და მიღწევა ხორციელისთვის ძნელზე ძნელია.
მას კი, ვინც მიცნო უმაღლეს მიზნად, ვინც საქმეს თავი ჩემთვის ანება,
ვინც უღალატოდ მისდევს იოგას და ფიქრით, ჭვრეტით მეთაყვანება,
მალე დავიხსნი ამა სოფლისგან – ამ სამყოფლისგან ტანჯვა-წვალების,
ვინც მე მომაპყრო ფიქრი, მას ვიხსნი ზღვიდან გაჩენა-გარდაცვალების.
თუ მე მომაპყარობ გულს, გონებასაც და თუ ეს მუდამ გემახსოვრება,
უთუოდ შენად გადაიქცევა ეს საუკუნო ჩემი ცხოვრება.
და თუ არ ძალგიძს მტკიცედ, ურყევად შენ ჩემზე ფიქრი, ჭვრეტა და განცდა,
მაშინ მუდმივი წრთობით მიხილე და მომი პოვე, მხვეჭელო განძთა!
თუ წვრთნაც არ ძალგიძს, მაშინ ეცადე შრომის უღელი შენ ჩემვთის სწიო,
რადგან მარტოდენ ჩემთვის შრომითაც შესაძლო არის სრულქმნას ეწიო.
12.1.
12.2.
12.3.
-4.
12.5.
12.6.
-7.
12.8.
12.9.
12.10.
თავი მეთორმეტე
ერთგულების გზა
58
ბჰაგავადგიტა
მაგრამ ამ გზასაც თუ ვერ მისდიე, შენთვის ესეც კი ძნელი თუ არი,
მე შემეფარე, მოთოკე თავი და საქმის ნაყოფს უთხარ უარი.
წრთობას ცოდნა სჯობს, ხოლო ცოდნას კი ჯობია ჭვრეტას არ მოიშლიდე,
ჭვრეტას ნაყოფზე უარის თქმა სჯობს, უარს კი მყისვე მოაქვს სიმშვიდე.
ის, ვინც მეგობრობს, არ მტრობს სულიერს, ვინც შენმდობია, თანამგრძნობელი,
ის, ვინც ერთია ჭირში და ლხინში, `მე~-სა და `ჩემის~ მარად მთმობელი;
ვინც იოგია, თავის მფლობი და გულმშვიდი, აზრზე ურყევად მდგარი
გონმოპყრობილი, ერთგული ჩემი, ჩემთვის ძვირფასი ქვეყნად ის არი.
ვინც არ აწუხებს ამ წუთისოფელს, არც წუთისოფლით აღარ წუხდება,
ვინც ეხსნა წადილს , შიშს , შურს და შფოთვას , ჩემთვის ძვირფასი იგი თუ ხდება.
ვინც უნდომია, უმწიკვლო, მარჯვე, ვინც უზრუნველი, უდარდელია,
ვინც აღარ მისდევს აღარცერთ საქმეს, ჩემთვის ის უფრო სანატრელია.
ვისაც არა სძულს, არც კარგავს ჭკუას, არ ნანობს და არც მიუწევს გული,
ტანჯვა-ლხენაზე ვინც ამბობს უარს, მეძვირფასება მე ის ერთგული.
ვინც არად აგდებს პატივს და სირცხვილს , არ განასხვავებს მტერს და მოყვარეს ,
ვინც არ განარჩევს ბორკილს დახსნილი დარსა და ავდარს, სიტკბო-სიმწარეს;
ვისთვის – უსახლოს და უტეხისთვის ქება-ძაგებას ერთი აქვს ფასი,
ვინც მდუმარეა, ნეტარი ყოვლით, ის ერთგულია ჩემთვის ძვირფასი.
ჩემი ერთგულნი, სავსენი რწმენით, ვით მეუფეს რომ შემომხარიან,
ამ უკვდავ დჰარმას ზიარებულნი, უძვირფასესნი ჩემთვის არიან.
12.11.
12.12.
12.13.
-14.
12.15.
12.16.
12.17.
12.18.
-19.
12.20.
59
ბჰაგავადგიტა
არჯუნამ თქვა:
რაა ბუნება, რა არის სული, რას ნიშნავს ველი ან მისი მცნობი?
მინდა ვიცოდე რა არის ცოდნა, ვიცოდე, რა აქვს კაცს შესაცნობი.
შრი ბჰაგავანმა მიუგო:
დაიმახსოვრე, ო, კუნტის შვილო, ველად ითქმება თვით ეს სხეული,
ველის მცოდნედ კი სხეულის მცოდნეს მიიჩნევს ყველა ბრძენი რჩეული.
შეიცან, მე ვარ მცოდნე ველისა, ყოველსა ველში ღამის მთეველი,
ცოდნა ისაა, ორივე იცნო _ მცოდნე ველისა და თავად ველი.
აწ გეტყვი მოკლედ, რა არის იგი, ვინ არის, ან ვით ძალუძს იცვალოს,
საიდანაა ან რა ძალა აქვს, ან მის ბუნებად რა ჩაითვალოს.
ბევრი რამ უთქვამთ ამაზე ბრძენებს, ბევრი უძღვნიათ საგალობელი,
წმინდა წერილიც მასვე ახსენებს, დასაბუთებით ყოვლის მთხრობელი.
ბუნების ძალნი, მეობის გრძნობა, გონი და ის, რაც უვლენელია,
თერთმეტი გრძნობა, სამძოვრი მათი _ ეს ყოველივე ოდენ ველია.
ტკივილი, შვება, სურვილი, ზიზღი, შეგრძნება, ფიქრი, სულის მხნეობა,
ამით შედგება ველი ყოველი, სახე ყოველი და სახეობა.
თვინიერება, უეშმაკობა, გულღიაობა, მიმტევებლობა,
თავის მოთოკვა, მოძღვრის თაყვანი, სიწმინდე, ნება და უვნებლობა;
გრძნობის საგანთა უნდომელობა და თავისაგან დაღწევა თავის,
შობა-კვდომასა, ტანჯვა-სნებაში და სიბერეში დანახვა ავის;
სახლის, ცოლ-შვილის და ყველა სხვათა ტყვეობისაგან თავისუფლება,
როს არც საამოს, არც უამურის მიმართ სურვილი არ გეუფლება;
განუყრელობის იოგას ძალით ჩემთვის სიმტკიცე და ერთგულება,
როს ხალხში ყოფნა ნუგეშს არ გცემს და განმარტოვება მწედ გეგულება;
13.1.
13.2.
13.3.
13.4.
13.5.
13.6.
13.7.
13.8.-
12.
თავი მეცამეტე
ველისა და მისი მცოდნის გარჩევა
60
ბჰაგავადგიტა
ჭეშმარიტების წვდომის წყურვილი, თვითშემეცნებით მუდამ ნაფერი,
ცოდნად მიიღე ეს ყოველივე, უმეცრებაა სხვა ყველაფერი.
