Sunday, April 12, 2009

ტანტრა _ ენერგია და ექსტაზი

ოშო რაჯნეში



თარგმნა ლევან რამიშვილმა


სექსიდან ტანტრისკენ:
ადამიანს დიადი ცვლილების, მუტაციის ძალა შესწევს.
სექსს პლუს გაცნობიერება... და იწყება ცვლილება რაღაც უსაზღვროსი.

...სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ საჭიროა სიყვარულის ხელოვნების შესწავლა, ზუსტად ისე, როგორც ცხოვრების ხელოვნების შესწავლაა საჭირო.

თუკი გარემოება ხელს გიწყობთ, გამოყავით ერთი ოთახი სიყვარულისთვის _ დაე ის თქვენი ტაძარი გახდეს. სიყვარულის ოთახში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ დატოვეთ. იქვე დატოვეთ თქვენი ჭკუაც _ ფეხსაცმელში ჩადეთ. სანამ სასიყვარულო აქტს შეუდგებოდეთ, აბაზანა მიიღეთ _ სხეული სუფთა უნდა იყოს. ცოტა ხანი მედიტაციას დაუთმეთ. აქციეთ სასიყვარულო აქტი მშვენიერის განცდად...

შესავალი

ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობა ექსპერიმენტირებდა _ ცდილობდა სექსუალური ენერგია სულიერებად ექცია; და ეჭვი არაა, რომ ათასობით ადამიანმა ამგვარი ტრანსფორმაცია შესძლო. როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად, რადგან მთელს დედამიწაზე ადამიანები ათასგვარი გარყვნილებისგან იტანჯებიან. ყველა ოფიციალური რელიგიის მიერ სექსუალურობის ჩახშობამ `პლეიბოის~ მსგავსი პორნოგრაფიული ლიტერატურის გავრცელებამდე მიგვიყვანა და ადამიანები ასეთ ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს.
მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ თქვენ მიიღოთ სექსი, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი ფენომენი. როცა არ არის ჩახშობა, პორნოგრაფიის მოთხოვნელებაც ქრება. როცა დათრგუნვა არ არსებობს, ადამიანიწყვეტს სექსზე ოცნებას. მხოლოდ ასე შეიძლება ენერგიის ტრანსფორმირება. არსებობს ბევრი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ის ენერგია, მთელს სამყაროს სიცოცხლეს რომ ანიჭებს, თქვენც ახალ სიცოცხლეს მოგიტანთ.

დასავლეთმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი შეიმუშავა: გეშტალტი და ენქაუნთერ-თერაპია, ბიოენერგეტიკა და მრავალი სხვა. აღმოსავლეთმაც ბევრი მეთოდი შექმნა: და-ძენი, ვიპასანა, სუფიების ბრუნვა, იოგა, ტანტრა. დასავლური და აღმოსავლური მიდგომა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ორივე მათგანი მხოლოდ ერთი მთლიანობის ორ ნახევარს წარმოადგენს; შესაბამისად, ორივე მათგანს რაღაც აკლია.

აღმოსავლურ მეთოდებს მედიტაციური სივრცის შექმნა შეუძლიათ, თუმცა თქვენ იმდენად იძირებით საკუთარ თავში, რომ გაქრობას, ცხოვრებიდან წასვლას იწყებთ; აღმოსავლეთის ყველა მეთოდს ესკაპიზმამდე* მივყავართ. ადამიანს უნდება მონასტერში ჩაიკეტოს, ჰიმალაებში გაემგზავროს, შორეული გამოქვაბულის სიმარტოვეში ჩაიკარგოს. აღმოსავლური მეთოდები ადამიანს ასწავლის, როგორ უნდა იცხოვროს მარტოობის სიხარულში, მაგრამ რაღაც არსებითი მაინც იკარგება.

ამას გარდა სიცოცხლე ურთიერთობა, გამთლიანება, ერთობაც არის. ეჭვი არაა, რომ სიმარტოვის ნეტარება მშვენიერია, თუმცა ეს მთელი ამბის მხოლოდ ერთი ნახევარია; აუცილებელია ვისწავლოთ ნეტარებაში ყოფნა მაშინ, როცა ჩვენს გვერდით სხვაც არის. თუ თქვენ ნეტარი ხართ მაშინ, როცა თქვენს გვერდით სხვაც არის, თქვენი ნეტარება უფრო მაღალ საფეხურს აღწევს. მორტო მყოფნი, თქვენ იმ მუსიკოსს გავხართ, ფლეიტაზე სოლოს რომ ასრულებს, სხვებთან გამთლიანებით ნეტარებაში მყოფნი კი ორკესტრს ემსგავსებით.

დასავლეთმა შექმნა მეთოდები, რომლებიც ადამიანს გარეთ ექაჩება. აქ ის გაერთიანების უნარს იძენს და ურთიერთობასა და თანაქმედების სიხარულს ეზიარება. ეს სიყვარულის მეთოდებია, მაგრამ მათაც აკლიათ რაღაც მნიშვნელოვანი. ადამიანი ტკბება ურთიერთობით, მაგრამ მარტო დარჩება თუ არა... ადამიანი ძირითადად მარტოა.

მარტოხელა იბადები და მარტოხელა კვდები. სულის სიღრმეში ყოველთვის მარტოხელა ხარ. გარეგნულად ბედნიერი ხარ, თუმცა სადღაც შიგნით, ძალიან ღრმად ბუნდოვანი, თითქმის შეუმჩნეველი ტანჯვა მაინც გრძელდება. შენ არ შეგიძლია შეეფეთო და თვალი გაუსწორო საკუთარ თავს, შეხვდე მას.

დასავლეთის ყველა მცდელობამ კრახი განიცადა, რადგან აქ განვითარება მხოლოდ გარეგნულმა ჰპოვა; აღმოსავლეთს უფრო მეტად გაუმართლა, რამეთუ ყველა მისი მეთოდი ინტროვერტულია. ადამიანი კი არც მხოლოდ გარეგნულს ეკუთვნის და არც მხოლოდ შინაგანს.

შევეცდები პირველად შევქმნა გარეგნული და შინაგანი მიდგომების სინთეზი და ორივე მეთოდი ხელმისაწვდომი გავხადო, იმისათვის რომ ადამიანი ადვილად გადადიოდეს გარეგნულიდან შინაგანზე და პირიქით, და რომ ადამიანის ამგვარ კატეგორიებად დაყოფის მოთხოვნილებაც არ ჩნდებოდეს. ადამიანი შეიძლება გახდეს მოქნილი, მდინარი.
ახლოვდება ტანტრას დღეები. ადრე თუ გვიან ტანტრა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ფართო მასებში შეაღწევს, რამეთუ დადგა ჟამი _ პირველად მომწიფდა ყველა პირობა სექსის ბუნებრივი აღქმისათვის. სრულიად დასაჯერებელია, რომ აფეთქება დასავლეთში დაიწყება _ ამისათვის ხომ ფროიდმა, იუნგმა და რაიხმა ნიადაგი შეამზადეს. მათთვის ტანტრას შესახებ არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ტანტრას ევოლუციისთვის პირობები სწორედ მათ შექმნეს. დასავლური ფსიქოლოგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობის ძირითადი პრობლემა რაღაცნაირად სექსთან არის დაკავშირებული, ადამიანის ძირითად სიგიჟეს სექსუალური მიმართულება აქვს.

ვინაიდან სექსუალურობა ყოველივეს ქვაკუთხედად ცხადდება, ტანტრა კაცობრიობის მონაპოვრის ნაწილი უნდა გახდეს. მას უნდა სწავლობდნენ ყველა სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტებში, თითოეულ ტაძარში, თითოეულ ეკლესიაში _ ტანტრა ყველგან უნდა იყოს! ადამიანს აუცილებლად უნდა ასწავლდნენ იმას, თუ როგორ უნდა იყენებდეს სექსუალურ ენერგიას ზე-ცნობიერების მისაღწევად. წარსულში ამგვარი მიდგომა ძალზე რთული იყო, ამიტომაც ტანტრა უმეტესობისთვის მიუწვდომელ, საიდუმლო მეცნიერებად რჩებოდა.

მთელი ჩემი ძალისხმევა იმ მისტიკური საბურველის ახდისკენ არის მიმართული, რომლითაც ტანტრა წარსულის ოკულტისტებმა შებურეს. ტანტრა წმინდა წყლის მეცნიერებაა! თანდათან იზრდება ალბათობა იმისა, რომ საუკუნის დასასრულისთვის ტანტრა მთელს მსოფლიოში გავრცელდება. კაცობრიობა პირველად არის მზად მისი სიბრძნის აღსაქმელად. აქამდე ტანტრას აღსაქმელად მხოლოდ მცირერიცხოვანი ადეპტები იყვნენ მზად.

და ტანტრა მოვა დასავლეთიდან. ის არ მოვა აღმოსავლეთიდან, რამეთუ აღმოსავლეთი ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს _ ყოველ შემთხვევაში წარსულ ათასწლეულში.

ენერგია

სექსუალური ენერგია, როგორც ასეთი, არ არსებობს. ენერგია ერთიანია _ ერთი და იგივე. სექსი ენერგიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოსასვლელია, ერთ-ერთი მიმართულება; მისი ერთ-ერთი შესაძლო გამოყენება. სასიცოცხლო ენერგია ერთიანია, თუმცა შეიძლება თავი მრავალი მიმართულებით გამოავლინოს. სექსი ერთ-ერთი მათგანია. როცა სასიცოცხლო ენერგია ბიოლოგიური ხდება, ის ვლინდება, როგორც სექსუალური ენერგია. სექსი მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიის გამოყენების სფეროა. თუ ენერგია სხვა მიმართულებით მიედინება, სექსი არ არის. თუმცა ამას სუბლიმაციას ვერ დავარქმევთ; ეს ტრანსფორმაციაა. სექსი სასიცოცხლო ენერგიის თანდაყოლილი, ბუნებრივი გადინება და მისი უმდაბლესი გამოყენებაა. სექსი ბუნებრივია, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე. უმდაბლესი კი იმიტომ არის, რომ ის საფუძველი და არა მწვერვალი. თუ ყველაფერს სექსი ცვლიდა, ცხოვრებას ამაოდ ჩაუვლია. წარმოიდგინეთ, რომ გამუდმებით საზირკველს ყრით, შენობა კი, რომლისთვისაც ის იყრება, არ შენდება.

სექსი _ ეს არის საშუალება სასიცოცხლო ენერგიის უფრო მაღალ საფეხურზე ტრანსფორმირებისა. სანამ ეს ასეა, პრობლემები არ ჩნდება, მაგრამ საკმარისია სექსმა ყველაფერი დაჩრდილოს და სიცოცხლის ენერგიის ერთადერთ გამოსასვლელად იქცეს, რომ ის ნგრევას იწყებს. ის სეიძლება იყოს ინსტრუმენტი, საშუალება და არა თვითმიზანი, არა დასასრული; ინსტრუმენტს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, სანამ საბოლოო მიზანი ახსოვთ. თუ ინსტრუმენტს არასწორად ხმარობენ, თუკი საშუალებას ბოროტად იყენებენ, მთელი აზრი იკარგება.

როცა სექსი ცხოვრების აზრად იქცევა, როგორც ეს ჩვენს დროში ხდება _ მაშინ საშუალება ცვლის მიზანს. სექსი არსებობის, სიცოცხლის გაგრძელების ბიოლოგიურ საფუძველს უზრუნველყოფს. ის საშუალებაა და თავად მიზნად არ უნდა ვაქციოთ.

იმ წამსვე, რაწამსაც სექსი მიღწევის ზღვრად იქცევა, იკარგება სულიერების სივრცე. მაგრამ თუ სექსი მედიტაციური გახდა, ის სულიერებისკენ მიემართება და მიზნისკენ ამავალი კიბის საფეხურად, თავისებურ ტრამპლინად იქცევა.

ენერგია ყოველთვის ნეიტრალურია. თავისთავად ენერგია უსახელოა _ სახელს მას აძლევს კარი, რომლიდანაც ის გამოედინება. სახელწოდება არ წარმოადგენს ენერგიის, როგორც ასეთის სახელს; ეს მხოლოდ იმ ფორმის სახელია, რომელსაც ენერგია იღებს. გამოთქმაში `სექსუალური ენერგია~ იგულისხმება ენერგია, რომელიც სექსუალური ბიოლოგიური ცენტრიდან გამოედინება.

როცა ღვთაებრივში მიედინება, იგივე ენერგიას `სულიერი~ ეწოდება. თვით ენერგია კი ნეიტრალურია.

ბუნების მეშვეობით გამოხატულს, მას სექსი ეწოდება.

ემოციის მეშვეობით გამოხატული, იგი ხასიათდება როგორც სიყვარული, სიძულვილი ან მრისხანება.

გამოხატული ინტელექტუალურად, იგი შეიძლება გახდეს მეცნიერება ან ლიტერატურა.

როდესაც სხეულში გაედინება, ის ფიზიკური ხდება, გონებაში გამავალი კი მენტალურად იქცევა.

განსხვავება არ წარმოადგენს ენერგიის, როგორც ასეთის სხვაობას _ განსხვავდებიან მხოლოდ გამოვლინების სფეროები.

ბევრნი სიყვარულით არიან დაკავებული, მაგრამ სულ მცირე წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის ორგაზმი, რადგან უკვე ყველაფერი გაფლანგეს. სასიყვარულო აქტის დროს ადამიანები ცარიელები არიან _ მათში არ არის ენერგია, რომელიც შეიძლება პარტნიორს გაუზიარო. ისინი არ არიან ენერგიით გადავსებულნი. ყველაზე დიდი რამ, რაც მათ ელით, გენიტალიური ორგაზმია _ ძალიან პატარა, უმნიშვნელო ორგაზმი, რომელშიც ერთი წვეთი სულიერებაც კი არ არის. ასეთი ორგაზმი დაცემინებას მაგონებს. დაცემინების შემდეგ, რა თქმა უნდა შვებას იგრძნობთ. ზურგის მოიფხანაც უმალ შვებას მოგგვრით _ მოეშვებით.

ორგაზმი შვება არ არის, ის დღესასწაულია. ორგაზმი _ ეს არის თქვენი შეხვედრა ყოველივესთან პარტნიორის დახმარებით. ორგაზმი ყოველთვის ღვთაებრივია _ სხვა ხდება კარი, შესასვლელი, რომ თქვენ ღვთაებრივში შეაღწიოთ.

ორგაზმი ყოველთვის სულიერია და არასოდეს _ სექსუალური. მათ, ვინც ორგაზმს სექსის კატეგორიას მიაკუთვნებენ, არაფერი გაეგებათ. მათ სექსის შესახებ არაფერი იციან _ ორგაზმული განცდების შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი.

ორგაზმი ყოველთვის სამადჰია _ ექსტაზი. მაგრამ ადამიანებს ამაზე წარმოდგენაც არა აქვთ, რადგან ერთმანეთს მოთხოვნილების გამო ხვდებიან და არა ენერგიის სისავსის შედეგად.

თავისი გაუცნობიერებლობის, ცხოველური საწყისის გამო სექსს ყოველთვის, ყველა რელიგიური მაძიებლისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. ის გახდა კრიტერიუმი იმის გასაგებად, მიაღწია თუ არა კონკრეტულ ადამიანში სასიცოცხლო ენერგიამ ღვთაებრივს.

ძნელია ზუსტად თქმა, ეზიარა თუ ვინმე ღვთაებრივს თუ შეხვედრა არ შედგა _ როგორ გავიგოთ, რომ ადამიანმა ბრილიანტები იპოვა? _ თუმცა თუ ვინმემ ქვები გადაყარა, იმ წუთას მივხვდებით, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რა არის ქვა. ასევე იმწუთასვე ვიგრძნობთ, რომ ადამიანმა სექსის ტრანსცენდენტირება მოახდინა, რადგან ვიცნობთ სექსს. სექსი იმდენად აბეზარი რამ არის, იმდენად გაუცნობიერებელი, ისეთი ძალის მქონე, ღვთაებრივის მიღწევამდე მისი ტრანსცენდენტირება შეუძლებელია. ამიტომ ბრაჰმაჩარია*, ცელიბატი* ღვთაებრივთან ჭეშმარიტი შერწყმის კრიტერიუმი გახდა.

მიუხედავად ამისა არასწორია იმის მტკიცება, რომ თუ სექსს შორს მოისვრის, ადამიანი ღვთაებრივს მიაღწევს. ამგვარი მტკიცება მცდარია. ადამიანი, რომელმაც ბრილიანტები იპოვა, გადაყრის ქვებს, რომელიც მანამდე ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგოს თქმა ჭეშმარიტება არ იქნება. ქვები შეიძლება გადააგდოთ, მაგრამ ეს მოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ ალმასები იპოვეთ.

ასეთ შემთხვევაში ძალზე ძნელ მდგომარეობაში მოხვდებით _ გონება გექნებათ ჩახშობილი, მაგრამ არა ტრანსცენდენტირებული. თქვენში, შიგნით სექსი დუღილს გააგრძელებს და შინაგან ჯოჯოხეთს მოგიწყობთ.

ეს სექსის საზღვრებს გარეთ გასვლა არ არის. ჩახშობილი სექსი მახინჯია, ავადმყოფული, ნერვოტული. ჩახშობილი სექსი გარყვნილებად იქცევა. სექსისადმი ეგრედ წოდებულმა რელიგიურმა დამოკიდებულებამ გარყვნილი სექსუალურობის გაჩენამდე, აბსოლუტურად ნერვოტული სექსუალური კულტურის წარმოშობამდე მიგვიყვანა. მე არ ვარ ამგვარი მიდგომის მომხრე.

სექსი ბიოლოგიური ფაქტია. მასში არ არის არაფერი არასწორი, მასში არ არის არაფერი ცუდი. არ ღირს სექსთან ბრძოლა, თორემ ის გარყვნილებად გადაიქცევა, გარყვნილი სექსი კი არა მგონია წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს. ეს ნორმალურ დონეზე დაბლა დაცემაა; ეს სიგიჟისკენ გადადგმული ნაბიჯია. როცა ჩახშობა იმდენად ინტენსიურია, რომ შეკავება შეუძლებელი ხდება, ხდება აფეთქება და ამ აფეთქებაში თქვენ თავს კარგავთ.

თქვენში მოცემულია ყველა ადამიანური თვისება, ყველა შესაძლებლობა. ნორმალური სექსი ჯანმრთელია თავისი არსით, თუმცა არანორმალური ჩახშობის პირობებში ის ავადმყოფობად იქცევა. ძალიან ადვილია ღვთაებრივიკენ სიარული გონების ნორმალური მდგომარეობიოდან; ხოლო მოძრაობა ღვთაებრივისკენ გონების ნერვოტული მდგომარეობიდან ძნელია, რაღაც აზრით შეუძლებელიც კი. ჯერ უნდა გავხდეთ ჯანმრთელები, ნორმალურები. მხოლოდ მაშინ გაჩნდება სექსის ტრანსცენდენტირების შესაძლებლობა.

მაშ რა უნდა ვქნათ? სექსი უნდა შევიცნოთ! მასში ცნობიერად უნდა ვიმოძრაოთ! ამაშია ახალი კარის გახსნის საიდუმლო. თუ სექსში გაუცნობიერებლად შესდიხართ, თქვენ მხოლოდ ინსტრუმენტი ხართ ბიოლოგიური ევოლუციის ხელში, მაგრამ თუ სექსუალური აქტის დროს ყოველივეეს აცნობიერებთ, თვით გაცნობიერებულობა ღრმა მედიტაციად იქცევა.

სექსუალური აქტი იმდენად არაცნობიერი, იმდენად მანიაკალურად აბეზარი რამ არის, რომ ძნელია მასში გაცნობიერებულობა შეინარჩუნო. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებელია. თუკი გაცნობიერებულობის შენარჩუნებას სექსუალური აქტის დროს შეძლებთ, ეს ნიშნავს, რომ ცნობას უკვე აღარაფერში დაკარგავთ, რამეთუ თავისი სიღრმით სექსუალური აქტი სიცოცხლის ნებისმიერ მოქმედებას აღემატება.

თუ შეძლებთ, ცნობიერები იყოთ სექსში, მაშინ სიფხიზლეს სიკვდილის წამსაც კი შეინარჩუნებთ. სექსუალური აქტის და სიკვდილის სიღრმე თანაბარია _ ეს პარალელური ხასიათის მოვლენებია, რადგან ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე წერტილამდე მიდიხართ.

მაშ ასე _ სექსუალური აქტის დროს გაცნობიერებულობის შენარჩუნება უდიდესი მიღწევაა. არაფერია ქვეყნად მისი ფასი.

გამოიყენეთ სექსი, როგორც მედიტაცია. ნუ გამოუცხადებთ მას ომს, ნუ წახვალთ მის წინააღმდეგ. შეუძლებელია ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა; თქვენ მისი ნაწილი ხართ. აუცილებელია სექსისადმი მეგობრული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ასეთია უღრმესი დიალოგი თქვენსა და ბუნებას შორის.

სინამდვილეში შეუძლებელია სექსუალურ აქტს მამაკაცსა და ქალს შორის დიალოგი ვუწოდოთ. ეს არის მამაკაცის დიალოგი ბუნებასთან ქალის მეშვეობით და ქალის დიალოგი ბუნებასთან მამაკაცის მეშვეობით. ეს ბეუნებასთან დიალოგია.

წამით თქვენ კოსმიურ ნაკადში შეადიხართ; თქვენ ღვთაებრივ ჰარმონიაში ხართ; ერთიანი ხართ მთელთან*. ასე რეალიზდება კაცი ქალის მეშვეობით, ქალი კი კაცის მეშვეობით.

