არის ასეთი ადამიანი, ირაკლი კობიძე. წუთი არ გავა ისე, ძალიან ორიგინალური და სასაცილო რამ რომ არ თქვას. აქ მინდა მოვაგროვო ყველა მისი ხუმრობა თუ გამონათქვამი, რაც გამახსენდება.
"ენის ამბების~ დროს, თბილისში რომ გამოსვლები იყო ქართული ენის დასაცავად, ირაკლიმ თქვა: "ენას რომ წაგვართმევენ, მერე ალბათ თბილისსაც სახელს გადავარქმევთ და "უენოს აირესს" დავარქმევთო...
Ех бабы, бабы,лучще вас могут быть только горы...
лучще баб могут быть только бабы, на которых я не бывал... (ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაციაა)
ირაკლის ერთი თანამშრომელი გოგო სამსახურიდან გაუშვეს. გაბრაზებულმა განცხადების წერა დაიწყო და ირაკლის ეკითხება, "გთხოვთ გამანთავისუფლოთ" უნდა დავწერო თუ "გთხოვთ, გამანთავისუფლოდ–ო". ირაკლიმ უთხრა, უკვე გაგაგდეს და აწი გინდ "თ" და წერე, გინდ "დ"–ო.
ირაკლის ერთ თანამშრომელ ქალს, სახელად ნანას (სახელი შეცვლილია) ძალიან დიდი (როგორც ირაკლი ამბობს, "მონუმენტური") საჯდომი ქონდა. ერთხელ ეს ნანა საპირფარშოში შევიდა და იქიდან დაფეთებული გამოვარდა ყვირილით, უკნიდან ვირთხა შემახტაო. ირაკლიმ ამაზე თქვა, იმ ვირთხასაც არ გაემტყუნება – აქეთ ეცა, იქით ეცა, აქეთ მიაწყდა, იქით მოაწყდა და ყველგან ნანას ტრაკი დახვდაო...
ირაკლის მამის მეგობარს, ძალიან ტანდაბალ კაცს, თოტმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამაზე ირაკლის მამამ, მწერალმა რამაზ კობიძემ თქვა, შეუძლებელია, მაგას თორმეტგოჯას სიმსივნე ქონდესო. რატომ არის შეუძლებელიო, რომ კითხეს, მიუგო: თვითონ გოჯანახევარია და თორმეტგოჯას სიმსივნე როგორ ექნებაო...
ერთხელ ირაკლი ერთი ბანოვანის თანდასწრებით ჰემინგუეის მოსდგა: "ეგ რა მწერალია – "ერთიც დავლიოთ, ბილ... ჯანიც გავარდეს, ჯეკ... სპილოებზე ხომ არ გვენადირა, ჯიმ... ეგრე ხომ მეც დავწერო..." მოდი შენ ჰემინგუეისნაირად დაწერე და მე ცოლად გამოგყვებიო, უთხრა ბანოვანმა.ირაკლიმ ეგრევე "გადაატრიალა პლასტინკა": ჰემინგუეისნაირი მოთხრობები თუ დავწერე, რაღა შენ შეგირთავ, წავალ და ლივ ტაილერს შევირთავო...
ანეკდოტი ირაკლისგან: რაჭველი ფსიქოლოგიის გამოცდაზე გავიდა. გამომცდელმა ორიანი დაუწერა – ცნობიერს და ქვეცნობიერს ვერ არჩევს, ორივე ქვეცნობიერი გონიაო...
ერთხელ ჟანრი ლოლაშვილზე ასეთი რამ თქვა: "ჟანრი ლოლაშვილი, ისევე, როგორც ყველა ჟანრი, არათანაბრადაა განვითარებული, თუმცა თავისი ადგილი მაინც უჭირავს...:
ირაკლის დედის ორმოცზე, სუფრაზე შილა ფლავი ჩამოატარეს. ამის შემდეგ სუფრა აიშალა. ირაკლის გაუკვირდა, ასე უცებ ყველას წასვლა რატომ მოუნდაო. აუხსნენს, რომ შილა ფლავის ჩამოტარების შემდეგ ხალხი მიდის...
– თუ ასეთი მაგიური საჭმელია, – თქმა ირაკლიმ, – მაშინ რაღას ყვირიან დღედაღამ "გადადექი, გადადექი"–ს, მიეტანათ სააკაშვილისთვის შილა ფლავი და წავიდოდა თვითონ...
Read polaroid spectra pro manual PDF
5 years ago
3 comments:
virtxaze magari iyo :D
sasaciloa :) vinaa es irakli ? :)
es vin irakli kobidzea, kofili prokurori da axla advokati? :)
Post a Comment