ახლა კი გამცნობ, რისიც ხამს ცოდნა, რით უკვდავების იღება კარი:
დაუსაბამო, ზენარ უფალზე არ ითქმის `არი~ და არც `არ არი.~
ყოველგანაა თვალები მისი, თავები, პირი, ტანი, კიდური,
მისით _ მხედველით და მსმენით ყოვლის სავსეა მიწა და ცისკიდური.
თვისებისა და გრძნობის არმქონე, თვით არის მათი მანათობელი, _
თავისუფალი ყოველისაგან, თუმც შემწე ყოვლის და შემტკბობელი.
უძრავისა თუ მოძრავი არსის შინ და გარეთ აქვს მას სამოსახლო
შეუცნობელი სიმცირის გამო ძლიერ შორსაა და ძლიერ ახლო.
თითქოს დაყოფილს ურიცხვ ქმნილებად , ხამს , მას იცნობდე , ვით განუყოფელს,
ვით გამჩენსა და მომაკვდინებელს , მაცოცხლებელსა და ცხოველმყოფელს.
ბნელთა მიღმაა უწყოდე, იგი – ნათელი, ნათელთ მანათობელი,
ყოველთა გულში მყოფი ცოდნაა, ცოდნის მიზანი, შესაცნობელი.
ესაა ახსნა არსიტყვაუხვი შესაცნობელის, ცოდნის და ველის,
კაცს, ამის შემცნობს და ერთგულს ჩემსას ჩემი მარადი სიცოცხლე ელის.
იცოდე, არც სულს და არც ბუნებას არა საწყისი არ გააჩნია
ბუნებისგან არს ყველა თვისება და ცლვილებანი, რაც მას აჩნია.
ასეა, ყოვლის მიზეზს და შედეგს თვითონ ბუნების განაგებს ნება,
ხოლო ტანჯვის და ლხენის წყარო კი სული იყო და სული იქნება.
ბუნებაშია სული სულდგმულის, ბუნების ნაქსოვ გუნებით ტკბება,
მათ ვეღარ წყდება და ამიტომაც ავად თუ კარგად კვლავ ქვეყნად ჩნდება.
ზესთა სული კი – მეუფე ზენა, სხეულში მყოფი, მისი მხლებელი,
მოწმეა ყოვლის, ნებას მიმშვები, გემოს მხილველი, მაცოცხლებელი.
ზესთ არსების და ბუნების გზების ცოდნა ამგვარი ვინაც კი ჰპოვა,
არ დაბრუნდება, რაც გინდა მოხდეს, ისევ ამქვეყნად ის აღარ მოვა.
ზოგი სულს სულის მეოხებითვე ჭვრეტს, თავისთავში როს იხედება,
ვისთვის ფიქრია გზა სულისაკენ , ხოლო ვისთვის კი _ მხოლოდ ქმედება.
13.13.
13.14.
13.15.
13.16.
13.17.
13.18.
13.19.
13.20.
13.21.
13.22.
13.23.
13.24.
13.25.
61
ბჰაგავადგიტა
ამის უვიცნიც, თუ სხვას უსმენენ და გაცხადებულს გულს იმარხავენ,
მადიდებნი და თაყვანისმცემნი, სიკვდილს ისინიც გადალახავენ.
უძრავი იყოს, გინდა მოძრავი, რასაც კი ქვეყნად გაჩენა ერგო,
ყველა ველისა და მისი მცოდნის კავშირით იშვა, ბჰარატას ნერგო!
ვინც უზენაეს მეუფეს ხედავს, მსუფევს ყოველსა სულდგმულში სწორად,
ვინც წარმავალში ხედავს წარუვალს, მხოლოდ ის ხედავს, იცოდე, სწორად.
ხოლო ვინც ყველგან თანაბრად მყოფი ზესთა მეუფის მხედველი ხდება,
აღარასა ვნებს იგი თავის თავს და უზენაეს საუფლოს სწვდება.
ვინაც ხედავს, რომ თვითონ ბუნება ყოველი საქმის შემოქმედია,
ვინაც ხედავს, რომ უქმია სული, ის ჭეშმარიტად ყოვლისმხედია.
რაწამს იხილავს ყოფას დაყოფილის , ათასგვარ არსთა ათასგვარ იერს,
ვითარ ერთში მყოფს და ერთს _ განვრცობილს, შეუერთდება კაცი ზეციერს.
დაუსაბამო და მიღმიერი, მარადჟამს სული, ზენა, ერთია
არაფერს იქმს და არც იბღალება, თუმცა კი ხორცთან შენაერთია.
ვით ყოვლის გამჭოლ ეთერს ვერ შესვრის სიმცირის გამო ვერა ლირწება,
ასევე სულიც, მოკვდავის ტანში ყველგან ჩამდგარი, არ იბილწება.
მთელს ამ ცისქვეშეთს, ბჰარატას შვილო, ერთი ანათებს მზე, დიდებული,
ველიც ასეა ზეგარდმო სრულად სულის ნათელით გაბრწყინებული.
ვის ცოდნის თვალით ხელეწიფება ველის მცოდნისგან გარჩევა ველის,
ვინც უწყის, როგორ ეხსნას ბუნებას, უზენაესის ხილვა მას ელის.
13.26.
13.27.
13.28.
13.29.
13.30.
13.31.
13.32.
13.33.
13.34.
13.35.
62
ბჰაგავადგიტა
შრი ბჰაგავანმა თქვა:
კვლავ მსურს გაგანდო, გადმოგცე ცოდნა, ყოველ ცოდნაზე მაღალი, სრული;
ცოდნა, რომლითაც ყველა განმდგარი აქვე, მიწაზე შეიქმნა სრული.
შეაფარებენ რა თავს ამ სიბრძნეს, ჩემი მსგავსნი და ცალნი ხდებიან,
აღარ ჩნდებიან გაჩენის დღეს და აღარც ბოლო ჟამს იღუპებიან.
დიდი ბრაჰმაა წიაღი იგი, სად თესლი ჩემი აღმოცენდება,
ამის გამოა, რომ ცისქვეშეთში სულდგმულს სიცოცხლის დღე უთენდება.
ვისი ნაშობიც იყოს სულდგმული, ვისი ნაშენი და ნათესავი,
ბრაჰმაა მისი დედა მშობელი, მე კი მამა ვარ, თესლის მთესავი.
სატვა, რაჯასი და ტამასია სამი თვისება – ბუნების ძალი,
მათი ბრალია, რომ ხორცს ვერ წყდება სული ხორცსხმული და წარუვალი.
ხოლო ამათგან წმინდაა სატვა _ საღი, უმწიკვლო, ნათლისმიერი,
სიხარულის და ცოდნის ბორკილით შეუბორკია მას სულიერი.
ვნებიანია ზნე რაჯასისა, მას წყურვილი და ტყვეობა ბადებს,
სულს , ხორცში მცხოვრებს , ო , კუნტის შვილო , ის მოქმედების ბორკილებს ადებს.