მამაკაცი და ქალი მთლიანნი არ არიან. ისინი ერთი მთელის ორ ფრაგმენტს წარმოადგენენ; და რა წამსაც ერთიანდებიან და სექსუალურ აქტში ერთმანეთს ერწყმიან, წარმოიქმნება ჰარმონია საგანთა ბუნების არსთან _ დაოსთან. ასეთ ჰარმონიას შეუძლია ბიოლოგიური დასაბამი დაუდოს ახალს. თუ ცნობიერი არ ხართ, მხოლოდ ეს შესაძლებლობა-ღა რჩება. ხოლო თუ ცნობიერი ხართ, სექსუალური აქტი შეიძლება თქვენივე დაბადებად, სულიერ დაბადებად იქცეს. ამ გზით ორჯერშობილი* გახდებით.

თუკი ორგაზმის დროს ფხიზელი და ცნობიერი ხართ, მაშინ მის გაგრძელებას უსასრულოდ შესძლებთ. ორგაზმის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია. თანდათან თქვენ ისწავლით ორგაზმის მდგომარეობაში ყოფნას დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ბუდა ყოველდღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ორგაზმის მდგომარეობაში ცხოვრობს. დღიდან ბუდას გასხივოსნებისა მისი სიკვდილის დღემდე ორმოცდაორი წელი ძევს. მთელი ამ ორმოცდაორი წლის მანძილზე ის აბსოლუტური ორგაზმის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უბრალოდ დაფიქრდით! თქვენთვის ხელმისაწვდომი რამოდენიმე წამი არაფერია ბუდას ორგაზმთან შედარებით.

ნებისმიერი ენერგია შეიძლება ბრძნულად გამოვიყენოთ. არაფერზე ღირს უარის თქმა. არაფრის მხედველობაში არმიღება არ ღირს. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც მე ვასწავლი _ არაფერი არ უნდა იქნას გადაგდებული. სულიერებაში მთელი თქვენი არსების ტოტალურობით უნდა შეაბიჯოთ. ჩვენ შევცვლით თქვენს ენერგიებს, შევცვლით მათ განლაგებას, შევქმნით ახალ უზორს, ახალ ჰარმონიას, წარმოიქმნება სხვა, ახალი სიმფონია, მაგრამ არაფერი იქნება გადაგდებული.

მოცემულ მომენტში თქვენ შარადას წარმოადგენთ: გაფანტულ ფრაგმენტებს, რომლებიც მოკლებული არიან რაიმენაირ ლოგიკურ თანმიმდევრობას, ყოველგვარ შინაგან კავშირს. თითოეული თქვენი ფრაგმენტი სხვა ფრაგმენტებს ეომება. თქვენ ბრბოს გავხართ _ უამრავი ნოტია, მაგრამ მელოდია არ არის. ნოტებისგან შეიძლება მუსიკა დაიბადოს. სანამ ეს არ მოხდება, ტანჯვაში გაიფლანგებით.

მაშინათვე, როცა სექსუალური აქტის დროს მოხდება მედიტაცია, იმ წუთასვე გაიღება ახალი კარი. თქვენ ახალ განზომილებაში მოხვდებით, უცნობში და გაუგონარში _ უდიდეს ნეტარებაში ჩაიძირებით. რაღაც ისეთ ნეტარსა და კურთხეულს შეხვდებით, რომ სექსი მნიშვნელობას დაკარგავს, თავისთავად მოგცილდებათ. ამიერიდან თქვენი ენერგია აქეთკენ აღარ წარედინება. ენერგია ყოველთვის ნეტარებისკენ მიილტვის. იგი მიემართება სექსისკენ, რადგან ნეტარება სექსუალური კონტაქტის დროს წარმოიქმნება, მაგრამ თუ თქვენ დიდ ნეტარებას ეძებთ _ ნეტარებას, რომელიც სექსს აღვთაებრივებს* და მას აღემატება _ უფრო ღრმა, უფრო სავსე, უფრო დიად ნეტარებას, _ მაშინ ენერგია თვითონვე შეწყვეტს სექსის მიმართულებით დენას.

როდესაც სექსი მედიტაცია ხდება, ის სიყვარულისკენ იწყებს დენას; და ეს ყვავილობა არის მოძრაობა ღვთაებრივისკენ. აი რატომ არის სიყვარული ღვთაებრივი. სექსი ფიზიკურია, სიყვარული კი სულიერი. თუ სიყვარულის ყვავილი გაიშალა, ლოცვა იბადება. აქედან ღვთაებრივი ძალიან ახლოსაა. თქვენ სახლს მიუახლოვდით.

ბუნების საჩუქარი

სექსი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობაა, ბუნების მიერ ნაბოძები, რომელიც მასში მყოფთ კვლავ და კვლავ აწმყოს მომენტში გაგდებთ. ჩვეულებრივ ადამიანი არასოდეს იმყოფება აწმყოში _ გარდა იმ მომენტისა, როცა სიყვარულითაა დაკავებული. და ამ დროსაც ის აწმყოში მხოლოდ რამდენიმე წამით ხვდება. ტანტრა ამბობს, რომ ადამიანმა უნდა გაიგოს სექსი, გაერკვეს მასში. თუ სექსი ასე აუცილებელია სიცოცხლის გაჩენისთვის, ესე იგი მასში უნდა იყოს კიდევ რაღაც. ეს `კიდევ რაღაც~ წარმოადგენს ღვთაებრივის _ ღმერთის გასაღებს.

შეიძლება შევეცადოთ სექსის გაკონტროლებას, თუმცა სექსუალურობის წყალქვეშა დინება დენას გააგრძელებს და თავს სხვადასხვა სახით იჩენს.

მთელი თქვენი რაციონალიზირების მიუხედავად სექსი კვლავ და კვლავ წამოყაფს თავს. მე სექსის ტრანსცენდენტირებას არ გთავაზობთ. პირიქით: დაივიწყეთ მისი ტრანსცენდენტირების შესახებ. შედით სექსში იმდენად ღრმად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სანამ ენერგია ამ სფეროსკენ არის მიმართული, შედით მასში რაც შეიძლება ღრმად, გიყვარდეთ რაც შეიძლება ღრმად, გადააქციეთ ეს ხელოვნებად.

ეს არის ტანტრას აზრი: სიყვარულის ხელოვნებად გადაქცევა. ადამიანი, რომელსაც დახვეწილი გემოვნება აქვს, სექსში მთლიანად დანთქმისას უამრავი უნატიფესი ნიუანსის გარჩევას იწყებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრება სექსით იყო დაკავებული, მაგრამ სიამოვნება მაინც ვერ მიიღო, რამეთუ სიამოვნება ესთეკასთანაა დაკავშირებული. ის სულში დაბადებული უნაზესი მუსიკის მსგავსია.

თუ სექსს ჰარმონიამდე მიყავხართ, სიყვარული კი დაძაბულობას გიხსნით და შვებას გგვრით, თუ სიყვარული თქვენთვის იმ ენერგიის უბრალო გამოსროლა კი არაა, რომელსაც არ იცით, რა უყოთ, თუ ეს მხოლოდ შემსუბუქება კი არ არის, არამედ მოდუნება, თუ თქვენ თქვენს ქალში დუნდებით, ქალი კი დუნდება თქვენში, თუ ორიოდე წამით ან რამოდენიმე საათით თქვენ ივიწყებთ, ვინ ხართ, თუ თავდავიწყებაში ვარდებით _ მაშინ თქვენი განცდიდან უფრო წმინდა, უფრო უცოდველი და უბიწო გამოხვალთ. ასეთი განცდის შემდეგ თქვენ სხვა ტიპის არსად იქცევით _ მოშვებულ, ცენტრირებულ, ფესვმაგარ არსად.

ფროიდისა და უილიამ რაიხის დროიდან მოყოლებული, სექსი დასავლეთში სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამჟამად ხდება შემდეგი: საკმარისია ერთი დღე მაინც უსექსოდ გაატაროთ, რომ იმ წამსვე დანაშაულის გრძნობა გიჩნდებათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, როგორაც არ უნდა იქცეოდეთ, თავს დამნაშავეთ დამნაშავედ გრძნობთ. ადრე სექსით რომ იყავით დაკავებული, მაშინ გრძნობდით დანაშაულს: რატომ ვარ დაკავებული ამით? რაში მჭირდება ეს ცხოველური ინსტინქტები? როდის მოვახდენ სექსის ტრანსცენდენტირებას? როდის დადგება ყოველივე ცხოველურისგან განდგომის დღე? ახლა კი, თუ თუ ერთხელ მაინც არ მოგინდათ სექსი, დანაშაულის გრძნობა გიპყრობთ, თითქოს ისევ არასწორად იქცევით _ თქვენ ვალდებული ხართ, სექსით დაკავდეთ; ვალდებული ხართ, რაღაც აკეთოთ _ არ შეგიძლიათ ბუნებას თავის ნებაზე სიარულის ნება დართოთ.

მიზანს მხოლოდ ის აღწევს, ვინც ბუნებას მიჰყვება. არ არის აუცილებელი, უკიდურესი მიზნის მიღწევისთვის ემზადო _ ბუნებამ უკვე ყველაფერზე იზრუნა. თქვენ თესლი ხართ _ წინასწარდასახულობა. გეგმა უკვე არსებობს თქვენში _ საჭიროა მხოლოდ ბუნებას მიენდოთ. თესლის მსგავსი ხართ: მას მიწაში აგდებენ, მასში კი უკვე ჩადებულია მთელი შემდგომი განვითარების პროგრამა _ ხის მთელი აგებულება, თითოეული ფოთოლი, რომელიც ჯერ კიდევ არ გაჩენილა ქვეყნად, თითოეული ყვავილი, რომელიც ოდესმე მის ტოტებზე გაიფურჩქნება. მომავალი განვითარების მთელი გეგმა ჩადებულია თესლში _ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ბუნების ძალებს მოქმედების საშუალება მისცეთ.

თქვენ მხოლოდ კარგი ნიადაგი უნდა აირჩიოთ, უნდა მორწყათ, მოუაროთ და სასუქი შეიტანოთ _ მეტი არაფერი! არ არის საჭირო კიდევ რაიმეს კეთება. არ ღირს თესლს დავარიგოთ: წესიერად მოიქეცი! ასე ან ისე გააკეთე, ეს კი არასოდეს ქნა, თორემ შენგან ხე არ გაიზრდება~. ადამიანებს თესლისთვის მითითებების მიცემა რომ შეძლებოდათ, დედამიწაზე არც ერთი ხე არ იქნებოდა; თესლები ვერ გაიგებდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ჭკუაზე შეიშლებოდნენ. თესლი სამყაროსეულ ცნობიერებას ეყრდნობა და არა პირად ინტელექტს.

ადამიანი ღმერთად ქცევისთვისაა გაჩენილი _ არც მეტი არც ნაკლები. ადამიანი ღვთის თესლია _ ადამიანური ცნობიერება ხომ მხოლოდ დასაწყისია. ის უნდა გაიზარდოს, მიუახლოვდეს იმ წერტილს, რომელშიც ის სამყაროსეული ხდება. თქვენის მხრივ არაფრის კეთება არ არის საჭირო _ არავითარი დისციპლინა, არავითარი კრედო, დოგმა თუ რელიგია. საკმარისია ერთი ბუნება! საშ უალება უნდა მისცეთ ბუნებას, იმოქმედოს.

(`ფარული ჰარმონია~)

რასაც არ უნდა ამბობდეს, ნუ მოუსმენთ ავტორიტეტეს. უსმინეთ ბუნებას. თუ ბუნება ამბობს, სიყვარულის დრო მოვიდაო, გიყვარდეთ. თუ ბუნება ამბობს, რომ დრო დადგა განდგომისა, განდექით. ნუ მოუსმენთ ბრიყვ ფსიქოანალიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს დასავლეთიდან. როგორ უნიკალურ მოწყობილობებსაც არ უნდა ფლობდნენ ისინი, რა ინსტრუმენტებსაც არ უნდა იყენებდნენ, რამდენი ვაგინაც არ უნდა გამოიკვლიონ, მათ მაინც არაფერი იციან სიცოცხლის შესახებ.

ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ ეს დასავლელი სპეციალისტები ეროტიული სცენების ჭვრეტით ავადმყოფურ დაკმაყოფილებას იღებენ. ისინი სექსით შეპყრობილები არიან; წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ დაიწყებდა ინსტრუმენტების მეშვეობით ათასობით ვაგინის შესწავლას და იმაზე დაკვირვებას, თუ რა ხდება შიგნით, როცა ქალი სიყვარულითაა დაკავებული? ვის აინტერესებს ეს? რა სისულელეა!

ასეთი რამეები მაშინ ჩნდება, როცა ყველაფერი გაუკუღმართებულია. სწორედ მაშინ ხდებიან ჯონსონისა და კინსის მსგავსი ხალხი ექსპერტები და უმაღლესი ინსტანციები; და თუ სესუალური პრობლემები გიჩნდებათ, თქვენს მათ მიმართავთ. მე მგონი მათ ახალგაზრდობაში რაღაც გამოტოვეს, მათი სექსუალური ცხოვრება დარღვეული იყო _ სადღაც რაღაც არ ჰყოფნით და ასეთი ტრიუკების მეშვეობით სიცარიელის შევსებას ცდილობენ.

მეცნიერული ცოდნის საფარს ამოფარებულებმა რაც გნებავთ ის შეგიძლიათ აკეთოთ. დასავლელმა მეცნიერებმა ხალოვნური პენისი გამოიგონეს. სანამ ელექტროპენისი ნამდვილ ვაგინაში პულსირებს, ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა ხდება ქალის შიგნით _ ვაგინალური ორგაზმი აქვს თუ კლიტორისმიერი, რომელი ჰორმონები გამომუშავდება ამ დროს და რომლები არ მონაწილეობენ აქტში, რამდენ ხანს სეუძლია ქალს,სექსით იყოს დაკავებული და ა.შ. მეცნიერები ამტკიცებენ: სულ ბოლომდე _ ქალს შეუძლია სექსით იყოს დაკავებული სასიკვდილო სარეცელამდე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მენოპაუზის _ სადღაც ორმოცდაცხრა წლის შემდეგ ქალს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია სექსით დაკავდეს. რატომ ამბობენ ისინი ამას? იმიტომ რომ, ამტკიცებენ მეცნიერები, მანამდე ქალს დაფეხმძიმების ეშინიათ _ დაფეხმძიმების შიში მათ მუდამ თან სდევს, რადგან ვერც ერთი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალება ვერ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას.

მონოპაუზის დადგომის შემდეგ, როცა თვიურები წყდება, შიშიც ქრება და ქალი სრულ თავისუფლებას იძენს.

თუკი ეს სწავლება გავრცელდება, ქალები ნიმფომანებად გადაიქცევიან. ხანშიშესული ქალბატონები კაცებს დევნას დაუწყებენ _ საშიში ხომ აღარაფერია, თანაც ასეთი საქციელი ავტორიტეტული ხალხის მიერაა სანქციონირებული. ისინი მრთლაც ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მონოპაუზის შემდეგ ქალისთვის განცხრომის დრო დგება, თანაც ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

ისინი მამაკაცებსაც იგივეს ეუბნებიან. მონახავენ კაცს (ახლა მეცნიერები სტატისტიკურ მონაცემებს უკვე აღარ მიმართავენ), რომელიც სამოცი წლის ასაკში დღეში ხუთჯერ კავდება სექსით. ასეთი კაცი უფრო სექსუალურ მანიაკს გავს. მას აშკარად ჰორმონალური დარღვევა აქვს...

თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, სამოცი წლის ასაკში! ეს არ არის ბუნებრივი, იმიტომ, რომ რამდენადაც მე მესმის, _ და ამას მრავალი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი საკუთარი გამოცდილებით ვლაპარაკობ, _ ორმოცდაცხრა წლის ასაკისთვის ნორმალურიმამაკაცი ქალებისადმი ინტერესს კარგავს. ინტერესი როგორც მოდის, ისევე მიდის.

ყველაფერი წარმავალი უნდა წავიდეს. ის, რაც მაღლაადის, ვარდება. ზეაზიდული ტალღა იძულებულია გაქრეს. უნდა დადგეს დრო, როდესაც სექსი გვტოვებს.

მამაკაცი, რომელიც სამოცი წლის ასაკში დღეში ხუთჯერაა სექსით დაკავებული, არანორმალურიმოვლენაა. მისი სხეული არასწორად ფუნქციონირებს. მსგავსი ქცევა იმპოტენციის საპირისპირო უკიდურესობაა. არასწორია, თუ მოზარდი თოთხმეტი წლის ასაკში აგზნებას არ განიცდის ან თუთვრამეტი წლის ჭაბუკსი სურვილი არ გააჩნია _ ასეთი ახალგაზრდა სამკურნალოა. როცა სამოცი წლის მოხუცს ყოველ დღე ხუთჯერადი სექსის მოთხოვნილება აქვს, მას რაღაც არა აქვს წესრიგში. მისი სხეული შეიშალა. ის არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა. თუკი თქვენ მოცემულ წამში ცხოვრობთ ტოტალურად, მომავალზე ზრუნვის საჭიროება ქრება. სწორად ნაცხოვრებ ბავშვობას სწორი, მომწიფებული სიჭაბუკე მოაქვს _ ენერგიის აყვავებული, ცოცხალი, ბობოქარი ოკეანე. სწორედ გატარებულ სიჭაბუკეს ძალზე მოწესრიგებულ, მყუდრო და მშვიდ ცხოვრება მოაქვს. მშვიდ და აუჩქარებელ ცხოვრებას რელიგიურ ძიებამდე მივყავართ: რა არის სიცოცხლე?უბრალოდ ცხოვრება საკმარისი არ არის _ ადამიანს საიდუმლოში შეღწევა ჭირდება. მშვიდ და აუჩქარებელ ცხოვრებას მედიტაციის მომენტებამდე მიყავხართ. მედიტაციას მიყავხართ ყოველივე უნაყოფისგან _ ნაგავისგან განდგომამდე. მთელი ცხოვრება გამოუსადეგარ ხარახურად იქცევა; მხოლოდ ერთი რამ რჩება მუდამ ფასეული. ეს ერთირამ გაცნობიერებულობაა.


(`მხოლოდ ამგვარად~)

ეს თქვენი ცხოვრებაა _ იზრუნეთ მასზე! გიყვარდეთ იგი! იმეგობრეთ მასთან! მეგობრადქცეული სიცოცხლე უამრავ საიდუმლოს გაგიხსნით, იგი მიგიყვანთ იმ კარამდე, რომლისუკანაც ღმერთი გელით.

ჩახშობა

სექსუალურობის ჩახშობისას იმდენად ბევრი რამ იკარგება, რომ ადამიანი მუდმივძიებაშია: `სადღაც უნდა იყოსსიხარული,აქის არ არის...~

ღვთისმსახურებმა სექსის ბოლომდე მოსპობა ვერ მოახერხეს,მაგრამ მათ მოწამლეს იგი. სიყვარულში ჩაფლული ქალი დამამაკაცი გაორების მდგომარეობაში იმყოფებიან. გონება თეოლოგების სექსის გამკიცხავი მტკიცებულებებით აქვთ დაბინდული, სხეული კი სიყვარულს მისცემია. ვერცერთი პარტნიორი ვერ შედის სექსში ტოტალურად.

თესლის ნაადრევი ამოფრქვევა მამაკაცისთვის ფსიქოლოგიურ პრობლემას არწარმოადგენს. ესრელიგიური ავადმყოფობაა, რამეთუ გონებას ისე ეშინია, არ შესცოდოს, რომ გადაწყვეტს, რაც შეიძლება სწრაფად მოუღოს ყველაფერს ბოლო! თუ უნდა შევცოდო, ბარემ მალე მოვრჩე! მთელი პატივი და დიდება იესოს, მუჰამედს და მაჰავირას რჩებათ. ნაადრევი თესლგამოფრქვევით თქვენ ვერ იამაყებთ; ესძალიანრელიგიური რამეა. თქვენარ შეგიძლიათ ცელიბატი დაიცვათ და უბიწოება შეინარჩუნოთ,რამეთუ ბუნებას თავისი მიაქვს. მაგრამ სიყვარულში სიხარულით, თამაშით გადაშვებაც არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ გონება გამუდმებით გიმეორებთ, რომ არასწორად იქცევით.

(`უკვდავება~)

არც ერთ მამაკაცსარ უნდა, მისი პარტნიორი ქალი აქტიური იყოს _ წინააღმდეგ შემთხვევაში ის `ლედი~ ვეღარ იქნება. თვით სიტყვა `ლედი~ კარგ სექსუალურ პარტნიორს* ნიშნავს _ წყნარს, უსიტყვოს, მკვდარს: `შენ საქმეს აკეთებ და ათავებ~. თქვენ ისე ჩქარობთ, გონება ისე შეწუხებული გაქვთ, რომ არ შეგიძლიათ, ორგაზმი განიცადოთ. თესლგამოფრქვევა ჯერ კიდევ ორგაზმი არ არის. თესლგამოფრქვევა ენერგიის ფუჭი ფლანგვაა.

*ინგლისური სიტყვიდან ლაყ, რაც სლენგზე სექსუალურ პარტნიორს (უფრო ქალს) ნიშნავს.

ბუნებაში მდედრი და მამრი ერთდროულად მოძრაობენ. ისინი ორგაზმულ მდგომარეობას ერთდროულად აღწევენ _ მათთვის ხომ არავის უთქვამს, რომ სექსი ცოდვაა, ამიტომაც არსად ჩქარობენ.

გონებას ზიზღს გვრის ის, რითიც ხართ დაკავებული, ამიტომაც მიგერეკებათ, გაჩქარებთ. ქალი ნელა ხურდება. მას უფრო ნატიფი, დელიკატური აგებულება აქვს, მთელი მისი სხეული ეროგენულია. ამ გაგებით მამაკაცი ბუნებამ დაჩაგრა. მას მხოლოდგენიტალიები აქვს ეროგენული, დანარჩენი ყველაფერი სასქესო ორგანოების დანამატია.