ხოლო ტამასს კი უმეცრება შობს , ის ყველა სულდგმულს მცდარი გზით არებს,
იმით ატყვევებს ძეხორციელს , რომ თვალს უხვევს , ბანგავს და ამცონარებს.
რაჯასით საქმის, ხოლო სატვათი სიხარულის ტყვე ხდება არსება,
უმეცრების ტყვედ გაქცევს ტამასი, რადგანაც ცოდნას ის ეგარსება.
თუ სატვა ჭარბობს, მაშინ რაჯასის და ტამასისაც მცირდება წვლილი,
თუ რაჯასი ან ტამასი მძლავრობს, სხვა ორი იკლებს, ძალგამოცლილი.
როცა სხეულის ყველა კარიბჭე ცოდნის სხივებით აელვარდება,
მაშინ იზრდება სატვა, იცოდე და ძალა მისი მაშინ მრავლდება.
14.1.
14.2.
14.3.
14.4.
14.5.
14.6.
14.7.
14.8.
14.9.
14.10.
14.11.
თავი მეთოთხმეტე
ბუნების სამსახოვნება
63
ბჰაგავადგიტა
ჟინი, სიხარბე, მოუსვენრობა, საქმის გაძღოლის, შრომის სურვილი
თუ მოგეძალა, მაშინ იცოდე, რომ რაჯასით ხარ შემობურვილი.
მაგრამ უმეცარს, უგულისყუროს, ბნელში გზა-კვალი თუ აგრევია,
თუ მცონარებას დამონებულხარ, მაშინ ტამასი შენ მოგრევია.
სატვათი სავსე კაცის სული რომ სიკვდილის ხელმა სხეულს გაჰყაროს,
მიაღწევს იგი და დაიმკვიდრებს ზენარის მცნობთა წმინდა სამყაროს.
O
კვლავ ქვეყნად ჩნდება რაჯასში მკვდარი , ისევ საქმის ტყვედ , განა იცვლება,
ტამასის ხელში სულამომხდარი უგონო არსში გარდაიცვლება.
წმინდაა მართალ საქმის ნაყოფი, სატვიური და შეუბღალავი,
რაჯასს ტანჯვა და ტკივილი მოაქვს, ტამასს – სიბრმავე გაუკვალავი.
სატვა ცოდნას შობს , ხოლო სიხარბე გეგულებოდეს რაჯასის ბოლოდ,
ტამასს სიბრმავეს, დაუდევრობას და უმეცრებას დასტყუებ მხოლოდ.
ცად მაღლდებიან სატვას წეულნი, რაჯასეულნი იქვე რჩებიან,
ხოლო უმდაბლეს ბუნებისანი დაცემას ვერსით გადურჩებიან.
ქვეყნად ეს სამი მოქმედებს მხოლოდ , თუ მხედი ამას ხედავს და ხვდება ,
ამათ მიღმა კი ჭვრეტს უზენაესს , ის ჩემს სიცოცხლეს , ზენაარს სწვდება.
ვინც გადალახავს ამ სამ თვისებას , მოკვდავს სხეულად რომ ეხლართება,
ეხსნება ტანჯვას , სიბერეს , სიკვდილს და უკვდავ მხარეს გაემართება.
არჯუნამ თქვა:
როგორ ვცნო, ღმერთო, ის, ვინც ეღირსა, ბუნებისაგან შველა ენახა,
ქცევა რას უგავს, ან როგორ შესძლო სამივე გუნა გადაელახა?
შრი ბჰაგავანმა თქვა:
არც უმეცრება, არც საქმეები და არც სინათლის ამობრწყინება,
არ მოიძულა ვინც კარს მომდგარი და არც დაკარგულს ეპოტინება;
ვის _ განს განმდგარსა და ჩაურეველს, ვეღარ არყევენ ძალნი გუნების
არ კრთება, რადგან უწყის, რომ ყველა მოძრაობაა თავად გუნების.
14.12.
14.13.
14.14.
14.15.
14.16.
14.17.
14.18.
14.19.
14.20.
14.21.
14.22.
14.23.
-25.
64
ბჰაგავადგიტა
ვისთვის ერთია საამო, მწარე, ერთია ოქრო და მიწაყრილი,
მტკიცეა, ერთი ჭირსა და ლხინში, ნადიდები და პატივაყრილი;
მან სძლია გუნებს, ვისთვის ერთია მასხრად გდება და ქება დიდება,
ვინც აღარ არჩევს მტერს და მოყვარეს და ყველა საქმეს ვინც ერიდება.
ვინც მე მსახურებს და ამ ბილიკზე მტკიცედ, ერთგულად, მხნედ იარება,
ის გადალახავს ბუნების ძალებს და ბრაჰმას ყოფას ეზიერება.
საძირკველი კი ბრაჰმასი მე ვარ – მარად უცვლელი, დაურღვეველი,
ჩემშია დჰარმა სამარადისო და სიხარული, დაულეველი.
14.26.
14.27.
65
ბჰაგავადგიტა
შრი ბჰაგავანმა თქვა:
ტოტდახრილი და ფესვცადაყრილი ხე აშვათჰასი დგას, მარადისი,
გალობანია მისი ტოტები, წერილთ მცოდნეა შემცნობი მისი.
ტოტებს ამ ხისას მიწაშიც და ცაშიც აქვთ წილი,
გუნა მათ კვებავს, გრძნობის საგნებს კვირტებად ართავს,
ხოლო ფესვები – ჩამოშლილი, ჩამოწეწილი,
ადამიანთა სამყაროში კაცს საქმით ხლართავს.
რადგან შეცნობა მისი ქვეყნად არ ძალუძს სულდგმულს,
თავი და ბოლო ვერ სცნო მისი, ძირი თუ კიდე,
უმჯობესია ამ ხეს, მაგარს, ღრმადაც ფესვგადგმულს,
განჯაჭვულობის პირბასრი ხმლით კვეთდე, იჭრიდე.
შემდეგ ეძებდე იმ სავანეს, სადაც წასული,
უკან ამქვეყნად აღარავინ გამოქცეულა,
და ჰპოვო იგი – პირვანდელი სამყაროს სული,
ვისგან ოდესღაც ყოველივე გადმოქცეულა.
რადგან ვინც მოშთო სიამაყე, ნდომის სიავე,
სულ მუდამ სულთან ზიარებით განდევნა ვნება,
ვინც მოსრა ბრმობა, გაორება, ტანჯვა-სიამე,
ის _ შეუმცდარი, უკვდავ ალაგს დაევანება.
სხივს ვერ შემატებს იმ სასუფეველს ვერც ცეცხლის ალი , ვერც მზე , ვერც მთვარე,
აღარ ბრუნდება, ვისაც უნახავს უზეშთაესი ის ჩემი მხარე.
ამ სამყაროში სულად ქცეული ჩემი წილია მხოლოდ უკვდავი,
ბუნების შექმნილ ხუთი გრძნობისთვის მას მოუყრია სულდგმულში თავი.
ბატონი არის – ხორცს შეისხამს და კვლავ მიატოვებს, როცა დრო არი,
თან წარიტაცებს ფიქრსა და გრძნობებს , ვით მინდვრის სურნელს გადარეკს ქარი.
15.1.
15.2.
15.3.
15.4.
15.5.
15.6.
15.7.
15.8.
თავი მეთხუთმეტე
უზეშთაესი სული
66
ბჰაგავადგიტა
მას მსახურებენ თვალი და ყური, შეხება, ყნოსვა, გემოს შეგრძნება,
ცნობა და გულიც მას უპყრია და გრძნობის საგანთა შეხებით ტკბება.
თუმც გინდ აქ იყოს , გუნებით მთვრალი , გინდ მიატოვოს მან ეს სხეული,
ცოდნის თვალი ჭვრეტს მას ქვეყნად მხოლოდ, ვერ ამჩნევს კაცი თვალახვეული.
თავისთავშივე ჭვრეტს მას იოგი, ვის სრულქმნისათვის გადუდევს თავი,
მაგრამ ვერ ხედავს, რაგინდ ეცადოს კაცი გონნაკლი, დაუხვეწავი.
მზის ნათელიც და მთვარის ციაგიც, ქვეყნიერებას რომ ეფინება,
კაშკაშა შუქიც, ცეცხლი რომ აფრქვევს, იცოდე, ჩემგან მოედინება.
მიწაშიც მე ვარ და ყველა სულდგმულს ამით აქვს ძალა, მაცოცხლებელი,
მე ვარ, ნამს რომ ჰფენს და ასაზრდოებს მცენარეს მთვარე – მიწის მხლებელი.
მე ვარ ის ცეცხლი და ის ღადარი, კაცის სხეულში რომ უდევს ბინა,
ის, რაც სუნთქვასთან შეერთებულა, რომ შეჭამანდი ენელებინა.
ყველას გულში ვარ – კაცი იყოს, თუ გინდა მწერი,
მე თვითონა ვარ აზროვნება, ცოდნა და ხსოვნა,
წმინდა წერილთა მცოდნეც მე ვარ, მათი დამწერი,
თვით მე ვარ ისიც, მათი კითხვით რისიც ხამს პოვნა.
ორგვარი არის არსება მხოლოდ _ წარუვალი და წამისმიერი,
წარმავალია ქმნილება ყველა, უკვდავი _ არსი, არსთმიღმიერი.
მაგრამ სულ სხვაა სული ზენარი, მაღალ ატმანად თქმული, ულევი,
ზესთა მეუფე, ვისით სამივე სკნელია ნამსჭვალ-ნასულდგმულევი.
და რადგან მე ვარ წამისმიერზეც და მარადისზეც ბევრად ასული,
ვარ ნადიდები წმინდა წერილთა და კაცის პირით ვით ზესთა სული.
ვისაც ვუცნივარ, ვით სული ზენა და აღარ დადის აბნეულ გზებით,
ყოვლის მცოდნეა იგი, იცოდე და თაყვანს მიძღვნის მთელი არსებით.
წვრილად გაგანდე ცოდნა ფარული, მიუწვდომია რისიც გზა-კვალი,
გონმოსილია მის გულში მწვდომი და წუთისოფლის აღარ აქვს ვალი.
15.9.
15.10.
15.11.
15.12.
15.13.
15.14.
15.15.
15.16.
15.17.
15.18.
15.19.
15.20.
67
ბჰაგავადგიტა
შრი ბჰაგავანმა თქვა:
ღვთაებრივია წმინდად ცხოვრება, სიბრძნის მიყოლის მიწყივ მცდელობა,
ღვთაებრივია გულუშიშობა, ხელგაშლილობა და გულწრფელობა;
ღვთაებრივია თავის ფლობა და წერილთა სწავლა, ტანჯვათა თმენა,
ღვთაებრივია უვნებელობა, განდეგილობა, მსხვერპლის აღვლენა;
ღვთაებრივია პატიოსნება, სიხარბის ძლევა, უშფოთველობა,
ყოველ ცოცხალთა თანალმობა და მიმტევებლობა, ურისხველობა;
ღვთაებრივია უღალატობა, თავმდაბლობა და ლმობიერება,
პირნათელობა, რიდი, სიდინჯე, ნების სიმტკიცე და ძლიერება;
ღვთაებრივია, როცა არ იცი ამპარტავნება, ბოღმა და შური,
თუკი კაცს მოსდგამს ეს ყველაფერი, მისი გაჩენა არის ღვთიური.
პირფერობა და კადნიერება, უკადრისობა და უხეშობა,
უმეცრება და რისხვა იმას ჭირს, ვინც ეშმაურ ზნით მშობელს ეშობა.
ხსნა ელის შობილს ღვთაებრივ ხვედრში, ეშმაურსაში შობილს – მონება,
ღვთიურ ბედში ხარ შენ გაჩენილი, მოეშვი, ნუ გჭირს ეგ დაღონება!
ამ ორი ზნიდან ერთი სჭირს ყველას – ზნე ღვთაებრივი ან დემონური,
ერთზე გიამბე, მეორეზე კი ახლა მოგითხრობ, დამიგდე ყური.
არც საქმე ესმის, არც უსაქმობა მას, ვისაც ზნე ჭირს ეშმასეული,
არც სიწმინდე აქვს და არც სიმართლე, არც საქციელი მას ღირსეული.
ამბობს: `ქვეყანა არაფერზე დგას, სულ ტყუილია სიმართლე, ღმერთი,
რასაც დათესავ, იმას არ იმკი, მაცოცხლებელი ვნებაა ერთი.~
თავსაც იღუპავს ამ აზრზე მდგარი, უმეცარი და ჭკუანაკლები,
და ქვეყანასაც მტრად ეკიდება, უკეთურობით მისი ამკლები.
16.1
-3.
16.4.
16.5.
16.6.
16.7.
16.8.
16.9.
თავი მეთექვსმეტე
ღვთაებრივი და ეშმაური
68
ბჰაგავადგიტა
მინებებია სურვილებს უძღებს, ათრობს ლაქუცი, რიხი, დიდება,
მისდევს, მიჰყვება უწმინდურ მიზნებს და სიბნელეში ბნელს ეჭიდება.
ფიქრობს: `ამქვეყნად სხვას არ აქვს ფასი, მხოლოდ ვნებაა, მხოლოდ განცხრომა!~
და თავზე იტეხს იმდენ სადარდელს, სიკვდილს თუ ძალუძს მათი დაცხრომა.
ათას იმედის მახეში გაბმულს მართავს რისხვა და ჟინი თავნება
სურს სულმდაბლობით გამდიდრდეს ქვეყნად , მხოლოდ მისთვის , რომ დაიცხროს ვნება.