მაგრამ ქალის სხეული ეროგენულია. სრულიად ბუნებრივია, რომ მასუფრო მეტი დრო ჭირდება იმისათვის, რომ სიხარულისგან ვიბრირებადაიწყოს, გახურდეს. იმ მომენტისთვის, როცა ქალს სურვილი იპყრობს, კაცი უკვე ხვრინავს. მანთავის სამუშაო უკვე შეასრულა და ახლა ისვენებს.

ჩემთვის ბევრ ქალს უთქვამს, რომ სექსის შემდეგ ტირის. როგორ არ იტირებ და იქვითინებ, ასეთი მამაკაცი თუ შეგხვდა? ქალი ჯერ მხოლოდ მიუახლოვდა განცდას, კაცმა კი უკვე გაათავა!

თქვენი რელიგიური სწავლებების წყალობით სექსი კაცისთვის დამაძინებელ საშუალებად იქცა. გონება ეშვება, ენერგია ხომ უკვე გამოშვებულია და უკვე აღარ აწუხებს, და მამაკაცსაც ეძინება.

მაგრამ სექსის დანიშნულება ეს არ გახლავთ. ძილის საშუალება? აფთიაქში ნებისმიერი დამაძინებელი საშუალების პოვნა შეიძლება, ამისთვის ქალი არ არის საჭირო. ქალის უძილობის წამლად გადაქცევა შეურაცმყოფელია.

სექსუალური აქტის დროს სიჩქარე რელიგიური აღზრდის შეწდეგია, რელიგია ხომ კიცხავს სექსს.

ღვთისმსახურებმა სექსის მოსპობა ვერ შეძლეს, თუმცა პროცესის მინიმუმ ამდე შემცირება კი მოახერხეს. ამიტომ, როცა შეყვარებულები სიყვარულს მიეცემიან, ორივენი სირცხვილს განიცდიან, თითქოს რაიმე ძალიან ცუდს აკეთებდნენ, ასე რომ რაც უფრო მალე დამთავრდება ყველაფერი, მით უკეთესი!

ბიოლოგიური აზრით ამგვარი სექსი სავსებით მისაღებია _ ბუნებას თქვენი ორგაზმი სულ არ ადარდებს. თუკი შეძლებთ სექსის პროცესი გაახანგრძლივოთ, გადააქციოთ იგი მედიტაციად, ლამაზ, ჩუმ ლოცვის აღვლენად ... აბაზანა მიიღეთ და შედით საძინებელ ოთახში იმ შეგრძნებით, რომ ტაძარში შედიხართ. იგი არის კიდეც სიყვარულის ტაძარი, მაგრამ ამ ტაძარში ადამიანები ჩხუბობენ, ომობენ, ბრაზდებიან, ერთმანეთს ბალიშებს ესვრიან, ყვირიან, ბღავიან; მთელი განწყობა იკარგება.

საჭიროა კეთილსურნელების ანთება, მშვიდი მუსიკის ჩართვა, ცეკვა. არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს, _ სექსი კულმინაციად, მთელი ამ თამაშის მწვერვალად უნდა იქცეს. იმედიტირეთ ერთად, დაჰყავით ხანი სიჩუმეში, იცეკვეთ. ცეკვით, სიმღერით, კეთილსურნელთა არომატით თქვენს საძინებელ ოთახში ერთობლივად შექმენით ტაძრის ატმოსფერო _ და მხოლოდ შემდეგ... საკუთარ თავს სექსს ნუ დააძალებთ; დაე ეს სპონტანურად, თავისთავად მოხდეს. თუ არაფერიც არ მოხდა, არც მაშინ ღირს ნერვიულობა _ თქვენ მედიტაციით დატკბით, სიამოვნება მიიღეთ ცეკვით, მუსიკით გაიხარეთ. ეს ყველაფერი თავისთავად მშვენიერი იყო, დაანებეთ თავი.

ჩვენი სიყვარული არ უნდა იყოს მოქმედება, ის უნდა იქცეს სპონტანურ მოვლენად, რომელმაც გაგაკვირვათ. მხოლოდ ასეთ სპონტანურობაში შეუძლია სიყვარულს ორგაზმად გადაიქცეს.

ორი ტიპის ხალხი არსებობს... ძალიან ეგოისტური ადამიანები ყოველთვის სექსის წინააღმდეგ გამოდიან; თავმდაბლებს მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მაგრამ ვინ უგდებს ყურს თავმდაბალ კაცს? თავმდაბალნი არასოდეს არაფერს ქადაგებენ, ეს ეგოისტთა ხვედრია.

მაგრამ რაშია სექსსა და ეგოს შორის კონფლიქტის არსი? საქმე ის არის, რომ სექსი თქვენი ცხოვრების იმ სფეროს განეკუთვნება, რომელშიც ეგოისტად დარჩენას ვერ შესძლებთ, რომელშიც სხვა თქვენზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თქვენი კაცი, თქვენი ქალი თქვენზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მთავარი თქვენ ხართ, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობისას სხვა დაუჯერებლად მნიშვნელოვანი მოქმედი პირი ხდება.

თქვენ იქცევით თანამგზავრად, მთავარი პლანეტის გარშემო რომ ტრიალებს; იგივე მოსდის თქვენს პარტნიორსაც. თქვენ მისთვის იქცევით ყველაფრის გულად, ცენტრად, რომლის ირგვლივაც ტრიალებს მისი ცხოვრება. ასეთია ურთიერთდანებება. ორივე ნებდება სიყვარულის ღმერთს, ორივე თავმდაბალი ხდება.

სექსი ერთადერთი ენერგიაა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვიგრძნოთ, რომ რაღაც ისეთი, რაც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. შეიძლება აკონტროლო ფული, პოლიტიკა, სამრეწველო ბაზარი, ცოდნა, მეცნიერება, მორალი, სექსს კი სულ სხვა სამყაროში მიყავხართ... აქ თქვენ ვერაფერს გააკონტროლებთ.

ეგო უდიდესი მაკონტროლებელია. ის ბედნიერია, თუ სიტუაციის კონტროლი ძალუძს და უბედურდება, თუკი რაიმე მის კონტროლს არ ექვემდებარება. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი სექსსა და ეგოს შორის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ბრძოლას ეგო ვერასოდეს მოიგებს, რამეთუ იგი ზედაპირულია, სექსს კი ღრმად აქვს ფესვები გამდგარი. სექსი თქვენი სიცოცხლეა. ეგო მხოლოდ და მხოლოდ გონებაა, თქვენი თავი. სექსი მთელს თქვენს არსებაშია გამჯდარი, ეგო კი მხოლოდ თქვენს იდეებში _ ზედაპირულად, მხოლოდ თავში.

ბევრი კაცი ამბობს, რომ ქალების ეშინია, ქალები კი კაცების წინაშე მათ შიშზე ლაპარაკობენ. ადამიანი შიშის გარეშე იბადება. ასე რომ არ იყოს, ვერცერთი კაცი ვერ შეძლებდა ქალთან სექსუალურ კონტაქტში შესვლას, და ვერც რომელიმე ქალი შეძლებდა ახალი სიცოცხლის ჩასახვას, რადგან ეს მხოლოდ მამაკაცის მონაწილეობით არის შესაძლებელი.

სულ თავიდან თქვენ არაფრის გეშინოდათ. ბევშვი უშიშარი იბადება. შემდეგ ჩვენ მას ვასწავლით შიშს, მისივე გონების განპირობების გზით.

აუცილებელია თავიდან მოვიშოროთ ეს თამაშები. ქცევის ასეთმა მოდელმა ადამიანი ნევრასთენიკად აქცია. ადამიანები მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან _ ცოლები და ქმრები ერთმანეთს ეძებენ. ოჯოხურ წყვილებს ვერ გაუგიათ, რატომ მტრობენ ერთმანეთს, რატომ მოაქვს ურთიერთობებს მხოლოდ წყენა და იმედის გაცრუება.

რატომ ხდება ასე? თქვენ მოგწამლეს, ახლა კი გმართებთ, შეგნებულად მოიშოროთ ძველი განპირობებულობა. თუ ასე არ მოხდა, შიში თქვენთან დარჩება.

არაფერია საშიში კაცში ან ქალში. ისინი ისეთები არიან, როგორიც თქვენ ხართ, _ ისევე სჭირდებათ სიყვარული და ისევე ესწრაფივიან თქვენთან გამთლიანებას, როგორც, თქვენ. ისინი თქვენს ცხოვრებაში მონაწილეობას ელტვიან და უნდათ, რომ ვინმემ მათ საკუთარ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა _ რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს ერთმანეთის ცხოვრებაში, ხომ უფრო მეტი სიხარული მოაქვს ამას. ადამიანები ძალზე სევდიანები ჩანან. ისინი ძალიან მარტონი არიან.

მაშინაც კი, როცა ხალხში არიან, ადამიანები ეულნი რჩებიან, იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს ეშინია ყველასი. მაშჭინაც კი, როცა სხვების გვერდით ვზივართ, ჩვენ თავს ვიკავებთ, ისე ძლიერ ვიკავებთ, რომ ჩვენი სხეული ქვასავით ხევდება. ადამიანი ჯავშნითაა შებორკილი, მთელი მისი არსება გაუმტარი დამცავი ფენითაა დაფარული. ამიტომ, მაშინაც კი, როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ნამდვილი შეხვედრა არ ხდება. ადამიანები ერთმანეთს ხელს ართმევენ, მაგრამ ხელის გულები ცივი აქვთ _ მათში არ გაედინება სიყვარული. ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან, ძვლებს ჭახა-ჭუხი გააქვთ, მაგრამ გული სადღაც ძალიან შორს არის.

ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული უდიდესი მოთხოვნილებაა _ ისეთივე აუცილებლობა, როგორიც საჭმელი. საჭმელი უმდაბლესი მოთხოვნილებაა, სიყვარული _ უმაღლესი. სიყვარული უმაღლესი ფასეულობაა.

სამყაროს გასაუმჯობესებლად აუცილებელია ბავშვებს ერთმანეთის სიყვარული ვასწავლოთ. გოგოები და ბიჭები არ უნდა გავაცალკევოთ. არავითარი დაყოფა _ საპირისპირო სქესისადმი არავითარი ზიზღი არ უნდა ჩავუნერგოთ. რატომ წარმოიშვა ასეთი მტრული მიღებლობა? _ სექსისადმი უზარმაზარი შიშისგან. საზოგადოება სექსს არ იღებს. ამაშია მთელი პრობლემა: თუკი სექსი არ არის მიღებული, ბავშვები დაცალკევებულად უნდა გაიზარდონ. კაცობრიობა დაიტანჯება, სანამ სექსს თავის ცხოვრების ბუნებრივ ფენომენად არ მიიღებს. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მთელი პრობლემა სექსის გაკიცხვის შედეგად წარმოიშვა.

შეიცადეთ გაიგოთ ფსიქოლოგიის უბრალო კანონი: თუკი რაღაც მძაფრად უარიყოფა, ის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თვით უარყოფის ფაქტი სძენს მას დიდ მნიშვნელობას. სექსი აკვიატებული აზრის სახეს იღებს. გოგოები და ბიჭები ოც წლამდე ცალ-ცალკე ჰყავთ, რის შედეგადაც ისინი ვეღარაფერზე ფიქრობენ, გარდა თავისივე საპირისპირო მხარისა.

ანტისექსუალური სწავლების ოცწლიანი წრთვნა გონებას შეპყრობილს, წინდაწინ ამოჩემებული ცუდი აზრებით სავსეს ხდის, აქედან ჩნდება ყველა სახის გარყვნილება... ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა; ადამიანები იძირებიან ფანტაზიებში, ჩნდება პორნოგრაფია _ ყველაფერი ჩვენს მიერ ჩადენილი სისულელეების შედეგად იბადება. თქვენ გსურთ პორნოგრაფია აღკვეთოთ? _ მისი გავრცელების შეჩერება შეუძლებელია, რადგან ამის ხელსაყრელი პირობები თქვენ თვითონ შექმენით.

გოგოები და ბიჭები ერთად რომ იზრდებოდნენ, შიშველი ნატურის ფოტოებს არავინ დაუწყებდა თვალიერებას. თქვენ რომ `პლეიბოი~ ინდოეთის იმ ხალხებს აჩვენოთ, ცხოვრებაში ტანსაცმელი რომ არ ჩაუცვამთ, გაეცინებათ. მე ვცხოვრობდი მათთან, ველაპარაკებოდი მათ და ისინი იცინოდნენ. თვალებს არ უჯერებდნენ და მეკითხებოდნენ: `რა არის ეს?~ ისინი შიშვლები ცხოვრობენ, ამიტომ მათთვის ცნობილია, როგორ გამოიყურება ქალი, როგორ კი _ კაცი. შიშველი ადამიანის ფოტოსურათი მათ ახალს არაფერს ეუბნება. \

პორნოგრაფია თქვენმა ღვთისმსახურებმა შექმნეს; ისინი არიან მისი საფუძველი და დასაყრდენი.

ადამიანები ჩემს წინააღმდეგ არიან მომართული, იმიტომ, რომ მე ვასწავლი, როგორ უნდა უყვარდეთ. მე მყვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ სიყვარული ლოცვად. მე ვლაპარაკობ იმაზე, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ისე ღრმად, რომ თვით სიყვარული იქცეს თქვენს ლოცვად... რომ ერთხელაც თქვენი ქალი გაქრეს, მის ადგილას კი გაჩნდეს ღმერთი, რომ გაქრეს კაცი, მისი ადგილი კი ღვთაებრივმა დაიკავოს; რომ ერთხელაც უღრმეს ერთიანობაში, ღრმა ორგაზმულ განცდაში, ექსტაზში, წამით ორივე პარტნიორი გაქრეს და მათ ნაცვლად ღმერთი გამოჩნდეს.

ასეწლეულების მანძილზე თქვენ სექსის წინააღმდეგ განგაწყობდნენ, რამაც მხოლოდ მხოლოდ სექსუალურობის გაშზლიერებამდე მიგიყვანათ. საჭიროა გავერკვეთ ამ პარადოქსში. თუ გსურთ მე გამიგოთ, ეს პარადოქსი ძალზე ღრმა დონეზე უნდა გააცნობიეროთ... სექსით შეპყრობილებად თქვენ სწორედ სექსის უარყოფამ გაქციათ.

თქვენი პათოლოგიური დაინტერესება სექსით ჩახშობის შედეგია. საკმარისია მხოლოდ ჩახშობა მოვხსნათ, რომ ინტერესიც გაქრება. დარჩება ბუნებრივი გრძნობა, რომელიც არც აკვიატებული აზრია და არც პათოლოგია. ყველაფერი, რაც ბუნებრივია, კარგია. პრობლემა არსებობს; ის შექმნეს ღვთისმსახურებმა, პოლიტიკოსებმა, ეგრედწოდებულმა მაჰატმებმა*. ისინი ბოროტმოქმედები არიან. ისინი კვლავ განაგრძობენ მდგომარეობის დაძაბვას და მიაჩნიათ, რომ კაცობრიობრიობას სექსის საზღვრებს გარეთ გასვლაში ეხმარებიან. მაგრამ ეს ასე არ არის! კაცობრიობას მთელს ამ სიგიჟეში სწორედ ისინი ითრევენ.

ადამიანები ჭრილობებისგან იტანჯებიან. სექსი მოუშუშებელ იარად იქცა, რომელიც განკურნებას საჭიროებს. არ დაგავიწყდეთ, რომ არ ღირს ქალების ან კაცების გეშინოდეთ. თქვენ ყველანი ერთმანეთის მსგავსნი ხართ, ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ღმერთი. ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ ერთმანეთის სიყვარულს. თვენ უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს _ ეს ხომ ღმერთთან მიახლოების ერთადერთი საშუალებაა. სიყვარული ოირდაპირი გზაა ღმერთისკენ, გაცნობიერებულობა _ კიდევ ერთი გზა.

აღმოსავლეთი გაცნობიერებულობის გზას მიყვებოდა და ცალმხრივი გახდა. დასავლეთი სიყვარულის გზას მისდევდა და ისიც ცალმხრივი გახდა. მე ერთსაც გასწავლით და მეორესაც: მოყვარულ სიფხიზლეს, გაცნობიერებულ სიყვარულს. ამ მეთოდებისა მეშვეობით თქვენ ინტეგრირებული პიროვნება გახდებით.


(`საიდუმლო საიდუმლოთა~, ტ. 2, თავი მეათე)
შემწყნარებლობა

ყოველთვის უნდა გვახსაოვდეს, რომ თუ სიფხიზლე მოდუნდა, თქვენ შეიძლება უბრალოდ თქვენი სექსუალურობის რაციონალიზირება მოახდინოთ და თან გჯეროდეთ, რომ ტანტრათი ხართ დაკავებული. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა სექსი, მოწოდებული ტანტრას ტერმინებით.

ტანტრას რომ გაუცნობიერებლად ვესწრაფოთ, ის შეიძლება ჩვეულებრივ სექსად იქცეს. სწორედ ასე მოხდა ინდოეთში, ტანტრას სამშობლოში. ინდოეთის ყველა ტანტრისტული სკოლა ადრე თუ გვიან სექსუალური ორგიებამდე ეცემოდნენ. ძალიან ძნელია დარჩე გამცნობიერებელი... თითქმის შეუძლებელია. თუ სულ თავიდანვე სწავლებამ ძალზე ღრმად ვერ შემოაღწია თქვენში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ თქვენივე თავის მოტყუებას დაიწყებთ.

ტანტრა ნებისმიერ წამს შეიძლება შენიღბულ სექსუალურობად იქცეს. ტანტრას საფარველქვეშ შეიძლება არაფერი არ აღმოჩნდეს, გარდა სექსუალურობისა. და მაშინ ეს საშიშია, ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ჩვეულებრივი სექსი _ ჩვეულებრივი სექსი პატიოსანი მაინცაა _ თქვენ თავს მაინც არ იტყუებთ და რაღაც უფრო მეტზე არ გაქვთ პრეტენზია; მაგრამ ტანტრა შეიძლება სახიფათო გახდეს... თქვენ თავს უკატუნებთ, თითქოს ეს რაღაც უფრო ამაღლებულია, რაღაც ზეადამიანური, რაღაც იმქვეყნიური. ყოველთვის გახსოვდეთ ასეთი შესაძლებლობის შესახებ! აუცილებელია უდიდესი გაცნობიერებულობა.

(`ღვთაებრივი მელოდია~)

შექსი ზოგჯერ ცხოველურია _ ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი. ის შეიძლება ცხოველურ დონეზე უფრო მაღლა ავიდეს _ იქცეს სიყვარულად, ლოცვად. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. სექსი, როგორც ასეთი, ფიქსირებული მოცემულობა არ გახლავთ; იგი მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა. შეიძლება ისე დაკავდეთ სექსით, როგორც მოგესურვებათ. ამაშია ტანტრას გზავნილის არსი... სექსი შეიძლება სამადჰი გახდეს. ასეთია ტანტრას ხედვა: სექსმა შეიძლება სამადჰიმდე მიგიყვანოთ, სექსის მეშვეობით შეიძლება თქვენში უკიდურესი ექსტაზი შემოვიდეს. სექსი შეიძლება თქვენსა და უზენაესს შორის ხიდად გამოდგეს.

გაცნობიერებულობა

გაცნობიერებულობა _ აი გზა. არც წააქეზო და არც განუდგე, არამედ იყო გამცნობიერებელი. აკეთეთ, რასაც აკეთებთ, ოღონდ იმის სრული გაცნობიერებით, რაც ხდება. თუკი ვნება გიპყრობთ, შედით მასში სრული ცნობიერებით და მაშინ ვენება მთლიანად, ხარისხობრივად შეიცვლება და ლოცვად გადაიქცევა. ასეთ ხარისხს აღმოსავლეთში ტანტრას ვეძახით. სექსი უკვე აღარ არის სექსი _ ის აღარ არის სექსუალური. თუკი ვნებაში შესვლა ცნობიერია, იცვლება თვით ვნების ხარისხი. ეს უკვე ფიზიკური შვება კი არ არის, არამედ სიცოცხლის უფრო ღრმა განცდა.

ტანტრისტული განცდა ნიშნავს, რომ არ არსებობს არც Dჩახშობა და არც წაქეზება.

ტანტრისტული მიდგომის განხორციელება მხოლოდ მედიტაციაში ღრმად დანთქმით არისწ შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის ტანტრა.

მხოლოდ მაშინ ხდებით ძალიან, ძალიან ჩუმი, უსიტყვო, ფხიზელი და შესაძლებელი ხდება ტანტრაში შეღწევა. სხვანაირად ტანტრა მხოლოდ თქვენი ჟინის წაქეზება, ახირების გამართლება იქნება, გამოწყობილი ახალ, ასერიგად რელიგიურ ტანისამოსში. ახალი სახელი ცვლილებას არ მოიტანს, ცვლილებას თვით თქვენი არსება ითხოვს. ტანტრისტული სექსი არ გახლავთ სექსი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით _ ეს მედიტაციაა.

მედიტაციამ თქვენი ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მედიტაციურად აკეთეთ.

იარეთ მედიტაციურად, ჭამეთ მედიტაციურად.

თუ სიყვარულს მისცემიხართ, მედიტაციურად მიეცით მას თავი.

მედიტაცია თქვენს ცხოვრებად უნდა იქცეს, დღეღამის ოცდაოთხივე საათი მას უნდა ეკავოს; მხოლოდ მაშინ გახვალთ სექსის საზღვრებს, სხეულის საზღვრებს, გონების შეზღუდულობის მიღმა. პირველად შეიცნობთ ღვთაებრივს, ექსტაზს, ნეტარებას, ჭეშმარიტებას, განთავისუფლებას.

(`დჰამაპადა~, ტ. 10)

მიღება

სანამ ტანტრა მთელი თქვენი გონების საფუძვლად არ იქცევა, მთლიანობას ვერ შეიძენთ, რადგან არცერთი სხვა მსოფლმხედველობითი სისტემა ადამიანს მთელი მის ტოტალურობაში არ აღიქვამს.