ბჭობს: დღეს ხომ დავტკბი, ხვალაც დავტკბები, რა მიშლის, თუა ჩემი ნებაო,
ეს მე მეკუთვნის, ჩემია ისიც და სხვაც სულ მალე მე მექნებაო;
ეს ხომ მოვკალი, სხვა მტერსაც მოვკლავ, მბრძანებელი ვარ მე ძლიერიო,
მე ვარ ამ ქვეყნის სიტკბოს შემტკბობი, უძლეველი და ბედნიერიო;
სიმდიდრე მაქვს და გვარიშვილობა, სხვა ვინ არისო ჩემი სადარი,
ვწირავ, გავცემ და გავიხარებო, სჯის უმეცრებით ჭკუას ამცდარი.
გზააბნეული ათასი ფიქრით, ვნებით განცხრომას ვეღარ ეშვება
და სიმცდარეთა ქსელში გაბმული უწმინდურ ქვესკნელს გადაეშვება
სიმდიდრითა და პატივით მთვრალი, თვითკმაყოფილი, ურჩი, თვითრჯული,
სახელისათვის სწირავს ცბიერად, რასაც წერილში კრძალავს თვით რჯული.
თავკერძს, მთვრალს ვნებით, ძალაუფლებით, წესად აქვს რისხვა, კადნიერება
და მდევნის, მებრძვის მისსავ გულში მყოფს, სხვებშიაც ვძულვარ და მემტერება.
ასეთ ხალხს _ მდაბალს , სასტიკს , მოძულეს , ბოროტითაა ვინაც ძლეული,
სამსარას ვახლი გაუთავებლად, რომ ერგოს ხვედრი ეშმაკეული.
უფრო ებნევათ თავ-გზა კვლავ შობილთ, რადგან ეშმაურ ხვედრში ხვდებიან,
ვეღარ აღწევენ ჩემს საუფლომდე და კიდევ უფრო ძირს ეშვებიან.
სამი კარი აქვს ქვეყნად ჯოჯოხეთს: ვნება, სიხარბე და მრისხანება,
დასთმე სამივე, რადგან ამათგან გელის დაღუპვა, გავერანება.
ის კი, ვინც მათგან თავისუფლდება, წყვდიადის კარებს შორდება, წყდება,
მეტ სიკეთეს იქმს სათავისოდ და ზესთ-უზენაეს საუფლოს წვდება.
16.10.
16.11.
16.12.
16.13.
16.14.
16.15.
16.16.
16.17.
16.18.
16.19.
16.20.
16.21.
16.22.
69
ბჰაგავადგიტა
მაგრამ ვინც წერილს არად აგდებს და სურვილთა გამო საქმეს ეწევა,
ვერც სრულქმნილებას და ვერც სიხარულს , ვერც სასუფეველს ის ვერ ეწევა.
ამიტომ რა ქნა, რას კი ერიდო მუდამ წერილთა საზომით ზომე,
ჯერ შეიმეცნე მცნებანი მათი, საქმიანობა მერე ინდომე.
16.23.
16.24.
70
ბჰაგავადგიტა
არჯუნამ თქვა:
ვინც წერილთა წესს არ სდევს , თუმც სწირავს , რადგან რწმენა აქვს გულში ძლიერი,
ტამასისაა იმისი რწმენა, რაჯასისა თუ სატვასმიერი?
შრი ბჰაგავანმა მიუგო:
კაცს სულ სამგვარი – ტამასისებრი, რაჯასეული და სატვიური,
აქვს რწმენა , მისსავ ბუნების დარი , სამივეს გეტყვი , კვლავ მიგდე ყური.
ყველა მოკვდავის რწმენა, იცოდე, თვითონ მისივე ბუნებისაა,
კაცს რწმენა აქცევს იმად, რაც არი და რაც რწმენაა, კაციც ისაა.
ღმერთებს სწირავენ სატვასმიერნი, რაჯასეულნი _ ბოროტ ავსულებს,
ტამასეულნი – ბუნების ძალებს და გარდაცვლილთა , წასულთა სულებს.
ის, ვინც წერილში დაუწესებელ ტანჯვით თავს იგვემს, ძლიერ ევნება,
თუმც თაღლითსა და თავკერძობით მთვრალს სურს მბრძანებლობა , ატყვევებს ვნება;
ვინაც სხეულის ნაწილებს იგვემს, რადგან სიბეცემ გზა აურია
და მეც მაწვალებს მის სხეულში მყოფს, განზრახვა მისი ეშმაურია.
სამნაირია ქვეყნად საკვებიც, რომ გაამებს და გსურს სხვას არჩიო,
სამნაირია თმენაც, სიკეთეც, ყური დამიგდე, რომ გაარჩიო.
რას სიმრთელე და დღე გრძელი მოაქვს , ლხენა , სიწმინდე და მოსვენება,
რაც საამოა, მსუბუქი, სარგო, სატვიურს ტკბილად ის ეჩვენება.
საჭმელი მწარე , მჟავე და მლაშე , ცხელი და ცხარე , მშრალი და მწველი,
ვნებიანს უყვარს მომტანი ვნების, დამაღონები და დამტანჯველი.
უგუნურს მოსწონს კერძი ნარჩენი, შელანძღული და გემოგასული,
ბინძური, მყრალი და უვარგისი თავს ურჩევნია და მისდის სული.
17.1.
17.2.
17.3.
17.4.
17.5.
-6.
17.7.
17.8.
17.9.
17.10.
თავი მეჩვიდმეტე
სამგვარი რწმენა
71
ბჰაგავადგიტა
სატვიურია მსხვერპლის აღვლენა, ვით ითხოვს წერილთ წესი და რიგი,
როცა იცი, რომ ვალია შენი და არ გადარდებს, რას მოგცემს იგი.
მაგრამ თუ წირვა პირფერობაა, სანახაობა, გუნდრუკის კმევა,
თუ საზღაურის ახლავს სურვილი, რაჯასეულად ის მიიჩნევა.
ულოცველი და უშესაწირო, წესს გადასული, სასოლეული,
არ გამცემი და არ გამკითხავი, მსხვერპლშეწირვაა ტამასეული.
ორჯერშობილთა და ღვთის თაყვანი, უვნებელობა და გულწრფელობა,
მოძღვარისა და ბრძენთა პატივი და სიწმინდეა ხორცის მწვრთნელობა.
სიტყვა მართალი, სარგო, საამო, არავისათვის მომტანი წყენის,
თან კი წერილთა მუდამ კითხვაა წრთვნა მეტყველების, სრულყოფა ენის.
აუმღვრევლობა, კეთილგანწყობა, მდუმარება და მოთოკვა თავის,
გასპეტაკება მთელი არსების საქმეა კაცის, ფიქრის მმართავის.
სატვიურია ეს წრთვნა სამგვარი, თუკი ურყევად, რწმენით სრულდება,
სატვიურია, თუ კაცს თავისი საქმის ნაყოფი არ მოუნდება.
თუ დაფასებას, პატივს დაეძებს, სურს დაუყენოს ქვეყანას თვალი,
რაჯასულია წრთვნა ფარისევლის, მიუნდობელი და წარმავალი.
ხოლო თუ ვინმე ბრიყვულ განზრახვით ვნებას აყენებს , იწვალებს სხეულს,
ან გულში სხვისი დაღუპვა უდევს , წრთვნას მისდევს იგი ტამასისეულს.
ვინც საჭირო დროს , საჭირო ალაგს გასცემს და არ სურს რამ მაგიერი,
ღირსეულს წყალობს , რადგან თვლის ვალად , მისი ძღვენია სატვასმიერი.
თუკი სიკეთით სიკეთე გსურდა, კვლავ გამორჩენით იყავ ძლეული,
თუ უხალისოდ უწყალობებდი, ძღვენი გიძღვნია რაჯასეული.
თუ უდროო დროს და უადგილოდ, უღირსისათვის გიძღვნია ძღვენი,
თუ აგდებულად, ზიზღით გიძღვნია, ტამასისაა ეგ ძღვენი შენი.
`ომ, ტატ, სატ~ – აი სიტყვა სამკეცი, რითიც უფალი მიისწავლება,
მისგან არს ქვეყნად ყველა მოძღვარი , მსხვერპლის წირვა და წმინდა სწავლება.
და ამიტომაც ქველმოქმედებენ, იწრთობიან თუ წირვად დგებიან,
ჯერ `ომ~-ს იტყვიან უფლის მცოდნენი, საქმეს კი მერე შეუდგებიან.
17.11.
17.12.
17.13.
17.14.
17.15.
17.16.
17.17.
17.18.
17.19.
17.20.
17.21.
17.22.
17.23.
17.24.
72
ბჰაგავადგიტა
კვლავ ამითაა, სიკეთეს სჩადის, წრთობას იწყებს თუ დგება მწირველად,
უანგარო და ხსნის მოწადინე, `ტატ~-ს იტყვის კაცი თავდაპირველად.
`სატ~ ეწოდება სიკეთესა და თვით სინამდვილეს _ ჭეშმარიტებას;
`სატ~ საქმეცაა, საქმე რომელიც დაიმსახურებს ქება-დიდებას.
`სატ~ სიმტკიცეა მსხვერპლის შეწირვის , თავის წრთობის და ქველმოქმედების;
`სატ~ ქმედებაა, უფლისთვის შრომა თუა მიზანი შენი ქმედების.
მაგრამ ურწმენოდ, გინდ წირვა იყოს, გინდ მოწყალება ან თავის წრთობა,
ამსოფლადაც და იმქვეყანაზეც ტყუილი არის და უაზრობა.
17.25.
17.26.
17.27.
17.28.
73
ბჰაგავადგიტა
არჯუნამ თქვა:
ნეტა რა არის განდეგილობა, გულთა მპყრობელო, დემონის მკვლელო,
ანდა განდგომა რას ეწოდება, ესეც მითხარი, შეუმუსვრელო!
შრი ბჰაგავანმა მიუგო:
განდეგილი ხარ, სურვილებისთვის შრომა თუკი გაქვს უარნაყოფი,
განდგომას იმას უწოდებს ბრძენი, როცა აღარ გსურს საქმის ნაყოფი.
ზოგნი ამბობენ დათმეო საქმე, ვით რამ სიავე, ვნების მომტანი,
წირვა, გაცემა და თავის წრთობა არ მიაგდოთო, იტყვიან სხვანი.
ბჰარატათაგან გამორჩეულო, ჩემი ისმინე აწ შეგონება,
განდეგილობა ხორციელის ყურს მხოლოდ სამგვარი გაეგონება.
არა ხამს კაცი წირვას, გაცემას და თავის წრთობას იყოს დახსნილი,
რადგან ამ სამით განიწმინდება, თუ განმსჯელია და გონგახსნილი.
თუმც ნუ გექნება ამ საქმეებშიც ფიქრი ნაყოფზე ხელის წავლების,
არ მიეჯაჭვო! _ აი საზრისი, თავი და ბოლო ჩემი სწავლების.
არც ისე ვარგა, კაცი განდგეს და დაკისრებული მიაგდოს ვალი,
უგნურებაა უარი მისი, ვის უმეცრებით აბმია თვალი.
ვინც განდგა , რადგან ტკივილი აკრთობს , არ სურს წვალება , ჭაპანის წევა,
რაჯასულია განდგომა მისი და ნაყოფს მისას ის ვერ ეწევა.
ვალის მოხდისთვის, მიუჯაჭველად, შენთვის დანაწეს შრომაში დგომა,
თავისუფლება სარგებლისაგან სატვასმიერი არის განდგომა.
განდეგილს, წყნარსა და გონებიანს, ვინც შესძლო ეჭვის ჩამოცილება,
არც საამური საქმე იტაცებს, არც უამური ეთაკილება.
18.1.
18.2.
18.3.
18.4.
18.5.
18.6.
18.7.
18.8.
18.9.
18.10.
თავი მეთვრამეტე
განდგომით განთავისუფლება
74
ბჰაგავადგიტა
და რადგან მოკვდავს არავის ძალუძს მოქმედებისგან სრული განდგომა,
განდეგილია, ვინც მოიცილა, მოიშთო საქმის ნაყოფთა ნდომა.
არას მოიმკის კაცი განმდგარი, როს განისვენებს იმიერ მხარეს,
ვერ-განმდგარი კი მოიწევს ნაყოფს – ამოს , უამურს ანდა ტკბილ-მწარეს.
ჩემგან ისმინე, ძალგულოვანო, ის, რაც სანქჰიას სიბრძნეა ძველი,
ხუთი რამ არის ქვეყნად ყოველი საქმის მიზეზი და საფუძველი:
გარემოება, თავად მოქმედი, ზრახვანი, გული რომ ეუბნება,
სხეულის ასო სხვადასხვაგვარი, ხოლო მეხუთე – განგების ნება;
და რასაც სჩადის ქვეყნად მოკვდავი, კეთილი იყოს საქმე, გინდ ავი,
სხეულით სჩადის, სიტყვით თუ ფიქრით, სულ ეს ხუთია თავი და თავი.
ვისაც ეს სიბრძნე ვერ უცვნია და თავი ჰგონია საქმეთა მქმნელი,
ვერაფერს ხედავს იგი ამქვეყნად, რადგან ბრიყვია, გონმოუქნელი.
ვინც დაცლილია თავკერძობისგან და აქვს გონება შეუმწიკვლელი,
არ ემონება იგი საქმეებს და გინდაც კლავდეს, არაა მკვლელი.
სამი რამ იწვევს ქვეყნად ქმედებას – ცოდნა, მცოდნე და ცოდნის საგანი,
სამიც აერთებს – საქმე, მოქმედი და რამ სხეულის ასოთაგანი.
ცოდნაც, მოქმედიც და მოქმედებაც სამგვარი არის, მსგავსად გუნების
და სამგვარადვე იხსენიება, შესაბამისად მათსავ ბუნების.
ყოველ არსში რომ ერთ არსებას ჭვრეტს , მარად უცვლელს და მარადის მყოფელს,
ისაა ცოდნა სატვასმიერი – გაყოფილში რომ ჭვრეტს განუყოფელს.