ეხებით როდესმე თქვენს სხეულს?

გიგრძვნიათ ოდესმე თქვენი სხეული... ან ისეთძი შეგრძნება თუ დაგუფლებიათ, თითქოს რაღაც მკვდარში ხართ გამომწყვდეული?

ასეთი რამ ხდება: ადამიანები თითქმის გაყინულნი არიან; საკუთარ სხეულს ატარებენ, როგორც კარკასს _ მძიმეს, ხელისშემშლელს, სინამდვილესთან ურთიერთქმედებაში შესვლის საშუალების არმომცემს...

სხეულისმიერ ელექტრობას დინების საშუალება რომ მისცეთ _ ფეხის თითებიდან თავისკენ დენის საშუალება _ რომ გაანთავისუფლოთ ენერგეტიკული ნაკადი, _ ბიოენერგია, _ სხეულის შეგრძნებას შეწყვეტთ და მდინარედ იქცევით.

თავს უსხეულო არსებად იგრძნობთ. უსხეულო არსებად მაშინ იქცევით, როცა საკუთარ სხულთან ომს შეწყვეტთ. თუკი ბრძოლა მიმდინარეობს, სხეული ტვირთად იქცევა. თუკი სხეული ტვირთად გექცათ, ღვთაებრივს ვერასდროს მიაღწევთ.

სხეული უწონადად უნდა იქცეს, რათა დედამიწის ზურგზე ლამის ფრენა-ფრენით დადიოდეთ _ ასეთია სიარულის ტანტრისტული მეთოდი _ ისეთი მსუბუქი ხართ, რომ მიზიდულობის კანონი თქვენთვის აღარ არსებობს და შეგიძლიათ იფრინოთ.

ასეთია შედეგი დიადი მიღებისა. საკუთარი სხეულის მიღება ძალიან გაგიძნელდებათ. თქვენ მას კიცხავთ და მუდამ რაღაც ნაკლს პოულობთ მასში. არასოდეს არ ამართლებთ, არ გიყვართ იგი და რაღაც სასწაულს ელით... რომ მოვა ვიღაც და თქვენს სხეულს შეიყვარებს.

თუკი თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ საკუთარი სხეული, როგორღა აპირებთ ისეთი ვინმეს პოვნას, ვინც მის შეიყვარებას მოახერხებს?

თუკი თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ, სხვა არავინ შეიყვარებს, რადგან თქვენი ვიბრაციები თქვენს ირგვლივ მყოფთ შეაფერხებს და შეაკავებს.

მხოლოდ ისინი ყყვარდებათ, ვისაც თავისი თავი უყვარს, მაგრამ არასოდეს არ ხდება პირიქით.

ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ _ მხოლოდ ამ ცენტრიდან შეიძლება წარმოიშვას სიყვარულის სხვა ფორმები.

ასეთია ტანტრას ფუნდამენტური სწავლება; იგი ამტკიცებს, რომ თქვენ უკვე სრულქმნილი ხართ. არცერთი სხვა სწავლება, არცერთი სხვა ფილოსოფია ამას არ ამბობს. სხვა კონცეფციები თქვენს მიერ რაღაცის მიღწევის აუცილებლობას გთავაზობენ; თქვენ უნდა იაროთ, იბრძოლოთ, ბევრი რამის ჩადენა მოგიწევთ, წინ კი რთული და სახიფათო გზა გიდევთ; ძალიან, ძალიან იშვიათად თუ მიაღწევს ხოლმე ვინმე მიზანს ამ გზით _ ასე ხომ მიზანი ძალიან შორია. მილიონობით სიცოცხლის მანძილზე ადამიანი მცდელობას არ აკლებს და მხოლოდ შემდეგ თუ მიაღწევს; სრულყოფილებას უნდა მიაღწიო.

ტანტრა ამტკიცებს, რომ სწორედ ამიტომაც ვერ აღწევთ.

საჭირო არ არის სრულყოფილების მიღწევა. საჭიროა მხოლოდ გაიგოთ, რომ ის უკვე აქ არის.

მსოფლიოს ყველა რელიგია, ტანტრას გარდა, გაორებულ პიროვნებებს ბადებდა.

მსოფლიოს ყველა რელიგია, ტანტრას გარდა, შიზოფრენიის აღმოცენებას უწყობდნენ ხელს. მათ დაყვეს ადამიანი. მათ შექმნეს თქვენში რაღაც `ცუდი~ და რაღაც `კარგი~. ისინი ამტკიცებენ, რომ რომ კარგს უნდა მიაღწიოთ, ცუდი კი უნდა განაგდოთ, ეშმაკი უნდა განაგდოთ, ღმერთი კი მიიღოთ. მათ თქვენში შექმნეს შინაგანი დაყოფა, შინაგანი ორთაბრძოლა. თქვენ გამუდმებით თან გდევთ დანაშაულის გრძნობა, რადგან როგორ უნდა მოსპოთ საკუთარი შეზღუდული, განუვითარებელი ნაწილი? ის უნდა გაკიცხოთ, დაარრქვათ `ცუდი~, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არსად არ მიგიყვანთ.

როგორ უნდა მოსპო, გაანადგურო შენივე თავის ნაწილი? ის თქვენ არ შეგიქმნიათ. ის თქნენ მიიღეთ, როგორც მოცემულობა.

თქვენშია ბრაზი, სექსი, სიხარბე _ ისინ თქვენ არ შეგიქმნიათ; ეს ისეთივე სიცოცხლის ისეთივე რეალიებია, როგორიც თვალები ან ხელები. შეიძლება მათ სხვადასხვანაირი სახელები მოუგონოთ, მახინჯი ან მშვენიერი უწოდოთ, მაგრამ მათი მოკვლა შეუძლებელია. შეუძლება არსებობიდან რაიმე ამოიღოთ, ვერაფერი ვერ განადგურდება. ტანტრა ამბობს, რომ შესაძლებელია ტრანსფორმაცია... მაგრამ განადგურება? _ შეუძლებელია.

ტრანსფორმაცია მთელი შენი არსების ტოტალური მიღებით ხდება. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ყველაფერი თავის ადგილზე დგება; მიღებული ხდება და ტრანსფორმირდება ბრაზიც და სიხარბეც. მაშინ, ყოველგვარი მცდელობის გარეშე ჩამოიჭრათ თქვენი არსის რომელიმე ნაწილი, მთელი თქვენი არსება გარდაიქმნება.

თუკი ადამიანი საკუთარ თავს იღებს და `ჰო~-ს ეუბნება, ხდება გარდაქმნა და შფოთისა და უწესრიგობის ადგილზე წარმოიქმნება ახალი მელოდია, იბადება ახალი ჰარმონია.

თუკი ღამის ყველაზე ბნელ დროს შეგიძლიათ იხილოთ განთიადი, ესეიგი მშვენიერება არსებობს, ესეიგი თქვენ მიაღწიეთ. თუკი შეგიძლიათ უმდაბლესში უმაღლესი დაინახოთ, ესეიგი ჯოჯოხეთშიც კი სამოთხის შექმნის ძალა შეგწევთ, ესეიგი თქვენ შეიცანით ცხოვრების ხელოვნება. ტანტრა ლამობს გადაგაქციოთ ცხოვრების მხატვრად _ არა სიცოცხლის უარმყოფლად, არამედ მის ტოტალურად მიმღებად.

რომანტიული სიყვარული

სექსი სიყვარულის გარეშე უბადრუკია. ის მხოლოდ ფიზიკურ განმუხტვას გაძლევთ. შეიძლება შეეჩვიო ასეთ სექსს, მაგრამ ურთიერთობაში შესვლის გარეშე სიამოვნებას ვერ იღებთ. რაღაც მოუსვენრობას გრძნობთ, მაგრამ სექსუალურ კონტაქტში შესვლით თქვენ ვერაფერს იღებთ.

სწორედ ასე ხდება დასავლეთში. ადამიანები სექსის საზღვრებს მიღმა გადიან, მაგრამ არა სიყვარულში და და თანაგრძნობაში _ საზღვრებს მიღმა ხომ მხოლოდ ის არსებობს, რაც შიგნითაც არის; ადამიანები სექსის საზღვრებს მიღმა ნეგატიური გზით გადიან. სექსი აბსურდად იქცევა. დასავლეთმა ბოლო მოუღო სექსს.

ახლა დასავლეთი რაღაც სხვას ეძებს. სწორედ ამიტომ შეიძინა ნარკოტიკებმა ასეთი დიდი მნიშვნელობა. სექსს ბოლო მოუღეს, არადა სწორედ სექსი იყო უძველთაძველესი ნარკოტიკი _ ბუნებრივი `ელესდე~. ახლა კი, როცა მას ბოლო მოღეს, ადამიანებმა აღარ იციან, რა აკეთონ.

სანამ სექსი უფრო ღრმა არ გახდება და სიყვარულად არ ტრანსფორმირდება, გამოსავალს ვერ იპოვიან: თავიანთი უმწეობის გამო ადამიანები იძულებულები იქნებიან, ნარკოტიკებს მიმართონ. ზიზღსაც რომ გვრიდეთ თვით ფიქრი ასეთ გამოსავალზე, მათ სხვა მაინც არაფერი დარჩენით _ სექსს ხომ ბოლო მოუღეს. სექსს ბოლო მოუღეს და მისი საქმე დამთავრებულია არა იმიტომ, რომ ის უსარგებლო გახდა, არამედ იმის შედეგად, რომ ადამიანები მას ზედაპირულად განიცდიდნენ და არ აღწევდნენ თვით მოქმედის მისტერიაში.

ყველაზე დიდი, რაც ცნობილია კაცობრიობისთვის, ის არის, რასაც რომანტიულ სიყვარულს უწოდებენ, მაგრამ არც ეს არის სიყვარული; ეს მხოლოდ და მხოლოდ დათრგუნული სექსია. როცა სექსუალური კონტაქტის წარმოქმნის შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ დათრგუნული ენერგია რომანტიული ურთიერთობების ფორმას იძენს. დათრგუნული ენერგია ინტელექტუალური გახდება, თავისკენ წავა. როცა სექსი გენიტალიებიდან თავისკენ მიდის, ის რომანტიკად გადაიქცევა ხოლმე.

რომანტიული სიყვარული ნამდვილი სიყვარული არ არის, ეს ყალბი მონეტაა, ნაყალბევია. ეს იგივე სექსია, ოღონდ ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას მოკლებული. წარსულ საუკუნეებში ბევრნი განიცდიდნენ პლატონურ სიყვარულს, რადგან სექსუალური კონტაქტები საკმაოდ ერთობ შეზღუდული იყო.

საზოგადოება სექსის გზაზე უამრავ დაბრკოლებას ქმნიდა. სექსი იმდენად ძნელადმისაღწევი გახდა, რომ ადამიანები იძულებული ხდებოდნენ ჩაეხშოთ იგი. ეს ჩახშობილი ენერგია თავისკენ ასვლას იწყებდა, გამოსავალს პოულობდა პოეზიაში, მხატვრობაში, ხელოვნებაში და მშვენიერ ოცნებებს ბადებდა.

ფროიდის წყალობით დასავლეთში დიადი გადატრიალება მოხდა.

სექსუალურმა რევოლუციამ სექსუალური ენერგიის დაანგრია ყველანირი დაბრკოლება, აკრძალვა და სექსუალური ენერგიის ჩახშობა. ახლა სექსი უკვე ადვილად ხელმისაწვდომია, ამის პრობლემა აღარ არსებობს. სექსი იმაზე იფრო ხელმისაწვდომიც კი გახდა, ვიდრე ეს ადამიანს სჭირდება, და ამან წარმოშვა ახალი პრობლემა. გაქრა სიყვარულის რომანტიკა. ახლა დასავლეთში უკვე აღარ ქმნიან რომანტიულ ნაწარმოებებს. ვინღა დაიწყებს სატრფოსთვის ლექსების წერას? სექსის ასეთი ადვილადმისაწვდომობის პირობებში ვინღა დაიწყებს მასზე ოცნებას? ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს.

რომანტიული სიყვარული ფიზიკური სექსის მეორე, მხარეა _ თუმცა დათრგუნული მხარე. ეს არ არის სიყვარული. ის, რასაც სექსს, სექსუალურობას უწოდებენ და რომანტიული სიყვარული _ ორივე არაჯანსაღი ვითარების გამოვლინებას წარმოადგენს.

სიყვარული _ ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა. სიყვარული ჯანსაღი მოვლენაა. სექსუალურობაში მხოლოდ სხეულია ჩართული, რომანტიულ სიყვარულში _ მხოლოდ თავი. ერთიც და მეორეც ნაკლულია, არასრულფასოვანი.

სიყვარულში სხეული და გონება ერთმანეთს ხვდებიან... და თქვენ უფრო მთლიანი ხდებით. თქვენ ადამიანი გიყვართ, სექსი კი წარმოიქმნება, როგორც ამ სიყვარულის ანარეკლი, ჩრდილი _ და არა პირიქით. თქვენ ისე ძლიერ გიყვართ ადამიანი, თქვენი ენერგიები ისე ღრმად აღწევენ პარტნიორში, ისე კარგად გრძნობთ თავს ერთად, რომ თვით მასთან ერთად ყოფნასაც კი თქვენთვის რეალიზაცია მოქვს, გავსებთ, მთლიანს გხდით.

ცენტრი სიყვარულია და არა სექსი; სექსი პერიფერიაა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ თქვენ გსურთ ფიზიკურ სიბრტყეზეც შეხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის. სექსი აკვიატებული აზრი კი არ ხდება, არამედ ენერგიის გაზიარების შესაძლებლობა.

სიყვარული _ ეს ჰარმონიაა. უყვართ არა მხოლოდ სხვისი ტანი, არამედ მთელი მისი არსება, თვით მისი ახლოს ყოფნა. სიყვარულში სხვა არ გამოიყენება, როგორც საშუალება, დაძაბულობის მოხსნის საშუალება. თქვენ თვით ადამიანი გიყვართ. სხვა არ წარმოადგენს თქვენთვის საშუალებას, ხელსაწყოს, არამედ ფასეულია თავისთავად.

დაიწყეთ იმით, რაც გაქვთ.

სექსი _ ეს რაღაც არნახულად ფასეული რამ არის, რამეთუ თქვენ მის შედეგად გაჩნდით, რამეთუ მისით ტკბება მთლიანად არსებობა, რამეთუ თავად არსებობა სექსუალურია. უფალმა აირჩია სექსი სამყაროში მისი დასწრების საშუალებად, მიუხედავად ქრისტიანების სულელური მტკიცებისა, რომ იესო ვითომდა ქალწულისაგან იშვა. ისინი თავს იკატუნებენ, თითქოს სექსს იესოს დაბადებასთან არავითარი საერთო არ ჰქონია. ისინი ისეთ ძლიერ შიშს განიცდიან სექსის მიმართ, რომ უმანკო ჩასახების ისტორიის მსგავს არაკებს იგონებენ. საწყალი მარიამი; უდაოა ის, რომ მარიამი უმანკო იყო სულიერად, თუმცა შეუძლებელია მოხვიდე სიცოცხლეში იმ ენერგიასთან შეუხებლად, რომლადაც სექსი გვევლინება. სხვა კანონები სხეულისთვის უცნობია.

ბუნება ყოვლისმომცველია... გამონაკლისების მას არ სჯერა და მათ არ უშვებს. ადამიანი სექსუალური კონტაქტის შედეგად იბადება, ის სექსუალური ენერგიითაა სავსე. მაგრამ ეს საბოლოო მიზანი არ არის; ეს მხოლოდ დასაწყისია. სექსი დასაწყისია, მაგრამ არა ბოლო.

(`სატრფო~, ტ.1)



სექსი ერთადერთი ენერგიაა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ.

ენერგია შეიძლება ტრანსფორმირდეს, ის შეიძლება უმაღლეს ენერგიად იქცეს.

რაც უფრო მაღლა იწევს იგი, მით უფრო ნაკლები სექსუალურობა რჩება მასში.

სულ მაღლა ის სიყვარულად და თანაგრძნობად იქცევა. მის უკიდურეს გაფურჩქვნას შეიძლება ღვთაებრივი ენერგია ვუწოდოთ, მაგრამ ფუძედ რჩება სექსი.

ამიტომ ჯერ ენერგიის ქვედა ფენაა განლაგებული _ სექსი, მწვერვალად კი ღმერთი გვევლინება.

თუმცა-ღა ეს ერთი და იგივე ენერგიაა.

სიყვარული უნდა ამაღლდეს _ განთავისუფლდეს ავხორცობის ტყვეობიდან.

ვნებისგან გაქცევით თქვენ თვით სიყვარულის აღმოცენების შესაძლებლობას გაურბიხართ.

მართალია _ სიყვარული ავხორცობა არ არის. ისიც მართალია, რომ ვნების გარეშე სიყვარული შეუძლებელია.

სიყვარული ვნებაზე მაღლა დგას, მაგრამ, ვნების ბოლომდე განადგურებით თქვენ ყვავილს ტალახიდან ამოსვლის საშუალებას არ მისცემთ.

სიყვარული ლოტოსს ჰგავს, ვნება კი _ ფსკერის შლამს, საიდანაც ის ამოიზრდება.

გახსოვდეთ ეს, სხვანაირად ვერასოდეს მიაღწევთ სიყვარულს.

უკეთეს შემთხვევაში თქვენ თავს მოიკატუნებთ, თითქოს ვნების ტრანსცენდენტირება მოახდინეთ.

სიყვარულის გარეშე ავხორცობის ტრანსცენდენტირება არავის ძალუძს. ასე მხოლოდ მისი დათრგუნვაა შესაძლებელი.

დათრგუნული ვნება ხდება უფრო საშიში, სასიკვდილო. აღწევს რა ყველა თქვენს სისტემაში, ის ხდება მომწამვლელი, დამანგრეველი.

ვნება, ტრანსფორმირებული სიყვარულად, ნათელს, ნათებას გძენთ. ჩნდება სიმსუბუქის, ფარფატის შეგრძნება. ზურგზე ფრთები გესხმებათ.

(`სატრფო~, ტ. 1)

სადაც არ უნდა იყოთ, ნუ შეგეშინდებათ.

ასეთია ტანტრას გზავნილი: სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ნუ შეგეშინდებათ.

მხოლოდ ერთი რამ განაგდეთ _ შიში.
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ერთი რამის _ შიშის.

მოიკრიბეთ მთელი თქვენი გამბედაობა და უშიშრად შეხედეთ რეალობას, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

თუკი ქურდი ხართ, თვალი გაუსწორეთ ამას.

თუ ბოროტი ადამიანი ხართ, თვალი გაუსწორეთ ამას.

თუ ძუნწი ხართ, თვალი გაუსწორეთ ამას.

ვინც არ უნდა იყოთ, თვალი გაუსწორეთ ამას.

ნურაფერს გაექცევით.

დააკვირდით, იცხოვრეთ იმით, რაც არის.

თუკი შეგიძლიათ სიძუნწეში, სიბრაზეში, ეჭვიანობაში გახელილი თვალებით შესვლა, თქვენ განთავისუფლდებით მათგან.

ყველაფერ ამას გპირდებათ ტანტრა. ჭეშმარიტებას ძალუძს გათავისუფლება. ცოდნას ძალუძს გათავისუფლება. ცოდნა არის თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, _ სულერთია თავს ითრგუნავთ თუ აქეზებთ, _ შედეგი ერთი და იგივე იქნება.

განრისხების ჟამს დაკვირვებული გახდით და თქვენ გაოცდებით, აღმოაჩენთ რა, რომ დაკვირვებულობის გამოჩენით რისხვა აორთქლდა, შეუძლებელი გახდა.

ენერგიამ, რომელიც მზად იყო მრისხანებად გადმოფრქვეულიყო, თავისი ნათელით მთელი თქვენი არსება გაანათა. იგი თქვენს აურად, გარშემორტყმულ ნათელად იქცა _ იგივე ენერგია. გავარვარებული ნახშირი, მხურვალება რომ აღარ არის, ის სინათლედ იქცევა.

ნუთუ არ გესმით? მხურვალება და სინათლე ერთნი არიან. სიმხურვალე სინათლედ გადაიქცევა. სიბრაზე _ ეს სიმხურვალეა. შეიტანეთ მასში გაცნობიერებულობა და ის სინათლედ გადაიქცევა. გაიხარებთ, რომ შეძელით, ცნობიერი გამხდარიყავით. და შემდეგ შესაძლებლობას დაელოდებით. სიბრაზის გაჩენის მომენტი შეიძლება გამოიყენოთ თქვენს გარშემო სინათლის გაძლიერების საშუალებად.

ამ ფენონების ერთხელ შემცნობნი თქვენ აღარ განრისხდებით, რადგან თქვენთვის უკვე ცნობილია, როგორ გაუშვათ ენერგია შემოქმედებით კალაპოტში.

აი ტანტრას გზავნილი: ყველაფერი უნდა იქნეს შეთვისებული და გაცნობიერებული, აბსოლუტურად ყველაფერი! ყოველგვარი პირობის გარეშე.

სექსი უნდა მიიღოთ და მაშინ ის თქვენში არსებულ უდიდეს ძალად იქცევა.

რა მაგნიტურ ძალას ასხივებდნენ ბუდა, ტილოპა, იესო?

მიღებულ, გაცნობიერებულ სექსს.

სექსი _ ეს ადამიანური მიმზიდველობა, მაგნეტიზმია.

სრულიად მოულოდნელად თქვენ იწყებთ ასეთი პიროვნების მიმართ სიყვარულის განცდას.

მაშინვე, როცა თქვენი გზები იკვეთება, თქვენ სულ სხვა სამყაროში ხვდებით.

თქვენთვის ჩვეული სამყაროდან ამოვარდნილები, თქვენ რაღაც ახალში ეხვევით _ ისეთში, როგორზეც ვერც კი იოცნებებდით.

რა ძალაა ეს?

ისევ ის სექსი, ოღონდ ტრანსფორმირებული; ახლა ის მიმზიდველობად, ქარიზმად გადაიქცა.

ბუდამ მიიღო, შეითვისა საკუთარი სიბრაზე; სიბრაზე თანაგრძნობად იქცა. მაშინაც კი, როცა იესო ხელში მათრახს იღებს, მისი მოქმედების საფუძველში თანაგრძნობა დევს. როცა იესო ცეცხლის ენაზე ლაპარაკობს, ესეც თანაგრძნობაა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტანტრა გიღებთ თქვენ თქვენს ტოტალურობაში.

ნუ ომობთ საკუთარ თავთან, მოეშვით, ნუ იკავებთ თავს.

ნუ ცდილობთ, თავი რეპუტაციის ან მორალური ნორმების ჩარჩოებში მოიმწყვდიოთ.

ნუ იტანჯავთ თავს დისციპლინით, თორემ დიციპლინა შეზღუდულობად გადაიქცევა.

ნუ ჩაიგდებთ ჩაიგდებთ თავს შეზღუდულობათა ტყვეობაში.

იყავით თავისუფლები, დაუძაბავები, იმოძრავეთ სიტუაციასთან ერთად, უპასუხეთ წარმოქმნილ მომენტს.

ნუ მიენდობით თქვენი ხასიათის კარკასს, ნუ დაამონებინებთ თავს მიღებულ შეხედულებებს.

იყავით წყალივით თავისუფლები, და არა ყინულივით შებორკილები.



`სიყვარული”

სიყვარულის უნარის უქონლობა უამრავ რელიგიურ რიტუალს ბადებს.

ყველაფერი ეს მხოლოდ შემცვლელებია _ საკმაოდ სუსტი სუროგატები.

ჩვეულებრივ ჩვენ ისე ვხმარობთ სიტყვებს `სიყვარული~ და `სექსი~, თითქოს მათ შორის შინაგანი მსგავსება არსებობდეს. ეს ასე არ არის. სიყვარული მხოლოდ სექსის წასვლის შემდეგ მოდის. ამ მომენტამდე სიყვარული სატყუარაა, პრელუდია და სხვა არაფერი. ის მხოლოდ ნიადაგს ამზადებს სექსუალური აქტისათვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა სექსის შესავალი, მისთვის მომზადება. რაც უფრო მეტი სექსი აქვთ პარტნიორებს, მით უფრო ნაკლებია მათ შორის სიყვარული, რადგან პროლოგის მოთხოვნილება აღარ ჩნდება.

თუკი ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და სექსი არა აქვს, მათ შორის რომანტიული სიყვარული წარმოიქმნება. როგორც კი ჩნდება სექსი, ასეთი სიყვარული ქრება. სექსი მეტისმეტად უხეშია. სექსი თავისთავად ძალადობრივი ბუნებისაა, ამიტომ საჭიროებს იგი პრელუდიას, წინასწარ მომზადებას. სიყვარული, იმ სახით, რომლითაც ის ადამიანებისთვის არის ცნობილი, მხოლოდ და მხოლოდ სექსის გაშიშვლებული ფაქტის საფარველია.

უფრო ღრმად რომ ჩავიხედოთ იმაში, რასაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ, მასში ნახტომისთვის მომზადებულ სექსს დავინახავთ. სექსი ყოველთვის ჩასაფრებულია. მაშინ, როცა სიყვარული გესაუბრებათ, სექსი ჩუმათ შეტევისთვის ემზადება.

ეს ეგრედწოდებული სიყვარული სექსთან ასოცირდება, ოღონდ მხოლოდ როგორც პრელუდია, შესავალი. როგორც კი იწყება სექსი, სიყვარული მაშინვე ავიწყდებათ.

აი რატომაა, ოჯახური ცხოვრება რომანტიულ სიყვარულს რომ კლავს, თანაც საბოლოოდ. ორნი ერთმანეთს გაიცნობენ, მიეჩვევიან და პრელუდია, სიყვარული არასაჭირო ხდება.

ნამდვილი სიყვარული არაფრის შესავალი არ არის. იგი სუფთა სურნელია ყვავილობისა. ის არც სექსამდეა და არც მის შემდეგ. არც პროლოგია და არც ეპილოგი.

თუკი სექსის გავლის შემდეგ თქვენ თქვენს პარტნიორს თანაუგრძნობთ, ესეიგი თქვენში სიყვარული ვითარდება.

თუკი თქვენ მედიტირებთ, თანაგრძნობა აუცილებლად გაჩნდება. თუ სექსუალური აქტის დროს მედიტირებთ, პარტნიორი თქვენი ფიზიკური სიამოვნების დაკმაყოფილების საშუალება აღარ ხდება. მის მიმართ უზარმაზარი მადლიერება ჩნდება, რადგან ორივენი ღრმა მედიტაციაში შეხვედით.

თუკი სექსის დროს იმედიტირებენ, პარტნიორებს შორის ახალი მეგობრულობა გაჩნდება, ერთმანეთის მეშვეობით ხომ ისინი ბუნებასთან შედიან კონტაქტში; მათ წინაშე სინამდვილის მანამდე უცნობი სიღრმეები იხსნება.

ჩნდება მადლიერების გრძნობა და თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ... თანაგრძნობა გადატანილ ტანჯვათა გამო, მუდმივი ძიების გამო _ თანაგრძნობა მოყვასის, თანამეგზურის მიმართ.

მხოლოდ მაშინ, როცა სექსი მედიტაციურია, ჩნდება არომატი... შეგრძნება, რომ ეს არა მხოლოდ სექსის პრელუდიაა, არამედ დასრულებულობა, ზრდა, მედიტაციური რეალიზაცია.

თუკი სქესობრივი აქტი მედიტაციური გახდება, თქვენ გამოცდით სიყვარულს. სიყვარული მადლიერების, მეგობრულობის და თანაგრძნობის ნაერთია. თუ სამივე ეს კომპონენტი ადგილზეა, ესეიგი თქვენ გიყვართ.

ტანტრა წმინდა სიყვარულია. ტანტრა _ ეს არის სიყვარულის ყოველივე ზედმეტისგან, მონალექ-შეძენილისგან გაწმენდა.

თუკი გიყვართ იმ სიყვარულით, რომელზეც მე ვსაუბრობ, თვით თქვენი სიყვარული დაეხმარება პარტნიორს ინტეგრირებაში. თქვენი სიყვარული თქვენი პარტნიორისთვის შემადუღაბებელ ძალად გადაიქცევა. თქვენს სიყვარულში პარტნიორი საკუთარი თავის მოკრებას შეძლებს, რადგან ასეთი სიყვარული განიჭებს თავისუფლებას; თქვენი სიყვარულის ჩრდილქვეშ, მისი დაცვის ქვეშ თქვენი პარტნიორის ზრდა დაიწყება.

ყველაფერი, რაც იზრდება, სიყვარულს საჭიროებს _ უპირობო სიყვარულს. თუკი სიყვარული პირობებს აყენებს, შეუძლებელია ზრდა ტოტალური გახდეს, რამეთუ წამოყენებული პირობები ზრდის გზაზე დაბრკოლებებად გადაიქცევა.

გიყვარდეთ უპირობოთ. სანაცვლოდ ნურაფერს მოითხოვთ. ბევრი რამ თავისთავად მოვა, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა.

ნუ იქცევით მათხოვრად. სიყვარულში იმპერატორები, მეფეები იყავით. უბრალოდ გაეცით და დააკვირდით, რა მოხდება... თქვენ ერთიასად მოგეგებად.

მაგრამ ეს უნდა ისწავლოთ, სხვანაირად ტანჯვა არასოდეს დამთავრდება. ადამიანი სულ ცოტას გასცემს და ჯილდოს ელის; თუმცა-ღა თქვენი მოლოდინი და იმედი მთელს სილამაზეს აფუჭებს იმისა, რაც სრულქმნილია.

თუკი თქვენში მადლიერების მოლოდინია, პარტნიორი იგრძნობს, რომ თქვენ მისით მანიპულირებთ. მან შეიძლება ეს თქვას ან გაჩუმდეს, მაგრამ თქვენი მხრიდან მანიპულირებას აუცილებლად იგრძნობს.

მანიპულაცია ყოველთვის პროტესტს იწვევს, ამიტომაც სულის მოთხოვნილებათა წინააღმდეგ მიდის _ რადგან ნებისმიერი გარეგანი მოთხოვნა მთლიანობას გართმევთ.

ნებისმიერი მოთხოვნა გარედან, გვერდიდან თქვენში გათიშულობას იწვევს. ნებისმიერი გარეგანი მოთხოვნა თქვენს წინაშე დანაშაულს წარმოადგენს, რადგან ამით იბილწება თქვენი თავისუფლება. თქვენ უკვე ვეღარ ხართ იდუმალი, წმინდა. თქვენ უკვე ვეღარ ხართ მიზანი _ თქვენ გამოგიყენეს როგორც დამხმარე საშუალება.

ყველაზე ამორალური საქციელი ამ ქვეყნის ზურგზე სხვა ადამიანის დამხმარე საშუალებად გამოყენებაა.

თითოეული არსება თავისთავად ფასეულია. სიყვარული თქვენ გეპყრობათ, როგორც მიზანს. ნუ მისცემთ მოლოდინს საშუალებას ხაფანგში გამოგიმწყვდიოთ.

ტანტრა სიყვარულის უმაღლესი ფორმაა. ტანტრა _ ეს მეცნიერებაა, სიყვარულის იოგა.

დაიხსომეთ რამოდენიმე რამ, რისი ცოდნაც ღირს.

პირველი: სიყვარული მოთხოვნილება არ არის, არამედ გაზიარება _ გიყვარდეთ, მაგრამ ნურაფერს მოელით სანაცვლოდ _ გაეცით.

გიყვარდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი სიყვარული სხვისთვის საპყრობილედ არ უნდა იქცეს.

გიყვარდეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით _ თქვენ წმინდა მიწაზე მიაბიჯებთ.

ყველაზე სპეტაკ და წმინდა ტაძარში შედიხართ.

ფრთხილად იყავით!

ტაძრის კარს მიღმა დატოვეთ ყველაფერი უწმინდური.

როდესაც ადამიანი გიყვართ, ნურასოდეს გეყვარებათ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, რადგან თუკი თქვენ გიყვართ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, თქვენი სიყვარული ძალიან, ძალიან ჩვეულებრივია. ის ვერ იზრდება წადილზე, ვნებაზე მაღლა.

თუკი გეყვარებათ ქალი, როგორც ქალი, თქვენი სიყვარული სულის მწვერვალებზე ვერ აიჭრება. გიყვარდეთ ქალი, როგორც ქალღმერთი და მაშინ სიყვარული თაყვანისცემად იქცევა.

ჩვენ ისეთი გაქნილები და ეშმაკები ვართ, რომ ყალბი სიყვარული შევქმენით, რომელიც სექსის შემდეგ კი არ მოდის, არამედ მანამდე. ეს ხელოვნური ქმნილება, არტეფაქტია. აი რატომაა, სქესობრივი აქტის შემდეგ სიყვარულის დაკარგვის შეგრძნება რომ გეუფლებათ. სიყვარული მხოლოდ აქტისთვის მომზადება იყო, რომლის შემდეგაც იგი საჭირო აღარაა.

ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის სექსის მიღმაა; ის სექსის უკან იმალება. შედით სექსში ღრმად, მის პროცესში იმედიტირეთ რელიგიურად, და თქვენ გონების მოყვარულ მდგომარეობაში აყვავილდებით.



ხელოვნება

სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ, ისევე, როგორც უნდა ისწავლოთ ცხოვრების ხელოვნება.

თუკი ცხოვრებისეული გარემოებანი ხელს გიწყობთ, გამოყავით ცალკე ოთახი სიყვარულისთვის _ დაე ეს ოთახი ტაძარი გახდეს. სიყვარულის ოთახში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ დატოვეთ. იქვე დატოვეთ თქვენი ჭკუა _ ფეხსაცმელში ჩადეთ. სანამ სიყვარულით დაკავდებით, შხაპი მიიღეთ _ სხეული სუფთა უნდა იყოს. ცოტაოდენი დრო მედიტაციას დაუთმეთ. გადააქციეთ სიყვარულის აქტი განცდად მშვენიერისა.

დაე ოთახს ელექტრობა კი არა, სანთლები ანათებდეს. აანთეთ სურნელოვანი ჩხირები, ისე როგორც ტაძარში. ნურასოდეს გააკეთებთ სიყვარულის ოთახში სხვა რამეს _ არავითარი სკანდალები და უსიამოვნება. თუკი ხასიათზე არა ხართ, ჯობს სიყვარულის ოთახში საერთოდ არ შეხვიდეთ.

ბევრ რამეს ვერ აცნობიერებთ... ცოლი და ქმარი იმავე ლოგინში აწყობენ სკანდალებს, რომელშიც სძინავთ. აქვე კავდებიან სიყვარულით. მათ არ ესმით, რომ ყოველ მოქმედებას, ყოველ საქციელს, ყოველ გრძნობას საკუთარი ვიბრაცია აქვს. სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი.

დაე სიყვარული თქვენს ერთადერთ ღმერთად იქცეს.

თუმცა საჭირო არ არის ღმერთთან ურთიერთობისას მეტისმეტად სერიოზული იყოთ.

იყავით ლაღები*, სიხარულით სავსენი.

მთავარი იმის გაგებაა, თუ რა ხდება თქვენს თავს, იმის გაგება კი, თუ რა ხდება, ყველაფერს ცვლის.

* ინგლ.: პლაყფულ, რუს.: игривый _ ლაღი, გიჟმაჟი, ცელქი, მხიარული... სამწუხაროდ არცერთი ქართული სიტყვა არ გამოხატავს იმ მნიშვნელობას, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოშოს ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენს (გაიხსენეთ _ `ითამაშეთ პარტნიორის სხეულით~ და სხვ.). საქმე ისაა, რომ ოშოს აღქმით თამაში თვით სიცოცხლის შინაგანი თვისებაა. ხოლო რადგან ასეთ აღქმა ძალზე იშვიათია, ბევრ ენაში (და მათ შორის ქართულში) მისი ზუსტად ამსახველი სიტყვაც არ არსებობს. სიტყვა-სიტყვით შეიძლებოდა გვეთარგმნა `იყავით მოთამაშენი~, მაგრამ ეს წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნებოდა და აზრსაც დაამახინჯებდა, რადგან მისთვის სრულიად შეუფერებელ შეფერილობას მისცემდა (მთარგმ.).

(`უკვდავება~)

სექსი დიად მედიტაციურ ხელოვნებად უნდა იქცეს. ასეთია ტანტრას წვლილი კაცობრიობის მონაპოვარში. ტანტრას წვლილი შეუფასებელია, რამეთუ ის გაძლევთ უმდაბლესის უმაღლესში ტრანსფორმაციის გასაღებს. იგი გასწავლით ფსკერის შლამის ლოტოსად გადაქცევის მეთოდს. ეს მეცნიერებათა შორის ყველაზე დიდი მეცნიერებაა.

(`სიბრძნის წიგნი~)

სასიყვარულო ცეკვაში სიჩუმის მიღწევა რომ მოგეხერხებინათ, განცვიფრდებოდით, რადგან მიხვდებოდით, რომ მიღმიერის მიღწევის თანდაყოლილი საშუალება გაგაჩნიათ.

ადამიანები ისე მახინჯურად კავდებიან სიყვარულით რომ როცა ბავშვს, რომელიც შემთხვევით მათ ამ დროს შეასწრებს, ჰგონია, რომ ისინი ჩხუბობენ, სცემენ ერთმანეთს. ბავშვი ფიქრობს, რომ მამა დედის მოკვლას აპირებს! მშობლები კვნესიან, იგუდებიან, მათი მოძრაობები უხეშია, ძალადობრივი, მოკლებული გრაციას. შეუძლებელია ამას ცეკვა უწოდო.

სანამ სასიყვარულო აქტი ცეკვად არ გადაიქცევა, ის წმინდა ფიზიოლოგიურ აქტად დარჩება; მასში არ იქნება არცერთი წვეთი სულიერებისა. სასიყვარულო ცხოვრება არ ივსება სიჩუმით, სანამ ადამიანის მთელი სიცოცხლე გონების შეჩერების მდგომარეობით არ ივსება.

შეუძლებელია სიყვარულს მიეცე ბაზრის მოედანზე. დასავლეთში მართალია ასეთებიც ხდება, რის შედეგადაც სიყვარული მთელს თავის შინაარსს კარგავს. სიყვარული ინტიმურობას, განმარტოვებას საჭიროებს.

ჩვენს დროში დასავლეთში სიყვარული სახალხო სანახაობად იქცა. ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას შეიძლება შეხვდეთ ერთმანეთს ჩახვეულ წყვილს, რომლებიც პარკში, ყველას თვალწინაც კი კავდებიან სიყვარულით. როგორი გაუწმინდურებაა, როგორი ღვთისგმობა... ნადგურდება რაღაც წმინდათაწმინდა. უზნეობაა აკეთო რაღაც ძალიან პირადული მაყურებელთა სასეიროდ. ამით ისპობა უმანკოება.

სიყვარული ინტიმურობას საჭიროებს, მითვის აუცილებელია სიბნელე. სიყვარულს ისეთი განმარტოება სჭირდება, რომ ქალები სქესობრივი აქტის დროს ყოველთვის ხუჭავენ თვალებს. პარტნიორის იქ ყოფნაც, მისი დანახვაც კი ანგრევენ განმარტოვების სიჩუმეს, შემოაქვთ ფორიაქი. ქალები თვალებს ხუჭავენ და ტოტალურ სიმარტოვეში რჩებიან. ნუ შეხედავთ პარტნიორსაც კი, თორემ სხვისი დასწრების შეგრძნება გაჩნდება, სხვა ადამიანის დასწრება კი ყოველთვის დაძაბულობას იწვევს. როცა სხვა დავიწყებულია, როცა სხვა სიბნელეში იფანტება, სიყვარული შეიძლება თვით მწვერვალებამდე და დიად ორგაზმამდე ავიდეს.

სიყვარული ტექნიკა არ არის. გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ სიყვარული ტექნიკა არ არის, და არც შეიძლება იყოს; ტექნიკის შემოტანით თქვენ სიყვარულს ანადგურებთ.

სწორედ ეს დაემართა დასავლეთს. დასავლეთში შეიძლება უამრავი ტექნიკა ისწავლოთ. ნებიმიერ ადამიანს შეუძლია წიგნებით ისწავლოს, თუ როგორ უნდა დაკავდე სიყვარულით, როგორ დაკავდე სიყვარულით უფრო რაციონალურად, უფრო მოხერხებულად, როგორ მიაღწიო ორგაზმს და ასე შემდეგ. ასეთი ლიტერატურა ყველასათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ სწორედ იგია იმის მიზეზი, რომ ადამიანებმა სიყვარულის უნარი დაკარგეს.

ამ პრობლემაში გარკვევაა საჭირო. თუკი ზედმეტად გაგიტაცებთ შესრულების ტექნიკა, ორგაზმს ვერასოდეს მიაღწევთ. ორგაზმი შეუძლებელი გახდება, იმიტომ, რომ თქვენ მთლიანად შესრულების ტქნიკაზე ხართ კონცენტრირებულნი. ვატსიაიანათი* და პოზებით გართულები თქვენ უბრალოთ ტანვარჯიშით დაკავდებით. სიყვარული კი გაქრება.

სიყვარულს არ სჭირდება ტექნიკები. ნუთუ ეს გასაგები არ არის? ცხოველებს უყვართ, ფრინველებს უყვართ, ხეებს უყვართ, მთელი არსებობა სიყვარულის ენერგიაა _ თუკი გაქვთ თვალები, რომ ასეთი რამეები შეამჩნიოთ. მაგრამ არ არის არავითარი ტექნიკა. ყველაფერი ბუნებრივად, სპონტანურად ხდება. ტექნიკა ეწინააღმდეგება სპონტანურობას. სიყვარული კი ტექნიკა კი არ არის, არამედ სპონტანურობა. აუცილებელია მხოლოდ გულში ჩაღწევა.

ჭკუით სიყვარულამდე ვერ მიხვალ, სიყვარულში მხოლოდ გულის გავლით შეიძლება შესვლა.

არ დაგავიწყდეთ, რომ გულს სულ თავიდანვე ძალუძს სიყვარულში ყოფნა.

სიყვარული ვარდის კოკორს გავს. საჭირო არაა ვარდს ფურცლების გაშლაში მიეხმარო. მას იმთავითვე აქვს გაფურჩქნვის, ყვავილობის უნარი. ეს შინაგანი, თანდაყოლილი თვისებაა. ვარდის კოკორი თავისით გაიშლება, ასევე იშლება გულიც.

(`თქვენთვის ვლაპარაკობ~)

ახალგაზრდა ოჯახური წყვილი ამაოდ ცდილობდა ბავშვის ჩასახვას. ბოლოს მათ ექიმისგან კონსულტაციის მიღება გადაწყვიტეს. გულმოდგინე გამოკვლევის შემდეგ ექიმმა მათ ურჩია, არ დაკავებულიყვნენ სიყვარულით ყოველდღე, რათა სიყვარული რუტინად არ ექციათ. ექიმმა მათ უთხრა, რომ სიყვარულით სპონტანურად უნდა დაკავდნენ, იმ მომენტებში, როცა მათ მართლად მოედებათ სიყვარული.