ცოდნა, ამქვეყნის ათასგვარ არსთა თავისთვადად, ცალკედ მგონები,
ცოდნა, სულდგმულთა განმასხვავები, არის რაჯასის ჩანაგონები.
ხოლო ის ცოდნა, ერთი სულდგმული ყოვლისმომცველად რომ ეჩვენება,
შეზღუდულად და უჭეშმარიტოდ, ტამასეულად მოიხსენება.
თუ შრომას არ სდევს ნაყოფთა ნდომა, ზიზღი ან ჟინით ცეცხლის მოდება,
თუ სწორად შრომა არ ბორკავს მშრომელს, სატვიურ შრომად ის იწოდება.
ნატვრის ახდენა თუკი სურს მშრომელს , ან თავის თავით თუ სურს ტკბებოდეს,
თუ თავს არ ზოგავს, ხამს შრომა მისი რაჯასეულად იწოდებოდეს.
18.11.
18.12.
18.13.
18.14.
18.15.
18.16.
18.17.
18.18.
18.19.
18.20.
18.21.
18.22.
18.23.
18.24.
75
ბჰაგავადგიტა
მაგრამ თუ კაცი საქმეს მისდევს და შედეგისკენ კი არ იყურება,
არ უკვირდება, თავის თავს ღუპავს თუ სხვისთვის მოაქვს უბედურება,
თუ სიბეცე რჯის და არ დაეძებს საქმის სამყოფი თუ შესწევს ძალა,
მაშინ იცოდე, რომ საქმე იგი ტამასისაგან მას მოეძალა.
გულმოდგინე და მიუჯაჭველი, `მე”-ს განდიდებას თავდაღწეული,
ბედსა და მარცხში უცვლელი, მტკიცე _ აი მშრომელი, სატვას წეული.
ხოლო მშრომელი, მყოფი რაჯასში, სარგებლისაა მუდამ მოსურნე,
ბედი ხიბლავს და მარცხი ადარდებს, უწმინდურია, ხარბი, მოშურნე.
ჯიუტია და ხეპრე მუშაკი, ტამასეულად საქმის მდევარი,
ცრუ და ვერაგი, ზანტი, ზარმაცი, უილაჯო და დაუდევარი.
სამნაირია გუნათა დარად კაცის სიმტკიცე, მისი გონება,
სრულად აგიწერ მათ სათითაოდ, მაშ გქონდეს სმენა და გაგონება!
სატვიურია გონი, თუ იცის საქმე და უქმე, სწორი და მრუდე,
რას ხსნა მოაქვს და რას კი ტყვეობა, სად სიმტკიცეა, სად _ შიშის ბუდე.
თუ ვერ მიმხვდარა, რა ქნას, რა არა, თუ ცოდნა მისი არასრულია,
თუკი ვერ არჩევს მრუდეს და მართალს, გონება კაცის რაჯასულია.
ხოლო თუ მრუდეს მიიჩნევს სწორად, თუ ბნელი აწევს განუჭვრეტელი,
ტამასულია გონება მაშინ, თუ უკუღმაა ყოვლის მჭვრეტელი.
თუ იოგას გზით სუნთქვის მართვა და ჭკუის და გრძნობის ძალუძს ბრძანება,
თუკი არ ტყდება, სატვიურია, სიმტკიცე კაცის და მისი ნება.
რაჯასულია სიმტკიცე, თუ კაცს სიამოვნება სურს და ქონება,
და ვალსაც იხდის, თუმც ამაშიაც სარგებელს ეძებს და ემონება.
თუ ვერ თმობს ძილქუშს, შიშსა და წუხილს და უიმედოს არა აქვს შვება,
ტამასულია სიმტკიცე ბრიყვის, ამაოებას თუ ვერ ეშვება.
დაიმახსოვრე, სამი სახე აქვს ბედნიერებას და გახარებას,
სატვიურია, რაც წაფვით მოდის და ბოლოს უღებს რაც მწუხარებას.
სატვიურია, რაც ჯერ მწარეა, მაგრამ ბოლოს კი ნექტარებრ ტკბილი,
ბედნიერება, შენსავ გონების უშფოთველობით შენში შობილი.
18.25.
18.26.
18.27.
18.28.
18.29.
18.30.
18.31.
18.32.
18.33.
18.34.
18.35.
18.36.
18.37.
76
ბჰაგავადგიტა
ბედნიერება, გრძნობის საგანთან გრძნობის შეხებით წარმოშობილი,
ჯერ ნექტარსა ჰგავს, ბოლოს კი ბალღამს და რაჯასულად არის ცნობილი.
ტამასულია ლხენა სიმთვრალით, სიზარმაცით და ძილით რომ ყვავის,
ის, რაც თავშიაც და ბოლოშიაც მოტყუებაა მარტოდენ თავის.
არც მიწაზე და არც ცათა შინა, თვით ღმერთთაგანიც რომ იყოს ღმერთი,
ბუნებით ნაშობ სამი გუნასგან ხსნილი არ არის არსი არც ერთი.
უფლისმსახურთა და მეომართა, გლეხკაცობის და მსახურთა ყოფა
და საქმე მათი გუნების ნაშობ მათსავ ბუნების კვალად იყოფა.
სიმშვიდე, წრთობა, მიმტევებლობა, რწმენა, სიწმინდე, გული ალალი
ცოდნა და სიბრძნე – აი, მოძღვართა მათსავ ბუნებით ნაშობი ვალი.
ვაჟკაცობა და დიდსულოვნება, ომში სიმარჯვე, თავის დადება
და სიუხვეა მეომრის ვალი, მისსავ ზნისაგან რომ იბადება.
გლეხის საქმეა აღებ-მიცემა, საქონლის მოვლა და მოსავალი,
მათსავ ბუნების მიერ ნაშობი, მსახურებაა მსახურთა ვალი.
სრულყოფილებას ჰპოვებენ კაცნი, დაჯერებულნი თავიანთ ხვედრებს,
თუ ვით წვდებიან ამგვარად სრულქმნას, აწ ჩემი სიტყვა შენ მიგახვედრებს.
იპოვის კაცი სრულყოფილებას, თავისი საქმით მისი მქებელი,
ვინც ყველგანაა, ყოველ სულდგმულში, ქვეყნად სიცოცხლის მომნიჭებელი.
სხვის საკეთებლის კარგად კეთებას შენი ჭაპანის სჯობს ცუდად წევა,
თავის ბუნების თანახმად შრომით მშრომელი ცოდვას არ მოეწევა.
თანდაყოლილი არ დათმო საქმე, თუმცა უნაკლო იგი არ გახლავს,
როგორც ცეცხლს ახლავს მისივე კვამლი , ყოველ საქმესაც ნაკლი თან ახლავს.
ის, ვინც ყოვლისგან დახსნილი გონით წადილს დატოვებს , თავს გადალახავს,
უმოქმედობის უმაღლეს სრულქმნას განდეგილობით მისწვდება, ნახავს.