`შესაფერისი მომენტი სპონტანურად უნდა აირჩიოთ, _ ურჩია ექიმმა, _ თუკი იგრძნობთ, რომ ასეთი წამი დადგა, დაკავდით სიყვარულით.~ რამოდენიმე თვის შემდეგ ქალი კვლავ ეწვია ექიმს. გასინჯვის შემდეგ ექიმმა დაადასტურა, რომ ის ფეხმძიმედ იყო. `მითხარით, გიშველათ ჩემმა რჩევამ?~ `ეს მშვენიერი იყო,~ მიუგო ქალმა, `სანთლის შუქზე რომანტიული ვახშმის დროს მოულოდნელად ჩვენი ხელები ერთანეთს შეხვდნენ. ჩვენ ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და მივხვდით, რომ ეს სწორედ ის წამი იყო! მაგიდას გადასაფარებელი გადავაძრეთ და პირდაპირ მაგიდაზე დავკავდით სიყვარულით!~

`ძალიან კარგი~ _ უთხრა ექიმმა, `ყველაფერი შესანიშნავი იყო, _ განაგრძო პაციენტმა, `ოღონდ იმ რესტორანში უკვე აღარ დავდივართ~.

(`სამართებლის პირი~)

წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიეთ _ მეგობრულად, დაუძაბავად, ბრძოლის გარეშე. შეინარჩუნეთ სიფხიზლე. დაკვირვებულობა ერთადერთი სინათლის სხივია ცხოვრების უკუნეთში. სექსში ამ სხივით შედით. გულდასმით მოათვალიერეთ ყოველი კუთხე-კუნჭული. არაფრის უარყოფა არ არის საჭირო _ ღვთაებრივი ხომ ყველაფერშია.

მაგრამ არც რაიმეზე ჩაბჭაუჭებაა საჭირო. წინ იარეთ, მიღწეულის საზღვრებს მიღმა გადით, იქ ხომ კიდევ უფრო დიდი ნეტარება გელით. მოგზაურობა უნდა გაგრძელდეს. თუკი სექსთან ახლოს იმყოფებით, გამოიყენეთ სექსი. თუკი სიყვარულია ახლოს, მისით ისარგებლეთ.

თუკი რაიმე გაგიგონიათ ტანტრას შესახებ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ იგი ამბობს: თუკი შეხვდებით მეუღლეს, კაცს თუ ქალს, მზად მყოფს იაროს თქვენთან ერთად შინაგანი ცენტრისკენ, ურთიერთობის მწვერვალებისკენ, მაშინ თქვენი ურთიერთობა მედიტაციური გახდება. ასეთი ურთიერთობის წყალობით სრულ კავშირს მიაღწევთ. ამ დროს სხვა უბრალოდ კარია.

ნება მომეცით, აგიხსნათ. თუ ადამიანი გიყვართ, ქრება მისი პერიფერია, ქრება ფორმა. თქვენ სულ უფრო და უფრო ღმა კონტაქტში შედიხართ უფორმოსთან, შინაგანთან. ფორმა თანდათან წაირეცხება, კონტურებს კარგავს, შემდეგ კი სულ ქრება. მაშინ იხსნება მიღმიერი. კონკრეტულმა ადამიანმა მხოლოდ კარის, არხის როლი შეასრულა. გულისსწორის მეშვეობით თქვენ ღვთაებრივს შეხვდით.

ძნელი კონტაქტში ყოფნა ყველგანმსუფევთან. მას არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო. ისიც კი არ იცით, საიდან დაიწყოთ. რომელი მხრიდან უნდა მიხვიდეთ ყოვლისმომცველთან? ინდივიდუუმი წარმოადგენს კარს. შეიყვართ, ოღონდ ნუ გადააქცევთ თქვენს სიყვარულს ბრძოლად. გადააქციეთ იგი სხვის უღრმეს მიღებად, მოპატიჟებად. საშუალება მიეცით პარტნიორს შემოვიდეს თქვენში უპირობოდ. სრულიად მოულოდნელად სხვა გაქრება და მის ადგილას გაჩნდება ღმერთი. თუკი თქვენი პარტნიორი ვერ ხდება ღვთაებრივი, ვერაფერი ამქვეყნად თქვენთვის ღვთაებრივი ვერ გახდება. მაშინ ყველა თქვენი საუბარი რელიგიაზე ჰაერის შეწუხებაა და მეტი არაფერი.

ტანტრა ჩვეულებრივი შეყვარებულების სულიერ მოძმეებად ქცევის მეცნიერებაა. ამაშია მისი სიდიადე. მას მთელი დედამიწის ტრანსფორმირება ძალუძს; მას ყველა ოჯახური წყვილის სულიერად ახლობელ ადამიანებად გადაქცევა შეუძლია. უდიადესი განძი ჯერჯერობით გამოუყენებელი რჩება. როდესაც კაცობრიობა ამ ამ მონაპოვარს გამოიყენებს, დედამიწას სულ სხვა სიყვარული მოიცავს და ის ახალი სიყვარულის ნათლით გაბრწყინდება. მხოლოდ ახალი ადამიანი შესძლებს, ისარგებლოს ტანტრას მისტერიით _ მის გამოყენებას მხოლოდ ჰომო ნოვუს შეძლებს.

ერთი წამით დაივიწყეთ სექსუალურობა, ცოტა ხნით ყველაფერი გამოიბერტყეთ თავიდან _ ყველაფერი, რაც თქვენს ფიქრებში და ფანტაზიებში ხდება. სულ ერთი წამით მაინც განზავდით რეალურ ქალში. გამოგდეთ თავიდან ყველა ეროტიული ფანტაზია, ნუ გადააქცევთ სექსუალურობას რაღაც ინტელექტუალურად. საშუალება მიეცით თქვენს სექსუალურობას გახდეს ღრმად გრძნობიერი, ინსტინქტური.

განზავდით ქალში, შეერწყით მას ისე, როგორც ამას დედის წიაღში მყოფი ბავშვი აკეთებს. თუ თქვენს შეყვარებულთან ეს არ განგიცდიათ, პარტიორს ვერასოდეს შეიცნობთ. კვლავ იგრძენით თავი დედის მუცელში მყოფ ბავშვად. არავითარი დისტანცია. აბსოლუტური ერთობის წამს თქვენ გაიგებთ, რას ნიშნავს დანებება.

თუმცა მამაკაცის ეგო მუდმივად პრობლემებს ქმნის. თქვენი ქალის გვერდით მყოფნიც კი თქვენ ცდილობთ, სიტუაცია აკონტროლოთ. ჩვენს ენაში მახინჯი გამოთქმაა... დაკავდე სიყვარულით. როგორ უნდა დაკავდე სიყვარულით? არავის არ შეუძლია `სიყვარულით დაკავდეს~. მიუხედავად ამისა ეს გამოთქმა ყველგან გამოიყენება, და ამას თავისი მიზეზი აქვს. ადამიანები ცდილობენ, სიყვარულით დაკავდნენ; სიყვარულშიც კი ისინი რჩებიან იმ ხალხად, ვინც მოქმედებას ასრულებს. ამის გამო კარგავენ უდიდეს შესაძლებლობას, შეიცნონ ის, რასაც აკეთებენ.

არსებობს უამრავი სახელმძღვანელო თემაზე `როგორ დავკავდეთ სიყვარულით~ ან `როგორ მივაღწიოთ ტოტალურ ორგაზმს~ და სხვა. საკვირველია, რომ ადამიანები კითხულობენ ასეთ რამეებს და ნაბეჭდ ინსტრუქციებს მიჰყვებიან. არიან ისეთებიც, სიყვარულით დაკავებულებს საწოლთან ახლოს გამზადებული ინსტრუქცია რომ უდევთ თემაზე `როგორ მივაღწიოთ ტოტალურ ორგაზმს~ და დრო და დრო სახელმძღვანელოში რომ იხედებიან.

ცხოვრების იშვიათ მომენტებში, როცა თქვენ არ ხართ მოქმედი, მოაზროვნე და როცა თქვენ უბრალოდ ხართ, წარმოიქმნება სურნელი. ის შეიძლება მოვიდეს სილამაზის შეგრძნების გავლით, პოეზიის ან მუსიკის მეშვეობით; მისთვის ბევრი კარია ღია. უფლის ტაძარს ბევრი კარი აქვს.

(`სიბრძნის წიგნი~)

ინგლისური გამოთქმა `სიყვარულის კეთება~* მახინჯი და აბსურდულია. როგორ უნდა აკეთო სიყვარული? თუკი ჯერ კიდევ არსებობს ის, ვინც აკეთებს, ესეიგი სპეციალისტი _ ადამიანი, რომელიც კარგად ფლობს ტექნიკას, არსებობას განაგრძობს. თუკი თქვენ რაიმე განსაზღვრულ ტექნიკას მისდევთ და თქვენს თავს სიყვარულში არ კარგავთ, თავს ბედნიერება ვერ დაგატყდებათ. როცა თქვენ თავს კარგავთ, თქვენ არ იცით, სად იმყოფებით _ თუ ბოლომდე ხართ ჩართული პროცესში, თუკი არცერთი ნაწილაკი არ არის მოცილებული მთელს... მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი დიადი ორგაზმული განცდა. აი, რა არის ბედნიერება.

* თო მაკე ლოვე

ბედნიერება ისეთი რამ არის, რაც შეიძლება მხოლოდ მოხდეს. ის არ კეთდება, არ კონტროლდება, ბედნიერების მოსვლა ჩვენს ხელთ არ არის. უკეთეს შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მისაწვდომი, გახსნილი ბედნიერებისთვის _ როცა არ უნდა მოხდეს ის.

ორნი, ჭეშმარიტად შეყვარებულნი ერთმანეთში, მუდმივად მისაწვდომნი, გახსნილნი არიან ბედნიერებისთვის, მაგრამ ისინი არასოდეს ფიქრობენ მასზე, არ ცდილობენ, მოძებნონ ბედნიერება. მათ არასოდეს უცრუვდებათ იმედი _ ბედნიერება ხომ მაშინ მოდის, როცა მოდის. ისინი ქმნიან სიტუაციას, შესაძლებლობას. სინამდვილეში, როცა ადამიანი მარტოც ბედნიერია, მან უკვე შექმნა ბედნიერების წინაპირობა, შესაძლებლობა.

თუ მეორე პარტნიორიც თავისთავად ბედნიერია, ესეიგი ისიც გახსნილია ბედნიერებისთვის. როცა ორი ასეთი შესაძლებლობა ერთმანეთს უახლოვდება, წარმოიქმნება კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა.

ადამიანს არაფრის კეთება არ სჭირდება ბედნიერების მისაღწევად. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, ის არის, რომ იდინოს და გაუშვას.

(`მოდი და გამომყევი~, ტ. 4)

ბედნიერება მაშინ ჩნდება, როცა თქვენ ქრებით. უბედურება _ როცა მეტისმეტად ბევრი ხართ. თქვენ დიდონანსი შემოგაქვთ, თქვენს არყოფნას _ ჰარმონია. ზოგჯერ ბედნიერების გამონათებები გაქვთ _ როცა რაღაც მიზეზის გამო არ ხართ. ბუნებით ტკბობისას, ვარსკვლავების ცქერისას, როცა გულისსწორის ხელი გიჭირავთ ან როცა სიყვარულით ხართ დაკავებული... რამოდენიმე წამით თქვენ ქრებით. როცა თქვენ ხართ, მაშინაც კი, როცა აქ ხართ, ბედნიერება შეუძლებელი ხდება. თუკი თქვენს მიჯნურთან სიყვარულით იქნებით დაკავებული, თუკი მართლა `დაკავებული~ იქნებით სიყვარულით, ბედნიერება მიუწვდომელი იქნება.

შეუძლებელია სიყვარულით დაკავებული იყო. თქვენ შეიძლება იყოთ, ან არ იყოთ სიყვარულში, მაგრამ სიყვარულით დაკავება შეუძლებელია.

სიყვარული არ უნდა იყოს მკვეთრი, უხეში, ის არ უნდა იყოს ქალის დაუფლება, მითვისება. იერიშს და სწრაფ დასრულებას არ შეიძლება სიყვარული ეწოდოს. სიყვარულის აქტს წინ უნდა უძღოდეს ლამაზი მუსიკა, ცეკვები, მედიტაციები.

არ შეიძლება სიყვარული გონებიდან მოდიოდეს... არ არის საჭირო გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ როგორმე სიყვარულით დაკავდე, მერე კი დაიძინო. სიყვარული მთელი თქვენი არსების ღრმა მონაწილეობად უნდა იქცეს, ის უნდა იყოს სპონტანურობის გაგრძელება და არა მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტის პროექცია.

მშვენიერი მუსიკა, სურნელი, თქვენ ხელიხელჩაკიდებულნი ცეკვავთ და ამქვეყნად აღარაფერი გახსოვთ, კვლავ ყვავილებთან მოთამაშე, პატარა ბავშვებად ქცეულხართ... თუკი სრულიად სპონტანურად ამ წმინდა ატმოსფეროში მოხდება სიყვარული, ის სულ სხვა ხარისხის იქნება.

უნდა გაიგოთ, რომ ქალს მარავალჯერადი ორგაზმის მიღწევა იმის გამო ძალუძს, რომ ენერგიას არ კარგავს. მამაკაცისთვის მხოლოდ ერთი ორგაზმია ხელმისაწვდომი, თანაც ის ენერგიას კარგავს. დილითაც კი შეიძლება შეამჩნიოთ სქესობრივი აქტის შემდეგ წარმოშობილი დეპრესიის კვალი. ასაკთან ერთად ეს ყველაფერი მხოლოდ მძაფრდება.

საჭიროა გავერკვეთ ამ განსხვავებებში. ქალი მიმღები მხარეა; მისთვის სხვანაირად არ შეიძლება, რადგან სწორედ ის უნდა გახდეს დედა. ქალი თავს ენერგიის დაკარგვის უფლებას ვერ მისცემს. ქალის ორგაზმი განსხვავდება კაცის ორგაზმისგან. კაცის სექსუალურობა ლოკალურია, ადგილობრივი ანესთეზიის მსგავსი. ქალის სხეული მთლიანად სექსუალურია, სანამ მთელი მისი ტანი სიხარულით ვიბრირებას არ დაიწყებს, სანამ ყოველი უჯრედი პროცესში ჩართული არ აღმოჩნდება, ქალი ორგაზმულ აფეთქებას არ განიცდის.

სექსის დროს ქალი კაცის ქვეშ არ უნდა მოექცეს. ჯერ ერთი, ეს სიმახინჯეა _ კაცის ტანი უფრო ზორბაა ქალის ნაზ სხეულთან შედარებით. ქალი უნდა მოექცეს კაცს ზემოდან და არა პირიქით.

მეორეც _ კაცმა სიჩუმე უნდა დაიცვას, პასიური უნდა იყოს, რომ სასიყვარულო თამაშის დაწყებიდან ორ წუთში ორგაზმში არ ჩავარდეს. თუ ქალს მშვიდად აძლევთ საშუალებას, თქვენს ტანზე მოქცეულმა გონება დაკარგოს, თქვენ გელით მშვენიერი განცდა, ქალს კი _ ორგაზმული ენერგიის აფეთქება. ქალს დრო უნდა, რომ მთელი სხეული გაახუროს, და თუ კაცი იაქტიურებს, მას დრო არ ეყოფა. ამიტომაც ხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ხდება არა სილამაზის, სიყვარულის შეხვედრა, არამედ ჩვეულებრივი გამოყენება.

თუკი ქალს დაბადებითვე ეძლევა ექსტაზის განცდის, ორგაზმული გრძნობის უფლება, როცა ეგო ქრება, დრო ჩერდება და მასზე აბსოლუტური სიჩუმე და სიხარული ეშვება, რომლის შეკავება ქალს არ ძალუძს, და თუ ეს იმთავითვე მისი უფლებაა, _ და ეს ასეცაა, _ კაცისთვის აუცილებელია თავიდან ისწავლოს სიყვარულის ხელოვნება. მან უნდა აითვისოს სიყვარულის პრელუდია _ ქალის სხეულით თამაში სქესობრივ აქტამდე. მან უნდა ისწავლოს ქალის სხეულის გახურება ისე, რომ ის აღგზნებისგან თრთოდეს. მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს, რომ პარტნიორი ქალის ტანი მზადაა მის მისაღებად, მას შეუძლია სიყვარულით დაკავდეს. და სანამ თქვენ სიყვარულით ხართ დაკავებული, დაე თქვენს შორის ნუ იდგება ბიბლია. არა მგონია ვინმეს შეეძლოს თავქვეშ ბიბლიაამოდებული სიყვარულს მიეცეს.

დაივიწყეთ მთელი ის სისულელე და მონაჩმახი, რომელსაც გასწავლიდნენ და რომლითაც გაპროგრამებდნენ. მინებდით სიყვარულს ნელა, უდიდესი სინაზით.

არა მგონია ჭკვიანი ვუწოდოთ იმას, ვინც არომატულ ჩაის ერთი მოყუდებით სვამს. ასეთი ადამიანი ტუჩებს დაიწვავს და მთელ სიამოვნებასაც ხელიდან გაუშვებს. ასეთმა კაცმა ჩაის სმა არ იცის; ჩაი სვენებ-სვენებით უნდა მიირთვა, და არა ერთი მოყუდებით! ნელა იმოძრავეთ. ქალის მზაობის მომენტს დაელოდეთ და საშუალება მიეცით მას, თავისი ქალურობა გამოავლინოს. და მოაშორეთ, თუ შეიძლება ქალს წარწერა `ლედი~. საშუალება მიეცით პარტნიორ ქალს, აქტიური იყოს, რადგან როცა ქალი აქტიურია, ის უფრო მალე აღწევს ორგაზმს. თუ ქალი კუნძივით უმოძრაოდ დევს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ...

და მესამე... როცა ორგაზმი მოხდება და როცა სიხარულით აივსებით, ნუ დაივიწყებთ მესამე ნაწილს, სიყვარულის ბოლოსიტყვაობას. იმის შემდეგ, რაც ერთმანეთს ამდენი სიხარული აჩუქეთ, თქვენ იძინებთ და თან ისე, რომ ერთმანეთს მადლობასაც არ ეტყვით. მადლიერების გამოხატვის ერთადერთი საშუალება ქალის სხეულით კიდევ ერთხელ წათამაშება და მისთვის პასუხად თქვენი სხეულით თამაშის საშუალების მიცემაა...

ნუ ფიქრობთ, რომ საწოლში მხოლოდ მეძავები არიან აქტიურები, რომ მხოლოდ მეძავებს შეუძლიათ, ალერსი აჩუქონ მთელ თქვენს სხეულს. ნებისმიერი ქალი სიხარულით ითამაშებდა თავისი პარტნიორის სხეულით, რომ არა შიში, მეძავად არ გამოჩნდეს. არ მიკვირს, რომ ყველაზე ლამაზე ქალების ქმრებიც კი დღემდე საროსკიპოებში დადიან. რატომ? იმიტომ, რომ მეძავებს შორის `ლედის~ ვერ იპოვით.

ასეთი უცნაური სიტუაცია თვითონ ადამიანებმა შექმნეს. მეძავი კაცს უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე ნებისმიერი ცოლი, იმ მიზეზით, რომ მას სრული სიამოვნებისთვის უხდიან; ის თავისი საქმის პროფესიონალია, თქვენი ცოლი კი _ მოყვარული, ისევე როგორც თქვენ.

სექსი რომ გართობა გახდეს, პროსტიტუცია აღიგვება დედამიწის პირიდან. ქალისთვის გაქრება აუცილებლობა ისე დაბლა დაეცეს, რომ თავისი სიყვარული გაყიდოს. ერთი რამე, სიყვარული მაინც დატოვეთ საბაზრო ურთიერთობების გარეთ. შეუძლებელია სიყვარულს ფასი დაადოთ. სიყვარული შეუფასებელია, მას ფასი არა აქვს.

კაცი, რომელიც პროსტიტუტკის მომსახურებით სარგებლობს, საკუთარ თვალში ეცემა. ქალი, რომელიც მეძავის ფუნქციას ასრულებს, სადღაც ღრმად, შიგნით საკუთარ თავს კიცხავს, რადგან იმით ვაჭრობს, რაც საქონელი არაა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მღვდელმსახურები და მეძავები მხოლოდ ერთდროულად გაქრებიან.

სწორედ ყველა ჯურის მღვდელმსახურებმა აიძულეს მილიონობით ქალი, ამ ხელობისთვის მიეყო ხელი, შექმნეს რა თქვენს გონებაში ცოდვილობის იდეა. ეს ორი რამ ურთიერთკავშირშია. მე კი ყოველთვის ყველა მოვლენის თვით არსს განვიხილავ. აი, რატომ ვუსვამ ხაზს სექსუალურ ურთიერთობებში ლაღობის*, სიმსუბუქის დიდ მნიშვნელობას.

* ინგლ.: პლაყფულ, რუს.: игривый იხ. შენიშვნა ????????? გვერდზე

(`უკვდავება~)

სექსუალური თვალსაზრისით კაცი უფრო სუსტია. ქალს მრავალჯერადი ორგაზმის ძალა შესწევს, მას შეუძლია ერთ ღამეში რამდენჯერმე დაკავდეს სიყვარულით. მამაკაცს ეს არ ძალუძს.სქესობრივი აქტის ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ კაცი ენერგიას კარგავს, ქალი კი იღებს, იკვებება მისით.

თუ კაცს ბევრი ქალი ჰყავს, ადრე თუ გვიან ის მიხვდება, რომ მთელი ეს ქალები მას კლავენ და სიცოცხლის გადარჩენისკენ სწრაფვა გადაწონის ქალებისადმი ბუნებრივ ინტერესს!

ამიტომ, გეთაყვათ, შეიბრალეთ საწყალი კაცები. თუ სიყვარულს არ დააძალებენ, მათ აღარ შეეშინდებათ. ისინი სიხარულით მოგეხვევიან და დატკბებიან იმ სითბოთი, რომლის გამოსხივებაც მარტო ქალებს ძალუძთ; ამით სიხარულს და საზრდოს მიიღებენ. მაგრამ თუ კაცმა იცის, რომ ქალი სექსუალურ კონტაქტს ესწრაფვის, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, ის შიშს იგრძნობს, იმიტომ, რომ დილით ადრე ის კვლავ სამსახურში უნდა წავიდეს.

მიეცით კაცს თავისუფლება. გიხაროდეთ, როცა მას თქვენთან სიყვარული მოუნდება. გიხაროდეთ, როცა მას მოუნდება უბრალოდ თქვენს გვერდით იწვეს და თქვენი სითბოთი, ქალური ენერგიით აივსოს. ნუ დააძალებთ კაცს სექსუალურ გიმნასტიკას. თუკი მამაკაცი დარწმუნებულია, რომ სიყვარულს საკმარისი ენერგიის მქონე მიეცემა, თუ მან იცის, რომ ქალისგან სითბოსა და სიყვარულს მიიღებს, მისი შიში უკვალოდ გაქრება.

ქალი უფრო გამგები უნდა გახდეს. ამასთან სექსუალური აქტი ძალიან ჩვეულებრივი რამ გახლავთ _ ყველა ცხოველი შედის სქესობრივ კონტაქტში. ამისთვის საჭირო არ არის ჭკუა. და თუ ცოტა საზრიანი ხართ, იყავით მოწყალე საბრალო მამაკაცის მიმართ.

საჭიროა კაცმაც გაუგოს საკუთარ თავს; საუკუნეების მანძილზე მას არწმუნებდნენ, რომ ის ძლიერი სქესია, რაც საფუძველში ალბათ მართალია, ჰოდა ისიც ცდილობს, თავისი სიძლიერე დაამტკიცოს. მიიღებს თუ არა ქალს, ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით _ ქალი მიიღებს თუ არა მის თავს, მამაკაცი მზად არის, სიყვარულით დაკავდეს. ამ დროს ის თავის მამაკაცურ დამოუკიდებლობას იცავს. თუკი არ დაკავდება სიყვარულით, რას იფიქრებს მასზე ქალი?

ამოიგდეთ ეს სისულელე თავიდან. თუ თქვენი სხეული, თქვენი ენერგია პირთამდე სავსე არაა და გადმოჩქეფად მზად არ არის, უბრალოდ იყავით ქალთან ერთად, აიღეთ მისი ხელი, მოეხვიეთ. ის გაგიგებთ. თქვენ სუსტი სქესი ხართ; მიიღებთ თუ არა ამ ფაქტს, პრობლემები გაქრება.

ნუ დააძალებთ მამაკაცს სექსს, დაე თვითონ გადაყვიტოს. თუკი ის ენერგიის სიჭარბეს გრძნობს, მას უფლება აქვს, სიყვარულს მიეცეს. ხოლო თუკი დაიღალა და ქალურ ენერგიაში სურს ჩაძირვა, მიეხმარეთ მას. კაცი სუსტი სქესია. წიხლს ნუ დააჭერთ საწყალ მამაკაცს.

შეკავება კაცის პირვანდელი, უპირველესი უფლებაა. მისთვის აუცილებელია ენერგიის დაგროვება. რაც უფრო ასაკშია კაცი, მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება აღსადგენად.

თოთხმეტიდან ოცდაერთ წლამდე მამაკაცს ენერგიის ყველაზე დიდი მარაგი აქვს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება მახინჯია; სწორედ ამ ასაკშია სექსი აკრძალული. ამ ასაკში ყმაწვილს ერთ ღამეში სამი-ოთხი ქალის დაკმაყოფილება შეუძლია. მაგრამ საზოგადოება მას ამის უფლებას არ აძლევს. ყველა კანონის მიხედვით ამ ასაკში ახალგაზრდამ უმანკოება უნდა შეინახოს. ისეთი აზრიც არის გაბატონებული, თითქოს თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ასაკში რომ ბიჭი კაცი გახდეს, შეიძლება ჭკუაზეც შეირყეს.

უნივერსიტეტის დამთავრების დროისთვის ახალგაზრდა ჭკნობას იწყებს. ჭკნობა ათი წელი გრძელდება _ ოცდახუთიდან ოცდათხუთმეტ წლამდე. ამ დროს ენერგია, რომელსაც მამაკაცი განაგებს, უკვე ის აღარაა, რაც ადრე იყო. ოცდათხუთმეტის შემდეგ მკვეთრი დაცემა ხდება.

ორმოცდაათი წლის ასაკში უკვე აღარ ღირს კაცმა თავი მოიკატუნოს, თIთქოს ისევ ისა, რაც ოცდათხუთმეტისა იყო. მან საკუთარ თავს უნდა განუცხადოს... `ორმოცდაათის ვარ. ახლა უკვე ვიღებ ცელიბატს. რა თქმა უნდა, დრო და დრო განტვირთვის დღეებს მოვიწყობ, მაგრამ მხოლოდ დრო და დრო.~

ტანტრას ტრადიციაში მამაკაცი, რომელიც ქალთან სიყვარულით დაკავებას აპირებს, თვეობით უნდა თაყვანს სცემდეს მას, როგორც ქალღმერთს. მან მასში ღვთაებრივი დედის ვიზუალიზაცია უნდა მოახდინოს. როცა ვიზუალიზაცია ტოტალურობის თვისებას შეიძენს, ავხორცობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება; ამ დროს, შიშველი ქალის ყურებისას მამაკაცი ღვთაებრივი ენერგიისგან თრთის, მაგრამ ვნება არ წარმოიქმნება, თვით ქალის ფორმა ხდება ღვთაებრივი, ქრება ყველა აზრი და რჩება მხოლოდ თაყვანისცემა _ მხოლოდ მაშინ აძლებვენ მას უფლებას, სიყვარულით დაკავდეს.

ასეთი მიდგომა აბსურდული, პარადოქსული ჩანს. მხოლოდ მაშინ, როცა ქრება სექსის მოთხოვნილება, მას აძლევენ საშუალებას, სიყვარულს მიეცეს. როცა ქალი ქალღმერთად იქცევა, კაცს მასთან სიყვარულის უფლებას აძლევენ, იმიტომ, რომ ახლა სიყვარულმა შეიძლება მიღმიერ სიმაღლეებს მიაღწიოს, სიყვარული შეიძლება ორგაზმად, კრეშჩენდოდ იქცეს.

ახლა უკვე სიყვარული მიწიდან კი აღარ ამოვა, ამ ქვეყნის საკუთრება კი აღარ იქნება, ორი სხეულის უბრალო შეერთებად კი აღარ გადაიქცევა, არამედ ორი არსის შერწყმად. ის ორი არსებობის შეხვედრად იქცევა _ ერთმანეთს შეხვდება, შეერწყმება და ერთმანეთში განზავდება ორი სული; და ამ განცდიდან ორივე განსაცვიფრებლად მარტო გამოვა.

მარტოსულობა სიწმინდეს ნიშნავს. მარტოობა ნიშნავს, რომ ხართ მხოლოდ თქვენ, და არავინ სხვა. მარტოსულობა ნიშნავს, რომ თქვენ წმინდა ოქრო ხართ; მხოლოდ ოქრო, ყოველგვარი მინარევის გარეშე... მხოლოდ თქვენ. სიყვარული თქვენ მარტოხელად გაქცევთ. მარტოობა გაქრება, და მის ადგილს მარტოსულობა, განმარტოვება დაიკავებს.

მარტოობა ნიშნავს მდგომარეობას, როცა თქვენ გიჭირთ მარტო დარჩეთ საკუთარ თავთან, როცა იწყენთ, საკუთარი თავისგან იღლებით და ამიტომაც გინდათ სასწრაფოდ სადმე წახვიდეთ, თქვენი თავი ვინმე სხვაში დაივიწყოთ. მარტოსულობა ნიშნავს განიცადო თრთოლა საკუთარი არსების გამო. თქვენ ნეტარი ხართ, რჩებით რა მარტო საკუთარ თავთან. არსად წასვლა არ გჭირდებათ. ამის აუცილებლობა გაქრა. თქვენ თვითკმარი ხართ.

ბავშვის ჩასახვა

დაკავდით სიყვარულით. მხოლოდ ამ დროს ხართ მზად მედიტაციურ სივრცეში ყოფნისთვის. დაკავდით სიყვარულით. შექმენით თქვენს ირგვლივ მედიტაციის ატმოსფერო. ისე მოეპყარით ამ ადგილს, როგორც წმინდა ტაძარს.

სიცოცხლის შექმნა... განა შეიძლება იყოს რაიმე ამაზე უფრო წმინდა? გააკეთეთ ეს რაც შეიძლება უფრო ლამაზად, აქსტატიურად, სიხარულით. სიჩქარე საჭირო არ არის. თუკი ორი შეყვარებული ერთმანეთს ასეთ გარემოში, სიჩუმის ასეთი შინაგანი სივრცით ხვდება, ეჭვი არ არის, რომ ისინი ძალზე მაღალ სულს მიიზიდავენ.

თქვენ თქვენი სიყვარულის მდგომარეობის შესაბამისად აჩენთ ბავშვს. თუკი მშობლებს საკუთარმა პირმშომ იმედების გაუცრუა, მათ უნდა გაიგონ, რომ ის დაბადეს, რაც დაიმსახურეს. მათ იმაზეც კი არ შეიწუხეს თავი, რომ საშოში უფრო განვითარებული სულის შესვლის შესაძლებლობა შეექმნათ. მამაკაცის სპერმა და ქალის კვერცხუჯრედი ხომ სულს მხოლოდ შესვლის შესაძლებლობას უქმნიან. ისინი ქმნიან სხეულს _ სულის განსხეულების შესაძლებლობას. თქვენი სექსუალური აქტიურობა მხოლოდ თავის შესაბამის დონეს იზიდავს მომავალი ადამიანისა.

და თუკი დედამიწა იდიოტებითა და უსახური არარაობებითაა სავსე, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ თქვენ ხართ. მშობლები მყავს მხედველობაში. მშობლები არასოდეს უფიქრდებიან ამას, ბავშვები მათთვის მხოლოდ შემთხვევითობაა. არ არსებობს უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე სიცოცხლის შემთხვევით ჩასახვა.

ამისათვის უნდა მოემზადო. ყველაზე მნიშვნელოვანი ორგაზმის მომენტის გაგებაა: ფიქრების, დროის, ჭკუის სრული არარსებობა, მხოლოდ სუფთა ცნობიერება. ასეთი სუფთა გაცნობიერებულობით გაუტამა ბუდას მოზიდვა შეიძლება. იმის შემხედვარეს, თუ რანაირად კავდებით თქვენ სიყვარულით, უცნაურად გეჩვენება, რომ არ იბადებიან ახალი ადოლფ ჰიტლერები, მუსოლინები, სტალინები, ნადირშახები, თემურლენგები, ჩინგისხანები. თქვენ მხოლოდ უსახურ არარაობებს იზიდავთ. უმდაბლესებსაც კი არ გამოიხმობთ, რადგან მათ გამოსახმობად სიყვარული ძალადობას უნდა დაემსგავსოს.

(`უკვდავება~)
ტრანსცენდენტულობა

ორგაზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა _ არა მარტო სექსუალურობის, არამედ სულიერებისაც, რამეთუ ადამიანმა, რომელმაც ორგაზმი გამოსცადა, გადადგა პირველი ნაბიჯი სულიერი რევოლუციის მიმართულებით. თუკი სხეულს ასე ბევრი შეუძლია მოგვცეს, რაღა უნდა ვთქვათ არსთან შეხვედრაზე?

თუმცა წარსულის ყველა რელიგია სექსის წინააღმდეგ გამოდიოდა. ფილოსოფიურ სისტემათა განსხვავებულობის მიუხედავად, ისინი ერთ რამეში თანხმდებოდნენ...

ყველა რელიგია უარყოფდა სექსს.

რატომ? ლოგიკა მარტივია: თუკი თქვენ სექსი ვერ გაკმაყოფილებთ, _ და ის ვერც დაგაკმაყოფილებთ, სანამ ორგაზმული არ გახდება, _ თქვენ გიპყრობთ იმედგაცრუება, თავს გატყდებათ ტანჯვა, უბედურება. და რომ როგორმე უფერული არსებობა შეალამაზოთ, თქვენ დაგჭირდებათ მღვდელმსახური, გაგიჩნდებათ მოთხოვნილება ღმერთის, ეკლესიის, სინაგოგის, ტაძრის. თქვენ ისე იტანჯებით, რომ დამშვიდება გჭირდებათ.

მაგრამ არსებობის აზრი დამშვიდება არ არის. არსებობას სურს, თქვენ შეიცნოთ უკიდურესი ნეტარება. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ორგაზმის მიღწევაა.

როცა სიყვარულით ხართ დაკავებული, ორგაზმის მომენტად არარსებობის მომენტი იქცევა. ასეთ წამებში ქალი უკვე აღარ არის ქალი, კაცი კი აღარ არის კაცი. ეს ფორმები ქრება. აღარც დაძაბულობაა, აღარც ქალსა და კაცს შორის განსხვავება; ასეთია უკიდურესი მოდუნება. ორივე პარტნიორი ერთმანეთში განზავდება, კარგავს ფორმას და იმ მდგომარეობაში შედის, რომლის განსაზღვრაც კი შეუძლებელია. ვერც ქალი და ვეღარც კაცი ვეღარ იტყვის თავის თავზე `მე~-ს, რადგან უკვე აღარ არიან ეს `მე~. ორივე წყვეტს ეგოს სახით არსებობას _ ეგო ხომ განუწყვეტელ კონფლიქტში არსებობს.

ორგაზმის მომენტში პარტნიორთა ეგოები არსებობას წყვეტენ. სწორედ ამაშია მომენტის სილამაზე, მისი ექსტაზი _ თვისებები ოსგაზმს სამდჰისთან რომ ანათესავებს.

ორგაზმი სულ ერთ წამს გრძელდება. მაგრამ ეს უმცირესი მომენტიც კი, ერთადერთი წამი მთელს სიცოცხლეზე უფრო ფასეულია, რამეთუ ამ წამს თქვენ ჭეშმარიტებას უახლოვდებით. ქრება ქალად და კაცად დაყოფა.

ინი და იანი, დადებითი და უარყოფითი, დღე და ღამე, ზაფხული და ზამთარი, სიცოცხლე და სიკვდილი _ ასეთია ურთიერთწინააღმდეგობანი.

როცა ერთმანეთს ხვდებიან `არა~ და `კი~, როცა ხვდებიან საპირისპირონი, ასეთებად ყოფნას წყვეტენ და ერთმანეთში განზავდებიან, მაშინ განიცდება ორგაზმი. ორგაზმი `კი~-სა `არას~ შეხვედრაა. ეს არ არის `კი~-სთან ან `არა~-სთან გაიგივება; ორგაზმი `კი~-სა და `არა~-ს მიღმა გადის.

რაღაც აზრით ორგაზმი არა მხოლოდ პორალურად საპირისპიროთა მიღმა დგას, არამედ ამავდროულად მათ თავისთავში მოიცავს. ნეგატიურისა და პოზიტიურის განზავება, შერწყმა _ აი არარსებობის განსაზღვრება. ამ განსაზღვრების გამოყენება ორგაზმის მიმართაც შეიძლება. ზუსტად ასე შეიძლება განვსაზღვროთ სამადჰიც. ნუ დაივიწყებთ ამას.

`კი~-სა და `არას~ იგივეობაში იმალება სიცარიელის, არარსებობის, ნირვანას საიდუმლო. სიცარიელე არა მხოლოდ ცარიელია; ეს არის დასწრება, ძალზე მძაფრი დასწრება. ის არ გამორიცხავს წინააღმდეგობებს; ის მათ თავის თავში მოიცავს და სავსეა მათით. ეს სავსე სიცარიელეა _ სიცარიელე, რომელიც ნაპირებიდან გადმოჩქეფს. ის ცოცხალია, მდიდარი, უზომოდ ცოცხალი. ასე რომ ერთი წამითაც ნუ მისცემთ ლექსიკონებს თქვენი დაბნევის უფლებას.

მარცხით დამთავრდება თქვენი მცდელობა, ლექსიკონის მეშვეობით გაარკვიოთ სიტყვა `სიცარიელის~ მნიშვნელობა. ლექსიკონი ჩვეულებრივი სიცარიელის განსაზღვრებას მოგცემთ, მე კი იმაზე გელაპარაკებით, რაც სრულიად არაორდინალურია. თუკი ამის შეცნობა გსურთ, თქვენ უნდა შეხვიდეთ სიცოცხლეში, იმ სიტუაციებში, სადაც ხვდებიან `კი~ და `არა~. მხოლოდ მაშინ გახდება შეცნობა შესაძლებელი.

გემო სიცარიელისა, რომელზეც მე ვლაპარაკობ, მხოლოდ სხეულის სულთან., ღმერთის მიწასთან შეხვედრის განცდით შეიძლება _ იმ სივრცეში შესვლით, რომელშიც წინააღმდეგობანი არსებობას წყვეტენ.

სიტყვა `იოგა~ ასევე სავსეა აზრით. ის შეერთებას ნიშნავს. ქალისა და კაცის შეხვედრასაც ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ იოგა... ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, ერთდებიან, ერთმანეთში აღწევენ, შემდეგ კი განზავდებიან. ერთობლივი განზავების მომენტში ინდივინდუალური ცენტრები ქრება. ქრება ურთიერთსაწინააღმდეგოთა კონფლიქტი, ხდება სრული მოდუნება.

ასეთი მოდუნება რამოდენიმე წამს გრძელდება. თუმცა-ღა ასეთი მოდუნება, თუკი ის მთელს, ტოტალურს შეემთხვევა, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ეს შეიძლება გაგრძელდეს მარადიულად. სიყვარულის დროს პარტნიორებში ექსტაზის მხოლოდ ერთი წვეთი აღწევს. ექსტაზის დროს თქვენ სიყვარულის ოკეანეში ეშვებით.

(`გულის სუტრა~)

თუ თქვენ სექსში ტანტრას გზით შეხვედით, თუ თქვენ ის იგემეთ ისე, როგორც დაო იცნობს მას, ორმოცდაორი წლის ასაკისთვის სექსი თავისთავად იწყებს გაქრობას. თქვენ მას უღრმესი მადლიერების გრძნობით გამოემშვიდობებით, რადგან თქვენ რეალიზებული იქნებით. სექსს ტკბობა, ნეტარება მოჰქონდა; ახლა თქვენ მას ეუბნებით _ `ნახვამდის~.

ორმოცდაორი წელი _ ეს მედიტაციის ასაკია _ ყვეალაზე შესაფერისი დრო მედიტირებისთვის. სექსი გაქრა _ ეს ენერგია, რომელიც გავსებდათ, უკვე აღარ არის. ადამიანი წყნარდება. ვნება გაქრა, ჩნდება თანაგრძნობა. ციებცხელებამ გაიარა. ადამიანს უკვე აღარ აინტერესებს სხვები. სექსის გაქრობის შემდეგ სხვა უკვე აღარ არის ყურადღების ცენტრში. ადამიანი საკუთარ წყაროს უბრუნდება, იწყება მოგზაურობა უკუმიმართულებით.

თითოეული მოვლენა მისთვის დადგენილ დროს ხდება. ყველაფერი თავის დროზე უნდა მოხდეს. ახალგაზრდობაში ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის. თუ ახალგაზრდობის წლებში სიყვარულის მიმართ შიშს განიცდით, სიბერეში სექსი აკვიატებულ აზრად გადაიქცევა; როცა გონება აკვიატებული მდგომარეობითაა შებყრობილი, ძნელია სიყვარულში შესვლა.

თუ ადამიანი სწორად, ბუნებრივად, სიყვარულით ცხოვრობდა, ორმოცდაორი წლისთვის ის სექსის ტრანსცენდენტირებას იწყებს. თუ ადამიანი არასწორად ცხოვრობდა, ებრძოდა სექსს, მაშინ ორმოცდაორი წლისთვის ენერგია წრეტას იწყებს. ახალგაზრდისთვის ადვილია ჩაახშოს რაიმე, რადგან ის გადავსებულია ენერგიით.

რა ირონიაა... ახალგაზრდა ადვილად ახშობს სექსუალურობას, რადგან საკმარისი ენერგია აქვს მის ჩასახშობად. შეუძლია ქვემოთ ჩაწიოს და მასზე იჯდეს. როცა ენერგიები იწრიტება, სექსი თავს წევს და თქვენ უკვე აღარ ძალგიძთ, აკონტროლოთ იგი.

ნუ დაელოდებით სიბერეს, იმიტომ რომ ამ დროს სექსუალურობის გამოვლინებანი მახინჯია.

(`სატრფო~, ტ. 1)

მე თქვენ სინთეზის ახალ სახეობას გასწავლით. მე ვარ მომხრე ტრანსცენდენტულობის, რომელსაც თქვენ ბუდას მდგომარეობამდე მიჰყავხართ, მაგრამ სწორედ ტრანსცენდენტულობის მომხრე ვარ და არა ჩახშობის. ჩახშობას ჯერ არავისთვის არ უშველია. ჩახშობისას ადამიანი მუდმივად წრეზე დარბის. ჩახშობისას თქვენ ყოველდღე ახშობთ. თვით სიკვდილამდე სექსი თქვენ თავს არ დაგანებებთ. თუ მართლა გინდათ, სექსისგან განთავისუფლდეთ... მე კი მინდა, რომ თქვენ განთავისუფლდეთ სექსისგან! მაგრამ მე სექსის წინააღმდეგ არ გამოვდივარ, რადგან ის, ვინც სექსს ებრძვის, წააგებს. ასეთია ჩემი სწავლების პარადოქსი.

(`საიდუმლოთა საიდუმლო~ 2/6)

ჭეშმარიტი ტრანსცენდენტულობა არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, სიყვარულით დაკავდეთ. უბრალოდ თქვენი სიყვარული სხვა თვისებას შეიძენს. ეს უკვე აღარაა სექსუალურობა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ცხოველური სექსი; თქვენი სიყვარული თამაშად, ორი ადამიანური ენერგიის ურთიერთქმედებად იქცევა.