ყური დამიგდე და შეიმეცნე, მოკლედ მოგითხრობ, თუ როგორ ხდება,
რომ კაცი , სრულქმნას ნაზიარები, ცოდნათა მწვერვალს – თვით უფალს სწვდება:
18.38.
18.39.
18.40.
18.41.
18.42.
18.43.
18.44.
18.45.
18.46.
18.47.
18.48.
18.49.
18.50.
77
ბჰაგავადგიტა
ვინც მომკრებია, განმწმენდი გონის, ბგერის დარ გრძნობის საგანთა მთმობი,
შეუპოვრობით თავის მომთოკი, წადილისა და ზიზღის მომშთობი,
ვინც მარტო სახლობს, მცირედმჭამელი, დღედაღამ ფიქრის, ჭვრეტის მდომელი,
უნდომელობის ხიზანი, სიტყვის, ჭკუის და ხორცის დამაცხრომელი,
ვინც მიატოვა ხვეჭა, `მე,~ `ჩემი,~ და ვნებისგან ხსნის ძალ-ღონეც ჰყოფნის
მშვიდი, მძლე რისხვის და ძალადობის, ღირსია ბრაჰმას ყოფაში ყოფნის.
მასთან ერთსულს და გულნათელს კი არაფერი სურს, არც დარდი აწევს
და ყველასადმი სწორი, გულმშვიდი ჩემს უზენაეს სიყვარულს აღწევს.
სიყვარულით კი მე შევიცნობი, ასე თუ მიცნობს უზღვროს, ულეველს
და რა შემიცნობს მე ჭეშმარიტად, ზენარს იხილავს ის სასუფეველს.
მუდამ ჩემს კალთას შეფარებული თუ კაცი ყველა საქმეს ასრულებს,
სამარადისო, უკვდავ მხარეში ჩემი წყალობით გზას დაასრულებს.
მე დამანებე ყოველი საქმე, მიზნად დამსახე, მომიძღვენ თავი,
გონიერების იოგას მიჰყევ და ფიქრით მუდამ ჩემთან იყავი.
ჩემზე ფიქრით კი შენ გადალახავ ყველა სიძნელეს ჩემივე ნებით,
მაგრამ უთუოდ დაიღუპები, თუ არ მომისმენ ამპარტავნებით.
არ ვიბრძოლებო, თუ ამპარტავნებ, ტყუილუბრალოდ ბედს ეურჩები,
ბუნება შენი თვით დაგასაქმებს და მას ვერსაით გადაურჩები.
შენსავ ბუნებით შობილ საქმეს კი, თუმც გაქვს სიბრმავით მოძულებული,
მაინც გაჰყვები და გააკეთებ, მაინც გახდები იძულებული.
არჯუნა, ღმერთი ყველა სულდგმულის გულისგულშია დავანებული,
უფლის ხელითვე მათ ატრიალებს ზმანების ეტლი გაქანებული.
უფალს მიენდე მთელი არსებით, ამქვეყნად მხოლოდ ის მიინდობა
და მოგეცემა მისი წყალობით უკვდავება და ზენა მშვიდობა.
ეს საიდუმლო საიდუმლოთა, ეს სიბრძნე ჩემი გაგიზიარე,
აწონ-დაწონე ყოველი კარგად და როგორც გინდა, ისე იარე!
18.51.-
53.
18.54.
18.55.
18.56.
18.57.
18.58.
18.59.
18.60.
18.61.
18.62.
18.63.
78
ბჰაგავადგიტა
18.64.
18.65.
18.66.
18.67.
18.68.
18.69.
18.70.
18.71.
18.72.
18.73.
18.74.
18.75.
კვლავაც ისმინე ეს სიტყვა ჩემი, უდიადესი და დაფარული,
შენს სასიკეთოდ გამცნობ მას ისევ, რადგან შენი მრჯის მე სიყვარული.
იფიქრე ჩემზე, იყავ ერთგული, შემწირავი და განმადიდები
და მოხვალ ჩემთან შენ უცილობლად, ძვირფასი რომ ხარ, მისთვის გპირდები.
დატოვე ვალი და შემეფარე, მომენდე, ჩემი კალთის ქვეშ მოდი
და მე დაგიხსნი ყველა ცოდვისგან, ნუ სწუხ, მოიხსენ გულიდან ლოდი!
და ნუ გაუმხელ, რასაც მე განდობ, ვინც არც წრთვნა იცის, არც ერთგულება,
ვისაც არა აქვს გაგონება და არც მას, ვინც მმტრობს და მედიდგულება.
ხოლო უმაღლეს ამ საიდუმლოს ვინც ჩემს ერთგულებს გაუზიარებს,
ის მიერთგულებს და ჭეშმარიტად, შეაღებს ჩემი საუფლოს კარებს.
ვერავინ იზამს კაცთაგან საქმეს, მეტი რომ ჰქონდეს ჩემს თვალში ფასი
და ვერც ვერავინ იქნება ქვეყნად ჩემთვის ამ კაცზე უფრო ძვირფასი.
ვინც შეისწავლის ამ ჩვენს საუბარს , ამ სიტყვა-პასუხს წმინდას , სჯულიერს,
სიბრძნის ზვარაკის შემომწირველად მოვიხსენიებ მე იმ სულიერს.
ისიც, ვინც მისმენს გულსავსე რწმენით და სიტყვას ჩემსას არ ემტერება,
თავს გამოიხსნის და მართლისმქმნელთა ზეცის შეხვდება ბედნიერება.
თქვი, თუ მისმინე და ჩემი სიტყვის თუ იყავ გულზე დამაბნეველი,
თქვი, თუ განქარდა ეგ უმეცრება, თვალის ამბმელი, დამაბნეველი?
არჯუნამ თქვა:
გაქრა სიბრმავე, აღმიდგა ხსოვნა, წყალობა შენი მხვდა უსასრულო
და ვდგავარ მტკიცედ, ეჭვებს დახსნილი, რომ სიტყვა შენი მე ავასრულო!
სანჯაიამ თქვა:
ასე იდუმალ მოისაუბრეს კრიშნამ და პართჰამ, დიადმა სულმა,
ვისმინე ბჭობა მე საკვირველი თმაყალყზემდგარმა და გასუსულმა.
უზენაესი ეს საიდუმლო ვიასას ძალით მესმა მყისიერ,
დიდი იოგა, გადმოცემული თვით იოგათა მეუფის მიერ.
79
ბჰაგავადგიტა
18.76.
18.77.
18.78.
ეს საუბარი წმიდათაწმიდა, ეს საარაკო გაბაასება,
არ მავიწყდება, ხელმწიფევ ჩემო და სიხარული მეათასება!
სულ თვალწინ მიდგას, სულ უფრო ცხადლივ უფლის სახება გასაკვირველი,
და რაც დრო გადის იზრდება ელდა და სიხარული თავდაპირველი!
სადაც კრიშნაა, იოგას მეფე, და პართჰა, მშვილდი რომ ემარჯვება,
იქ სიმართლეა და ძლიერება, ბედნიერება და გამარჯვება!