როცა ტრანსცენდენტირება თავისთავად ხდება, ბევრი რამ ქრება. მაგრამ თქვენ არ გამოდეხართ იმის წინააღმდეგ, რაც ქრება. თქვენ გამქრალით ტკბობას განაგრძობთ. მაგალითად ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში ადამიანი საჭმლის მიმართ გულგრილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია, დრო და დრო ჩინურ რესტორანს ესტუმროს.

ტრანსცენდენტურობა განთავისუფლებთ თქვენ; იგი არ იწვევს ახალ მიჯაჭვულობას. მაგალითად ადრე ისეთი თავგამოდებული იყავით, რომ არ შეგეძლოთ, არ გეარათ, ახლა კი ისეთი თავგამოდებული ხართ, რომ არ შეგიძლიათ, იაროთ.
ტრანსცენდენტურობა ნიშნავს, რომ ლტოლვა გაქრა _ შეგიძლიათ იაროთ, შეგიძლიათ არც იაროთ. თქვენთვის სულერთია.

(`ფსიქოლოგიის საზღვრებს მიღმა~)
ექსტაზი

თუკი გაცნობიერებულად მოქმედებთ, ღრმა ორგაზმის დროს თქვენ პირველად გაიგებთ, რა არის ექსტაზი. სხვანაირად თქვენთვის მხოლოდ სიტყვაა ცნობილი და არა მისი შინაარსი. მხოლოდ ღრმა ორგაზმში, თუკი გამცნობიერებელი ხართ, თუკი თქვენი გაცნობიერებულობის ცეცხლი კარგად ანათებს, _ თქვენ შეიტყობთ, რომ სექსი არ არის უბრალოდ სექსი. სექსი გარეგნული პლასტია; შიგნით სიყვარულია სუფევს. კიდევ უფრო ღრმად ლოცვაა, კიდევ უფრო ღრმად კი _ თვით ღმერთი. სექსი შეიძლება კოსმიურ განცდად იქცეს; მაშინ ეს ტანტრაა. სექსი პლუს გაცნობიერებულობა... და რაღაც არაჩვეულებრივი იწყება.

მთლიანობა სექსის, სიყვარულის, ლოცვის გავლით შეიცნობა. სწორედ ასეთ მთლიანობას ესწრაფვის ადამიანი. ნეტარება მოდის, რადგან თქვენ ერთი წამით მთლიანი გახდით. სექსი გაღრმავდა სიყვარულში, სიყვარული გაღრმავდა ლოცვაში, ლოცვა კი იშლება ტოტალურ ტრანსცენდენციაში, ტოტალურ მთლიანობაში.

ასეთი გაღრმავება მხოლოდ მედიტაციის დახმარებითაა შესაძლებელი. მეთოდი მუდამ ერთი და იგივეა. დონეები, სივრცე, ნაბიჯები განსხვავდება, მაგრამ მეთოდი ყოველთვის ერთია. ჩაღრმავდით სექსში და და თქვენ იპოვით სიყვარულს. შედით სიყვარულში და თქვენ ლოცვამდე მიხვალთ. ჩაღრმავდით ლოცვაში და მთლიანობაში ამოიფრქვევით. ასეთი მთლიანობა ტოტალურობაა, ასეთი მთლიანობა ნეტარებაა, ასეთძი მთლიანობა არის ექსტაზი.

სექსუალურ ორგაზმში თქვენ ბოლომდე დანთქმული ხართ, ვიბრირებს მთელი თქვენი არსება, ყოველი უჯრედი. ჩართულია ტანიც და გონებაც. აზროვნება მთლიანად ჩერდება. თუნდაც სულ ერთი _ ერთადერთი წამით, როდესაც ორგაზმი თავის პიკს აღწევს, აზროვნება მთლიანად წყდება, იმიტომ რომ იმდენად ტოტალურად ხართ ჩართული, რომ ფიქრი არ შეგიძლიათ.

სექსუალურ ორგაზმში თქვენ არსებობთ. თქვენ არსებობთ ყოველგვარი აზრების გარეშე. ამ მომენტში, თუკი თქვენ გამცნობიერებელნი, დაკვირვებულნი ხართ, სექსი შეიძლება ღვთაებრივის კარი გახდეს.

მედიტაციურობის გამოჩენასთან ერთად ახლებური აღქმა. თქვენ იწყებთ იმის აღქმას, რომ სექსს არ მოაქვს ნეტარება, სექსს არ მოაქვს ექსტაზი. ნეტარების შეგრძნება უფიქრობის მდგომარეობას მოაქვს. ეს ტოტალური ჩართულობაა ყოველივე იმაში, რაც ხდება.

როგორც კი ამ ფაქტს გააცნობიერებთ, სექსის მოთხოვნილება კლებას დაიწყებს, იმიტომ, რომ უფიქრობის მდგომარეობისთვის სექსი გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს; უფიქრობის მდგომარეობა მედიტაციის მომენტში ჩნდება.

არსებობის ტოტალურობა შეიძლება სექსის გარეშეც შევქმნათ. გაიგებთ თუ არა, რომ ზუსტად იგივე შეგიძლიათ სექსში ჩაძირვის გარეშეც განიცადოთ, სექსის მოთხოვნილება თანდათან მოიკლებს. დადგება მომენტი, როცა სექსი საერთოდ აღარ დაგჭირდებათ.

რაც უფრო ღრმად შედიხართ მედიტაციაში სექსის დახმარებით, მით უფრო ნაკლები ხდება სექსის გავლენა თქვენზე. მედიტაციის ზრდასთან ერთად გაიღება ახალი კარი, სექსი კი გაქრება, გაგშორდებათ. თუმცა ეს სუბლიმაცია არ არის. ასე შემოდგომაზე ხეებს ცილდება გამხმარი ფოთლები. ხე ვერც კი ხვდება, რომ ფოთლები სცვივა. სწორედ ასევე თქვენ ვერც კი ხვდებით, რომ სექსის მექანიკური მოთხოვნილება გაგცილდათ.

შექმენით მედიტაცია სექსისგან; გადააქციეთ სექსი მედიტაციის ობიექტად, წმინდამოქმედებად. მაშინ თქვენ სექსის ტრანსცენდენტირებას მოახდენთ და თვითონაც გარდაიქმნებით. სექსი გაქრება, მაგრამ ეს არ იქნება ჩახშობა, სუბლიმაცია. უბრალოდ სექსი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. თქვენ გაიზრდებით, გამოხვალთ მისი საზღვრებიდან. თქვენთვის სექსს არაფერი მნიშვნელობა აღარ ექნება.

ტრანსფორმაციის პროცესი ბავშვის დიდად ქცევას გვაგონებს. დგება მომენტი, როცა სათამაშოები თავიანთ მნიშვნელობას კარგავენ. ბავშვს არაფრის სუბლიმირება არ მოუხდენია, არაფერი ჩაუხშია. იგი უბრალოდ გაიზარდა, დიდი გახდა. ახლა მას სათამაშოები აღარ ჭირდება. ისინი საბავშვო სათამაშოებად იქცნენ, ბავშვი უკვე პატარა აღარაა. ზუსტად ასევე, რაც უფრო მეტს მედიტირებთ, მით უფრო ნაკლებად გიზიდავთ სექსი.

როცა სექსი თქვენ გტოვებთ, იხსნება მედიტაციის კარი. როცა სექსი თქვენ გტოვებთ, თქვენ აღარ ცდილობთ თავის დაკარგვას, სხვაში განზავებას. ახლა უკვე თქვენ საკუთარ თავში განზავება შეგიძლიათ. წარმოიქმნება ორგაზმის, საკუთარ თავში ყოფნის შინაგანი ორგაზმის სულ სხვანაირი სამყარო. მაგრამ ეს სამყარო მხოლოდ სხვისი გავლით მოდის; ადამიანი სხვისი მეშვეობით იზრდება, მომწიფებული ხდება. და მხოლოდ მას შემდეგ დგება მარტოობაში სუფევის არაჩვეულებრივი ბედნიერების მომენტი.

სხვა საჭირო აღარ არის. მოთხოვნილება გაქრა, მაგრამ სხვისი წყალობით ბევრი რამ ისწავლეთ, ბევრი რამ შეიცანით საკუთარ თავში. სხვა სარკე იყო. თუმცა სარკის გატეხვა არ ღირს; ახლა, როცა ბევრი რამ შეიცანით, შეგიძლიათ აღარ უყუროთ საკუთარ ანარეკლს. თქვენ თვალებს ხუჭავთ და იქ ხედავთ საკუთარ ანარეკლს. თქვენი თავის დანახვას ვერ შეძლებდით, თავიდანვე სარკისე რომ არ გამოგეყენებინათ.

დაე ქალი იქცეს თქვენს სარკედ; დაე კაცმა აგირეკლოთ. ჩაიხედეთ პარტნიორის თვალებში და თქვენს სახეს დაინახავთ; შეერწყით პარტნიორს და შეიცანით თავი. და მაშინ, ერთხელაც სარკე აღარ დაგჭირდებათ. მაგრამ სარკის საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ; მხოლოდ მადლიერების გრძნობა _ განა შეიძლება იმის წინააღმდეგი იყო, რაც მადლიერების გრძნობას იწვევს? ასეთია ტრანსცენდირების პროცესი.

ჩემი გაგებით, ყველაფერი, რაც კი გვეძლევა, ფასდაუდებელია. თქვენ შეიძლება იცოდეთ ან არ იცოდეთ რაიმეს ფასი, მაგრამ ის მაინც ფასდაუდებელია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არსებობა მას თქვენ არასოდეს მოგანიჭებდათ. ამიტომ ტრანსცენდენტირების საშუალება უნდა იპოვოთ. გახადეთ თქვენი სიყვარული უფრო ლაღი*, სექსი კი უფრო მოყვარული. თანდათან სექსი წმინდამოქმედებაში ტრანსცენდენტირდება. სექსმა კი არ უნდა ჩამოგიყვანოთ ცხოველურ დონემდე, არამედ თქვენ უნდა აამაღლოთ სექსი.

ენერგია, რომელიც ქვემოთკენ გექაჩებათ, შეიძლება აფრენაში დაგეხმაროთ, ფრთები შეგასხათ. ამ ენერგიას დაუჯერებელი ძალა აქვს და ამქვეყნად ყველაზე მძლავრი რამ არის _ თვით სიცოცხლესაც ხომ იგი ბადებს! თუკი მას შეუძლია სიცოცხლე მიანიჭოს ჩვილს, ახალ სიცოცხლეს, თუკი ძალუძს არსებობაში ახალი სიცოცხლე შემოიყვანოს, წარმოიდგინეთ რამხელა პოტენციალის მფლობელია... მას შეუძლია თქვენც მოგცეთ ახალი სიცოცხლე. სწორედ ისე, როგორც ახალშობილს ბადებს, მას შეუძლია თქვენს ახლიდან დაგბადოთ.

სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში იესოს, როცა ამბობდა, რომ სანამ ახლიდან არ დაიბადებით, უფლის სასუფეველში შესვლას ვერ შეძლებთ. `ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ მოექცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ უფლის სასუფეველში~ (მათე. თ. 18, 3). სანამ არ ძალგიძთ ახლიდან დაბადოთ თავი, მანამდე ახალი ხედვა, ენერგიის ახალი ხარისხი, მთელი თქვენი არსების ახალი განწყობა თქვენთვის მიუწვდომელი დარჩება. ინსტრუმენტი, რომელსაც თქვენ ფლობთ, თავისთავში მშვენიერ მუსიკას ატარებს, ოღონდ აუცილებელია ამ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოთ.

ტრანსცენდენცია ჩახშობა არ არის. ტრანსცენდენცია ბუნებრივი გადაზრდაა _Pთქვენ იზრდებით და რაღაცის საზღვრებს მიღმა გადიხართ. ასე ისხამს თესლი ყლორტს, მიწიდან რომ ამოიწვერება. სექსის გაქრობით თესლიც ქრება. სექსში თქვენ შეგეძლოთ ვინმე სხვა, ბავშვი გაგეჩინათ. როცა სექსი ქრება, მთელი ენერგია თვით თქვენს გაჩენას იწყებს.

ინდუიზმში ასეთ მოვლენას ეწოდება `დვიჯა~ _ ორჯერშობილი. პირველი დაბადება მშობლების წყალობით მოხდა, მეორე დაბადება კი თავის საათს ელის. ის თქვენივე წყალობით უნდა მოხდეს. თქვენ უნდა გახდეთ თქვენი თავის მამაც და დედაც.

ნება მომეცით გითხრათ შემდეგი... სექსის ტრანსცენდენტირებით თქვენ უმაღლეს სექსს აღწევთ. ჩვეულებრივი სექსი უხეშია, უმაღლესი სექსი _ არა. ჩვეულებრივი სექსი გარეთკენ არის მომართული, უმაღლესი სექსი შინგნით მიიწევს. ჩვეულებრივი სექსის დროს ერთმანეთს ხვდება ორი სხეული, შეხვედრა გარეთ ხდება. უმაღლეს სექსში თქვენი შინაგანი ენერგიები ხვდება ერთმანეთს. ეს ფიზიკური შეხვედრა კი არ არის, არამედ სულიერი მოვლენა; ტანტრა ტრანსცენდენციაა.

* ინგლ.: პლაყფულ, რუს.: игривый _ იხ. შენიშვნა ?????????გვერდზე.

სიჩუმე

თანდათანობით აითვისეთ რეალობასთან გონების ჩარევის გარეშე ურთიერთქმედების ხელოვნება. არაფერზე არ იფიქროთ, ისე დატკბით მზის ჩასვლით, დააკვირდით, ნუ მისცემთ ნურავითარ შეფასებას, ესეც კი არ თქვათ: `რა ლამაზია!~ სიტყვების წარმოქმნის მომენტში საქმეში გონება ერევა. გონება სიტყვებისგან შედგება. ნუ გამოიყენებთ მეტყველებას.

ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ დატკბეთ მზის ჩასვლით?ნუთუ არ შეიძლება მისი სილამაზით აივსოთ? ნუთუ არ შეიძლება მისი სიდიადით განიმსჭვალოთ? მაშ რიღასთვის უნდა შემოიტანოთ ამ მშვენიერებაში ენა?

არავინ არ გთხოვთ, რამე ილაპარაკოთ. მზეს არ ესმის თქვენი ენა. ღრუბლებს, ჩამავალი მზის სხივებში რომ ლივლივებენ, არ ძალუძთ გაიგონ თქვენი სიტყვები. მაშ რისთვის-ღა გჭირდებათ სიტყვები? გადადეთ ისინი გვერდზე; შედით უშუალო შეხებაში, ნება დართეთ იმას, რაც ხდება, მთლიანად მოგიცვათ.

თუ თვალზე ცრემლი მოგადგათ _ კარგია.

თუ ცეკვა იშვა _ კარგია.

ჩამავალი მზის სილამაზით მოჯადოებულნი რომც არ გაინძრეთ, მაინც რაღაც გამოცდილებას მიიღებთ _ არც თუ დიდ, მაგრამ შორს მიმავალ განცდას _ არა-გონების მდგომარეობის გაელვებას.

შეყვარებულის ხელის ხელში ჭერისას არაა აუცილებელი ლაპარაკი. ადამიანები გამუდმებით ლაყბობენ _ ბლა, ბლა, ბლა.... ასეთი ყბედობის მიზეზი არის შიში სიჩუმის წინაშე, დუმილის წინაშე. მათ ეშინიათ დაინახონ ჭეშმარიტება, ეშინიათ იხილონ საკუთარი სიცარიელე, ეშინიათ გაიხსნან სხვის წინაშე, ეშინიათ ჩაიხედონ სხვაში. განუწყვეტელი საუბრები ადამიანებს ზედაპირზე იკავებს და მოქმედების ილუზიას ქმნის.

რატომაც არ უნდა იყუჩოთ, როცა შეყვარებულის ხელი გიჭირავთ? რატომაც არ უნდა დახუჭოთ თვალები და მიეცეთ გრძნობებს? იგრძნოთ სხვისი ყოფნა, შეხვიდეთ მის ყოფნაში; ნება მიცეთ სხვას, შემოვიდეს თქვენში; პარტნიორის მოძრაობის ტაქტში ირწეოდეთ და უნისონში ივიბრიროთ. თუკი უეცრად მძლავრი ენერგია დაგეუფლებათ, იცეკვეთ. და თქვენ მიაღწევთ სიხარულის ორგაზმულ სიმაღლეებს, არნახულს მანამდე. ამ ორგაზმულ სიმაღლეებს არაფერი აქვთ საერთო სექსთან; ისინი სიჩუმეს და დუმილს ენათესავებიან.

ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეში დაწექით მიწაზე, განზავდით მასში. ჩვენ მიწიდან გამოვედით და ერთხელაც მარადიულ სიმშვიდეს შევუერთდებით მინდორში დაწექით და მიწაში განზავდით ვარსკვლავიან ღამეს. უყურეთ ვარსკვლავებს, უბრალოდ უყურეთ. ნუ გაიხსენებთ თანავარსკვლავედების სახელებს. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი ცნობილია თქვენთვის ვარსკვლავების შესახებ, მთელი თქვენი ცოდნა გვერდზე გადადეთ, უბრალოდ უყურეთ ვარსკვლავებს. უეცრად მოხდება ურთიერთქმედება; ვარსკვლავები თავიანთი ნათელის თქვენზე გადმოღვრას დაიწყებენ და ცნობიერების გაფართოებას განიცდით. ვარსკვლავების ცქერისას სულის აღმაფრენას გამოცდით.
რაც შეიძლება უფრო სრულად გამოიყენეთ უმცირესი შესაძლებლობაც, რომელსაც არსებობა გაძლევთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან უმცირეს შესაძლებლობასაც გადააგდოთ გონება და მაშინ _ ნელა, ნელა _ თქვენთან მოვა ოსტატობა.

(`სიბრძნის წიგნი~)
ბოლოსიტყვაობა

დიახ, მე გასწავლით, როგორ შეხვიდეთ ღრმად სიყვარულში, გასწავლით ღრმა შესვლას სექსში, რამეთუ ესაა მისი საზღვრებიდან გასვლის ერთადერთი საშუალება. საზღვრებს მიღმა გასვლა მხოლოდ გამოცდილების შეძენით შეიძლება, თუმცა ჩემს მიზანს თქვენი სექსის საზღვრებს მიღმა გაყვანა წარმოადგენს, და სწორედ ეს ქმნის პრობლემას, იმიტომ, რომ ისევ და ისევ არასწორად გამიგებენ.

აზრონება სტერეოტიპულია; ადამიანებს მიაჩნიათ, რომ რელიგიური ადამიანი აუცილებლად სექსის წინააღმდეგ უნდა გამოდიოდეს. განა შეიძლება რელიგიური ვუწოდოთ იმას, ვისაც არაფერი აქვს სექსის საწინააღმდეგო? ასეთი ვითარებაა შექმნილი. მე სტერეოტიპებს ვანგრევ, მაგრამ არ ველი, რომ სამყარო ერთბაშად შეიცვლება და უარს იტყვის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ შეხედულებებზე. ამიტომ არ ველი გაგებას მასების მხრიდან. ჩემთვის გასაგებია ჩემი სიტყვების არასწორად გაგების მიზეზი. ფუჭი იმედებით თავს არ ვიიმედებ. გავა წლები, შესაძლოა საუკუნეებიც, მაგრამ მე გამიგებენ, ყოველთვის ხომ სწორედ ასე ხდება.

მე ვქმნი სიცოცხლის ახალ ხედვას. ეს ხედვა იმდენად ახალია, რომ მისთვის არ არსებობს რაიმე განსაზღვრება. ადამიანებს უჭირთ განმსაზღვრელი კატეგორიების სრული არარსებობის გაგება. ისინი მე სექს-გურუდ ჩამთვლიან, ჩათვლიან, რომ სექსს ვასწავლი, ყველანაირი ჟინის გახელებას ჩავაგონებ. ადამიანებს უჭირთ გაგება. ჩემს გაგებას მხოლოდ ახალი ადამიანები შეძლებენ, ისინი, ვინც დაინახავს ტოტალურობას იმისა, რომ ადამიანი არის სხეულისა და სულის ერთიანობა, რომ ზრდა მხოლოდ გამოცდილების მიღებით არის შესაძლებელი.

1 comment:

Mizi Margueron said...

გამარჯობა, შენ ტირი, რომ შენი ცოლი დატოვა შენ და სხვა კაცის შვილები, შენ აღარ უნდა ტირილი, რადგან მე იმავე მდგომარეობაში ვიყავი, სანამ დრიგბინოვის შესახებ გავიგე, როგორ დაეხმარა ამდენი ადამიანი მათ ურთიერთობაში დღეს თამამად შემიძლია გირჩიოთ დრიბბინოვია ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. მან არ შემიძლია, მე ასევე მჯერა, რომ მასაც ვერ შეძლებთ. ის სინამდვილეში არის სასწაული. ძალიან ბევრ რამეს ვცდილობდი, რომ ჩემი მეუღლე უკან გამეხედა. დრიბბინოვია ერთადერთი ჯადოსნური მსახიობი იყო, რომელიც მეხმარებოდა, ნამდვილად ეს არის კეთილდღეობის ბეჭედი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ყოფილი შეყვარებული მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. დრიგბინოვიამ ჩემი სახელით სასიყვარულო შელოცვა დაწერა და ჩემი მეუღლე მთლიანად შეიცვალა, მან უკეთეს ქალად აქცია და თავი დაშორდა ყველა მის საიდუმლო მოყვარულს. ბედნიერი ვარ, რომ ერთიანი ოჯახი მყავს, დრიგბინოვიას ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩემი მეუღლე უკან დაბრუნებულია მთელი სიყვარულით და გულწრფელობით. დაუკავშირდით დრიგბინოვიას ურთიერთობის ან ჯანმრთელობის პრობლემისათვის, მის ელ.ფოსტაზე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე [doctorigbinovia93@gmail.com] ან მის whatsapp კონტაქტზე: +2348144480786